გამოდის 1998 წლიდან
2012-12-19
გა­მიზ­ნუ­ლად „ჩაგ­დე­ბუ­ლი“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თუ მო­უქ­ნე­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გი

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნემ“, 28 ნო­ემ­ბერს, for.ge-ს საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ 2011 და  2012 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სე­ბის შე­დე­გებს მი­უძღ­ვ­ნა ბრი­ფინ­გი.

2006 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნე“ აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის — სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნი­სა და გა­მო­ცე­მის — გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. რე­ფორ­მის პირ­ველ­სა­ვე წელს „დი­ო­გე­ნეს“ 12 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ე­ნი­ჭა გრი­ფი. ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბე­ბით აღი­ნიშ­ნა შემ­დ­გო­მი წლე­ბიც და, 2011 წლის­თ­ვის, გა­მომ­ცემ­ლო­ბას უკ­ვე 100-ზე მე­ტი და­სა­ხე­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ჰქონ­და გა­მო­ცე­მუ­ლი რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი, ისე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი­სათ­ვის.
2011 წლი­დან ვი­თა­რე­ბა მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა — გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­ს­ზე „დი­ო­გე­ნეს“ მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი 20 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან 18 იქ­ნა და­წუ­ნე­ბუ­ლი, ხო­ლო 2012 წლის კონ­კურ­ს­ზე წარ­დ­გე­ნი­ლი 39 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან — 17.
„2011 და 2012 წლებ­ში სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის წეს­ში რამ­დე­ნი­მე ისე­თი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და, რომ­ლებ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, აზ­რი და­უ­კარ­გა კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას, თუმ­ცა ამ პი­რო­ბებ­შიც კი, იგი უაღ­რე­სად ტენ­დენ­ცი­უ­რად ჩა­ტარ­და. გარ­და ამი­სა, ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამ ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბას გა­მიზ­ნუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და მი­მარ­თუ­ლი იყო  იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ჩა­საგ­დე­ბად, რომ­ლე­ბიც დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა შო­რის და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბაზ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლიც ეკა­ვა, — აცხა­დებს გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე, — რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბა­ზარ­ზე მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვით რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამას კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხი გან­საზღ­ვ­რავ­და. მას შემ­დეგ, რაც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა ჩა­ი­ბა­რა და სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რ­ში ნა­თია ჯო­ხა­ძე მი­ვი­და, და­იწყო მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო და პრო­ცე­დუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე, ჩვე­ნი აზ­რით, — არას­წო­რი და, შე­საძ­ლოა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბიც კი — ამ უარ­ყო­ფით­მა ცვლი­ლე­ბებ­მა და­ა­ზა­რა­ლა არა ერ­თი და ორი გა­მომ­ცემ­ლო­ბა, ასე­ვე სკო­ლა, მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამა­ზე გვინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა.
ხა­ზი უნ­და გა­ვუს­ვა იმ გა­რე­მო­ე­ბა­საც, რომ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფა­სი­ა­ნია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თან­ხას იმის­თ­ვის იხ­დის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ობი­ექ­ტუ­რო­ბა იყოს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. შარ­შან, ჩვენ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად 59 200 ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ვფიქ­რობ, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბაა და სა­ჭი­როა ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს. კონ­კ­რე­ტუ­ლად „დი­ო­გე­ნეს“ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გეტყ­ვით, რომ მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლი­ა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა ვართ და გა­მოვ­ცემთ არა ­მარ­ტო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს. ფი­ნან­სუ­რი მდგრა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში იყოს ობი­ექ­ტუ­რო­ბა და შე­დე­გი.
მე­ო­რე,  რა­ზეც მინ­და ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო, არის ის, რომ პრობ­ლე­მე­ბი ამ სის­ტე­მა­ში ბო­ლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჩ­ნ­და და ნელ-ნე­ლა გან­ვი­თარ­და.  ალ­ბათ, გა­გიჩ­ნ­დე­ბათ კითხ­ვა, რა­ტომ ვი­ყა­ვით ჩუ­მად, მაგ­რამ გი­პა­სუ­ხებთ, რომ ჩუ­მად არ ვყო­ფილ­ვართ, ამას სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი ადას­ტუ­რებს. ვცდი­ლობ­დით სი­მარ­თ­ლის დად­გე­ნას. ასე­ვე, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით ამ სის­ტე­მა­ში შექ­მ­ნილ პრობ­ლე­მებ­ზე შეხ­ვედ­რებ­ზე რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, ისე სხვა­გან, კო­ლე­გებ­თან და, ნა­წი­ლობ­რივ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თა­ნაც. სის­ტე­მა მთლი­ა­ნად ჩა­ი­კე­ტა, ანო­ნი­მუ­რი გახ­და,  სი­მარ­თ­ლის დად­გე­ნა კი — შე­უძ­ლე­ბე­ლი.
ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა, ამ ეტაპ­ზე, არის ის, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უგ­როვ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბებს, გან­ზო­გად­დეს და გრი­ფი­რე­ბის წეს­ზე მუ­შა­ო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თობ­ლი­ვად შევ­ძ­ლოთ. აუცი­ლებ­ლად  გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი, პრო­ცე­დუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გავ­მარ­თოთ, რა თქმა უნ­და, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი — სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო — ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს, მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი. დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი ბრი­ფინ­გი, სწო­რედ ამას ეძღ­ვ­ნე­ბა — აშ­კა­რა გავ­ხა­დოთ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­მაც  ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი და მას­შ­ტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­რუფ­ცი­ი­სა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის  პრობ­ლე­მაც გა­მო­იკ­ვე­თა.  იმე­დია, სი­მარ­თ­ლე გა­ირ­კ­ვე­ვა, ბო­ლოს და ბო­ლოს, სი­მარ­თ­ლე და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა ამ სის­ტე­მას, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა.“
ბრი­ფინ­გ­ზე გა­მომ­ც­მე­ლო­ბა „დი­ო­გე­ნეს“ რე­დაქ­ტორ­მა სო­ლო­მონ ნო­ზა­ძემ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, თუ რო­გორ ხდე­ბო­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა და რო­გორ გაჩ­ნ­და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა, რო­მელ­მაც მთლი­ა­ნად აით­ვი­სა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბა­ზა­რი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­ს­პერ­ტე­ბის მ­იერ შე­ფა­სე­ბუ­ლი უხა­რის­ხო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით.
სო­ლო­მონ ნო­ზა­ძე: „სა­მი  წლის წინ და­იწყო ახა­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, გა­მოცხად­და კონ­კურ­სი არა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე, არა­მედ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა სე­რი­ებ­ზე. ეს იმ­დე­ნად სწრა­ფი ტემ­პი იყო, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მ­ნას, ამი­ტო­მაც  იყო შემ­დეგ პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ ვარ­გა. ჩვენც ვა­ღი­ა­რებთ, რომ 6-7 თვე ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­საქ­მ­ნე­ლად საკ­მა­რი­სი დრო არ არის. ვა­ბა­რებ­დით  ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს და შემ­დეგ ხდე­ბო­და მი­სი გა­მოს­წო­რე­ბა და სა­თა­ნა­დო კონ­დი­ცი­ამ­დე მიყ­ვა­ნა. შემ­დეგ, რო­ცა ამ ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად ნა­თია ჯო­ხა­ძე მო­ვი­და, წა­მო­ა­ყე­ნა სავ­სე­ბით სწო­რი და მი­სა­ღე­ბი იდეა, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ყო­ველ წელს არ გა­მო­სუ­ლი­ყო, ეს კონ­ვე­იე­რი შეწყ­ვე­ტი­ლი­ყო და თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­საქ­მ­ნე­ლად უნ­და გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო მე­ტი დრო, ვთქვათ, ორი წე­ლი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ავ­ტო­რო ჯგუ­ფი მო­ა­ხერ­ხებ­და კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­წე­რას, სხვა­თა შო­რის, ექ­ს­პერ­ტე­ბიც მო­ა­ხერ­ხებ­დ­ნენ უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად  შე­ფა­სე­ბას. ისი­ნი გრძნობ­დ­ნენ, რომ ექ­ს­პერ­ტი­ზა სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქალ­ბა­ტონ­მა ნა­თი­ამ გა­ნუცხა­და გა­მომ­ცემ­ლო­ბებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს ასე­თი მე­თო­დი სუ­ლაც არ აწყობთ და ურ­ჩევ­ნი­ათ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­მოს­ცენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი (რად­გან ეს მათ­თ­ვის ფი­ნან­სუ­რად უფ­რო მომ­გე­ბი­ა­ნია), რე­ა­ლუ­რად სა­ღი და მი­სა­ღე­ბი წი­ნა­და­დე­ბა იყო. მაგ­რამ მოხ­და სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი რამ, ერ­თი თვეც არ იყო გა­სუ­ლი, ისევ და­ი­ბა­რეს  გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და უთხ­რეს, რომ კონ­კურ­სი გა­მოცხად­და არა პირ­ველ ან მე­ო­რე კლას­ზე, არა­მედ პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სის ჩათ­ვ­ლით ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თუ გინ­და, მა­გა­ლი­თად, III  კლა­სის ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე მი­ი­ღო კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უნ­და და­წე­რო არა მხო­ლოდ მე­სა­მე კლა­სის, არა­მედ პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სის ჩათ­ვ­ლით, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ასე­თი აბ­სურ­დი — 6-7 თვე­ში ვერ ვას­წ­რებ­დით ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს  (და მხო­ლოდ ჩვენ კი არა, ვე­რა­ვინ ვერ ას­წ­რებ­და) და რო­გორ მო­ვას­წ­რებ­დით იმა­ვე დრო­ში 6 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­წე­რას. თან ყო­ვე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­ფა­სე­ბა ცალ-ცალ­კე ქუ­ლით ხდე­ბო­და — ანუ, თუ 6-დან რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ვერ მი­ი­ღებ­და გამ­ს­ვ­ლელ ქუ­ლას, კონ­კურსს მიღ­მა რჩე­ბო­და. თან ეს იმის ფონ­ზე მოხ­და, რომ აიწია გამ­ს­ვ­ლელ­მა ქუ­ლამ — 50-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი 90 პრო­ცენ­ტით შე­იც­ვა­ლა, რაც  იმ­თა­ვით­ვე სრუ­ლი აბ­სურ­დი იყო — იგი­ვე დრო­ში უნ­და დაგ­ვე­წე­რა ექ­ვ­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და თი­თო­ე­ულს უნ­და გა­და­ე­ლა­ხა 90-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი.
შეგ­ვიძ­ლია გითხ­რათ, რომ ეს იყო კონ­კურ­სის პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ვერ  დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და. ასე­თი ბა­რი­ე­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო ად­რე, მა­შინ ვერც ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გრიფს ვერ მი­ი­ღებ­და და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბო­და.
რამ გა­ნა­პი­რო­ბა ბა­რი­ე­რის აწე­ვა? ერ­თი შე­ხედ­ვით, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მო­საზ­რე­ბა იყო — მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი გა­სუ­ლი­ყო, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ამა­ში ჩა­დე­ბუ­ლი იყო მარ­ტი­ვი ეშ­მა­კო­ბა — 90-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას ძა­ლი­ან ცო­ტა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შეძ­ლებ­და.
თუ გა­და­ხე­დავთ შე­ფა­სე­ბის სქე­მას, ნა­ხავთ, რომ სე­რი­ი­დან აგ­დებ­დ­ნენ მხო­ლოდ ერთ წიგნს, ყველ­გან, ყვე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში. თან არა ისე, რომ წიგნს და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა ჰქონ­დეს, არა, 88 ან 87 ქუ­ლა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი — ძა­ლი­ან კარ­გი წიგ­ნია, მაგ­რამ მცი­რე ლაფ­სუ­სი აქვს, ცო­ტა და­აკ­ლ­და და ამი­ტომ ჩა­ვარ­დაო. ეს სქე­მა ნა­თელს ჰფენს ყვე­ლა­ფერს.
პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ნა­ი­რი კონ­კურ­სი არ ტარ­დე­ბო­და. წი­ნას­წარ იყო ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უნ­და გა­სუ­ლი­ყო და რო­მე­ლი არა.
რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურ­სის სხვა პი­რო­ბებს, შე­იძ­ლე­ბა კუ­რი­ო­ზე­ბა­დაც კი მო­გეჩ­ვე­ნოთ ან არ და­მი­ჯე­როთ. იმის გარ­და, რომ ამ­დე­ნი წიგ­ნი უნ­და მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა, რაც ფარ­სი იყო, ასე­თი­ვე ფარ­სი იყო კონ­კურ­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა. მო­გიყ­ვანთ  მა­გა­ლითს — „დი­ო­გე­ნეს“ ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს აფა­სებ­და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც არ აფა­სებ­და, მა­გა­ლი­თად, „ინ­ტე­ლექ­ტის“ იმა­ვე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, ანუ არ არ­სე­ბობ­და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სა­კონ­კურ­სოდ შე­სულ ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს იც­ნობ­და, არ ხდე­ბო­და შე­და­რე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე — არც კონ­კურ­სი. ნამ­დ­ვი­ლად კუ­რი­ო­ზია, რომ არ არ­სე­ბობ­და ჯგუ­ფი, რო­მელ­საც წა­კითხუ­ლი ჰქონ­და ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­ს­პერტს  წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე უკე­თე­სი იყო თუ უარე­სი ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მელ­საც ჩა­აგ­დებ­და.
მე­სა­მე კუ­რი­ო­ზი ის არის, თუ რო­გორ ხდე­ბო­და ექ­ს­პერ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა. შე­მიძ­ლია მო­გიყ­ვა­ნოთ მა­გა­ლი­თე­ბი, რო­გორ ირ­ჩევ­დ­ნენ ექ­ს­პერ­ტებს. 1 მარ­ტი კონ­კურ­სის ბო­ლო ვა­დაა, 12 რიცხ­ვ­ში მი­რე­კავს ჩვე­ნი ერთ-ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რის მე­უღ­ლე, პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი და მე­უბ­ნე­ბა — და­მი­რე­კეს და მკითხეს, ხომ არ მოხ­ვალ ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­სა­ფა­სებ­ლა­დო, ანუ შუა კონ­კურ­ს­ში მას შეს­თა­ვა­ზეს ექ­ს­პერ­ტო­ბა. ეს გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მი­რე­კავს ჩე­მი ძმა, გი­ორ­გი ნო­ზა­ძე, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტია, მა­თე­მა­ტი­კო­სი  და იმა­ვეს მე­უბ­ნე­ბა, მა­საც ექ­ს­პერ­ტო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. უარის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი, ორი­ვეს სთხო­ვეს, იქ­ნებ სხვა მა­თე­მა­ტი­კო­სი ან ის­ტო­რი­კო­სი მოგ­ვი­ძებ­ნო­თო. თქვენ რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გრჩე­ბათ ამის შემ­დეგ — კონ­კურ­სი ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებ­და? ექ­ს­პერ­ტე­ბი ფორ­მა­ლუ­რად სჭირ­დე­ბო­დათ თუ მარ­თ­ლა შემ­ფა­სებ­ლე­ბად? რაც მთა­ვა­რია, ექ­ს­პერ­ტე­ბი ორი კვი­რით ად­რე უნ­და მო­ემ­ზა­დონ და შემ­დეგ ჩა­ერ­თონ კონ­კურ­ს­ში, ამათ კი შუა კონ­კურ­სის დროს ჯერ შეკ­რე­ბი­ლიც არ ჰყავ­დათ გუნ­დი. მოხ­და კი­დევ ასე­თი რამ, ჩემ­თან და ქალ­ბა­ტონ ლა­ლის­თან, რო­მე­ლიც ასე­ვე რე­დაქ­ტო­რია გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნე­ში“, მო­ვიდ­ნენ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბად იყ­ვ­ნენ მიწ­ვე­უ­ლე­ბი და გვთხო­ვეს, გვეს­წავ­ლე­ბი­ნა მათ­თ­ვის, რო­გორ შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. ჩვენ მათ ტრე­ნინ­გი ჩა­ვუ­ტა­რეთ. ასე­თი ვი­თა­რე­ბა იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბა­დებს ეჭვს, რომ არა­ნა­ი­რი კონ­კურ­სი არ ტარ­დე­ბო­და და ეს იყო ფორ­მა­ლო­ბა.
რო­ცა სი­კო ჯა­ნა­შია იყო ამ ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, მა­შინ სა­ა­პე­ლა­ციო მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობ­და, მარ­თა­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფორ­მა­ლუ­რი, რად­გან სა­ა­პე­ლა­ციო  კო­მი­სი­აც იმა­ვე ექ­ს­პერ­ტე­ბით იყო და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი, ვინც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს აფა­სებ­დ­ნენ. რო­გორც წე­სი, სა­ა­პე­ლა­ციო მოთხოვ­ნე­ბი არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და. მაგ­რამ შემ­დეგ, ეს აპე­ლა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მიც გა­ა­უქ­მეს. მხო­ლოდ სა­სა­მარ­თ­ლოს­თ­ვის შე­გეძ­ლო მი­გე­მარ­თა. ეს, ჩვენს კი­სერ­ზე ვიწ­ვ­ნი­ეთ და იმა­საც გეტყ­ვით, რა ხდე­ბო­და სა­სა­მარ­თ­ლო­ში. სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნეთ  ერთ-ერთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს — „ჩე­მი სამ­შობ­ლოს“  — შემ­ფა­სე­ბელ რამ­დე­ნი­მე ექ­ს­პერ­ტ­ზე.  მაგ­რამ ჩვენ ხომ ისეთ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ვცხოვ­რობ­დით, სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნის სა­ჩი­ვა­რი, მთლი­ა­ნად ცენ­ტ­რის ან სის­ტე­მის, მე­ტიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ჩივ­რად აღიქ­მე­ბო­და. ისე­თი რამ გა­მო­ვი­ა­რეთ, რა­მაც იმ „ლე­გენ­და­რულ“ წარ­მოდ­გე­ნებ­საც, რაც ჩვენს სა­სა­მარ­თ­ლო­ზე არ­სე­ბობ­და,  გა­და­ა­ჭარ­ბა.
ორი ექ­ს­პერ­ტის  შე­ფა­სე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რია, არა მხო­ლოდ ში­ნა­არ­სით, არა­მედ ყო­ვე­ლი სიტყ­ვით, შეც­დო­მე­ბი­თაც კი. რო­ცა მო­სა­მარ­თ­ლეს ეს ვუთხა­რით, ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, — რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­ნა­ი­რი შე­ფა­სე­ბე­ბი იყო­სო. თუმ­ცა, ექ­ს­პერ­ტე­ბი მა­ინც და­ი­ბა­რეს და ჰკითხეს, ერ­თ­მა­ნე­თის­გან ხომ არ გა­და­ი­წე­რეს შე­ფა­სე­ბე­ბი. პა­სუ­ხი იყო — არა, არ გა­დაგ­ვი­წე­რია, ამას რო­გორ ვი­კად­რებ­დი­თო და ყვე­ლა­ფე­რი ამით დას­რულ­და. ასე­თი იყო სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი... სხვა­თა შო­რის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რია ქუ­ლობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი შე­ფა­სე­ბი­სას ექ­ს­პერტს შე­ე­შა­ლა და, ერ­თის ნაც­ვ­ლად, ორ გრა­ფა­ში ჩა­წე­რა  შე­ფა­სე­ბა — 0 და 1, შემ­დეგ იქ­ვე გა­დაშ­ლი­ლია ნუ­ლი და და­ტო­ვე­ბუ­ლია 1. მე­ო­რე ექ­ს­პერ­ტის შე­ფა­სე­ბის ფურ­ცელ­ზეც ზუს­ტად იგი­ვე მე­ორ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი უამ­რა­ვი არ­გუ­მენ­ტი­სა,  რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი წა­ვა­გეთ და მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა „დი­ო­გე­ნეს“ გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თ­ვის სა­სა­მარ­თ­ლოს შემ­დეგ და­იწყო, ანუ „დი­ო­გე­ნე“ პერ­სო­ნა ნონ­გ­რა­ტად გა­მოცხად­და და ან­გა­რი­ში გაგ­ვის­წო­რეს — შემ­დეგ წელს, რო­ცა კონ­კურ­სი გა­მოცხად­და, 20 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან 18 ჩა­ვარ­და,  გა­ვი­და მხო­ლოდ 2. წი­ნა სტა­ტის­ტი­კით, პი­რი­ქით იყო ხოლ­მე. რაც მთა­ვა­რია, ის ორი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ვი­და, რომ არ ჰყავ­და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე. არც ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ქუ­ლობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა არ ასა­ხავ­და მის სი­სუს­ტეს და სიძ­ლი­ე­რეს. მა­გა­ლი­თად, მე­სა­მე კლა­სის ბუ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­და­რე­ბით სუს­ტი იყო, მე­ოთხე და მე­ხუ­თე კლა­სის ბუ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი კი, რომ­ლებ­საც წი­ნა წლებ­ში გრი­ფი ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, თან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბით, გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი. ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ერ­თი და იმა­ვე ქუ­ლე­ბით იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი. აქე­დან დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან იოლია, ვინ­მეს რომ წა­ე­კითხა ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ალ­ბათ, თავ­ში მო­უ­ვი­დო­და აზ­რად, რომ შე­სა­ბა­მი­სი ქუ­ლე­ბი და­ე­წე­რათ, სი­სუს­ტის ან სიძ­ლი­ე­რის მი­ხედ­ვით,  მე­ოთხე და მე­ხუ­თე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მეტ ქუ­ლებს იმ­სა­ხუ­რებ­და. ერთ-ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ წა­კითხუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, მუ­სი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა. ამის გა­მო მათ მად­ლო­ბაც კი  ვუთხა­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ჩა­ვარ­და და გრი­ფი ვერ მი­ი­ღო, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რია,  ექ­ს­პერ­ტებ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო წა­ი­კითხეს.
და მა­ინც, რა­ტომ მოხ­და ეს?
ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზი — რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შექ­მ­ნი­ლი­ყო და, რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ეკ­ლო. სხვა­თა შო­რის, ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხ­რე ჩვენ არას­დ­როს ვყო­ფილ­ვართ (ბა­ზარ­ზე ყო­ფი­ლი­ყო 7-8 ან მე­ტი ერ­თი და იმა­ვე და­სა­ხე­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ან თუნ­დაც 11 „დე­და­ე­ნა“), მაგ­რამ არც მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბის მომ­ხ­რე ვართ (ვთქვათ 2-მდე და­ვიყ­ვა­ნოთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა), რად­გან ეს მკვეთ­რად ზრდის კო­რუფ­ცი­ის სა­შიშ­რო­ე­ბას. მით უფ­რო, რო­ცა სე­რი­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­მო­ვი­და, აქ ლა­პა­რა­კია მი­ლი­ო­ნებ­ზე. ამით შე­იქ­მ­ნა ნო­ყი­ე­რი ნი­ა­და­გი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სათ­ვის. მა­გა­ლი­თად, ვინ დგას „მე­რი­დი­ა­ნის“ უკან, ეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნ­და გა­არ­კ­ვი­ოს. „მე­რი­დი­ა­ნი“ იყო ერ­თი „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი“, „საწყა­ლი“  გა­მომ­ცემ­ლო­ბა, რო­მელ­საც წე­ლი­წად­ში 3-4 გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ჰქონ­და. შემ­დეგ, ეს ერ­თი „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა გა­და­იქ­ცა მონ­ს­ტ­რად, რომ­ლის ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ მი­ი­ღო გრი­ფი, მე­ტიც — მას­თან სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბიც მი­დი­ოდ­ნენ,  სთა­ვა­ზო­ბდნენ თა­ვი­ანთ წიგ­ნებს ავ­ტო­რე­ბით და თხოვ­ნით —  „დაკ­რი­შე, გა­იყ­ვა­ნე“ და მე­რე მო­გე­ბა გა­ვი­ყო­თო.
გვქონ­და ასე­თი შემ­თხ­ვე­ვაც, ერთ-ერთ ჩვენს ავ­ტორს, ნუგ­ზარ მუ­ზაშ­ვილს  „მე­რი­დი­ან­მა“ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა, ეს უფ­რო გა­რი­გე­ბა იყო. ეს კონ­კურ­სამ­დე ათი დღით ად­რე მოხ­და. ისი­ნი იმა­ვე კლა­სის ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს წერ­დ­ნენ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ვერ ას­წ­რებ­დ­ნენ. ამი­ტომ იფიქ­რეს, გამ­ზა­დე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თა­ვი­სი ავ­ტო­რით წა­ვიყ­ვან­თო, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ანუ გა­რი­გე­ბა არ შედ­გა! ავ­ტორ­მა უარი გა­ნაცხა­და. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემ­ნა­ი­რი პე­სი­მის­ტი ადა­მი­ა­ნის გაკ­ვირ­ვე­ბაც კი გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტ­მა, რომ „მე­რი­დი­ა­ნის“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­ვი­და და ნუგ­ზარ მუ­ზაშ­ვი­ლის  სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ჩა­ვარ­და. ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გრი­ფი მი­ი­ღო არარ­სე­ბულ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ და ჩა­ვარ­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. „მე­რი­დი­ან­მა“ 6 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და­წე­რა 6 თვე­ში და, რაც მთა­ვა­რია, ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­მა 90-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხეს. მერ­წ­მუ­ნეთ, 6 თვე­ში 6 წიგ­ნის და­წე­რას კი არა, და­კა­ბა­დო­ნე­ბა­საც ვერ მო­ას­წ­რებთ. გა­მო­იკ­ვე­თა ისიც, რომ მა­თი მი­ზა­ნი მხო­ლოდ თა­ვი­ან­თი წიგ­ნე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბა კი არა,  სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის და­ძირ­ვაც იყო. ამის შემ­დეგ რა კონ­კურ­ს­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი. მო­ნო­პო­ლია მთლი­ა­ნად „მე­რი­დი­ან­მა“ აიღო და მას მი­ე­ბა „კლიო“, რო­მე­ლიც იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს სთა­ვა­ზობ­და, რო­მე­ლიც „მე­რი­დი­ანს“ არ ჰქონ­და.
ასე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სი, ცენტრს გარ­კ­ვე­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია მა­ინც ჰქონ­და, მას შემ­დეგ, რაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც ჩა­მო­ა­ცი­ლეს საქ­მეს და კო­კა სე­ფერ­თე­ლა­ძეს შერ­ჩა ყვე­ლა­ფე­რი, მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით  გა­უ­ა­რეს­და. ამი­ტო­მაც მოგ­ვარ­და „ასე კარ­გად“ ყვე­ლა­ფე­რი. ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, ვერ მო­ა­ბეს თა­ვი კონ­კურ­სის ჩა­ტე­რე­ბას, ვა­დე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რე­ცენ­ზი­ის დამ­წე­რი ხალ­ხის მო­ძებ­ნას.“
ბრი­ფინ­გ­ზე გა­მომ­ცე­მ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნემ“ სა­ჯა­რო გა­ხა­და ის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც „ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გრი­ფი­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბის წეს­ში“ შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა იმე­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ: „ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვა ხელს შე­უწყობს სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნას და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს დღე­ვან­დე­ლი მეს­ვე­უ­რე­ბის მი­ერ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის ღია და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კონ­კურ­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.“
რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თ­ლებ­რივ მხა­რეს, გა­მომ­ცემ­ლო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ც­ველ­მა, იურის­ტ­მა ირაკ­ლი ყან­დაშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ: „ვა­პი­რებთ სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნას. კერ­ძოდ, გვაქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის 2012-2013 წლე­ბის გრი­ფი­რე­ბის მი­მართ. მსგავ­სი პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს არა­ერთ გა­მომ­ცემ­ლო­ბას და რამ­დე­ნი­მეს უკ­ვე შე­ტა­ნი­ლი აქვს გა­ნაცხა­დი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენც ვა­პი­რებთ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მას, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ჯა­როს გავ­ხ­დით მე­დი­ი­სათ­ვის.“

P.S. გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ამ კო­მენ­ტა­რის­თ­ვის მი­მარ­თა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს ნა­თია ჯო­ხა­ძეს და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს.
ნა­თია ჯო­ხა­ძე:  „უპირ­ვე­ლე­სად, ჯერ უნ­და გა­ი­მიჯ­ნოს გრი­ფი­რე­ბის პე­რი­ო­დე­ბი 2011 წლის ჩათ­ვ­ლით და 2012 წელს. 2011 წლამ­დე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და გრი­ფი­რე­ბის პრო­ცესს ახორ­ცი­ე­ლებ­და სსიპ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რი, ხო­ლო 2012 წელს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა.
2011 წლის ჩათ­ვ­ლით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და გრი­ფი­რე­ბის სა­კითხებ­ზე ჩვენ ვამ­ზა­დებთ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წარ­ვად­გენთ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე.“
ნა­ნა კი­ლა­სო­ნია, სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის გრი­ფი­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი: „მე არ ვარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რი ამ სკითხ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვა­კან­ტუ­რია. გეტყ­ვით იმას, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნეს“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რებ­მა სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მე­ცნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში. ჩვენ ვამ­ზა­დებთ პა­სუხს, ვრცე­ლი ან­გა­რი­შის სა­ხით, რო­მე­ლიც მა­ლე გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი.“

ლალი ჯელაძე

25-28(942)N