გამოდის 1998 წლიდან
2018-05-17
მოსწავლეთა უფლებების დაცვის მეტი ეფექტურობისთვის

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლეს ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბის უკეთ დაც­ვას, ასე­ვე კონ­ტ­რო­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მეტ ეფექ­ტუ­რო­ბას. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, 2018-2019 წლებ­ში, 10.6 მი­ლი­ო­ნი ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა.
და­გეგ­მილ სი­ახ­ლე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე კონ­ს­ტან­ტი­ნე ან­ჯა­ფა­რი­ძე:
— ამ ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5 თვის წინ და­ვიწყეთ. შე­იქ­მ­ნა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა სტრუქ­ტუ­რე­ბი: ში­ნა­გან საქ­მე­თა, იუს­ტი­ცი­ის, ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი, ამ დარ­გ­ში მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ასე­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტი. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, დე­ტა­ლუ­რად გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლა სა­კითხი და შევ­თან­ხ­მ­დით, რა ცვლი­ლე­ბე­ბი უნ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. რა მი­ზა­ნი ჰქონ­და ამ ცვლი­ლე­ბებს? მთა­ვა­რი — გა­ი­ზარ­დოს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა.
რო­გორც ვი­ცით, ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლებ­ში დარ­ღ­ვე­ვე­ბის საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კლე­ბაა. თვი­თონ სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ჰქო­ნია ად­გი­ლი მძი­მე შემ­თხ­ვე­ვას, ამა­ვე დროს, ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში, გახ­შირ­და არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი სხვა­დას­ხ­ვა და­ნა­შა­უ­ლი და ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც. ამან გა­მო­იწ­ვია ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა კა­ნონ­ში, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში შე­იც­ვ­ლე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი ფო­ნი და არას­რულ­წ­ლო­ვან­თა და­ნა­შა­უ­ლიც შემ­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა, არ გვაქვს იმის ილუ­ზია, რომ ერ­თი რე­ფორ­მით ძა­ლა­დო­ბა აღარ იქ­ნე­ბა. მსოფ­ლი­ოს თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა დგას იმ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რა­საც ბავ­შ­ვებ­ში ძა­ლა­დო­ბა ჰქვია და მერ­წ­მუ­ნეთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რად ნაკ­ლე­ბი შემ­თხ­ვე­ვე­ბია, ვიდ­რე ევ­რო­პი­სა თუ მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან ქვეყ­ნებ­ში. ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა უნ­და მივ­მარ­თოთ იქით­კენ, რომ შე­ვამ­ცი­როთ რის­კე­ბი.
— კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის კა­ნონ­ში?
— აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ამ კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ, პირ­ველ რიგ­ში, მოხ­და რამ­დე­ნი­მე და­ზუს­ტე­ბა. იყო მთე­ლი რი­გი პრობ­ლე­მუ­რი მუხ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და. ამ მუხ­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნიზაციების მოთხოვ­ნა იყო. მა­გა­ლი­თად, მუხ­ლ­ში, რო­მე­ლიც მან­და­ტუ­რის მი­ერ მოს­წავ­ლის „პირადი გა­სინ­ჯ­ვის“ უფ­ლე­ბას გან­საზღ­ვ­რავ­და, არ იყო და­კონ­კ­რე­ტე­ბუ­ლი, რა წე­სით და რო­გორ ატა­რებ­და მან­და­ტუ­რი პი­რად დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას. ახ­ლა ეს ტერ­მი­ნი შე­იც­ვა­ლა „ზედაპირული დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით“ და ზუს­ტა­დაა გა­წე­რი­ლი, რო­გორ და რა შემ­თხ­ვე­ვა­ში  მი­მარ­თავს მან­და­ტუ­რი ამ პრო­ცე­დუ­რას.
ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ერ­თი მხრივ, გა­ი­ზარ­დოს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ეფექ­ტუ­რო­ბა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, არ გვინ­და, რომ ამის ხარ­ჯ­ზე ვი­ღა­ცის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღ­ვეს. ამ ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბი უფ­რო მე­ტა­დაა და­ცუ­ლი. შე­მო­დის, ასე­ვე, გან­ცალ­კე­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც აქამ­დეც ჰქონ­დათ მან­და­ტუ­რებს, მაგ­რამ არ იყო დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რი­ლი, ვის და რო­გორ უნ­და გა­ნე­ცალ­კე­ვე­ბი­ნა, რა შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ ემოქ­მე­დათ შემ­დ­გომ, და­ე­წე­რათ თუ არა ოქ­მი... — ყვე­ლა­ფე­რი ბუნ­დო­ვა­ნი იყო კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში, ახა­ლი კა­ნო­ნით ეს პრო­ცე­დუ­რა დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი.
იც­ვ­ლე­ბა ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი, მან­და­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე 21 წლის ასა­კი­დან, ასე­ვე, შე­მო­დის გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი ცენ­ზი — აქამ­დე მან­და­ტუ­რი შე­იძ­ლე­ბა გამ­ხ­და­რი­ყო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რი, ახ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ზო­გა­დი + პრო­ფე­სი­უ­ლი ან ზო­გა­დი + უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. შე­იც­ვ­ლე­ბა მან­და­ტუ­რე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სიც, გა­იზ­რ­დე­ბა და უფ­რო მეტ სა­კითხს მო­ი­ცავს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია,  მა­გა­ლი­თად, შე­ვი­დეს ისე­თი სა­კითხე­ბი, რო­გო­რი­ცაა კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა, მე­დი­ა­ცია, რომ მან­და­ტუ­რებ­მა უკეთ შეძ­ლონ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის შე­რი­გე­ბა, გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზის გარ­კ­ვე­ვა და სა­თა­ნა­დოდ რე­ა­გი­რე­ბა. ეს ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. კა­ნონს რო­გორც კი მი­ი­ღე­ბენ, და­იწყე­ბა პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა და გა­დამ­ზა­დე­ბა.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მან­და­ტუ­რე­ბი უშუ­ა­ლოდ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გად­მო­დი­ან და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ერთ-ერ­თი ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბაა.
— აქამ­დე ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყ­ვ­ნენ?
— სამ­მ­ხ­რი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იყო, სკო­ლე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ქვეშ იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, გა­დამ­ზა­დე­ბას და ა.შ. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ჩვენ წარ­ვად­გენ­დით მან­და­ტურს, შემ­დ­გომ ნიშ­ნავ­და დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც ათან­ხ­მებ­და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან. ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და დრო­ში გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­დუ­რა იყო. ვთქვათ, დღეს მაქვს რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში პრობ­ლე­მა და მჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბით მან­და­ტუ­რი ან მან­და­ტუ­რი შე­უძ­ლოდ არის და უნ­და ჩა­ვა­ნაც­ვ­ლოთ. პრო­ცე­დუ­რუ­ლად ასე ხდე­ბო­და: ჯერ წარ­ვუდ­გენ­დით დი­რექ­ტორს, ის კი — სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს. წარ­დ­გე­ნის პრო­ცე­დუ­რებს თა­ვი­სი ვა­და აქვს, მა­გა­ლი­თად, შეკ­რე­ბის ვა­და კა­ნო­ნი­თაა გა­წე­რი­ლი, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ნე­ბის­მი­ერ დროს ვერ შე­იკ­რი­ბე­ბა. თუ შე­იკ­რი­ბა და მო­ი­წო­ნა კან­დი­და­ტუ­რა, მხო­ლოდ ამის შემ­დ­გომ შე­უძ­ლია მან­და­ტურს, შე­უდ­გეს საქ­მი­ა­ნო­ბას. ეს პრაქ­ტი­კა­ში ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს ქმნი­და, რად­გან, მი­ნი­მუმ, ორ­კ­ვი­რი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა და ეფექ­ტუ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით — რთუ­ლი.
— ახ­ლა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი და­ნიშ­ნავს მან­და­ტურს?
— დი­ახ, მაგ­რამ თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია ექ­ნე­ბა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას ან მან­და­ტურს შე­ექ­მ­ნე­ბა პრობ­ლე­მა, ჩვენს სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბობს მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­მარ­თ­ვე­ლო და მათ შე­უძ­ლი­ათ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მოგ­ვ­მარ­თონ. ძა­ლი­ან მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა გვექ­ნე­ბა და ყო­ველ­თ­ვის გა­ვი­ზი­ა­რებთ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის აზრს ამა თუ იმ მან­და­ტუ­რის და­ნიშ­ვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან მათ ერ­თად უნ­და იმუ­შა­ონ და სა­ერ­თო საქ­მე აკე­თონ.
სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნ­და აზ­რი, რომ „ძველი“ მან­და­ტუ­რე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ასე არ არის. ძველ კა­ნონ­ში სულ სხვა პრობ­ლე­მა იყო — მან­და­ტურს კა­ნო­ნით ევა­ლე­ბო­და სკო­ლის ში­ნა გა­ნა­წე­სის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ის აკონ­ტ­რო­ლებ­და რო­გორ ას­რუ­ლებ­დ­ნენ სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი (პე­და­გო­გე­ბით დაწყე­ბუ­ლი და დი­რექ­ტო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი) მათ­ზე და­კის­რე­ბულ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს. რო­გორ ას­რუ­ლებს პე­და­გო­გი პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას, მის­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა უნ­და აკონ­ტ­რო­ლოს, ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს კი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ჰყავს მა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი და ეს ბავ­შ­ვე­ბის ფი­ზი­კურ უსაფ­რ­თხო­ე­ბას­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის. სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სის შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტ­რო­ლის გა­მო იყო სწო­რედ და­პი­რის­პი­რე­ბა ამ ორ მხა­რეს შო­რის. ეს უთან­ხ­მო­ე­ბა დღეს აღ­მოფხ­ვ­რი­ლია და დი­რექ­ტო­რე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, მან­და­ტუ­რე­ბი და მშობ­ლე­ბი ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა­ზე.
ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაა, ჩვე­ნი აზ­რით, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს კა­ნო­ნის ძა­ლით და­ე­ვა­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩარ­თოს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პროგ­რა­მებ­ში, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერ­თი ფუნ­ქ­ცია იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. ეს პრო­ექ­ტი უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი გვაქვს და, კვი­რა­ში ორ­ჯერ მა­ინც, მან­და­ტუ­რე­ბის თა­ოს­ნო­ბით, სპორ­ტის პე­და­გო­გე­ბის დახ­მა­რე­ბით, სკო­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ტარ­დე­ბა. ბო­ლო დროს, ვი­მუ­შა­ვეთ სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ებ­თან, გა­და­ვამ­ზა­დე­ბი­ნეთ სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დ­გომ­ში უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად ჩა­ა­ტა­რე­ბენ ე.წ. „თავისუფალ გაკ­ვე­თი­ლებს“.
გა­იზ­რ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დავ­ფა­რავთ. 5 რე­გი­ონ­ში უკ­ვე გვაქვს და სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც ვგეგ­მავთ გახ­ს­ნას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2082 სა­ჯა­რო სკო­ლაა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფი­ზი­კუ­რად არ გვყავს იმ­დე­ნი ფსი­ქო­ლო­გი, მით უმე­ტეს ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გი, რომ ყვე­ლა სკო­ლა­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ. ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა ცენ­ტ­რებ­მა გა­ა­მარ­თ­ლა, რად­გან უკ­ვე 3000-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ჰყავთ. მა­თი რა­ო­დე­ნო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მა­ტე­ბა იმა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ მშობ­ლე­ბიც და სკო­ლის პერ­სო­ნა­ლიც მიხ­ვ­დ­ნენ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას. ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გე­ბი რე­ა­ლუ­რად ბევ­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან.
— თბი­ლი­სის სკო­ლებ­ში თუ არი­ან ფსი­ქო­ლო­გე­ბი?
— ზო­გი­ერთ სკო­ლას ჰყავს ფსი­ქო­ლო­გი, მაგ­რამ ყვე­ლას არა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სკო­ლა­ში ფსი­ქო­თე­რა­პი­ის გა­წე­ვა, ფსი­ქო­ლო­გის კა­ბი­ნე­ტი სპე­ცი­ა­ლურ სტან­დარ­ტებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს და ფი­ზი­კუ­რად, სკო­ლებს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ. თბი­ლის­ში ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი გვაქვს და თვის ბო­ლოს მე­ო­რე გა­იხ­ს­ნე­ბა. ამ მხრივ, თბი­ლის­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლებ­მა იცი­ან, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ. ჩვენ ვას­წავ­ლეთ მან­და­ტუ­რებს, რო­გორ მო­ახ­დი­ნონ ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი იდენ­ტი­ფი­კა­ცია. შემ­დეგ ჩვენს ცენ­ტ­რებ­ში ამი­სა­მარ­თე­ბენ და ამ ბავ­შ­ვებ­თან უკ­ვე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა, მსგავ­სი ფუ­ფუ­ნე­ბა, და­მი­ჯე­რეთ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არ არის. უფა­სოა რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის. ვემ­სა­ხუ­რე­ბით მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა აქვთ.
გარ­და იმი­სა, რომ უფ­რო მე­ტი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი უნ­და გავ­ხ­ს­ნათ, სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გებ­საც გა­ვუ­წევთ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა, ამ კუთხი­თაც, უფ­რო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.
ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, ჩვენს სამ­სა­ხურს ევა­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის (იქ­ნე­ბა ეს ან­ტი­ბუ­ლინ­გუ­რი თუ სხვ.) გა­ტა­რე­ბა, უკ­ვე კა­ნო­ნის დო­ნე­ზე. ვგეგ­მავთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლოთ, ვნა­ხოთ, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დავ­გეგ­მოთ მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი.
— რას გუ­ლის­ხ­მობთ სკო­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შეს­წავ­ლა­ში?
— სკო­ლე­ბი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბით, კონ­ტინ­გენ­ტით, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით და სხვ. ჩვენ უსაფ­რ­თხო­ე­ბის კუთხით შე­ვის­წავ­ლით სა­ჯა­რო სკო­ლებს, რა­საც აქამ­დეც ვა­კე­თებ­დით. ყო­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ დარ­ღ­ვე­ვებს — რა მოხ­და, რო­გორ მოხ­და, რამ გა­მო­იწ­ვია, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას და ა.შ. ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან ერ­თად, პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს დავ­გეგ­მავთ, ყო­ველ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ მო­ვიქ­ცეთ.
— რა დო­ზით ჩა­ერ­თ­ვე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?
— კა­ნონ­ში წე­რია, რომ მე­ტი კო­ორ­დი­ნა­ცია უნ­და იყოს ამ ორ სტრუქ­ტუ­რას შო­რის, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. შევ­თან­ხ­მ­დით, რომ მე­ტი კო­ორ­დი­ნა­ცია გვექ­ნე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თავთ და იქ, სა­დაც მძი­მე წერ­ტი­ლე­ბია, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის პატ­რუ­ლი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ. თუ მან­და­ტუ­რი რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს აღ­მო­ა­ჩენს,  პო­ლი­ცი­ას ვაწ­ვ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს კა­ნონ­ში აქამ­დეც ეწე­რა, მაგ­რამ, მა­გა­ლი­თად, შა­ბათ-კვი­რას ან არ­და­დე­გებ­ზე, ორ ბავშვს მო­უ­ვი­და და­პი­რის­პი­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ამ იცო­და, მაგ­რამ ჩვენ არა, რად­გან იქ არ იყო მან­და­ტუ­რი. ეს ბავ­შ­ვე­ბი, ორ­შა­ბათს ან არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ, მო­დი­ან სკო­ლა­ში და შე­იძ­ლე­ბა მათ შო­რის რა­ღაც მოხ­დეს. თუ სკო­ლა­ში კონ­ფ­ლიქ­ტის წარ­მოქ­მ­ნის თუნ­დაც მცი­რე რის­კი არ­სე­ბობს და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს აქვს ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, გვაც­ნო­ბოს. აქამ­დე ასე არ ხდე­ბო­და. ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ კონ­კ­რე­ტულ ბავშვს რა­ი­მე პრობ­ლე­მა თუ აქვს, რად­გან ის ბავ­შ­ვი ნა­ხე­ვარ დღეს სკო­ლა­ში ატა­რებს და უფ­რო მეტ ყუ­რადღე­ბას მი­ვაქ­ცევთ. მან­და­ტურ­მაც უნ­და იცო­დეს ის, რაც იცის უბ­ნის ინ­ს­პექ­ტორ­მა ან პო­ლი­ცი­ელ­მა. სწო­რედ ამა­ზეა სა­უ­ბა­რი ცვლი­ლე­ბა­ში, რომ უკე­თე­სად მოხ­დეს ჩვენს ორ სტრუქ­ტუ­რას შო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი შე­იქმ­ნე­ბა. თუ პარ­ლა­მენ­ტ­ში კა­ნო­ნი ამ სა­ხით დამ­ტ­კიც­და, შემ­დ­გომ­ში უკ­ვე მი­ნის­ტ­რის ში­და ბრძა­ნე­ბით გა­ი­წე­რე­ბა დე­ტა­ლუ­რად, რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა წვდო­მა და რო­გორ იმოძ­რა­ვებს ეს ინ­ფორ­მა­ცია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლი­სას არ იყოს ვინ­მეს უფ­ლე­ბე­ბი დარ­ღ­ვე­უ­ლი, მით უმე­ტეს არას­რულ­წ­ლოვ­ნის.
— სკო­ლებ­თან მუდ­მი­ვი პატ­რუ­ლი­რე­ბა იქ­ნე­ბა თუ მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და კონ­კ­რე­ტულ დროს?
—  რა თქმა უნ­და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თბი­ლის­ში რამ­დე­ნი სკო­ლა­ცაა, ალ­ბათ, ამ­დე­ნი სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი სა­ერ­თოდ არ არის, მით უმე­ტეს, რო­ცა საქ­მე რე­გი­ო­ნებს ეხე­ბა. სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და რა დო­ზი­თაც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, ჩვენ ვთხოვთ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, რომ პატ­რუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს, მა­გა­ლი­თად, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­დი­ან სკო­ლი­დან და ცვლე­ბი იც­ვ­ლე­ბა, თუ ვი­ცით, რომ ამ დროს შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა იყოს. ჩვენ შო­რის უკ­ვე კარ­გა ხნის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა და მო­მა­ვალ­შიც კარ­გად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ.
— თუ ექ­ნე­ბათ მან­და­ტუ­რებს უფ­ლე­ბა, სკო­ლის გა­რეთ გა­ა­კონ­ტ­რო­ლონ ვი­თა­რე­ბა?
— მან­და­ტუ­რებს ევა­ლე­ბათ სკო­ლის ში­და და გა­რე პე­რი­მეტ­რის კონ­ტ­რო­ლი - ეზო და სკო­ლის შე­ნო­ბა. რა თქმა უნ­და, თუ მან­და­ტუ­რი შე­იტყობს, რომ სკო­ლის გა­რეთ რა­ღაც ხდე­ბა, აუცი­ლებ­ლად უნ­და ჩა­ერ­თოს და შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­საც უნ­და აც­ნო­ბოს.
— და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლებს ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას თუ შე­თან­ხ­მე­ბა ან ნე­ბარ­თ­ვის მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო?
— მან­და­ტურ­მა თვი­თონ უნ­და მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­ცა ხე­დავს, რომ სკო­ლი­დან ასი მეტ­რის მო­შო­რე­ბით ბავ­შ­ვე­ბი ჩხუ­ბო­ბენ. აქამ­დეც ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ და არა­ნა­ი­რი შეზ­ღუდ­ვა არ ჰქონ­დათ. ასეთ დროს, კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩა­რე­ვა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ვა­ლია, მით უმე­ტეს მან­და­ტუ­რის. ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­ცა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი აღუკ­ვე­თი­ათ მან­და­ტუ­რებს.
— მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლა სკო­ლა­შია თუ მხო­ლოდ იმ სკო­ლებ­ში, ვინც სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს?
— დღეს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი 460 სკო­ლა­შია, მაგ­რამ პრო­ცე­სი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა, ნელ-ნე­ლა ვფარ­თოვ­დე­ბით. ძა­ლი­ან დი­დი მოთხოვ­ნაა, თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლას აქვს სურ­ვი­ლი, მაგ­რამ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, მა­გა­ლი­თად, 5 ან 10-ბავ­შ­ვი­ან სკო­ლა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ორი და­მა­ტე­ბი­თი თა­ნამ­შ­რომ­ლის — სკო­ლის მან­და­ტუ­რის აყ­ვა­ნა. ერთ წე­ლი­წად­ში,  მან­და­ტუ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც 300 ბავ­შ­ვ­ზე მე­ტია, პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­ო­რე პრო­ექ­ტ­ზე ვმუ­შა­ობთ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გა­და­ამ­ზა­დებს მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლის ერთ-ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, შევ­ძენთ იმ უნარ-ჩვე­ვებს, რაც მან­და­ტუ­რებს აქვთ, რომ თვი­თონ და­იც­ვან ად­გი­ლებ­ზე ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა. პრო­ექ­ტი ჯერ და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია.
— ვის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე არი­ან მან­და­ტუ­რე­ბი — სკო­ლე­ბის თუ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის?
— მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის.
— კერ­ძო სკო­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ ხდე­ბა?
— კერ­ძო სკო­ლებ­ში მოთხოვ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­დის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, ოღონდ ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სი­ა­ნია და ამ სერ­ვი­სის სა­ფა­სურს სკო­ლა იხ­დის. უკ­ვე ვართ რამ­დე­ნი­მე კერ­ძო სკო­ლა­ში არა მარ­ტო თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში და სხვ.
კა­ნონ­ში ჩა­ი­დე­ბა, რომ ყვე­ლა სკო­ლა იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი სათ­ვალ­თ­ვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით და ამას ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას გა­უ­წევს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი. არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, სკო­ლა­ში მან­და­ტუ­რი იქ­ნე­ბა თუ არა, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი ყველ­გან და­მონ­ტაჟ­დე­ბა. ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რია შე­სუ­ლი, კა­მე­რე­ბი უკ­ვე არის, მაგ­რამ სადღაც არა­საკ­მა­რი­სია, სადღაც — გა­სა­ახ­ლე­ბე­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რიგ­დე­ბა. რა თქმა უნ­და, ერთ დღე­ში ვერ მოხ­დე­ბა, ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ცე­სი და­იწყე­ბა, რო­გორც კი კა­ნონ­ში შე­ვა ცვლი­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­დეც, არის სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თვი­თონ აყე­ნე­ბენ, ჩვენც, სა­დაც შევ­დი­ვართ, ვა­მონ­ტა­ჟებთ ვი­დე­ო­კა­მე­რებს, მაგ­რამ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მოთხოვ­ნა იყო, რომ კა­ნონ­ში გა­წე­რი­ლი­ყო და კა­ნო­ნის ძა­ლით აგ­ვე­ღო ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.
— თუ არ­სე­ბობს იმის სტა­ტის­ტი­კა, უფ­რო ხში­რად რა ტი­პის დარ­ღ­ვე­ვე­ბია სკო­ლებ­ში, რო­მე­ლია ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა?
— დე­ტა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ­სე­ბობს. ახა­ლი პროგ­რა­მა გვაქვს შექ­მ­ნი­ლი, სა­დაც შე­დის ეს ინ­ფორ­მა­ცია. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­გოთ, რო­მე­ლი სკო­ლის რო­მელ კლას­ში რა დარ­ღ­ვე­ვე­ბია. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იკ­ლებს ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი თვი­თონ სკო­ლებ­ში. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტია დის­ციპ­ლი­ნუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი (დაგ­ვი­ა­ნე­ბა, გა­პარ­ვა, არ­და­მორ­ჩი­ლე­ბა პე­და­გოგ­ზე და ა.შ.). რაც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი შე­იქ­მ­ნა, თვი­თონ სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თე­უ­ლი მძი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბი თუ და­ფიქ­სირ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია სკო­ლა­ში დაწყე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც  გა­რეთ გრძელ­დე­ბა და ცუ­დად მთავ­რ­დე­ბა. სწო­რედ იმი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბით გა­მო­ვას­წო­როთ ვი­თა­რე­ბა. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვენს ორ უწყე­ბას შო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის ცვლა, რომ რა­მე არ გა­მოგ­ვე­პა­როს.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

22(816)N