გამოდის 1998 წლიდან
2017-01-26
კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ


ანა ფირცხალაიშვილი

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭო, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროფ­კავ­შირ­თან ერ­თად, მო­რიგ სხდო­მა­ზე შე­იკ­რი­ბა. „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის (პრობ­ლე­მე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი — გერ­მა­ნუ­ლი დუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი)“. ამ სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ იმ­ს­ჯე­ლეს და გა­მოთ­ქ­ვეს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ი­დან, პარ­ლა­მენ­ტი­დან, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან.
სხდო­მას მი­სი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, პრო­ფე­სო­რი რა­მაზ ხუ­რო­ძე უძღ­ვე­ბო­და, რო­მელ­მაც ისა­უბ­რა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის როლ­ზე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და, საბ­ჭოს სა­ხე­ლით, მხა­რი და­უ­ჭი­რა სწავ­ლე­ბის დუ­ა­ლურ მე­თოდს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ გზა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რად­გან სწავ­ლე­ბის ამ სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვი­სას აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლია დამ­საქ­მე­ბელ­ზე, რო­მელ­საც, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა აქვს კად­რებ­ზე ისე­თი მოთხოვ­ნა, რომ დღეს ამის­თ­ვის ფი­ნან­სე­ბი გა­ი­ღოს, არც, ზო­გა­დად, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა ვი­თარ­დე­ბა ისე, რომ რო­მე­ლი­მე დარ­გის მცი­რე თუ სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­მა კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ფუ­ლი და­ა­ბან­დოს. გარ­და ამი­სა, ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად მი­სი ქარ­თულ გა­რე­მოს­თან შე­უ­თავ­სებ­ლო­ბაც და­ა­სა­ხე­ლა. ხუ­რო­ძის ამ მიდ­გო­მას, რო­გორც შემ­დეგ გა­მოს­ვ­ლებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა, არა­ერ­თი თა­ნა­მო­აზ­რე ჰყავს. ისი­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის შე­სა­ხებ, მცდარ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნე­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ ეს გზა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ დამ­საქ­მე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თით­ქ­მის, მი­ნი­მა­ლუ­რია და არ არის მორ­გე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სპე­ცი­ფი­კას. თუმ­ცა, სხვა მა­გა­ლი­თიც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც, არც ისე შო­რე­ულ, კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბა­თუ­მის პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა რე­ვაზ ნა­კა­ში­ძემ გა­იხ­სე­ნა. ის ამ­ბობს, რომ მა­ში­ნაც გერ­მა­ნუ­ლი სის­ტე­მით მუ­შა­ობ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, მი­სი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო და ახ­ლაც მიმ­ზიდ­ვე­ლია ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სწო­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის და შე­დე­გად, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ახ­ლა ცენ­ტ­რ­ში მზა­რე­უ­ლებს ამ­ზა­დე­ბენ მო­დუ­ლუ­რი მე­თო­დით და, რაც მთა­ვა­რია, უცხო ენის ცოდ­ნით. სწავ­ლის მსურ­ვე­ლებს ისი­ნი ან­კე­ტურ გა­მო­კითხ­ვას უტა­რე­ბენ, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ად­გე­ნენ, რა პრო­ფე­სი­ის­კენ მე­ტად აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­დას. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვანს ამ შე­დე­გის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თა­ვად აკე­თებს. ბა­ტო­ნი რე­ვა­ზი იმა­საც ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი არც მენ­ტა­ლუ­რა­დაა მზად მის­თ­ვის სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. გერ­მა­ნი­ა­ში არც მა­შინ იყო ეს სა­კა­მა­თო, ასეა დღე­საც, იქ, ისე­ვე რო­გორც სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში, ბიზ­ნე­სი თა­ვად ხარ­ჯავს ფულს იმის­თ­ვის, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი მო­ამ­ზა­დოს, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხი­ან და, მა­შა­სა­და­მე, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პრო­დუქ­ცი­ას შექ­მ­ნი­ან. ეს მა­თი ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტია. რო­გორც ვთქვი, სხდო­მის მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ერ­თი აზ­რი­საა დამ­საქ­მე­ბელ­თა მიდ­გო­მის შე­სა­ხებ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ში, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბ­რი­დან, რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლე­ბელ­ში, უკ­ვე და­იწყო და, მი­ნი­მუმ, ერ­თი წე­ლი მა­ინ­ცაა სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ გა­ვი­გოთ მომ­ხ­რე­ე­ბი ცდე­ბი­ან თუ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი (ისი­ნი ჯერ კი­დევ შარ­შან­დელ სხდო­მა­ზეც გა­მო­დი­ოდ­ნენ ამ მე­თო­დის და­ნერ­გ­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ).
რა­კი სა­კითხი, ზო­გა­დად, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი სის­ტე­მის როლს ეხე­ბო­და (დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ ერ­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის), მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი ისეთ სე­რი­ო­ზულ და პრობ­ლე­მურ სა­კითხ­საც შე­ე­ხო, რო­გო­რი­ცაა შრო­მის ბა­ზა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფომ მიდ­გო­მე­ბი უნ­და შეც­ვა­ლოს. „რი­გი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ერ სრულ­დე­ბა, რაც შრო­მის ბა­ზარს კლავს. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს გან­ზ­რახ კეთ­დე­ბა — ტენ­დე­რებ­ში ისე­თი პი­რო­ბე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. ვფიქ­რობ, კო­რუფ­ცი­უ­ლი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს, თო­რემ, მა­გა­ლი­თად, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს რა­ტომ უნ­და ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ უცხო­ე­ლე­ბი! სხვა ქვეყ­ნებ­ში ეს სა­კითხი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა. ასე უნ­და იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც“.
ად­გი­ლობ­რი­ვი შრო­მის ბაზ­რის ბლო­კი­რე­ბის მე­ო­რე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თად ქა­ლაქ­ში ტრო­ტუ­ა­რე­ბი­სა და ქვა­ფე­ნი­ლე­ბის და­გე­ბა და­სა­ხელ­და, რო­ცა სა­ჭი­რო მა­სა­ლა უცხო­ე­თი­დან შე­მო­დის, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ერ­თ­გან შე­იძ­ლე­ბა ქვის მო­პო­ვე­ბი­სა და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბის შექ­მ­ნა, სა­დაც პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი და­საქ­მ­დე­ბი­ან. მით უმე­ტეს, რომ შე­მო­ტა­ნი­ლი ქვე­ბი ტოქ­სი­კუ­რია და მზე­ზე გა­ხუ­რე­ბი­სას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სათ­ვის მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს გა­მო­ყოფს. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­რო აქ­ტი­უ­რი უნ­და იყოს. თა­ვი­სი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ი­გი ვალ­დე­ბუ­ლია, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს პა­სუ­ხობ­დეს“.
შრო­მის ბაზ­რის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კითხი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ამის შე­სა­ხებ ად­რეც არა­ერ­თხელ თქმუ­ლა მსგავს ფო­რუ­მებ­ზე, თუმ­ცა იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ მიდ­გო­მა იყო სხვა, კერ­ძოდ — მოთხოვ­ნა­სა და მი­წო­დე­ბას შო­რის დის­ბა­ლანსს ბა­ზა­რი არე­გუ­ლი­რებს. ახ­ლა, რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს და­საქ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ელე­ნე ჯგე­რე­ნა­ი­ამ გა­ნაცხა­და, ეს პრო­ცე­სი სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და მარ­თოს. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს შრო­მის ბაზ­რის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სი, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბი — ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბა, სუბ­სი­დი­რე­ბი­სა და სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი, აგ­რეთ­ვე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მსხვი­ლი პროგ­რა­მა — სა­შუ­ა­მავ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლე­ბის­თ­ვის და სხვ. რო­გორც ით­ქ­ვა, მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ქვე­ყა­ნას არ გა­აჩ­ნ­და და ამი­ტომ ისი­ნი ხარ­ვე­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მელ­თაც გზა­დაგ­ზა ხვეწ­დ­ნენ და ას­წო­რებ­დ­ნენ.
კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე, არა მარ­ტო ქვეყ­ნის, არა­მედ რე­გი­ო­ნის მას­შ­ტა­ბი­თაც, ესაა შრო­მის ბაზ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში ჩარ­თ­ვა, რა­მაც ხე­ლი უნ­და შე­უწყოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საქ­მე­ბას ქვეყ­ნის გა­რე­თაც. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ქვე­ყა­ნას, 2005 წლის შემ­დეგ, არ ჰქო­ნია და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ არც ერ­თი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გვა­კის­რებს ქვეყ­ნის მი­ერ რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბი. დღე­ი­სათ­ვის, ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ­თან ერ­თად, ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცი­უ­ლი და­საქ­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მ­საც მო­ი­ცავს. ამ­ჯე­რად შეს­წავ­ლი­ლია პო­ლო­ნე­თი­სა და ეს­ტო­ნე­თის შრო­მის ბაზ­რებ­ზე მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი და მზად­დე­ბა მა­ძი­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მოთხოვ­ნას და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ისი­ნი ამაღ­ლე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­ცი­კა­ცი­ით და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ქვე­ყა­ნას და გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ინ­ტეგ­რა­ცია.
ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კონ­ტექ­ს­ტ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე და ით­ქ­ვა, რომ რო­ცა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ახა­ლი სას­წავ­ლებ­ლის ან კო­ლე­ჯის და­ფუძ­ნე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ ვქმნით სას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც არა დღე­ვან­დელ, არა­მედ ხვა­ლინ­დელ მოთხოვ­ნებს უპა­სუ­ხებს, რად­გან ძალ­ზე სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. რო­გორც აკა­დე­მი­კოს­მა ოთარ კვე­სი­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ბო­ლო 15 წე­ლი­წად­ში 10-ზე მე­ტი მეც­ნი­ე­რე­ბა შე­იქ­მ­ნა; ახა­ლი ეტ­ქ­ნო­ლო­გი­ე­ბი ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ცვლი­ან ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­საც კი. თუ ფეხს არ ავუწყობთ ამ სი­ახ­ლე­ებს, არ მი­ვი­ღებთ და არ დავ­ნერ­გავთ, არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ვიქ­ნე­ბით. „ღმერ­თ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ვის 29 ნი­ა­და­გობ­რივ-კლი­მა­ტუ­რი ზო­ნით მოგ­ვ­ცა. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია არა თუ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა­ში, თა­ვის თავ­ზე აიღებს ქვეყ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის სა­კითხს“.
ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინ­ს­ვ­ლა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის როლ­ზე სა­უბ­რი­სას, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რ­მა, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ იმ ფონ­ზე, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო, ყვე­ლა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო თუ სამ­რეწ­ვე­ლო პრო­დუქ­ტით, დე­ფი­ცი­ტუ­რი ქვე­ყა­ნაა, სა­ჭი­როა რე­გი­ო­ნუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ფუძ­ნ­დეს სას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ პრო­ფე­სი­ებ­ში მო­ამ­ზა­დე­ბენ ახალ­გაზ­რ­დებს, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის­თ­ვის იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო და მა­გა­ლი­თად ყაზ­ბე­გი და­სა­ხელ­და, სა­დაც თურ­მე 17 სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა და მა­ლე უამ­რა­ვი ვა­კან­სია გაჩ­ნ­დე­ბა, რომ­ლის შევ­სე­ბა პრობ­ლე­მად მი­იჩ­ნია. მის კო­ლე­გას, ხა­შუ­რის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, სი­მონ ნო­ზა­ძეს უფ­რო რე­ა­ლის­ტუ­რი გეგ­მე­ბი აქვს: „მსურს ავა­მოქ­მე­დოთ მი­ნის ტა­რის ქარ­ხა­ნა და ქა­რის ელექ­ტ­რო­სად­გუ­რე­ბი 120-180 მგ სიმ­ძ­ლავ­რის. ინ­ვეს­ტი­ცი­ას ხა­შუ­რი­დან წა­სუ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, ხო­ლო ტექ­ნო­ლო­გე­ბი და სხვა მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ად­გილ­ზე უნ­და მო­ვამ­ზა­დოთ, რის­თ­ვი­საც სუ­რამ­ში ვა­პი­რებთ პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის გახ­ს­ნას“.
რო­გორც სხვა დროს, ახ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლად კრი­ტი­კუ­ლი იყო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროფ­კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და საბ­ჭოს სხდო­მის მო­დე­რა­ტო­რი დე­ნის და­ვი­თაშ­ვი­ლი. მან ძი­რი­თა­დად გა­მოკ­ვე­თა წლი­დან წლამ­დე გა­და­უჭ­რე­ლი სა­კითხე­ბი, რაც სის­ტე­მის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბის და­ცე­მას გა­ნა­პი­რო­ბებს. ეს არის, პირ­ველ რიგ­ში, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის არა­თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი, სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­სა­ღე­ბი ტეს­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, რად­გან ეს პრაქ­ტი­კა არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის არა სექ­ტემ­ბერ­ში (რო­გორც უმაღ­ლეს ან ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში) არა­მედ ნო­ემ­ბერ­ში დაწყე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის შე­ღა­ვა­თე­ბის, და­ფი­ნან­სე­ბის, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­რი­ე­რის, აგ­რეთ­ვე 2010 წელს გა­უქ­მე­ბუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის დრო­უ­ლი აღ­დ­გე­ნა და სხვა სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა. მან­ვე აც­ნო­ბა სხდო­მის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ საბ­ჭოს და­ვა­ლე­ბით, სის­ტე­მის გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლია 3 კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი გან­სა­ხილ­ვე­ლად. ესე­ნია: მე­დი­ცი­ნის უმ­ც­რო­სი პერ­სო­ნა­ლის შე­სა­ხებ, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ.
საბ­ჭოს სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­რი­ამ ჯა­ში: „არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა მქონ­და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებ­თან, მო­მის­მე­ნია მა­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი. გა­ვე­ცა­ნი დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტ­საც. პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­გუ­ლის­ხ­მო წი­ნა­და­დე­ბე­ბია, თუმ­ცა არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არ გვაძ­ლევ­დეს ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თუ­კი არ მოხ­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი, ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი­სა და კონ­კ­რე­ტი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მზად ვარ ვიმ­ს­ჯე­ლოთ“. მა­რი­ამ ჯა­ში დარ­გის სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბიც კი არ­სე­ბობს, იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს ფაქ­ტო­რი. „მის გა­რე­შე ნე­ბის­მი­ე­რი პროგ­რა­მა გან­წი­რუ­ლია“ — დას­ძი­ნა მან. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამა­ვე კო­მი­ტე­ტის წამ­ყ­ვან­მა სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, ქე­თე­ვან ტო­მა­რა­ძემ გა­იხ­სე­ნა ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტრა­ტე­გია და პო­ლი­ტი­კა, წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი და ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია. „ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი მი­ღე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის მი­ერ, მაგ­რამ დღეს ისევ ამა­ზე ვსა­უბ­რობთ“ — მოკ­რ­ძა­ლე­ბით დას­ძი­ნა მან. თუმ­ცა, ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ რი­გი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ხარ­ვე­ზე­ბი ხელს უშ­ლის დარ­გის წინ­ს­ვ­ლას.
ეს ნამ­დ­ვი­ლად ასეა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის ბა­რი­ე­რის შექ­მ­ნაც საკ­მა­რი­სია, რომ­ლის გას­წო­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე წლე­ბია სა­უბ­რო­ბენ და, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი (ახა­ლი და არა ძველ­ში ჩას­წო­რე­ბა) მხო­ლოდ სა­გა­ზაფხუ­ლო სე­სი­ის­თ­ვის იქ­ნე­ბა მზად; ჩემს შე­კითხ­ვა­ზე — იგეგ­მე­ბა თუ არა 2010 წელს გა­უქ­მე­ბუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის აღ­დ­გე­ნა და რას ფიქ­რო­ბენ, ზო­გა­დად, ამის შე­სა­ხებ, მა­რი­ამ ჯაშ­მა მი­პა­სუ­ხა, რომ ეს სა­კითხი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა დამ­ტ­კიც­დე­ბა. მა­ნამ­დე კი, თა­ვის მოკ­ლე გა­მოს­ვ­ლა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ თი­თო­ე­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ფუძ­ნ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნა­თა შე­საბ­ამი­სად. ასე რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია გა­უქ­მე­ბულ­თა­გან რო­მე­ლი მო­ექ­ცე­ვა სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში და რო­მე­ლი — არა.
საბ­ჭოს სხდო­მა საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი აღ­მოჩ­ნ­და, სხვა გა­მომ­ს­ვ­ლე­ლებ­მაც, მათ შო­რის სას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებ­მაც გა­მოთ­ქ­ვეს თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რეს, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა­საც გა­უს­ვეს ხა­ზი, მაგ­რამ პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის შეხ­ვედ­რებ­ზე, კა­ნონ­მ­დე­ბელ­თა თუ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­სა­გო­ნად გა­მო­ით­ქ­მის, არ იც­ვ­ლე­ბა:
პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი არა­თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. პროფ­სას­წავ­ლებ­ლე­ბის კურ­სან­ტე­ბი არ სარ­გებ­ლო­ბენ სტი­პენ­დი­ე­ბით, სამ­გ­ზავ­რო შე­ღა­ვა­თე­ბით (დევ­ნი­ლის და შშმ პი­რე­ბის გარ­და); არ შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი ვა­უ­ჩე­რის კერ­ძო კო­ლეჯ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა; პროფ­სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ ეთ­ვ­ლე­ბათ კრე­დი­ტე­ბად, არ აქვთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; პროფ­სას­წავ­ლე­ბე­ლი დრო­ე­ბი­თაც ვერ ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან და ა.შ.
პროფ­სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ატეს­ტა­ტია სა­ჭი­რო, თუმ­ცა შეზღუდ­ვე­ბი ამით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში ჩა­რიცხ­ვა გა­მოც­დით ხდე­ბა. ერ­თი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა, რაც სა­ჯა­რო კო­ლე­ჯებ­ში სწავ­ლის დაწყე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, ერთ-ერთ მთა­ვარ ბა­რი­ე­რად მო­ი­აზ­რე­ბა.
ერ­თი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­მო­ღე­ბის შე­დე­გად ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის კა­ტე­გო­რია შე­იზღუ­და, იმი­ტომ რომ ისი­ნი კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უწე­ვენ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბულ პი­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან და­ბა­ლი ბა­რი­ე­რე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი. სა­კითხა­ვია რამ­დე­ნად ღირს ასე­თი ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის შე­მო­ღე­ბა. სწო­რედ მსგავ­სი სა­კითხე­ბის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბაა იმის მი­ზე­ზი, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა დღემ­დე ვერ გახ­და მიმ­ზიდ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის.
კი­დევ რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა იტ­რი­ა­ლონ ერთ წრე­ზე, ერ­თი და იმა­ვე პრობ­ლე­მე­ბით დარ­გის მეს­ვე­უ­რებ­მა, რამ­დენ ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა ერ­თხელ უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი და დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა-უვარ­გი­სო­ბის თუ ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად სწავ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე მე­თო­დის და­ნერ­გ­ვის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­დუ­ლუ­რი) თა­ო­ბა­ზე, არა­ვინ იცის. ოპ­ტი­მის­ტუ­რი დას­კ­ვ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ გვაქვს, თუნ­დაც ერ­თი მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თის გა­მო — ჯერ კი­დევ 5-6 წლის წინ ით­ქ­ვა არა­ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტის, მათ შო­რის, ამ საბ­ჭოს წევ­რ­თა მი­ერ, რომ შეც­დო­მა იყო ცხრაკ­ლას­და­მა­თავ­რე­ბულ­თათ­ვის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­რი­ე­რის შექ­მ­ნა, სას­წ­რა­ფოდ იყო სა­ჭი­რო კა­ნონ­ში შეს­წო­რე­ბის შე­ტა­ნა, რა­თა ახალ­გაზ­რ­დას, ჯერ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ხე­ლო­ბის შეს­წავ­ლა, ხო­ლო შემ­დეგ, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უმაღ­ლეს­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა შეძ­ლე­ბო­და. ნაც­ვ­ლად ამი­სა, წლე­ბია, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ახა­ლი კა­ნო­ნის შე­საქ­მ­ნე­ლად. საბ­ჭოს სხდო­მის რე­ზო­ლუ­ცი­ის პირ­ვე­ლი პუნ­ქ­ტის მოთხოვ­ნაც ესაა — „2017 წლის სა­გა­ზაფხუ­ლო და სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ებ­ზე მი­ღე­ბულ იქ­ნეს კა­ნო­ნე­ბი „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის“... ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გრძელ­დე­ბა...
თუ ბო­ლომ­დე გულ­დას­მით წა­ი­კითხავთ რე­ზო­ლუ­ცი­ას, მიხ­ვ­დე­ბით, რომ ჩვენ გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არც იც­ვ­ლე­ბა და არც გვარ­დე­ბა. ამი­ტომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ­შიც, ალ­ბათ, არა­ერთ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა: „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ზო­გა­დად, ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ შრო­მის ბაზ­რის რა­ო­დე­ნობ­რივ და ხა­რის­ხობ­რივ მოთხოვ­ნებს“ (მომ­ხ­სე­ნებ­ლის გა­მოს­ვ­ლა­ში კი ით­ქ­ვა კად­რებ­ზე მოთხოვ­ნა არ არის იმ­დე­ნად დი­დი, რომ ბიზ­ნეს­მა მის მო­სამ­ზა­დებ­ლად ფუ­ლი და­ხარ­ჯოს!) და ამას ვერ უშ­ვე­ლის კი­დევ ერ­თი ჩა­ნა­წე­რი ახალ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, რომ ყო­ველ­მა მომ­დევ­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ას, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭოს მი­ერ დას­მულ სა­კითხებ­სა თუ პრობ­ლე­მებს მო­აგ­ვა­რებს.

25-28(942)N