გამოდის 1998 წლიდან
2014-09-18
ტრე­ნინგსის­ტე­მი­დან უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი განვითარების კონცეფციის დანერგვაზე

წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ბევ­რი სი­ახ­ლით იწყე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, „სა­სურ­ვე­ლი“ სი­ახ­ლე­ე­ბი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დი­დი სტი­მუ­ლია რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა, არის სი­ახ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც პე­და­გო­გე­ბი­ს მხრიდან რთუ­ლად და სა­ში­შა­დაც კი აღიქ­მე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ უკ­ვე არ­სე­ბობს „მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის “ სის­ტე­მის ჩარ­ჩო. ამ სის­ტე­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი ჯერ კი­დევ გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სის­ტე­მის“ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ წარ­მო­ად­გენს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ დო­კუ­მენტს — მის გან­ხილ­ვას უამ­რა­ვი შეხ­ვედ­რა და­ეთ­მო — მა­ინც გა­ის­მის პე­და­გო­გე­ბის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რომ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ. ეს კი წი­ნა­პი­რო­ბაა სწო­რედ იმ მით­ქ­მა-მოთ­ქ­მი­სა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სის­ტე­მა შე­საძ­ლოა საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი იყოს პე­და­გო­გე­ბისთვის. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს აქვს სურ­ვი­ლი, პი­რა­დად მო­ის­მი­ნოს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. — რა­ტომ გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი არ­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა? — ამ კითხ­ვით ვიწყებთ სა­უ­ბარს „მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორ­თან კა­ხა ჟღენ­ტ­თან. — სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დით ხდე­ბა მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბა საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ პე­და­გო­გი თა­ვის ცოდ­ნას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­შიც წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს. არ ვი­ცით, რა ხდე­ბა კლას­ში. სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობ­და ში­და სას­კო­ლო მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა. პე­და­გო­გე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბით, ეროვ­ნუ­ლი და CაT-ის გა­მოც­დებ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბით. ხო­ლო კითხ­ვა: რო­გო­რია გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცე­სი, რო­გო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს პე­და­გოგს ბავ­შ­ვებ­თან და სხვა მრა­ვა­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი ღი­ად გვრჩე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო სტან­დარ­ტის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა. არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა მი­სი ფორ­მა და არა ში­ნა­არ­სი, ის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი გახ­და. სტად­ნ­დარ­ტი დამ­ტ­კიც­და 2014 წლის აპ­რილ­ში, სა­დაც გა­ნი­საზღ­ვ­რა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის 4 სა­ფე­ხუ­რი: პირ­ვე­ლი — „პრაქ­ტი­კო­სი“ პე­და­გო­გი; მე­ო­რე — „წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი“ პე­და­გო­გი; მე­სა­მე „მკვლე­ვა­რი“ და მე­ოთხე — „მენ­ტო­რი“. ალ­ბათ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, დამ­წყებ პე­და­გოგ­საც იგი­ვე მო­ეთხო­ვე­ბა, რაც 5 წლის სტა­ჟის მქო­ნეს? აქამ­დე სწო­რედ ასე იყო და პე­და­გო­გე­ბიც ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ყვე­ლას თა­ნაბ­რად მო­ეთხო­ვე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც სტან­დარ­ტ­ში იყო გა­წე­რი­ლი, სტან­დარ­ტი „მი­უღ­წე­ვე­ლი“ ოც­ნე­ბა გახ­და. შე­იქ­მ­ნა მი­თი, თით­ქოს სტან­დარ­ტი იყო მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და მოწყ­ვე­ტი­ლი ­ი­ყო პრაქ­ტი­კის­გან. მოხ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­უცხო­ე­ბა სტან­დარ­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბის­გან. ახა­ლი სტან­დარ­ტი ად­გენს, რომ ეს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა­ში. თუმ­ცა, აქ­ვე, სტან­დარ­ტ­ში მკა­ფი­ოდ ჩანს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა, რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე მყოფ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, რო­გორ და რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მი­იღ­წე­ვა წარ­მა­ტე­ბა კა­რი­ე­რა­ში. — სტან­დარ­ტი ად­გენს მას­წავ­ლებ­ლის ოთხ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ას, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხო­ლო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. რი­თი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ამა თუ იმ კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი პე­და­გო­გე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან? — მას­წავ­ლებ­ლის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლია კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით. ყო­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ის მი­ნი­ჭე­ბა — (ა) პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი; ბ) წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი; გ) მკვლე­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი; დ) მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი) — დას­ტურ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტით. ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი სრუ­ლად უნ­და ფლობ­დეს წი­ნა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ებს. პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გი — ეს არის პე­და­გო­გი, რო­მელ­საც აქვს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­სა და სა­გან­ში, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ის კლას­ში სას­წავ­ლო პრო­ცესს ახორ­ცი­ე­ლებს. შემ­დე­გი ეტა­პი, ანუ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, არის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ობს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს­თან, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში. მე­სა­მე — მკვლე­ვა­რი პე­და­გო­გი, რომ­ლე­ბიც გაკ­ვე­თილს ატა­რებს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვე­ბის, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი რეფ­ლექ­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რი კი მენ­ტო­რი პე­და­გო­გია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვე­ბით, ანა­ლი­ზით, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სტი­ლით, და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით ავ­ტო­რი­ტე­ტია და მი­სი გზა სა­მა­გა­ლი­თოა დამ­წყე­ბი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, მას გა­აჩ­ნია ლი­დე­რის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან ერ­თად მუ­შა­ობს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტებ­ზე. ახა­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის მი­სა­ნი­ჭე­ბელ კა­ტე­გო­რი­ებს, სა­ვა­რუ­დოთ ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბა ექ­ნე­ბა: — პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი (პრაქ­ტი­კო­სის კომ­პე­ტენ­ცია); — წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი (წარ­ჩი­ნე­ბუ­ლის კომ­პე­ტენ­ცია); — უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი (მკვლე­ვა­რის კომ­პე­ტენ­ცია); — მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი (მენ­ტო­რის კომ­პე­ტენ­ცია). — ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა — გა­მოც­და, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის იური­დი­უ­ლი ფორ­მა, გაქ­რე­ბა. რო­გორ მოხ­დე­ბა პე­და­გო­გის კა­ტე­გო­რი­ის გან­საზღ­ვ­რა და რო­გორ გა­დავ­ლენ ისი­ნი მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე? — მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვად ირ­ჩევს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ასე­ვე თა­ვად გეგ­მავს იმ საკ­ლა­სო და კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­სა­ხე­ბა კრე­დიტქუ­ლებ­ში. აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­ფას­დე­ბა­ წი­ნას­წარ­ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, რაც მას­წავ­ლებ­ლებს გა­ეც­ნო­ბათ შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე. კა­რი­ე­რის თი­თო­ე­ულ სა­ფე­ხურ­ზე გან­საზღ­ვ­რუ­ლი იქ­ნე­ბა ამ დო­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი და კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სათ­ვის აუცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტქუ­ლე­ბი, რო­მელ­საც შე­ი­მუ­შა­ვებს და და­ამ­ტ­კი­ცებს სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია, სქე­მის ძი­რი­თა­დი დო­კუ­მენ­ტის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დეგ. მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ფას­დე­ბა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო სა­ფე­ხუ­რის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სამ დო­ნე­ზე: 1. თვით­შე­ფა­სე­ბა; 2. სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბა; 3. გა­რე შე­ფა­სე­ბა. თვით­შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის შე­სა­ფა­სებ­ლად და და­ე­დე­ბა სა­ფუძ­ვ­ლად მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას; გა­იზ­რ­დე­ბა სკო­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის პროგ­რე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით; გა­იზ­რ­დე­ბა სკო­ლის რო­ლი სა­კუ­თა­რი მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის სა­კითხ­ში, თუმ­ცა და­ი­ნერ­გე­ბა ხა­რის­ხის მარ­თ­ვი­სა და შეფა­სე­ბის ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას, ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო დარ­ჩე­ბა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხუ­რი­დან წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად. — რის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა? — შე­იქ­მ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ფას­დეს და კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის წო­ნებს და­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოხ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც შე­ჯერ­დე­ბა და დამ­ტ­კიც­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. მას­წავ­ლე­ბელს არ მო­უ­წევს სა­კუ­თა­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრაქ­ტი­კი­დან მოწყ­ვე­ტი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს ის, რა­საც ის პრაქ­ტი­კა­ში ახორ­ცი­ე­ლებს. კრე­დი­ტე­ბის კონ­კ­რე­ტულ, სა­ბო­ლოო რა­ო­დე­ნო­ბას გან­საზღ­ვ­რავს სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია. — რამ­დე­ნი წე­ლი სჭირ­დე­ბა პრაქ­ტი­კოს პე­და­გოგს, რომ მენ­ტო­რი გახ­დეს და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რო­მე­ლი­მე კა­ტე­გო­რი­ი­დან ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბა? პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლ­ვა სა­მი წე­ლი იმის­თ­ვის, რომ და­აგ­რო­ვოს შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლა, წარ­ჩი­ნე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლე­ვა 4 წე­ლი­წა­დი, მკვლე­ვარ მას­წავ­ლე­ბელს — 5 წე­ლი­წა­დი. ასე­ვე, იარ­სე­ბებს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია 2 წე­ლი­წად­ში თა­ვად და­ა­ყე­ნოს სა­კითხი შე­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ, თუ მი­აჩ­ნია, რომ ის უკ­ვე მზად არის. კა­ტე­გო­რი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და და­კარ­გ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დავ­ფიქ­რ­დეთ შემ­დეგ­ზე, რა არის ამ სის­ტე­მის მი­ზა­ნი? სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა, რი­სი სა­ფუძ­ვე­ლიც არის მას­წავ­ლებ­ლის მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. და­აკ­ვირ­დით შე­სა­ფა­სე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებს, მა­თი უმე­ტე­სო­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბია. ვინ არის საკ­ვან­ძო შემ­ფა­სე­ბე­ლი? სკო­ლა! თუ სკო­ლის, კო­ლე­გე­ბის და დი­რექ­ცი­ის შე­ფა­სე­ბა აფიქ­სი­რებს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ნი­მა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვერ ას­რუ­ლებს ხა­რის­ხი­ა­ნად და თუ ამას გა­რე შე­ფა­სე­ბაც ადას­ტუ­რებს, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­გავს კა­ტე­გო­რი­ას. აქ­ვე უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, თუ რას ნიშ­ნავს — „მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლე­ვა 3 წე­ლი, 4 ან 5 წე­ლი“. ეს ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩარ­თუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უწყ­ვეტ პრო­ცეს­ში. თუ, ვთქვათ, სამ­წ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დის საწყის ეტაპ­ზე, დაკ­ვირ­ვე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე გა­მო­ავ­ლენს პრობ­ლე­მებს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მას ეძ­ლე­ვა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და გა­ე­წე­ვა დახ­მა­რე­ბა, სრულ­ყოს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი იმუ­შა­ვებს თა­ვის თავ­ზე, ის უპ­რობ­ლე­მოდ და­აგ­რო­ვებს მი­ნი­მა­ლურ კრე­დი­ტებს, მაგ­რამ თუ დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი კო­ლე­გა ვერ ახერ­ხებს პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად შეს­რუ­ლე­ბას, ის ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს კა­ტე­გო­რი­ას. ვფიქ­რობ ეს სა­მარ­თ­ლი­ა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. — ბუ­ნებ­რი­ვია, მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ აისა­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ ხელ­ფა­სებ­ზე, რო­გორ მოხ­დე­ბა ანაზღა­უ­რე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა? — 9 მა­ისს გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მი­ეძღ­ვ­ნა „მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სა­კითხებს“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, რომ 2015 წელს და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყო­ფა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი და და­იწყე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის მო­წეს­რი­გე­ბა. წლის ბო­ლოს­თ­ვის ჩვენ უკ­ვე კონ­კ­რე­ტუ­ლად გვე­ცო­დი­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზუს­ტი მო­ცუ­ლო­ბა და მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი იქ­ნე­ბა მზარ­დი 2015, 2016 და 2017 წლებ­ში. დიდ­წი­ლად ეს ზრდა და­უ­კავ­შირ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბას. *** თე­მა­ზე სა­უ­ბარს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს­თან, ირი­ნა აბუ­ლა­ძეს­თან ვაგ­რ­ძე­ლებთ. — ტრე­ნინ­გ­სის­ტე­მი­დან უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის და­ნერ­გ­ვა­ზე — ეს ახა­ლი შე­ფა­სე­ბის სქე­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა... — პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა ახა­ლი სის­ტე­მის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია. ახა­ლი სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი ერ­თი­ა­ნო­ბა­ში უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ. მა­გა­ლი­თად, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და ვე­ცა­დოთ, გა­და­ვი­დეთ ტრე­ნინგსის­ტე­მი­დან უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის და­ნერ­გ­ვა­ზე და ამის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო არ უნ­და იყოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­კუ­თარ საკ­ლა­სო პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, კო­ლე­გებ­სა და სკო­ლას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, და­ად­გი­ნოს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ამის შემ­დეგ აირ­ჩი­ოს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ის გზა, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა. ასეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მებს კი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გზით ვერ გა­ვუმ­კ­ლავ­დე­ბით, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და იტ­ვირ­თოს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და, ­ზო­გა­დად, ხა­რის­ხის მა­კონ­ტ­რო­ლებ­ლის რო­ლი, მაგ­რამ ის, ვინც ამ მოთხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ბა­ზარ­ზე უნ­და გაჩ­ნ­დეს სწო­რედ იმის­თ­ვის, რომ უპა­სუ­ხოს მას­წავ­ლებ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ-კონ­კ­რე­ტულ სა­ჭი­რო­ე­ბებს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ფა­სე­ბის ნა­წილს, ამა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სკო­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თულ­ნი. პრო­ცე­სი იწყე­ბა მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბით და ამის შემ­დეგ იგეგ­მე­ბა მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა. შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი (პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი პორ­ტ­ფო­ლიო და საკ­ლა­სო დაკ­ვირ­ვე­ბა) გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­რე­უ­ლ-ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი და დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მით. ჩვენ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ზო­გი­ერთ სკო­ლას შე­უძ­ლია ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა გა­უ­წი­ოს ში­და სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბას, ზო­გი კი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად ამის­თ­ვის ნაკ­ლე­ბადაა მზად. მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი ის გახ­ლავთ, რომ სკო­ლა­ში უნ­და შე­იქ­მ­ნას და გა­დამ­ზად­დეს ჯგუ­ფე­ბი. სწო­რედ ისი­ნი და­აკ­ვირ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ მას­წავ­ლე­ბელს. საკ­ლა­სო დაკ­ვირ­ვე­ბის კომ­პო­ნენ­ტ­ზე ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც 2015 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის და სკო­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ი­მუ­შა­ვებს საკ­ლა­სო დაკ­ვირ­ვე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს. შემ­დეგ პრო­ცე­სი გვიჩ­ვე­ნებს, ვის და რა დო­ნე­ზე შე­ეძ­ლე­ბა ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მის მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი არის ის, რომ არ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა იყოს მოწყ­ვე­ტი­ლი პრო­ცე­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხა­რის­ხის მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მის კედ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა პორ­ტ­ფო­ლი­ოს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოხ­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბით - ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ფა­სე­ბის ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ად­გი­ნოს და­დას­ტუ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მის კონ­კ­რე­ტულ კომ­პე­ტენ­ცი­ას წარ­მო­ა­ჩენს. მას­წავ­ლებ­ლებს წი­ნას­წარ ეცო­დი­ნე­ბათ, რა ექ­ნე­ბათ წარ­მო­სად­გე­ნი, ეცო­დი­ნე­ბათ შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი. ასე რომ, 2015 წე­ლი იქ­ნე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი, შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბის დახ­ვე­წი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის გარ­დაქ­მ­ნის წე­ლი. პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა კი 2016-2017 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი გა­მო­იც­დე­ბა და მზად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის. აქ­ვე მინ­და ვთქვა ისიც, რომ მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სის ხელ­შე­საწყო­ბად, სკო­ლე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მი­ი­ღე­ბენ ცენ­ტ­რის ახალ გა­მო­ცე­მებს — „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი“, „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის გზამ­კ­ვ­ლე­ვი“ და „სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვი“. — სა­ი­ტე­რე­სოა, რა ელით იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი იყ­ვ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის არ­სე­ბულ სქე­მა­ში და კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს.? — რო­დე­საც სქე­მა დამ­ტ­კიც­დე­ბა, სა­მი­ნის­ტ­როს ბა­ზა­ზე შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია. მას­ში გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, სა­მი­ნის­ტ­რო­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შევ­ლენ. კო­მი­სია და­ამ­ტ­კი­ცებს კონ­კ­რე­ტულ დე­ტა­ლებს, რომ­ლე­ბიც სქე­მის დო­კუ­მენტს მიჰ­ყ­ვე­ბა. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბის ეტა­პი, რო­მე­ლიც ამ წლის ბო­ლომ­დე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უკ­ვე გან­საზღ­ვ­რუ­ლია კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც, რა­საც კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს და და­ამ­ტ­კი­ცებს. პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლე­ბად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბი­ან მოქ­მე­დი არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ზო­გა­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი, უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვთ; წამ­ყ­ვან მას­წავ­ლებ­ლე­ბად — მოქ­მე­დი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ზო­გა­დი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის კა­ტე­გო­რია მი­ე­ნი­ჭე­ბა მათ, ვი­საც ორ წელ­ზე მე­ტი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბა და დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი აქვთ. გა­ნა­წი­ლე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ უკავ­შირ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს, მა­გა­ლი­თად, უფ­როს მას­წავ­ლებ­ლად გახ­დო­მა შე­ეძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს გა­ნურ­ჩევ­ლად მი­სი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი­სა. სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­ნა­წი­ლე­ბის შემ­დეგ, კო­მი­სია და­ად­გენს, რა და­მა­ტე­ბი­თი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი შეჰ­ყ­ვე­ბათ კა­ტე­გო­რი­ებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს. შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­სა და იმა­ვე სა­ფე­ხურ­ზე იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა სას­ტარ­ტო პო­ზი­ცია ჰქონ­დეთ. მა­გა­ლი­თად, ერ­თ­მა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა და­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა სხვა საგ­ნის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და ან გა­მოს­ცა რა­ი­მე რე­სურ­სი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­მო­ცე­მა­ში და ა.შ. მას ამის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი მი­ე­ნი­ჭე­ბა; ან არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზეა, და­მა­ტე­ბით კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს, თუ ერთ-ერ­თი გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს ან წარ­მო­ად­გენს სხვა მიღ­წე­ვებს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გარ­და ამი­სა, კო­მი­სია აუცი­ლებ­ლად და­ამ­ტ­კი­ცებს გარ­და­მა­ვალ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს დღე­ი­სათ­ვის სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის ასახ­ვას ახალ სქე­მა­ში. ვი­ნა­ი­დან დღე­ვან­დელ დღემ­დე სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა არ იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი და ეს მხო­ლოდ 8 წლის შემ­დეგ უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო, არ­სე­ბულ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლად იცა­ვენ ისი­ნი მოთხოვ­ნებს, გარ­და ამი­სა, ეს მოთხოვ­ნე­ბიც არ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გა­სა­გე­ბად. 2011 წლი­დან სქე­მა­ში ხუ­თი ათა­სამ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას, რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ, ნაკ­ლე­ბად აქვს რა­ი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­რო­ვე­ბუ­ლი და ეს გა­სა­გე­ბი­ცაა. მოთხოვ­ნე­ბის, შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და 8-8 წლი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში პრო­ფე­სი­ა­ში და­წი­ნა­უ­რე­ბა ცალ­სა­ხად არ წარ­მო­ად­გენ­და ინ­ტე­რე­სის სა­განს. თუმ­ცა, მა­თი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის გა­და­ან­გა­რი­შე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს, ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შრო­მა აქვს გა­წე­უ­ლი, კო­მი­სია და­ად­გენს, რა­თა აისა­ხოს ისი­ნი ახალ სქე­მა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი წლის ბო­ლოს­თ­ვის დას­რულ­დე­ბა და მას­წავ­ლებ­ლებს ექ­ნე­ბათ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა პრო­ცე­სე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 2015-2017 წლებ­ში და შემ­დ­გომ. — რო­გორ გავ­ხა­დოთ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია, რო­გორ გა­ვუ­ჩი­ნოთ მათ მო­ტი­ვა­ცია — ეს სა­კითხი დღეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად დგას, რად­გან სკო­ლებ­ში სულ უფ­რო და უფ­რო მცირ­დე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში შე­მომ­ს­ვ­ლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა დე­ფი­ცი­ტია გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში. რამ­დე­ნი­მე სა­განს ხში­რად ერ­თი და იგი­ვე პე­და­გო­გი ას­წავ­ლის, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, დაბ­ლა სწევს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რისხს და პრეს­ტიჟს უკარ­გავს რო­გორც სკო­ლას, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას. რო­გორ მოხ­დე­ბა მსურ­ველ­თა პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლა? — პრო­ფე­სი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად რამ­დე­ნი­მე გზა შე­მუ­შავ­დე­ბა. ახ­ლა გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით. ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მე­ბი უფ­რო მე­ტად მო­ერ­გე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ახალ პრო­ფე­სი­ულ სტან­დარტს. პრაქ­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტი გაძ­ლი­ერ­დე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა 4-5 წე­ლი­წად­ში გვე­ყო­ლე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა ვერ გა­ი­ყი­ნე­ბა. მას­წავ­ლებ­ლად გახ­დო­მა შე­ეძ­ლე­ბა პირს, მი­სი გა­ნათ­ლე­ბის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ამის სა­ფუძ­ველ­ზე განი­საზღ­ვ­რე­ბა და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნე­ბი — გა­ივ­ლის ის მას­წა­ვ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას, მა­ძი­ებ­ლო­ბის პროგ­რა­მას თუ ჩა­ა­ბა­რებს საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას. გარ­და ამი­სა, სა­მი­ნის­ტ­რო მას­წავ­ლე­ბელ­თა შერ­ჩე­ვი­სა და და­საქ­მე­ბის წეს­ზეც მუ­შა­ობს. სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, არ­სე­ბუ­ლი ვა­კან­სია სა­ჯა­როდ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს. დად­გინ­დე­ბა სკო­ლის მი­ერ კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის წე­სი. სკო­ლას იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ექ­ნე­ბა, კონ­კურ­სანტს და­მა­ტე­ბი­თი პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნოს, თუმ­ცა, ზო­გა­დი შერ­ჩე­ვის წე­სი უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. — რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ გა­მო­იწ­ვია პე­და­გო­გებ­ში ასე­თი ში­ში „შე­ფა­სე­ბის ახალ­მა სქე­მამ“? — სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლა­ში დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხ­და ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის შე­დე­გად მი­სი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი შე­იქ­მ­ნა, ყუ­რადღე­ბა გა­და­ვი­და კო­რუფ­ცი­ის გა­რე­შე ობი­ექ­ტუ­რი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, შე­იქ­მ­ნა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, და­ი­სა­ხა სხვა მიზ­ნე­ბი... თუმ­ცა, სა­ჭი­რო­ე­ბა­თა დად­გე­ნი­სა და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა. შე­ფა­სე­ბა არ უნ­და აში­ნებ­დეს მას­წავ­ლე­ბელს. ის არ და­ის­ჯე­ბა არას­წო­რი ქმე­დე­ბი­სათ­ვის — მი­ი­ღებს რჩე­ვებს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სა­ბო­ლო­ოდ კი მი­ვი­ღებთ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ პრაქ­ტი­კას კლას­ში. დად­გა დრო, სრულ­ყო­ფი­ლი უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა ავა­მოქ­მე­დოთ და სკო­ლა­ში დავ­ნერ­გოთ. სის­ტე­მის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ ის არის, რომ ყვე­ლა­ფე­რი სკო­ლის ბა­ზა­ზე ხდე­ბა. თუ სკო­ლა არ აიღებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას რო­გორც სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბის დად­გე­ნა­ზე, ისე სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე, სის­ტე­მა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა და მუდ­მი­ვად „გა­რე­დან“ ჭკუ­ის სწავ­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში იქ­ნე­ბა. ჩვენ უამ­რავ მო­საზ­რე­ბას ვის­მენთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის ცენ­ტ­რ­ში არა­სო­დეს ფი­გუ­რი­რებს ბავ­შ­ვი. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რო­გორ აბა­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მოც­დებს, რამ­დე­ნი წიგ­ნი აქვს წა­კითხუ­ლი პე­და­გო­გი­კა­სა და მე­თო­დო­ლო­გი­ა­ში — ყვე­ლა­ფე­რი აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია, თუ ეს ცოდ­ნა მას­წავ­ლე­ბელ­მა კლას­ში არ გა­მო­ი­ყე­ნა. ამი­ტო­მაც შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი ეს არის. სქე­მა და მას­წავ­ლებ­ლის ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი სწო­რედ ამ სიტყ­ვე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი — რა მოს­დის ბავშვს, რა შე­უძ­ლია მას­წავ­ლე­ბელს ბავ­შ­ვ­თან მი­მარ­თე­ბით, ბავ­შ­ვის მიღ­წე­ვე­ბი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­დე­გი. რაც მთა­ვა­რია, ეს უნ­და გა­კეთ­დეს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, სკო­ლა­ში­ვე, იქ უნ­და და­ვი­ნა­ხოთ შე­დე­გი და არა პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ში გა­მოც­და­ზე. და­ვა­მა­ტებ კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას: დღეს გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სია გა­ღე­ბუ­ლი და სის­ტე­მაც მი­სი ადეკ­ვა­ტუ­რია. მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სკო­ლა შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­რო არ არის, ამი­ტომ ის გა­მუდ­მე­ბით ღე­ლავს, არ დას­ჭირ­დეს იმა­ზე მე­ტი დრო, ვიდ­რე სკო­ლის­თ­ვის აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, რად­გან და­მა­ტე­ბით სა­არ­სე­ბო წყა­როს და­კარ­გავს. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლის დატ­ვირ­თ­ვა სკო­ლა­ში მი­სი შე­მო­სავ­ლე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი უნ­და იყოს. მე­ო­რე მხრივ, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ჩვენ­თან მას­წავ­ლე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით არა­სო­დეს შე­უ­ფა­სე­ბი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან ხში­რად გა­მი­გო­ნია „ჩვენ ისე­დაც ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ“, პა­რა­ლე­ლუ­რად ვხე­დავთ ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ეს კი პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. არ­სე­ბობს ში­შიც, ვინ შე­ა­ფა­სებს მას­წავ­ლე­ბელს, ვინ „მის­ცემს“ კა­ტე­გო­რი­ას. ეს ში­ში უსა­ფუძ­ვ­ლოა, რად­გან კა­ტე­გო­რი­ას არა­ვინ „იძ­ლე­ვა“. მა­ღა­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კა­ტე­გო­რი­ის მი­ნი­ჭე­ბა მას­წავ­ლებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბის აღი­ა­რე­ბა უნ­და იყოს და არა სა­ჩუ­ქა­რი. ჩვენ სკო­ლა­ში­ვე ვცდი­ლობთ, შევ­ქ­მ­ნათ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი, ან­და სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი. მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა უნ­და ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს მი­სი­ვე სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნას და სკო­ლა­ში არ­სე­ბულ დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბებს. მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, რა გზით წა­ვა და რო­გორ მი­აღ­წევს შე­დეგს. მას­წავ­ლე­ბელ­მა კითხ­ვა ასე კი არ უნ­და დას­ვას „მითხა­რით, რა გა­ვა­კე­თო“, არა­მედ უნ­და გვითხ­რას, რას გეგ­მავს იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვი წინ წა­ვი­დეს, სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ჩე­მი აზ­რით, მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბას სწო­რედ ეს აში­ნებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი არ უნ­და შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­დეს მხო­ლოდ იმით, რაც მის კლას­ში ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, ნდო­ბის სა­კითხი დღე­ვან­დელ სკო­ლა­ში სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ პრო­ცეს­ში თა­ვად უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. უნ­და ვა­ღი­ა­როთ — რო­დე­საც სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბა გაჩ­ნ­დე­ბა, შეც­დო­მე­ბიც გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ ვეც­დე­ბით და­ვეხ­მა­როთ სკო­ლას მათ დაძ­ლე­ვა­ში. და­უს­რუ­ლებ­ლად იმის ძა­ხი­ლი, რომ სკო­ლა მზად არ არის, მი­ხე­დოს თა­ვის თავს — აი, რა არის ყვე­ლა­ზე დი­დი რის­კი და არა ხელ­ფა­სი­სა თუ „კრე­დი­ტის“ რა­ო­დე­ნო­ბა. ნამ­დ­ვი­ლი რის­კია, რო­ცა სკო­ლა დღემ­დე არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერ­თე­უ­ლი. თუ მას სრულ­ფა­სო­ვა­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არ მი­ვე­ცით, ვერ და­ვად­გენთ, შე­უძ­ლია თუ არა ამ სის­ტე­მას და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­თა­რე­ბა (ცხა­დია, სა­ხელ­მ­წი­ფოს კონ­ტ­რო­ლი­სა და დახ­მა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბით). გა­ვი­მე­ო­რებ: სკო­ლა, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით სა­ი­დან­ღაც „გა­რე­დან“ელის დახ­მა­რე­ბას, ვე­რა­სო­დეს შექ­მ­ნის სა­კუ­თარ პო­ზი­ტი­ურ გა­რე­მოს, სა­დაც მთა­ვა­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ნდო­ბა და მი­ღე­ბულ შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N