გამოდის 1998 წლიდან
2017-02-02
ხან­და­ხან სულ პა­ტა­რა სა­ბა­ბი ხდე­ბა ჩვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი


რუბრიკის სტუმარია ჰუ­რიე აბა­ში­ძე,
ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის
ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის
 კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი

— ჰუ­რიე, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რამ­დე­ნად წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოქ­რუ­აშ­ვი­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა  წარ­ჩი­ნე­ბით, ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე, ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რა თქმა უნ­და, ჩემს პე­და­გო­გებს უდი­დე­სი  წვლი­ლი მი­უძღ­ვით, მა­თი დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლი ხჳჳ კლა­სის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბა. ალ­ბათ ყვე­ლა და­მე­თან­ხ­მე­ბა, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლიც უნ­და იყოს მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა ყვე­ლა­ფერს აორ­მა­გებს, ჩემს მას­წავ­ლებ­ლებს კი ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­უ­ვი­დათ.  მად­ლი­ე­რი ვარ თი­თო­ე­უ­ლის. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის წლებს, რა თქმა უნ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ჩვენს შემ­დ­გომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. სკო­ლა­ში სწავ­ლის ბო­ლო პე­რი­ო­დი, რო­გორც ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის, ჩემ­თ­ვი­საც ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო. ყვე­ლა ემ­ზა­დე­ბა ახა­ლი ეტა­პის­თ­ვის და ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მას­წავ­ლებ­ლე­ბიც  არი­ან ჩარ­თუ­ლი. მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­დ­ლი­ე­ბა და აზ­რი ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, თუმ­ცა ვერ ვიტყო­დი, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი სკო­ლამ ან პე­და­გოგ­მა ითა­მა­შა, უბ­რა­ლოდ, უფ­რო მე­ტად და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, თუ ზუს­ტად ვინ მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მო­მა­ვალ­ში რის გა­კე­თე­ბას შევ­ძ­ლებ­დი. ყვე­ლაფ­რის­თ­ვის უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემს სკო­ლას და ყვე­ლა იმ პე­და­გოგს, ვინც ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­ში ცო­ტა­ო­დე­ნი წვლი­ლი მა­ინც შე­ი­ტა­ნა.
— სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა  თურ­ქე­თის ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ენე­ბი­სა და კვლე­ვის ცენ­ტ­რ­ში გა­აგ­რ­ძე­ლე. რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად  ეს ქვე­ყა­ნა, რა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე და რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი?
— ამ ქვეყ­ნის არ­ჩე­ვა უფ­რო მე­ტად თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მი­ერ უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფილ­მა სტი­პენ­დი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და, სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სია შე­მეს­წავ­ლა. წელს და­ვამ­თავ­რე ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და უაღ­რე­სად კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ეს ქვე­ყა­ნა ავირ­ჩიე.  ფსი­ქო­ლო­გი­ის არ­ჩე­ვა თვით ფსი­ქო­ლო­გი­ამ და ადა­მი­ა­ნის ამო­უც­ნობ­მა ბუ­ნე­ბამ გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა. ინ­ტე­რეს­მა იმი­სა, რა იმა­ლე­ბა ჩვენ შიგ­ნით, რა იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის ამა თუ იმ ქმე­დე­ბას და თვი­თონ ადა­მი­ან­მა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გიაა.
— რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?    
— ისე­ვე რო­გორც სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებს, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­საც აქვს უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც ნა­წი­ლობ­რივ, ასე­ვე სრულ და­ფი­ნან­სე­ბას. ასე­თი მე­თო­დი ვფიქ­რობ, ბევ­რი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, ვი­საც ფი­ნან­სუ­რი  სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტებს საკ­მა­ოდ კარ­გი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი აქვთ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში, რაც სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­იც­ნოს ახა­ლი ქვე­ყა­ნა, მი­სი ტრა­დი­ცია, კულ­ტუ­რა და შე­ის­წავ­ლოს იმ ქვეყ­ნის ენა, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა. ეს პროგ­რა­მე­ბი რო­გორც სე­მეს­ტ­რუ­ლად, ასე­ვე ერ­თი წლი­თაც გრძელ­დე­ბა. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო გა­მეც­ნო მი­სი კულ­ტუ­რა და ხალ­ხი, არა მარ­ტო თურ­ქი, ასე­ვე სხვა­დას­ხა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი,  გა­ვი­ცა­ნი უამ­რა­ვი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­თი კულ­ტუ­რა. მი­ხა­რია და ვა­მა­ყობ იმით, რომ  მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩე­მი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა მეც გა­მეც­ნო სხვე­ბის­თ­ვის. სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა არ ნიშ­ნავს, მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნის გაც­ნო­ბას, ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, შე­ნი ქვე­ყა­ნა გა­აც­ნო სხვებს.
— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ?
— რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნე, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პროგ­რა­მე­ბი არ­სე­ბობს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ, რაც სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს, აირ­ჩი­ოს რო­მე­ლი პროგ­რა­მაც სურს, ასე­ვე ზაფხუ­ლო­ბით ეწყო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც დას­წ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენტს შე­უძ­ლია თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სო­რე­ბი, მსგავ­სი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის  და პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­უ­ბა­რი იმარ­თე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში არ­სე­ბული მიღ­წე­ვები­სა და მო­მა­ვალი გეგ­მების შესახებ. რაც შე­ე­ხე­ბა ლექ­ცი­ებს და პრო­ფე­სო­რებს, შე­მიძ­ლია ვთქვა,მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლია ეს­წ­რე­ბო­დე და უს­მენ­დე 3-სა­ა­თი­ან ლექ­ცი­ას, ჩემ­თ­ვის ყო­ვე­ლი ლექ­ცია ერ­თი ნა­ბი­ჯით უფ­რო მაღ­ლა ას­ვ­ლა იყო, ყო­ვე­ლი ახა­ლი ლექ­ცია ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და, რაც, რა თქმა უნ­და, პრო­ფე­სო­რე­ბის უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ყვე­ლა სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს გა­მოთ­ქ­ვას სა­კუ­თა­რი აზ­რი, პრო­ფე­სო­რე­ბი უფ­ლე­ბას გვაძ­ლევ­დნენ გვე­სა­უბ­რა და გვემ­ს­ჯე­ლა ამა თუ იმ სა­კითხ­ზე, თა­ვად აგ­ვერ­ჩია თე­მა და გან­ხილ­ვა მოგ­ვეწყო. პრო­ფე­სო­რის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­თ­ვის დატ­ვირ­თუ­ლი იყო სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­თი, რაც მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო პრო­ფე­სო­რე­ბ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და უფ­რო მე­ტად გახ­ს­ნი­ლე­ბი და უშუ­ა­ლო­ე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მათ­თან. ეს, რა თქმა უნ­და, აად­ვი­ლებ­და სწავ­ლის პრო­ცესს. ყო­ვე­ლი ლექ­ცია ჩემ­თ­ვის რა­ღაც ახ­ლის შე­ძე­ნა იყო, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.
— რა რო­ლი უჭი­რავს  თურ­ქეთ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლია, თურ­ქეთ­ში კი უმ­თავ­რე­სი ად­გი­ლი ბი­ბი­ლი­ო­თე­კას უჭი­რავს, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლია. ყვე­ლა­ზე მე­ტად, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­წონ­და, ეს იყო ბიბ­ლი­ო­თე­კის 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, კვი­რა­ში 7 დღე მუ­შა­ო­ბა, შე­გეძ­ლო იქ დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კით გე­სარ­გებ­ლა. ბიბ­ლი­ო­თე­კა აღ­ჭურ­ვი­ლია  ყვე­ლა იმ სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც სტუ­დენტს ესა­ჭი­რო­ე­ბა. იქ არის წიგ­ნე­ბი რო­გორც ბეჭ­დუ­რი, ასე­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხით. სტუ­დენტს წვდო­მა აქვს ნე­ბის­მი­ერ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შშმ პი­რე­ბის­თ­ვის  გა­მო­ყო­ფი­ლია ად­გი­ლი, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, შშმ პი­რე­ბი თავს ისე გრძნო­ბენ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც გან­ვი­თარ­დე­ბა ეს ტენ­დენ­ცია.
— მი­ამ­ბე შე­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. გქონ­და თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­გევ­ლო პრაქ­ტი­კა, ამ­ჟა­მად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი?
— პრაქ­ტი­კა სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ა­რე, რა­საც თა­ვად ჩე­მი ფა­კულ­ტე­ტი (ფსი­ქო­ლო­გია) ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ეს პრაქ­ტი­კა­ზე მე­ტად უფ­რო სტა­ჟი­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც  მე-4 კურ­სის ბო­ლო სე­მეს­ტ­რ­ში გა­ვი­ა­რე. ვმუ­შა­ობ­დი აუტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შ­ვ­თა ცენ­ტ­რ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე 6-9 წლის  ბავ­შ­ვებ­თან, რომ­ლებ­საც გა­მარ­თუ­ლად წე­რა-კითხ­ვა უჭირთ. მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ  სწო­რად ავირ­ჩიე პრო­ფე­სია. მივ­ხ­ვ­დი, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი თა­ვი­სე­ბუ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა ბავ­შ­ვ­ში არ­სე­ბობს ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა, რაც მას სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს. ამი­ტომ არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა თუ რა­ში ჩა­მორ­ჩე­ბა ის სხვა და­ნარ­ჩე­ნებს. თი­თო­ე­ულ ბავშვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და ყვე­ლას თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი აქვს, რომ­ლის შექ­მ­ნა­ში ვცდი­ლობთ ჩვე­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნას. ისი­ნი ხომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია. სწო­რედ ეს სტა­ჟი­რე­ბა გახ­და მი­ზე­ზი, რომ მო­მა­ვალ­ში ამერ­ჩია ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გია. ახ­ლა ვემ­ზა­დე­ბი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის­თ­ვის და ზუს­ტად ვი­ცი, რომ ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რე­სი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ჩე­ვა­ნია.  ხან­და­ხან სულ პა­ტა­რა სა­ბა­ბი ჩვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. მი­ხა­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა თუნ­დაც მხო­ლოდ 3 თვე გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ასეთ ბავ­შ­ვებ­თან, რა­თა შემ­დეგ სწო­რი გზა მე­პო­ვა.
— ჰუ­რიე,  და­მეთა­ნ­ხ­მე­ბი, ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე, ძნე­ლია. რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ...
— კარ­გია, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გსურს და უფ­რო კარ­გია, რო­ცა ამას უცხო­ეთ­ში შეძლებ, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლამ უცხო­ეთ­ში უნ­და ის­წავ­ლოს, მაგ­რამ თუ­კი გეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბა  უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო, ეს შან­სი ხე­ლი­დან არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და გა­უშ­ვა, ოღონდ კარ­გად უნ­და იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ შე­ნი არ­ჩე­ვა­ნი სწო­რია, რად­გან ეს უბ­რა­ლოდ სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვ­ლა არ არის და ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას თა­ვი­სი სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს. იქ ცხოვ­რე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის იქა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე მორ­გე­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად უნ­და იც­ნობ­დე იმ ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, უნ­და იყო გარ­კ­ვე­უ­ლი რამ­დე­ნად პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა­დია შე­ნი პრო­ფე­სია იმ ქვე­ყა­ნა­ში. ზო­გა­დად კი ვფიქ­რობ, ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­და ერ­თხელ მა­ინც უნ­და წა­ვი­დეს უცხო­ეთ­ში, რა­თა მე­ტად შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­სინ­ჯ­ვა, მით უმე­ტეს, რომ ეს გზა თვით­გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა­ცაა.
— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, სად და რო­გორ ატა­რებ­დი თა­ვი­სუ­ფალ დროს?  მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ  თურ­ქი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის  მათ­თ­ვის  პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გო­რია თურ­ქუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?
— რო­გორც სხვა ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტებს, თურ­ქებ­საც ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად — თე­ატ­რი, კი­ნო, სპორ­ტი, მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი, რა­შიც თვი­თონ უნი­ვერ­სი­ტე­ტი უწყობს ხელს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შექ­მ­ნი­ლია ჯგუ­ფე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლია გა­წევ­რი­ან­დე და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მათ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რო,  გარ­და ამი­სა, არის კლუ­ბე­ბი. ყო­ვე­ლი წლის გა­ზაფხულ­ზე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იმარ­თე­ბა სა­გა­ზაფხუ­ლო ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე გრძელ­დე­ბა და სა­დაც ქვეყ­ნის ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ნე­ბის­მი­ე­რი სტუ­დენ­ტის­თ­ვის არის სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ერ­თოს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თურ­ქე­თი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი  კულ­ტუ­რი­თა და ის­ტო­რი­ით, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს. ამის­თ­ვის სტამ­ბუ­ლიც საკ­მა­რი­სია.
— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— რო­გორც გითხა­რით, სწავ­ლა წელს და­ვამ­თავ­რე და თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვა­პი­რებ. მინ­და ჩე­მი პრო­ფე­სი­ით სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას გა­მო­ვად­გე, რო­გორც შევ­ძ­ლებ. სა­დაც არ უნ­და წახ­ვი­დე და სა­დაც არ უნ­და მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, ვფიქ­რობ, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც შენს ქვე­ყა­ნას უნ­და და­უბ­რუნ­დე. ყვე­ლა­ზე მე­ტად მხო­ლოდ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ად­გე. რა თქმა უნ­და, უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­მეხ­მა­რე­ბა ჩე­მი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და და­საქ­მე­ბა­ში, თუმ­ცა გა­დამ­წყ­ვეტ როლს ვერ შე­ას­რუ­ლებს, რად­გან ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში მთა­ვარ როლს არა დიპ­ლო­მი, არა­მედ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ას­რუ­ლებს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო, გა­ვუ­ზი­ა­რო და და­ვეხ­მა­რო მათ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ესა­ჭი­რო­ე­ბა.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ის ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი  ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის ის, რაც თურ­ქეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა, შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი?
— რა თქმა უნ­და, რო­ცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში ხარ, ყვე­ლა­ზე მე­ტად გე­ნატ­რე­ბა შე­ნი სამ­შობ­ლო და მას­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად შეგ­ტ­კი­ვა გუ­ლი. უკე­თე­სად აფა­სებ შე­ნი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას და კარ­გად აანა­ლი­ზებ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, ჩვენს ქვე­ყა­ნას რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევ­და და რო­გორ რთულ პი­რო­ბებ­შია დღე­საც, 2008 წლის ომი და მცო­ცა­ვი ანექ­სია, რო­მე­ლიც არამც და არამც არ მთავ­რ­დე­ბა. ყვე­ლა­ფერ ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს, სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბის — ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს დახ­მა­რე­ბით მო­აგ­ვა­როს პრობ­ლე­მა. თუმ­ცა, ჯერ ბევ­რი რამ გვაქვს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. ყვე­ლა ერ­თად მედ­გ­რად უნ­და დავ­დ­გეთ და ყვე­ლა­ფე­რი აუცი­ლებ­ლად გა­მოგ­ვი­ვა. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა კი­დეც და ვი­ზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ამ­დე ერ­თი ნა­ბი­ჯი დაგ­ვ­რ­ჩა.
თურ­ქეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი შემ­ძი­ნა, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა და უკეთ და­მა­ნა­ხა ჩე­მი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა და არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა ჩე­მი ქვე­ყა­ნა გა­მეც­ნო სხვე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მე გა­მეც­ნო სხა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მა­თი კულ­ტუ­რა. უცხო­ეთ­ში სწავ­ლა მხო­ლოდ რა­ი­მე პრო­ფე­სი­ის მი­ღე­ბა არ არის, ეს არის რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლი ზრდა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­ გამო.
მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი, თქვე­ნი მკით­­ხვე­ლის­თ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ჩე­მი ემო­ცი­ე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

36(870)N