გამოდის 1998 წლიდან
2012-11-26
„რუსთაველის კლუბი“ — „ვეფხისტყაოსნის“ ქომაგის სახელის უკვდავსაყოფად

25 ოქ­ტომ­ბერს, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მი­დან 300 წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რის რე­ვაზ სი­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბის“ და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ახა­ლი გა­მო­ცე­მის — „ყვა­ვილ­ნა­რი“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.
„რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბი“ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის — გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის — ქე­თე­ვან სი­რა­ძის და პრო­ექ­ტის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის — თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ფუძ­ნ­და.
თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლი, პრო­ექ­ტის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბის“ იდე­ის ავ­ტო­რი და ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბი“ და­ფუძ­ნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­სა და პე­და­გოგ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის თა­ოს­ნო­ბით. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ კლუბს ენი­ჭე­ბა რე­ვაზ სი­რა­ძის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც მხარ­ში ედ­გა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ექტს „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“, ის იყო   ჭეშ­მა­რი­ტი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, მეც­ნი­ე­რი და აღ­მ­ზ­რ­დე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვარ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ბა­ტონ რე­ვაზ სი­რა­ძეს პირ­ვე­ლად 2001 წელს შევ­ხ­ვ­დი, ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ვეწ­ვიე პრო­ექ­ტის  „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ თა­ო­ბა­ზე. მას მე­რე ბა­ტო­ნი რე­ვა­ზი იყო კონ­კურ­სის ქო­მა­გი, ჟი­უ­რის სა­პა­ტიო წევ­რი. მან მარ­თ­ლაც გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ამა­გი დას­დო ჩვენს წა­მოწყე­ბას.
წელს, 19 სექ­ტემ­ბერს, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი გა­მო­ცე­მის 300 წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და კონ­კურ­სის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ დას­კ­ვ­ნი­თი ტუ­რი და ჩვენ შო­რის პირ­ვე­ლად არ იყო ბა­ტო­ნი რე­ვა­ზი. სწო­რედ მა­შინ გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, რომ ამ სივ­რ­ცე­ში  „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბის“ და­ფუძ­ნე­ბა რე­ვაზ სი­რა­ძის სა­ხელს და­კავ­ში­რე­ბო­და. შემ­დ­გომ­ში კი,  კლუ­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა ბა­ტო­ნი რე­ვა­ზის მოღ­ვა­წე­ო­ბის გაც­ნო­ბა-შეს­წავ­ლას დას­თ­მო­ბო­და.
სურ­ვი­ლი გა­ვა­ცა­ნი ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ბა­ტონ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს. მან ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო და ჩვე­ნი შე­თან­ხ­მე­ბა შედ­გა,  25 ოქ­ტომ­ბერს  იდეა რე­ა­ლო­ბად იქ­ცა“.
მაია კო­ბა­ხი­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ მთე­ლი სამ­ყა­როა ადა­მი­ა­ნო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მრწამ­სის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში. XII სა­უ­კუ­ნი­დან დღემ­დე ჩავ­ლილ­მა დრო-ჟამ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, შეც­ვა­ლა და გა­და­ას­ხ­ვა­ფე­რა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბებს შო­რის, გა­ი­ზარ­და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი­სა და უხე­შო­ბის ალ­ბა­თო­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში, დრო­ის დაჩ­ქა­რე­ბამ უფ­რო აგ­რე­სი­უ­ლი გა­ხა­და კა­ცის და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბა, გან­ვე­შო­რეთ რუს­თ­ვე­ლურ სიყ­ვა­რულს, ხედ­ვას: „ხამს მოყ­ვა­რე მოყ­ვ­რი­სათ­ვის, თა­ვი ჭირ­სა არ დამ­რი­დად...“
გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბის, კაც­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის შო­თა­სე­უ­ლი გან­ც­და XXI სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა დრო­დად­რო უნ­და შე­ვიხ­სე­ნოთ და ვე­ცა­დოთ, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში დავ­ნერ­გოთ.
ვფიქ­რობთ, „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბი“, რო­მელ­საც დღეს ვა­ფუძ­ნებთ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბა იქ­ნე­ბა იმი­სა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლი კე­თი­ლი საქ­მე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რი ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ინი­ცი­ა­ტო­რი სა­მო­ქა­ლა­ქო აზ­როვ­ნე­ბის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა, რომ „ქმნა მარ­თ­ლი­სა, სა­მარ­თ­ლი­სა“ გახ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბის უცი­ლო პი­რო­ბა“.
გრი­ვერ ფა­რუ­ლა­ვა,  ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი: „ძა­ლი­ან ძნე­ლია რე­ვაზ სი­რა­ძე­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მი­სი სა­ხე­ლის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად და­არ­ს­და „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბი“. რე­ვაზ სი­რა­ძე ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ან­ში აფა­სებ­და პი­როვ­ნე­ბა­სა და პი­როვ­ნულს. ძნე­ლი იყო მას­თან მე­გობ­რო­ბა. ხში­რად ამ­ბობ­და: ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა­ზე მი­სი პი­როვ­ნე­ბა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად მეტყ­ვე­ლებ­სო.  ბო­ლო წლებ­ში ბევ­რ­ჯერ უთ­ქ­ვამს, ღირ­სე­უ­ლო­ბა აღ­მო­სა­ჩე­ნი გახ­დაო და წუხ­და კი­დეც ამა­ზე. ლი­ტე­რა­ტო­რი  მის­თ­ვის პრო­ფე­სია არ იყო, ის იყო მი­სი სი­ცოცხ­ლე, არ­სე­ბო­ბის საზ­რი­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი“.
გია მურ­ღუ­ლია, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ბა­ტო­ნი რე­ზოს ერ­თი მარ­ტი­ვი  შე­გო­ნე­ბა, მის მო­წა­ფე­ებს გვე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე: „არას­დ­როს არ უნ­და და­ხარ­ჯო იმა­ზე მე­ტი სიტყ­ვა, ვიდ­რე სა­ჭი­როა“. ამი­ტომ მეც მოკ­ლედ გეტყ­ვით,  „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბის“ და­არ­სე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი წა­მოწყე­ბაა, მით უმე­ტეს, რომ კლუ­ბი დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის, რე­ვაზ სი­რა­ძის სა­ხე­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რის­თ­ვი­საც დი­დი მად­ლო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. ბა­ტო­ნი რე­ზო ჩვენ­თ­ვის ძვირ­ფა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ის იყო კა­ცი, რო­მე­ლიც ამარ­თ­ლებ­და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ორ მთა­ვარ პოს­ტუ­ლატს — ფიქ­რის ეს­თე­ტი­კას და ფიქ­რის ღირ­სე­ბას“. 
 პირ­ვე­ლი ნა­ბეჭ­დი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­მო­ცე­მი­დან 300 წლის­თავს და­უ­კავ­შირ­და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ახა­ლი გა­მო­ცე­მა „ყვა­ვილ­ნა­რი“. ეს არის ძვე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თა­მა­შის, „ფლირ­ტის“ სა­ხით გა­მო­ცე­მუ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“ ამოკ­რე­ბი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ში­ნა­არ­სის ფრა­ზე­ბი. გა­მო­ცე­მის იდე­ის ავ­ტო­რის, და­ლი კუპ­რა­ვას თქმით: „თა­მა­ში აიგო „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“ ამოკ­რე­ბილ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ში­ნა­არ­სის, ერო­ტი­ულ, გლა­მუ­რულ ფრა­ზებ­ზე. ეს გა­მო­ცე­მა ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სათ­ვის პო­ე­მის გა­და­ხედ­ვის კი­დევ ერ­თი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა“. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თე­ბი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლია XVII სა­უ­კუ­ნე­ში სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის, ლე­ვან და­დი­ა­ნის კა­რის მხატ­ვ­რის, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პირ­ვე­ლი ილუს­ტ­რა­ტო­რის, მა­მუ­კა თა­ვა­ქა­რაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბით. თი­თო­ე­ულ ბა­რათ­ზე ექ­ვ­სი მცე­ნა­რის სა­ხე­ლია (ამ სა­ხე­ლე­ბით მი­მარ­თა­ვენ მო­თა­მა­შე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს) და არც ერ­თი მათ­გა­ნი არ მე­ორ­დე­ბა. მცე­ნა­რე­თა სა­ხე­ლე­ბი ალექ­სან­დ­რე მა­ყაშ­ვი­ლის  „ბო­ტა­ნი­კუ­რი ლექ­სი­კო­ნი­დან“ არის ამოკ­რე­ბი­ლი.
„ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის 300 წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე,  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ექ­ს­პო­ზი­ცია — „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ფი­ნა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა ფონ­დის მი­ერ.
ნი­ნო ხვე­დე­ლი­ძე,  იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი: „გა­მო­ფე­ნის მთა­ვა­რი ექ­ს­პო­ნა­ტი, რა თქმა უნ­და, 1712 წელს ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის სტამ­ბა­ში და­ბეჭ­დი­ლი პო­ე­მა იყო. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ იმ მხრი­ვაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ იგი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა გახ­ლ­დათ. დღეს  ეს ეგ­ზემ­პ­ლა­რი იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა ფონ­დ­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის კო­ლექ­ცი­ა­შია და­ცუ­ლი. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხა­რის­ხის გა­მო­ცე­მე­ბი და  სა­უ­კე­თე­სო თარ­გ­მა­ნე­ბი. „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ რუ­სულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნეს: ნი­კო­ლოზ ბალ­მონ­ტ­მა, გი­ორ­გი ცა­გა­რელ­მა, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძემ, ნი­კო­ლოზ ზა­ბო­ლოც­კიმ და სხვებ­მა.  მათ­გან ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძვირ­ფა­სია ნუ­ცუ­ბი­ძი­სე­უ­ლი თარ­გ­მა­ნი, რო­მე­ლიც სა­პა­ტიმ­რო­ში, რეპ­რე­სი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.  მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორ­დ­რო­პე­ბის მი­ერ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე თარ­გ­მ­ნი­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, რო­მელ­საც ყო­ველ­თ­ვის სა­პა­ტიო ად­გი­ლი უჭი­რავს სხვა თარ­გ­მან­თა შო­რის. უკ­ვ­და­ვი პო­ე­მის ორი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი გა­მო­ცე­მი­დან, რომ­ლე­ბიც გა­მო­ფე­ნა­ზე შე­ეძ­ლო დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს ეხი­ლა, პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის 800 წლის იუბი­ლეს­თან  და­კავ­ში­რე­ბი­თაა და­ბეჭ­დი­ლი და ჭე­დუ­რი ჩუ­ქურ­თ­მი­თაა შემ­კუ­ლი. მე­ო­რე კი, 1943 წელს ბერ­ლინ­შია გა­მო­ცე­მუ­ლი. „სა­ე­რო ბიბ­ლი­ად“ წო­დე­ბუ­ლი, შო­თას უკ­ვ­და­ვი პო­ე­მის ეს პა­ტა­რა წიგ­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე ქარ­თ­ველ ვაჟ­კა­ცებს გუ­ლის ჯი­ბით დაჰ­ქონ­დათ თურ­მე.  გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი შა­ვი ხა­ვერ­დის ქსო­ვილ­გა­დაკ­რუ­ლი წიგ­ნი, რო­მელ­საც შო­თას და თა­მა­რის პორ­ტ­რე­ტე­ბი ახ­ლავს, პო­ლო­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტის — მი­ხე­ილ კვა­ლი­აშ­ვი­ლის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­ჩუ­ქა­რია ქარ­თ­ვე­ლი ერის­თ­ვის.
შო­თა რუს­თა­ვე­ლის უკ­ვ­და­ვი პო­ე­მა რომ მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რია, ამას მსოფ­ლი­ოს 37 ქვე­ყა­ნა­ში 46 ენა­ზე და­ბეჭ­დი­ლი 400-მდე გა­მო­ცე­მაც ადას­ტუ­რებს“.
ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში „რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბი­სა“ და „ყვა­ვილ­ნა­რის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, მხატ­ვარ ქე­თე­ვან მა­ტა­ბე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა მო­ეწყო — წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მი­სი ცხრა ნა­მუ­შე­ვა­რი — ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“.
მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N