გამოდის 1998 წლიდან
2017-10-05
სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლის თან­მ­დე­ვი ტენ­დენ­ცი­ე­ბი


წელს ვა­კან­ტუ­რი მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი 9 მას­წავ­ლე­ბელ­მა და­ი­კა­ვა, წამ­ყ­ვან მას­წავ­ლებ­ლებს მხო­ლოდ 2 შე­ე­მა­ტა და დღეს სის­ტე­მა­ში სულ 216 წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია, ხო­ლო 1359-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უფ­რო­სის სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ნაც­ვ­ლე­ბა შეძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, მა­თი რიცხ­ვი სკო­ლებ­ში ისევ ლი­დე­რობს — 44 570. რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა ზაფხულ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რე­ბელ გა­მოც­დებ­ზე და გა­ზარ­და თუ არა „ბა­რი­ე­რის მოხ­ს­ნამ“ მას­წავ­ლე­ბელ­თა და­წი­ნა­უ­რე­ბა — სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლა, ამის შე­სა­ხებ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე  მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი  გვე­სა­უბ­რა.
რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, წელს, სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცეს­ში, ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ახ­ლე მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბაა, რაც 9 ადა­მი­ან­მა შეძ­ლო. მი­აჩ­ნია, რომ „ამ სტა­ტუ­სამ­დე მიღ­წე­ვა ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, თუ­კი ის კარ­გად და­გეგ­მავს თა­ვის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. მენ­ტო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა ამას პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს“. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დეგ გა­მოც­დებს, პე­და­გო­გებს ზაფხუ­ლამ­დე მო­უ­წევთ ლო­დი­ნი. რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ გა­ნაცხა­და, იან­ვარ­ში გა­მოც­და აღარ იქ­ნე­ბა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია ბა­რი­ე­რის მოხ­ს­ნას­თან, რა­მაც მას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­მოც­დებ­ზე ნაკ­ლე­ბი კრე­დი­ტის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ჭი­რო კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­ივ­სონ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მოც­და წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ჩა­ტარ­დე­ბა.

— წელს სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა, სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე, 1600-მდე მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ა­ხერ­ხა. თუმ­ცა, წლის ბო­ლომ­დე, მა­თი რიცხ­ვი კი­დევ გა­იზ­რ­დე­ბა, რად­გან ახ­ლა ვაცხა­დებთ  გარე დაკ­ვირ­ვე­ბის დაწყე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ე­მა­ტე­ბი­ან ამ რიცხვს, რომ­ლე­ბიც მზად იქ­ნე­ბი­ან, გახ­დ­ნენ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ასე­ვე, ძა­ლი­ან დი­დი სი­ახ­ლეა წელს მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­დას­ვ­ლის თვა­ლ­საზ­რი­სით, რად­გა­ნაც სის­ტე­მა­ში უკ­ვე 9 მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს. ეს ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლი ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა — წამ­ყ­ვა­ნი­დან მენ­ტო­რამ­დე — წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სქე­მის მი­ხედ­ვით, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის ორი გზა არ­სე­ბობს, ერ­თი — მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დის იმ გზას, რაც სქე­მა­შია გა­წე­რი­ლი და მე­ო­რე — არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რი კო­მი­სი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მას­წავ­ლე­ბელს მი­ა­ნი­ჭოს მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი, მა­გა­ლი­თად, გა­მორ­ჩე­უ­ლი ღვაწ­ლი­სათ­ვის. რად­გა­ნაც კო­მი­სია ჯერ არ შექ­მ­ნი­ლა და არც კრი­ტე­რი­უ­მე­ბია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ამი­ტომ, თა­ვის­თა­ვად, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი მას­წავ­ლებ­ლებ­მა სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და მოთხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­დე­გად მო­ი­პო­ვეს, ანუ მათ გა­ი­ა­რეს ის გზა, რაც ამ სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად უნ­და გა­ი­ა­როს მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ და­აგ­რო­ვოს 25 კრე­დიტ­ქუ­ლა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ალ­ბათ, ის არის, რომ მხო­ლოდ თბი­ლი­სის მას­წავ­ლებ­ლებ­მა კი არა, რა­ი­ო­ნის პე­და­გო­გებ­მაც შეძ­ლეს ამ გზის გავ­ლა და მენ­ტო­რო­ბის მო­პო­ვე­ბა. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­და მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ სკო­ლებ­ში, რაც იმის თქმის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ამ სტა­ტუ­სამ­დე მიღ­წე­ვა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს, თუ­კი კარ­გად და­გეგ­მავს თა­ვის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. ამა­ზე პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს მენ­ტო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა.
— გარე დაკ­ვირ­ვე­ბის კომ­პო­ნენ­ტი წელს პირ­ვე­ლად ამოქ­მედ­დე­ბა, რამ­დე­ნად არის მზად ამ რუბ­რი­კის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, ისე დამ­კ­ვირ­ვე­ბელ-შემ­ფა­სე­ბე­ლი?
— იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, რაც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წეს­ში ჩა­ი­დო, გარ­კ­ვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბია, რომ­ლებ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ. დღე­ი­სათ­ვის, 700-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რომ­ლებ­მაც ამ წი­ნა­პი­რო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შეძ­ლეს, თუმ­ცა, ახ­ლა გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და, შე­საძ­ლოა, რა­ო­დე­ნო­ბამ კი­დევ მო­ი­მა­ტოს.
პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში იქ­ნე­ბა სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მი, ორ ან სამ რე­გი­ონს შე­ვარ­ჩევთ, სა­დაც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. რა თქმა უნ­და, კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის ფარ­გ­ლებ­ში, სა­დაც პი­ლო­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა, ყვე­ლა იმ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც წი­ნა­პი­რო­ბა აქვს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სე­მესტრს, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ რე­გი­ონს და მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც წი­ნა­პი­რო­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი აქვთ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, გა­ი­ა­რონ რე­გის­ტ­რა­ცია გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ აქ­ტი­ვო­ბა.
წი­ნა­პი­რო­ბა 13 კრე­დი­ტია, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ში კი მას­წავ­ლე­ბელს 4 კრე­დი­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბა, თუ­კი ის წლის ბო­ლომ­დე შეძ­ლებს დარ­ჩე­ნი­ლი კრე­დი­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბას — სულ 19 კრე­დი­ტი უნ­და და­აგ­რო­ვოს, მა­შინ მას სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე ლო­დი­ნი არ დას­ჭირ­დე­ბა და სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა.
სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვაა ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც — რამ­დე­ნად არი­ან მზად სკო­ლა და დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თონ პრო­ცე­სე­ბი? პირ­ვე­ლი უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ სკო­ლე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს და თით­ქ­მის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი უკ­ვე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რია, რო­მელ­საც უკ­ვე გავ­ლი­ლი აქვს აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი (სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის კომ­პო­ნენ­ტი და ტრე­ნინ­გი) იმი­სათ­ვის, რომ იყოს დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი. ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე კომ­პო­ნენტს — მე­ო­რე ტრე­ნინგ-მო­დულს, ის გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბელს ობი­ექ­ტურ შე­ფა­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მოწ­ვე­ულ­მა გა­რე დამ­კ­ვირ­ვებ­ლებ­მა ეს ტრე­ნინ­გიც გა­ი­ა­რეს. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს, რო­დე­საც რე­გის­ტ­რა­ცია გა­მოცხად­დე­ბა, ჩვენ უშუ­ა­ლოდ და­ვად­გენთ, რო­მე­ლი სკო­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან პი­ლოტ­ში, ამის შემ­დ­გომ გა­და­ვამ­ზა­დებთ სწო­რედ იმ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ გა­რე დაკ­ვი­რვე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, პრო­ცე­სე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი უხარ­ვე­ზოდ და უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ივ­ლის. თუმ­ცა, მზად ვართ, მათ დრო­უ­ლად გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რომ მე­ო­რე სე­მეს­ტ­რის­თ­ვის ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე წა­რი­მარ­თოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით.
— რად­გან ტენ­დენ­ცი­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ, სა­ინ­ტე­რე­სოა, ბა­რი­ე­რის მოხ­ს­ნით გა­ი­ზარ­და თუ არა სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­დამ­ს­ვ­ლელ მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა? რო­გო­რი სუ­რა­თია შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით?
— თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ გა­მოც­დებ­ზე, სრუ­ლად მო­აგ­რო­ვებ­და შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად სა­ჭი­რო კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, პირ­და­პირ მი­დი­ო­და წინ, ანუ გა­და­დი­ო­და შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე, წელს პე­და­გოგ­თა მცი­რე ნა­წი­ლი სწო­რედ ამ გზით და­წი­ნა­ურ­და. ამის გარ­და, ჩვენ გვყავს 500-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლით შე­ევ­სოთ სა­ჭი­რო კრე­დი­ტე­ბი. ანუ იმან, რომ ზღვა­რი აღარ არის ხის­ტი და მხო­ლოდ მი­სი გა­და­ლახ­ვა-გა­და­უ­ლახ­ვე­ლო­ბა არ გა­ნა­პი­რო­ბებს შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლას, უფ­რო მოქ­ნი­ლი გა­ხა­და სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სი, რა­მაც უფ­რო მეტ მას­წავ­ლე­ბელს მის­ცა სტა­ტუ­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასე­თე­ბი არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც 7 კრე­დი­ტი აიღეს, ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა გავ­ლი­ლი ჰქონ­დათ და, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თაც მი­ე­ნი­ჭათ სტა­ტუ­სი.
მო­ნა­ცე­მე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია რო­გორც საგ­ნე­ბის, ისე რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ 7-კრე­დი­ტი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რ­ნი იყ­ვ­ნენ და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ძა­ლი­ან სწრაფ ტემ­პ­ში წინ­ს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლა პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს უფ­რო მე­ტად შე­ე­ხო და უფ­რო მეტ მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ნი­ჭა უფ­რო­სის სტა­ტუ­სი.
— აქვს თუა არა არა­მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს უფ­ლე­ბა, და­რე­გის­ტ­რირ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ გა­მოც­და­ზე?
— პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა შე­უძ­ლია მხო­ლოდ მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს, ხო­ლო მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის  თან­მიმ­დევ­რო­ბას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, შე­უძ­ლია ორი­ვე­ზე ერ­თად გა­ვი­დეს ან ჯერ ერ­თი და­ა­დას­ტუ­როს, შემ­დეგ — მე­ო­რე, სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით. რაც შეე­ხე­ბა გა­რე პირს, რო­მელ­საც სკო­ლა­ში შე­მოს­ვ­ლა სურს, მას საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა მო­უ­წევს და თუ პე­და­გო­გო­ბის უფ­ლე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით არა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი — ერ­თ­წ­ლი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის გავ­ლა.
— რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებ­თან? რო­გო­რი სუ­რა­თი აჩ­ვე­ნა გა­მოც­დებ­მა?
— ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის ითარ­გ­მ­ნა სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბი და მათ უკ­ვე ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი, შე­და­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს რე­გი­ონ­ში, რად­გა­ნაც, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ისე არ არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლია მუ­შა­ო­ბა. ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი დღემ­დე ას­წავ­ლი­ან პირ­ვე­ლი რე­დაქ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თ­ვის არც მე­ო­რე რე­დაქ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თარ­გ­მ­ნი­ლა და თა­ვის­თა­ვად — არც მე­სა­მე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. რო­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა დას­რულ­დე­ბა, და­იწყე­ბა თარ­გ­მ­ნა და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის მი­წო­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და სას­წავ­ლო გეგ­მით მოთხოვ­ნი­ლი ცოდ­ნა.
რაც შე­ხე­ბა სტა­ტუ­სებს — არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, ძი­რი­თა­დად, პრაქ­ტი­კო­სი და მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით — უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან.
ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N