გამოდის 1998 წლიდან
2018-05-17
რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს სკო­ლა სა­ბა­ზო უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის — ჵჳRლS-ის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც 9-10 წლის მოს­წავ­ლე­ებ­ში კითხ­ვის უნარს იკ­ვ­ლევს. კვლე­ვის თა­ნახ­მად, 2006 წელ­თან შე­და­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­დე­გე­ბი მცი­რე­დით, მაგ­რამ მა­ინც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს, შემ­ცირ­და იმ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც მი­ნი­მა­ლუ­რ დო­ნე­ზეც არ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის უნა­რი. თუმ­ცა კვლე­ვა­ში ჩარ­თულ 6000-მდე მოს­წავ­ლეს შო­რის წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა 14%-ს მა­ინც უჭირს. გარ­და ამი­სა, სი­ახ­ლეა ისიც, რომ კვლე­ვა­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბიც ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ზე და­ბა­ლია.
სა­გან­გა­შოა თუ არა კვლე­ვით გა­მოვ­ლე­ნი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 9-10 წლის მოს­წავ­ლე­თა 14 პრო­ცენ­ტი, რო­მელ­საც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე არ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კითხ­ვის უნა­რი და რა არის ის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც შე­დე­გე­ბის მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უშ­ლის ხელს — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვლე­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ია კუ­ტა­ლა­ძე.

— ქალ­ბა­ტო­ნო ია, წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში უკ­ვე მე­სა­მედ მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბი ისევ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. რო­გორ აფა­სებთ კვლე­ვის შე­დე­გებს, არის თუ არა 14% სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი?
— ჵჳRლS-ის კვლე­ვა ხუთ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლო, 2006 წლი­დან უკ­ვე  კვლე­ვის სამ ციკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ­ჯე­რად 2016 წლის კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ვა­სა­ჯა­რო­ეთ. თუ შე­დე­გე­ბის 10 წლი­ან დი­ნა­მი­კას შევ­ხე­დავთ, 2006 წლი­დან — 2016 წლამ­დე მოს­წავ­ლე­თა სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვა გა­ი­ზარ­და, ამას­თან, შემ­ცირ­და იმ მოს­წავ­ლე­თა პრო­ცენ­ტუ­ლი წი­ლი, რო­მელ­თაც კითხ­ვის (წა­კითხულს გა­აზ­რე­ბის) მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია არ გა­აჩ­ნი­ათ. მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კის მი­უ­ხე­და­ვად, დღე­საც ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ლო ნიშ­ნულ­ზე და­ბა­ლია, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი ისაა, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 14%-ს უჭირს წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა; ეს მოს­წავ­ლე­თა ის კრი­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლია, რო­მელ­საც კითხ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია არ გა­აჩ­ნია, რად­გან და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის გა­დაწყ­ვე­ტაც კი არ შე­უძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, უჭირთ ტექ­ს­ტ­ში ცხა­დად, ექ­ს­პ­ლი­ცი­ტუ­რად მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამოკ­რე­ფა, უშუ­ა­ლო დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა. თა­ვის­თა­ვად, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ისი­ნი გან­წი­რუ­ლე­ბი არი­ან აკა­დე­მი­უ­რი მარ­ცხის­თ­ვის სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე. გან­ვ­მარ­ტავ რა­ტომ ვა­ფა­სებ ასე კრი­ტი­კუ­ლად ამ შე­დეგს: სწავ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი კითხ­ვაა და იმის­თ­ვის, რომ ის­წავ­ლონ, მათ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტე­ბი უნ­და წა­ი­კითხონ, გა­ი­აზ­რონ, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ. ამ უნა­რის გა­რე­შე რო­გორ უნ­და ის­წავ­ლოს ბავ­შ­ვ­მა, მა­გა­ლი­თად, ბი­ო­ლო­გია, ქი­მია, ფი­ზი­კა, ის­ტო­რია და ა.შ. ცხა­დია, მოს­წავ­ლე­თა 14%-ს სწავ­ლა­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნე­ბა. ეს შე­დე­გი, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია.
2006 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 18% იყო, 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით — შემ­ცირ­და, მაგ­რამ არა დრა­მა­ტუ­ლად. კითხ­ვა სა­ბა­ზო უნა­რია და ყვე­ლა­ფე­რი მას­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ან სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ, თუ ის ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ სა­ბა­ზო უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილ­თან. 14%-ს კითხ­ვის მი­ნიმ­ალ­უ­რი კომ­პე­ტენ­ცია არა აქვს, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რისკ ჯგუფს წარ­მო­ად­გენს მოს­წავ­ლე­თა 26%, რო­მე­ლიც კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მიღ­წე­ვის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზეა, ანუ მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ებს ფლობს კითხ­ვა­ში; კითხ­ვის უნა­რის შემ­დ­გო­მი გან­ვით­არე­ბის­თ­ვის სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­თაც შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მ­ნათ სწავ­ლის პრობ­ლე­მე­ბი მომ­დევ­ნო კლა­სებ­ში. ამი­ტომ, ამ შე­დე­გებს ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა-გა­აზ­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­სახ­ვა სჭირ­დე­ბა.
სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის წარ­მოდ­გე­ნა ორ­გ­ვა­რად ხდე­ბა: ერ­თი — სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვა და მე­ო­რე — მოს­წავ­ლე­თა პრო­ცენ­ტუ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბა მიღ­წე­ვის სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. მიღ­წე­ვის ოთხი სა­ფე­ხუ­რი გვაქვს — უმაღ­ლე­სი, მა­ღა­ლი, სა­შუ­ა­ლო, და­ბა­ლი. მოს­წავ­ლე­თა 14%, რო­მელ­ზეც ჩვენ ზე­მოთ ვსა­უბ­რობ­დით, მიღ­წე­ვის და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ და­ვა­ლე­ბებ­საც ვერ ძლე­ვენ. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ უმა­ღ­ლეს საფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­თა 2%-ია, მა­ღალ­ზე კი — 20%.
ჩვენ აღ­ვ­ნიშ­ნეთ რომ 2006 წლი­დან შე­დე­გი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, თუ კითხ­ვას ასე დავ­ს­ვამთ — ვის ხარ­ჯ­ზე გა­უმ­ჯო­ბეს­და? ვინ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა? მა­შინ არც თუ სა­ხარ­ბი­ე­ლო პა­სუხს მი­ვი­ღებთ. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბია სწო­რედ იმ ჯგუფ­ში, რო­მელ­თა მიღ­წე­ვე­ბიც კრი­ტი­კუ­ლად და­ბა­ლია, ანუ მიღ­წე­ვის და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის მიღ­მაა. სწო­რედ ეს არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ ამ კრი­ტი­კულ­მა ნა­წილ­მა შე­დე­გი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს და კითხ­ვა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს.
— კვლე­ვით ისიც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს უფ­რო მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ, ვიდ­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს და ქა­ლა­ქის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს უფ­რო მა­ღა­ლი, ვიდ­რე სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, არის თუ არა, ამ თვალ­საზ­რი­სით, მკვეთ­რი სხვა­ო­ბა და რა არის ამის მი­ზე­ზე­ბი?
— რო­ცა კომ­პ­ლექ­სურ ანა­ლიზს ვა­ტა­რებთ, ჩანს, რომ ეს სხვა­ო­ბა, ძი­რი­თა­დად, რე­სურ­სებ­ზე არა­საკ­მა­რი­სი წვდო­მი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. სო­ფელ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლეს ნაკ­ლებ რე­სურ­ს­ზე მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი რო­გორც სახ­ლ­ში, ისე სკო­ლა­ში. ის სხვა­ო­ბაც, რაც ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს შო­რის არ­სე­ბობს, რე­სურ­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ქა­ლაქ­ში ბავ­შ­ვებს მეტ სას­წავ­ლო რე­სურ­ს­ზე მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი, მა­გა­ლი­თად, მუ­ზე­უ­მე­ბი და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი, უფ­რო მეტ მშობელს აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, უფ­რო აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ში და სხვ.
კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ამ სხვა­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, არის სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა. ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო მე­ტად და­დი­ან ბაღ­ში, რაც და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა მათ სას­კო­ლო მზა­ო­ბა­სა და შემ­დ­გომ კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ჵirls-მაც და სხვა კვლე­ვებ­მაც აჩ­ვე­ნეს, რომ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბაღ­ში და­დი­ან, უკე­თეს შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ კითხ­ვა­ში მე­ოთხე კლას­ში, ვიდ­რე ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში. აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა 11%-ს წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია არ აქვს, სოფ­ლად მდე­ბა­რე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში კი ეს პრო­ცენ­ტი 18-ს აღ­წევს. ბევ­რი კომ­პ­ლექ­სუ­რი ფაქ­ტო­რის შე­დე­გია ის, რომ სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ბავშვს უფ­რო და­ბა­ლი შე­დე­გი აქვს, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლეს.
— კი­დევ  რა მი­ზე­ზია, რის გა­მოც სა­თა­ნა­დოდ ვერ ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ შე­დე­გებს?
— კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ რე­სურ­სე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლის კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რა თქმა უნ­და, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია გა­რე­მო, სა­დაც კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა ხდე­ბა. და­ვიწყოთ სახ­ლი­დან — მშო­ბე­ლია ბავ­შ­ვის­თ­ვის კითხ­ვის პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუ ბავშვს სახ­ლ­ში კარ­გი სა­ბავ­შ­ვო ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს, ხში­რად უკითხა­ვენ წიგნს ან თა­ვად მშობ­ლე­ბი კითხუ­ლო­ბენ ხში­რად და ბავ­შ­ვი ხე­დავს, რომ წიგ­ნი ოჯახ­ში ღი­რე­ბუ­ლია, მა­საც პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უყა­ლიბ­დე­ბა კითხ­ვი­სად­მი, მოს­წონს კითხ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ბავ­შ­ვებს გა­ცი­ლე­ბით უკეთ უვი­თარ­დე­ბათ კითხ­ვის უნა­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის გა­რე­მოც — თუ მოს­წავ­ლეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გი ჰყავს, რო­მე­ლიც კარ­გად ფლობს კითხ­ვის სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ებს (იცის რო­გორ ას­წავ­ლოს ბავშვს კითხ­ვა), ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს, კარ­გად ურ­ჩევს სა­კითხავ მა­სა­ლას, აქვთ კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა და წვდო­მა სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებ­ზე, ამას­თან, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­ს­ტე­ბია მო­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს კითხ­ვი­სად­მი ინ­ტე­რესს უღ­ვი­ვებს, ზო­გა­დად, სკო­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვის წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეთ სკო­ლა­ში ბავ­შ­ვებს უფ­რო მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბი ექ­ნე­ბათ. რე­სურ­სე­ბი სახ­ლ­ში და რე­სურ­სე­ბი სკო­ლა­ში — ეს ორი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­რე­მოა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აისა­ხე­ბა. ბავშვს სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა რო­გორც სახ­ლ­ში, არა­ფორ­მა­ლურ დო­ნე­ზე, ისე სკო­ლა­ში, სწავ­ლის ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში; ამ გა­რე­მო­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის კვალ­ი­ფი­კა­ცია და მხარ­და­ჭე­რა.
— წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვამ პირ­ვე­ლად შე­ა­ფა­სა ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კითხ­ვის უნა­რე­ბი, რო­გო­რია eჵჳRლS-ის  შე­დე­გე­ბი?
— დი­ახ, ეს ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტია, რაც წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვას და­ე­მა­ტა და აქ ოდ­ნავ უფ­რო და­ბა­ლია ჩვე­ნი შე­დე­გე­ბი, ვიდ­რე, ჩვე­უ­ლებ­რივ სტან­დარ­ტულ წიგ­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვა­ში. თუმ­ცა, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნა­ში ვლინ­დე­ბა ეს ტენ­დენ­ცია — ამ ნა­წილ­ში მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი უფ­რო და­ბა­ლია. ესეც და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი ფაქ­ტია, რად­გან დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის კომ­პი­უ­ტე­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე დი­დი რე­სურ­სი იხარ­ჯე­ბა. აქაც, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტუ­რად  გა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, ვიტყო­დი, რომ სა­ჭი­როა მსჯე­ლო­ბის დაწყე­ბა იმა­ზე, რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ამ ასაკ­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა.
eჵჳRლS-ში სულ 5600 მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და და კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, იგი­ვეა, რაც წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა. მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი მიღ­წე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ასე გა­ნა­წილ­და: უმაღ­ლე­სი მიღ­წე­ვა აქვს მოს­წავ­ლე­თა 1%-ს (სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტია 12%), მა­ღა­ლი — 16%-ს (სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტია 50%), სა­შუ­ა­ლო — 54%-ს (სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტია 84%), და­ბა­ლი — 85%-ს (სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტია 97%). და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ია იმ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზეც ვერ ახერ­ხე­ბენ წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბას.
— კვლე­ვა­ში პირ­ვე­ლად მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა. რო­გო­რია მა­თი კითხ­ვის უნა­რე­ბი, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა თუ არა ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბის­გან?
— 2016 წლის წიგ­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ტეს­ტე­ბი მშო­ბ­ლი­ურ ენა­ზე შე­ავ­სეს. მათ კი­დევ უფ­რო და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნეს, ვიდ­რე იმ ბავ­შ­ვებ­მა, რომ­ლებ­მაც ტეს­ტი ქარ­თულ ენა­ზე შე­ას­რუ­ლეს. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მკვეთ­რია და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ბა­ლი.
ამის მი­ზე­ზიც არა­საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბია. მა­თი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცეს ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს, თუმ­ცა, ასე­თი­ვე ყუ­რადღე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწავ­ლო­ბენ.
მე-7 კლას­ში ჩა­ვა­ტა­რეთ სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბა „ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“. აქაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იკ­ვე­თე­ბა. გა­რე­მო­ში, სა­დაც, ძი­რი­თა­დად, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბაა და­სახ­ლე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი ქარ­თულ ენა­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო ენა კარ­გად ის­წავ­ლონ. ვუქ­მ­ნით მათ სა­თან­ადო პი­რო­ბებ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას? ცხა­დია, ამ პრობ­ლე­მა­საც კომ­პ­ლექ­სუ­რად უნ­და შევ­ხე­დოთ  და შევ­ძ­ლოთ ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დას­ახ­ვა.
— ვინ არის 2016 წლის წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის ლი­დე­რი ქვე­ყა­ნა და რო­მელ­მა ქვეყ­ნებ­მა შეძ­ლეს შე­დე­გე­ბის მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა?
— კვლე­ვა­ში 50 ქვეყ­ნის 300 ათას­ზე მე­ტი მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობს, რე­ი­ტინ­გუ­ლი სი­ის ლი­დე­რე­ბი არი­ან სინ­გა­პუ­რი და რუ­სე­თი; პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი — ლატ­ვია, ლიტ­ვა, ეს­ტო­ნე­თი, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში, ჩვენ­ზე კარგ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ, რუ­სე­თიც, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში, რე­ი­ტინ­გულ სი­ა­ში, ჩვენ­ზე წინ დგას. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ჩვენ სა­შუ­ა­ლო ნიშ­ნულ­ზე ქვე­მოთ ვართ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­და­იდ­გას, რომ, პირ­ველ რიგ­ში, არ­სე­ბი­თად შემ­ცირ­დეს იმ ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზეც არ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის უნა­რი. შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე, სწავ­ლა ყვე­ლა ბავშვს შე­უძ­ლია, ამი­ტომ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, თა­ვი­სი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბა­ზო დო­ნე­ზე მა­ინც ფლობ­დ­ნენ კითხ­ვის უნარს.
— რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ შე­დე­გე­ბი? კვლე­ვი­დან კვლე­ვამ­დე თუ ხდე­ბა თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რა­მაც უკე­თეს შე­დე­გებ­ზე უნ­და გაგ­ვიყ­ვა­ნოს?
— არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მეტს ხარ­ჯა­ვენ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და მა­თი შე­დე­გე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. თუმ­ცა რე­სურ­სებ­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი ხარ­ჯ­ვა უნ­და. ერთი-ორი ისე­თი ქვყა­ნა­ცაა, რო­მე­ლიც ჩვენ­ზე მეტს ხარ­ჯავს, მაგ­რამ შე­დე­გი ჩვენ­ზე და­ბა­ლი აქვთ.
პირ­ველ რიგ­ში, სას­კო­ლო გან­ათ­ლე­ბა­ში მე­ტი ინ­ვეს­ტი­ცია უნ­და ჩა­ი­დოს. ზუს­ტად უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს ყვე­ლა­ზე მე­ტად სად უჭირს სის­ტე­მას, სად სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა და ფი­ნან­სე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, იქით­კენ მივ­მარ­თოთ. შე­იძ­ლე­ბა დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დოს, მაგ­რამ იმ­დე­ნად არა­ე­ფექ­ტუ­რად და­ი­ხარ­ჯოს, რომ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მოგ­ცეს. ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ტე­მუ­რი უნ­და იყოს და, ამას­თან, პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შევ­ძ­ლებთ შე­დე­გე­ბის მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.
ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ციაა კვლე­ვის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად და­გეგ­მ­ვა, ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა და ანა­ლი­ზის მომ­ზა­დე­ბა. კვლე­ვის შედე­გე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს წა­რედ­გი­ნე­ბა, ამის შემ­დეგ უკ­ვე პო­ლი­ტი­კის დამ­გეგ­მავ­თა პრე­რო­გა­ტი­ვაა, რა შე­იც­ვა­ლოს და რო­გორ. კვლე­ვის ან­გა­რი­შე­ბი სა­ჯა­როა, ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვი­ს.
ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

24(816)N