გამოდის 1998 წლიდან
2014-09-18
პროფესიული განათლების თანამედროვე კერა

ანა ფირცხალაიშვილი

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „ორი­ენ­ტი­რი“ ერ­თა­დერ­თია პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის, რო­მელ­მაც სწავ­ლა 15 სექ­ტემ­ბერს და­იწყო. იგი ხან­გ­რ­ძ­ლივ­მოქ­მე­დი ფა­სი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რომ­ლის არ­სე­ბო­ბა­საც ჯერ კი­დევ 1992 წელს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი დარ­გის გა­მოც­დილ­მა მუ­შაკ­მა ან­ზორ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა. არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში „ორი­ენ­ტირ­მა“ არა­ერ­თხელ გა­ნი­ცა­და ცვლი­ლე­ბა, რო­გორც, ზო­გა­დად, გან­ვი­თა­რე­ბის, ასე­ვე ფუნ­ქ­ცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხ­ვა დროს, იგი ას­რუ­ლებ­და სა­შუ­ა­ლო, სა­ხე­ლო­ბო, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ებს. 2011 წელს „ორი­ენ­ტირ­მა“ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. აი, ამ სტა­ტუ­სით ახალ, სამ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში, 1900 კვ.მ. ფარ­თო­ბით, გა­ნა­ახ­ლა სას­წავ­ლო წე­ლი კო­ლეჯ­მა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან მძი­მე წლებ­ში, ბევ­რი გან­საც­დე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, უნა­რი­ა­ნი, საქ­მის მცოდ­ნე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის წყა­ლო­ბით, შეძ­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სას­წავ­ლო ბა­ზე­ბი და კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის კა­ბი­ნე­ტე­ბი, კე­თილ­მოწყო­ბი­ლი აუდი­ტო­რი­ე­ბი, მედ­პუნ­ქ­ტი — აი, ამ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს კო­ლე­ჯი სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც III, IV და V სა­ფე­ხურ­ზე შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლო­ბებს და­ე­უფ­ლე­ბი­ან: ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ექ­თ­ნის თა­ნა­შემ­წე, ბუ­ღალ­ტე­რი, კრი­მი­ნა­ლის­ტი, მცი­რე ბიზ­ნე­სის მწარ­მო­ე­ბე­ლი, ქი­მი­უ­რი და სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბის ექ­ს­პერ­ტი, ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და მა­სა­ლე­ბის ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზის ლა­ბო­რან­ტი, ფარ­მა­ცევ­ტის თა­ნა­შემ­წე, პრაქ­ტი­კო­სი ექ­თა­ნი, კბი­ლის ტექ­ნი­კო­სი, მა­სა­ჟის­ტი. ან­ზორ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, კო­ლე­ჯის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „პირ­ველ რიგ­ში სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, მას­წავ­ლე­ბელ­სა და სტუ­დენტს. ჩვენ­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა, ვიდ­რე აქამ­დე მო­ვი­დო­და. თა­ვა­დაც არ მჯე­რა, რომ ეს შევ­ძე­ლით, მაგ­რამ ჩე­მი შვი­ლე­ბის — სო­ფი­ო­სა და რა­მა­ზის თა­ნად­გო­მამ და მხარ­და­ჭე­რამ გა­მა­რის­კი­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, დან­გ­რე­უ­ლი შე­ნო­ბის შე­ძე­ნა. რა­საც ახ­ლა ხე­დავთ, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი შე­უს­ვე­ნე­ბე­ლი შრო­მის შე­დე­გია. ისი­ნი ახ­ლაც ჩემ გვერ­დით არი­ან — სო­ფიო ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზეა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი, რა­მა­ზი სა­მე­ურ­ნეო-სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხებს აგ­ვა­რებს. სულ 60 პე­და­გო­გი ემ­სა­ხუ­რე­ბა 600 სტუ­დენ­ტის სწავ­ლე­ბას, ანაზღა­უ­რე­ბა 500 ლა­რი­დან იწყე­ბა. ვფიქ­რობ, არც სწავ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რია ძვი­რი — 1200-1400 ლა­რი. გა­დახ­და თვე­ე­ბის მი­ხედ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ბაზ­რის მოთხოვ­ნებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამ­დე­ნად და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მაც არ შე­ექ­მ­ნე­ბათ მათ, ვინც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს სტუ­დენ­ტო­ბის დროს. პე­და­გო­გე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია და დამ­საქ­მებ­ლებ­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ამის სრულ გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა. „ორი­ენ­ტი­რის“ სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა მო­უწყო, რო­მელ­საც რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ზა­ზა გა­ბუ­ნი­აც ეს­წ­რე­ბო­და. მი­სა­სალ­მე­ბე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტებს აუდი­ტო­რი­ებ­ის­კენ გა­უძღ­ვ­ნენ პე­და­გო­გე­ბი, ხო­ლო მშობ­ლებს შე­ნო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. ისი­ნი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­დ­ნენ და მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ, რომ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის სას­წავ­ლე­ბელ­ში და­ე­უფ­ლე­ბი­ან არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ებს.

25-28(942)N