გამოდის 1998 წლიდან
2014-09-25
ინიციატივა ინდივიდზე მორგებული სათანადო მომსახურებებით

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ფე­ხი მო­ი­კი­და „ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის“ ფე­ნო­მენ­მა, რი­სი მი­ზე­ზიც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი იყო. მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩა ქუ­ჩა­ში ხელ­გა­მოწ­ვ­დი­ლი ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, მე­ტიც, დღი­თი დღე მა­თი რიცხ­ვი გა­ი­ზარ­და და უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვალ­ში­სა­ცე­მია თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­სა  და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში „ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის“ მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბა, დღე­ის­თ­ვის არც ერ­თი სტრუქ­ტუ­რა ზუსტ მო­ნა­ცე­მებს არ ფლობს. „მათხოვ­რო­ბა“ არც ახა­ლია და არც ვინ­მეს გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ პრობ­ლე­მა რომ სე­რი­ო­ზუ­ლად დგას, ფაქ­ტია, რა­ზეც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკის­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ბავ­შ­ვებს მშობ­ლე­ბი უშ­ვე­ბენ ქუ­ჩა­ში სა­მათხოვ­როდ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშო­ბე­ლია მო­ძა­ლა­დე, თუმ­ცა ამის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად დად­გე­ნა, რო­გორც ჩანს, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­ნი­მუმ, ორი ფაქ­ტო­რი იკ­ვე­თე­ბა — სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის გულ­გ­რი­ლო­ბა და  არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ან მო­უქ­ნე­ლი  კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა — კა­ნო­ნით მათხოვ­რო­ბა არ ის­ჯე­ბა, მათხოვ­რო­ბის ფაქ­ტის აღ­კ­ვე­თა მხო­ლოდ მა­ში­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­მა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად იცის, რომ ბავ­შ­ვი თა­ვი­სი ნე­ბით არ მათხოვ­რობს. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე პო­ლი­ცი­ელს არა აქვს უფ­ლე­ბა, ყინ­ვა­ში ქუ­ჩა­ში ხელ­გა­მოწ­ვ­დილ ბავშვს მოჰ­კი­დოს ხე­ლი და რო­მე­ლი­მე ცენ­ტ­რ­ში გა­და­იყ­ვა­ნოს. ამას­თან ერ­თად, პრობ­ლე­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბა­შიც უნ­და ვე­ძე­ბოთ.
 რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი მუ­შა­ობს სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად — ამ სა­კითხს და­ეთ­მო გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რო­მე­ლიც „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში“ გა­ი­მარ­თა.
ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა — პრო­ექ­ტი 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში და­იწყო და 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა. პრო­ექტს, ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან ერ­თად, ახორ­ცი­ე­ლებს. ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში, ასე­ვე, ჩარ­თუ­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, იუს­ტი­ცი­ის, შსს და ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი, თბი­ლი­სის მე­რია, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი — „ვორლდ ვი­ჟე­ნი“, „კა­რი­ტას სა­ქარ­თ­ვე­ლო“ და „ბავ­შ­ვი და გა­რე­მო“.
„ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­იქ­მ­ნა სა­ხელ­მ­წი­ფო მე­ქა­ნიზ­მე­ბი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ად­რე არ არ­სე­ბობ­და ამ­გ­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მი და ამ მხრივ, მთავ­რო­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვა მე­ტად და­სა­ფა­სე­ბე­ლია, — მი­იჩ­ნევს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­შა გრა­უ­მა­ნი, — ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს ქუ­ჩის­კენ უბიძ­გებს, არის სი­ღა­რი­ბე. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 50 ათასი ბავ­შ­ვი უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობს და მო­იხ­მარს დღე­ში 2 ლარს. ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ნარ­კო­ტი­კი­სა და ალ­კო­ჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა და დის­ფუნ­ქ­ცი­უ­რი ოჯა­ხე­ბიც უწყობს ხელს ბავ­შ­ვე­ბის ქუ­ჩა­ში გას­ვ­ლას. სას­წ­რა­ფოდ უნ­და მოგ­ვარ­დეს სი­ღა­რი­ბის სა­კითხი და გაძ­ლი­ერ­დეს არ­სე­ბუ­ლი სოცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რა­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლ იქ­ნეს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და ოჯა­ხე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი“.
პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნი­კა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი: „ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ხელ­მ­წი­ფო იღებს თა­ვის თავ­ზე სის­ტე­მის და­ფი­ნან­სე­ბას. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ჩვენს შეხ­ვედ­რას შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წ­რე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თი სა­მი­ნის­ტ­რო (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — შსს) ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა, თუ არ იქ­ნა სხვა­დას­ხ­ვა სა­მი­ნის­ტ­რო­ებს შო­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად მე­დი­ის რო­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან აუცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის როლს, ეს ყვე­ლამ იცით და ამა­ზე სა­უ­ბარს აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ, უბ­რა­ლოდ შე­გახ­სე­ნებთ, რომ 10 წელ­ზე მე­ტია, რაც ევ­რო­კავ­ში­რი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მე თა­ვად ვარ მომ­ს­წ­რე იმ პროგ­რა­მე­ბი­სა და ნა­ბი­ჯე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­წი­ფომ და  სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­დად­გეს. ამის­თ­ვის დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონდს, ასე­ვე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა თუ სხვა მხა­რე­ებს. ისიც კარ­გად მეს­მის, რომ სა­უ­ბა­რია ხან­გ­რ­ძ­ლივ პრო­ცეს­ზე, რად­გან საქ­მე გვაქვს მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფის ბავ­შ­ვებ­თან — ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მა­ტი­კაა.  იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი და მთლი­ა­ნად სის­ტე­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს ბავ­შ­ვ­ზე და მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე, სა­ჭი­როა დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი. ამას კი, აუცი­ლებ­ლად, მზა სის­ტე­მა უნ­და დახ­ვ­დეს.“
პრო­ექ­ტი ორ­წ­ლი­ა­ნია და პირ­ველ წელს ინი­ცი­ა­ტი­ვა თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, მე­ო­რე წელს ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ისს მო­ი­ცავს. 2011 წლის ნო­ემ­ბერ­ში, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით, შე­იქ­მ­ნა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. კო­მი­ტეტ­ში შე­მა­ვალ თი­თო­ე­ულ უწყე­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლი ფუნ­ქ­ცია და­ე­კის­რა.
— შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო კო­ორ­დი­ნი­რებს და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევს ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მი­მარ­თულ საქ­მი­ა­ნო­ბას; ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას; ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში ასაქ­მებს მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს, სინ­ქ­რო­ნი­ზე­ბას უწევს მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი­სა და სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას; გა­მო­ყოფს ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს პარ­ტ­ნი­ო­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სათ­ვის და უზ­რუნ­ველ­ყოფს ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბას;
— იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო აწეს­რი­გებს ბავ­შ­ვ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ი­ის სა­კითხებს — სრუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბამ­დე დრო­ე­ბი­თი პი­რა­დი ნომ­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბას, რა­თა ბავ­შ­ვებს მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ისარ­გებ­ლონ სა­ხელ­მ­წი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბით; აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას აკავ­ში­რებს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ტრე­ფი­კინ­გის სა­წი­ნაღ­მ­დე­გო სტრა­ტე­გი­ას­თან;
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო ამ­ყა­რებს მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას მო­ბი­ლურ ჯგუ­ფებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის; უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა იცოდ­ნენ, რო­გორ იმუ­შა­ონ ყვე­ლა­ზე და­უც­ველ და კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ ბავ­შ­ვებ­თან;
ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს სტა­ბი­ლუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აკის­რია;
— გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვე­ბის ჩა­რიცხ­ვას ოფი­ცი­ა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში; მუ­შა­ობს სა­გან­გე­ბო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა­თა მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან, აფა­სებს მათ უნა­რებს, ამ­ზა­დებს მათ­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მებს და მო­ნი­ტო­რინგს უწევს ბავ­შ­ვე­ბის მიღ­წე­ვებს სკო­ლა­ში;
თბი­ლი­სის მე­რია გა­მო­ყოფს შე­ნო­ბებს მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბელ­თათ­ვის და უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ და­უც­ველ ბავ­შ­ვებს, თბი­ლის­ში, ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბო­დეთ ყვე­ლა იმ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბაც მათ აქვთ;
— პარ­ტ­ნი­ო­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი  — „ვორლდ ვი­ჟენ“, „კა­რი­ტას სა­ქარ­თ­ვე­ლო“ და „ბავ­შ­ვი და გა­რე­მო“ — ბავ­შ­ვებს სთა­ვა­ზო­ბენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­გო­რი­ცაა: მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებ­თან უშუ­ა­ლოდ ქუ­ჩა­ში მუ­შა­ო­ბენ; ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის დღის ცენ­ტ­რე­ბი/კრი­ზი­სუ­ლი ჩა­რე­ვის ცენ­ტ­რე­ბი და 24-სა­ა­თი­ა­ნი თავ­შე­საფ­რე­ბი.
რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა უნ­და გა­ე­წი­ოს თბი­ლის­ში 500, ხო­ლო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 150 ბავშვს, ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ეკა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა:  „პრო­ექ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე აღარ ვი­სა­უბ­რებ, ამის შე­სა­ხებ ბევ­რი ით­ქ­ვა და ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად ჩანს, რო­ცა ქუ­ჩა­ში გა­ვივ­ლით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2012 წლი­დან, ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლის ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა: პირ­ვე­ლი — შე­იქ­მ­ნას შე­სა­ბა­მი­სი მიზ­ნობ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი ამ ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, რა­თა მოხ­დეს მა­თი რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ქუ­ჩი­დან მო­ცი­ლე­ბა და მე­ო­რე, ძი­რი­თა­დი — სა­ხელ­მ­წი­ფო სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მის შექ­მ­ნა იმის­თ­ვის, რომ ამ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვა გა­ერ­თი­ან­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი ზრუნ­ვი­სა და ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის ფარ­თო პროგ­რა­მა­ში“.
მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში, და­არ­ს­და მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ავ­ლე­ნენ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს, რომ­ლებ­საც შეს­თა­ვა­ზე­ბენ დახ­მა­რე­ბა­სა და დაც­ვას, მათ­თან და მათ ოჯა­ხებ­თან იმუ­შა­ვე­ბენ იმ მიზ­ნით, რომ მოხ­დეს ამ ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თ­ვა არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ და ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, 2013 წლის აგ­ვის­ტო­დან, თბი­ლის­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 3 მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი (2014 წლის ბო­ლოს ქუ­თა­ის­შიც ამოქ­მედ­დე­ბა 1 მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი). მო­ბი­ლურ ჯგუფ­ში შე­დი­ან: სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, ფსი­ქო­ლო­გი, თა­ნა­ტოლ-გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მუ­შა­კი/მძღო­ლი. ჯგუ­ფი პირ­ველ კონ­ტაქტს ბავ­შ­ვებ­თან ქუ­ჩა­ში ამ­ყა­რებს. მათ მი­ერ ხდე­ბა ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის შე­ფა­სე­ბა. ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მი­ერ ამ ბავ­შ­ვე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას არ­სე­ბი­თი მნი­შვ­ნე­ლო­ბა აქვს. შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად კი, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.
2014 წლის მა­ი­სი­დან, თბი­ლის­ში, უკ­ვე ამუ­შავ­და დღის/კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ორი ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც ღია ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბაა. ცენ­ტ­რი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დაკ­მა­ყო­ფილ­დეს მათი ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნე­ბი — საკ­ვებ­ზე, ჰი­გი­ე­ნა­ზე და სხვ. დღის/კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რე­ბი ბავ­შ­ვებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და სა­სი­ცოცხ­ლო უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას სთა­ვა­ზობს, ასე­ვე, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მას, რომ­ლის მი­ზა­ნია ბავ­შ­ვე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და რე­ინ­ტეგ­რა­ცია; საცხოვ­რე­ბე­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ბავ­შ­ვებს ცენ­ტ­რი ღა­მის თავ­შე­სა­ფარ­საც სთა­ვა­ზობს; 2014 წლის ბო­ლომ­დე  კი­დევ გა­იხ­ს­ნე­ბა ერ­თი დღის/კრი­ზი­სუ­ლი ცენ­ტ­რი თბი­ლის­ში და ერ­თი  — ქუ­თა­ის­ში.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ერ­თი ტრან­ზი­ტუ­ლი ცენ­ტ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს თბი­ლის­ში და ერ­თი — რუს­თავ­ში. ტრან­ზი­ტუ­ლი ცენ­ტ­რი, მაქ­სი­მუმ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 24-სა­ა­თი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წევს ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს. ცენ­ტ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას სთა­ვა­ზობს მათ და ამ­ზა­დებს უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ით მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში ან მცი­რე ზო­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლ­ში გან­თავ­სე­ბის­თ­ვის. გარ­კ­ვე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, რო­ცა ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს შე­უძ­ლია ბავ­შ­ვი უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­თი უზ­რუნ­ველ­ყოს, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი ხელ­შეწყო­ბა ხდე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვე­ბის ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებ­თან მუ­შა­ო­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კონ­სულ­ტა­ცი­ას უწე­ვენ ოჯა­ხებს და სთა­ვა­ზო­ბენ ყვე­ლა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას, რომ­ლის მი­ღე­ბაც ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, პრი­ო­რი­ტე­ტი ბავ­შ­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ენი­ჭე­ბა.
პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მომ­ზად­დ­ნენ: მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი (15), დღის/კრი­ზი­სუ­ლი  და ტრან­ზი­ტუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი და აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით 150; ასე­ვე, ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­და, თბი­ლი­სის მას­შ­ტა­ბით, 100 პო­ლი­ცი­ელს და იგეგ­მე­ბა მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა ქუ­თა­ის­შიც. 
სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის გა­ი­ოზ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით: „ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტით, ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა არ ხდე­ბა, მათ­თ­ვის მხო­ლოდ სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თბი­ლი­სის მას­შ­ტა­ბით, დღეს­დღე­ო­ბით, საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, შემ­დ­გომ­ში მა­თი კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თო­ე­ბა იგეგ­მე­ბა არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­შიც. მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რად, ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბენ, ეძე­ბენ ბავ­შ­ვებს, შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ და­ეხ­მა­რონ და მა­თი რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნონ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბებს, შსს-თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ ცვლი­ლე­ბე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რა იქ­ნე­ბა უკე­თე­სი მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.“
სა­ინ­ფო­რამ­ციო შეხ­ვედ­რა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი კითხ­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­მართ და­ის­ვა, რად­გან „ქუ­ჩის ბავ­შ­ვებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს ხში­რად თა­ვად კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ქმნის — კა­ნო­ნით მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მათხოვ­რო­ბის ფაქ­ტის აღ­კ­ვე­თა, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­მა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად იცის, რომ ბავ­შ­ვი თა­ვი­სი ნე­ბით არ მათხოვ­რობს. არის თუ არა ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი, გა­მო­ავ­ლი­ნოს ბავ­შ­ვ­თა ტრე­ფი­კინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი და, სა­ერ­თოდ, რო­გორ არე­გუ­ლი­რებს კა­ნო­ნი მათხო­ვა­რი ბავ­შ­ვე­ბის პრობ­ლე­მას? პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რა რო­ლი აკის­რია პო­ლი­ცი­ას?
მა­კა ფე­რა­ძე, პრო­ექ­ტის მარ­თ­ვის სამ­მარ­თ­ვე­ლოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, შსს-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი: „ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­რო თა­ვი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ექ­ტ­ში, მე­ტიც, ის ხელს უწყობს პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ არი­ან ჩარ­თუ­ლი მო­ბი­ლურ ჯგუ­ფებ­ში, რად­გან პო­ლი­ცი­ე­ლის გა­მო­ჩე­ნა მოწყ­ვ­ლად ჯგუფ­ში იწ­ვევ­და შიშს, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შსს-ს შე­სა­ბა­მი­სი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა. ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ რო­გორც სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე, ისე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­მუ­შაო ფორ­მა­ტის შექ­მ­ნა­ზე და ა.შ.
ხში­რად მით­ქ­ვამს და კი­დევ  გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მოწყა­ლე­ბის თხოვ­ნა  — მათხოვ­რო­ბა — დღე­ვან­დე­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა არ არის, თა­ვის­თა­ვად, სამა­­რ­თალ­დარ­ღ­ვე­ვას არ წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­მარ­თალ­დამ­ცავს მათხოვ­რო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის უფ­ლე­ბა არა აქვს, თუ, რა თქმა უნ­და, ეს ფაქ­ტი არ შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ნიშ­ნებს, რომ­ლე­ბიც სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­ს­ში პირ­და­პი­რაა მი­თი­თე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ეს არის ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ქმე­დე­ბა­ში ჩაბ­მა და მათხოვ­რო­ბა­ზე და­ყო­ლი­ე­ბა. თუ ად­გი­ლი აქვს და­ნა­შა­ულს, მა­შინ, ცხა­დია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს. მუდ­მი­ვად გა­დი­ან ტრე­ნინ­გებს ტრე­ფი­კინ­გის და­ნა­შა­უ­ლის ეფექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, კონ­კ­რე­ტუ­ლად, ბავ­შ­ვე­ბის შრო­მი­თი ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს ტრე­ნინ­გე­ბი ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხებ­ში ძა­ლა­დო­ბის სა­მარ­თ­ლებ­რივ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, მის ად­რე­ულ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და გა­მოვ­ლე­ნა­ზე, ცხა­დია, პრე­ვენ­ცი­ა­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო ფარ­თოდ თა­ნამ­შ­რომ­ლობს არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გვაქვს. თუმ­ცა, კი­დევ ერ­თხელ მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მათხოვ­რო­ბას არა აქვს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ხე. შე­სა­ბა­მი­სად, ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დაწყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ან ტრე­ფი­კინ­გის საქ­მე­ზე არ გვქო­ნია. ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა, მა­ლე­ვე შეწყ­და, რად­გან მო­ძა­ლა­დე პი­რე­ბი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის ასაკს მი­უღ­წევ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ (14 წლამ­დე პი­რე­ბი). დღეს ასე­თი სუ­რა­თია. ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­რო აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ეს ძა­ლი­ან მცი­რე­დია, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, მაგ­რამ უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ერ­თი უწყე­ბა, რო­გო­რი ძლი­ე­რი და მას­შ­ტა­ბუ­რიც არ უნ­და იყოს,  ასეთ მწვა­ვე პრობ­ლე­მას მარ­ტო ვერ მო­ე­რე­ვა. იმე­დი გვაქვს, მთავ­რო­ბის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი, 2014-2015 წლე­ბის, „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის“ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მელ­შიც კონ­კ­რე­ტუ­ლი თა­ვი მი­ეძღ­ვ­ნა ამ პრობ­ლე­მას, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, მის და­საძ­ლე­ვად გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უფ­რო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად და სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლად გა­დავ­დ­გათ.“
სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქუ­ჩა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1500 ბავ­შ­ვი ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, ზუსტ სტა­ტის­ტი­კას ვერც ერ­თი უწყე­ბა ვერ ასა­ხე­ლებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა ინ­ტე­რე­სი, რე­ა­ლუ­რად, ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი ბავ­შ­ვია ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი. ამის შე­სა­ხებ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ქე­თე­ვან მე­ლი­ქა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ: „უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა შევ­ქ­მ­ნათ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, რომ მიწ­ვ­დეს ყვე­ლა ბავშვს ქუ­ჩა­ში და და­უბ­რუ­ნოს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ამ პრო­ცეს­ში სტა­ტის­ტი­კა ნელ-ნე­ლა იქ­მ­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და შევ­ქ­მ­ნათ  მოქ­ნი­ლი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­ზე მაქ­სი­მა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ი­ტევს. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, რომ ა ბავ­შ­ვი შე­ვა­და­როთ ბ  ბავშვს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­სებ­ში მყო­ფი ერ­თი და იგი­ვე ბავ­შ­ვი იყოს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს სტა­ტის­ტი­კა შე­იქ­მ­ნე­ბა. ჩვენ მი­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცით, რა კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვე­ბი არ­სე­ბო­ბენ ქუ­ჩა­ში და მათ­თან მუ­შა­ო­ბის  პრინ­ცი­პი — ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, რომ­ლი­თაც გვინ­და გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ყვე­ლა ბავ­შ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა და მას მი­ვუ­სა­და­გოთ ის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­შე­მო არ­სე­ბობს. სტა­ტის­ტი­კის, ზუს­ტი რიცხ­ვე­ბის არ­ქო­ნა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი არ არის. ეს პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც და­ტეს­ტ­ვის რე­ჟიმ­ში და­იწყო თბი­ლი­სი­დან და გა­მო­ავ­ლენს, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად ხდე­ბა ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბით ბავ­შ­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და უფ­რო მდგრად საცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში გა­დაყ­ვა­ნა. შემ­დეგ ეს პრო­ცე­სი გა­და­ვა სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც მსგავ­სი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. გეტყ­ვით იმა­საც, რომ ზო­გა­დად, მთელ სამ­ყა­რო­ში და, მათ შო­რის, ჩვენ­თა­ნაც, რე­სურ­სე­ბი შეზღუ­დუ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ ეს რე­სურ­სი დაგ­ვე­ხარ­ჯა სის­ტე­მის შექ­მ­ნა­ზე და არა ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კის გა­მოვ­ლე­ნა­ზე, რაც ძა­ლი­ან ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან მო­ბი­ლუ­რე­ბი არი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­სურ­სუ­ლად, სხვაგ­ვა­რი კვლე­ვაა სა­ჭი­რო — უნ­და  გვყავ­დეს ბევ­რი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­ვა ქუ­ჩა­ში, თან, რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი ისე უნ­და იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, რომ სწრა­ფად მო­ი­პო­ვონ ბავ­შ­ვე­ბის ნდო­ბა. სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან და­კომ­პ­ლექ­ტ­და, სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ რე­სურ­სი სის­ტე­მის შექ­მ­ნა­ზე დავ­ხარ­ჯოთ და არა ზუსტ სტა­ტის­ტი­კა­ზე. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბის ნა­წი­ლი  სტა­ტის­ტი­კის შექ­მ­ნა­ცაა.“
ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში, კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სეგ­მენ­ტი ამუ­შავ­დე­ბა, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს, ვი­საც არა­სო­დეს უვ­ლია სკო­ლა­ში ან მი­ა­ტო­ვა სწავ­ლა,  „გა­ნათ­ლე­ბის მე­ო­რე შანსს“ მის­ცემს. ამ პროგ­რა­მის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რა­თა ასეთ­მა ბავ­შ­ვებ­მა იარონ სკო­ლა­ში და და­ე­წი­ონ სას­წავ­ლო პრო­ცესს. ქე­თე­ვან მე­ლი­ქა­ძის გან­მარ­ტე­ბით:  „გა­ნათ­ლე­ბის მე­ო­რე შან­სი“ არის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო უძღ­ვე­ბა და მხარს უჭერს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი. მი­სი მი­ზა­ნია, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვი და­ვუბ­რუ­ნოთ სკო­ლის მერხს და მივ­ცეთ  სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, გა­აგ­რ­ძე­ლოს ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა. სხვა ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, ფო­კუს­ჯ­გუფ­ში  სწო­რედ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ ჯგუ­ფად მო­ი­აზ­რე­ბი­ან ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით იმ მომ­სა­ხუ­რე­ბის დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის ვი­თარ­დე­ბა და შემ­დ­გომ — სკო­ლის დო­ნე­ზე, არ­სე­ბობ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც  მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ა­წევს სას­კო­ლო პრო­ცესს და შე­საძ­ლოა წარ­მა­ტე­ბუ­ლიც კი გა­ხა­დოს. სა­უ­ბა­რი იმა­ზე არ არის, რომ მათ ზუს­ტად ისე­ვე ის­წავ­ლონ, რო­გორც სკო­ლა­ში მყოფ­მა და­ნარ­ჩენ­მა ბავ­შ­ვებ­მა, არა­მედ იმა­ზე, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, ბავ­შ­ვი იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი იმ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში, რაც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ მის­თ­ვის და­სა­ხა, რომ შე­ი­ძი­ნოს და­მა­ტე­ბი­თი ცოდ­ნა და სა­ბო­ლო­ოდ — მი­ი­ღოს ატეს­ტა­ტი.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მოწყ­ვ­ლად ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის ფა­ზა დაგ­ვი­ა­ნე­ბით დაწყე­ბუ­ლი ფა­ზაა. აქამ­დე ფიქ­რის, გან­ს­ჯის, სის­ტე­მი­სა და სერ­ვი­სე­ბის შექ­მ­ნის ამო­ცა­ნა იდ­გა. მო­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი შარ­შან ზაფხულ­ში ამოქ­მედ­და, დღის ცენ­ტ­რე­ბი — წელს მა­ის­ში, 24-სა­ა­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა —  ივ­ნის­ში. ბევ­რი დრო არ არის გა­სუ­ლი იმის­თ­ვის, რომ ჩვენ ასე­თი რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნა მო­ვა­ხერ­ხოთ. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა მა­ინც გვაქვს. რამ­დე­ნი­მე სკო­ლას მოწ­ვე­ტი­ლი ქუ­ჩის ბავ­შ­ვის­თ­ვის უკ­ვე ვა­წარ­მო­ებთ სკო­ლას­თან და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან მო­ლაპ­რა­კე­ბას, რომ ისი­ნი სკო­ლა­ში ჩავ­ნერ­გოთ —  და­ვაბ­რუ­ნოთ. თუმ­ცა, ისე­თი ფაქ­ტე­ბი, რომ ბავ­შ­ვი ქუ­ჩას მოვ­წყ­ვი­ტეთ, სკო­ლა­ში და­ვაბ­რუ­ნეთ, მყა­რად ზის მერ­ხ­თან და მე­გობ­რე­ბიც  შე­ი­ძი­ნა — ჯერ არ გვქო­ნია. იმე­დი მაქვს,  სის­ტე­მა ისეა აწყო­ბი­ლი, რომ ასეთ წარ­მა­ტე­ბას­თა­ნაც მი­ვალთ.“
მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, თბი­ლის­ში,  მომ­სა­ხუ­რე­ბით უკ­ვე ისარ­გებ­ლა 350-მა ბავ­შ­ვ­მა, დღის/კრი­ზი­სულ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რე­ბით — 60-მა, ტრან­ზი­ტუ­ლი ცენ­ტ­რე­ბით — 20-მა, ხო­ლო გა­და­უ­დე­ბე­ლი მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დით — 7-მა. მა­თი რიცხ­ვი, პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით,  თბი­ლის­ში 500-მდე გა­იზ­რ­დე­ბა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი — 150-მდე. ქუ­ჩას გან­რი­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან, მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბა, შემ­დეგ ისი­ნი მოხ­ვ­დე­ბი­ან უსაფ­რ­თხო და მზრუნ­ველ ოჯა­ხებ­ში ან ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში, სა­დაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა მა­თი გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და დაც­ვის უფ­ლე­ბე­ბი — ეს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, იმას­თან ერ­თად, რომ შე­იქ­მ­ნას ქმე­დი­თი, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, თემ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა იმ­დე­ნად მას­შ­ტა­ბუ­რი და რთუ­ლია, აქ აუცი­ლებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის როლ­საც უნ­და შე­ვე­ხოთ, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­დამ­წყ­ვე­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში. იუნი­სე­ფის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ქურ­ცი­კი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სტიგ­მა­ზე სა­უბ­რობს და მო­უ­წო­დებს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლით და­ვამ­ს­ხ­ვ­რი­ოთ ეს სტე­რე­ო­ტი­პი: „არ შე­მიძ­ლია არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის თე­მას ამ ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რამ­დე­ნა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის სტიგ­მა ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ. სწო­რედ ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ და­იმ­ს­ხ­ვ­რეს სტე­რე­ო­ტი­პი, რამ­დე­ნა­დაც ეს ბავ­შ­ვე­ბი თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან გა­რი­ყუ­ლე­ბად გრძნო­ბენ. და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, რომ­ლებ­საც მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვთ მათ­თან. მთა­ვა­რია, მათ გა­ვუ­წო­დოთ არა ფუ­ლი, არა­მედ ჩვე­ნი ხე­ლი და ვაჩ­ვე­ნოთ სით­ბო, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ­გა­ნაც აუცი­ლებ­ლად იმა­ვეს მი­ვი­ღებთ.“

25-28(942)N