გამოდის 1998 წლიდან
2017-02-09
კრე­დიტ­ქუ­ლებ­ში ასა­ხუ­ლი „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი“


გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ინ­ცი­ა­ტი­ვა თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­სა­ხებ სულ მა­ლე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფა­ზა­ში შე­ვა და რო­გორც სკო­ლა, ისე მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ვე­ლი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ა­თის საზღა­ურს მი­ი­ღებს. რო­გორც ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნაცხა­და, გარ­და იმი­სა, რომ „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლის“ პრო­ექ­ტე­ბი სკო­ლა­სა და მას­წავ­ლე­ბელს ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს, ბავ­შ­ვებს სკო­ლას შე­აყ­ვა­რებს და მას­წავ­ლებ­ლე­ბი თა­ვი­სუ­ფალ რე­ჟიმ­ში სწავ­ლე­ბას გა­მოც­დი­ან. „მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­სინ­ჯა­ვენ, რო­გო­რია თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­მა­ტი და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ გა­რეგ­ნუ­ლი წე­სე­ბი­დან გა­დახ­ვე­ვა სუ­ლაც არ არის სა­ზი­ა­ნო.“
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით: „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლის მო­დე­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა —  ერ­თი სა­ა­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლის, მათ შო­რის სპორ­ტის, გუ­ლის­ხ­მობს 8 ლარს — ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში მი­მა­ვალს, 8 ლარს — პე­და­გოგ­თან და 8 ლარს — ინ­ვენ­ტარ­ში, ანუ თუ სკო­ლა 40 სა­ათს ატა­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, 320 ლა­რი ინ­ვენ­ტა­რის­თ­ვის ექ­ნე­ბა, 320 ლა­რი — მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და 320 — ად­მი­ნ­ის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის, რად­გან აქ ად­მი­ნიტ­რა­ცი­ის მო­ტი­ვა­ცი­აც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თუ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას არ უნ­და, შე­იძ­ლე­ბა და­კე­ტონ სკო­ლა გარ­კ­ვე­ულ სა­ა­თებ­ში და არ შე­უწყონ ხე­ლი. ეს სა­მი კომ­პო­ნენ­ტი უნ­და იყოს სინ­ქ­რო­ნუ­ლად — სა­ჭი­როა ინ­ვენ­ტა­რი, მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცია, რომ და­მა­ტე­ბი­თი სა­ა­თე­ბი ჩა­ა­ტა­როს და სკო­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­ტი­ვა­ცია, რომ ხე­ლი შე­უწყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას, ეს მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შექ­მ­ნას — თუ ვერ და­ა­ინ­ტე­რე­სე, ისე არ ტარ­დე­ბა.
თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ასე გა­ნა­წილ­დე­ბა: ორი სა­ა­თი — ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა, ერ­თი სა­ა­თი — წიგ­ნი­ე­რე­ბა, ანუ წიგ­ნის კითხ­ვის შეყ­ვა­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მატ­ში, ერ­თი სა­ა­თი — ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და ერ­თი სა­ა­თი და­ეთ­მო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას, სულ სა­უ­ბა­რია კვი­რა­ში ხუთ და­მა­ტე­ბით სა­ათ­ზე.
რო­გორც გითხა­რით, ორი სა­ა­თი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს ეთ­მო­ბა და სუ­ლაც არ არის აუცი­ლე­ბე­ლი ეს მხო­ლოდ სპორ­ტი იყოს, შე­იძ­ლე­ბა გაკ­ვე­თი­ლი კვე­ბას მი­ეძღ­ვ­ნას ან გა­სე­ირ­ნე­ბას და ა.შ. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ა­თებ­ში, შე­ვეც­დე­ბით, მა­სობ­რი­ვი სფე­რო­ე­ბი შე­მო­ვი­ტა­ნოთ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რე­ბი იგუ­ლის­ხ­მე­ბა და რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ. წიგ­ნი­ერე­ბა­ზე კი უშუ­ა­ლოდ გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან ვი­მუ­შა­ვებთ. გვინ­და, ყვე­ლა სკო­ლა­ში იყოს პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც აქ­ტი­ვო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას და­ვა­ფი­ნან­სებთ, მაგ­რამ ამას აუცი­ლებ­ლად უნ­და მოჰ­ყ­ვეს აქ­ტი­ვო­ბა — კითხ­ვა, გან­ხილ­ვა და ა.შ.
ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბის მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, მო­ნი­ტო­რინ­გის და ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბი­ს გარ­და, იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა­საც ავ­ტო­მა­ტუ­რად აწერს ხელს ის, ვინც ამ პრო­ცეს­ში ერ­თ­ვე­ბა. სა­ი­ტი ერთ-ორ კვი­რა­ში მზად იქ­ნე­ბა. ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბა­დი მშობ­ლე­ბის­თ­ვის და ეს შე­ფა­სე­ბე­ბი — სა­ჯა­რო. მა­გა­ლი­თად, ნა­ბეღ­ლა­ვის სკო­ლა­ში თუ არ მო­ე­წო­ნე­ბათ წიგ­ნი­ე­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლი მშობ­ლებს და მოს­წავ­ლე­ებს, შე­ეძ­ლე­ბათ და­ბა­ლი და ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი და­უ­წე­რონ. ჩვე­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი ამ შე­ფა­სე­ბე­ბით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს. და­ახ­ლო­ე­ბით, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ფე­ის­ბუ­ქის სტი­ლის სა­ი­ტი. თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და არ და­წე­რონ ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი, მაგ­რამ მერ­წ­მუ­ნეთ, ჯერ ერ­თი ამო­ი­ღებს ხმას, მე­რე — ხუ­თი, მე­რე — შვი­დი...
და­ვიწყეთ ასე­ვე მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ნე­ბის­მი­ე­რი სკო­ლის მოს­წავ­ლის მშო­ბელს, სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, მო­ვი­დეს სა­მი­ნის­ტ­რო­ში და თუ რა­მე აწუ­ხებს, ღი­ად გვითხ­რას ამის შე­სა­ხებ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი ძა­ლი­ან ფრთხი­ლი იყო, ნელ-ნე­ლა ეს სიფ­რ­თხი­ლე მო­იხ­ს­ნა და, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ზე ვრე­ა­გი­რებთ.“
რაც შე­ე­ე­ხე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, მინისტ­რ­მა გა­ნაცხა­და, რომ მომა­ვალ­ში აპი­რებს სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღა­უ­რე­ბა გა­ზარ­დოს „რო­გორც ჩანს სწო­რად ვერ გავ­თ­ვა­ლე, რო­ცა ვამ­ბობ­დი, რომ მეტს გა­და­ვუხ­დი, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ გაკ­ვე­თი­ლებ­ში.  მაგარი მასწავლებელი ჩვე­უ­ლებ­რივ  გაკ­­ვე­თილ­ში 6.75-ს იღებს და მე ვაპირებდი, თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თილ­ში 25 ლარი გა­და­მეხადა, ეს სე­რი­ო­ზულ უკმ­ა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და და სა­მარ­თ­ლი­ანა­დაც. ამი­ტო­მაც გა­ნი­საზღ­ვ­რა,  ამ ეტაპ­ზე,  თი­თო გაკ­ვე­თი­ლი  8 ლა­რით.“
თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი „მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის“ სა­ხეც­ვ­ლილ სქე­მა­ში და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნუს­ხა­ში შე­ვი­და, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს კრე­დიტ­ქუ­ლის მო­პო­ვე­ბის სა­შუა­ლე­ბას მის­ცემს. რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სკო­ლებ­მა — მას­წავ­ლებ­ლებ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­არ­ჩევს სა­მი­ნის­ტ­რო და რო­გორ და­უ­ფას­დე­ბათ ახა­ლი ფორ­მა­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი“ მე­ნე­ჯე­რი ლა­ლი კა­ლან­და­ძე:
— რას ნიშ­ნავს ახა­ლი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ისი­ნი სკო­ლებ­მა?
— თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლი ეს არის გაკ­ვე­თი­ლის ახა­ლი ფორ­მა­ტი — ნიშ­ნის, შე­ფა­სე­ბის, და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და გა­მო­კითხ­ვე­ბის გა­რე­შე, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, ჩა­უ­ტარ­დე­ბათ. წელს სა­ტეს­ტო რე­ჟი­მით ვიწყებთ და, პირ­ველ რიგ­ში, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, პრო­ექ­ტი ვჳჳ-ვჳჳჳ-კლა­სებ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ.
სკო­ლა წარ­მო­ად­გენს თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლის პრო­ექტს, რო­მელ­შიც, თა­ვის­თა­ვად, აუცი­ლებ­ლად ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა პე­და­გო­გი — მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, რო­მე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს აქ­ტი­ვო­ბას. ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის მი­ზა­ნი, გარ­და იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე­ებს ახა­ლი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ, სკო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბაა — მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის ზრდა, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან თი­თო ჩა­ტა­რე­ბულ სა­ათ­ზე სკო­ლას გა­და­ე­რიცხე­ბა 30 ლა­რი, აქე­დან 10 ლა­რი მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბაა, 10 ლა­რი — სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, ხო­ლო 10 ლა­რით გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი და­ფი­ნან­ს­დე­ბა. ჯამ­ში, 3000-ლა­რი­ა­ნი გრან­ტე­ბია გათ­ვ­ლი­ლი სკო­ლებ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფს 100 და­მა­ტე­ბით სა­ათს, თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის სა­ხით, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში.
— წელს რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ფი­ნან­ს­დე­ბა?
— ამ ეტაპ­ზე შე­ვარ­ჩი­ეთ ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მიგ­ვაჩ­ნია — ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი და სპორ­ტი; ხე­ლოვ­ნე­ბა; ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და შე­მეც­ნე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა; წიგ­ნი­ე­რე­ბა, უპი­რა­ტე­სო­ბას ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებს მი­ვა­ნი­ჭებთ.
ამ ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მას­წავ­ლებ­ლებს მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლის არ­ჩე­ვა და პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა შე­უძ­ლი­ათ. ჩვენ ჩარ­ჩო-პროგ­რა­მებს ვამ­ზა­დებთ და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ხით ვაწ­ვ­დით, რა თქმა უნ­და, მათ ამის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ვე­ლო­დე­ბით, რომ სა­ინ­ტე­რე­სო საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი შე­მო­ვა, შე­და­რე­ბით დი­დი სკო­ლე­ბი­დან იმა­საც ვე­ლით, რომ და­ი­მე­გობ­რე­ბენ პა­ტა­რა, უფ­რო მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებს და მათ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ პრო­ექ­ტებს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩაერთონ თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებ­ში.
— სა­ხეც­ვ­ლილ სქე­მა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მომ­ტა­ნი ერთ-ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბაა, რო­გორ და ვინ შე­ა­ფა­სებს გაკ­ვე­თი­ლებს?
— შემ­ფა­სე­ბე­ლი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როა — შე­იქ­მ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ამ აქ­ტი­ვო­ბას პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბი­სას შე­უ­ფა­სებს მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის სა­ხით  და ეს სქე­მა­ში აისა­ხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­სა­ფა­სე­ბე­ლი სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, 20 ჩა­ტა­რე­ბულ სა­ათ­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს. მას შე­უძ­ლია, კვი­რა­ში ორი სა­ა­თი სპორტს და­უთ­მოს, და­ნარ­ჩენ მი­მარ­თუ­ლე­ბებს კი — მი­ნი­მუმ, 1 სა­ა­თი. სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა, კულ­ტუ­რა, შე­მეც­ნე­ბი­თი, გას­ვ­ლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ექ­ს­კურ­სი­ე­ბი და ა.შ. რად­გან წელს პრო­ექ­ტი სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს, ვფიქ­რობთ, სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გავ­ზარ­დოთ. 
— არის თუ არა შეზღუ­დუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩე­ვა პრო­ექ­ტე­ბი?
— რა­ო­დე­ნო­ბა შეზღუ­დუ­ლი არ არის, რად­გან პრო­ექ­ტე­ბი კონ­კურ­სის სა­ხით შე­ირ­ჩე­ვა. თუმ­ცა გეტყ­ვით, რომ წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტით თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე 4 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­გორც გითხა­რით, პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბა დი­დი სკო­ლე­ბის მი­ერ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს. ჯამ­ში, 2100 სა­ჯა­რო სკო­ლა გვაქვს, მათ­გან 1400 მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი ამ პრო­ცეს­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცალ­კე იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თ­მა­ნეთს შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან. ამ სკო­ლე­ბის­თ­ვის ცალ­კე კონ­კურ­სი და სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რა­ო­დე­ნობ­რი­ვად, მე­ტი პრო­ექ­ტი წა­ვა, რად­გან ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ეს არის — ხე­ლი შე­ვუწყოთ მათ გაძ­ლი­ე­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთი სკო­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში მდე­ბა­რე­ობს და ორას­ზე ნაკ­ლე­ბი მოს­წავ­ლე ჰყავს
პრო­ექ­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, აუცი­ლე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მია, რომ მი­სი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს, ამას­თა­ნა­ვე, მა­სობ­რი­ვად  ჩა­ერ­თოს მოს­წავ­ლე­თა კონ­კ­რე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა — ვჳჳ-ვჳჳჳ-კლა­სე­ლე­ბის 80% მა­ინც.
— შე­უძ­ლია თუ არა ერ­თი და იმა­ვე მას­წავ­ლე­ბელს თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით კრე­დიტ­ქუ­ლის რამ­დენ­ჯერ­მე მი­ღე­ბა?
— იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რე­სურ­სებ­ში შეზღუ­დუ­ლე­ბი ვართ, ბუ­ნებ­რი­ვია, გვირ­ჩევ­ნია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ მოს­წავ­ლე­ებს და, რაც შე­იძ­ლე­ბა, მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩავ­რ­თოთ პრო­ცეს­ში. თუმ­ცა, გა­მო­ნაკ­ლი­სებ­საც გან­ვი­ხი­ლათ — მა­გა­ლი­თად, თუ ერ­თ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა, ასეთ შემ­თხე­ვა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას კი­დევ მივ­ცემთ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. არც კრი­ტე­რი­უ­მებ­ში გვაქვს ასე­თი შეზღუდ­ვა ჩა­დე­ბუ­ლი. გვირ­ჩევ­ნია, მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს, მაგ­რამ, რო­გორც გითხა­რით, გა­მორ­ჩე­ულ პრო­ექტს გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით გან­ვი­ხი­ლავთ.
ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ისიც, რომ ახ­ლა მზად­დე­ბა ვებ­გ­ვერ­დი თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც აიტ­ვირ­თე­ბა მა­სა­ლე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მელ სკო­ლა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის აღ­წე­რა და ა.შ. მარ­ტი­დან ვებ­გ­ვერ­დი სა­ჯა­რო გახ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა, თვალ­ყუ­რი ადევ­ნოს თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.
— თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სა­ხით შე­ეძ­ლე­ბათ პე­და­გო­გებს თუ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლა­დაც, მა­გა­ლი­თად, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან?
— მა­გა­ლი­თის­თ­ვის გეტყ­ვით, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ვგეგ­მავთ ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც კო­დი­რე­ბის შეს­წავ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პროგ­რა­მი­რე­ბის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლის — კო­დინ­გის შეს­წავ­ლა ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტია ვჳჳ-ვჳჳჳ-კლა­სე­ლე­ბის­თ­ვის. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნოს — ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მუ­სი­კა­ში და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ექ­ტე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბმით და­წე­რი­ლი და არა უბ­რა­ლოდ ქა­ღალ­დ­ზე. გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მას­წავ­ლებ­ლებ­მა აქ­ტი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მოს­წავ­ლე­ებს აჩ­ვე­ნონ ვი­დე­ო­ე­ბი. ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით შევ­თა­ვა­ზეთ სკო­ლებს, არის „კი­ნო სკო­ლა­ში“. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ი­მარ­თე­ბა ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა, დის­კუ­სი­ე­ბი, დე­ბა­ტე­ბი, გან­ხილ­ვე­ბი და ა.შ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვამ­ზა­დებთ პრო­ექ­ტებს და ვთა­ვა­ზობთ მას­წავ­ლებ­ლებს, მათ კი შე­უძ­ლი­ათ პირ­და­პირ აირ­ჩი­ონ ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ან თვი­თონ მო­ამ­ზა­დონ.
— რე­ა­ლუ­რად რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი?
— ამ ეტაპ­ზე, სკო­ლებს ვე­კითხე­ბით ვის რა რე­სურ­სი აქვს, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვა­წარ­მო­ებთ კვლე­ვას — რა აინ­ტე­რე­სებთ მოს­წავ­ლე­ებს, ვიკ­ვ­ლევთ, ასე­ვე, იმ რე­სურსს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აპი­რე­ბენ პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას —  და­ახ­ლო­ე­ბით,  სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს ვაგ­რო­ვებთ. მარ­ტის თვი­დან კი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N