გამოდის 1998 წლიდან
2017-01-19
მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა — პროფესიული რეფორმის პირველი შედეგები


კა­ხა ერა­ძე
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­ულ
კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი


მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვით ბევ­რი თვი­სებ­რი­ვი სი­ახ­ლე შე­ვი­და პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, რე­ფორ­მის ორი­ენ­ტი­რე­ბის სწო­რი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის მზა­ო­ბა და ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნა, მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­ნერ­გ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია.
2015 წლი­დან პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვის კომ­პო­ნენ­ტი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კონ­სულ­ტი­რე­ბას და­ნერ­გ­ვის ყვე­ლა ეტაპ­ზე და და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რას გა­მოწ­ვე­ვე­ბის სწრა­ფი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის­თ­ვის.
ამ მიზ­ნით, 2015-2016 წლებ­ში, სულ გან­ხორ­ცი­ელ­და კონ­სულ­ტი­რე­ბის 75 და მხარ­და­ჭე­რის 154 ვი­ზი­ტი.
დღე­ი­სათ­ვის მო­დუ­ლურ პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს 43 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. აქ­დან 29 კო­ლე­ჯი რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო, 12 უმაღ­ლე­სი და 2 ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.
2015-2016 წლებ­ში ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და სწავ­ლე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბუ­ლია 59 და­სა­ხე­ლე­ბის 2016 მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მა, მათ შო­რი­საა 3 დუ­ა­ლუ­რი (სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა), რო­მე­ლიც 2016 წლის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვაა. გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ექ­ს­ტენ­ცი­ის სერ­ვი­სე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტ­თან“ და გერ­მა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის  სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­მი ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ 4 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მომ­ზად­და მე­ხი­ლე­ო­ბის, მეცხო­ვე­ლე­ო­ბის და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბი დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და და­იწყო ამ პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა 2016 წლის სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბი­დან. დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე 4 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­ი­რიცხა 60-მდე სტუ­დენ­ტი.
2015-2016 წლე­ბის ასე­ვე მთა­ვა­რი მიღ­წე­ვაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა. ამ დრომ­დე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კითხი იყო. არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ზედ­მე­ტად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ან არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი იყო და არა­საკ­მა­რი­სად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი თვი­სებ­რივ სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს პე­და­გო­გებს რო­გორც ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, ასე­ვე სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ფე­სი­ულ მას­წავ­ლე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბით სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის.
2015 წელს მომ­ზად­და პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის 51 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და მას­წავ­ლებ­ლის 7 გზამ­კ­ვ­ლე­ვი, ხო­ლო 2016 წელს — პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის 28 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და მას­წავ­ლებ­ლის 10 გზამ­კ­ვ­ლე­ვი. მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია ვებ­გ­ვერ­დ­ზე — vet.ge.
მიმ­დი­ნა­რე წლის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მიღ­წე­ვად გან­ვი­ხი­ლავთ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სათ­ვის გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯებს, რაც არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჩი­ხე­ბის აღ­მოფხ­ვ­რი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი გრან­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან ერ­თად, გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის და ესგ-ის ანა­ლი­ზი, ჩა­მო­ყა­ლიბ­და მიდ­გო­მა და შე­მუ­შავ­და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენტს სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­დე­გებ­ზე გა­იყ­ვანს და ამით გზას გა­უხ­ს­ნის უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი ან აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი­სა­კენ. ამ­ჟა­მად ამ მო­დუ­ლე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა ორი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში სკო­ლე­ბიც შე­მო­ვიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად აგა­რის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყო. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით ასეთ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რაც გა­ნათ­ლე­ბის სხვადა­ს­ხ­ვა სა­ფე­ხუ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სწავ­ლი­სა და და­საქ­მე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის შექ­მ­ნას, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­თო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას უწყობს ხელს. იმე­დი გვაქვს, რომ აგა­რის სკო­ლის მა­გა­ლითს სხვა სკო­ლე­ბიც მი­ბა­ძა­ვენ.
2015-2016 წლებ­ში, პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ეწყო­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­სა და პე­და­გო­გებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი პე­და­გო­გებ­თან, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მაშ­ტა­ბით. შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თე­მა იყო და­ნერ­გ­ვის მხარ­და­ჭე­რის ან­გა­რი­შე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პროგ­რა­მე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. და­ნერ­გ­ვა­ში ჩარ­თულ პრო­ფე­სი­ულ მას­წავ­ლებ­ლებ­თან გა­მარ­თულ რე­გი­ო­ნულ შეხ­ვედ­რებ­ში  მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 500-მდე მას­წავ­ლე­ბელ­მა.
2016 წელს ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და შეხ­ვედ­რე­ბი პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც სწავ­ლობ­დ­ნენ მო­დუ­ლუ­რ პროგ­რა­მებ­ზე, ჯერ თბი­ლი­სის მაშ­ტა­ბით არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო და კერ­ძო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან, ხო­ლო 23 დე­კემ­ბერს სას­ტუმ­რო „ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში“ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, პრო­ფე­სი­უ­ლი რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბის და რე­ფორ­მის სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯე­ბის გან­ხილ­ვის,  ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი მო­დუ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით,  შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მაშ­ტა­ბით არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი იყო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა თა­ვად სტუ­დენ­ტე­ბის­გან მო­დუ­ლუ­რი და დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სტუ­დენ­ტ­თა მიღ­წე­ვე­ბის, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მოვ­ლე­ნა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თ­გა­ზი­ა­რე­ბა.
ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა სტუ­დენ­ტ­თა პირ­ველ­მა შე­დე­გებ­მა და მიღ­წე­ვებ­მა. ისი­ნი სწო­რად აფა­სე­ბენ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რა­საც რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სთა­ვა­ზობს მათ. სა­ხე­ზეა სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­ა­ლუ­რი მცი­რე ზო­მის ბიზ­ნე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე შე­მო­სა­ვალს აძ­ლე­ვენ მათ. ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია, რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი სტი­მულს გვაძ­ლევს, მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა გავ­წი­ოთ არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად და დაწყე­ბუ­ლი რე­ფორ­მა ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ.

25-28(942)N