გამოდის 1998 წლიდან
2012-12-05
განათლების ხარისხის ამაღლება — ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები და კომპეტენციები

2012-13 სას­წავ­ლო წელს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის VII-XII კლა­სებ­ში და­იწყო ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა. რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი და რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით — გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნა­თია ჯო­ხა­ძე. — სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ მომ­ზად­და ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა 2011-2016 წლე­ბის­თ­ვის, რომ­ლის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში გა­სულ სას­წავ­ლო წელს და­იწყო, შარ­შან, I-VI კლა­სებ­ში და­ი­ნერ­გა, წელს კი VII-XII კლა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა და­ვიწყეთ. რო­ცა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა­ზე ვსა­უბ­რობთ, სკო­ლე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რად­სა­ღე­ბია რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა, რად­გან სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა. პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი — ეს არის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით იქ­მ­ნე­ბა, შემ­დ­გომ ხდე­ბა მა­თი შე­ფა­სე­ბა სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ამ მოთხოვ­ნებს. მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბაა, მა­თი ტრე­ნინ­გი სას­წავ­ლო გეგ­მის საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით. ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ციაა ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ერ და­ყე­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, მო­ვამ­ზა­დოთ და და­ვეხ­მა­როთ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­გორ, რა მე­თო­დი­კით ას­წავ­ლონ ესა თუ ის სა­გა­ნი. I-VI კლა­სებ­ში ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის ყვე­ლა სა­გან­ში მო­ვამ­ზა­დეთ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი. 2011 წელს სას­წავ­ლო გეგ­მის საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გი 8000-ზე მეტ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა — რო­გორ გა­იყ­ვა­ნოს მოს­წავ­ლე იმ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე, რა­საც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა აყე­ნებს, იმ შე­დე­გებ­ზე, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და დად­გეს კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას წლის ბო­ლოს. რო­გორ მი­აღ­წი­ონ ამ შე­დეგს — სწო­რედ ამა­ზეა სა­უ­ბა­რი საგ­ნობ­რივ გზამ­კ­ვ­ლე­ვებ­ში. პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში მო­ცე­მუ­ლია რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თა და მე­თო­დი­კით. მზად გვაქვს ასე­თი­ვე ტი­პის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი VII-XII კლა­სე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხ­და ბი­უ­ჯე­ტის არ­ქო­ნის გა­მო. ამის თქმა, ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც ხში­რად ის­მის შე­კითხ­ვე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა­ტომ არ გა­მო­ი­ცა VII-XII კლა­სე­ბის საგ­ნობ­რი­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი. რო­ცა 2011 წელს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რის ლიკ­ვი­და­ცია გა­დაწყ­და, მი­სი გარ­კ­ვე­უ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­და­ვი­და, ანუ შე­იქ­მ­ნა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი. ამ დე­პარ­ტა­მენ­ტის ბი­უ­ჯეტ­ში კი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი გახ­ლ­დათ ნუ­ლი, რის გა­მოც ძა­ლი­ან ბევ­რი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შევ­ძე­ლით. ამ სა­კითხ­ზე არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გვქონ­და მა­შინ­დელ მი­ნის­ტ­რ­თან ბი­უ­ჯე­ტის გა­მო­ყო­ფის მოთხოვ­ნით, თუმ­ცა ასე არ მოხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა VII-XII კლა­სე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვებს, ეს მა­სა­ლა შე­იქ­მ­ნა დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში მო­მუ­შა­ვე საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მის შე­დე­გად, მაგ­რამ ფი­ნან­სე­ბის არ­ქო­ნის გა­მო გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი ვერ დას­რულ­და. მი­ხა­რია, რომ მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში ეს თან­ხე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ VII-XII კლა­სე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი დას­რულ­დეს და ად­რე­სა­ტამ­დე, მას­წავ­ლებ­ლამ­დე მი­ვი­დეს. მერ­წ­მუ­ნეთ, მოთხოვ­ნა ძა­ლი­ან დი­დია. გა­სულ წელს, იმ პე­და­გო­გებს, რომ­ლებ­მაც ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რეს, გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი უფა­სოდ და­ვუ­რი­გეთ. გარ­და ამი­სა, ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია I-VI კლა­სე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებგვერ­დ­ზე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ გზამ­კ­ვ­ლე­ვებს თან ახ­ლავს CD-დის­კე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სი. მათ შექ­მ­ნა­ში დი­დი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. ეს მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე, სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის. გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლებს ასე­თი ტი­პის რე­სურ­სი და­ეხ­მა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მო­დე­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას. ასე­თი ტი­პის საგ­ნობ­რი­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვის გა­მო­ცე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა. დი­დი იმე­დი მაქვს, VII-XII კლა­სე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვიც მა­ლე გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. და­ნერ­გ­ვის მე­სა­მე კომ­პო­ნენ­ტი ყვე­ლა ის და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო რე­სურ­სია — დამ­ხ­მა­რე ვი­ზუ­ა­ლუ­რი და აუდი­ო­მა­სა­ლა, რაც ჩვენს სკო­ლებს ასე აკ­ლია, რაც ჩე­მი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი­ცაა. ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლა­ში ვგუ­ლის­ხ­მობ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პლა­კა­ტებს, ცხრი­ლებს, დი­აგ­რა­მებს და ა.შ. რა თქმა უნ­და, აუდი­ო­მა­სა­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­უ­რი ენე­ბის სწავ­ლე­ბის­თ­ვის, აგ­რეთ­ვე, სხვა­დას­ხ­ვა მას­შ­ტა­ბი­სა და თე­მა­ტი­კის რუ­კე­ბი და სხვ. არის რი­გი მა­სა­ლე­ბი­სა, რომ­ლის დე­ფი­ცი­ტიც ნამ­დ­ვი­ლად აქვს სკო­ლებს, ეს კი და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. ვფიქ­რობთ, თუ რო­გორ შევ­ქ­მ­ნათ და რო­გორ გავ­ხა­დოთ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ამ ტი­პის მა­სა­ლა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­სათ­ვის. და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი და კვლე­ვაა. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა მო­ვამ­ზა­დოთ გარ­კ­ვე­უ­ლი მა­სა­ლა, მაგ­რამ ვალ­დე­ბულ­ნი ვართ ვი­ცო­დეთ, რა ხდე­ბა უშუ­ა­ლოდ საკ­ლა­სო ოთახ­ში, რო­გორ არ­თ­მევს თავს მას­წავ­ლე­ბე­ლი ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლემ­დე მი­ტა­ნას, რა უკუ­გე­ბა აქვს მას­წავ­ლე­ბელს, ანუ რო­გორ ხდე­ბა მოს­წავ­ლის საკ­ლა­სო შე­ფა­სე­ბა, რო­გორ მუ­შა­ობს პე­და­გო­გი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი და გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა მე­თო­დებს იყე­ნებს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში — სწო­რედ ეს არის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და კვლე­ვის მი­ზა­ნი. მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და კვლე­ვის მი­ზა­ნია, მას­წავ­ლე­ბელს შე­ვუწყოთ ხე­ლი იმა­ში, რომ მან უკეთ შეძ­ლოს ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ტა­ნა მოს­წავ­ლემ­დე. მო­ნი­ტო­რინ­გის დროს მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად უნ­და ვიმ­ს­ჯე­ლოთ და აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, რა არის და­სახ­ვე­წი ან შე­საც­ვ­ლე­ლი. ამით მას­წავ­ლებ­ლებს და­ვეხ­მა­რე­ბით და მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, მოს­წავ­ლის ცოდ­ნის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი მყა­რი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი გახ­დეს. და­ნერ­გ­ვის შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბი­სათ­ვის სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფე­ბის ამოქ­მე­დე­ბაა, რა­საც ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტი 2013 წლი­დან გეგ­მავს. გვე­ყო­ლე­ბა მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ჩავ­ლენ რე­გი­ო­ნებ­ში და ად­გი­ლებ­ზე იმუ­შა­ვე­ბენ მას­წავ­ლებ­ლებ­თან კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­ზე, კონ­კ­რე­ტულ მე­თო­დი­კა­ზე — ტრე­ნინ­გე­ბი­სა თუ სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რე­ბის სა­ხით. ასე­თი მრა­ვალ­მი­მარ­თუ­ლე­ბი­ა­ნი და­ნერ­გ­ვა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ სა­ფუძ­ველს ქმნის იმი­სა, რომ სას­წავ­ლო გეგ­მით დად­გე­ნი­ლი შე­დე­გე­ბი და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი იქ­ნეს მიღ­წე­უ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი და თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლემ­დე სწო­რად მი­ტა­ნი­ლი, რაც თა­ვის­თა­ვად, ნიშ­ნავს, რომ ჩვენ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ. ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი 2013 წელ­საა და­გეგ­მი­ლი — მო­ნი­ტო­რინ­გი და კვლე­ვა, სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფე­ბი და და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. უკ­ვე ვად­გენთ სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტორს, რო­მე­ლიც ასე­ვე ღია იქ­ნე­ბა და თი­თო­ე­ულ სკო­ლას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა კლა­სი­სა და საგ­ნის მი­ხედ­ვით გა­ეც­ნოს მის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლებს. ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში მშობ­ლე­ბის მო­ზიდ­ვა და ჩარ­თუ­ლო­ბაა. ყვე­ლა ტი­პის კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ მშო­ბე­ლი, რომ­ლის­თ­ვი­საც ცოდ­ნა და გა­ნათ­ლე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, ხელს უწყობს შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცესს და ბავ­შ­ვ­საც მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი აქვს, ვიდ­რე მის თა­ნა­ტოლს, რომ­ლის მშო­ბე­ლიც მოწყ­ვე­ტი­ლია შვი­ლის სას­წავ­ლო და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას. ეს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის დას­კ­ვ­ნაა, რა­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხ­მე­ბით. ჩვენც ჩა­ვა­ტა­რეთ ეროვ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი 2009-2010 წლებ­ში და მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი სწო­რედ მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნ­და. ვგეგ­მავთ გზამ­კ­ვ­ლე­ვის შექ­მ­ნას მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რაც ღია და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სის სა­ხით. და­ვიწყებთ, ასე­ვე, შეხ­ვედ­რე­ბის ციკლს მშობ­ლებ­თან. შე­ვეც­დე­ბით, ავუხ­ს­ნათ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ში. მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა­ში, პირ­ველ რიგ­ში, იგუ­ლის­ხ­მე­ბა ოჯახ­ში ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რად­გა­ნაც ნე­ბის­მი­ერ ოჯახ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს ბავ­შ­ვის კუთხე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, სა­უ­ბა­რი სწავ­ლი­სა და ცოდ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვა — ექ­ს­კურ­სი­ის და­გეგ­მ­ვა ან სკო­ლის პე­რი­მეტ­რის და­სუფ­თა­ვე­ბა და სხვ. ერ­თი მხრივ, ეს მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას აღ­რ­მა­ვებს, მით უფ­რო მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში, მე­ო­რე მხრივ, ბავ­შ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და მის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა. 2011 წლი­დან, რო­ცა ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა და­ვიწყეთ, სამ­წუ­ხა­როდ, მო­ნი­ტო­რინ­გი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, არა იმი­ტომ, რომ ამის სურ­ვი­ლი არ გვქონ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, სურ­ვი­ლიც გვქონ­და და ამის სა­ჭი­რო­ე­ბა­საც ვხე­დავ­დით, მაგ­რამ ამის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა არ იყო. ახ­ლა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, რაც პი­რა­დად მე ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. რაც უნ­და კარ­გი დო­კუ­მენ­ტი შევ­ქ­ნათ და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც შე­თან­ხ­მ­დეს იმა­ზე, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი მარ­თ­ლაც მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნის მი­ღე­ბა­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუ­კი სას­წავ­ლო გეგ­მა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლემ­დე არ მი­ვი­და, ანუ არ აღ­ს­რულ­და, შეგ­ვიძ­ლია ეს დო­კუ­მენ­ტი მხო­ლოდ თა­რო­ზე შე­მოვ­დოთ და მე­რე დიდ­ხანს ვი­დარ­დოთ იმა­ზე, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი ჩვენს სკო­ლებ­ში არ არის მა­ღა­ლი. იმის­თ­ვის, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას შე­ვუწყოთ ხე­ლი, რა თქმა უნ­და, მხო­ლოდ სას­წავ­ლო გეგ­მა არ არის საკ­მა­რი­სი, ამას უამ­რა­ვი თან­მ­დე­ვი და პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სი ახ­ლავს, თუნ­დაც, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და სხვ. მა­გა­ლი­თად, რო­ცა სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა აუცი­ლე­ბე­ლი ქი­მი­ა­ში, ფი­ზი­კა­სა და ბი­ო­ლო­გი­ა­ში, უბ­რა­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რომ ამის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის მცი­რე ლა­ბო­რა­ტო­რია მა­ინც ჰქონ­დეს სკო­ლას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და იმუ­შა­ოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ. ყვე­ლა ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ით შევ­ძ­ლებთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი მას­წავ­ლე­ბელს უჭი­რავს. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ხე­ლი მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­ვუწყოთ, არა მხო­ლოდ კონ­სულ­ტა­ცი­ი­თა და ტრე­ნინ­გით, არა­მედ უნ­და მივ­ცეთ კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია პრეს­ტი­ჟუ­ლი უნ­და იყოს. ხში­რად მოჰ­ყავთ ფი­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მა­გა­ლი­თი, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლო­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ პრო­ფე­სი­ად ით­ვ­ლე­ბა. ფი­ნე­თის სა­ხელ­მ­წი­ფომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­დო. რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ცენ­ტ­რი არ­სე­ბობ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს და დი­რექ­ტორს ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვე­ნი საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის­გან მი­ე­ღო სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, შე­ეძ­ლოთ შეხ­ვედ­რის და­გეგ­მ­ვა და ა.შ. ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, რო­ცა იწყე­ბო­და VII-XII კლა­სებ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა, ამოქ­მედ­და ცხე­ლი ხა­ზი რო­გორც სა­ტე­ლე­ფო­ნო, ასე­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­ხით, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა რე­სურ­ს­ცენტრს და­ვუგ­ზავ­ნეთ. იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა დღე­ში 300 ზა­რი შე­მო­დი­ო­და. ამან დაგ­ვა­ნა­ხა იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ებს უფ­რო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ხე უნ­და მის­ცე­მო­და. თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნი­სა და იქ მოღ­ვა­წე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის წი­ნას­წარ უნ­და იყოს ცნო­ბი­ლი გან­რი­გი, რის მი­ხედ­ვი­თაც მათ­თან ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ, რა­თა უკეთ შეძ­ლონ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის და­გეგ­მ­ვა. აუცი­ლე­ბე­ლია, მათ იცოდ­ნენ, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა­გან, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, და­ნერ­გ­ვის ექ­სპერ­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა­გან, რომ­ლებ­თა­ნაც შე­ეძ­ლე­ბათ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა არა მხო­ლოდ და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რე­ბის დროს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ისე ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის­თ­ვის, რად­გა­ნაც გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის კვლე­ვაა, რო­მე­ლიც დაგ­ვა­ნა­ხებს, თუ რა კითხ­ვებს სვა­მენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გვჭირ­დე­ბა სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა აუცი­ლე­ბე­ლი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ტერ­ვენ­ცია, მა­გა­ლი­თად, გზამ­კ­ვ­ლე­ვის შექ­მ­ნა ან რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე უფ­რო სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ტრე­ნინ­გის მომ­ზა­დე­ბა და ა.შ. და­ვუბ­რუნ­დე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თე­მას და კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს შედ­გე­ნი­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მოთხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. 2011 წელს I-VI კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შე­ფა­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ რო­გორც ცენ­ტ­რის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი, ისე გა­რე­დან მოწ­ვე­უ­ლი საგ­ნობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი. მას შემ­დეგ, რაც ცენ­ტ­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის ფუნ­ქ­ცია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს მთლი­ა­ნად გა­და­ე­ცა. შე­სა­ბა­მი­სად, VII-XII კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა ამ ცენ­ტ­რ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ პრო­ცე­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, რად­გან ეს ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია აღარ არის. შე­სა­ბა­მი­სად, არც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიგ­ვი­ღია გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს იცო­დეს, რად­გა­ნაც ხში­რად და ლო­გი­კუ­რა­დაც, ისევ ჩვენ­თან შე­მო­დის კითხ­ვე­ბი გრი­ფი­რე­ბის შე­სა­ხებ. ვწუხ­ვარ, რომ უფ­რო ფუნ­და­მენ­ტუ­რი და დე­ტა­ლუ­რი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა არ შე­მიძ­ლია. ვი­საც VII-XII კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აინ­ტე­რე­სებს ინ­ფორ­მა­ცია, უნ­და მი­მარ­თოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს. კი­დევ ერ­თი თე­მა, რო­მე­ლიც 2013 წელს იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტია. სა­უ­ბა­რია სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ზე, მე­თო­დო­ლო­გი­ურ რე­სურ­სებ­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე, თუ რო­გორ და­ნერ­გონ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და მე­თო­დი­კა. 2013 წელს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ და ინ­ტენ­სი­ურ მუ­შა­ო­ბას ვგეგ­მავთ. ლალი ჯელაძე

25-28(942)N