გამოდის 1998 წლიდან
2017-02-09
მოდულური სწავლება მოქნილი მეთოდი გარანტირებული დასაქმებისთვის


ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ აღ­მოჩ­ნ­და ისე­თი ეფექ­ტუ­რი, რომ ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგომ გა­მოწ­ვე­ვებს პა­სუ­ხობ­დეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რე­ბის დო­ნე­ზე, არა­ერ­თხელ იყო მოთხოვ­ნა გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტის ფუნ­და­მენ­ტუ­რი და გა­და­უ­დე­ბე­ლი რე­ფორ­მი­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე.
ჩვე­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნო­მერ­ში პრო­ფე­სი­უ­ლად შე­ფას­და გან­ვ­ლი­ლი პე­რი­ო­დი და ავ­ტორ­მა (ვარ­ლამ ავა­ლიშ­ვილ­მა) თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბიც მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა დარ­გის „ჰარ­მო­ნი­უ­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“. სა­სურ­ვე­ლია და რე­დაქ­ცია მი­ე­სალ­მე­ბა, თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კუ­თარ ხედ­ვებ­სა თუ წი­ნა­და­დე­ბებს შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზე­ბენ.
ამ­ჯე­რად რე­ფორ­მის მხო­ლოდ ერ­თი ნა­წი­ლის, მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­ნერ­გა რიგ სას­წავ­ლებ­ლებ­ში.
სწავ­ლე­ბის ამ მე­თოდს მომ­ხ­რე­ე­ბი და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი თა­ვი­დან­ვე ჰყავ­და. ახ­ლა, მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის ძი­რი­თად ნაკ­ლად ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა თუ არა ამ შე­ნიშ­ვ­ნის/ნაკ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და­ნერ­გ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, გზა­დაგ­ზა გა­მოჩ­ნ­დე­ბა. 2015-2016 წლებ­ში ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია 59 და­სა­ხე­ლე­ბის 216 მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მა. სწავ­ლა ოქ­ტომ­ბ­რი­დან და­იწყო და, ბუ­ნებ­რი­ვია, ოთხი თვე ცო­ტა დროა რა­ი­მე დას­კ­ვ­ნის გა­სა­კე­თებ­ლად, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე კო­ლეჯ­ში მა­ინც შე­ვე­ცა­დეთ პე­და­გო­გე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის აზ­რი გაგ­ვე­გო. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­და­არ­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­ექ­თ­ნო კო­ლე­ჯია (დი­რექ­ტო­რი — მა­რი­ამ ტვილ­დი­ა­ნი), სა­დაც მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ექ­თ­ნე­ბი უნ­და მო­ამ­ზა­დონ. ამ მხრივ ქვე­ყა­ნა­ში მარ­თ­ლაც სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია. ამი­ტომ ეს წარ­მოწყე­ბა, მით უმე­ტეს მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დით, ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა. ოქ­ტომ­ბერ­ში, ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, 60 ადა­მი­ა­ნი ჩა­ი­რიცხა კო­ლეჯ­ში, აქე­დან ჳჳ მო­დულ­ზე სწავ­ლა მხო­ლოდ 43-მა გა­აგ­რ­ძე­ლა. 1 სე­მეს­ტ­რის მან­ძილ­ზე მათ 9 მო­დუ­ლი აქვთ გავ­ლი­ლი: კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­ინ­ფო­რმა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, პი­როვ­ნუ­ლი და ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი უნა­რე­ბი, უცხო ენა (ინ­გ­ლი­სუ­რი), სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნო­ლო­გია და სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია სა­ექ­თ­ნო საქ­მე­ში, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბა, მე­წარ­მე­ო­ბა, გაც­ნო­ბი­თი პრაქ­ტი­კა, პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა, ასე­ვე კო­ლეჯ­მა სე­სი­ის სა­ხით და­მა­ტე­ბი­თი მო­დუ­ლე­ბი გა­ა­ტა­რა სტუ­დენ­ტებს, ესე­ნია: ანა­ტო­მია, დო­ზი­რე­ბა, ფი­ზი­ო­ლო­გია. რაც შე­ე­ხე­ბა მო­დულს მე­წარ­მე­ო­ბა, სწო­რედ მის შე­სა­ხებ ამ­ბო­ბენ აქ, რომ ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სი შეს­წავ­ლა არაპ­რაქ­ტი­კუ­ლია. ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, რად­გან იქ სტან­დარ­ტი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ კო­ლეჯ­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი სა­კუ­თარ სსიპ-ებ­საც კი ქმნი­ან. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი (დე­კა­ნი) თა­მარ ფან­ცუ­ლაია ამ­ბობს: „მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი და­დე­ბი­თი მხა­რე ისაა, რომ საგ­ნობ­რი­ვი სწავ­ლე­ბა არ არის უპი­რა­ტე­სი. სტუ­დენტს ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა აქვს არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ას­თან, რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­არსს, ბევ­რი თე­მა კარ­გა­დაა მო­წო­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, მე­ტად უნ­და იყოს მორ­გე­ბუ­ლი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას. ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი ბევ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლის­გან. ეს რომ იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მა­შინ იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და. ხომ უფ­რო ლო­გი­კუ­რია ანა­ტო­მი­ის სწავ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მე­წარ­მე­ო­ბის ნაც­ვ­ლად. სე­სი­ის სა­ხით ჩვენ ეს მო­დუ­ლი მა­ინც და­ვა­მა­ტეთ და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლა­დაც გავ­დი­ვართ“.
ტვილ­დი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტს სა­ექ­თ­ნო კო­ლე­ჯის გახ­ს­ნა კორ­პო­რა­ცია „ევექ­ს­მა“ შეს­თა­ვა­ზა, რო­მე­ლიც 46 კლი­ნიკის მფლო­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სას­წავ­ლო კურ­სი, ძი­რი­თა­დად, ამ კლი­ნი­კე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, მედ­და ტრე­ნე­რებს მიჰ­ყავთ. ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობს 4 სა­ო­პე­რა­ციო მედ­და და 1 მთა­ვა­რი მედ­და, რო­მელ­თაც კვი­რა­ში ერ­თხელ სა­კუ­თარ კლი­ნი­კა­ში მიჰ­ყავთ სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კის გა­სავ­ლე­ლად, ახ­ლა­ხან ტრე­პა­ნა­ცი­ას და­ეს­წ­რ­ნენ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში. მა­ლე 2 სტუ­დენ­ტი ბა­თუმ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა და რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერ­გ­ვის ოპე­რა­ცი­ას და­ეს­წ­რე­ბა. ბა­თუ­მის გარ­და, კო­ლეჯს 3 რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კას­თან აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და რაც მთა­ვა­რია და რა­მაც უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბა ისაა, რომ „ევექ­ს­სა“ და კო­ლეჯს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, „ევექ­სის“ კლი­ნი­კებ­ში და­საქ­მ­დე­ბი­ან. თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­თ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სად­მი კორ­პო­რა­ცი­ამ იმი­თაც გა­მო­ხა­ტა, რომ 43-დან 20 სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე სტუ­დენტს თა­ვად აფი­ნან­სებს, რაც კარ­გი მო­ტი­ვა­ციაა მათ­თ­ვის, ვინც მო­მა­ვალ­ში აირ­ჩევს ამ პრო­ფე­სი­ას.
მა­რი­ამ ტვილ­დი­ა­ნი: „ტვილ­დი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სწავ­ლე­ბაა. მი­სი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მე­ბი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში. გვინ­და, ჩვე­ნი კო­ლე­ჯიც ასე­თი­ვე პრეს­ტი­ჟუ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს,ზუს­ტად უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ის, რაც მოდულუ­რი სწავ­ლე­ბის ხიბ­ლია. ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი ამას ახერ­ხე­ბენ. გარ­და იმი­სა, რომ ყვე­ლა მო­დულს შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი­დევ უფ­რო ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბენ და თვალ­სა­ჩი­ნოს ხდი­ან თი­თო­ე­ულ თე­მას, თა­ვად შე­უძ­ლი­ათ ვი­დე­ო­მა­სა­ლის მო­ტა­ნა და ჩვე­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ამ მხრივ არა­ვი­ნაა შეზღუ­დუ­ლი. ჩვენც გვაქვს სი­მუ­ლა­ცი­ის ოთახ­ში თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, სა­დაც ჯერ სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია არ დაწყე­ბუ­ლა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის დო­ნე­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გავ­ლა შე­იძ­ლე­ბა.
იმე­დი მაქვს, პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და შემ­დეგ უფ­რო დე­ტა­ლუ­რა­დაც შე­მეძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი.“
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­ლეჯ­ში სწავ­ლის მსურ­ვე­ლის­თ­ვის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი არ არ­სე­ბობს. ჩვენც ამ პრინ­ცი­პით შე­ვარ­ჩი­ეთ რეს­პონ­დენ­ტე­ბი.
მა­დო­ნა ჩარ­კ­ვი­ა­ნი-მო­წო­ნე­ლი­ძე: „მე­დი­ცი­ნა ყო­ველ­თ­ვის მაინ­ტერესებდა, მაგ­რამ რა­­ტომ ჩა­ვა­ბა­რე და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფა­კულ­ტეტ­ზე, დღე­საც არ ვი­ცი. ახ­ლა დი­დი შვი­ლე­ბი მყავს, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვთ. კო­ლე­ჯის შე­სა­ხებ შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გე და არც ერ­თი ღია კა­რის დღე არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია. სწავ­ლას დი­დი მონ­დო­მე­ბით შე­ვუ­დე­ქი. ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა იმან, რა­საც აქ ვხე­დავ. ანა­ტო­მია, ფი­ზი­ო­ლო­გია, ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­დან დაწყე­ბუ­ლი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის ყვე­ლა ნი­უ­ანსს გვას­წავ­ლი­ან. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შან­სი მომ­ცა „ევექ­ს­მა“, აუცი­ლებ­ლად ვი­მუ­შა­ვებ. ეს ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო და კარ­გია, რომ მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბიც მხარს მი­ჭე­რენ. იმე­დია, ჩე­მი ფრან­გუ­ლიც გა­მო­მად­გე­ბა.“
გი­ორ­გი მეგ­რე­ლი­ძე კვე­ბი­სა და მა­ცივ­რე­ბის სა­წარ­მოო მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის ინ­ჟი­ნე­რია, სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კუმ­ში, რო­მე­ლიც, რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გა­მო, და­ი­ხუ­რა და 28 წლის ასაკ­ში ისევ გახ­და სა­ექ­თ­ნო კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტი. „ჩემი საქ­მე ეს არის, მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ, რომ სა­უ­კე­თე­სო ვი­ყო. ამი­სათ­ვის აქ ყვე­ლა პი­რო­ბაა — მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, კარ­გი პე­და­გო­გე­ბი, მკაც­რი ში­ნა­გა­ნა­წე­სი, 10-დან 5 სა­ა­თამ­დე ვსწავ­ლობთ, ბიბ­ლი­ო­თე­კა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მა, ლექ­ცი­ე­ბის გარ­და მუ­ლა­ჟებ­ზე ვმუ­შა­ობთ, სი­მუ­ლა­ცი­ის ოთახ­ში ერ­თ­მა­ნეთს ვსინ­ჯავთ, სა­ინ­ტე­რე­სოა რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი... მარ­ტო მე კი არა, ვინც დავ­რ­ჩით, ყვე­ლას დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­სად­მი, კარ­გად ვსწავ­ლობთ და კარ­გი ექ­თ­ნე­ბიც ვიქ­ნე­ბით.“
ორი­ვე­ნი „ევექ­სის“ გრან­ტის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან. გი­ორ­გის გარ­და კი­დევ 4 ვა­ჟი სწავ­ლობს კო­ლეჯ­ში, და­ნარ­ჩე­ნი ქა­ლე­ბი არი­ან. ზოგს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ზო­გი ფი­ლო­ლო­გია, სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლიც ჰყავთ, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, მა­თი ნამ­დ­ვი­ლი ინ­ტე­რე­სი სულ სხვა სფე­როა და ახ­ლა ისი­ნი აქ ეუფ­ლე­ბი­ან მედ­დის და მედ­ძ­მის პრო­ფე­სი­ას. მო­მა­ვალ­ში კი, რო­გორც გა­ირ­კ­ვა, ზოგს კარ­დი­ო­ლო­გი­ურ­ში სურს მუ­შა­ო­ბა, ზოგს — ქი­რურ­გი­ა­ში... არ­ჩე­ვა­ნი აქ მარ­თ­ლაც დი­დია, მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­თა­ნი ყვე­ლა სფე­რო­ში ერ­თ­ნა­ი­რად სა­ჭი­როა.
ასე­თი­ვე დი­დი მოთხოვ­ნაა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ფე­სი­ა­ზე, რო­მელ­საც აიტი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ჰქვია და რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი — გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა (დი­რექ­ტო­რი — მა­მუ­კა ჯან­ჯა­ლია) ამ­ზა­დებს. 2015 წლის სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბა­ზე აქ 3 მო­დუ­ლურ პროგ­რა­მა­ზე და­იწყეს სწავ­ლა, ხო­ლო სა­გა­ზაფხუ­ლო მი­ღე­ბა­ზე კი­დევ 3 და­ე­მა­ტა. სწავ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 1 წე­ლი და 3 თვი­დან 2 წელ­სა და 8 თვემ­დე გრძელ­დე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მას სხვა­დას­ხ­ვა დრო აქვს. დღე­ი­სათ­ვის 350 სტუ­დენ­ტის სწავ­ლას 40 პე­და­გო­გი ემ­სა­ხუ­რე­ბა, ისი­ნი ამ სფე­როს გა­მოც­დი­ლი პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. „აიტი სფე­რო­ში სულ სი­ახ­ლეა, თა­ვად უნ­და იყო ჩარ­თუ­ლი, რომ ფე­ხი აუწყო და ას­წავ­ლო ის, რაც დღეს არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ისიც, რაც ხვალ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ სფე­როს სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან“ — გვითხ­რა ბა­ტონ­მა მა­მუ­კამ.
მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ბა­ტო­ნი მა­მუ­კა, პირ­ველ რიგ­ში, ხაზს უს­ვამს იმას, რომ თე­ო­რია და პრაქ­ტი­კა ერ­თ­დ­რო­უ­ლად, შერ­წყ­მუ­ლად ის­წავ­ლე­ბა და მე­ო­რე — ექ­ვ­სი­ვე მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მა (ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ვე­ბინ­ტერ­ფე­ი­სის დე­ვე­ლო­პე­რი, სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დი­ზა­ი­ნე­რი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლის  ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რი, ვე­ბინ­ტერ­ფე­ი­სის დი­ზა­ი­ნე­რი, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი გრა­ფი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტი — გე­ნე­რა­ლის­ტი) ერ­თ­ნა­ი­რად თა­ნა­მედ­რო­ვე და მოთხოვ­ნა­დია. თი­თო­ე­ულ მო­დულს 3, 4, 5 შე­დე­გის და­დას­ტუ­რე­ბა აქვს (შუ­ა­ლე­დუ­რი გა­მოც­დე­ბით) და თუ ბო­ლომ­დე გა­ი­ა­რა სტუ­დენ­ტ­მა, შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია ეძ­ლე­ვა, მაგ­რამ თუ მი­სი (სტუ­დენ­ტის ან ნე­ბის­მი­ე­რი უკ­ვე და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის) სურ­ვი­ლია, რომ მა­გა­ლი­თად, ვებ­დი­ზა­ი­ნე­რის მო­დულ­ში მხო­ლოდ ფო­ტო­შო­პი შე­ის­წავ­ლოს, რაც დამ­საქ­მებ­ლის­თ­ვის მი­სა­ღე­ბია, მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს კო­ლეჯ­ში და და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი­აც. რო­გორც ბა­ტო­ნი მა­მუ­კა ამ­ბობს, შვიდ­მა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა უკ­ვე სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია და­ა­არ­სა, რამ­დე­ნი­მე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლ­ში და­საქ­მ­და, 6 კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ და­ა­საქ­მა, ასე­ვე მუ­შა­ო­ბენ პროფ­კავ­ში­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში და სხვ.
კო­ლე­ჯი მო­მა­ვალ­ში არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ზიდ­ვა­საც გეგ­მავს. მსურ­ვე­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის 15-30-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას შეს­თა­ვა­ზე­ბენ (ენის ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სად), შემ­დეგ კი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას იმ პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­ზეც ჩა­ი­რიცხ­ნენ.
ასე­ვე სა­მო­მავ­ლო გეგ­მაა და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, რე­გი­ო­ნებ­ში ფი­ლი­ა­ლე­ბის გახ­ს­ნა, რაც რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, მათ შო­რის მთა­ვა­რი, ად­გი­ლობ­რივ დამ­საქ­მებ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა და შე­თან­ხ­მე­ბაა. ისი­ნი, რბი­ლად რომ ვთქვათ, დიდ და­ინ­ტე­რე­სე­ბას არ იჩე­ნენ ამ სა­ხის გა­ნათ­ლე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, არა­და მცი­რეხ­ნი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც კი ნა­თე­ლია, სწავ­ლე­ბის ამ მე­თო­დის მოქ­ნი­ლო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის მა­ღალ­კ­ვალ­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის.
შე­და­რე­ბით სპე­ცი­ფი­კუ­რი ჩანს მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბა ფი­ზაღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლეჯ­ში (დი­რექ­ტო­რი — თე­ი­მუ­რაზ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, ეკო­ნო­მის­ტი, პრო­ფე­სო­რი, სპორ­ტის ოს­ტა­ტი, ვე­ტე­რა­ნი წყალ­ბურ­თე­ლი). იგი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ტექ­ნი­კუ­მია ქვე­ყა­ნა­ში (1933წ.), მხო­ლოდ 5 წლის შემ­დეგ და­არ­ს­და ფიზ­კულ­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი. 5-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კო­ლეჯ­მა, 2014 წელს, გა­ნა­ახ­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მებ­ზე 179 სტუ­დენ­ტი მი­ი­ღო, მათ­გან, 150-მა და­ამ­თავ­რა სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­თა­გან ნა­წი­ლი და­საქ­მ­და, ნა­წილ­მა სწავ­ლა გა­აგ­რ­ძე­ლა, რამ­დე­ნი­მემ კა­ბი­ნე­ტიც გახ­ს­ნა. ესე­ნი, ძი­რი­თა­დად, ჳჳჳ სა­ფე­ხუ­რის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­სა­ჟის­ტე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სამ­თო-გამ­ყო­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც და­საქ­მ­დ­ნენ ტუ­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, რამ­დე­ნი­მემ სა­კუ­თა­რი ფირ­მაც გახ­ს­ნა. დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ მოდუ­­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, მწვრთნე­ლის პრო­ფე­სი­ა­ზე, მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ მა­საჟ­ზე და­საშ­ვე­ბია, რად­გან პროგ­რა­მის დაშ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე მო­დუ­ლად — სპორ­ტუ­ლი მა­სა­ჟი, გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი... ასე­ვეა სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­დაც ამ­ზა­დე­ბენ ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა­თა და ბეჭ­დუ­რი სიტყ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ვ სა­ფე­ხურ­ზე, 2- წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია სწავ­ლა, ხო­ლო ჳჳჳ-ზე — 1 წე­ლი, შე­უძ­ლია ერთ-ერ­თი მო­დუ­ლი აირ­ჩი­ოს.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­ლე­ჯი, არა მარ­ტო წარ­სუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით, არა­მედ ამ ბო­ლო წლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­თაც, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა (5 სტუ­დენ­ტი რი­ოს ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე და ოქ­როს, ვერ­ცხ­ლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მფლო­ბე­ლია, რამ­დე­ნი­მე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ახ­ლაც სწავ­ლობს კო­ლეჯ­ში), ბა­ტო­ნი თე­ი­მუ­რა­ზი ამ­ბობს, რომ ზოგ სა­კითხ­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს მიდ­გო­მა მა­თი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სად­მი უსა­მარ­თ­ლოა. „თქვენ იცით, სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბის რო­გო­რი დე­ფი­ცი­ტია ჩვენს სკო­ლებ­ში. ვგუ­ლის­ხ­მობ პრო­ფე­სი­ო­ნალ მას­წავ­ლებ­ლებს. მათ დიდ ნა­წილს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც არ აქვს. ჩვე­ნი კო­ლე­ჯის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ მწვრთნე­ლებს კი თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ მა­თი ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა. იმის გა­მო, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია რე­გუ­ლი­რე­ბა­დია და მწვრთნე­ლის — არა, მათ პე­და­გო­გე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ და შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა­საც არ აძ­ლე­ვენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში პე­და­გო­გი­კის კურ­ს­საც გა­დი­ან და ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გი­ა­საც. სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ და­ვა­ყე­ნეთ სა­კითხი ასე — მწვრთნე­ლი, ამა­ვე დროს, პე­და­გო­გი­ცაა და უნ­და შე­ვი­დეს ეს პრო­ფე­სია რე­გუ­ლი­რე­ბად პრო­ფე­სი­ა­თა რიცხ­ვ­ში ან პროგ­რა­მა­გავ­ლი­ლებს, რომ­ლებ­საც 120 კრე­დი­ტი უკ­ვე აქვთ კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბი­სას, მიე­ცეთ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის გავ­ლის უფ­ლე­ბა, რა­მაც უნ­და და­ა­დას­ტუ­როს მა­თი, რო­გორც პე­და­გო­გის, კომ­პე­ტენ­ცია. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ სკო­ლა­ში უნ­და იყოს არა სპორ­ტის, არა­მედ ფი­ზაღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სე­ლექ­ცი­ის გზით გა­ა­ნა­წი­ლებს მოს­წავ­ლე­ებს (მა­თი ნი­ჭი­სა და მიდ­რე­კი­ლე­ბის მი­ხედ­ვით) სხვა­დას­ხ­ვა სექ­ცი­ებ­ში“.
კო­ლეჯს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჳჳჳ სარ­თუ­ლი აქვს დათ­მო­ბი­ლი, სულ 850 კვ.მ. ფარ­თო­ბი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია აუდი­ტო­რი­ე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, მა­სა­ჟი­სა და ანა­ტო­მი­ის კა­ბი­ნე­ტე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ცენ­ტ­რი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, მცი­რე დარ­ბა­ზი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბის­თ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და არც აუცი­ლე­ბე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა აკ­ლი­ათ,  კო­ლე­ჯი, მთლი­ა­ნო­ბა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი­სა­გან ჯერ კი­დევ შორ­საა. დი­რექ­ტორ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­კეთ­და ის, რაც არის, უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში კი სტუ­დენ­ტე­ბი უფ­რო კე­თილ­მოწყო­ბილ და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მო­ში ის­წავ­ლი­ან.
რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გად შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, სა­მი­ვე კო­ლე­ჯის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი­სა თუ სტუ­დენ­ტე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მი­მართ, თით­ქ­მის, ერ­თ­ნა­ი­რია, თუმ­ცა ისიც ფაქ­ტია, რომ „მე­წარ­მე­ო­ბა“ ყვე­ლა­სათ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად მი­სა­ღე­ბი არაა. ალ­ბათ, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, კო­ლე­ჯე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნი­საზღ­ვ­როს სად რომელი პროგ­რა­მის გავ­ლაა უფრო მიზანშეწონილი.

25-28(942)N