გამოდის 1998 წლიდან
2017-03-09
რო­გორ მო­ვი­პო­ვო სტა­ტუ­სი: უფ­რო­სი — წამ­ყ­ვა­ნი — მენ­ტო­რი


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა უფ­რო­სი მას­წ­ავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის პრე­ტენ­დენ­ტია, ვი­ნა­ი­დან პე­და­გოგ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა პრაქ­ტი­კო­სია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე,  მა­თი უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად იღ­ვ­წის. შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლა პრაქ­ტი­კო­სის­თ­ვის მით უფ­რო სა­შუ­რია, რამ­დე­ნა­დაც ხელ­ფა­სის მა­ტე­ბა სწო­რედ კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. წი­ნა პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში შე­ვე­ცა­დეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მარ­ტი­ვი ენით აგ­ვეხ­ს­ნა გზა, რო­მე­ლიც სქე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ი­ა­როს უფ­როს მას­წავ­ლებ­ლო­ბამ­დე. ამ­ჯე­რად კი გთა­ვა­ზობთ ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ და­ნარ­ჩენ სა­ფე­ხუ­რებ­ზე — უფ­რო­სი, წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი — რა და­მა­ტე­ბი­თი თუ სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ მას­წავ­ლებ­ლებს სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ან მო­სა­პო­ვებ­ლად.

უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი
ირი­ნა სამ­სო­ნია, უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის ხელმძღვანელი: „ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ისევ დარ­ჩა აუცი­ლე­ბელ  მოთხოვ­ნად. წი­ნა სქე­მის მი­ხედ­ვით, სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო 4 წე­ლი, რო­მელ­შიც  სა­პი­ლო­ტე წე­ლიც მო­ი­აზ­რე­ბო­და. ამ ვა­და­ში იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელს შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სტა­ტუ­სი,13 კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა: 2 ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბით — 4 კრ/ქ, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბით — 5 კრ/ქ და და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბით — 4 კრ/ქ. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და სტა­ტუსს, სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლი იყო, მას­თან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ეწყ­ვი­ტა, თუმ­ცა, ვიდ­რე ამას გა­ა­კე­თებ­და, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, და­მა­ტე­ბით, კი­დევ ერ­თი წე­ლი ეძ­ლე­ო­და და უჩ­ნ­დე­ბო­და შან­სი სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­მი წე­ლი გა­ნი­საზღ­ვ­რა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან უნ­და შეძ­ლოს იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის — 13 კრ/ქ დაგ­რო­ვე­ბა, მაგ­რამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბად მხო­ლოდ ­ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის გავ­ლა რჩე­ბა, რი­თაც 4 კრე­დიტ­ქუ­ლას და­აგ­რო­ვებს, ხო­ლო დარ­ჩე­ნილ კრე­დიტ­ქუ­ლებს და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­ივ­სებს. ამ და­მა­ტე­ბი­თ საქ­მი­ა­ნო­ბებს ის შე­არ­ჩევს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით ვრცე­ლია და სა­ერ­თოა უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას, რო­გორც ხე­დავთ, ის აღარ მო­ეთხო­ვე­ბა უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.
თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს უფ­რო­სის სტა­ტუსს, მას და­მა­ტე­ბით ერ­თი წე­ლი მი­ე­ცე­მა გა­მო­სას­წო­რებ­ლად — ინ­დი­ვი­დუ­ა­ლური სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის... მაგ­რამ თუ­კი ვერც ასე შეძ­ლებს შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ამ ეტაპ­ზე აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა ­ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რა თქმა უნ­და, სტა­ტუსს ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, მაგ­რამ სკო­ლი­დან წას­ვ­ლის ნაც­ვ­ლად ჩა­მოქ­ვე­ით­დე­ბა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლი­დან არ გა­დის. ის ხე­ლახ­ლა იწყებს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვე­ბე­ლი გზის  გავ­ლას. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მას უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი  და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევს.
ცვლი­ლე­ბაა ასე­ვე წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის გზებ­შიც. უფ­რო ზუს­ტად რომ ვთქვათ, უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა სურ­და, სქე­მის წი­ნა ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ ერ­თი გზა ჰქონ­და —  და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა 19 კრე­დიტ­ქუ­ლა, აქე­დან, სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბელ 13 კრ/ქუ­ლას უმა­ტებ­და 6 კრ/ქუ­ლას, რო­მელ­საც ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბით (2 კრე­დიტ­ქუ­ლა), სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვით (2 კრე­დიტ­ქუ­ლა) და და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბით (2 კრე­დიტ­ქუ­ლა) მო­ი­პო­ვებ­და. ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დე­ბა, გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი, სქე­მა უკ­ვე სამ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზას სთა­ვა­ზობს კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის.
გან­ვი­ხი­ლოთ ეს გზე­ბი. ერ­თი გზაა, რო­დე­საც პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა ისევ რჩე­ბა ერთ-ერთ აქ­ტი­ვო­ბად და ის ისევ 2 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა. წი­ნა სქე­მა­ში უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა იყო, ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, ეს მოთხოვ­ნა მო­იხ­ს­ნა და მხო­ლოდ წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად იქ­ცა სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა სწო­რედ ამ ეტაპ­ზე შე­მო­დის, რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა, რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მას­წავ­ლე­ბე­ლი 5-ის ნაც­ვ­ლად 4 კრე­დიტ­ქუ­ლას მო­ი­პო­ვებს. ამას­თან,  მან უნ­და ჩა­ა­ტა­როს ორი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი და ამ გზით მო­ი­პო­ვოს 2 კრე­დიტ­ქუ­ლა. და­ნარ­ჩე­ნი 5 კრე­დიტ­ქუ­ლა მას­წავ­ლე­ბელს და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­უძ­ლია შე­ივ­სოს.  
მე­ო­რე გზა გან­კუთ­ვ­ნი­ლია მათ­თ­ვის, ვინც სქე­მის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ მო­ი­პო­ვებს დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან იმ დარ­გ­ში/სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში, რომ­ლის შე­სა­ბა­მის სა­გან­საც ას­წავ­ლის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა წამ­ყ­ვა­ნი, ყო­ველ­გ­ვა­რი და­მა­ტე­ბი­თი თუ სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე.
მე­სა­მე გზა კი გან­კუთ­ვ­ნი­ლია ორი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის: ა) მათ­თ­ვის, რო­მელ­თაც სქე­მა­ში გა­ნა­წი­ლე­ბის დრო­ის­თ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­დათ დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი და ბ) იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვთ დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ. ეს მას­წავ­ლე­ბლე­ბი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში პირ­და­პირ გა­და­ი­ნაც­ვ­ლე­ბენ მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე და გახ­დე­ბი­ან წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.“ 

წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი
სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე, მასწავლებელთა პროფესიული გან­ვი­თა­რების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი: „წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს: ერ­თი — და­აგ­რო­ვოს გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დი­ტე­ბი იმის­თ­ვის, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სტა­ტუ­სი და მე­ო­რე —  და­აგ­რო­ვოს და­მა­ტე­ბი­თი კრე­დი­ტე­ბი (სა­ვალ­დე­ბუ­ლო თუ და­მა­ტე­ბი­თი  აქ­ტი­ვო­ბე­ბით),  რომ გა­და­ვი­დეს შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე და მი­ი­ღოს მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი.
რა ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბამ ან მო­პო­ვე­ბამ?  სქე­მის წი­ნა რე­დაქ­ცი­ა­ში, წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს, ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 17 კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა იმის­თ­ვის, რომ სტა­ტუ­სი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. კრე­დი­ტე­ბის ამ რა­ო­დე­ნო­ბას აგ­რო­ვებ­და: 5 სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბით (5 კრ/ქ), ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვით (3 კრ/ქ), სას­წავ­ლო რე­სურ­სის ან პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნით (2კრ/ქ) და და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბით (7 კრ/ქ). ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს 4 წე­ლი ეძ­ლე­ვა, რომ სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი 17 კრე­დიტ­ქუ­ლა და­აგ­რო­ვოს. წი­ნა სქე­მის მი­ხედ­ვით, სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბელ ვა­დას ერ­თი წე­ლი მო­აკ­ლ­და, სა­მა­გი­ე­როდ, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და — 17 კრე­დიტ­ქუ­ლის  დაგ­რო­ვე­ბა მას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­უძ­ლია. და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნუს­ხა მარ­თ­ლაც იმ­დე­ნად  გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­და, ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გარ­და, პე­და­გოგს თა­ვად შე­უძ­ლია აქ­ტი­ვო­ბის ინი­ცი­რე­ბა და იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ამ აქ­ტი­ვო­ბას შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი მო­ი­წო­ნებს,  მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­საც და­ად­გენს. ამას­თან ერ­თად, სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის  დაგ­რო­ვე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლე­ბელს  შე­უძ­ლია, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ჭი­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ბუ­ნებ­რი­ვია, ისე­ვე რო­გორც სხვა სტა­ტუ­სის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბელ კრე­დიტ­ქუ­ლებს ვერ და­აგ­რო­ვებს, ჩა­მოქ­ვე­ით­დე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე ჩა­მო­ი­ნაც­ვ­ლებს. ამის შემ­დეგ კი, კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის ათ­ვ­ლა ჩვე­უ­ლებ­რივ ისევ ისე და­იწყე­ბა, რო­გორც ხდე­ბა უფ­რო­სი­დან წამ­ყ­ვა­ნამ­დე. ამი­ტო­მაც მას თა­ვი­დან მო­უ­წევს, რო­გორც შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი, ისე შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. სქე­მა­ში ცვლი­ლე­ბაა იმ კუთხი­თაც, რომ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის გა­და­ყო­ლა, ისე რო­გორც წი­ნა სქე­მა­ში ხდე­ბო­და (მე­ტო­ბით დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში), აღარ მოხ­დე­ბა — ყო­ველ შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი ნუ­ლი ქუ­ლით გა­და­ვა, ანუ სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლის შემ­დეგ თა­ვი­დან და­იწყებს დაგ­რო­ვე­ბას.
ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბას — თუ მას­წავ­ლე­ბელს წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად 17 კრე­დიტ­ქუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად და ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად  25 კრ/ქუ­ლა უნ­და და­აგ­რო­ვოს ძი­რი­თა­დი, ანუ სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბით — ოთხი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა (4კრ/ქ) — წი­ნა სქე­მის მი­ხედ­ვით სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო  5 სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა; ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვა (3 კრ/ქ); სას­წავ­ლო რე­სურ­სის ან რე­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნა (2 კრ/ქ  );  და­ნარ­ჩე­ნი 16 კრე­დი­ტი მას შე­უძ­ლია, და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­ივ­სოს. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ი­პო­ვებს მენ­ტო­რის სტა­ტუსს, მას აღარ მო­უ­წევს სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი  კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, რად­გან მენ­ტო­რო­ბა უვა­დოა. თუმ­ცა, მენ­ტორს  გარ­კ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ეკის­რე­ბა, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სკო­ლა­ში. 
სქე­მა­ში კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლეა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში  (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თ­ვის, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თ­ვის,  გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის და ა.შ.), მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით შექ­მ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მას­წავ­ლე­ბელს, კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბის გა­რე­შე, მი­ა­ნი­ჭოს ესა თუ ის სტა­ტუ­სი.“

უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი და მი­სი შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი
პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით:
•კო­ნფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•სტა­ჟი­რე­ბა — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ან რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის ავ­ტო­რო­ბა — 25 სა­ა­თი 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ან რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის ტრე­ნე­რო­ბა — 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ან რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გის გავ­ლა  — 25 სა­ა­თი 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ან რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის გავ­ლა — კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად;
•სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კურ­სის გავ­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ენის ფლო­ბის დო­ნის სერ­ტი­ფი­კა­ტით  — 2 კრე­დიტ­ქუ­ლა თი­თო­ე­უ­ლი დო­ნის­თ­ვის;
•მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით — კრე­დიტ­ქუ­ლებს გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან შე­თან­ხ­მე­ბით.
სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით:
•სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში — 1-2 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი — 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა — 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•კონ­კურ­სე­ბის­თ­ვის, ოლიმ­პი­ა­დე­ბის­თ­ვის, შე­ჯიბ­რე­ბის­თ­ვის (მათ შო­რის სპორ­ტუ­ლი და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ) მოს­წავ­ლის/მოს­წავ­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა — 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•სას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სხვა და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით — კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან შე­თან­ხ­მე­ბით.
კლას­გა­რე­შე და სო­ცი­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი:
•წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბის წარ­მარ­თ­ვა — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•სე­მეს­ტ­რის გან­მა­ვა­ლო­ბა­ში საწ­რეო მუ­შა­ო­ბის (მათ შო­რის სპორ­ტუ­ლი და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო) წარ­მარ­თ­ვა — 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის  მოწყო­ბა — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი — 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი (მათ შო­რის მშობ­ლებ­თან და თემ­თან მუ­შა­ო­ბა) — 0,5 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სხვა და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა — კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან შე­თან­ხ­მე­ბით.
პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა:
•სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•რე­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნა: სტა­ტია — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა, მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა — 2 კრე­დიტ­ქუ­ლა, გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა — 4 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•სტუ­დენ­ტის ან ­ს­ტუ­დენ­ტე­ბის ჯგუ­ფის კონ­სულ­ტი­რე­ბა — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ში­ნა­არ­სობ­რივ-კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა  — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბლო­გის ავ­ტო­რო­ბა — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•კო­ლე­გებ­თან სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის ორგა­ნი­ზე­ბა და მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა — 0,5-1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•ფა­სი­ლი­ტა­ტო­რო­ბა — წე­ლი­წად­ში 3 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბა (გარ­და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი­სა) — წე­ლი­წად­ში 1 კრე­დიტ­ქუ­ლა;
•მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სხვა და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა — კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან შე­თან­ხ­მე­ბით.

უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ოთხ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში გა­და­ნა­წილ­და. ეს მი­მა­რუ­ლე­ბე­ბია:1) პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა; 2) სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, 3) კლას­გა­რე­შე და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და 4) პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

ირი­ნა სამ­სო­ნია: „სა­ხელ­მ­წი­ფო ამ ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბით ავალ­დე­ბუ­ლებს სკო­ლებს და მას­წავ­ლებ­ლებს, იმუ­შა­ონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თა­ვი­ან­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ხო­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის შიგ­ნით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო არ­ჩე­ვანს აძ­ლევს მათ. თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რო­გორც ხედ­ვათ, მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზოს.
სწო­რედ ამა­ზე მი­უ­თი­თებს ეს ჩა­ნა­წე­რი თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ბო­ლო­ს: მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სხვა და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი. ერ­თი მხრივ, მას­წავ­ლებ­ლებს ვაძ­ლევთ აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­კ­ვე­ულ ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლის­თ­ვი­საც შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი უკ­ვე შე­ვი­მუ­შა­ვეთ, მაგ­რამ არ გა­მოვ­რიცხავთ იმა­საც, რომ მას გა­უჩ­ნ­დეს ახა­ლი იდეა და გა­მო­ხა­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვა სხვა აქ­ტი­ვო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ეს მოხ­და იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მკაც­რად შე­მო­საზღ­ვ­რულ ჩარ­ჩო­ებ­ში არ ყო­ფი­ლი­ყო მოქ­ცე­უ­ლი და­ მის­თ­ვის მე­ტი ინი­ცი­ა­ტი­ვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მიგ­ვე­ცა.  ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელ­მა მის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად  სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­თან უნ­და შე­ა­თან­ხ­მოს. თან­ხ­მო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი მი­მარ­თავს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს და ისი­ნი ერ­თობ­ლი­ვად გან­საზღ­ვ­რა­ვენ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ცალ­კე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის. ცენ­ტ­რი სა­მუ­შა­ოს მო­ცუ­ლო­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის ტი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აძ­ლევს სკო­ლას რე­კო­მენ­და­ცი­ებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გან­საზღ­ვ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ასე­თი აქ­­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს, მას სკო­ლა თა­ვად ად­გენს. ვფიქ­რობთ, ეს ძა­ლი­ან კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვაა იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ ამ­გ­ვარ­მა პრაქ­ტი­კამ შე­საძლე­ბე­ლია ხე­ლი შე­უწყოს ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვა­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბას ­ს­კო­ლებ­ში.
პო­ზი­ტი­უ­რი სი­ახ­ლეა სქე­მა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­მო­ტა­ნა. ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც სას­კო­ლო კულ­ტუ­რის, ისე თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
რაც შე­ე­ხე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი  სი­ახ­ლეა სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. სქე­მის ახალ რე­დაქ­ცი­ა­ში აისა­ხა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბაც. სი­ახ­ლეა ასე­ვე აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ცალ­კე­უ­ლი მოს­წავ­ლის ან მოს­წავ­ლე­თა ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბას სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურ­სე­ბის­თ­ვის, ოლიმ­პი­ა­დე­ბი­სა თუ შე­ჯიბ­რე­ბის­თ­ვის.
რაც შე­ე­ხე­ბა კლას­გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, აქ აქ­ტი­ვო­ბე­ბის დი­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მოი­ცავს საწ­რეო მუ­შა­ო­ბას, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის ან ბა­ნა­კის მოწყო­ბას, თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას (რომ­ლის კონ­ცეფ­ცი­ის შექ­მ­ნა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა მთლი­ა­ნად სა­მი­ნის­ტ­როს პრე­რო­გა­ტი­ვაა).
პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, ბევრ ნაც­ნობ აქ­ტი­ვო­ბას, შე­ამ­ხ­ნევ­დით, რომ და­ე­მა­ტა ახ­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად,  კო­ლე­გებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უფ­რო რომ და­ვა­კონ­კ­რე­ტოთ, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მხო­ლოდ შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფას­დე­ბა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით, ხო­ლო უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის — რო­გორც ამ შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ისე მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა ასე­ვე­ ი­სე­თი აქ­ტი­ვო­ბის და­მა­ტე­ბა, რო­გო­რი­ცაა  ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ში­ნა­არ­სობ­რივ-კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ეყ­რ­დ­ნო­ბა და ოპე­რი­რებს რამ­დე­ნი­მე კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტით. მათ შო­რი­საა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი და ეთი­კის კო­დექ­სი. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამ ტი­პის დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნა­ში, მას მი­ე­ნი­ჭე­ბა კრე­დიტ­ქუ­ლა.“

ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა სქე­მა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის არ­სე­ბულ პრო­პორ­ცი­ა­საც შე­ე­ხო. ადვი­ლად შე­სამ­ჩ­ნე­ვია, რომ სქე­მის ახალ რე­დაქ­ცი­ა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა­თა  წი­ლი შემ­ცირ­და, ხო­ლო და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის წი­ლი გა­ი­ზარ­და. მა­გა­ლი­თად, უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად  გან­კუთ­ვ­ნი­ლი 9 კრე­დიტ­ქუ­ლა  სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბით უნ­და მო­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, ხო­ლო ­და­მა­ტე­ბი­თ — 4, წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის კი 13 კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბით, და­მა­ტე­ბით — 6. ახალ ვერ­სი­ა­ში ეს შე­ფარ­დე­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­იც­ვა­ლა და ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად უფ­როს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბით მხო­ლოდ 4 კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და მო­ი­პო­ვოს, სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად კი — 8. სა­მა­გი­ე­როდ, გა­ი­ზარ­და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის წი­ლი და ასე­თი შე­ფარ­დე­ბა გვაქვს: უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის — სა­ვალ­დე­ბუ­ლო 4, და­მა­ტე­ბი­თი 9 (ჯამ­ში 13კრ/ქ), წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის კი — სა­ვალ­დე­ბუ­ლო  8, და­მა­ტე­ბი­თი11 (ჯამ­ში 19 კრ/ქ).
წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კი სა­ერ­თოდ აღარ არის სა­ჭი­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ მა­შინ, რო­ცა, წი­ნა სქე­მის მი­ხედ­ვით, ამ სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბით 10 კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა.

25-28(942)N