გამოდის 1998 წლიდან
2012-12-19
ჩვენ არ ვაპირებთ რადიკალურ ცვლილებებს

ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან

ბა­ტო­ნო და­ვით, კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტოთ — რას გუ­ლის­ხ­მობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვა სტუ­დენ­ტ­თა და­ფი­ნან­სე­ბის ზრდის შე­სა­ხებ
და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა — სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა ორ­მაგ­დე­ბა, Îაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტის ზღვარს — 2250-ს, ის არ შე­იც­ვ­ლე­ბა. თან­ხა გა­და­ნა­წილ­დე­ბა 100, 70 და 50-პრო­ცენ­ტი­ან  და­ფი­ნან­სე­ბებ­ზე და გა­ცი­ლე­ბით მეტ აბი­ტუ­რი­ენტს მი­ე­ცე­მა გრან­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ამ ზღვრის ზრდა არ იგეგ­მე­ბა, გა­იზ­რ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბულ სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ეს ცვლი­ლე­ბა 2013 წლი­დან შე­ვა ძა­ლა­ში და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტებ­ზე გავ­რ­ცელ­დე­ბა.

რო­გო­რი იქნება სა­მი­ნის­ტ­როს ურ­თი­ერ­თო­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან?
ახალ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის რე­ფორ­მე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია მუ­შა­ობს. მათ მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პარ­ლა­მენ­ტ­ში მომ­ზად­დე­ბა სა­თა­ნა­დო სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო კონ­ცეფ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს.
რაც შე­ე­ხე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, ვფიქ­რობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა უნ­და მი­ე­ნი­ჭოთ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მე­ტი ხა­რის­ხი უნ­და იყოს. მე­ო­რე — Ðრო­ფე­სო­რებს უნ­და ჰქონ­დეთ მე­ტი უფ­ლე­ბე­ბი და აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მა­თი ბე­დი გარ­კ­ვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გა­და­საწყ­ვე­ტი არ უნ­და იყოს და და­ცუ­ლო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან უნ­და იყოს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს ე.წ. „ტე­ნუ­ა­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი“, რაც პრო­ფე­სუ­რის რო­ლის ზრდას გუ­ლის­ხ­მობს.
სე­რი­ო­ზულ გა­და­ხედ­ვას მო­ითხოვს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი. ბევ­რი რამ სა­ჭი­რო­ებს რე­ფორ­მი­რე­ბას და სა­ჭი­როა ისე­თი სტან­დარ­ტის მიღ­წე­ვა, რაც მსოფ­ლიო სტან­დარ­ტებ­თან მიგ­ვა­ახ­ლო­ებს. ამ მხრივ, დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა ნორ­მა­ლუ­რი არ არის. ვფიქ­რობ, თა­ვის დრო­ზე, რო­ცა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა ტარ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან დი­დი შეც­დო­მა იქ­ნა დაშ­ვე­ბუ­ლი — მი­ვი­ღეთ ისე­თი კა­ნო­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერს კარ­ნა­ხობ­და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს — რა და რო­გორ ეკე­თე­ბი­ნა. იმავ­დ­რო­უ­ლად, რა­ტომ­ღაც, სკო­ლებ­ში სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო რამ მოხ­და — სრუ­ლი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია, რაც სავ­სე­ბით გა­უ­გე­ბა­რი იყო.
სა­ჭი­როა, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ლა­ვი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს. Ìა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი შემ­დე­გია: პო­ლი­ტი­კის გან­საზღ­ვ­რა და ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თ­ვა ამა თუ იმ უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­კენ.
გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის რე­ფორ­მე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ა­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სი­ე­ბი ე.წ. „ტე­ნუ­ა­რის ინ­ს­ტი­ტუტ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, კო­მი­სია დე­ტა­ლუ­რად იმ­ს­ჯე­ლებს ყო­ველ სა­კითხ­ზე. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბი აუცი­ლებ­ლად ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მოგ­ვი­წევს. ისეთ სის­ტე­მას უნ­და ჩა­ვუ­ყა­როთ სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამა თუ იმ მი­ნის­ტ­რის მოს­ვ­ლა­ზე და მის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე. ყო­ვე­ლი ახა­ლი „გა­დატ­რი­ა­ლე­ბა“ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე ძა­ლი­ან მძი­მედ აისა­ხე­ბა. ეს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი სის­ტე­მაა და ვერ იტანს მკვეთრ და მყი­სი­ერ ცვლი­ლე­ბებს, რა­დი­კა­ლურ სი­ახ­ლე­ებს. აქ ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა ძა­ლი­ან თან­მიმ­დევ­რუ­ლად უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

რა ბე­დი ელით სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუ­ტებს?
თა­ვის დრო­ზე, ძა­ლი­ან ცუ­დი ფორ­მით გან­ხორ­ცი­ელ­და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის მი­ერ­თე­ბა ამა თუ იმ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან.  თა­ვის­თა­ვად, პი­რა­დად მე მი­მაჩ­ნია, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა, რაც მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლია, სწო­რია. მაგ­რამ, ერ­თია სწო­რი მი­ზა­ნი და მე­ო­რეა გზა, რომ­ლი­თაც მი­დი­ხარ ამ სწო­რი მიზ­ნის­კენ. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რედ სწო­რი მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა არ იყო კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი.
პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ უნ­და გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რა ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი გვაქვს და რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ისი­ნი, რა პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვთ. უმე­ტე­სი მათ­გა­ნი მხო­ლოდ სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ბევ­რის მხო­ლოდ სა­ხე­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. გა­სარ­კ­ვე­ვია და მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი ამ ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის შე­ნო­ბე­ბის პრობ­ლე­მა. რა თქმა უნ­და, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მე­ტი ფი­ნან­სე­ბი.
ამ სა­კითხს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნ­და მო­ვე­კი­დოთ. ჯერ უნ­და მო­ვი­ფიქ­როთ, სა­ით გვინ­და სვლა, რა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი და მე­რე — იქამ­დე რო­გორ ვი­ა­როთ. თუ ჩვენ ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ გვინ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა ერ­თად, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი ერ­თად, ამის შემ­დეგ უნ­და გან­ვ­საზღ­ვ­როთ, რო­გორ გავ­ხა­დოთ მა­თი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა უფ­რო პრო­დუქ­ტი­უ­ლი. ასე რომ, ჩე­მი აზ­რით, მთა­ვა­რია სტრა­ტე­გი­ის გან­საზღ­ვ­რა. არ მი­მაჩ­ნია გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლად უნი­ვერ­სი­ტე­ტის ცალ­კე, მხო­ლოდ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად გან­ხილ­ვა. ასე იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, მა­შინ სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში საქ­მე სხვაგ­ვა­რა­დაა. რა თქმა უნ­და, სა­მეც­ნი­ე­რო გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი აქვთ, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. თუ ჩვენ ამ ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ ვა­პი­რებთ სვლას, კარ­გად უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ, რო­მე­ლი გზა იქ­ნე­ბა უფ­რო ეფექ­ტუ­რი.

1 ოქ­ტომ­ბ­რის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში რექ­ტო­რე­ბის გა­დად­გო­მის მოთხოვ­ნის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა
ეს გა­საკ­ვი­რი არ არის. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რად, იყო რე­ჟი­მი, გარ­კ­ვე­ულ წნეხს გა­ნიც­დიდ­ნენ რო­გორც სკო­ლე­ბი, ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბიც. ახ­ლა, რო­ცა ეს წნე­ხი მოხ­ს­ნი­ლია, ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა ადა­მი­ან­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბა — ვი­ღაც აპ­რო­ტეს­ტებს, ვი­ღა­ცას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­დ­გე­ნა სურს, ვი­ღა­ცას მოს­წონს რექ­ტო­რი, ვი­ღა­ცას — არა და ა.შ. ჩვენ უნ­და ვი­მოქ­მე­დოთ კა­ნო­ნის ფარ­გ­ლებ­ში, რომ არ შე­ი­ლა­ხოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა. რა თქმა უნ­და, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ უსა­მარ­თ­ლო­ბა იქ­ნა დაშ­ვე­ბუ­ლი და ვი­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბით იქ­ნა გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა უნ­და აღ­დ­გეს. ამი­ტომ, უნ­და ვე­ცა­დოთ, არ იყოს დი­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რად­გან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფონ­ზე ძნე­ლია გა­არ­ჩიო ვინ და­ი­სა­ჯა მარ­თ­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ფაქ­ტო­რი არა­ფერ შუ­ა­შია. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლა­დაა გა­სარ­კ­ვე­ვი და თუ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნას მო­ითხოვს, ამის რე­სურ­სი უნ­და გა­მო­ი­ძებ­ნოს.
ჩვენ არ ვა­პი­რებთ რა­დი­კა­ლუ­რად ყვე­ლაფ­რის შეც­ვ­ლას. ალ­ბათ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, მოს­წონთ თუ არა კონ­კ­რე­ტუ­ლი რექ­ტო­რი, და­ე­ლო­დონ არ­ჩევ­ნებს და იქ მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. დღეს ეს ნამ­დ­ვი­ლად მა­თი გა­და­საწყ­ვე­ტია, ვინ იქ­ნე­ბა ამა თუ იმ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის რექ­ტო­რი. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, რექ­ტო­რე­ბი ინიშ­ნე­ბოდ­ნენ. და­ნიშ­ნუ­ლი რექ­ტო­რე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ვერ იღებ­დ­ნენ და ზე­მო­დან ელოდ­ნენ გან­კარ­გუ­ლე­ბებს. ამი­ტომ ეს მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და დას­რულ­დეს.

ჩვენს გა­ზეთ­ში და­ი­ბეჭ­და არა ერ­თი რექ­ტო­რის მო­საზ­რე­ბა იმ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სა­სურ­ვე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. ერთ-ერ­თ­მა რექ­ტორ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის 2011 წლის ბრძა­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც 2015 წლი­დან უნ­და ამოქ­მედ­დეს — უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დიპ­ლო­მის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა ინ­გ­ლი­სურ ენა­ში სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. „ოთხი წლის მან­ძილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­პირ­წო­ნე არის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და ინ­გ­ლი­სურ ენა­ში და რა­ო­დენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბაც უნ­და ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დას, იგი ვერ მი­ი­ღებს დიპ­ლომს, თუ არ ფლობს ინ­გ­ლი­სურ ენა­ში B2 დო­ნის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს.“ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით კი, 240 კრე­დი­ტის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენტს ენი­ჭე­ბა ბა­კა­ლავ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი. კა­ნო­ნი სხვა და­მა­ტე­ბით მოთხოვ­ნებს არ აფიქ­სი­რებს.
პირ­და­პირ გეტყ­ვით, რომ ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. უცხო ენის ცოდ­ნა, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გა­მოცხა­დე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწო­რი. ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი არ უნ­და იყოს გა­დამ­წყ­ვე­ტი ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მის გა­ცე­მის დროს. ინ­გ­ლი­სუ­რი ენა სა­ერ­თა­შო­რი­სო ენაა, მსოფ­ლი­ოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მთა­ვა­რი ენა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, და­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შეც, ცდი­ლობს და­ე­უფ­ლოს. ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლის ტენ­დენ­ცია ბუ­ნებ­რი­ვად ვი­თარ­დე­ბა და ეს მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. 
თუმ­ცა, ეს არ არის უშუ­ა­ლოდ ჩვენს მე­ზობ­ლებ­თან სა­ურ­თი­ერ­თო ენა, ჩვენ არ გვე­საზღ­ვ­რე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბი, უფ­რო რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბია. მა­გა­ლი­თად, სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ ერ­თ­მა­ნეთ­ში ინ­გ­ლი­სუ­რად ილა­პა­რა­კონ. იქ ბრი­ტა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის გავ­ლე­ნა ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი იყო, ისე­ვე რო­გორც გერ­მა­ნუ­ლის. მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთ­თან სა­კონ­ტაქ­ტოდ ინ­გ­ლი­სუ­რი აირ­ჩი­ეს. ჩვენ ვე­რა­სო­დეს ვიქ­ნე­ბით ისე­თი ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვე­ყა­ნა, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა ინ­დო­ე­თი. ეს ქვე­ყა­ნა ბრი­ტა­ნე­თის კო­ლო­ნია იყო. იქ ათა­სო­ბით სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე და დი­ა­ლექ­ტ­ზე მო­ლა­პა­რა­კე ეთ­ნო­სუ­რი ჯგუ­ფია, მა­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ენა გახ­და ინ­გ­ლი­სუ­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შიგ­ნით ეს პრობ­ლე­მა არ დგას. ჩვენ ინ­გ­ლი­სუ­რი ენა მსოფ­ლი­ოს­თან  სა­ურ­თი­ერ­თოდ გვინ­და. თუ ხელს შე­ვუწყობთ, კარ­გი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დიპ­ლო­მის მი­სა­ღე­ბად ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის სა­ვალ­დ­ლე­ბუ­ლოდ გა­მოცხა­დე­ბა, ამ ენის შეს­წავ­ლას ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს მის­ცემს.

ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N