გამოდის 1998 წლიდან
2017-10-12
შეხ­ვედ­რა პან­კი­სელ ახალ­გაზ­რ­დებ­თან


7 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში (დი­რექ­ტო­რი — გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე) გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა პან­კი­სელ ახალ­გაზ­რ­დებ­თან. შეხ­ვედ­რა გახ­ს­ნეს დე­მოკ­რა­ტი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თავ­ჯ­დო­მა­რემ, ქე­თე­ვან ბოჯ­გუ­ამ და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, რე­ვაზ ჯა­ვე­ლი­ძემ.
პრო­ექ­ტის „მე, აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე“ ფარ­გ­ლებ­ში, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებს (ომა­ლო­ში, და­მას­ტურ­ში, დუ­ის­ში, ჯო­ყო­ლა­სა და ბირ­კი­ან­ში) სტუმ­რობ­დ­ნენ, სკო­ლე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კებს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რით ანახ­ლებ­დ­ნენ და, ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, დის­კუ­სი­ებს მარ­თავ­დ­ნენ. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე 120 მოს­წავ­ლე, შე­დე­გე­ბის შე­სა­ჯა­მებ­ლად, 7 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში შე­იკ­რი­ბა.
ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რი, არა­სამ­თაბ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია — ორ­ბე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო, ჰR ჰub, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­ს­პექ­ცი­ის აპა­რა­ტი და სხვა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი. შეხ­ვედ­რის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მო­იკ­ვე­თა არა­ერ­თი სა­კითხი, რო­მელ­საც პან­კის­ში მცხოვ­რე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნე­ვენ, მათ შო­რის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ისე­თი სივ­რ­ცის შექ­მ­ნაა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ, სკო­ლის შემ­დეგ შე­იკ­რი­ბონ, წა­ი­კითხონ წიგ­ნე­ბი, უყუ­რონ ფილ­მებს ან უბ­რა­ლოდ იმ­ს­ჯე­ლონ სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ზე. ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად პან­კი­სის ხე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის არ­სე­ბო­ბა და­სა­ხელ­და.
პრო­ექ­ტი „მე, აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თა და ბავ­შ­ვ­თა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის (პრე­ზი­დენ­ტი — ირაკ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა, მი­სი მი­ზა­ნია პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შეწყო­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, ღია დის­კუ­სი­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და სა­მო­მავ­ლო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით.
პან­კი­სელ მოს­წავ­ლე­თა თხოვ­ნით, შეხ­ვედ­რა­ზე მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ: ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ფეხ­ბურ­თე­ლი და­ვით მუ­ჯი­რი და იურის­ტი დი­მიტ­რი გე­გე­ნა­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია შეხ­ვედ­რამ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან, რო­მელ­თა­ნაც ბავ­შ­ვებს არაფ­რით არ უნ­დო­დათ გან­შო­რე­ბა. ნა­ნუ­კამ გა­იხ­სე­ნა, რომ პან­კის­ში რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და და კი­დევ ეს­ტუმ­რე­ბა მათ. ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს, რო­მელ­მაც პან­კის­ში ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა, ნა­ნუ­კამ პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი გა­უ­ზი­ა­რა და დაჰ­პირ­და, რომ მი­იწ­ვევ­და სტუ­დი­ა­ში და მის წა­მოწყე­ბას გა­ა­პი­ა­რებ­და, რა­მაც მხურ­ვა­ლე ოვა­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია დარ­ბაზ­ში.
და­სას­რულს ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს გა­და­ე­ცა სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტი.

თბი­ლი­სი — 2017
სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა სრუ­ლი ტრი­უმ­ფით დამ­თავ­რ­და კონ­კურ­სი „თბი­ლი­სი — 2017“. კა­ტე­გო­რი­ა­ში — „წლის სა­უ­კე­თე­სო ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი“ ლი­ზი ბუ­და­ღაშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი „ნოს­ტალ­გია“ ფი­ნა­ლის­ტი გახ­და, რით­ვი­საც ის დიპ­ლო­მით და­ჯილ­დოვ­და. ამა­სო­ბა­ში, ლი­ზიმ მო­ას­წ­რო სა­კუ­თა­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის კრე­ბუ­ლის გა­მოშ­ვე­ბა, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის ოქ­როს მე­დალ­ზე დამ­თავ­რე­ბა, ნი­ჭი­ერ­თა ათ­წ­ლე­დის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბა და დი­ლი­ჟა­ნის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა­ში ჲWC (ჲnited World College) ჩა­ბა­რე­ბა. ლი­ზი იქ, 450 მსურ­ვე­ლი­დან, 7 გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­ს შო­რის მოხ­ვ­და და სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა — 70000$ მი­ი­ღო. პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­კომ­პო­ზი­ციო ფა­კულ­ტეტ­ზე 100%-იანი გრან­ტით ჩა­ი­რიცხა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, კავ­კა­სი­უ­რი კულ­ტუ­რის სა­ღა­მო მო­აწყო და ქარ­თუ­ლი დრო­შა ააფ­რი­ა­ლა დი­ლი­ჟა­ნის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა­ში. ასე­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­სულ წელს ლი­ზი ესე­ე­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი იყო.
სა­ლო­მე ბენ­დე­ლი­ა­ნი — ესე­ე­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, წელს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რიცხა.
სან­დ­რო ნე­ბი­ე­რი­ძე — მის­მა სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ტრი­ომ „ელე­მენ­ტე­ბი“ წლის სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის (სიმ­ღე­რის) პრი­ზი და­იმ­სა­ხუ­რა. სან­დ­რო ბედ­ნი­ე­რად თვლის თავს, რომ ჰყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი, ტრი­ოს წევ­რე­ბი — ანა ჭა­ნია და სან­დ­რო სი­და­მო­ნი­ძე, მრა­ვა­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი. მათ­მა უნაკ­ლო შეს­რუ­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა სან­დ­როს წარ­მა­ტე­ბა. ასე­ვე, ძა­ლი­ან ემად­ლი­ე­რე­ბა თა­ვის მას­წავ­ლე­ბ­ლებს — კომ­პო­ზი­ტორ მა­კა ვირ­სა­ლა­ძეს და პრო­ფე­სორ ლა­ლი სა­ნი­კი­ძეს, რომ­ლებ­მაც სრულ­ყ­ვეს მი­სი სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ნორ­ჩი ასა­კი­სა, ეს სან­დ­როს პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ არის — მის აქ­ტივ­შია ოპე­რა, სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი და სხვა ფორ­მის მრა­ვა­ლი კომ­პო­ზი­ცია. რო­გორც პი­ა­ნის­ტი, მრა­ვა­ლი გრან-პრის მფლო­ბე­ლია. ახ­ლაც ის პსკოვ­ში იმ­ყო­ფე­ბა გას­ტ­რო­ლებ­ზე, სა­დაც გა­მო­ჩე­ნილ­მა მუ­სი­კოს­მა დე­ნის მა­ცუ­ევ­მა მი­იწ­ვია, შემ­დე­გი კონ­ცერ­ტი მოს­კოვ­ში აქვს, ამი­ტომ ვერ და­ეს­წ­რო და­ჯილ­დო­ე­ბას, და პრი­ზი სან­დ­როს მა­მას, ბა­ტონ ლე­ვან სი­და­მო­ნი­ძეს გა­და­ე­ცა.

რე­ვაზ თო­ფუ­რია

25-28(942)N