გამოდის 1998 წლიდან
2014-06-05
ვის­წავ­ლოთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა


რუბ­რი­კის სტუ­მა­რია დე­უს­თოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

ქე­თი ჩა­დუ­ნე­ლი

— ქე­თი, მი­ამ­ბე რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ეს­პა­ნე­თამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ეს­პა­ნე­თი?
— სწავ­ლა და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, ჩე­მი ოჯა­ხის ერთ-ერ­თი ძი­რე­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვო­ბი­დან ჩა­ნერ­გი­ლი მქონ­და გა­ნათ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და ყო­ველ­თ­ვის მსურ­და, სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვან და წარ­მა­ტე­ბულ გა­რე­მო­ში მეს­წავ­ლა.
და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ხა­შურ­ში. ხ კლა­სის ჩათ­ვ­ლით ვსწავ­ლობ­დი ხა­შუ­რის მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­იწყო ჩე­მი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა, საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბასთან და­კავ­ში­რე­ბით. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ 16 წლის ასაკ­ში გა­ვი­მარ­ჯ­ვე „მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ში“ (ფლჶხ), რო­მე­ლიც ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ ფი­ნან­ს­დე­ბა და პოს­ტ­საბ­ჭო­უ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბის, ერ­თი სას­წავ­ლო აკა­დე­მი­უ­რი წლით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა­სა და სწავ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჯორ­ჯი­ის შტატ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ერ­თ­წ­ლი­ან­მა ამე­რი­კულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ სრუ­ლი­ად გა­ამ­ყა­რა ჩემ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, რწმე­ნა იმი­სა, რომ თუ მი­ზანს და­ვი­სა­ხავ­დი და ბევრს ვიშ­რო­მებ­დი, წარ­მა­ტე­ბას აუცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ­დი. სწო­რედ ფლჶხ-ის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გავ­ხ­დი უფ­რო მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი.
ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში. მსურ­და, ამე­რი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის­თ­ვი­საც მი­მექ­ცია ყუ­რადღე­ბა და სტა­ჟი­რე­ბას გავ­დი­ო­დი სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ, იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტ­რ­ში ვმუ­შა­ობ­დი. ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა მე­მუ­შა­ვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ნო­ვა­ტო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­ში, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ვიზ­რ­დე­ბო­დი რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლად, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე. მა­გის­ტ­რა­ტუ­რის პე­რი­ოდ­ში იმ ხუთ სტუ­დენტს შო­რის მოვ­ხ­ვ­დი, რომ­ლე­ბიც კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­ზავ­ნეს, ლექ­ცი­ებ­ზე და­სას­წ­რე­ბად სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს­პა­ნურ­მა ენამ, ამე­რი­კა­ში, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში­ვე გა­მი­ტა­ცა. იქ მხო­ლოდ ერ­თი სე­მეს­ტ­რი ვის­წავ­ლე და მსურ­და, მო­მა­ვალ­ში სწავ­ლა ეს­პა­ნეთ­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თ­ვის ვე­ძებ­დი გა­მოცხა­დე­ბულ სტი­პენ­დი­ებს, სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და აი, ერას­მუს მუნ­დუ­სის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სრუ­ლი კურ­სი დე­უს­თოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეს­პა­ნეთ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვემ­ზა­დე, შე­ვე­ცა­დე, რომ და­ფი­ნან­სე­ბა ამე­ღო და ჩე­მი ოც­ნე­ბა ეს­პა­ნეთ­ში სწავ­ლე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე სის­რუ­ლე­ში მო­მეყ­ვა­ნა.
— მი­ამ­ბე დე­უს­თოს სას­წავ­ლებ­ლის ის­ტო­რია, რამ­დენ­წ­ლი­ა­ნია და რა ღირს სწავ­ლა? სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია?
— დე­უს­თოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი და საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია ეს­პა­ნეთ­ში. ის 1886 წელს და­არ­ს­და და დღემ­დე დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი მრა­ვალ­ფე­რო­ვან და კომ­ფორ­ტულ გა­რე­მოს სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტებს — სპორ­ტი, კულ­ტუ­რა, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც სწავ­ლე­ბის პრო­ცესს კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტი აფი­ნან­სებს ეს­პა­ნუ­რი ენის შემ­ს­წავ­ლელ კურსს. რო­გორც კი ჩა­მო­ვე­დი, 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში, ბილ­ბა­ო­ში, მა­შინ­ვე და­ვიწყე ეს­პა­ნუ­რი ენის შეს­წავ­ლა. სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა, რო­მელ­ზეც ვსწავ­ლობ, ორ­წ­ლი­ა­ნია და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო­დაა შედ­გე­ნი­ლი. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ სწავ­ლე­ბის დო­ნი­თა და მიდ­გო­მე­ბით, რა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყე­ნებს სწავ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. აქ ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი, თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად რომ იგ­რ­ძ­ნოს სტუ­დენ­ტ­მა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რო­დე­საც გაქვს 22 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა (ორ­წ­ლი­ა­ნი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის­თ­ვის), არის წე­სე­ბი და მოთხოვ­ნე­ბი, რო­მელ­საც ემორ­ჩი­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კარ­გ სწავ­ლა­სა და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ითხოვს, რა­საც ამ დრო­ის­თ­ვის წარ­მა­ტე­ბით ვარ­თ­მევ თავს.
— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი და რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი?
— ვსწავ­ლობ ევ­რო­კულ­ტუ­რი­სა და პო­ლი­ტი­კის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ევ­რო­პის ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის, პო­ლი­ტი­კის სიღ­რ­მე­ებ­ში წვდო­მას და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას. ასე­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კურ თუ კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­თან. ვი­ნა­ი­დან ბავ­შ­ვო­ბი­დან მიზ­ნად მაქვს და­სა­ხუ­ლი, ვი­მუ­შაო სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ვსწავ­ლობ­დი სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებს), ვფიქ­რობ, რომ ევ­რო­კულ­ტუ­რი­სა და პო­ლი­ტი­კის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შეს­წავ­ლა ჩემს სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­ულ მი­ზან­თან კი­დევ უფ­რო და­მა­ახ­ლო­ებს. სწავ­ლა 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ვიწყე და მაგისტრატურის პირ­ველ კურსს ივ­ნის­ში ვამ­თავ­რებ, სექ­ტემ­ბ­რი­დან სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ჟი­რე­ბა მე­ლო­დე­ბა და შემ­დეგ უკ­ვე სა­ბო­ლოო, მე­ოთხე სე­მეს­ტ­რი — სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ო­ბა და დაც­ვა.
— რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
— ვფიქ­რობ, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტი ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ძებ­ნის სა­ჭი­რო პროგ­რა­მას, რა­თა ის­წავ­ლოს საზღ­ვარ­გა­რეთ. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ასე იყო, ვი­ცო­დი რა მინ­დო­და, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­ძებ­დი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მას და ვი­პო­ვე კი­დეც. რო­დე­საც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტი ხარ, გაქვს მო­ტი­ვა­ცია, ინ­ტე­რე­სი, გა­იღ­რ­მაო ცოდ­ნა, მი­ი­ღო სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის წარ­მო­ჩე­ნას სა­თა­ნა­დოდ მო­ა­ხერ­ხებ, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი და მო­გე­ცე­მა შან­სი, ის­წავ­ლო სა­ოც­ნე­ბო აკა­დე­მი­ურ გა­რე­მო­ში.
— დე­უს­თოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ვინ არი­ან ისი­ნი, მოკ­ლედ მი­ამ­ბე მათ შე­სა­ხებ.
— ვი­ნა­ი­დან დე­უს­თოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლია ეს­პა­ნეთ­ში, აქ, ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ცნო­ბილ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან: ბას­კე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ხო­სე ან­ტო­ნიო აგი­რე, კო­ლუმ­ბი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი რო­ბერ­ტო ურ­და­ნე­ტა. ამავ­დ­რო­უ­ლად, ბევრ ცნო­ბილ ბან­კირს, მწე­რალ­სა და ფილ­მის რე­ჟი­სორს აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი დე­უს­თოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი?
— სას­წავ­ლო პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი წე­ლი სრუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი კურ­სის შეს­წავ­ლას ეთ­მო­ბა, სა­დაც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­გა­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და თა­ვი­ანთ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვან მიდ­გო­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც სას­წავ­ლო გა­რე­მოს კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს და ხა­ლი­სი­ანს ხდის. ხში­რად ეწყო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, შე­მეც­ნე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ღია სე­მი­ნა­რე­ბი, რაც მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს და მე, რო­გორც სტუ­დენტს, მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მი­ვი­ღო სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და გა­ვიღ­რ­მაო ცოდ­ნა მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში.
— რა რო­ლი უჭი­რავს ეს­პა­ნეთ­ში, კერ­ძოდ ბილ­ბა­ო­ში, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მდი­და­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­რე­შე ჩემ­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ეს­პა­ნეთ­შიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის კულ­ტუ­რა საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზეა. დე­უს­თოს უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ლი­ტე­რა­ტუ­რის მდი­და­რი ბა­ზა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სტუ­დენტს, ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბო­დეს მის­თ­ვის სა­ჭი­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კის გარ­და, ბილ­ბა­ო­ში სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მოა, რაც კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს და კომ­ფორ­ტულს ხდის სას­წავ­ლო პრო­ცესს. შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი მიდ­გო­მის გა­მო, მეც სი­ხა­რუ­ლით მივ­დი­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­მე­ცა­დი­ნოდ.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით?
— ვფიქ­რობ, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­სახ­ვე­წია სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, მა­თი მე­ტად მრა­ვალ­ფე­როვ­ნად და სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მარ­თ­ვაა სა­ჭი­რო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის, შე­ნო­ბი­სა და სას­წავ­ლო გა­რე­მოს სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე მოწყო­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ არის, თუმ­ცა კად­რე­ბის სწო­რი მე­ნეჯ­მენ­ტი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მარ­თ­ვა და პროგ­რა­მე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი გზე­ბით და­ნერ­გ­ვა ნამ­დ­ვი­ლად სა­სი­კე­თოდ წა­ად­გე­ბა ქარ­თულ სას­წავ­ლებ­ლებს. კარ­გი და უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, თუ სხვა­დას­ხ­ვა გაც­ვ­ლით პროგ­რა­მას უმას­პინ­ძ­ლე­ბენ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტებს. მი­ი­ღონ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის მი­საღ­წე­ვად კი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­სა­ბა­მის დო­ნე­ზე აყ­ვა­ნა და სას­წავ­ლო გა­რე­მო­სა და ინ­ვენ­ტა­რის წეს­რიგ­ში მოყ­ვა­ნაა სა­ჭი­რო.
— უცხო­ეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან, უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე. გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად?
— ვი­ნა­ი­დან ერას­მუს მუნ­დუ­სის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ვსარ­გებ­ლობ, სას­წავ­ლო ვი­ზა მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს, თუმ­ცა მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ მეკ­რ­ძა­ლე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი კი­დეც. ჩე­მი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა მსგავს საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, უკეთ გა­ვეც­ნო ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რა­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, ად­ვი­ლად შევ­ძ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს. რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ეს­პა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­მე­ლი დარ­გია ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი?
— ქა­ლა­ქი ბილ­ბაო, ბას­კე­თი და ზო­გა­დად ეს­პა­ნე­თი, საკ­მა­ოდ მდი­და­რია კულ­ტუ­რით, ბუ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით. ბილ­ბაო არის ქა­ლა­ქი, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის შე­გიძ­ლია აღ­მო­ა­ჩი­ნო ინო­ვა­ცი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის გა­მო­ფე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ახალ და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წ­რე­ბას და­ვუთ­მო, ვი­მოგ­ზა­უ­რო ბას­კე­თის ლა­მაზ ბუ­ნე­ბა­ში, გა­ვეც­ნო აქა­ურ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, კულ­ტუ­რას. ეს­პა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან სხვა ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­დე­ბის­გან, იღე­ბენ მაქ­სი­მა­ლურ სი­ა­მოვ­ნე­ბას ცხოვ­რე­ბის­გან, სწავ­ლო­ბენ, ერ­თო­ბი­ან, მოგ­ზა­უ­რო­ბენ და ცდი­ლო­ბენ, უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი შე­იქ­მ­ნან.
— ქე­თი, მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
— ვი­ნა­ი­დან მაგისტრატურის დამ­თავ­რე­ბამ­დე კი­დევ ერ­თი წე­ლი მაქვს, არ ვი­ცი რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი. თუმ­ცა დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მო­ვი­ყე­ნო და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმის­თ­ვის, რომ ჩე­მი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო, მინ­და, ვი­ყო ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მაქ­სი­მუმს გა­ა­კე­თებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკე­თე­სი მო­მავ­ლის შე­საქ­მ­ნე­ლად.
— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­სა­საქ­მებ­ლად და წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი ერ­თა­დერ­თი გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რი არ არის, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღო ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა, იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ჭკვი­ა­ნი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამავ­დ­რო­უ­ლად, ვფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ერთ-ერ­თი ძლი­ე­რი ატ­რი­ბუ­ტია, რაც არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის სა­წინ­და­რი, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ნე­მის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში.
— სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რ­დებს გზა ად­ვი­ლად აერი­ოთ. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე ძნე­ლია. რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ?
— პირ­ვე­ლი, რაც, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არის ცოდ­ნა იმი­სა, რა მი­ზა­ნი გაქვს და რას გინ­და მი­აღ­წიო. რო­დე­საც მკა­ფი­ოდ იცი, რი­სი მიღ­წე­ვა გსურს, შემ­დეგ სა­ჭი­როა და­სა­ხო სა­ვა­­რა­უ­დო გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ენის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, პი­როვ­ნუ­ლი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის დახ­ვე­წა. შემ­დეგ კი აუცი­ლე­ბე­ლია სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვო რწმე­ნა იმი­სა, რომ რი­სი მიღ­წე­ვაც გინ­და — შე­საძ­ლე­ბე­ლია. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან შე­მიძ­ლია გითხ­რათ, თუ წა­მი­თაც არ შე­ი­ტან ეჭვს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში, მი­ზანს აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ. სა­ჭი­როა მუდ­მი­ვად გვახ­სოვ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნის­თ­ვის და­უძ­ლე­ვე­ლი არა­ფე­რია. მთა­ვა­რია, არ შეგ­ვე­შინ­დეს შეც­დო­მე­ბის, არ მოვ­დუნ­დეთ, ვიბ­რ­ძო­ლოთ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. თუმ­ცა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ კი არ ვი­ოც­ნე­ბოთ, არა­მედ ვი­მუ­შა­ოთ, მი­ვი­ღოთ შე­ნიშ­ვ­ნე­ბი, და­ვა­ფა­სოთ ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ მყო­ფი ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი და თუ მო­ვა­ხერ­ხებთ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ რწმე­ნა სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. ახალ­გაზ­რ­დებს ვურ­ჩევ, იყ­ვ­ნენ აქ­ტი­უ­რე­ბი, ჰქონ­დეთ მო­ტი­ვა­ცია იმი­სა, რომ თა­ვად შე­უძ­ლი­ათ შექ­მ­ნან სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი, არ მო­დუნ­დ­ნენ და გა­რე­მო პი­რო­ბებს არ შე­ე­გუ­ონ. შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, ჰქონ­დეთ მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მი­ზა­ნი და მას აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წე­ვენ.
— რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ასე შორს ხარ, რა გე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?
— ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩე­მი ტკბი­ლი ოჯა­ხი, ბედ­ნი­ე­რი დრო­ის მათ­თან გა­ტა­რე­ბა, თა­მა­ში ჩემს დის­შ­ვი­ლებ­თან. მე­ნატ­რე­ბი­ან მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემს გულ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უჭი­რავთ. მე­ნატ­რე­ბა ქარ­თუ­ლი ენა და, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი უგემ­რი­ე­ლე­სი სამ­ზა­რე­უ­ლო.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი, ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს?
— ნამ­დ­ვი­ლად, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან, შე­ნი კომ­ფორ­ტუ­ლი ზო­ნი­დან შორს იმ­ყო­ფე­ბი, ყვე­ლა­ფერს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრიზ­მი­დან უყუ­რებ და, ვფიქ­რობ, მეტ ობი­ექ­ტუ­რო­ბა­საც ინარ­ჩუ­ნებ. მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვჭირ­დე­ბა გაზ­რ­და, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ ერს. სა­ჭი­როა ვის­წავ­ლოთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, ვა­ღი­ა­როთ არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე­ე­ბი, არა­მედ ნე­გა­ტი­უ­რიც და შე­ვე­ცა­დოთ გა­მოს­წო­რე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ახა­ლი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­დოს თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის არ­სე­ბო­ბის გა­რე­მო­ში, იყოს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, იცო­დეს თა­ვი­სი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი და ნაკ­ლე­ბად ექ­ცე­ო­დეს ბრბოს ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ვიც­ვათ ქარ­თუ­ლი ძი­რე­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რაც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა ჩვე­ნამ­დე შე­მო­ი­ნა­ხეს. სა­ჭი­როა, სწო­რად გვეს­მო­დეს ეს ყო­ვე­ლი­ვე და არა­ვის მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გან­სხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით ჩაგ­ვი­ნერ­გონ გო­ნე­ბა­ში. თუ შევ­ძ­ლებთ და ქარ­თულ ძი­რე­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს ჯან­სა­ღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის არ­სე­ბო­ბის გა­რე­მო­ში თა­ნა­არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­ცემთ, შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პა ასე­თებს მიგ­ვი­ღებს, ვი­ნა­ი­დან ასე­თი ახა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პის­გან შორს ნამ­დ­ვი­ლად არ არის.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

20(894)N