გამოდის 1998 წლიდან
2016-12-15
რო­გორ და­ვეხ­მა­როთ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლ­სა და ინი­ცი­ა­ტორს ეფექ­ტი­ა­ნი ხერ­ხე­ბი სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის და­უფ­ლე­ბის­თ­ვის


მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ტრე­ნინგმო­დუ­ლის „სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცია და ტო­ლე­რან­ტუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყო. რო­გორც ცენ­ტ­რ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბუ­ლინ­გი­სა და ძა­ლა­დო­ბის კომ­პო­ნენ­ტი აქამ­დე მხო­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო, თუმ­ცა სა­კითხის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, შე­იქ­მ­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლი ტრე­ნინგმო­დუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ტრე­ნინგმო­დუ­ლის შექ­მ­ნის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ას და ტო­ლე­რან­ტუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტან­დარ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძემ გვითხ­რა, რომ  „შე­იქ­მ­ნა ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი მო­დუ­ლი, რო­მელ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა ის სა­კითხი, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­ლუ­რია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსო­ფლი­ო­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ძა­ლი­ან ბევრს წე­რენ და სა­უბ­რო­ბენ ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­შიც, ერთ-ერ­თი ურ­თუ­ლე­სი და და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მაა, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­ვეა ჩვენ­თა­ნაც. პე­რი­ო­დუ­ლად ვიწყებთ ამა­ზე სა­უ­ბარს და მე­რე, სამ­წუ­ხა­როდ, რა­ღაც­ნა­ი­რად მი­იჩ­ქ­მა­ლე­ბა ხოლ­მე. თუმ­ცა მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამის მიჩ­ქ­მალ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა ტი­პის მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან, უფ­რო გამ­ჭოლ უნა­რებ­ზე  მუ­შა­ო­ბენ მოს­წავ­ლე­ებ­თან, ვიდ­რე სხვა საგ­ნებ­ში საგ­ნობ­რივ ჭრილ­ში. ჩვენ ეს მო­დუ­ლი უნ­და მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ერ­თ­გ­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და, რომ ამ წე­ლი­წად­ში შეგ­ვექ­მ­ნა მო­დუ­ლი და  დაგ­ვეწყო ტრე­ნინ­გე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა თე­მა­ტი­კას, ძა­ლი­ან ფარ­თოა და მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ბუ­ლინ­გი­სა და მი­სი პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ — რა არის ზო­გა­დად ბუ­ლინ­გი, რა ტერ­მი­ნებს მო­ი­ცავს, რა აწარ­მო­ებს ბუ­ლინგს, რა­ტომ ძა­ლა­დო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ზე, მათ შო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რა სა­ხე­ო­ბის ბუ­ლინ­გი არ­სე­ბობს, ვინ არის სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მსხვერ­პ­ლი, რას წარ­მო­ად­გენს  ადა­მი­ა­ნი,  რო­მე­ლიც მო­ძა­ლა­დის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბა. გან­ხი­ლუ­ლია ასე­ვე სტიგ­მა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რაც ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყ­ვე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის და კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი და ა.შ.“
უშუ­ა­ლოდ მო­დუ­ლის ში­ნა­არ­სობ­რივ დე­ტა­ლებ­ზე კი მი­სი ავ­ტო­რი, სამოქალაქო გა­ნათ­ლე­ბის  კონ­სულ­ტან­ტი ნი­ნო ბე­სე­ლია სა­უბ­რობს:
— ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლი „სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცია და ტო­ლე­რან­ტუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა“ საკ­ლა­სო და სას­კო­ლო პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მა­ტი­კას მო­ი­ცავს: ბუ­ლინ­გი­სა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია; ტო­ლე­რან­ტუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა; ბავ­შ­ვ­ზე ძა­ლა­დო­ბა, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი; კულ­ტუ­რა­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა; სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა; კონ­ფ­ლიქ­ტის არ­სის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა; ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია; სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლებს; ასე­ვე, ძა­ლა­დო­ბი­სა და ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩარ­ჩოს, კვლე­ვებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნ­და და ტრე­ნინ­გ­ზე 1200-მდე მსურველი და­რე­გის­ტ­რირ­და, მათ­გან 334-მა უკ­ვე გა­ი­ა­რა. ტრე­ნინ­გის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლებს ევა­ლე­ბათ გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ას. ტრე­ნე­რი მო­ნა­წი­ლე­ებს ტრე­ნინ­გ­ზე აქ­ტი­უ­რო­ბის, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის, დას­წ­რე­ბი­სა და გაკ­ვე­თი­ლის სცე­ნა­რის შე­მუ­შა­ვე­ბის მი­ხედ­ვით აფა­სებს და მათ 1.5 კრე­დიტ-ქუ­ლა­საც ანი­ჭებს.
— რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნოს ან შე­ამ­ჩ­ნი­ოს  სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გი მას­წავ­ლე­ბელ­მა?
— მოზ­რ­დი­ლებს უჭირთ ბუ­ლინ­გის ამოც­ნო­ბა. ისი­ნი ხში­რად ერ­თ­მა­ნე­თის­გან ვერ ას­ხ­ვა­ვე­ბენ ბუ­ლინგს თა­მა­შით ჩხუ­ბი­სა (ძიძ­გი­ლა­ო­ბა) და ნორ­მა­ლუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის­გან (უთან­ხ­მო­ე­ბა მე­გო­ბრებს შო­რის) და ხში­რად ნამ­დ­ვილ აგ­რე­სი­ას თა­მა­შად მი­იჩ­ნე­ვენ. სამ­წუ­ხა­როდ, მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო, ბუ­ლინგს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ბუ­ნებ­რივ, არა­სა­გან­გა­შო გა­მოვ­ლი­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ — „გა­იზ­რ­დე­ბა და აღარ გა­ა­კე­თებს“, „ბი­ჭე­ბი მა­ინც ბი­ჭე­ბი არი­ან“, „უბ­რა­ლოდ, ყუ­რადღე­ბას ნუ მი­აქ­ცევ“ და სხვ. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოზ­რ­დი­ლე­ბის­თ­ვის ბუ­ლინ­გი და­ფა­რუ­ლია, რად­გან, რო­გორც წე­სი, ბავ­შ­ვე­ბი არ ატყო­ბი­ნე­ბენ მათ ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, რო­ცა ცნო­ბი­ლია ფაქ­ტე­ბი, მა­შინ მოზ­რ­დი­ლებ­მა არ იცი­ან, რო­გორ უპა­სუ­ხონ ბუ­ლინგს. არა­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის, ისე ინი­ცი­ა­ტო­რის დახ­მა­რე­ბა.
— რო­გორ მო­იქ­ცეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ გა­დაჭ­რას ბუ­ლინ­გის პრობ­ლე­მა?
— აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელ­მა და­ზა­რა­ლე­ბულ ბავშვს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, მოყ­ვეს რაც მოხ­და, რას გრძნობს, რა მო­უ­ვი­და. ჩვენ ვურ­ჩევთ მათ, გა­მო­ხა­ტეთ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა და მხარ­და­ჭე­რა, ერ­თად გა­არ­კ­ვი­ეთ, რა მოხ­და, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად შე­ად­გი­ნეთ მი­სი უსაფ­რ­თხო­ე­ბის გეგ­მა: იმ­ს­ჯე­ლეთ, რო­გორ აარი­დოს ბავ­შ­ვ­მა თა­ვი ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ებს; გან­საზღ­ვ­რეთ, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და ბავ­შ­ვი, ბუ­ლინ­გი რომ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო? მო­ე­ლა­პა­რა­კეთ იმა­ზე, თუ ვის შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­მა უამ­ბოს, თუ ბუ­ლინ­გი არ შეწყ­დე­ბა.
შე­ე­ცა­დეთ ჩარ­თოთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­დაც მას თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა. ამით ბავშვს და­ეხ­მა­რე­ბით თა­ნა­ტოლ­თა მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბა­ში.
არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მას­წავ­ლე­ბელს არ და­ა­ვიწყ­დეს, რომ ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბუ­ლინ­გის ინი­ცი­ა­ტო­რი ბავ­შ­ვის დახ­მა­რე­ბა, რო­გორც მსხვერ­პ­ლის. პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა არ უნ­და აღიქ­ვათ, რო­გორც ბავ­შ­ვუ­რი სი­ცელ­ქე, რად­გან დრო­უ­ლი კო­რექ­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის სტი­ლად იქ­ცეს, ყვე­ლა აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­დე­გით. აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის შეც­ვ­ლა სწო­რედ ბავ­შ­ვო­ბის ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა.
გუ­ლახ­დი­ლად და­ე­ლა­პა­რა­კეთ ბავშვს და შე­ე­ცა­დეთ გა­არ­კ­ვი­ოთ სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა სხვა ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის პრო­ვო­ცი­რე­ბა. ზოგ­ჯერ აგ­რე­სო­რე­ბად მშობ­ლის­გან, სხვა ბავ­შ­ვის­გან, უფ­რო­სი და-ძმის­გან ძა­ლა­დო­ბა­გან­ც­დი­ლი ბავ­შ­ვე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი წყე­ნა სხვა ბავ­შ­ვ­ზე გა­და­აქვთ.
დახ­მა­რე­ბა მი­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს არა და­ნა­შა­უ­ლის ძი­ე­ბი­სა და დას­ჯის­კენ, არა­მედ ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის შეც­ვ­ლი­სა­კენ სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი ქცე­ვით. ხში­რად აგ­რე­სო­რის დას­ჯით ჩვენ ვერ ვა­ჩე­რებთ მას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, არა­მედ იმის ჩვე­ნე­ბა, რომ აგ­რე­სო­რის ქცე­ვაა მი­უ­ღე­ბე­ლი და არა თა­ვად ბავ­შ­ვი. მშვი­დად, ნათ­ლად, ბავ­შ­ვის­თ­ვის გა­სა­გე­ბად აღ­წე­რეთ მი­სი ქცე­ვა და უთხა­რით, ბუ­ლინ­გის რა ფორ­მაა ეს. მშვი­დად აუხ­სე­ნით აგ­რე­სორს, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს სხვა ბავ­შ­ვებ­ზე მი­სი ასე­თი ქცე­ვა. გა­არ­კ­ვი­ეთ, რა მოხ­და (რო­გორ ეს­მის ამ ბავშვს მომ­ხ­და­რი); აუცი­ლებ­ლად უთხა­რით, რომ ასე­თი ქცე­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია და შე­ახ­სე­ნეთ, რო­გორ ქცე­ვას ელით მის­გან. გა­ა­გე­ბი­ნეთ მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და ქცე­ვის შე­დე­გე­ბი (შე­ატყო­ბი­ნე­ბენ მშობ­ლებს, ჩა­ტო­ვე­ბენ კლას­ში, გა­მო­უცხა­დე­ბენ საყ­ვე­დურს და სხვა). თუ ბავ­შ­ვი-აგ­რე­სო­რის ქცე­ვის შე­ჩე­რე­ბას ვერ ახერ­ხებთ, უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და ეცა­დოთ გა­და­იყ­ვა­ნოთ სხვა სკო­ლა­ში არა მსხვერ­პ­ლი, არა­მედ აგ­რე­სო­რი!
მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იცო­დეს, რომ კლა­სის უსაფ­რ­თხო გა­რე­მო სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მოა ბავ­შ­ვე­ბის ეფექ­ტუ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის. კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილ­ზე ზრუ­ნავს არა მხო­ლოდ ცოდ­ნის გა­და­ცე­მა­ზე, არა­მედ უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე. ის ამ­ჩ­ნევს ბუ­ლინ­გის გა­მოვ­ლი­ნე­ბებს, არ გა­მო­ე­პა­რე­ბა ჯგუ­ფი­დან გა­რი­ყუ­ლი და მოწყე­ნი­ლი ბავ­შ­ვი და გა­არ­კ­ვევს მი­სი ასე­თი ქცე­ვის ან ემო­ცი­ის მი­ზე­ზებს. პე­და­გო­გი მხარს უჭერს და­ჩაგ­რულ ბავშვს და ცდი­ლობს ბუ­ლინ­გის შე­ჩე­რე­ბას; ეხ­მა­რე­ბა ბავშვს რე­ა­გი­რე­ბის სა­თა­ნა­დო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პოვ­ნა­ში, რო­ცა მას ვინ­მე ჩაგ­რავს — არ ეუბ­ნე­ბა, რომ  უბ­რა­ლოდ არ მი­აქ­ცი­ოს ამას ყუ­რადღე­ბა, ან რომ თა­ვი უნ­და და­იც­ვას და სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­დოს. მის ფუნ­ქ­ცი­ა­შია დაეხ­მა­როს აგ­რე­სორ ბავშვს ქცე­ვის შეც­ვ­ლა­ში.
— რო­გო­რი უნ­და იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პე­და­გოგს, აღ­მ­ზ­რ­დელ­სა და ბავ­შ­ვებს შო­რის?
— ჯგუფ­ში იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, ყო­ველ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა. ამი­ტომ, ამ მხრივ რა­ი­მე სტან­დარ­ტუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის მო­წო­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა და­ი­სა­ხოს ზო­გა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა.
იზო­ლა­ცი­ის ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვე გა­დად­გ­მუ­ლია. მე­ო­რე ეტა­პია ბავ­შ­ვის გა­რი­ყუ­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აუცი­ლე­ბე­ლია გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ბავ­შ­ვის მი­მართ. ხში­რად აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი, უნე­ბუ­რად, თა­ვი­ან­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით აუარე­სე­ბენ ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას. ცნო­ბი­ლია, რომ აღ­მ­ზ­რ­დე­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვე­ბის ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ზოგ­ჯერ აღ­მ­ზ­რ­დე­ლი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი­თა და შე­ფა­სე­ბე­ბით, უნებ­ლი­ედ, იწ­ვევს ამა თუ იმ ბავ­შ­ვის მი­მართ არა­კე­თილ­გან­წყო­ბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. და­უშ­ვე­ბე­ლია შე­ნიშ­ვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­საზ­რ­დე­ლის პი­როვ­ნე­ბას ეხე­ბა, მა­გა­ლი­თად, „შენ სა­ერ­თოდ ზარ­მა­ცი ხარ“, „შენ ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლას უშ­ლი“. და­უშ­ვე­ბე­ლია მთე­ლი ჯგუ­ფის მი­სა­მარ­თით გა­ცე­მუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი: „არ იმე­გობ­როთ ნი­კას­თან“ და სხვ.
ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მარ­ტო ამ ტი­პის შე­ნიშ­ვ­ნე­ბი, არა­მედ ზედ­მე­ტი შე­ქე­ბაც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ შე­ქე­ბი­სას ხდე­ბა სხვა ბავ­შ­ვ­თან შე­და­რე­ბა: „აი, რა კარ­გი ბი­ჭია ირაკ­ლი, შენ კი არ გგავს“. ამ­გ­ვა­რი შე­და­რე­ბე­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის შე­დე­გად ობი­ექ­ტუ­რად მარ­თ­ლაც კარ­გი ბავ­შ­ვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ურ იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.
პე­და­გო­გი უნ­და შე­ე­ცა­დოს ნაკ­ლებ­კონ­ტაქ­ტუ­რი ბავ­შ­ვის და­მე­გობ­რე­ბას ჯგუფ­თან. ამი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა სხ­ვა­დას­ხ­ვა გზა გა­მო­ი­ყე­ნოს, მა­გა­ლი­თად,  ჩარ­თოს ბავ­შ­ვი სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და და­ეხ­მა­როს წარ­მა­ტე­ბის მი­ღ­წევ­აში იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე მე­ტად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. აგ­რე­სი­ულ ბავშვს უნ­და და­ეხ­მა­როს აფექ­ტუ­რო­ბის (აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, ბუ­ტი­ა­ო­ბა) დაძ­ლე­ვა­ში, მორცხვ და  გა­უ­ბე­დავს — სი­მორ­ცხ­ვის დაძ­ლე­ვა­ში, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. კარ­გი შე­დე­გის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ირი­ბი ხერ­ხი­თაც. მა­გა­ლი­თად, ზოგ­ჯერ სა­სარ­გებ­ლოა, რომ გა­რი­ყუ­ლი ბავ­შ­ვის მხარ­და­ჭე­რა ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა თა­ნა­ტო­ლებ­მა გა­მო­ხა­ტონ.
ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია მას­წავ­ლე­ბელ­სა და ბავშვს შო­რის კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის უნა­რი. მოს­წავ­ლემ უნ­და და­ი­ნა­ხოს, რომ მის მი­მართ პე­და­გო­გი ყუ­რადღე­ბი­ა­ნია და კარ­გად ექ­ცე­ვა. იმი­სათ­ვის, რომ იზო­ლი­რე­ბულ ბავშვს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­როთ ზოგ­ჯერ აუცი­ლე­ბე­ლია ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მ­ნა, რო­მელ­შიც ის შეძ­ლებს თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას, თა­ნა­ტოლ­თა ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბას.
— ტრე­ნინგმო­დუ­ლის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლებს, სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის, სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ სწავ­ლე­ბას სთა­ვა­ზობთ. რას გუ­ლის­ხ­მობს სწავ­ლე­ბის ეს მე­თო­დი და რო­მე­ლი უნა­რე­ბი უვი­თარ­დე­ბათ მოს­წავ­ლე­ებს სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შე­დე­გად?
— სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბავ­შ­ვე­ბიც და ზრდას­რუ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ ცოდ­ნას, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და უნარ-ჩვე­ვებს იმი­სათ­ვის, რომ გა­აც­ნო­ბი­ე­რონ და მარ­თონ ემო­ცი­ე­ბი, მი­აღ­წი­ონ და­სა­ხულ მიზ­ნებს, იგ­რ­ძ­ნონ და გა­მო­ავ­ლი­ნონ ემ­პა­თია სხვე­ბის მი­მართ, გა­მო­ი­მუ­შა­ონ და შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კი­დონ თა­ვი­ანთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს.
სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შე­დე­გად მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ შემ­დე­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი: თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა — შე­უძ­ლი­ათ ამო­იც­ნონ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი, აღ­წე­რონ თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ზუს­ტად შე­ა­ფა­სონ სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი. ისი­ნი ხდე­ბი­ან მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი და აქვთ მო­მავ­ლის იმე­დი;
შეს­წევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თა­ნაცხოვ­რე­ბის უნა­რი. კერ­ძოდ, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­ნახ­ვი­სა და გა­აზ­რე­ბის, მათ­და­მი ემ­პა­თი­ის გა­მოვ­ლე­ნის უნა­რი;
შე­უძ­ლი­ათ და­ი­ნა­ხონ და და­ა­ფა­სონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა. მათ შე­უძ­ლი­ათ, აქ­ტი­უ­რად მო­ი­ძი­ონ და სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ი­ყე­ნონ ოჯა­ხის, სკო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­სურ­სე­ბი.
მოს­წავ­ლე­ე­ბი სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით იღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს სკო­ლა­ში, სახ­ლ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ეთი­კურ სტან­დარ­ტებს, უსაფ­რ­თხო­ე­ბის პრინ­ცი­პებს, შე­სა­ბა­მის სო­ცი­ა­ლურ ნორ­მებს; პა­ტივს სცე­მენ სხვებს და ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ქმე­დე­ბის შე­საძ­ლო შე­დე­გებს. იყე­ნე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნარს სას­წავ­ლო და სო­ცი­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი არი­ან, ხე­ლი შე­უწყონ თა­ვი­ან­თი სკო­ლის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას.
— რო­გო­რია  ის მზრუნ­ვე­ლი საკ­ლა­სო და სას­კო­ლო გა­რე­მო, რო­მე­ლიც ბუ­ლინ­გი­სა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის უნ­და შე­იქ­მ­ნას?
— „სას­წავ­ლო მზრუნ­ვე­ლი გა­რე­მოა  სივ­რ­ცე, სა­დაც წევ­რე­ბი თავს გრძნო­ბენ და­ფა­სე­ბუ­ლად, ურ­თი­ერ­თო­ბენ ერ­თ­მა­ნეთ­თან და ხელს უწყო­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის წინ­ს­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას“ (ერიკ შაფ­სი, „ბავ­შ­ვ­თა გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი“).
ბუ­ლინ­გი­სა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის ქმე­დე­ბებს გა­ნა­პი­რო­ბებს ოჯახ­თან, თა­ნა­ტო­ლებ­თან, სკო­ლას­თან და თემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რი. სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბია: ნე­გა­ტი­უ­რი სას­კო­ლო გა­რე­მო; სკო­ლის ზო­გა­დი და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის თავ­ს­მოხ­ვე­უ­ლი ში­ნა­გა­ნა­წე­სი; სკო­ლა­ში თამ­ბა­ქოს, ალ­კო­ჰო­ლის და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა; მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის უქონ­ლო­ბა სკო­ლის წი­ნა­შე; მშობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის ჩა­ურ­თ­ვე­ლო­ბა მო­ზარ­დის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში; მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ყო­ფა მათ სო­ცი­ა­ლურ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ქცე­ვით და სხვა ფაქ­ტო­რებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით.
ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა და თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბით: სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა მხარ­დამ­ჭე­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­ში მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მა­თი ჩარ­თ­ვით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით, მოს­წავ­ლე­თა არა­ე­თი­კუ­რი ქცე­ვი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ზნე­ობ­რი­ვი ნორ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით.
ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი საკ­ლა­სო ოთა­ხის მომ­ზა­დე­ბაა. მოს­წავ­ლე­თა უკე­თე­სი ჩარ­თუ­ლო­ბის მიზ­ნით, მას­წავ­ლე­ბელ­მა ისე უნ­და გა­ნა­ლა­გოს სკა­მე­ბი, რომ ყვე­ლა კარ­გად ხე­დავ­დეს ერ­თ­მა­ნეთს. მერ­ხე­ბის ჯგუ­ფუ­რი გან­ლა­გე­ბა ქმნის თა­ნამ­შ­რომ­ლურ, საქ­მი­ან და თა­ვი­სუ­ფალ ატ­მოს­ფე­როს. მას­წავ­ლე­ბე­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხის ინ­ტე­რი­ერს აწყობს აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ბა­მი­სად; დი­სკუ­სი­ის წარ­მარ­თ­ვი­სას, სკა­მებს გა­ნა­ლა­გებს ისე, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა ერ­თ­მა­ნეთს უყუ­რონ; კლას­ში გაკ­რუ­ლი პლა­კა­ტე­ბი და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს.
— ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლებს მი­ა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ალ­ბერტ ბან­დუ­რას სო­ცი­ა­ლურ-კოგ­ნი­ტუ­რი თე­ო­რი­ის ზო­გა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ. თუ შე­იძ­ლე­ბა, გვითხა­რით, რას გუ­ლის­ხ­მობს ეს პრინ­ცი­პე­ბი?
— ბან­დუ­რას სწავ­ლის სო­ცი­ა­ლურ-კოგ­ნი­ტუ­რი თე­ო­რია მო­ი­ცავს ისეთ კოგ­ნი­ტურ ფაქ­ტო­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: რწმე­ნე­ბი, მო­ლო­დი­ნე­ბი, მო­ტი­ვა­ცია, მე-კონ­ცეფ­ცია. მის­თ­ვის სწავ­ლა შე­მეც­ნე­ბი­თი სტრუქ­ტუ­რე­ბის  კომ­პე­ტენ­ციაა (მა­თი მეშ­ვე­ო­ბით ვსწავ­ლობთ), თვი­თე­ფექ­ტი­ა­ნო­ბა გა­გე­ბუ­ლია, რო­გორც ცნო­ბი­ე­რი წარ­მოდ­გე­ნა ან მსჯე­ლო­ბა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, მო­ტი­ვა­ცი­აც კოგ­ნი­ტუ­რი პრო­ცე­სე­ბის წყა­ლო­ბით წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა. ბან­დუ­რას აზ­რით, ადა­მი­ა­ნის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას არ გან­საზღ­ვ­რავს  მხო­ლოდ გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბი და არც მხო­ლოდ ში­ნა­გა­ნი. ადა­მი­ა­ნის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას გან­საზღ­ვ­რავს პი­როვ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, გა­რე­მო და ქცე­ვე­ბი, მა­თი ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.
პი­როვ­ნულ ფაქ­ტო­რებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა: რწმე­ნე­ბი, მო­ლო­დი­ნი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ა.შ.; გა­რე­მო­ში — დას­ჯა და წა­ხა­ლი­სე­ბა, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­თი ქცე­ვე­ბი და ამ ქცე­ვა­თა შე­დე­გე­ბი, ფი­ზი­კუ­რი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა და ა.შ. ქცე­ვა­ში კი — ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი, სიტყ­ვი­ე­რი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბი და სხვ. ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი გავ­ლე­ნას ახ­დენს ერ­თ­მა­ნეთ­ზე. ამ იდე­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერ­თი წუ­თით დავ­ფიქ­რ­დეთ, რა დი­დი ძა­ლა აქვს საკ­ლა­სო ოთახ­ში მას­წავ­ლებ­ლის და მოს­წავ­ლის პი­როვ­ნე­ბას, საკ­ლა­სო გა­რე­მო­სა და მათ ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ურ­თი­ერ­თ­დე­ტერ­მი­ნიზმს! ეს ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას. მა­გა­ლი­თად, თუ მოს­წავ­ლე თა­ნაკ­ლა­სე­ლებს უხე­შად ექ­ცე­ვა, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია მის­თ­ვის სას­ჯე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ უხეშ ქცე­ვას აგ­რეთ­ვე შე­უძ­ლია ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის გან­წყო­ბა­ზე და სა­პი­რის­პი­როდ, თუ მოს­წავ­ლე სა­ხა­ლი­სო ამ­ბებს უყ­ვე­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლებს, მა­თი სი­ცი­ლი იქ­ნე­ბა მის­თ­ვის და­დე­ბი­თი გან­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი და, ანა­ლო­გი­უ­რად, მი­სი ეს ქცე­ვა გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას შექ­მ­ნის. მაშ, ასე, ალ­ბერტ ბან­დუ­რას თე­ო­რი­ა­ში სა­მი­ვე ეს ფაქ­ტო­რი ერ­თ­მა­ნეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.
მაგალითად, თუ თქვენ შე­ა­ქებთ ორ მოს­წავ­ლეს, მოხ­სე­ნე­ბებ­ში ლა­მა­ზი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის ჩარ­თ­ვის­თ­ვის, იმ მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც აკ­ვირ­დე­ბი­ან თქვენს შე­ქე­ბას, შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ ჯერ­ზე ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი მოხ­სე­ნე­ბე­ბი ჩა­გა­ბა­რონ. ეს არის არა­პირ­და­პი­რი გან­მ­ტ­კი­ცე­ბა — სხვი­სი ქცე­ვის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დას­წავ­ლი­ლი ქცე­ვა. ის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ნას­ხ­ვა­ვებს სუფ­თა მი­ბაძ­ვას და შეგ­ნე­ბულ მი­ბაძ­ვას და ამ­ბობს, რომ სწავ­ლა სწო­რედ ამ უკა­ნას­კ­ნელ­ზე უნ­და იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.
მას­წავ­ლე­ბელ­თა ერთ-ერ­თი პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რო­მე­ლიც კავ­შირ­შია მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­თან, არის მისი  რწმე­ნა, რომ შე­უძ­ლია, ხმა მი­აწ­ვ­დი­ნოს ყვე­ლა­ზე რთულ მოს­წავ­ლე­საც კი და და­ეხ­მა­როს მას სწავ­ლა­ში. მა­ღა­ლი თვი­თე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი უფ­რო გულ­დას­მით მუ­შა­ო­ბენ, უფ­რო შე­უ­პოვ­რე­ბი არი­ან და მათ­გან ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია დაღ­ლა. ეს თა­ვის­თა­ვად აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ზეც, რაც მას­ში, ასე­ვე, ზრდის რწმე­ნას, რომ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მას­წავ­ლებ­ლებ­შიც და მოს­წავ­ლე­ებ­შიც თვი­თე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის გან­ც­და გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვი­სას.
ადა­მი­ა­ნის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის უნა­რი ნი­შ­ნავს იმას, რომ თვი­თონ­ვე მო­ახ­დი­ნოს ზე­გავ­ლე­ნა თა­ვის ქცე­ვა­ზე. სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ანს უყა­ლიბ­დე­ბა ე.წ. ქცე­ვის სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სტან­დარ­ტის შე­სატყ­ვი­სი ქცე­ვა უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბულს ხდის ადა­მი­ანს და პი­რი­ქით, შე­უ­სა­ბა­მო­ბა იწ­ვევს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ.
სო­ცი­ა­ლურ-კოგ­ნი­ტურ თე­ო­რი­ა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­კითხი,  რო­გორ ვას­წავ­ლოთ მოს­წავ­ლე­ებს თა­ვი­ან­თი აზ­რე­ბი­სა და ქცე­ვის კონ­ტ­რო­ლი. ამი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა იცო­დეს, რა უნა­რე­ბის ფლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს თვით­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სწავ­ლა, რა­თა ამ უნა­რე­ბის გა­ვარ­ჯი­შე­ბა­სა და და­უფ­ლე­ბა­ზე იმუ­შა­ონ  მოს­წავ­ლე­ებ­თან.
თვით­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სწავ­ლის უნა­რის მქო­ნე მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია: მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა, და­გეგ­მ­ვა, თვით­მო­ტი­ვა­ცია, ყუ­რადღე­ბის და ემო­ცი­ე­ბის კონ­ტ­რო­ლი, სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, თვით­მო­ნი­ტო­რინ­გი, დახ­მა­რე­ბის­თ­ვის მი­მარ­თ­ვა, თვით­შე­ფა­სე­ბა.
ბან­დუ­რას თე­ო­რი­ის გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შეც­ვა­ლოს მოს­წავ­ლის ქცე­ვა, აკონ­ტ­რო­ლოს ის და გან­საზღ­ვ­როს ეფექ­ტი­ა­ნი ხერ­ხე­ბი სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის და­უფ­ლე­ბი­სათ­ვის. სწავ­ლე­ბის ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნია, მო­ამ­ზა­დოს მოს­წავ­ლე­ე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სწავ­ლი­სათ­ვის. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა, მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ სწავ­ლის პრო­ცე­სის რე­გუ­ლი­რე­ბა. ეს გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ მათ ერ­თ­დ­რო­უ­ლად უნ­და ჰქონ­დეთ ცოდ­ნა, სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია და ნე­ბის­ყო­ფა, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლად და ეფექ­ტი­ა­ნად სწავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-­ჩ­ვე­ვებ­სა და ძა­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ცოდ­ნა მო­ი­ცავს და­ვა­ლე­ბის, ამო­ცა­ნის, სას­წავ­ლო სტრა­ტე­გი­ი­სა და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის კონ­ტექ­ს­ტის გა­გე­ბას. სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ხო­ლო ნე­ბის­ყო­ფა ებ­რ­ძ­ვის ხე­ლის­შემ­შ­ლელ ფაქ­ტო­რებს და ხელს უწყობს შე­უ­პოვ­რო­ბას. ამ მიზ­ნით, სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩარ­თოს მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­აზ­რე­ბულ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­წე­რი­ლია დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლივ პე­რი­ოდ­ზე. მოს­წავ­ლე­ე­ბი აკე­თე­ბენ არ­ჩე­ვანს და აკონ­ტ­რო­ლე­ბენ თა­ვი­ანთ სას­წავ­ლო პრო­ცესს. ეფექ­ტი­ა­ნია, მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩარ­თოთ იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შედ­გე­ნა­ში, რომ­ლი­თაც შე­ფას­დე­ბა მა­თი სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბი და შე­დე­გე­ბი, ეს მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, იმ­ს­ჯე­ლონ თა­ვი­ან­თი წინ­ს­ვ­ლის შე­სა­ხებ ამ სტან­დარ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. წა­ა­ხა­ლი­სეთ მოს­წავ­ლე­ე­ბი, ითა­ნამ­შ­რომ­ლონ თა­ვი­ანთ მე­გობ­რებ­თან და ეძი­ონ მათ­თან ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

27(861)N