გამოდის 1998 წლიდან
2017-07-06
გან­სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბა — აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ცეპ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში


უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი
გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე: სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და მთელ მსოფ­ლი­ო­შიც, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ნო­მერ პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა არის ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ადეკ­ვა­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის და ცოდ­ნის შე­ძე­ნა — თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო ეს არის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ეპო­ქა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კით, პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბით. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, რაც დრო გა­დის, იმი­სათ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს ახალ­გაზ­რ­და, სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ცვა­ლე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის შეს­წავ­ლა და ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მოქ­ნი­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა — სწავ­ლა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ერ­თი მხრივ, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დო­ნე­ზე, უნ­და იყოს სწავ­ლის მსწავ­ლე­ბე­ლი. უახ­ლო­ე­სი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­სე­ბი­თი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ე.წ. სა­მე­წარ­მეო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ცოდ­ნის მი­ღე­ბა იმი­ტომ, რომ მა­თი მო­მა­ვა­ლი და წარ­მა­ტე­ბა აკა­დე­მი­ურ კა­რი­ე­რას­თან ან ბიზ­ნეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მო­მავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა მა­ღა­ლი ბრუნ­ვე­ბის მქო­ნე, მაგ­რამ მცი­რეჯ­გუ­ფი­ა­ნი ბიზ­ნე­სე­ბია. მო­მა­ვა­ლი აღარ არის ტრან­ს­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უშ­ვე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის. მოკ­ლედ, ცოდ­ნის ეკო­ნო­მი­კა, ფარ­თო გა­გე­ბით, არის ჩვე­ნი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვით და ამის პა­სუ­ხად.
მე­ო­რე გა­მოწ­ვე­ვა — ყვე­ლა­ფე­რი რა­ზეც ვი­სა­უბ­რე, ითხოვს ე.წ. სა­ბა­ზი­სო ში­ნა­არ­სე­ბის შეს­წავ­ლის და სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის და­უფ­ლე­ბის რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბას. თა­ვად ეს კლა­სი­ფი­კა­ცი­ე­ბია შე­საც­ვ­ლე­ლი. სულ სხვაგ­ვა­რია დღე­ვან­დე­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი თუ მო­ნო­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ცოდ­ნა, რაც მო­მა­ვალს პა­სუ­ხობს. ისე რო­გორც მსოფ­ლი­ოს ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჩვენც ერ­თ­გ­ვა­რი ინერ­ცი­ით მივ­ს­დევთ არ­სე­ბულ კლა­სი­ფი­კა­ცი­ას. კარ­გი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი, პა­რა­დიგ­მუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ მი­დი­ან. ჩვენ, როგ­როც იმ ტრა­დი­ცი­ულ­შიც ჩა­მორ­ჩე­ნი­ლებს, გვაქვს შან­სი, გა­ვა­კე­თოთ ნახ­ტო­მი, იგი­ვე მტკივ­ნე­უ­ლი და უნა­ყო­ფო გზა კი არ გა­ვი­ა­როთ, არა­მედ გა­დავ­ხ­ტეთ. ადა­მი­ა­ნებს სი­ა­რუ­ლიც სჩვე­ვი­ათ და გა­დახ­ტო­მაც, ჩვენ უნ­და გა­დავ­ხ­ტეთ. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხუ­რის შემ­ცი­რე­ბა — სას­წავ­ლო მო­ცუ­ლო­ბის შე­კუმ­შ­ვა. გარ­შე­მო მი­მო­ვი­ხე­დოთ, სწრა­ფად მზარ­დი კე­თილ­დღე­ო­ბის ქვეყ­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებ­ში თუ ჩა­ვი­ხე­დავთ ვნა­ხავთ, რომ ისი­ნი აღარ არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, 240-კრე­დი­ტი­ან ოთხ­წ­ლი­ან ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე, ინ­ტენ­სი­უ­რი და შე­მოკ­ლე­ბუ­ლი — სამ­წ­ლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხუ­რი აქვთ. სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბიც კი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად და ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მას, სულ მცი­რე, 5-6 წე­ლი მა­ინც უნ­და გა­მო­ად­გეს (თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ანუ მუდ­მივ სწავ­ლას პრო­ფე­სი­ის შიგ­ნით), მოკ­ლ­დე­ბა და უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა. მთა­ვა­რია, სწავ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბა და გა­ი­ა­ფე­ბა — სა­ინ­ფორ­მა­ციო ეპო­ქა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სტუ­დენ­ტის სწავ­ლა, იმა­ვე ხა­რის­ხის, რაც ახ­ლა აქვს, დრო­შიც შე­მოკ­ლ­დეს და უფ­რო იაფიც გახ­დეს. ილუს­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის — ახ­ლა სტუ­დენ­ტე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ყვე­ლა­ნი უამ­რავ დროს ვხარ­ჯავთ იმის­თ­ვის, რომ შე­ვიკ­რი­ბოთ რა­ღაც კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვი­რა­ში ერ­თხელ ან რამ­დენ­ჯერ­მე, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, ერთ აუდი­ტო­რი­ა­ში, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში იმის­თ­ვის, რომ პრო­ფე­სორ­მა მო­უყ­ვეს სტუ­დენ­ტებს თა­ვი­სი ან სხვე­ბის და­წე­რი­ლი თუ შექ­მ­ნი­ლი ცოდ­ნის მოკ­ლე ში­ნა­არ­სი. ვის სჭირ­დე­ბა ეს? მა­შინ, რო­დე­საც ამ ში­ნა­არსს 10-დან 7 სტუ­დენ­ტი ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ეც­ნო­ბა, თა­ვის­თ­ვის კომ­ფორ­ტულ დროს და ამის­თ­ვის არ დას­ჭირ­დე­ბა სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი, ავ­ტო­ბუ­სი თუ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­სას­ვ­ლელად. პლუს ამას, უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, ვა­მა­ტებთ რა­ღაც სა­მუ­შა­ო­ებს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, წა­კითხუ­ლის ში­ნა­არ­სის გა­და­ცე­მა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი დრო არა­ვის აღარ სჭირ­დე­ბა, ეს ფუ­ჭად და­კარ­გუ­ლი დროა და, რაც მთა­ვა­რია, ის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­და­ცე­მა­ზე იხარ­ჯე­ბა, თან ამა­ში ვიხ­დით ფულს, რო­ცა შეგ­ვიძ­ლია ბევ­რად იაფად გა­ვა­კე­თოთ, გნე­ბავთ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, გნე­ბავთ სტუ­დენ­ტის მხრი­დან.
სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ნა­წი­ლი უნ­და იყოს ბევ­რად უფ­რო შე­კუმ­შუ­ლი და ბევ­რად უფ­რო და­მო­კი­დე­ბუ­ლი კვლე­ვა­ზე. სას­წავ­ლო პრო­ცეს­შიც უნ­და იქ­მ­ნე­ბო­დეს ახა­ლი ცოდ­ნა. არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­და­ხურ­და­ვე­ბა-ტრან­ს­ფერ­სა და გამ­ტა­რო­ბა­ზე კი არ უნ­და ვხარ­ჯოთ დრო (ამის დრო აღარ არის), არა­მედ შევ­ქ­მ­ნათ ახა­ლი — რო­ცა ვქმნით, სწო­რედ მა­შინ ვსწავ­ლობთ.
მაია გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მა­გის­ტ­რან­ტი: ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ ახ­სე­ნა სწავ­ლის სწავ­ლე­ბა. ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის და მოწყო­ბის თვალ­საზ­რი­სით ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, მაგ­რამ ჩე­მი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვა­მა­ტებ, რომ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა­შიც (იმის­თ­ვის, რომ თუნ­დაც გა­მოც­დე­ბი ლო­გი­კუ­რად ებ­მო­დეს უმაღ­ლეს­ში ჩა­სა­ბა­რე­ბელ გა­მოც­დებს) ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლე­ბელს და ბავ­შ­ვებს მხო­ლოდ საგ­ნობ­რივ სწავ­ლე­ბა­ზე კი არ ჰქონ­დეთ აქ­ცენ­ტი, არა­მედ უნ­და იცოდ­ნენ რო­გორ ის­წავ­ლონ, რო­გორ და­ა­მუ­შა­ონ ინ­ფორ­მა­ცია. ეს უნა­რე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იმი­ტო­მაა, რომ უკავ­შირ­დე­ბა კრი­ტი­კულ, შე­მოქ­მე­დე­ბით მიდ­გო­მას ნე­ბის­მი­ე­რი სა­კითხი­სად­მი, ეს უნა­რი კი აად­ვი­ლებს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად გა­დას­ვ­ლას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
ვე­თან­ხ­მე­ბი იმა­საც, რომ სწავ­ლე­ბა დრო­ში გა­წე­ლი­ლია, თუნ­დაც ორი თვე დას­ვე­ნე­ბა, რა­ღაც ნა­წი­ლი უნ­და შე­ი­კუმ­შოს, ხო­ლო კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა უფ­რო გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დეს. იმის­თ­ვის, რომ მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი მი­ვი­ღოთ, სწო­რედ კვლე­ვა უნ­და გა­ვა­კე­თოთ და მკვლე­ვა­რე­ბი უნ­და ვი­ყოთ. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტი უნ­და იყოს უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, რა­თა სწავ­ლის შე­დე­გიც ეფექ­ტუ­რი მი­ვი­ღოთ.
გი­ორ­გი ნი­ნი­კაშ­ვი­ლი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის მა­გის­ტ­რან­ტი: ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 7 წე­ლი­წად­ში, 5 სხვა­დას­ხ­ვა ფა­კულ­ტე­ტი გა­მო­ვიც­ვა­ლე. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ლექ­ტო­რე­ბის მი­ერ მხო­ლოდ უფ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბაა და არა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის. ლექ­ტო­რი ხე­დავს, რომ აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ვერ ხე­დავს სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბებს, რა უნ­და გა­ა­კე­თოს სტუ­დენ­ტ­თან. მე­ო­რე დი­დი პრობ­ლე­მა — ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ლექ­ტო­რის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლია თუ ლექ­ტო­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი? უნ­და იცავ­დეს სტუ­დენტს თუ ლექ­ტორს? 9 თვე ვმუ­შა­ობ­დი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­ში სტუ­დენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და ძი­რი­თა­დი სა­ჩი­ვა­რი მა­თი მხრი­დან იყო ის, რომ ლექ­ტო­რე­ბი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ექ­ცე­ვი­ან — ნაშ­რო­მის არა­ღი­ა­რე­ბა, ლექ­ცი­ებ­ზე არ­დას­წ­რე­ბა, გაც­დე­ნა, სტუ­დენ­ტე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფა და კი­დევ ბევ­რი სხვა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რას აკე­თებს ად­მი­ნის­ტ­რა­ცია? ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მა­ინც ლექ­ტო­რის მხა­რეს იჭერს და სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი უკან არის და­წე­უ­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩემ­თ­ვის­ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნას­წო­რო­ბა. სულ რამ­დე­ნი­მე ლექ­ტორს გა­მოვ­ყოფ, ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ჩათ­ვ­ლით, რომ­ლებ­თა­ნაც სტუ­დენ­ტი გრძნობს, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლეა და არა მხო­ლოდ მიმ­ღე­ბი, ასე­ვე გამ­ტა­რი — ლექ­ტო­რიც სწავ­ლობს, იღებს შენ­გან და შენც გაძ­ლევს. ეს სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხურ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და არა მხო­ლოდ სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხურ­ზე, ეს არის ინ­ტე­რაქ­ცია ლექ­ტორ­სა და სტუ­დენტს შო­რის.
უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა კონ­კ­რე­ტუ­ლად ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­წო­დოს სტუ­დენტს. რა­საც ვსწავ­ლობთ,უნ­და ვი­ცო­დეთ, რა­ტომ ვსწავ­ლობთ და რა­ში შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ოთხი წლის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენტს არ უნ­და ტო­ვებ­დეს ბე­დის ანა­ბა­რა — და­ამ­თავ­რე და ახ­ლა წა­დი, რაც გინ­და ის გა­ა­კე­თე. უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა­შიც უნ­და და­ეხ­მა­როს სტუ­დენტს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩემ­გან მხო­ლოდ თან­ხის მიმ­ღე­ბი კი არა, ამ თან­ხის სწო­რად დამ­ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ლი უნ­და იყოს, უნ­და მეხ­მა­რე­ბო­დეს, რო­ცა ვრჩე­ბი ცხოვ­რე­ბის წი­ნა­შე სრუ­ლი­ად მარ­ტო. ეს არ არის სკო­ლა, გან­ვი­თა­რე­ბის სა­ბა­ზი­სო სა­ფე­ხუ­რი. თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტი იღებს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას, აუცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე უნ­და შე­ას­რუ­ლოს.

ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის გა­რე­შე მე­ტი აკა­დე­მი­უ­რო­ბა ვერ და­ი­ბა­დე­ბა
გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე: ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ხე­ვე­ბულ, რე­გუ­ლი­რე­ბად, სხვებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ, უნი­ფი­ცი­რე­ბულ სის­ტე­მებ­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ გან­ვი­თარ­დეს, მას სჭირ­დე­ბა მე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა თა­ვის უფ­ლე­ბამო­სი­ლე­ბებ­ში და მე­ტი აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თუმ­ცა მე­ტი აკა­დე­მი­უ­რო­ბა ვერ და­ი­ბა­დე­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის გა­რე­შე. ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ნა­ზა­ვის გა­რე­შე, იმავ­დ­რო­უ­ლად, მხო­ლოდ და­უ­პი­რის­პი­რე­ბელ და მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის წარ­მა­ტე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა. ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის და აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ცეპ­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პი­რო­ბებ­ში, ეს არის გან­სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბა, რაც ნიშ­ნავს სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან — ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, სა­მი­ნის­ტ­როს თუ მი­სი რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნოს სა­ხით, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლებ, მი­ნი­მა­ლურ ჩა­რე­ვას უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. მაგ­რამ, თან­ხის და­ხარ­ჯ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფოს მა­ინც მო­უ­წევს, იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს თან­ხა ჩვე­ნი თან­ხაა, კარ­გი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და კარ­გი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი სი­კე­თეა, ამი­ტომ ვიხ­დით  გა­და­სა­ხა­დებს. სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­უ­წევს თან­ხის და­ხარ­ჯ­ვა, მაგ­რამ მო­უ­წევს იმ წე­სე­ბის თა­მა­შით, რო­მელ­საც თვი­თონ კი არ და­ად­გენს, არა­მედ და­ვად­გენთ ჩვენ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­ხელ­მ­წი­ფო იყოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და არა ­ერ­თა­დერ­თი მო­ნა­წი­ლე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ხა­რის­ხის მარ­თ­ვის, მხო­ლოდ პირ­ველ ეტაპ­ზე, მე­რე სა­ერ­თოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მმარ­თ­ვე­ლე­ბი და იმის დამ­დ­გე­ნე­ბი, რო­მე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, იმ დრო­ის­თ­ვის, კარ­გი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის, კარ­გი კვლე­ვე­ბი­სა და ცოდ­ნის ად­გი­ლი.

ახა­ლი სამ­ყა­როს უნი­ვერ­სი­ტე­ტი
გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე: ახა­ლი სამ­ყა­როს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­სია ახა­ლი ცოდ­ნის სწრა­ფი გე­ნე­რი­რე­ბაა, ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა და სტარ­ტა­პო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენ­თან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მხო­ლოდ წა­კითხუ­ლის, დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­და­ცე­მა­ზე, ანუ ლექ­ტო­რო­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა რომ არ არის, ფაქ­ტია, არა­და, სწო­რედ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნ­და ხდე­ბო­დეს ინო­ვა­ცი­უ­რო­ბი­სა და სტარ­ტა­პო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და არა მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან. რო­ცა ჩვენ თვი­თონ ვიქ­ნე­ბით ჩვე­ნი თა­ვის გამ­გებ­ლე­ბი, უკეთ მოვ­ძებ­ნით ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას, უკეთ მივ­ხ­ვ­დე­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ წარ­ვ­მარ­თოთ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ.
თა­ნა­მედ­რო­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ არის ლექ­ტო­რე­ბის და ლექ­ტო­რინ­გის ად­გი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტი პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ად­გი­ლია, ისე­ვე, რო­გორც იყო და­სა­ბა­მი­დან.  პრო­ფე­სო­რი სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ერ­თა­დერ­თი რა­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა — ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უნ­და და შე­უძ­ლია შექ­მ­ნას ახა­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, ამა­შია გა­წა­ფუ­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტებს კვლე­ვა-კე­თე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სწავ­ლა შევ­თა­ვა­ზოთ მცი­რე დრო­ში ხელ­მი­საწ­ვ­დო­მად, თა­ნაც მორ­გე­ბუ­ლად. რო­გორ და­ეხ­მა­როს ადა­მი­ანს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში — უნ­და მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხურ­ზე, ძი­რი­თადი უნი­ვერ­სა­ლური სას­წავ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­უფ­ლე­ბას­თან და უნი­ვერ­სა­ლურ ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი აით­ვი­სოს, არა ერ­თი, შე­იძ­ლე­ბა ორიც. ეს სტუ­დენტს და­ეხ­მა­რე­ბა, შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლი­სას, ზუს­ტად იცო­დეს, რა­ში გა­წაფ­ვა არ­გია და უნ­და მას.
აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის და პრო­ფე­სი­უ­ლი ხა­რის­ხის სის­ტე­მე­ბის ცვლი­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე უნი­ვერ­ს­ტე­ტე­ბის და სა­ერ­თოდ თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვაა — ბა­კა­ლავ­რი, მა­გის­ტ­რი და დოქ­ტო­რი — ამ­გ­ვა­რი რან­გი­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, აღი­ა­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, აღარ ვარ­გა. დღეს ჩვენ  ვხე­დავთ აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას. ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ლო­დი­ნე­ბის რე­ა­ლურ სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბა უფ­რო და უფ­რო კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი ხდე­ბა. შევ­ხე­დოთ შრო­მის ბა­ზარს — ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დამ­საქ­მე­ბელი მეტ­წი­ლად ეძებს ისე­თი ტი­პის უნარ-ჩვე­ვებ­სა და ცოდ­ნას ასაყ­ვან ადა­მი­ან­ში, რო­მე­ლიც არ და ვერ აღი­წე­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დიპ­ლო­მებ­შიც კი. დამ­საქ­მებ­ლე­ბს, რომ­ლე­ბიც ბევ­რად უფ­რო სწრა­ფად რე­ა­გი­რე­ბენ სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, უწევთ სა­კუ­თა­რი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბის და­ნერ­გ­ვა, რად­გან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ახალ სა­ჭი­რო­ბებს ადეკ­ვა­ტუ­რად ვერ პა­სუ­ხობს.
მე-20 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ფუნ­და­მენ­ტურ ტერ­მი­ნე­ბად იქ­ცა არა­ფორ­მა­ლუ­რი და ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ევ­რო­პა­შიც, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც, გან­ვით­რე­ბულ აზი­ა­შიც გა­მუდ­მე­ბუ­ლად სა­უბ­რო­ბენ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში აღი­ა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში და­ბა­დე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის — „უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის“ — ნა­წი­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის უფ­რო მე­ტად სწო­რედ ის არა­ფორ­მა­ლუ­რი, მოქ­ნი­ლი ადეკ­ვა­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბაა გა­მო­სა­დე­გი, რო­მე­ლიც მათ თან­მ­დევ პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში რა­ღაც­ნა­ი­რად ვერ „ეკე­რე­ბა“ და „ეწე­ბე­ბა“.

სას­ტარ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბას პლუს სწავ­ლის დი­ნა­მი­კა —
და­ფი­ნა­ნ­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის სა­ჭი­რო­ე­ბა

გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე: დღეს არ­სე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა საკ­მა­რი­სი ხა­ნია მოქ­მე­დებს სა­ი­მი­სოდ, რომ დაგ­ვე­ნა­ხა მი­სი ძლი­ე­რი თუ სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. სის­ტე­მა ცვლი­ლე­ბებს მარ­თ­ლა სა­ჭი­რო­ებს — სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი გრან­ტი, ანუ გა­დამ­ხ­დე­ლე­ბი­სა­გან აკ­რე­ფი­ლი ფუ­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში მიბ­მუ­ლია სტუ­დენ­ტ­ზე და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, რაც თა­ვის­თა­ვად არას­წო­რი მიდ­გო­მაა. გრან­ტი — სწავ­ლის­თ­ვის სა­ჩუ­ქა­რი უნ­და იყოს, პირ­ველ რიგ­ში, სტუ­დენ­ტის­თ­ვის, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს სა­ჩუ­ქა­რი მას ეძ­ლე­ვა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში შეს­ვ­ლი­სას და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რა­ღაც კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ზო­მე­ბის მი­ხედ­ვით და ეს სა­ზო­მე­ბი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბია. სხვა საქ­მეა, ეს სა­ზო­მი კარ­გია თუ ცუ­დი, ან რას ზო­მავს, მაგ­რამ ეს თან­ხა, მთე­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, სტუ­დენტს სას­ტარ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით ეძ­ლე­ვა. ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სტარ­ტ­ზე კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბით შე­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, შემ­დეგ, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო, კარ­გად აღარ სწავ­ლობ­ვენ ან ვერ სწავ­ლო­ბენ. გა­მო­დის, რომ ჩვენ, თურ­მე, წა­რუ­მა­ტე­ბელ სწავ­ლა­ში ვუხ­დით მათ ფულს. ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვაა (ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია), რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა სტარ­ტ­ზე სხვა­ზე უკეთ ვერ აჩ­ვე­ნა თა­ვი, პი­რი­ქით, და­ბა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აჩ­ვე­ნა და გრან­ტი ვერ მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ შემ­დ­გომ მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მო­ტი­ვა­ცია და ძა­ლის­ხ­მე­ვა ბევ­რად უფ­რო დი­ნა­მი­უ­რი და მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე სხვა სტუ­დენ­ტი­სა. გა­მო­ვი­და, რომ ის უკ­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლად სწავ­ლობს, მაგ­რამ ჩვენ ამას ვერ ვუ­ფა­სებთ. ეს უსა­მარ­თ­ლოა, ამი­ტომ, რა თქმა უნ­და, შე­საც­ვ­ლე­ლია, მაგ­რამ მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი გვაქვს სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ასა­ხავს სას­ტარ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბას პლუს სწავ­ლის დი­ნა­მი­კა, ანუ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად იყე­ნებს სტუ­დენ­ტი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მი­ღე­ბულ და­ფი­ნან­სე­ბა-წა­ხა­ლი­სე­ბას. ამის სა­ზო­მე­ბი უნ­და შე­მო­ვი­ტა­ნოთ და ვუთხ­რათ ჩვენს მოქ­ალა­ქე­ებს, რამ­დე­ნად კე­თილ­შო­ბი­ლი და შე­დე­გი­ა­ნი მიზ­ნის­თ­ვის ვხარ­ჯავთ მა­თი გა­და­სა­ხა­დე­ბი­დან აკ­რე­ფილ ფულს.
რა თქმა უნ­და, ჩნდე­ბა კითხ­ვა — რო­გორ უნ­და იყოს ობი­ექ­ტუ­რად გა­ზომ­ვა­დი სწავ­ლის დი­ნა­მი­კა, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნ­და ფას­დე­ბო­დეს სტუ­დენ­ტი, რო­მელ­მაც, ოთხ­წ­ლი­ა­ნი კი არა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სა­ჩუ­ქა­რი უნ­და მი­ი­ღოს ან და­კარ­გოს. ეს კარ­გად მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია. ჩვენ რომ გან­სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მა გვქონ­დეს, მა­შინ და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ზე იქ­ნე­ბო­და და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვად და­ად­გენ­დ­ნენ ამ კონ­კ­რე­ტულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ობი­ექ­ტუ­რად აფა­სე­ბენ თუ არა, შე­სა­ბა­მი­სად, თუ არის სან­დო მათ მი­ერ დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ღირს თუა არა იქ და­ხარ­ჯოს ფუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფომ სტუ­დენ­ტის წა­სა­ხა­ლი­სე­ბ­ლად. სა­ერ­თოდ, ეს საგ­რან­ტო სის­ტე­მა რომ იყოს არა სა­ხელ­მ­წი­ფო, არა­მედ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო საგ­რან­ტო ფონ­დე­ბით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბო­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლი ფონ­დი­საც სჯე­რათ, იქ შე­ი­ტა­ნონ ფუ­ლი, მე­ო­რე მხრივ, სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­უძ­ლია, ასე­თი ფონ­დე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბის და არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­და­ა­ნა­წი­ლოს თან­ხა ან მა­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის რე­ი­ტინ­გე­ბის, ან მათ მი­ერ და­სა­ფა­რი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ეს შე­ამ­ცი­რებ­და სა­ხელ­მ­წი­ფო­სა­გან გა­სა­ცემ საგ­რან­ტო ფულს და შე­სა­ბა­მის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა-ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გად­მო­ი­ტან­და მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე. ჩვენ თვი­თონ გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, ვი­სი მეშ­ვე­ო­ბით ვინ წა­ვა­ხა­ლი­სოთ და სად.

გაზ­რ­დის თუ არა ასე­თი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა
სტუ­დენ­ტის მო­ტი­ვა­ცი­ას?
მაია გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი:
სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე რამ­დე­ნად არას­წო­რია და­ფი­ნა­ნა­სე­ბის პო­ლი­ტი­კა. შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლა კარ­გად სწავ­ლობ­დეს სტუ­დენ­ტი, რო­მელ­მაც გრან­ტი ვერ მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ მი­სი კარ­გი სწავ­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყუ­რადღე­ბის მიღ­მა დარ­ჩეს. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რ­თხეა სტუ­დენ­ტის მო­ტი­ვა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის, რად­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა მას ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც და­უდ­გეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გად სწავ­ლობს. მეც მქონ­და ასე­თი მო­მენ­ტი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, და­მეწყო სამ­სა­ხუ­რი და იმ დრო­ის სწავ­ლის­თ­ვის მოკ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ ისე­თი ხა­რის­ხი აღარ მაქვს სწავ­ლა­ში, მაგ­რამ ამის აღარც მოთხოვ­ნი­ლე­ბა მაქვს, რის­თ­ვის, ვის სჭირ­დე­ბა ეს? და­ბა­ლი ქუ­ლა გექ­ნე­ბა თუ მა­ღა­ლი, უნი­ვერ­სი­ტეტს მა­ინც ამ­თავ­რებ, მა­ინც იღებ ხა­რისხს. სწო­რედ კარ­გი სტუ­დენ­ტის მი­მართ უყუ­რადღე­ბო­ბამ და  უსა­მარ­თ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვი­ა ­ეს ყვე­ლა­ფე­რი. სწავ­ლის გარ­კ­ვე­უ­ლი რე­სურ­სე­ბი გჭირ­დე­ბა და ეს უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, უნ­და და­გეხ­მა­როს, რომ კვლე­ვა გა­აგ­რ­ძე­ლო და მთე­ლი შე­ნი რე­სურ­სი არ წა­ვი­დეს სამ­სა­ხურ­ში. სამ­სა­ხურს არ ვაკ­ნი­ნებ, უბ­რა­ლოდ, სამ­სა­ხურ­მა წა­მარ­თ­ვა დრო, რო­მე­ლიც აღა­რას­დ­როს დაბ­რუნ­დე­ბა. მა­სობ­რი­ვად ასეა: ვმუ­შა­ობთ, სწავ­ლის­თ­ვის დრო აღარ გვაქვს და ვცდი­ლობთ, ეს პრო­ცე­სე­ბი მე­ქა­ნი­კუ­რად ვა­კე­თოთ და მი­ნი­მა­ლუ­რი კრე­დი­ტი ავი­ღოთ. ამ დროს პი­რი­ქით უნ­და ხდე­ბო­დეს, კარ­გი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი უნ­და წა­ა­ხა­ლი­სო, რომ მე­ტად ჩა­ერ­თოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში და კვლე­ვა­ში. ზო­გა­დად, ეს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა და ამ პა­ტა­რა მო­დელ­შიც, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც კარ­გად ჩანს.
გი­ორ­გი ლო­მი­ძე, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მა­გის­ტ­რან­ტი: მე ცო­ტა უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ ამას. თუ ადა­მი­ან­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა და გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი, იცის, რომ უნ­და ის­წავ­ლოს, კონ­კ­რე­ტუ­ლი დრო და ბი­უ­ჯე­ტიც გათ­ვ­ლი­ლი აქვს, თუ ვერ მი­ი­ღო და­ფი­ნან­სე­ბა, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია და წი­ნას­წარ საზღ­ვ­რავს ამას. თუ შემ­დეგ, შუ­ა­ლე­დურ სწავ­ლის პრო­ცეს­ში, მო­ინ­დო­მა უფ­რო მე­ტად ჩა­დოს რე­სურ­სი კვლე­ვის კუთხით, რო­მელ­საც გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დრო სჭირ­დე­ბა, სამ­სა­ხურ­თან ერ­თად ამის მო­ხერ­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. აქ უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­სა­ღე­ბი, მაგ­რამ სა­ხელ­მ­წი­ფომ ამა­ში რე­სურ­სი არ უნ­და ჩა­დოს სხვის­გან გა­მორ­თ­მე­ვის ხარ­ჯ­ზე. თუმ­ცა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხ­მე­ბი იმ აზრს, რომ თუ სტუ­დენ­ტ­მა და­ფი­ნა­ნა­სე­ბა მი­ი­ღო და მე­რე აღა­რა­ფერს აკე­თებს, ეს და­ფი­ნა­ნა­სე­ბა ჩა­მო­ერ­თ­ვას, მაგ­რამ ვერ ვხე­დავ ლო­გი­კას იმა­ში, რომ ეს ჩა­მორ­თ­მე­უ­ლი თან­ხა წა­ვი­დეს იმის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, ვინც კარ­გად სწავ­ლობს და თან კარ­გა­დაც იხ­დის. ის იხ­დის ფულს და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი აქვს, ის­წავ­ლოს და გა­და­ი­ხა­დოს, არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ აქვს, რომ თუ კარ­გად ის­წავ­ლის, და­ფი­ნა­ნ­სე­ბა­ში რა­ღაც შე­ღა­ვათს მი­ი­ღებს. თუ კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვალ, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან იქ­ნე­ბა ეს თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტის, უნ­და მქონ­დეს გა­რან­ტია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სა­ხელ­მ­წი­ფო და­მეხ­მა­რე­ბა იმ კავ­ში­რე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, რომ, ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ მის გა­რეთ, მო­ვი­პო­ვო გრან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კვლე­ვა­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მომ­ცემს. ამ კუთხით, გავ­ზ­რ­დი­დი სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან დახ­მა­რე­ბის როლს.
ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა დრო­ის სა­კითხი. თუ მუ­შა­ობ, პა­რა­ლე­ლუ­რად, ძნე­ლია ჩა­ერ­თო კვლე­ვა­ში. პი­რო­ბი­თად, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს ჩაგ­ვ­რ­თავს კველ­ვა­ში (აუცი­ლებ­ლად თა­ვად უნ­და გან­საზღ­ვ­როს და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შაბ­ლო­ნუ­რად არ იყოს ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი), რო­გორც ასის­ტენ­ტებს, საწყის ეტაპ­ზე მყოფ მკვლევ­რე­ბად. ამით უფ­რო დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას შე­ი­ძენს და გა­ცი­ლე­ბით მეტს ის­წავ­ლის სტუ­დენ­ტი, ვიდ­რე ლექ­ცი­ა­ზე ჯდო­მით. თუმ­ცა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი მი­სიაა იყოს კვლე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მა­ინც სტუ­დენ­ტ­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი — შენ უნ­და გინ­დო­დეს. აი, აქ რომ წა­ა­ხა­ლი­სოს სტუ­დენ­ტე­ბი, კარ­გი იქ­ნე­ბა. თუ და­ვი­ნა­ხეთ, რომ გა­სულ წელს, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ასი ადა­მი­ა­ნი ჩარ­თო თა­ვი­სი­ვე მო­პო­ვე­ბულ გრან­ტ­ში და, უხე­შად რომ ვთქვა, და­ა­საქ­მა (შე­იძ­ლე­ბა ეს ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი არ იყოს სტუ­დენ­ტის­თ­ვის, მხო­ლოდ სუფ­თა პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლი­თი ინ­ტე­რე­სი), შემ­დეგ წელს კვლე­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­ტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ა­ბა­რებს ილი­ა­ში და არა ისე­თი, ვი­საც ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა მხო­ლოდ იმის­თ­ვის უნ­და, რომ სამ­სა­ხუ­რი იშო­ვოს. მო­ტი­ვა­ცი­ის გა­ჩე­ნა ბევ­რი სხვა რა­მით შეიძ­ლე­ბა, ვიდ­რე კონ­კ­რე­ტუ­ლი სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბით და ა.შ. კვლე­ვის სა­კითხის წი­ნა პლან­ზე წა­მო­წე­ვა, თუნ­დაც ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დო­ნი­დან პო­ტენ­ცი­უ­რად ხა­რის­ხი­ა­ნი მკვლევ­რე­ბის ჯგუ­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხ­ზეც აისა­ხე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი კვლე­ვი­თი და­­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც უნ­და იყოს ნო­მერ პირ­ვე­ლი კვლე­ვა­ში და, ამ დროს, კვლე­ვა­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი რე­სურ­სი და დრო იხარ­ჯე­ბა.
გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე: გი­ორ­გიმ სწო­რად აღ­ნიშ­ნა — რა თქმა უნ­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც წარ­მა­ტე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნს სურს გან­ვი­თა­რე­ბა, ამავ­დ­რო­უ­ლად, მას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია და უნ­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბაა უნი­ვერ­სი­ტე­ტი. თა­ვის­თა­ვად, ეს სწავ­ლის ხა­რის­ხ­საც აამაღ­ლებს, მე­ტი გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც გა­მოჩ­ნ­დე­ბა და მა­თი კავ­ში­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ბევ­რად უფ­რო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რომ გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ფუ­ლი შე­ვა პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი მეტ ფულს და­ხარ­ჯა­ვენ მათ­თ­ვის უფ­რო სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის.
სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იყოს იმ ნიშ­ნით, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ხელს უწყობ­დეს მო­ტი­ვი­რე­ბულ, კარ­გი პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა და კარ­გი სას­წავ­ლო დი­ნა­მი­კის მქო­ნე სტუ­დენტს, რომ გავ­ზარ­დოთ ასე­თი სტუ­დენ­ტე­ბის ხე­ლ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე. გი­ორ­გი მარ­თალს ამ­ბობს, ვი­საც ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თა­ვად შე­უძ­ლია, სა­ხელ­მ­წი­ფო რა­ტომ უნ­და შე­ე­ხი­დოს? მარ­ტო აკა­დე­მი­უ­რი წარ­მა­ტე­ბის ინ­დი­კა­ტო­რით არ უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს. უფ­რო სა­მარ­თ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რომ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რად მოწყ­ვ­ლად ჯგუფს და­ეხ­მა­როს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­მა­ტე­ბი­თი ინ­დი­კა­ტო­რი შე­მო­დის — სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რად მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფი­დან ყვე­ლას? თუ აქე­დან კი­დევ გა­მო­ვარ­ჩი­ოთ, რომ უფ­რო სა­მარ­თ­ლი­ა­ნი გავ­ხა­დოთ წა­ხა­ლი­სე­ბა.
ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მამ კი­დევ ერ­თი რამ აჩ­ვე­ნა — ამ სის­ტე­მით, შე­იძ­ლე­ბა, ფულს ვაძ­ლევთ მო­ტი­ვი­რე­ბულ, კარ­გი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე, წარ­მა­ტე­ბულ მდი­დარ სტუ­დენტს, რი­თაც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ვზრდით არა მის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, არა­მედ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. იმავ­დ­რო­უ­ლად, იმა­ვე თან­ხას ვაძ­ლევთ ან ვერ ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლის, კარ­გი სას­წავ­ლო დი­ნა­მი­კის მქო­ნე, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რად მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფის სტუ­დენტს. რა თქმა უნ­და, ეს უსა­მარ­თ­ლოა. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი მის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას არ ად­გენს, ამ კომ­პო­ნენტს სა­ერ­თოდ ვერ ზო­მავს და აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ კარგს და მდი­დარს ერ­თ­ნა­ი­რად ვა­ფი­ნან­სებთ.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი,  წლე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან
გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე: ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის გა­კე­თე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბია. მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში კარ­გად ჩა­ხე­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ნამ­დ­ვი­ლად იცი­ან. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­მო­ღე­ბის მო­ტი­ვა­ცია იყო შემ­დე­გი — 2002 წლი­სათ­ვის, კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად, უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში გვქონ­და ასე­თი სუ­რა­თი: უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბის, შემ­დ­გომ სწავ­ლა­ში მა­თი შე­ფა­სე­ბე­ბის, წარ­მა­ტე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მე­ბი, უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, იყო კო­რუფ­ცი­უ­ლი, მე­ო­რე მხრივ, ამ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სის­ტე­მე­ბი რო­გორც კვლე­ვის, ისე სწავ­ლის ნა­წილ­ში იყო გა­უმ­ჭ­ვირ­ვა­ლე, ვერ იძ­ლე­ო­და სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მო­ქა­ლა­ქეს ცოდ­ნა­ზე და ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ე­კე­თე­ბი­ნა (თუნ­დაც კო­რუფ­ცი­ულ სის­ტე­მა­ში — მე ახ­ლა მი­ღირს ქრთა­მის მი­ცე­მა თსუ-ში თუ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. ესეც კი არ იყო). შე­სა­ბა­მი­სად, ამან და­ბა­და ტო­ტა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. უც­ბად რომ ჩაგ­ვეჭ­რა კო­რუფ­ცია, ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იყო სწრა­ფი გა­მო­სა­ვა­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფომ მთლი­ა­ნად თა­ვის ხელ­ში აიღო სა­და­ვე­ე­ბი, არ­სე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის ჩაჭ­რა. ამ ამო­ცა­ნას ერ­თი­ან­მა ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა თა­ვი გა­არ­თ­ვა და, ბუ­ნებ­რი­ვია, უმაღ­ლე­სებს შო­რის მე­ტი კონ­კუ­რენ­ცია გა­მო­იწ­ვია, რაც უნ­და გამ­ხ­და­რი­ყო სტი­მუ­ლი მე­ტი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სის­ტე­მე­ბის და­ნერ­გ­ვის, ანუ დრო­ე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო სა­ი­მი­სოდ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ხა­რის­ხის მარ­თ­ვა და­ნერ­გი­ლი­ყო, რაც გუ­ლის­ხ­მობს მი­ღე­ბას, სწავ­ლას, საქ­მი­ა­ნო­ბას, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მებს დ ა.შ. (ეს სის­ტე­მე­ბი ბევ­რ­გან სა­ერ­თოდ არ იყო და­ნერ­გი­ლი). ნელ-ნე­ლა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ერ­თო­ბა უნ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო ყო­ფი­ლი­ყო სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩა­რე­ვა, ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ასე­თი სის­ტე­მა უნ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო — სა­ხელ­მ­წი­ფო აიღებ­და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რომ ობი­ექ­ტუ­რად მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, უმაღ­ლე­სებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეს გახ­დიდა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც არ­ჩე­ვანს ისი­ნი თვი­თონ გა­ა­კე­თე­ბდნენ — პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აიღე­ბდნენ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ხო­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­კ­რებ-გამ­სა­ჯა­რო­ვე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო იქნებოდა. ჩვენ­თან არას­დ­როს არ დად­გა ეს ეტა­პი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში, რომ უმაღ­ლეს­ში მი­ღე­ბის კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ჩაჭ­რის გარ­და­მავ­ლო­ბი­დან უკ­ვე ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ხა­რის­ხის მარ­თ­ვის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვით. დი­დი ხა­ნია, ეს პრო­ცე­სი ჭი­ა­ნურ­დე­ბა და ესეც გან­სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფომ და სხვა­დას­ხ­ვა პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტუ­ლია აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ში,  სა­ხელ­მ­წი­ფოს უჭი­რავს ხელ­ში, შე­უძ­ლი­ა სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით არე­გუ­ლი­როს — ვი­ღა­ცას მის­ცეს ან ჩა­მო­არ­თ­ვას და არ გა­და­იყ­ვა­ნოს თვით­რე­გუ­ლი­რე­ბად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე სის­ტე­მა­ში.
მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დის შე­მოწ­მე­ბა­ში ვხარ­ჯავთ თან­ხას იმის და­სად­გე­ნად, წელს ვინ ვის­ზე უკე­თე­სი აღ­მოჩ­ნ­და უმაღ­ლე­სებ­ში გახ­ს­ნილ კარ­ში შე­სას­ვ­ლე­ლად. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის უნი­ფი­ცი­რე­ბულ სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლო­ბა­ში (ანუ ერ­თ­მა სტუ­დენ­ტ­მა აჯო­ბა მე­ო­რეს) სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეჭ­ვი არ ეპა­რე­ბა, მაგ­რამ ამ გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნა­დაც. უკ­მა­ყო­ფი­ლოა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხით, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბით, გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მით. ის­მის კითხ­ვა — უფ­რო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ხომ არ არის იმ თან­ხის ნა­წი­ლი, რა­საც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვხარ­ჯავთ 30-40 ათა­სი ახალ­გაზ­რ­დის შე­მოწ­მე­ბა­ში (უკ­ვე 12 წე­ლია), ერთ ან ორ წე­ლი­წადს მა­ინც, დავ­ხარ­ჯოთ იმ 72 ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის — უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა-გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა­ში. ორი წლის შემ­დეგ კი, თუ დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ 72-ვეს აქვს მი­ღე­ბის ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი სის­ტე­მე­ბი, ეს თან­ხა და­ი­ზო­გე­ბა.
გი­ორ­გი ლო­მი­ძე: ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ზო­გად სუ­რათს უნ­და იძ­ლე­ო­დეს და კონ­კ­რე­ტულ ფილტრს აყა­ლი­ბებ­დეს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა შე­იქ­მ­ნას, ვინ რა დო­ნე­ზეა იმ კონ­კ­რე­ტულ პირ­ველ ფილ­ტ­რ­ში და შემ­დეგ ძი­რი­თა­დი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა თვი­თონ უნ­და მი­ი­ღოს, იმ მე­ქა­ნიზ­მ­სა და კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რო­მე­ლიც გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და სა­ჯა­რო უნ­და იყოს.

სა­რე­პე­ტი­ტო­რო ბაზ­რის ზრდის მი­ზე­ზე­ბი
გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე:  ჩვენ­თან ვერ იქ­ცა ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად ის, რომ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი, ხ-ხჳჳ კლა­სე­ბი, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბი­დან გზას მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის­კენ ხე­და­ვენ. მე­ო­რე მი­ზე­ზია ის, რომ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, აღი­ა­რე­ბე­ბის და ხა­რის­ხე­ბის ქვე­სის­ტე­მე­ბით, ადა­მი­ა­ნის­თ­ვის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი არ არის.
სა­რე­პე­ტი­ტო­რო ბაზ­რის მომ­რავ­ლე­ბა, 2005 წელ­ს­ვე,  პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო. გა­სა­გე­ბია, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი მოს­წავ­ლის მზა­ო­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად აუცი­ლებ­ლად გა­ა­ჩენ­და მსგავს რა­მეს, რად­გან მას შუ­ა­ლედ­ში სხვა არა­ფე­რი შევ­თა­ვა­ზეთ და მარ­ტო სას­კო­ლო მზა­ო­ბა დარ­ჩა, ამან გა­ა­ჩი­ნა დამ­ხ­მა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა თუ ცენ­ტ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ეს თა­ვი­დან­ვე ცხად­ზე ცხა­დი იყო, დღეს კი სუ­რა­თი უკ­ვე სა­ხე­ზეა.
უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი სუ­რა­თი
გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე: ვა­მა­ყობ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორი პრო­ფე­სო­რი, ჩვე­ნი­ვე სტუ­დენ­ტე­ბით. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფომ არ და­ხარ­ჯა ფუ­ლი (არა­და, წე­სით, უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეს) უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გე­ბის შეს­წავ­ლა­ზე. ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი რე­ი­ტინ­გე­ბის კვლე­ვა, ასე თუ ისე, მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ არა­სო­დეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლა კვლე­ვა პერ­სო­ნალ­ზე.
მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვამ გვიჩ­ვე­ნა ტენ­დენ­ცია, რით ფა­სობს პრო­ფე­სო­რი — სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ში ფა­სობს თა­ვი­სი კვლე­ვე­ბით და ამ კვლე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე გავ­ლე­ნით, რო­მე­ლიც მას აქვს. კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ სრუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი და ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი, ათი­ვე საკ­ვ­ლევ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ნაკ­ლე­ბად პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი არი­ან, ნაკ­ლე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო წო­ნა აქვთ, ვიდ­რე ასის­ტენტ პრო­ფე­სო­რებს, მა­გის­ტ­რან­ტე­ბამ­დე ჯერ არ მივ­სულ­ვართ. ასის­ტენტ პრო­ფე­სო­რე­ბი კი, მეტ­წი­ლად ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ნაკ­ლე­ბად არი­ან და­ფა­სე­ბუ­ლი, ნაკ­ლებ ანაზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი პრო­ფე­სო­რებს მხო­ლოდ წარ­სუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გა­მო უხ­დი­ან მეტ თან­ხას, ვიდ­რე პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­სა და ცოდ­ნის შექ­მ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ჩვენ მეტ თან­ხას ვიხ­დით ძველ ცოდ­ნა­ში და არა ახ­ლის შექ­მ­ნა­ში.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N