გამოდის 1998 წლიდან
2016-12-22
ევროპაში შექმნილი ვითარება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია


გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­მა ევ­რო­პულ მოძ­რა­ო­ბას­თან და სხვა პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი — „ევ­რო­პუ­ლი გან­გა­ში“ (European Angst Conference). მო­ნა­წი­ლე­ებს უნ­და და­ე­წე­რათ ეს­სე­ე­ბი კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ეხე­ბო­და ევრო­პა­ში არ­სე­ბულ მწვა­ვე პრობ­ლე­მებს: მიგ­რან­ტ­თა კრი­ზისს, პო­პუ­ლიზმს, ექ­ს­ტ­რე­მიზ­მ­სა და ევ­როს­კეპ­ტი­ციზმს. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის 700-ზე მე­ტი აპ­ლი­კან­ტი, შე­ირ­ჩა 40 სტუ­დენ­ტი, მათ შო­რის ერთ-ერ­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. 6-7 დე­კემ­ბერს, ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით,  შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის „შა­ვი ზღვის რე­გი­ო­ნის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კვლე­ვის ცენ­ტ­რის“ ასის­ტენ­ტი დი­ა­ნა ხო­მე­რი­კი წარ­დ­გა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი იყო მა­ნი­ფეს­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა ევ­რო­პის მო­მა­ვალ­ზე. კონ­ფე­რენ­ცია ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ვი­ზიტს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტ­ში, აქ­ტი­ურ დე­ბა­ტებს და სა­კითხე­ბის სიღ­რ­მი­სე­ულ ანა­ლიზს. კონ­ფე­რენ­ცი­ის „ევ­რო­პუ­ლი გან­გა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს სა­ერ­თო მა­ნი­ფეს­ტი ევ­რო­პის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებს გა­და­ე­ცა.


— დი­ა­ნა, პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავ მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას. მინ­და მკითხ­ველს შენ შე­სა­ხებ უამ­ბო. რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ხარ?
— ვსწავ­ლობ შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე. ვარ მე­ოთხე კურ­სის სტუ­დენ­ტი და ჩე­მი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ეს არის ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ (ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე 128-ე სა­ჯა­რო სკო­ლა) დი­დი სურ­ვი­ლი მქონ­და, მეს­წავ­ლა ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მქო­ნო­და ინ­გ­ლი­სუ­რად სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი დღე ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, რად­გან მი­სა­სალ­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შე­მატყო­ბი­ნეს, რომ იმ თან­ხას, რო­მელ­საც არ ფა­რავ­და 100% სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი, გა­და­იხ­დი­და ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გა­მიჩ­ნ­და გან­ც­და, რომ და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა ფას­დე­ბა. პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან აქ­ტი­უ­რად ჩა­ვე­ბი სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში. არა­ერთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, დის­კუ­სი­ა­სა და პრო­ექ­ტ­ში ჩა­ვერ­თე, რა­მაც სწავ­ლის პრო­ცე­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­და და მომ­ცა სტი­მუ­ლი მე­ტი მეს­წავ­ლა.  უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით არა­ერ­თხელ ვი­ყა­ვი ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე მა­ღა­ლი რან­გის ადა­მი­ა­ნებ­თან, ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, დიპ­ლო­მა­ტებ­თან და ა.შ. წელს მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან იენს სტოლ­ტენ­ბერ­გ­თან შეხ­ვედ­რა­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მსგავს გა­მოც­დი­ლე­ბას დი­დი წვლი­ლი შე­აქვს ჩემს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა კი კი­დევ უფ­რო ზრდის ჩემს ინ­ტე­რესს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და პო­ლი­ტი­კის მი­მართ. გარ­და სწავ­ლი­სა, გავ­ხ­დი ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ცეკ­ვის ან­სამ­ბ­ლის წევ­რი და ასე­ვე წარ­ვად­გენ­დი უნი­ვერ­სი­ტეტს მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის არა­ერთ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე, რომ­ლებ­შიც საპ­რი­ზო ად­გი­ლებს ვი­კა­ვებ­დი. მოკ­ლედ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა სწრა­ფად და ნა­ყო­ფი­ე­რად ჩა­ი­ა­რა, ახ­ლა კი ივ­ნი­სის და­მამ­თავ­რე­ბელ ცე­რე­მო­ნი­ას ვე­ლო­დე­ბი.
— კონ­კურ­ს­მა „ევ­რო­პუ­ლი გან­გა­ში“ კი­დევ ერ­თი წარ­მა­ტე­ბა მო­გი­ტა­ნა. გვი­ამ­ბე ამ კონ­კურ­სის შე­სა­ხებ, ვის მი­ერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და რა იყო კონ­კურ­სის მი­ზა­ნი?
— კონ­კურ­სი „ევ­რო­პუ­ლი გან­გა­ში“, რო­მე­ლიც  სექ­ტემ­ბერ­ში გა­მოცხად­და,  ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სა და ევ­რო­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მი­ერ. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად უნ­და გა­და­მეგ­ზავ­ნა სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი და ასე­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ის ოთხი თე­მი­დან ერთ-ერ­თ­ზე და­მე­წე­რა ეს­სე. სულ 4 სა­კონ­კურ­სო თე­მა იყო: პირ­ვე­ლი ეხე­ბო­და ევ­რო­პა­ში ექ­ს­ტ­რე­მიზ­მის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის ანა­ლიზს; მე­ო­რე  — რა­სიზ­მ­სა და იმას, თუ რას ნიშ­ნავს იყო  მიგ­რან­ტი თა­ნა­მე­დრო­ვე ევ­რო­პა­ში; მე­სა­მე — ხში­რად რო­გორ „ამა­ხინ­ჯებს“ რე­ა­ლო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია; მე­ოთხე თე­მა იმ მე­თო­დებს შე­ე­ხე­ბო­და, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ექ­ს­ტ­რე­მიზ­მი­სა და ევ­რო­პის დი­სინ­ტეგ­რა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.  მე ავირ­ჩიე  თე­მა — „რა­ტომ იჩი­ნა თა­ვი რა­სიზ­მ­მა და რას ნიშ­ნავს, იყო მიგ­რან­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ში?“ ჩე­მი ეს­სეს გაგ­ზავ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე. 700-ზე მე­ტი აპ­ლი­კან­ტი­დან 40 სტუ­დენ­ტი (თი­თო სტუ­დენ­ტი თი­თო ქვეყ­ნი­დან) შე­არ­ჩი­ეს და მე ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი ვი­ყა­ვი. ვერ აღ­ვ­წერ რამ­დე­ნად გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად მივ­დი­ო­დი ევ­რო­პა­ში და მი­ხა­რო­და, რომ პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც ჩა­ვი­დო­დი, იქ­ნე­ბო­და ბრი­უ­სე­ლი  — ევ­რო­პის გუ­ლი.
— რო­გორც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ეს­სეს ავ­ტო­რი,  მო­ნა­წი­ლე­ობ­დი ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­ში ჩა­ტარ­და. გვი­ამ­ბე კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით
— 5 დე­კემ­ბერს, სრუ­ლი­ად უფა­სოდ, გა­ვემ­გ­ზავ­რე ბელ­გი­ა­ში. კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და ბო­ზარ­ში, ბრი­უ­სე­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტ­რ­ში, რო­მელ­საც ხში­რად ბრი­უ­სე­ლის კულ­ტუ­რი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მარ­გა­ლიტს უწო­დე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ამ ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა სიმ­ბო­ლუ­რი იყო. ევ­რო­პა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მიგ­რან­ტ­თა კრი­ზი­სი არ­თუ­ლებს ევ­რო­პუ­ლი იდენ­ტო­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბას და ხში­რად საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ბო­ზა­რი კი ის ად­გი­ლია, რო­მელ­შიც ერ­თი­ან­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და  იქ ყოფ­ნი­სას ჩნდე­ბა დი­დი სურ­ვი­ლი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ნარ­ჩუნ­დეს. კონ­ფე­რენ­ცი­ის პირ­ვე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, რად­გან დი­ლა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტ­ში ვი­ზი­ტით და­იწყო. პირ­ვე­ლი დის­კუ­სია ევ­რო­კავ­შირ­ზე, მის ფუნ­ქ­ცი­ებ­სა და მი­სი­ებ­ზე, კერ­ძოდ კი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის როლ­ზე გა­ი­მარ­თა. მი­ხა­რო­და, რო­ცა ვხვდე­ბო­დი, რომ მად­გე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც უნი­ვერ­ს­ტეტ­ში ზუს­ტად ამ სე­მეს­ტ­რ­ში ვის­წავ­ლე.  ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის შემ­დეგ ბო­ზარ­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლეთ და კონ­ფე­რენ­ცია იქ გაგ­რ­ძელ­და. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 4 ჯგუ­ფად ვი­ყა­ვით და­ყო­ფი­ლი და თი­თო ჯგუ­ფი, სპი­კე­რებ­თან ერ­თად, გა­ნი­ხი­ლავ­და კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მე­ბი­დან ერთ-ერთს. მე კვლავ რა­სიზ­მ­ზე ვსა­უბ­რობ­დი, გა­ვა­კე­თე კო­მენ­ტა­რი მე­დი­ის არა­კო­რექ­ტულ და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ზე, რაც ხში­რად იწ­ვევს აგ­რე­სი­ას მიგ­რან­ტებ­ში და კი­დევ უფ­რო ამ­წ­ვა­ვებს გა­უცხო­ე­ბას ევ­რო­პულ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ახალ მაცხოვ­რებ­ლებს შო­რის. ყვე­ლა დის­კუ­სია სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მა­გის­ტ­რან­ტი ან დოქ­ტო­რან­ტი იყო, ყვე­ლა მათ­გა­ნი ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს და გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი­თა და ცოდ­ნით.
— დი­ა­ნა, შენ იყა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ერთა­დერ­თი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მო­მა­ვალ­ზე მა­ნი­ფეს­ტ­ის შე­მუ­შა­ვე­ბაში მო­ნა­წი­ლე­ობ­დი
— დი­ახ, კონ­ფე­რენ­ცი­ამ­დე და ასე­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს ვმუ­შა­ობ­დით მა­ნი­ფეს­ტ­ზე ევ­რო­პის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ. კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ო­რე დღეს ეს დო­კუ­მენ­ტი გა­და­ვე­ცით ევ­რო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს. რო­გორც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, ეს იყო ჩვე­ნი, სტუ­დენ­ტე­ბის ხმა, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ევ­რო­პის მო­მა­ვა­ლი.
კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ვმუ­შა­ობ­დით ამ მა­ნი­ფეს­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. რო­დე­საც ჩა­ვე­დით ბრი­უ­სელ­ში, მა­ში­ნაც გან­ვი­ხი­ლავ­დით, თუ რა დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ნა და რო­გორ გაგ­ვე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა დო­კუ­მენ­ტი. გარ­და სა­ინ­ტე­რე­სო და მწვა­ვე დის­კუ­სი­ე­ბი­სა, კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი ამ დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა იყო, რად­გან მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია პრობ­ლე­მე­ბის ჩვე­ნე­ბუ­რი ხედ­ვა და  გა­დაჭ­რის კონ­კ­რე­ტუ­ლი გზე­ბი. ამ მა­ნი­ფეს­ტ­ში ორ­მო­ცი­ვე სტუ­დენ­ტ­მა და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი აზ­რი და ყვე­ლას ეს­სეს მცი­რე ნაწ­ყვე­ტი შე­ვი­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის კულ­მი­ნა­ცია კი იყო დო­კუ­მენ­ტის წარ­დ­გე­ნა და გა­და­ცე­მა ევ­რო­კო­მი­ს­რის­თ­ვის, რო­მე­ლიც მი­ე­სალ­მე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას და დი­დი ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თო ჩვენ­თან დის­კუ­სი­ა­ში.
— კონ­ფე­რენ­ცი­ის­თ­ვის შენ აირ­ჩიე თე­მა — „რა­ტომ იჩი­ნა თა­ვი რა­სიზ­მ­მა და რას ნიშ­ნავს, იყო მიგ­რან­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ში?“ ისა­უბ­რე ამ სა­კითხის შე­სა­ხებ
— ჩემს ეს­სე­ში ვი­სა­უბ­რე მიგ­რან­ტ­თა კრი­ზი­სის ზე­გავ­ლე­ნა­ზე რა­სიზ­მის წარ­მო­შო­ბა­ზე. ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კონ­ფ­ლიქ­ტის გამ­წ­ვა­ვე­ბის შე­დე­გად  მი­ლი­ო­ნო­ბით ლტოლ­ვი­ლი  გა­და­იხ­ვე­წა ევ­რო­პა­ში. ევ­რო­პე­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი თავ­შე­საფ­რის მა­ძე­ბარ­თა ასეთ  დიდ ნა­კადს საფ­რ­თხედ აღიქ­ვამს თა­ვი­სი ქვეყ­ნის უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის. ემიგ­რან­ტ­თა უმე­ტე­სო­ბა მუ­სულ­მა­ნია და ბევ­რი ფიქ­რობს, რომ მუ­სულ­მა­ნი მიგ­რან­ტე­ბის რიცხ­ვის ზრდა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის. ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­და პა­რიზ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ნი­ცა­ში და ა.შ., ისე­ვე რო­გორც სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, ამ­წ­ვა­ვებს ან­ტი­პა­თი­ას მიგ­რან­ტ­თა მი­მართ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია მათ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ მი­მარ­თუ­ლი ში­ში, რა­სიზ­მი და ის­ლა­მო­ფო­ბია. იყო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც მიგ­რან­ტე­ბი რა­სი­სა და რე­ლი­გი­ის მი­ხედ­ვით უნ­და გა­და­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში. ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ულ­ტ­რა­მე­მარ­ჯ­ვე­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი რი­ტო­რი­კით ისი­ნი იყე­ნე­ბენ ამომ­რ­ჩევ­ლე­ბის შიშს, რა­თა მი­ი­ღონ მა­თი მხარ­და­ჭე­რა, ცდი­ლო­ბენ ყვე­ლა­ფე­რი ლტოლ­ვი­ლებს გა­და­აბ­რა­ლონ და ამით კი­დევ უფ­რო აღ­რ­მა­ვე­ბენ მიგ­რან­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის არ­სე­ბულ უფ­ს­კ­რულს.
ლტოლ­ვი­ლე­ბი სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს რის­კა­ვენ იმ იმე­დით, რომ უკე­თეს ცხოვ­რე­ბას მი­აღ­წე­ვენ. ჩე­მი აზ­რით, იყო მიგ­რან­ტი ნიშ­ნავს გან­ვ­ლო შე­გუ­ე­ბის რთუ­ლი გზა ახალ გა­რე­მოს­თან, ახალ ხალ­ხ­თან, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კულ­ტუ­რას და ტრა­დი­ცი­ებ­თან. ლტოლ­ვი­ლე­ბი თავს და­უც­ვე­ლად გრძნო­ბენ და მა­თი ცხოვ­რე­ბა ში­ში­თა და სტრე­სი­თაა სავ­სე. ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს და კვლავ არ იცის, რო­გორ გაგ­რ­ძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა მო­მა­ვალ­ში.
ჩე­მი აზ­რით, ქსე­ნო­ფო­ბი­ი­სა და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ საბ­რ­ძოლ­ვე­ლად, პირ­ველ რიგ­ში, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და გა­ნათ­ლე­ბაა სა­ჭი­რო. ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მე­ტი უნ­და გა­ი­გონ ევ­რო­პუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტის ახალ მაცხოვ­რებ­ლებ­ზე; ახა­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი­ვე მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, გაზ­რ­დის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მათ შო­რის და ხელს შე­უწყობს ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა­სა და ლტოლ­ვი­ლე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
— რით იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? გაგ­ვი­ზი­ა­რე შე­ნი შთაბ­ეჭ­დი­ლე­ბე­ბი...
— პირ­ველ რიგ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა­ტი­კით და­ვინ­ტე­რეს­დი. პო­პუ­ლიზ­მ­მა, ექ­ს­ტ­რე­მიზ­მ­მა და ევ­როს­კეპ­ტი­ციზ­მ­მა მო­იც­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა და შექ­მ­ნა ში­შის,  სი­ძულ­ვი­ლის, აგ­რე­სი­ის ატ­მოს­ფე­რო. ზუს­ტად ამ მწვა­ვე სა­კითხებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ევ­რო­პის მო­მა­ვა­ლი. ამი­ტომ მა­თი გან­ხილ­ვა ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიზ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით,  ევ­რო­პულ კონ­ტი­ნენ­ტ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­მე­ღო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია ბევრ სა­კითხ­ზე და ასე­ვე გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ჩე­მი ცოდ­ნა დის­კუ­სი­ებ­სა და მა­ნი­ფეს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­თ­ვის მი­მი­წევს გუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის­კენ. ყვე­ლა ეროვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელს თა­ვი­სე­ბუ­რი ხედ­ვა  აქვს, ეს კი კონ­ფე­რენ­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი კონ­ფე­რენ­ცი­ის სპი­კე­რე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბით და გარ­შე­მომყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბით, მა­თი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით, სით­ბო­თი და ყუ­რადღე­ბით. ასე რომ, ეს კონ­ფე­რენ­ცია ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ნა­ი­რად ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მოდ­გა. 
— დი­ა­ნა, შენ ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დი არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში,  გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მელს გა­მო­არჩევ­დი?
— იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ ყვე­ლა კონ­ფე­რენ­ცია თა­ვი­სე­ბუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლია, ორ კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მოვ­ყოფ­დი. პირ­ვე­ლის სა­თა­უ­რია „პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მო შა­ვი ზღვი­სა და კას­პი­ის ზღვის რე­გი­ო­ნებ­ში 2014-2015 წლებ­ში“. ეს კონ­ფე­რენ­ცია ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბულ­მა შა­ვი ზღვის რე­გი­ო­ნის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რ­მა ჩა­ა­ტა­რა. მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ინ­ტე­რე­სო და ღრმა ანა­ლი­ზის მქო­ნე მოხ­სე­ნე­ბე­ბი ჰქონ­დათ. მე წარ­ვად­გი­ნე თე­მა „რუ­სე­თის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი შა­ვი ზღვი­სა და კას­პი­ის ზღვის რე­გი­ო­ნებ­ში“. კონ­ფე­რენ­ცია გა­მორ­ჩე­უ­ლი იმით იყო, რომ ჩე­მი ნაშ­რო­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად და­სა­ხელ­და.
მე­ო­რე კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და ბა­თუმ­ში, ამა წლის ივ­ლის­ში. გა­ვი­მარ­ჯ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს კან­ცე­ლა­რი­ის მი­ერ გა­მარ­თულ კონ­კურ­ს­ში და ვი­ყა­ვი 4 სტუ­დენ­ტი­დან ერთ-ერ­თი, რო­მე­ლიც აირ­ჩი­ეს კონ­ფე­რენ­ცი­ის ინ­ტერ­ნად, ეს კი გუ­ლის­ხ­მობ­და რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კითხებ­ში ჩარ­თ­ვას, ასე­ვე დის­კუ­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია  „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა“, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცია გლჴბSჶC-ის მი­ერ. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ნის­ტ­რე­ბი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ევ­რო­კავ­ში­რი­დან და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო  ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან. მი­ვი­ღე კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან იქ იყ­ვ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად ჩემს სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბენ წარ­მა­ტე­ბით, მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კითხის გან­ხილ­ვა მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მი იყო ჩემ­თ­ვის.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N