გამოდის 1998 წლიდან
2017-02-16
პრაქტიკოსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის გზა


მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, შე­იც­ვა­ლა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის გზე­ბი. სქე­მა აღარ მო­ი­ცავს კა­რი­ე­რის შეწყ­ვე­ტი­სა და შე­ჩე­რე­ბის ნა­წილს და მას­წავ­ლებ­ლებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს სთა­ვა­ზობს წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან  ცვლი­ლე­ბად პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლი ვა­დე­ბის გა­უქ­მე­ბას მი­იჩ­ნე­ვენ, სა­მა­გი­ე­როდ, მათ, პრო­ფე­სი­ულ უნა­­რებ­ში მო­უ­წევთ  კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა ტეს­ტი­რე­ბის გზით (გა­მოც­დას ახ­ლა ტეს­ტი­რე­ბა ჰქვია). 
რა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს სთა­ვა­ზობს სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მა პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის, რო­გორ გა­ი­ზარ­და და­მა­ტე­ბი­თი  აქ­ტი­ვო­ბე­ბის წი­ლი, რო­გორ  მოხ­დე­ბა  კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის და­გ­­რო­ვე­ბა და და­მა­ტე­ბით რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაჩ­ნ­და მათ­თ­ვის — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირი­ნა სამ­სო­ნია

— რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს?
— სქე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ე­ხო პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს. მთა­ვა­რი ცვლი­ლე­ბა ის არის, რომ პრაქ­ტი­კოსს, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, აღარ აქვს გან­საზღ­ვ­რუ­ლი ვა­დე­ბი; მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა — მას რამ­დე­ნი­მე გზა აქვს კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის, ანუ სა­ხელ­მ­წი­ფო ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს სთა­ვა­ზობს; მე­სა­მე ცვლი­ლე­ბა — წი­ნა სქე­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით მო­აგ­რო­ვოს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი. ეს არის სა­მი ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურს შე­ე­ხო.
— აღ­ვ­წე­როთ ეს გზე­ბი
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სქე­მის წი­ნა ვერ­სი­ა­ში აღ­წე­რი­ლი გზა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს უნ­და გა­ევ­ლო ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა, ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორ­ჯერ (+ სა­პი­ლო­ტე წე­ლი, სა­ერ­თო ჯამ­ში, ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში), უნ­და და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია გა­მოც­დის სა­ხით, ხო­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი — 5-კრე­დი­ტი­ა­ნის სა­ხით (იმის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც არ ჰქონ­და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი). ახ­ლა მას მე­ტი არ­ჩე­ვა­ნი აქვს. კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რა თქმა უნ­და, ერთ-ერთ გზად რჩე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მან უნ­და გა­ი­ა­როს ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა ორ­ჯერ და ამ გზით 4 კრე­დი­ტი და­აგ­რო­ვოს. საგ­ნო­ბი­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის­თ­ვის კი მას დას­ჭირ­დე­ბა, ჯამ­ში, 15 კრე­დიტ­ქუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლის შე­დე­გად ამ 15 კრე­დიტ­ქუ­ლას ვერ მო­აგ­რო­ვებს, სა­ჭი­რო კრე­დიტ­ქუ­ლებს სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით ივ­სებს. უფ­რო ზუს­ტად რომ ვთქვა, 19 სა­ვალ­დე­ბუ­ლო კრე­დი­ტი­დან 15-ს, რაც საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­აგ­რო­ვოს რო­გორც მხო­ლოდ ტეს­ტი­რე­ბის, ისე კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად — შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან სხვად­ას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით. ამის­თ­ვის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს ჩვენ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ვთა­ვა­ზობთ. იდეა ისაა, რომ მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბელ­მა და­ა­დას­ტუ­როს თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცია, ანუ და­ა­დას­ტუ­როს, რომ კარ­გად იცის სა­გა­ნი, რო­მელ­საც ას­წავ­ლის და აქვს ზო­გა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი იმი­სათ­ვის, რომ წარ­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და გა­დას­ცეს მოს­წავ­ლე­ებს ეს ცოდ­ნა. ეს, პრინ­ციპ­ში, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნაა და სწო­რედ ამ ორ მსხვილ მი­მარ­თუ­ლე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს შევ­თა­ვა­ზეთ. მას შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს მის­თ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და იოლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ის შე­ივ­სებს და­ნაკ­ლის კრე­დიტ­ქუ­ლებს.
პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე რომ გა­და­ვი­დეს, მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სა­მი გზი­დან სა­სურ­ვე­ლის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა. თუმ­ცა, უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩა პი­რო­ბა 19 კრე­დიტ­ქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.
— პირ­ვე­ლი გზა: ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა — 4 კრე­დიტ­ქუ­ლა, საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა — 0-დან 15 კრე­დიტ­ქუ­ლა.
— თუ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს რო­მე­ლი­მე გა­მოც­და, ანუ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს საგ­ნის ან პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცია, მას აღარ მო­უ­წევს გა­მოც­დის თა­ვი­დან ჩა­ბა­რე­ბა, კომ­პე­ტენ­ცი­ას, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით, ის მხო­ლოდ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს. თუ არც ერ­თი არ აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მა­შინ ორი­ვე უნ­და და­ა­დას­ტუ­როს. ტეს­ტი­რე­ბის გზით დაგ­რო­ვი­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ის თა­ვად გეგ­მავს, შემ­დეგ რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევს კრე­დი­ტე­ბის შე­სავ­სე­ბად.
თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოც­და­ზე ნუ­ლი ქუ­ლა მი­ი­ღო, თა­ვი­დან მო­უ­წევს გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლა, რად­გან, რო­გორც გითხა­რით, ტეს­ტი­რე­ბის გზით კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია.
აქ­ვე გეტყ­ვით, რო­გორ ხდე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნა კრე­დიტ­ქუ­ლებ­ში: თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი საგ­ნობ­რი­ვი ან პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ი­ის და­დას­ტუ­რე­ბი­სას და­აგ­რო­ვებს ქუ­ლა­თა 61%-ს, მას მი­ე­ნი­ჭე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი 10 კრე­დიტ­ქუ­ლა, 51-დან 61%-მდე — 7, 41-დან 51%-მდე — 4, ხო­ლო 31-დან 41%-მდე — 1. ქვე­და ზღვა­რი  30 ქუ­ლით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად და­აგ­რო­ვებს 30-ქუ­ლაზე ნაკ­ლებს, ვერ მო­ი­პო­ვებს კრე­დიტ­ქუ­ლას.
— მე­ო­რე გზა: საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბი­სას, თი­თო­ე­ულ­ში, 10 კრე­დიტ­ქუ­ლას და­აგ­რო­ვებს.
— თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა საკ­მა­რის ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვა საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის გზით, ანუ ჯამ­ში 15 კრე­დიტ­ქუ­ლა მო­ი­პო­ვა, მა­შინ მას ში­და დაკ­ვირ­ვე­ბას გავ­ლის გა­რე­შე მი­ე­ნი­ჭე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი. პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით, თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად გა­დის ტეს­ტი­რე­ბას, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზე­ბას შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი გა­უ­წევს. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დენ ქუ­ლას და­აგ­რო­ვებს თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მას­წავ­ლე­ბე­ლი და­გეგ­მავს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის.
— მე­სა­მე გზა: დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ან მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი.
— პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც, დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს მო­ი­პო­ვებს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან იმ სა­გან­ში, რო­მელ­საც ას­წავ­ლის, პირ­და­პირ ენი­ჭე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი.
კი­დევ ერ­თი გზა მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი  სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბაა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი პირ­და­პირ ხდე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რად­გა­ნაც მი­იჩ­ნე­ვა, რომ მას, ამ კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ორი­ვე — რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით.
— რა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა და რო­გორ გა­ნი­საზღ­ვ­რა თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლა?
— პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ორ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი. ესე­ნია საგ­ნობ­რი­ვი და ზო­გა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია გა­ი­ა­როს საგ­ნი­სა და საგ­ნობ­რი­ვი მე­თო­დი­კის ტრე­ნინ­გე­ბის კურ­სი. მას­წავ­ლებ­ლებს ამ სატ­რე­ნინ­გო კურსს შეს­თა­ვა­ზე­ბენ რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, ისე პრო­ვა­ი­დე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა პროგ­რა­მაც, ცხა­დია, იქ­ნე­ბა აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი. ტრე­ნინ­გე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შე­დე­გად მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ი­პო­ვებს შე­სა­ბა­მის კრე­დიტ­ქუ­ლებს.
გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, ერთ-ერთ და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბად შე­მო­ვი­და კო­ლე­გებ­თან სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თ­ვა. პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­აზ­რე­ბუ­ლია, რო­გორც ამ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე. ამ აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია და ელო­დე­ბა დამ­ტ­კი­ცე­ბას რო­გორც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის (ვინც ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს ამ შეხ­ვედ­რას), ისე მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თ­ვის. ეს იქ­ნე­ბა სტურ­ქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ციკ­ლი. თუ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი სამ ასეთ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და, რა თქმა უნ­და, შე­ას­რუ­ლებს შე­სა­ბა­მის და­ვა­ლე­ბებს (გა­ივ­ლის შე­ფა­სე­ბას, და­წერს რეფ­ლექ­სი­ას, თუ რო­გორ და­ნერ­გა და სცა­და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა პრაქ­ტი­კა­ში), ამ აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს.
ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ეს არის კონ­კურ­სე­ბის­თ­ვის, ოლიმ­პი­ა­დე­ბის­თ­ვის, შე­ჯიბ­რე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ მო­საზ­რე­ბას, რომ სქე­მის ძვე­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით ზო­გი­ერ­თი საგ­ნის, მა­გა­ლი­თად, სპორ­ტის და მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლებს არ ჰქონ­დათ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის იმ­დე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რამ­დე­ნიც სხვა საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს. ეს აქ­ტი­ვო­ბა კი ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს თა­ნაბ­რად აძ­ლევს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გზით კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, მა­გა­ლი­თად, მუ­სი­კა­ლუ­რი გუნ­დის ან ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტუ­ლი ან­სამ­ბ­ლის მომ­ზა­დე­ბა, ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო კონ­კურ­სე­ბის­თ­ვის. სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­საც შე­უძ­ლია სა­ჭად­რა­კო ტურ­ნი­რის­თ­ვის ერ­თი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბა, ან სპორ­ტუ­ლი გუნ­დის მომ­ზა­დე­ბა რა­ი­მე შე­ჯიბ­რის­თ­ვის და ა.შ. ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი იღებს 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლის ან მოს­წავ­ლე­თა გუნ­დის შე­ჯიბ­რ­ში, კონ­კურ­ს­ში ან ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოს­წავ­ლე­თა მი­ერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა­ზე.
კი­დევ ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბაა წრე­ობ­რი­ვი მუ­შა­ო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან, რაც სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მის კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლეა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს და­ე­მა­ტა ისე­თი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს კლას­გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბას სკო­ლა­ში. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ზო­გა­დად ით­ვა­ლი­სი­წი­ნებს კლას­გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბებს, ახ­ლა კი ამ ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბა მას­წავ­ლე­ბელს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბად უღი­არ­დე­ბა. წრე­ობ­რი­ვი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლას მო­ი­პო­ვებს.
და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს და­ე­მა­ტა ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის (ისტ) ეფექ­­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. ვფიქ­რობთ, 21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მარ­თ­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. მას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც ახერ­ხებს ამას. სწო­რედ ამი­ტომ, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუ მათ ეს და­უ­ფას­დე­ბათ. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ისტ-ის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბი 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლას მო­ი­პო­ვე­ბენ.
რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუფს ხელთ ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ეტაპ­ზე, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს კვლავ აქვთ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან ბევრ სკო­ლა­ში არ არი­ან საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით უფ­რო­სი ან წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ამი­ტომ, საგ­ნობ­რივ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში ერთ-ერთ და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბად აისა­ხა საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რი­დან არ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბა, რის­თ­ვი­საც ის 1 კრე­დიტ­ქუ­ლას მო­ი­პო­ვებს.
ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, აქაც, რა თქმა უნ­და,  ტრე­ნინ­გე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლა რჩე­ბა, რო­გორც კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მომ­ტა­ნი აქ­ტი­ვო­ბა.
ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა  საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა, რო­გორც კლას­გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა.  კლუ­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სკო­ლის ბა­ზა­ზე, ასე­ვე იყოს რო­მე­ლი­მე არ­სამ­თავ­რო­ბო თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­­ე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც სხვა სკო­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი. საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვ, მო­ცუ­ლო­ბი­თ და მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან საქ­მი­ა­ნო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც კლუ­ბის კუ­რა­ტო­რია, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის 1 კრე­დიტ­ქუ­ლა მი­ე­ნი­ჭე­ბა. 
მას­წავ­ლებ­ლის და­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში აისა­ხა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მანა­თ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბაც, რაც, და­მე­თან­ხ­მე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა. ვფიქ­რობ­დით, რომ სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა სქე­მა­ში უფ­რო მე­ტად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გა­მოკ­ვე­თი­ლი, რად­გან ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბაა და ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს მე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბას. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც კლას­ში სსსმ მოს­წავ­ლე ან მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყავს, შე­ფას­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ იყე­ნებს შე­სა­ბა­მის მე­თო­დო­ლო­გი­ას ამ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, რა ტი­პის სა­მუ­შა­ოს ეწე­ვა, რამ­დე­ნი და რა სპექ­ტ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი  ჰყავს კლას­ში. სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ფას­დე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლის  შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით (მათ შო­რის არის მშობ­ლის კითხ­ვა­რიც). ამ ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია მო­ი­პო­ვოს 1 ან 2 კრე­დიტ­ქუ­ლა სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
სქე­მა­ში ასე­ვე წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი. მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბაა, რად­გან საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი ბევ­რად უწყობს ხელს მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, მა­თი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის და, სა­ბო­ლო­ოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნამ­დ­ვილ წევ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს. სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ფას­დე­ბა 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლით.
სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, ისე­ვე რო­გორც კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის ასახ­ვა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, ვფიქ­რობთ, მარ­თ­ლაც სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან ჩნდე­ბა შე­მეც­ნე­ბი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის მე­ტი სივ­რ­ცე რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ამას­თან ერ­თად, ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით და­უ­ფას­დე­ბათ.
კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლეა ის, რომ სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მა პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი მო­ი­პო­ვოს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რო­ბის­თ­ვი­საც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი და მო­ცუ­ლო­ბი­თია. ამი­ტომ,  სქე­მის  ახა­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და და 3 კრე­დიტ­ქუ­ლით გა­ნი­საზღ­ვ­რა სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
რო­გორც უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, ახა­ლი სქე­მა მიზ­ნად ისა­ხავს, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის, რა თქმა უნ­და, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი­სა თუ სექ­ტო­რე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახალ სქე­მა­ში ერთ-ერთ და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბად აისა­ხა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კურ­სის გავ­ლა. თუ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ივ­ლი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კურსს და აიღე­ბენ ენის ფლო­ბის დო­ნის სერ­ტი­ფი­კატს, მათ  მი­ე­ნი­ჭე­ბათ 2 კრე­დიტ­ქუ­ლა თი­თო­ე­უ­ლი დო­ნის ფლო­ბის­თ­ვის. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ეს ერ­თ­გ­ვა­რი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ის­წავ­ლონ სა­ხელ­მ­წი­ფო ენა.
— და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებს სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი შე­ა­ფა­სებს, ანუ სკო­ლის ბა­ზა­ზე მოხ­დე­ბა შე­ფა­სე­ბე­ბი. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ სკო­ლე­ბი ობი­ექ­ტუ­რო­ბის ხა­რისხს?
— ეს სა­კითხი ყო­ველ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, წი­ნა სქე­მის დრო­საც და ახ­ლაც. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ამ კუთხით, მა­ში­ნაც ჰქონ­დათ სკო­ლებს და ახ­ლაც და­ე­კის­რე­ბათ. ერთ-ერ­თი მე­ქა­ნიზ­მი, ობი­ექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, არის ის, რომ შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი უნ­და იყოს ზედ­მი­წევ­ნით ვა­ლი­დუ­რი და სან­დო, მაქ­სი­მა­ლუ­რად იძ­ლე­ო­დეს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.  მე­ო­რე დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მია ის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღალ დო­ნე­ზე მოხ­დეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და მათ­თ­ვის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა. ამის მი­საღ­წე­ვად ვა­პი­რებთ ვი­დე­ოპ­რე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის ჩა­წე­რას, რომ­ლებ­შიც დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გან­მარ­ტე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, კერ­ძოდ, რა მო­ი­აზ­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მის ქვეშ და რას ნიშ­ნავს მი­სი მა­ღალ დო­ნე­ზე ან და­ბალ დო­ნე­ზე შე­ფა­სე­ბა. რო­გორც კი დამ­ტ­კიც­დე­ბა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, ამ ვი­დე­ო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას და­ვიწყებთ. გარ­და ამი­სა, გვექ­ნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებ­თან და ისი­ნი ამ შეხ­ვედ­რებ­ზეც მი­ი­ღე­ბენ დე­ტა­ლურ ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბებს. რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლებ­ლებს ექ­ნე­ბათ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.
გარ­და ამი­სა, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის წე­სი ნაკ­ლე­ბად იძ­ლე­ვა ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი, მკვეთ­რად არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.
— რო­დის შე­იძ­ლე­ბა და­იწყონ პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა?
— რე­ა­ლუ­რად, მათ უკ­ვე შე­უძ­ლი­ათ და­იწყონ მზა­დე­ბა და და­გეგ­მონ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რად­გან სქე­მა დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბიც ძა­ლა­შია. იმის მი­ხედ­ვით, თუ რა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბი აქვს დღემ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­მი გზი­დან აირ­ჩი­ოს ერთ-ერ­თი, მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი გზა და შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მოს თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

25-28(942)N