გამოდის 1998 წლიდან
2014-06-19
სტუ­დენ­ტო­ბის ყო­ვე­ლი დღე უნი­კა­ლუ­რი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ლა­შა ნა­ვე­რი­ა­ნი, პრა­ღის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

„ძა­ლი­ან ცდე­ბა ის, ვინც ფიქ­რობს, რომ უცხო­ეთ­ში სწავ­ლა და ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლია, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ბევრ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის შემ­დეგ ხვდე­ბი, რომ სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხარ და შე­ნი თა­ვი შენ გე­კუთ­ვ­ნის. ყვე­ლა სტუ­დენტს ვურ­ჩევ, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბის, პი­რი­ქით, ყო­ველ წუთს მზად იყა­ვით, მი­ი­ღოთ სი­ახ­ლე, მის­ცეთ მას სწო­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია, რად­გან ეს მოგ­ცემთ ბიძგს გან­ვი­თა­რე­ბის­კენ და პროგ­რე­სის­კენ. სტუ­დენ­ტო­ბის ყო­ვე­ლი დღე უნი­კა­ლუ­რი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია.“

— ლა­შა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სურს თა­ვის პერ­სო­ნა­ლურ რე­ზი­უ­მე­ში „ოქ­როს ასო­ე­ბით“ შე­ავ­სოს გა­ნათ­ლე­ბის გრა­ფა, არ­ჩე­ვანს უცხო­ეთ­ზე აკე­თებს. მი­ამ­ბე, რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მა­ინ­ც­და­მა­ინც პრა­ღა?

— ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მეტ ქარ­თ­ველ სტუ­დენტს უჩ­ნ­დე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი. უცხო­ე­თის გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია სტუ­დენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ად­რე თუ გვი­ან, უცხო­ეთ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლებ­დი სწავ­ლას, მაგ­რამ რა ეტაპ­ზე, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და. უბ­რა­ლოდ, ყო­ველ ეტაპ­ზე ვა­კე­თებ­დი იმას, რაც უნ­და მე­კე­თე­ბი­ნა და ამან მო­მიყ­ვა­ნა დღემ­დე. მოკ­ლედ გა­გაც­ნობთ ჩემ გან­ვ­ლილ გზას. მე­ა­თე კლა­სამ­დე ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის ¹77 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, შემ­დეგ გა­და­ვე­დი და და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის N58 სა­ჯა­რო სკო­ლა. ჩა­ვა­ბა­რე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტით (70%) ჩა­ვი­რიცხე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში და­ვიწყე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ზე. იმ დრო­ის­თ­ვის მხო­ლოდ ერ­თი პროგ­რა­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე — ჩე­ხუ­რი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კურ­სე­ბი ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და შე­ვი­ტა­ნე კი­დეც სა­ბუ­თე­ბი თბი­ლის­ში ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩო­ში. ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­მი­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი და პირ­ვე­ლი კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ვემ­გ­ზავ­რე ჩე­ხეთ­ში ენის კურ­სებ­ზე, რო­მე­ლიც პა­ტა­რა სტუ­დენ­ტურ ქა­ლაქ­ში, პო­დებ­რად­ში გა­ვი­ა­რე. კურ­სე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყ­ვი­ტე ჩე­ხეთ­ში დარ­ჩე­ნა და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­ზავ­ნე აპ­ლი­კა­ცია. გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, ჩა­ვი­რიცხე პრა­ღის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. და­ვამ­თავ­რე ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და ამ­ჟა­მად მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად ვემ­ზა­დე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს ჩე­ხეთ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ, ვცა­დე და და­ნარ­ჩე­ნი უკ­ვე თა­ვი­სით მოხ­და. ამი­ტომ მინ­და ყვე­ლა სტუ­დენტს ვურ­ჩიო, ნუ იქ­ნე­ბით ნუ­რა­ვის­ზე და ნუ­რა­ფერ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ზე და მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მაა. მთა­ვა­რია სწო­რი მიზ­ნის და­სახ­ვა და მიზ­ნის­კენ ეტა­პობ­რი­ვად სვლა, წარ­მა­ტე­ბა კი აუცი­ლებ­ლად მო­ვა. — მი­ამ­ბე პრა­ღის სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ვე­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია, რამ­დენ­წ­ლი­ა­ნია და რა ღირს სწავ­ლა? სტი­პენ­დი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია? — პრა­ღის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1952 წელს და­არ­ს­და და დღეს, სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, ექ­ვ­სი ფა­კულ­ტე­ტი­სა და ერ­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კა­თედ­რის­გან შედ­გე­ბა. რო­გორც სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, აქაც ჩე­ხუ­რად სწავ­ლა უფა­სოა. ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­მი წე­ლი, ხო­ლო მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე — ორი. რაც შე­ე­ხე­ბა გრანტს, სტი­პენ­დი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნაა სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბა დათ­ქ­მულ ვა­დებ­ში, ანუ პროგ­რა­მას აქვს სა­ხე 1+3+2 (ერ­თი წე­ლი ენის კურ­სე­ბი, სა­მი წე­ლი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, ორი წე­ლი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა). თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, სტუ­დენ­ტი ვერ შეძ­ლებს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სამ წელ­ში დამ­თავ­რე­ბას და და­მა­ტე­ბი­თი სე­მეს­ტ­რი დას­ჭირ­დე­ბა, არც და­მა­ტე­ბი­თი სე­მეს­ტ­რი და­უ­ფი­ნან­ს­დე­ბა და არც მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე გა­უგ­რ­ძელ­დე­ბა სტი­პენ­დია. — რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი, რო­მელ კურ­ს­ზე ხარ და რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი? — ეკო­ნო­მი­კა ძა­ლი­ან დი­დი, სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სფე­როა, ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ამ სფე­როს შეს­წავ­ლა. ამი­ტომ, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის დროს, ისე ჩე­ხეთ­ში ჩა­მოს­ვ­ლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვი­ცო­დი, რომ ეკო­ნო­მი­კის გარ­და სხვა არ­ცერთ ფა­კულ­ტეტ­ზე არ ჩა­ვა­ბა­რებ­დი. ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე და­ვამ­თა­რე, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა პრა­ღა­ში. ცოდ­ნის დო­ნით ცო­ტა­თი ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა პრა­ღის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლას, მაგ­რამ მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა ევ­რო­პის, აზი­ი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში. — სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის — ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სტი­პენ­დი­ე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა სა­კონ­კურ­სო საწყი­სებ­ზე ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ. შენ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ არის? რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი? — წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის თით­ქ­მის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ში­და სტი­პენ­დი­ე­ბი. ასე­ვე გა­მო­ი­ყო­ფა მცი­რე სტი­პენ­დია გა­რე­უბ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რო­ბენ. სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით არა­ვინ სარ­გებ­ლობს, არც უცხო­ე­ლი და არც ად­გი­ლობ­რი­ვი სტუ­დენ­ტი. თვი­თონ ის ფაქ­ტი, რომ ახალ­გაზ­რ­დას აქვს სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი, უკ­ვე ბევრ შე­ღა­ვათ­სა და პრი­ვი­ლე­გი­ას ნიშ­ნავს. მაგ­რამ აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ის, რომ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ სურ­ვი­ლი იყ­ვ­ნენ სა­უ­კე­თე­სო­ნი, მხო­ლოდ ლექ­ცი­ე­ბით და სე­მი­ნა­რე­ბით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან, ძი­რი­თა­დად, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში: ერ­თი­ან­დე­ბი­ან სტუ­დენ­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, აწყო­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, მუ­შა­ო­ბენ უფა­სოდ ან მცი­რე ანაზღა­უ­რე­ბი­ან სამ­სა­ხურ­ში და ა.შ. ისი­ნი, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან­ვე, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იღე­ბენ. ცოდ­ნი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით ღირ­სე­ულ ად­გილს იმ­კ­ვიდ­რე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მი­ბა­ძა­ვენ ევ­რო­პელ თა­ნა­ტო­ლებს და უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან. — რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი? — რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უდ­გე­ბი­ან სტუ­დენ­ტებს პრა­ღის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტებს ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სტუმ­რო­ბენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ატა­რე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, აწ­ვ­დი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას სტა­ჟი­რე­ბებ­ზე და კომ­პა­ნი­ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე. რა თქმა უნ­და, ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ისი­ნი ხე­და­ვენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ ბევრს იშ­რო­მე­ბენ და დროს პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას ცხოვ­რე­ბა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მსგავ­სი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც ჩა­ტარ­დე­ბა. — რა რო­ლი უჭი­რავს პრა­ღა­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს? — რო­გორც ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, ჩე­ხეთ­შიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს დი­დი რო­ლი უჭი­რავს სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი იყე­ნე­ბენ ბიბ­ლი­ო­თე­კებს, ხში­რად სჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი მა­სა­ლა საგ­ნის კარ­გად მო­სამ­ზა­დებ­ლად. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არას­დ­როს არ გვქო­ნია ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წიგ­ნის გა­მო­ტა­ნის პრობ­ლე­მა, ძი­რი­თად შემ­თხ­ვე­ვა­ში, წიგ­ნის რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემ­პ­ლა­რი აქვთ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს მი­სი სა­ჭი­რო ვა­დით გა­მო­ყე­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ელექ­ტ­რო­ნულ­მა სივ­რ­ცემ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად წიგ­ნი ჩა­ა­ნაც­ვ­ლა, მაგ­რამ გა­მოც­დე­ბის წი­ნა პე­რი­ოდ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი სავ­სეა სტუ­დენ­ტე­ბით. — რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით? — ევ­რო­პულ სას­წავ­ლებ­ლებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სას­წავ­ლო სის­ტე­მა აქვთ, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტ­ზე, არ აძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მაქ­სი­მა­ლუ­რად ავალ­დე­ბუ­ლებს კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყოს სწავ­ლა­ზე. უფ­რო მეტ აქ­ცენტს აკე­თე­ბენ სტუ­დენ­ტის ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. ზო­გა­დად, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ისე­თი ატ­მოს­ფე­როა შექ­მ­ნი­ლი, რომ გინ­და-არ გინ­და სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია დღი­თი დღე გეზ­რ­დე­ბა. ყვე­ლა ცდი­ლობს თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნოს და კარ­გად ის­წავ­ლოს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვად გიჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, არ ჩა­მორ­ჩე თა­ნა­ტო­ლებს და გახ­დე სა­უ­კე­თე­სო. — უცხო­ეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან, უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე. გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად? — ჩე­ხე­თის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით სტუ­დენტს აქვს ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა. უმე­ტე­სო­ბა, სწავ­ლის პა­რა­რე­ლუ­რად, მუ­შა­ობს: რეს­ტორ­ნებ­ში, წიგნის მა­ღა­ზი­ებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რებ­ში, ყვე­ლა­ზე კარგ შემ­თხ­ვე­ვა­ში — კომ­პა­ნი­ებ­ში. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მეც ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას: კონ­სულ­ტან­ტად, თარ­ჯიმ­ნად და ა.შ. სწავ­ლას­თან ერთდ მუ­შა­ო­ბა სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. — სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ჩე­ხი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი? — ზო­გა­დად, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის პრა­ღა­ში ძა­ლი­ან კარ­გი გა­რე­მოა შექ­მ­ნი­ლი. აქ ად­ვი­ლია თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა და სა­კუ­თა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სწო­რად გან­საზღ­ვ­რა. ეს იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უწყობს ხელს სტუ­დენტს, რომ გან­ვი­თარ­დეს. თვი­თონ ის ფაქ­ტი, რომ სტუ­დენ­ტი ხარ, უკ­ვე ნიშ­ნავს პრი­ვი­ლე­გი­ას. სტუ­დენ­ტე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ უამ­რა­ვი ფას­დაკ­ლე­ბით. მა­გა­ლი­თად, ტრან­ს­პორ­ტ­ში, კა­ფე­ებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში, კი­ნო­ში, თე­ატ­რ­ში, გა­ლე­რე­ებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში და ა.შ. მე­ტი რა უნ­და სტუ­დენტს, ჰქონ­დეს შან­სი უფა­სოდ მი­ი­ღოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­როს. რაც შე­მე­ხე­ბა მე, ისე­ვე რო­გორც სხვე­ბი, თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რებ­თან ერ­თად დავ­დი­ვარ კი­ნო­ში, გა­მო­ფე­ნებ­ზე, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ვა­არ­სეთ სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში“. მას შემ­დეგ ჩე­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბას მი­აქვს. უკ­ვე ჩა­ვა­ტა­რეთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო, გა­მო­ფე­ნა და პრე­ზენ­ტა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­ში ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს შო­რის. იმ­დე­ნად მომ­წონს ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ მო­მა­ვალ­შიც აუცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რ­ძე­ლებ. — პრა­ღა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ულა­მა­ზეს ქა­ლა­ქა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. დრო­ი­სა და კონ­ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით, ქა­ლაქს რამ­დე­ნი­მე მეტ­სა­ხე­ლი აქვს. მათ შო­რის: „ოქ­როს ქა­ლა­ქი“, „ქა­ლაქ­თა დე­და“, „ევ­რო­პის გუ­ლი“... ლა­შა, შენ რას და­არ­ქ­მევ­დი და რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც ევ­რო­პამ მოგ­ცა? — ფრანც კაფ­კა ამ­ბობ­და: „პრა­ღა არას­დ­როს დაგ­რ­თავს ნე­ბას, რომ წახ­ვი­დე“. მეც ვი­ზი­ა­რებ ამ მო­საზ­რე­ბას, რად­გან პრა­ღა ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და და ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში უკ­ვე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. ოთხ წელ­ზე მე­ტია, აქ ვცხოვ­რობ და ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვიე, მი­სი ცხოვ­რე­ბის სტილს. პრა­ღა­ში ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. პირ­ველ რიგ­ში, ვის­წავ­ლე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის და კულ­ტუ­რის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მათი პა­ტი­ვის­ცე­მა. საკ­მა­რი­სია რამ­დე­ნი­მე ხნით გა­მო­იც­ვა­ლო გა­რე­მო, რომ სულ სხვა თვა­ლით უყუ­რებ სამ­ყა­როს. ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­დას უნ­და ჰქონ­დეს სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უცხო­ეთ­ში იმოგ­ზა­უ­როს, გა­ი­გოს ახა­ლი, გა­ეც­ნოს სხვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა­სა და ის­ტო­რი­ას. დი­დი ხა­ნია, რაც ჩვე­ნი, ქარ­თ­ვე­ლე­ბის, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა გარ­კ­ვე­ულ ჩარ­ჩო­ებ­შია მოქ­ცე­უ­ლი. სა­ჭი­რო და სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ამ ჩარ­ჩო­ებს გას­ც­დეს. პირ­ველ რიგ­ში, სტუ­დენტს უნ­და ჰქონ­დეს ამის ამ­ბი­ცია და მე­რე სხვას. — რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს? — ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად გა­დამ­წყ­ვეტ როლს ითა­მა­შებს და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან დიპ­ლო­მით ფას­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა. სტუ­დენ­ტის­თ­ვის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი უნ­და იყოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, მა­შა­სა­და­მე კარ­გი დიპ­ლო­მი. გან­ვი­თა­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში დღეს ისე­თი ტენ­დენ­ციაა, რომ მარ­ტო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ად­გილს ვერ და­იმ­კ­ვიდ­რებ. წამ­ყ­ვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი და სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი აღარ ანი­ჭე­ბენ დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას ფურ­ცელს, მე­ტი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას და უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რეთ შე­ძე­ნილ უნარ-ჩვე­ვებს. ამი­ტომ, ჩე­მი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღო. — სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რ­დებს გზა ად­ვი­ლად აერი­ოთ. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე ძნე­ლია. რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ. — სა­ნამ სტუ­დენ­ტი გა­დაწყ­ვეტს საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, მა­ნამ­დე კარ­გად უნ­და და­ფიქ­რ­დეს და გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ სწავ­ლის გა­მო, ბევრ რა­მე­ზე მო­უ­წევს უარის თქმა, ბევ­რი რა­მის დათ­მო­ბა, ბე­ჯი­თად შრო­მა და დრო­ის პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა. ძა­ლი­ან ცდე­ბა ის, ვინც ფიქ­რობს, რომ უცხო­ეთ­ში სწავ­ლა და ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლია, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ბევრ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის შემ­დეგ ხვდე­ბი, რომ სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხარ და შე­ნი თა­ვი შენ გე­კუთ­ვ­ნის. იძენ ისეთ უნარ-ჩვე­ვებს, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბა­ში აუცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებ. ყვე­ლა სტუ­დენტს ვურ­ჩევ, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბის, პი­რი­ქით, ყო­ველ წუთს მზად იყა­ვით, მი­ი­ღოთ სი­ახ­ლე, მის­ცეთ მას სწო­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია, რად­გან ეს მოგ­ცემთ ბიძგს გან­ვი­თა­რე­ბის­კენ და პროგ­რე­სის­კენ. სტუ­დენ­ტო­ბის ყო­ვე­ლი დღე უნი­კა­ლუ­რი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია, სტუ­დენ­ტი უნ­და ცდი­ლობ­დეს დრო არ და­კარ­გოს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო რა­ღა­ცე­ბ­ზე, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე, სე­რი­ა­ლებ­სა და სხვა არაფ­რის­მომ­ცემ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. პი­რი­ქით, უნ­და გა­უფ­რ­თხილ­დეს და ეცა­დოს მაქ­სი­მა­ლუ­რად პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს იგი. — რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ასე შორს ხარ, რა გე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? — კონ­კ­რე­ტუ­ლად ვერ ვიტყ­ვი, მე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად — ჩე­მი ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, ცა, მთა, ზღვა, ქარ­თუ­ლი სუფ­რა და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი. — და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ის ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? — ეს სა­კითხი ძა­ლი­ან გან­ვ­რ­ცო­ბა­დია. უცხო­ელ მე­გობ­რებ­თან ხში­რად მი­წევს ამ სა­კითხ­ზე სა­უ­ბა­რი. შე­ვეც­დე­ბი, მოკ­ლედ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო ჩე­მი აზ­რი. ვფიქ­რობ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და გვაქვს დი­დი შან­სი გავ­ხ­დეთ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ღირ­სე­უ­ლი წევ­რე­ბი, მაგ­რამ ამი­სათ­ვის ბევ­რი შრო­მაა სა­ჭი­რო, ასე­ვე ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს. პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო, რო­გორც ღირ­სე­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­და შედ­გეს, ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რი ცი­ვი­ლურ და­სავ­ლეთ­ზე.

25-28(942)N