გამოდის 1998 წლიდან
2016-12-15
რო­გორ გან­ვა­ვი­თა­როთ გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და, სა­ხელ­წო­დე­ბით — „მოსწავლის გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა“. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი ყო­ველ­წ­ლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ას პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ნი­ხი­ლავს და ამ­ბობს, რომ ცენ­ტ­რი უკ­ვე მე­ოთხედ ატა­რებს და და­სას­წ­რე­ბად მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­დი­ან: „წელ­საც, კონ­ფე­რენ­ცი­ას მას­წავ­ლებ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ეს­ტუმ­რ­ნენ. ისი­ნი მო­ის­მე­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ. ეს არის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა იმ ციკ­ლი­სა, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ვუ­წო­დებთ.“
კონ­კურ­სი, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოცხად­და და შე­მო­სუ­ლი 300-მდე გა­ნაცხა­დი­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნილ­მა კო­მი­სი­ამ, 59 სა­უ­კე­თე­სო მოხ­სე­ნე­ბა შე­არ­ჩია.
კონ­ფე­რენ­ცი­ას სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის 100-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი ეს­წ­რე­ბო­და. სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის 59-მა მომ­ხ­სე­ნე­ბელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა კო­ლე­გებს სა­ინ­ტე­რე­სოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი თე­მე­ბი წა­რუდ­გი­ნა, მათ შო­რის: წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ციფ­რუ­ლი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სწავ­ლე­ბა კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის რის­კე­ბის მარ­თ­ვის შე­სა­ხებ — მათ შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თათ­ვის და ეკო­ლო­გი­უ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.
„დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა — გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი — ციფ­რუ­ლი, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი და სხვ., სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ისე მო­მა­ვა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის და არც თუ ისე ად­ვი­ლია მი­სი სწავ­ლე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ტექ­ს­ტ­ში. სა­გან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­აქ­ცი­ოს ამ საგ­ნის ცხოვ­რე­ბას­თან კავ­შირს და სწო­რედ ამ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, და­ეწყო ექ­პე­რი­მენ­ტი და ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე. სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­ში რო­გორ შეძ­ლეს გარ­კ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა და რა გა­მო­უ­ვი­დათ პე­და­გო­გებს, სწო­რედ ამას მო­ვის­მენთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.“ — გა­ნაცხა­და, კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­ს­ნი­სას, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მის­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა.
რა­ტომ შე­ირ­ჩა წლე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მად გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით მას­წავ­ლებ­ლებს გარ­კ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, რომ თა­ვი­ანთ საგ­ნებ­ში გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი გა­ნა­ვი­თა­რონ. რო­გორც მან გვითხ­რა, მარ­თა­ლია, ერ­თი მხრივ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ამას პე­და­გო­გებს ავალ­დე­ბუ­ლებს, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან მოკ­რ­ძა­ლე­ბულ ჩა­ნა­წერს სთა­ვა­ზობს: „მხო­ლოდ ერ­თი აბ­ზა­ცით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რა არის გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლებს აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ ხელ­შეწყო­ბა, რომ გა­ნა­ვი­თა­რონ გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ ჩავ­თ­ვა­ლეთ სა­ჭი­როდ, რომ მე­ოთხე ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია სწო­რედ ამ თე­მის­თ­ვის მიგ­ვეძღ­ვ­ნა.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლე­ბელ­თა აქ­ტი­უ­რო­ბის ზრდა. წელს 300-მა პე­და­გოგ­მა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მა, მათ­გან კო­მი­სი­ამ 59 მი­იჩ­ნია სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მქო­ნედ. კო­მი­სი­ას ჩვე­ნი ცენ­ტ­რი­სა და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, სწო­რედ მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით შე­ირ­ჩა მე­ოთხე კონ­ფე­რენ­ცი­ის­თ­ვის 59 სა­უ­კე­თე­სო თე­მა.“
რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად ამ აქ­ტი­ვო­ბას, მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი ამ­ბობს, რომ: „მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს სივ­რ­ცე, სა­დაც ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას შე­ა­ჯა­მე­ბენ და ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია სწო­რედ ეს სივ­რ­ცეა — ერ­თი მხრივ, ეს არის მას­წავ­ლებ­ლის ნაღ­ვა­წის და­ფა­სე­ბა და მე­ო­რე მხრივ, სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეც­ნონ კო­ლე­გე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბას, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას და შემ­დ­გომ თა­ვი­ანთ პრაქ­ტი­კა­შიც მო­სინ­ჯონ და გა­მოს­ცა­დონ.“
მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბის აზ­რით, ეს კონ­ფე­რენ­ცია მათ­თ­ვის იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­სურ­ვე­ლია, უფ­რო მეტ მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ცეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. 43-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი ნი­ნო აბუ­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის ნი­მუ­შე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და რაც უფ­რო მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­ხავს, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა: „ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც პე­და­გო­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ისე სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის. ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია ერთ-ერ­თი ის ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ მი­ერ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მე­ბი დას­ტუ­რია, რომ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს კარ­გად წარ­ვ­მარ­თავთ და არ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბით ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს. სწო­რედ ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა, პე­და­გოგ­მა უნ­და გა­ი­ზი­ა­როს“.
კონ­ფე­რენ­ცი­ის მას­შ­ტა­ბის ზრდას მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნიც ემ­ხ­რო­ბა და ამ­ბობს: „რად­გან წე­ლი­წად­ში ერთ ეროვ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ას ვა­ტა­რებთ, ამი­ტო­მაც გვი­წევს მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის შეზღუდ­ვა. თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­შ­ტა­ბი გავ­ზარ­დოთ. ვგეგ­მავთ საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ხელ­შეწყო­ბას, რომ მათ ჩა­ა­ტა­რონ კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, სა­დაც ჯგუ­ფე­ბი — მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. ეს სა­მო­მავ­ლო გეგ­მაა, ამ­ჟა­მად კი ამას ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ხე აქვს“.
ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს თე­მე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით სწავ­ლე­ბი­სა და ბუ­ნე­ბის შე­მეც­ნე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის რო­ლის შე­სა­ხებ.
ნი­ნო აბუ­ლა­ძემ კო­ლე­გებს „ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის“ თე­მით შეს­თა­ვა­ზა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს გახ­ლ­დათ სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე: „დი­უ­ის კონ­ცეფ­ცი­ით „სწავ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ცოდ­ნა სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­ცეს­ში ყა­ლიბ­დე­ბა“.
 რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს მოს­წავ­ლემ ის ცოდ­ნა, რო­მელ­საც ვაძ­ლევთ? რო­გორ გა­ვუღ­ვი­ვოთ ინ­ტე­რე­სი მოს­წავ­ლე­ებს იმი­სათ­ვის, რომ უკეთ და­ი­ნა­ხონ და გან­საზღ­ვ­რონ სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და ზო­გა­დად, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორ შეძ­ლონ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კად­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლის გა­ფილ­ტ­ვ­რა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, მა­სა­ლის შექ­მ­ნა და გავ­რ­ცე­ლე­ბა. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა არ არის ცალ­კე სა­გა­ნი, ის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი მოს­წავ­ლეს ყო­ველ­დღე, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ამის გა­მო, ხში­რად მი­წევს ფიქ­რი იმა­ზე, რო­გორ შე­ვარ­ჩიო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დროს ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ ამ უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბის დროს, სამ­წუ­ხა­როდ, ფარ­თოდ არის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ე.წ. ტეს­ტი­რე­ბა, სა­დაც აქ­ცენ­ტი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კეთ­დე­ბა დეკ­ლა­რა­ტი­ულ ცოდ­ნა­ზე. ამ დროს ვი­ცით, რომ ჩვე­ნი სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი ფუნ­ქ­ცი­უ­რი ცოდ­ნა უნ­და იყოს. ამ პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად ვფიქ­რობ, რო­მე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა შევ­თა­ვა­ზო მოს­წავ­ლე­ებს რო­გორც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე, ასე­ვე მა­სა­ლის შე­ჯა­მე­ბი­სას; ამ­ჯე­რად, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­ვად­გი­ნე მეშ­ვი­დე კლას­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა „ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი“ — უკ­ვე ნას­წავ­ლი ქვეყ­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო: წი­ნა­რე­ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო გვერ­დის შე­საქ­მ­ნე­ლად (ამის­თ­ვის შე­ვარ­ჩი­ეთ მა­იქ­რო­სოფ­ტის სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა ჴne note), ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა, და­ხა­რის­ხე­ბა, გა­ფილ­ტ­ვ­რა, უკ­ვე ნას­წავ­ლი მა­სა­ლის შე­ჯა­მე­ბა და წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე ახა­ლი, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბის და­შე­ნე­ბა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა ე.წ. ბლოკ­ნოტ­ში და გა­ზი­ა­რე­ბა. ეს არის და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ უწყობს ხელს იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს არა მხო­ლოდ სკო­ლა­ში, არა­მედ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში სჭირ­დე­ბა, ანუ მი­ი­ღოს სკო­ლა­ში ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს. სწო­რედ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლების პრო­ცეს­ში ჩნდე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­ნათ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა.“
და­ვით ნო­ზა­ძე, „ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის“ მას­წავ­ლებ­ელი: ჩე­მი თე­მა „კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა“ სექ­ცი­ის „ციფ­რუ­ლი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში მო­ვამ­ზა­დე. 59 არ­ჩე­უ­ლი თე­მი­დან ამ სექ­ცი­ა­ში ში­ნა­არ­სობ­რი­ვად დატ­ვირ­თუ­ლი 10 ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბა იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რი სპე­ცი­ფი­კი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბით იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს თე­მას „კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა“, ერთ-ერ­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რია დღე­ვან­დელ სა­გან­მანა­თ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. დღე­ვან­დელ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში საკ­მა­ოდ ბევრს სა­უბ­რო­ბენ თა­მა­შით სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ და გვირ­ჩე­ვენ პე­და­გო­გებს, რომ თა­მა­შის ელე­მენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ნე­ბის­მი­ერ ასა­კობ­რივ სა­ფე­ხურ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დაწყე­ბით­სა და სა­ბა­ზო კლა­სებ­ში. თა­მა­შით სწავ­ლე­ბას კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რესოს ხდის კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, რომ­ლის დრო­საც თვი­თონ მოს­წ­ავ­ლე­ე­ბი, პე­და­გო­გის დახ­მა­რე­ბით, ქმნი­ან სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებს თა­მა­შის სა­ხით, რაც მოს­წავ­ლე­ში აღ­ვი­ძებს შე­მოქ­მე­დები­თო­ბის და მა­ღა­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარს. მოს­წავ­ლე კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის პროცესშია და და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის (პრობ­ლე­მის) მოგ­ვა­რე­ბა­ში.
სწავ­ლა-კე­თე­ბის მე­თო­დი დღი­თი დღე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და უშუ­ა­ლოდ შე­დეგ­ზე აისა­ხე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მით მოს­წავ­ლე­ებს ნას­წავ­ლი, ნა­ნა­ხი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა აღა­რა­სო­დეს და­ა­ვიწყ­დე­ბათ. მეც ასეთ მე­თოდს თით­ქ­მის სის­ტე­მა­ტ­უ­რად მივ­მარ­თავ საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას, და, ალ­ბათ, ადეკ­ვა­ტუ­რი­ცაა, რად­გან ისტ სწავ­ლე­ბა კე­თე­ბის (პრაქ­ტი­კის) გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი პე­და­გო­გი იყე­ნებს ამ მე­თოდს ისტ სწავ­ლე­ბის დროს, თუმ­ცა ჩე­მი მიდ­გომა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია — მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად ქმნი­ან სხვა­დას­ხ­ვა სა­აზ­როვ­ნო თა­მა­შებს და ამ თა­მა­შის კე­თე­ბის პრო­ცეს­ში სწავ­ლო­ბენ ძა­ლი­ან ბევრ სხვა­დას­ხ­ვა მათ­თ­ვის უც­ნობ და სა­ჭი­რო ინ­ს­ტ­რუ­მენტს. თე­მა­ში კარ­გად ჩანს, თუ რო­გორ ავი­თა­რებს „კე­თე­ბით სწავ­ლა“ მოს­წავ­ლე­ებ­ში მა­ღალ შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბას. ამას შემ­დეგ­ნა­ი­რად ვა­ხერ­ხებთ: მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ საპ­რე­ზენ­ტა­ციო პროგ­რა­მას მicrosoft ჵower ჵoint -ის გა­რე­მო­ში, მათ­­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ამ პროგ­რა­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბაც. პროგ­რა­მას მოს­წავ­ლე­ებს სხვა კუთხით ვთა­ვა­ზობ, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა  პროგ­რა­მა მicrosoft ჵower ჵoint მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის — სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­შის შექ­მ­ნა. ასე­თი მიდ­გო­მა მათ­თ­ვის არის ახა­ლი და სა­ი­ნტე­რე­სო, რაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, კრე­ა­ტი­ული უნა­რის გა­მოვ­ლე­ნა­საც უწყობს ხელს.
რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად კო­ნფე­რენ­ცი­ას, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი დღე აღ­მოჩ­ნ­და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად დატვირ­თუ­ლი, ცენ­ტ­რის მომ­ხ­სე­ნებ­ლებ­მა ბევ­რი სი­ახ­ლე გაგ­ვაც­­ნეს, მე­ო­რე დღე კი სექ­ცი­ურ მუ­შა­ო­ბას და­ეთ­მო.
ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­სარ­გებ­ლოა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გარ­და, კრე­დიტ-ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც იძ­ლე­ვა. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის მი­ხედ­ვით, კონ­ფე­რენ­ცი­ის მომ­ხ­სე­ნე­ბელ მას­წავ­ლე­ბელს ერ­თი კრე­დიტ-ქუ­ლა ენი­ჭე­ბა.

25-28(942)N