გამოდის 1998 წლიდან
2017-02-02
პრობლემები და გამოწვევები

„დღეს იგი იმარ­ჯ­ვებს, ვი­საც ხელთ უპყ­რია ის უძ­ლე­ვე­ლი იარა­ღი,
რო­მელ­საც ცოდ­ნას ეძა­ხი­ან“.

                                                                                           ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არის უმოკ­ლე­სი გზა და­საქ­მე­ბი­სა­კენ და გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­წი­ნა­ვე ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე  ქვეყ­ნებ­ში.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას აუცი­ლე­ბე­ლია აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ 90-იანი წლე­ბის ნგრე­ვის შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტის შე­ნე­ბა თით­ქ­მის ნუ­ლი­დან და­იწყო. დღემ­დე ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ბევ­რი რამ გა­კეთ­და: დარ­გის რე­გუ­ლა­ცი­ის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბე­ბი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­ნე­ზე, დას­რულ­და და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ჯა­რო პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ნო­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-ადაპ­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, დამ­საქ­მებ­ლე­ბის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით შე­მუ­შავ­და ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და პროგ­რა­მე­ბი, ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ჯა­რო კო­ლე­ჯე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და სხვ. თუმ­ცა, 2016 წლამ­დე გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და და­ხარ­ჯუ­ლი რე­სურ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ნათ­ლე­ბის ეს სეგ­მენ­ტი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ პა­სუ­ხობს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას, რა­საც ითხოვს ქვე­ყა­ნა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, შრო­მის ბა­ზა­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ამის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი კი ის არის, რომ რეფორმები, რომლებიც ჩატარდა პროფესიული განათლების სფეროში, რიგ შემთხვევაში,  იყო არათანმიმდევრული, არა­სი­ღრმისეული და იმპულსური. გათ­ვ­ლე­ბი კეთ­დე­ბო­და არა სა­­ბო­ლოო შე­დეგ­ზე, რომ­ლის­თ­ვი­საც უნ­და მიგ­ვეღ­წია გრძელ­­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, არა­მედ პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა­ზე. რე­ფორმებს აკლდა სისტემური მიდგომა;  პრო­ფესიული გა­ნათ­ლება განიხილებოდა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის, ასევე განათლების ყველა საფეხურის ერთიანი ხედვისა და კონცეფციისაგან განყენებულად.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის უკეთ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით  ამ სეგ­მენ­ტ­ში დღემ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ ბა­ლა­ხის  სა­თი­ბად გა­­სულ კაცს, რო­მელ­მაც ცე­ლის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა არ იცის, იქ­ნევს არას­წო­რად, იღ­ლე­ბა, მაგ­რამ ბა­ლახს ვერ თი­ბავს.
იმი­სათ­ვის, რომ სწო­რად გან­ვ­საზღ­ვ­როთ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი, რომ­ლის მიღ­წე­ვაც მოგ­ვ­ცემს სი­ტუ­ა­ცი­ის მკვეთ­რი (არამ­ყი­სი­ე­რი) გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­­ა­­ლე­ბას,  აუცი­ლე­ბე­ლია ჯერ გა­ვარ­კ­ვი­ოთ, ამჟამად სად ვი­მ­ყოფებით, რა პრობლემები გვაქვს და მოვახდინოთ პრობ­ლე­მე­ბის  პრიორიტეტიზაცია.
და­ვიწყოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი­თა და გა­მოწ­ვე­ვე­ბით.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი დღეს:
1. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რის­თ­ვის არ ვი­ცით ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია, არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შრო­მის ბაზ­რის, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სხვა მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბის, მოთხოვ­ნე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი კვლე­ვა. არ არის შეს­წავ­ლი­ლი და მეც­ნი­ე­რუ­ლად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და შრო­მის ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ე­ბი. ამ­დე­ნად, დღემ­დე არ ვი­ცით, რა სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი­სა და რა რა­ო­დე­ნო­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მოთხოვ­ნა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, ასე­ვე არ ვი­ცით, რა­ზე ავი­ღოთ ორი­ენ­ტა­ცია აწ­მ­ყო­ში.
2. არ არ­სე­ბობს შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის (დაწყე­ბუ­ლი სკო­ლამ­დე­ლით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბით) გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი კონ­ცეფ­ცია და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია.
3. დარ­გი გა­ნიც­დის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, რი­სი  მი­ზე­ზიც არის: ა) პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის და­უხ­ვე­წა­ვი სის­ტე­მა. კერ­ძოდ, ისი­ნი ვერ სარ­გებ­ლო­ბენ ანაზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბით; ბ) მი­ღე­ბებს შო­რის სწავ­ლის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი წყვე­ტის გა­მო რჩე­ბი­ან დრო­ე­ბით უმუ­შევ­რე­ბი; გ) მა­თი შრო­მის სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღა­უ­რე­ბა თით­ქ­მის არ ტო­ვებს შანსს, რომ კო­ლე­ჯებ­ში მას­წავ­ლებ­ლად მოწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ დარ­გის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და დარ­გი დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ პი­როვ­ნუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მის იმე­დად.
4. არ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მათ შო­რის სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რო­გორც მომ­ზა­დე­ბის, ასე­ვე (სა­წარ­მო­ებ­ში თუ სხვა­გან) შემ­დ­გო­მი გა­დამ­ზა­დე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა.
5. არ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა და ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­რე მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია. ამ­გ­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ გა­წე­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას და ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნებ­თან და­ახ­ლო­ე­ბას, რად­გან მათ მი­ერ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის (სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, მე­თო­დი­კა და ა.შ.) შე­ფა­სე­ბა მოხ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად, მი­უ­კერ­ძო­ე­ბ­ლად და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ.
6. ქარ­თულ ენა­ზე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბი­სა და თე­მა­ტი­კის თა­ნა­მად­რო­ვე სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა და მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ან/და ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სის არარ­სე­ბო­ბა ხელს უშ­ლის სრულ­ყო­ფი­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას.
7. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა დღეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო  ჩიხ­შია. სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რი, პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ვერ ახერ­ხებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან მას არ აქვს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი. ეს კი ხელს ნამ­დ­ვი­ლად არ უწყობს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას. ჩი­ხი­დან გა­მოს­ვ­ლის მიზ­ნით სა­ჭი­როა სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და დამ­ტ­კი­ცე­ბა, ასე­ვე, სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბა, რაც,  ერ­თი მხრივ, ხელს შე­უწყობ­და ამ ჩი­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვ­ლას, მე­ო­რე მხრივ კი, ვი­ნა­ი­დან ამ კა­ტე­გო­რი­ის სტუ­დენ­ტ­თათ­ვის გა­იზ­რ­დე­ბო­და სწავ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, მი­ვი­ღებ­დით სრულ­წ­ლო­ვან კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დამ­საქ­მებ­ლის ერთ-ერ­თი მოთხოვ­ნაა.
8. არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცია (რო­მე­ლიც უნ­და იწყე­ბო­დეს სას­კო­ლო პე­რი­ოდ­ში, მა­ღალ კლა­სებ­ში და გრძელ­დე­ბო­დეს პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში) და ამის გა­მო:
ა) კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი სახ­ს­რე­ბის ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტი­ა­ნო­ბა. გან­ვი­ხი­ლოთ კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი. თუ ჩვენ დავ­თ­ვ­ლით, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით რა სახ­ს­რე­ბი და­ი­ხარ­ჯა ერ­თი რო­მე­ლი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის, მა­გა­ლი­თად „დურ­გ­ლის“ სტუ­დენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე  და ვნა­ხავთ, მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტია ამ სპე­ცი­ა­ლო­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი, და­ვად­გენთ, რომ ერ­თი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დურ­გ­ლის მომ­ზა­დე­ბა, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა თა­ვი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­საქ­მე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოს ბევ­რად ძვი­რი და­უჯ­და, ვიდ­რე ამას, პროგ­რა­მუ­ლი და ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ბი­უ­ჯე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ერ­თი სტუ­დენ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ზე.
ბ) სტუ­დენ­ტ­თა გა­დი­ნე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი სახ­ს­რე­ბის ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნი ხარ­ჯ­ვის მი­ზე­ზია.
გ) პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ბევ­რი პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ვერ იღებს სა­ჭი­რო, დრო­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი დის­ბა­ლან­სი­სა, რო­მე­ლიც ჩნდე­ბა და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მოთხოვ­ნა­სა და მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის.
9. პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის ნუს­ხის არარ­სე­ბო­ბა. ამ­გ­ვა­რი ნუს­ხის შე­მუ­შა­ვე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და, გა­ნე­საზღ­ვ­რა სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ებ­ზე და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბა, შე­დე­გად სწო­რად და ეფექ­ტი­ა­ნად და­ე­ხარ­ჯა სა­ხელ­მ­წი­ფო სახ­ს­რე­ბი, გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბი კი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა­კენ მი­ე­მარ­თა. მას შემ­დეგ, რაც გა­უქ­მ­და პრო­ფე­სი­ე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად და­ყო­ფა, მო­ი­მა­ტა იმ პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ, რომ­ლებ­ზეც წი­ნა წლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი იხ­დიდ­ნენ სწავ­ლის სა­ფა­სურს და რომ­ლებ­ზეც ამ­ჟა­მა­დაც არის მოთხოვ­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის (არა დამ­საქ­მებ­ლე­ბის) მხრი­დან (მა­გა­ლი­თად, ბუ­ღალ­ტე­რი, ოფის­მე­ნე­ჯე­რი და სხვ). პა­რა­ლე­ლუ­რად, შემ­ცირ­და მოთხოვ­ნა სა­ხე­ლო­ბო პროგ­რა­მე­ბის შეს­წავ­ლა­ზე, რომ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ზეც დამ­საქ­მებ­ლე­ბის მხრი­დან, მეტ­ნაკ­ლე­ბად, სტა­ბი­ლუ­რი მოთხოვ­ნაა. შე­დე­გად, სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სას­წავ­ლებ­ლებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათა­სი ბუ­ღალ­ტ­რი­დან მხო­ლოდ მი­ზე­რუ­ლი ნა­წი­ლი საქ­მ­დე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა კი რჩე­ბა და­უ­საქ­მე­ბე­ლი, მა­შინ, რო­დე­საც დამ­საქ­მებ­ლე­ბის მოთხოვ­ნას სა­ხე­ლო­ბო პროგ­რა­მე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ზე ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ნაკ­ლე­ბად პრი­ო­რი­ტე­ტულ პროგ­რა­მებ­ზე სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, შე­მო­ვი­ღოთ პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით მა­თი და­ფი­ნან­სე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი გან­საზღ­ვ­რა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სწავ­ლის სრულ და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღებს სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც და­აგ­რო­ვებს ქუ­ლა­თა უმე­ტეს რა­ო­დე­ნო­ბას, ამას­თან, და­ფი­ნან­სე­ბის ამ­გ­ვა­რი ფორ­მის შე­მო­ღე­ბამ გავ­ლე­ნა არ უნ­და იქო­ნი­ოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის ანაზღა­უ­რე­ბა­ზე. 
10. რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. პრო­ფე­სი­ის­თ­ვის რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სტა­ტუ­სის სწო­რად გან­საზღ­ვ­რა გა­ნა­პი­რო­ბებს და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ქო­ნის აუცი­ლებ­ლო­ბას და მის მი­ღე­ბას ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბით ან არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის გზით, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­რე­შე. ამით მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­იზ­რ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა.
11. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი სის­ტე­მა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არის მოთხოვ­ნა მათ­თან და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი ცოდ­ნის აღი­ა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­საც დღემ­დე ვერ ვა­ხერ­ხებთ.
12. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი სის­ტე­მა. სის­ტე­მის და­სახ­ვე­წად სა­ჭი­როა, იმ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­საგ­ზავ­ნად, სა­დაც უნ­და მოხ­დეს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბა, მი­ნი­ჭე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, შემ­თხ­ვე­ვი­თი არ­ჩე­ვის გზით, შერ­ჩე­ულ იქ­ნან სხვა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ან დამ­საქ­მებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის მი­ი­ღე­ბენ და­მა­ტე­ბით ანაზღა­უ­რე­ბას და აიღე­ბენ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მათ მი­ერ მი­ნი­ჭე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე. ეს ხელს შე­უწყობს მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტურ-გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ  შე­ფა­სე­ბას,  ასე­ვე, სტი­მულს მის­ცემს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გახ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი სა­წინ­და­რი.
13. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის და  დამ­საქ­მებ­ლი­სათ­ვის, ასე­ვე მათ­თ­ვის, ვინც შე­საძ­ლე­ბე­ლია, შემ­დ­გომ­ში ჩა­ერ­თოს გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტ­ში, არა­საკ­მა­რი­სი მო­ტი­ვა­ცია, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს შანსს, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და ხე­ლი შე­უწყონ გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტის სწორ გან­ვი­თა­რე­ბას.
14. შრო­მის ინ­ს­პექ­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა. მოთხოვ­ნად სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, საქ­მ­დე­ბა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და დამ­საქ­მებ­ლი­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი­სა და შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბის გა­უ­მარ­თა­ვი სის­ტე­მის გა­მო ვერ იღებს დამ­სა­ხუ­რე­ბულ ანაზღა­უ­რე­ბას და თავს ანე­ბებს მუ­შა­ო­ბას. მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბის არ­სე­ბო­ბა მო­ტი­ვა­ცი­ას უკარ­გავს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სხვა მომ­ხ­მა­რებ­ლებ­საც.
15. პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის არა­საკ­მა­რი­სი მო­ტი­ვა­ცია, კერ­ძოდ, სა­ხე­ლო­ბო პროგ­რა­მე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სტი­პენ­დი­ის არარ­სე­ბო­ბა. ვი­ნა­ი­დან მა­თი უმე­ტე­სო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ხში­რად ვერ ახერ­ხებს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას, ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის შე­მო­ღე­ბულ იქ­ნეს სტუ­დენ­ტუ­რი სტი­პენ­დია, რომ­ლის გა­ცე­მაც გახ­დე­ბა მკაც­რად რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი გაზ­რ­დის მათ მო­ტი­ვა­ცი­ას, არა მარ­ტო ის­წავ­ლონ, არა­მედ ის­წავ­ლონ სა­უ­კე­თე­სოდ, რა­თა სას­წავ­ლო რე­სურ­სი მე­ტად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დეს მათ­თ­ვის.
16. სწავ­ლის პრო­ცეს­ში შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზე­ბის პრობ­ლე­მა. ზო­გი­ერთ სა­ხე­ლო­ბო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის პრო­ცეს­ში ხდე­ბა პრო­დუქ­ცი­ის შექ­მ­ნა, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­რი­ე­რე­ბის გა­მო სას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ ახორ­ცი­ე­ლებს მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას და მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის სას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში  რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბას.
17. ზო­გი­ერთ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­ხე­ლო­ბო პროგ­რა­მე­ბის ძი­რი­თა­დი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი (ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი) სხვა­დას­ხ­ვა რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, ამ­გ­ვა­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს მათ­თ­ვის სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას.
18. პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვა. მას შემ­დეგ, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი გა­ივ­ლის ტეს­ტი­რე­ბას და ჩა­ი­რიცხე­ბა სა­ჯა­რო პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მის სა­ხელ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან­გა­რიშ­ზე ჩა­რიცხ­ვი­დან არა­უ­მე­ტეს 35 დღე­ში და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ერიცხე­ბა ერ­თი სტუ­დენ­ტის ერ­თი კვარ­ტ­ლის ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით (სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე ერ­თი თვის ვა­უ­ჩე­რი მერ­ყე­ობს 400 დან 2250 ლა­რამ­დე). სწავ­ლის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე თვეს სტუ­დენ­ტის სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვი­სა და სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თუ სტუ­დენ­ტი აღარ გა­დაწყ­ვეტს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, დგე­ბა მი­სი სწავ­ლი­სათ­ვის უკ­ვე გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის არა­მიზ­ნობ­რი­ვად გან­კარ­გ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა. ამას­თან, რო­გორც წე­სი, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას.
19. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გან­საზღ­ვ­რის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბა, რაც ცხა­დია, ხელს არ უწყობს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბის მუდ­მივ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.
20. გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბის სწო­რი მე­ქა­ნიზ­მის არარ­სე­ბო­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე ნე­ბის­მი­ე­რი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა დღემ­დე არ ხდე­ბა მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც შე­დე­გად გვაძ­ლევს ნო­მი­ნა­ლუ­რი, და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის მქო­ნე მე­ნე­ჯე­რებს, რაც, თა­ვის მხრივ, გა­ნა­პი­რო­ბებს არას­წორ ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას და ხელს არ უწყობს დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას.
21. კერ­ძო და სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა. არ არ­სე­ბობს სა­ხელ­მ­წი­ფო და კერ­ძო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის  და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ერ­თი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რუ­ლი სის­ტე­მა, რაც მათ, მეტ­ნაკ­ლე­ბად, თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნებ­და,  ასე­ვე, გა­ნა­პი­რო­ბებ­და ამ სეგ­მენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის არ­ჩე­ვა­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობ­და ხელს დარ­გის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას.
22. არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი მარ­თ­ვა. გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტის მარ­თ­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლია პი­როვ­ნე­ბე­ბის ნე­ბა­ზე და არა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ზე. ეს ერთ-ერ­თი მი­ზე­ზია იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არის მუდ­მი­ვი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ც­დაა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მარ­თ­ვა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყო­ველ ახალ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბას, უმე­ტეს­წი­ლად, მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის შეწყ­ვე­ტა და ახ­ლის წა­მოწყე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა.
ეს არის იმ პრობ­ლე­მე­ბის არას­რუ­ლი ნუს­ხა, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას. მათ შე­სა­ხებ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა პრე­სა­ში და თქმუ­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ით, თუმ­ცა ამან ჯერ­ჯე­რო­ბით სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო.
პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ხედ­ვა:
თუ ჩვენ არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, სად მივ­დი­ვართ და რის­თ­ვის, რო­გორ ვა­პი­რებთ და­ნიშ­ნულ ად­გი­ლამ­დე მის­ვ­ლას, მა­შინ მუდ­მი­ვად მოგ­ვი­წევს მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე სი­ა­რუ­ლი.
გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ნე­ბის­მი­ერ სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ხა­რისხს (შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა) გა­ნა­პი­რო­ბებს რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი, კერ­ძოდ:
ა) თა­ნა­მედ­რო­ვე, მოქ­ნი­ლი  სტან­დარ­ტე­ბი და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი;
ბ) ქარ­თუ­ლად თარ­გ­მ­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო და მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა ან/და ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი;
გ) სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა;
დ) სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
ე) მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
ვ) მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი (მოს­წავ­ლე);
ზ) სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სწო­რად მარ­თ­ვა-ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა.
მხო­ლოდ ამ ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან თან­ხ­ვედ­რა-კავ­ში­რი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი (ჰარ­მო­ნი­უ­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი) გან­ვი­თა­რე­ბა.
ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ თქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ჭი­რო­ებს გა­და­უ­დე­ბელ, ფუნ­და­მენ­ტურ რე­ფორ­მი­რე­ბას, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მაც აღ­ნიშ­ნა 2016 წლის 18 იან­ვ­რის გა­მოს­ვ­ლა­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა:
1. გა­ნი­საზღ­ვ­როს მი­ზა­ნი, რის მიღ­წე­ვა­საც ვგეგ­მავთ, რო­მელ­მაც უნ­და გა­ნა­პი­რო­ბოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სწო­რი სტრა­ტე­გი­ის შექ­მ­ნა და რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ი­ღონ ამ სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ყვე­ლა მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.
2. გა­ნი­საზღ­ვ­როს შე­დე­გე­ბი, რის მიღ­წე­ვა­საც ვცდი­ლობთ, რა­საც რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბის შემ­დ­გომ ვე­ლო­დე­ბით (სარ­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მო­უ­ტა­ნოს რე­ფორ­მამ ქვე­ყა­ნას, გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტის პრო­დუქ­ტის მომ­ხ­მა­რებ­ლებს, პარ­ტ­ნი­ო­რებს, სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­სა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას).
3. შე­იც­ვა­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, კერ­ძოდ, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს მხო­ლოდ სიღ­რ­მი­სე­უ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე;  მა­გა­ლი­თად, და­ი­გეგ­მოს შრო­მის ბაზ­რის, სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა (გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ი­დან და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) და პრო­ფე­სი­უ­ლი  გა­ნათ­ლე­ბით მო­სარ­გებ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვე­ბი. ასე­ვე მოხ­დეს სა­უ­კე­თე­სო უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, ეროვ­ნუ­ლი მენ­ტა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მა­თი გა­ზი­ა­რე­ბა და, ამ­გ­ვა­რად, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ქარ­თუ­ლი მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა.
4. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ერ­თი­ა­ნი ხედ­ვი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ფორ­მა, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის ამ სეგ­მენ­ტ­ში, ასე­ვე  მას­თან პირ­და­პირ თუ ირი­ბად და­კავ­ში­რე­ბულ სფე­რო­ებ­ში შე­სა­ტა­ნი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი.
5. დე­ტა­ლუ­რად გა­ი­წე­როს ყვე­ლა ის სა­მუ­შაო თუ აქ­ტი­ვო­ბა, რაც უნ­და შეს­რულ­დეს რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში.
6. გა­ნი­საზღ­ვ­როს, რა დრო­ში უნ­და შეს­რულ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი.
7. შე­მუ­შავ­დეს რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბის კონ­ცეფ­ცია, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, მის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­ვი­ტა­ნოთ სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბი რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში.
8. შე­მუ­შავ­დეს რე­ფორ­მის რო­გორც სა­ბო­ლოო, ასე­ვე შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რაც მოგ­ვ­ცემს იმის გა­ზომ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუ რამ­დე­ნად სწო­რად გან­ხორ­ცი­ელ­და რე­ფორ­მა, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად მოხ­და სა­ხელ­მ­წი­ფო სახ­ს­რე­ბის ხარ­ჯ­ვა.
9. ზუს­ტად გა­ნი­საზღ­ვ­როს რე­ფორ­მის თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე გა­სა­წე­ვი სა­მუ­შა­ო­ე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ რგო­ლებს შო­რის ეფექ­ტუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი.
10. გა­ნი­საზღ­ვ­როს რო­გორც რე­ფორ­მის თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლის, ასე­ვე მთე­ლი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი.
ბო­ლოს უნ­და ით­ქ­ვას, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა იოლი საქ­მე სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა, არც და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა მყი­სი­ე­რი, რად­გან (შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ) ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია დრო­ზე ად­რე და­ვამ­წი­ფოთ ვაშ­ლის ხის ნა­ყო­ფი, მაგ­რამ თუ ხეს სწო­რად გავ­ს­ხ­ლავთ, დრო­უ­ლად შევ­წამ­ლავთ, ნი­ა­დაგ­ში სა­სუქს სწო­რად შე­ვი­ტანთ და მორ­წყ­ვას არ და­ვაკ­ლებთ, რო­ცა სიმ­წი­ფის დრო მო­ვა, მი­ვი­ღებთ უფ­რო ხა­რის­ხი­ან და დი­დი ოდე­ნო­ბის ნა­ყოფს.
რო­გორც დიდ­მა ილი­ამ თქვა,  „თუ სურ­ვი­ლი ძლი­ე­რია, საქ­მეც უნ­და გა­მო­დი­ო­დეს“.

ვარ­ლამ ავა­ლიშ­ვი­ლი
სსიპ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლეჯ „სპექ­ტ­რის“
დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

25-28(942)N