გამოდის 1998 წლიდან
2018-05-31
წერ­ტი­ლო­ვა­ნი ნა­ხა­ტე­ბით შექ­მ­ნი­ლი იდუ­მა­ლი სამ­ყა­რო

შავ-თეთ­რი წერ­ტი­ლო­ვა­ნი ნა­ხა­ტე­ბი თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს ფან­ტას­ტი­კი­სა და ილუ­ზი­ის ელე­მენ­ტებს, მაგ­რამ ამა­ვე დროს არ არის და­კარ­გუ­ლი ის რე­ა­ლის­ტუ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მხატ­ვარ­მა ჩა­დო ნა­ხა­ტე­ბის შექ­მ­ნი­სას. მხატ­ვ­რის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბაა, სწო­რედ ამი­ტო­მაც მის ნა­მუ­შევ­რებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ის ნივ­თე­ბი თუ მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ გარ­შე­მოა. მხატ­ვა­რი დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მობს უმ­ცი­რეს დე­ტა­ლებ­საც კი, ყო­ვე­ლი ნა­ხა­ტის შექ­მ­ნას რამ­დე­ნი­მე დღეს ან­დო­მებს. ამ შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სის შე­დე­გად ჩვენ თვალ­წინ ცოცხ­ლ­დე­ბა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი. რე­ზო მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ქარ­თ­ვე­ლი თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია.
„შენს ქა­ლაქ­ში, შენს მე­ზობ­ლად, შენს გვერ­დით, შენ­თან, და­დის, სტუმ­რობს, თუ შემ­თხ­ვე­ვით შე­მოგ­ხ­ვ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ღი­მი­ლი, მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი იუმო­რი, ში­ნა­გა­ნი ფრთხი­ლი დის­ტან­ცი­უ­რო­ბა, მა­ნე­რა შემ­პა­რა­ვი შეც­ნო­ბი­სა — მოგ­წონს, გა­ინ­ტე­რე­სებს და ბო­ლოს გრძნობ, რომ მე­გობ­რად, სუ­ლი­ერ გან­მ­დობ­ლად გე­გუ­ლე­ბა. მი­სი ამ თვი­სე­ბე­ბის შე­ჯა­მე­ბი­სას, ეჭ­ვ­მი­უ­ტან­ლად არ­ქ­მევ ამას ინ­ტე­ლი­გენ­ტო­ბას, ნამ­დ­ვილს და ამი­ტო­მაც ძალ­ზე იშ­ვი­ათს, უჩუ­მარს და არა ძალ­მომ­რე­ულს... და შემ­დ­გომ, ასე­ვე ფე­ხაკ­რე­ფით, წლე­ბის გან­ვ­ლით, იგებ, რომ სრუ­ლი­ად არა ხმა­მაღ­ლა მღე­რის, გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მად, რომ ხა­ტავს, ჩუ­მად, თა­ვის­თ­ვის, რომ ამ ხატ­ვით ცდი­ლობს თა­ვი მო­უ­ყა­როს,  თა­ვის­თ­ვის, ნა­ნახს, და აქაც, (რო­გორც არაპ­რო­ფე­სი­ო­ნალს) სრუ­ლი­ად არ ეშ­ლე­ბა ხე­ლი, არა­მედ მორ­ჩი­ლად მიჰ­ყ­ვე­ბა ნა­ფიქრს. მი­სი ნა­ხა­ტე­ბის შემ­ხედ­ვა­რეს გგო­ნია, რომ ხატ­ვი­სას ბევრ რა­მე­ზე ეძებს პა­სუხს — პი­რად­ზე, სა­ზო­გა­დო­ზე... და ეს გო­ნე­ბის­მი­ე­რი ძი­ე­ბა­ნი ამ­ხელს მას­ში თავ­და­პირ­ველ პრო­ფე­სი­ას ფი­ლო­ლო­გი­სას, რო­მე­ლიც ბო­ლო სიტყ­ვას ითხოვს მი­სი ძი­ე­ბე­ბის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბი­სათ­ვის. მი­სი უან­გა­რო სუ­ლის­ძი­ე­ბა და ფრთხი­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი მო­უს­ვენ­რო­ბა ესო­დენ იშ­ვი­ა­თია“ — ასე ახა­სი­ა­თე­ბენ მე­გობ­რე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის თა­ნამ­შ­რო­მელს, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, რე­ზო მი­რი­ა­ნაშ­ვილს, რო­მე­ლიც დღეს ჩვე­ნი სტუ­მა­რია და სულ სხვა ამ­პ­ლუ­ა­ში, რო­გორც პუ­ან­ტი­ლისტ მხატ­ვარსა და პო­ეტს გა­გაც­ნობთ.

— ბა­ტო­ნო რე­ზო, თქვენს ლექ­სებ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია პი­რა­დი გან­ც­დე­ბი, კერ­ძო შემ­თხ­ვე­ვე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი. კრე­ბულ­ში „წე­რი­ლე­ბი მე­გო­ბარს“კარ­გად იხა­ტე­ბა თქვე­ნი ბი­ოგ­რა­ფია, მო­რა­ლუ­რი კრე­დო, ინ­ტე­რე­სე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი, ასა­ხუ­ლია ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, წუ­თი­სოფ­ლის გა­უ­ტან­ლო­ბა და სამ­დუ­რა­ვი, ბავ­შ­ვო­ბა, მშობ­ლე­ბი, სამ­შობ­ლო... თქვე­ნი გან­ც­დე­ბი იმ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გა­ი­ზი­ა­რო. გვი­ამ­ბეთ, რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სუ­რი უბა­ნი და ეზო?
— და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე, ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 53-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. სწავ­ლას­თან ერ­თად ვხა­ტავ­დი, დავ­დი­ო­დი მუ­სი­კა­ზე გერ­მა­ნელ პე­და­გოგ­თან —ერ­ნა კარ­ლოვ­ნა კრა­უ­ზეს­თან. მა­შინ ხატ­ვას არც დიდ დროს ვუთ­მობ­დი და არც სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ვიქ­ვამ­დი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე თსუ-ს და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ენე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე...
...იმ დროს, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხე­ბი და ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც კი უბან­ში ირ­ჩე­ო­და. რა­კი ეს ყვე­ლა­ფე­რი, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას თვალ­წინ, სხვა­თა და­სა­ნა­ხად, ეზო­ში ან ქუ­ჩა­ში, ანუ „სცე­ნა­ზე“ ხდე­ბო­და, მე­ზობ­ლე­ბიც გა­ათ­მა­გე­ბუ­ლად ეფე­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, თუ მო­სა­ფე­რე­ბე­ლი იყო, ხო­ლო მათ შო­რის „შა­ვი კა­ტა თუ გა­და­ირ­ბენ­და“, ასე­ვე თავ­შე­უ­კა­ვებ­ლად იწყებ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­ში და­ვა­სა და ჩხუბს. პლე­ხა­ნოვ­ზე, სვა­ნე­თის უბან­ში, ელი­ა­ზე თუ ნა­ხა­ლოვ­კა­ში ზუს­ტად იგი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო, რაც ვე­რა­ზე. ქარ­თ­ვე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, აისო­რე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, ბერ­ძ­ნე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, ქურ­თე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რუ­სე­ბი, თით­ქოს, თბი­ლის­ში, ერთ ოჯა­ხად საცხოვ­რებ­ლად, სა­გან­გე­ბოდ შეყ­რი­ლიყ­ვ­ნენ. ერ­თი მონ­ღო­ლიც კი ცხოვ­რობ­და, უბ­ნე­ლი მე­ნავ­თე...
მე­ზობ­ლე­ბი ხან იყოფ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­ში წყლის სა­ერ­თო ონ­კანს, სა­რეცხის გა­სა­ფენ თო­კებ­სა თუ სა­ერ­თო სა­პირ­ფა­რე­შო­ებს, ხან ვე­რა. დი­ა­სახ­ლი­სე­ბი დიდ­ხანს ვერ წყვეტ­დ­ნენ ნა­გავ­სა თუ შე­შას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­უჭ­რელ სა­კითხებს, რაც, ძი­რი­თა­დად, მა­თი შე­ტა­კე­ბის მი­ზე­ზად იქ­ცე­ო­და ხოლ­მე. ბავ­შ­ვე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნი და უფ­რო­სე­ბის­თ­ვის მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი თა­მა­შე­ბიც ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი იყო უსი­ა­მოვ­ნე­ბი­სა, მით უფ­რო, თუ მე­ზობ­ლის შუ­შა ჩა­იმ­ს­ხ­ვ­რე­ო­და ან გა­საშ­რო­ბად გა­ფე­ნილ მატყ­ლ­ში შე­ვარ­დ­ნილ კოჭს, ბი­ჭე­ბი, ცხა­დია, ჭუჭყი­ა­ნი ფე­ხით შეჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ...
ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად რთუ­ლიც იყო და უაღ­რე­სად მარ­ტი­ვიც, ანუ ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რი ხალ­ხიც ცხოვ­რობ­და გარ­შე­მო. ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია არა მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი ოჯა­ხე­ბის დო­ნე, ვი­სი შვი­ლე­ბიც შა­ვი სა­ტი­ნის ტრუ­სე­ბი­თა და თეთ­რი მა­ი­სუ­რე­ბით, ანუ „სუფ­თად ჩაც­მუ­ლე­ბი“, სა­გან­გე­ბოდ შე­ღე­ბი­ლი, თვით­ნა­კე­თი „სა­მა­კატ­კე­ბით“, „რულ­ზე“ დრო­შა და ფე­რად­ბუშ­ტებ­მი­მაგ­რე­ბუ­ლი, სა­მა­ი­სო „პა­რა­დებ­ზე“ ამა­ყად რომ და­დი­ოდ­ნენ, არა­მედ სა­ერ­თოდ, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სის სა­შუ­ა­ლო ფე­ნის ცხოვ­რე­ბის წე­სი, რო­ცა ახ­ლად შე­მო­სუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­ნა­ხა­ვად მე­ზობ­ლებს ერ­თ­მა­ნეთ­თან თა­ვი­სი სკა­მე­ბი დაჰ­ქონ­დათ. ზამ­თარ­ში კი, ზო­გი თვით­ნა­კე­თი ცი­გით, „პა­ლო­ზებ­ზე“ სი­ნე­ბი რომ ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი სრი­ა­ლის მო­სა­მა­ტებ­ლად, და ზო­გიც ჯგუ­ფუ­რად ხის გრძელ კი­ბე­ზე შე­მომ­ჯ­და­რი, „ავო­ეს“ ყვი­რი­ლით, ლა­მის ვე­რის ბაზ­რამ­დე რომ ჩა­დი­ო­და სი­ცილ-ხარ­ხა­რით...
მო­კირ­წყ­ლუ­ლი ქვა­ფე­ნი­ლი­დან ბა­ლა­ხა­მო­სულ ქუ­ჩა­ში, მზის მო­სა­რი­დე­ბე­ლი ფე­რად­ქოლ­გე­ბი­ა­ნი ქა­ლე­ბი და პეპ­ლის სა­ჭე­რი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბი და­დი­ოდ­ნენ. მზის სხი­ვი ქვებს შუა გა­ნა­თე­ბუ­ლი აკა­ცი­ე­ბი­დან ჩა­მოც­ვე­ნილ მო­თეთ­რო-მოყ­ვი­თა­ლო გაბ­­ნეულ ყვა­ვი­ლებს ჭრე­ლად ეფი­ნე­ბო­და. მე­ო­რე მხა­რეს რომ გა­და­სუ­ლი­ყა­ვი, რი­ყის ქვით ნა­გე­ბი დამ­რე­ცი ფერ­დი უნ­და ჩა­გერ­ბი­ნა, ქვით­ნა­გე­ბი­ვე გზა გა­და­გეჭ­რა და ასე­თი­ვე ფერ­დი აგევ­ლო...
...უაღ­რე­სად თა­ვი­სე­ბუ­რი ტი­პა­ჟე­ბის მიხ­ვ­რა-მოხ­ვ­რა, ლა­პა­რა­კის მა­ნე­რა, ლექ­სი­კა, სი­ხა­რუ­ლის, წუ­ხი­ლი­სა და სხვა მრა­ვა­ლი გრძნო­ბის გა­მო­ხატ­ვა ისე­თი­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, რო­გო­რიც მა­თი ცხოვ­რე­ბის წე­სი და აზ­როვ­ნე­ბის დო­ნე;
სწო­რედ ისი­ნი ქმნიდ­ნენ იმ თბი­ლი­სის სა­ხეს, რო­მე­ლიც ასე გა­მო­არ­ჩევ­და მას სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან.
— თქვე­ნი გან­ც­დე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი თქვე­ნი­ვე შექ­მ­ნილ სამ­ყა­რო­ში, ნა­ხა­ტებ­ში, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ხატ­ვის ეს მა­ნე­რა?
— რო­დე­საც დე­და მო­მა­ვა­ლი სი­ცოცხ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბა, ბავ­შ­ვის გა­საზ­რ­დე­ლად, მას ბუ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, მო­რა­ლუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი­თაც „ამა­რა­გებს“. ასე­ვე, მო­მა­ვა­ლი მა­მის იმ ენერ­გე­ტი­კით აღ­ჭურ­ვაც ხდე­ბა, რო­მე­ლიც მან შვი­ლის აღ­ზ­რ­დას უნ­და შე­ა­ლი­ოს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩე­მი მე­ო­რე შვი­ლის­თ­ვის (გვა­რის გამ­გ­რ­ძე­ლებ­ლის­თ­ვის) „სა­მო­მავ­ლო მა­რა­გის გან­კარ­გ­ვა“ ღმერ­თ­მა აღარ ინე­ბა... ვფიქ­რობ, ეს და­უ­ხარ­ჯ­ვე­ლი ენერ­გია სწო­რედ  ამ წერ­ტი­ლე­ბის დას­მა­ში, ნა­ხა­ტებ­ში „გან­ს­ხე­ულ­და“.
გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო კი­ნო­კო­მი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ­დი, სწო­რედ იქ და­ვიწყე აქ­ტი­უ­რად ჩა­ნა­ხა­ტე­ბის, ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით ხატ­ვა, შემ­დეგ ეს დე­ტა­ლე­ბი გა­ვა­ერ­თი­ა­ნე და ასე და­ი­ბა­და რამ­დე­ნი­მე ნა­ხა­ტი.
ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, პირ­ვე­ლად, 1985 წელს, ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუტ­ში შედ­გა, ამა­ვე წელს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ცის­ფე­რი გა­ლე­რე­ის ჯგუ­ფურ გა­მო­ფე­ნა­ში, სა­დაც ჩე­მი ორი ნა­ხა­ტი გა­მო­ი­ფი­ნა, ერ­თ­დღი­ა­ნი გა­მო­ფე­ნა კი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ეწყო. პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა არ მქო­ნია.
— თქვე­ნი ხატ­ვის სტილს „პუ­ან­ტი­ლიზ­მი“ — წერ­ტი­ლე­ბით მხატ­ვ­რო­ბა ჰქვია, წერ­ტი­ლე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი სი­უ­ჟე­ტი აღ­საქ­მე­ლად არც ისე მარ­ტი­ვია. რა არის თქვე­ნი სათ­ქ­მე­ლი?
— გრა­ფი­კის პლას­ტი­კა ხა­ზის მოძ­რა­ო­ბით და­ნა­ხულ სა­განს გუ­ლის­ხ­მობს და მი­სი ეს­თე­ტი­კაც ხა­ზის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას მო­ი­ცავს (და არა ფე­რი­სას). რა­კი ხა­ზი წერ­ტილ­თა ჯა­მია, ხა­ზით გა­მო­სა­ხუ­ლი სა­გა­ნიც მრა­ვა­ლი წერ­ტი­ლის ერ­თი­ა­ნო­ბაა, ამ­დე­ნად, პუ­ან­ტი­ლის­ტუ­რი პრინ­ცი­პით სა­გან­თა გა­მო­სახ­ვა უფ­რო „პირ­ვე­ლა­დია“, ვიდ­რე ხა­ზით მა­თი წარ­მო­ჩე­ნა.
სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა სა­გა­ნი ბუ­ნებ­რი­ვად „ერ­წყ­მის“ ერ­თ­მა­ნეთს. მა­თი ტი­ლო­ზე ან ქა­ღალ­დ­ზე გა­და­ტა­ნი­სას ეს ჰარ­მო­ნია არ უნ­და და­ირ­ღ­ვეს. უწყ­ვე­ტი ხა­ზით საგ­ნის გა­მო­სახ­ვა არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, ხატ­ვი­სას და­ვიც­ვათ ეს ჰარ­მო­ნია, რად­გა­ნაც ერ­თი ხა­ზით მე­ო­რის გა­დაკ­ვე­თი­სას ჩანს ეს ად­გი­ლი.
პუ­ან­ტი­ლის­ტუ­რი გრა­ფი­კა „ანა­ლი­ტი­კუ­რია“ — შე­ყოვ­ნე­ბუ­ლი, და­ფიქ­რე­ბუ­ლი, გან­მ­ს­ჯე­ლო­ბი­თი, დი­ა­ლო­გუ­რი. იგი საგ­ნის არ­ს­ში ჩაწ­ვ­დო­მის, მი­სი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­აზ­რე­ბის, ხატ­ვის პრო­ცეს­ში გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ო­ბის დად­გე­ნის, დას­კ­ვ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ხა­ზის მოძ­რა­ო­ბა კი, თა­ვი­სი მიმ­ს­წ­რა­ფი ბუ­ნე­ბით, კა­ტე­გო­რი­უ­ლია, უაპე­ლა­ციოა (ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმას ჰგავს, რო­დე­საც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მცხოვ­რებ­ნი, მა­თი ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თის შე­სა­ბა­მი­სად, აღ­მო­სავ­ლე­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­გორც წე­სი, ჯერ ზმნას — მოძ­რა­ო­ბას, მის­წ­რა­ფე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ და შემ­დეგ­ღა ზრუ­ნა­ვენ წი­ნა­და­დე­ბის სხვა წევ­რებ­ზე, ანუ „ერთ ხაზს მე­ო­რე­თი ჰკვე­თენ“). ამ თვალ­საზ­რი­სით პუ­ან­ტი­ლის­ტუ­რი გრა­ფი­კა სცილ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრა­ფი­კის ჩარ­ჩო­ებს და ფერ­წე­რის პრინ­ცი­პებს უახ­ლოვ­დე­ბა, რაც ერ­თი ფე­რის მე­ო­რეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ძი­ე­ბით მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. იგი, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას, „ფერ­წე­რუ­ლი გრა­ფი­კაა“.
მრა­ვა­ლი წერ­ტი­ლის გარ­კ­ვე­უ­ლი სიმ­რავ­ლე ხში­რად იმ ზუსტ კონ­ტურ­სა თუ მოძ­რა­ო­ბას წარ­მო­შობს, რო­მე­ლიც მო­სა­ძებ­ნი იყო ნა­ხატ­ში. ამ დროს ხდე­ბა უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა, ალ­ბათ ის, რა­საც „მუ­ზას­თან მი­ახ­ლე­ბას“ ან ზი­ა­რე­ბას უწო­დე­ბენ — თვი­თონ ნა­ხა­ტი იწყებს „კარ­ნახს“ სა­ით უნ­და წა­რი­მარ­თოს კომ­პო­ზი­ცია თუ პლას­ტი­კა და გან­ვი­თარ­დეს სი­უ­ჟე­ტი. ამ თვალ­საზ­რი­სით წერ­ტი­ლის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ნა­ხატ­ზე ყო­ველ­თ­ვის წერ­ტილ­თა სიმ­რავ­ლე უნ­და იყოს. მარ­ტო და­ტო­ვე­ბუ­ლი წერ­ტი­ლი არა­ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გა­ნაც წერ­ტილ­თა წეს­რი­გი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა და მათ ლო­გი­კურ ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.
პუ­ან­ტ­ილის­ტუ­რი გრა­ფი­კის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი „უსაშ­ლე­ლო პრინ­ცი­პია“, რო­დე­საც არა­სა­სურ­ვე­ლი ფორ­მა არა მი­სი სრუ­ლი წაშ­ლით, არა­მედ უფ­რო მეტ წერ­ტილ­თა მეშ­ვე­ო­ბით იც­ვ­ლე­ბა, რა­მაც, სა­ბო­ლო­ოდ, მის „ამ­გ­ვა­რად“ უარ­ყო­ფას­თან — ან­ტი­თე­ზას­თან შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ამას თუ ერ­თ­გ­ვა­რი ხუმ­რო­ბით შევ­ხე­დავთ, გა­მო­დის, რომ სხვა­დას­ხ­ვა მოვ­ლე­ნის არ­სი იმ­თა­ვით­ვე შე­ი­ცავს სა­პი­რის­პი­როს — მის უარ­მ­ყო­ფელს და მის­კენ მი­ის­წ­რა­ფის, ანუ „მე­ო­რე“ „პირ­ვე­ლი­დან“ მომ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა არ­სე­ბობს მა­თი „თა­ნა­არ­სე­ბო­ბის“ ნე­იტ­რა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც, რო­დე­საც არც ერ­თია და არც მე­ო­რე, ასე მა­გა­ლი­თად — და­ბა­დე­ბა­სა და სიკ­ვ­დილს შო­რის „სი­ცოცხ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა“, კერ­ძო შემ­თხ­ვე­ვა­ში კი — ნა­ხა­ტი, სხვა­ნა­ი­რად რომ ვთქვათ — ნა­ხა­ტი სი­ცოცხ­ლის სი­ნო­ნი­მია.
თუ ნა­ხატს „მოვ­ლე­ნად“ გან­ვი­ხი­ლავთ, წერ­ტი­ლის დას­მა და­ბა­დე­ბაა, „არა­რა“ კი ფურ­ც­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შა­ვი ზე­და­პი­რი. სიკ­ვ­დი­ლის­გან — „არა­რას­გან“ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით კი, ნა­ხატს ის „უპი­რა­ტე­სო­ბა“ აქვს, რომ ამ „ნე­იტ­რა­ლურ“ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში „მა­რად“ იარ­სე­ბებს, ხო­ლო საზ­რი­სი თუ მშვე­ნი­ე­რე­ბა სწო­რედ ამ პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­შია.
 — მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ახ­დეს...
— თი­თო­ე­უ­ლი ნა­ხა­ტის შექ­მ­ნას 2-3 დღეს ვან­დო­მებ, ძი­რი­თა­დად, ლურჯ ან შავ ე.წ. „პას­ტას“ ვი­ყე­ნებ. ნა­მუ­შევ­რებს სა­ხე­ლებს არ ვარ­ქ­მევ, ამით დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს ფიქ­რის, „პი­რა­დუ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის“ სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევ. და­სა­თა­უ­რე­ბა ან ნე­ბის­მი­ე­რი „ტექ­ს­ტუ­რი მი­ნიშ­ნე­ბა“ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გარ­კ­ვე­ულ „კარ­ნახს“ შე­ი­ცავს, რაც „ზე­წო­ლად“ და არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. მინ­და, 100-მდე ნა­მუ­შევ­რი­დან, გა­მორ­ჩე­უ­ლად ღი­რე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის ალ­ბო­მი გა­მოვ­ცე. სამ­წუ­ხა­როდ, არც პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მქო­ნია, ამ ორი გან­ზ­რახ­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სურ­ვი­ლის გარ­და, სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­თა­ნა­ცაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N