გამოდის 1998 წლიდან
2015-10-29
სო­ცი­ა­ლუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად

გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის
სა­მი­ნის­ტ­როს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის
სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი ეკა დგე­ბუ­ა­ძე

— კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით ყვე­ლა სკო­ლა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი უნ­და იყოს, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, რე­ა­ლო­ბა სხვაგ­ვა­რია. დღე­ი­სათ­ვის, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ და რა ტი­პის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დებს შე­უძ­ლი­ათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში?
— ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას, ასე­ვე გან­მარ­ტავს ვინ არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა: მას შემ­დეგ რაც მშო­ბე­ლი/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი შევ­სე­ბუ­ლი ფორ­მით, მი­მარ­თავს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და ითხოვს მი­სი შვი­ლის  სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბის დად­გე­ნას, მოს­წავ­ლე ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბე­ლი. ამის შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან არ­სე­ბუ­ლი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი აფა­სებს მოს­წავ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ად­გენს მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბას.
მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფი შედ­გე­ბა ფსი­ქო­ლო­გის, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტის, ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან. სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გუნ­დი აფა­სებს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ად­გენს მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის დას­კ­ვ­ნა ეგ­ზავ­ნე­ბა რო­გორც სა­ჯა­რო სკო­ლას, ისე მშო­ბელს. დას­კ­ვ­ნას თან ერ­თ­ვის რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა სკო­ლას ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლის ინ­ტეგ­რა­ცი­ას და სას­წავ­ლო გა­რე­მოს ადაპ­ტა­ცი­ას. მარ­თა­ლია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო ად­გენს ბავ­შ­ვის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტა­ტუსს და აძ­ლევს შე­სა­ბა­მის პენ­სი­ას, მაგ­რამ რო­დე­საც ის შე­მო­დის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, ჩვენ­თ­ვის უკ­ვე არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რა ნიშ­ნით მი­ე­ნი­ჭა მას სტა­ტუ­სი. შე­საძ­ლოა მოს­წავ­ლეს ჰქონ­დეს დი­ა­ბე­ტი და ჰქონ­დეს შშმ პი­რის სტა­ტუ­სი, მაგ­რამ არ იყოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე; შე­იძ­ლე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო ჩა­მორ­ჩე­ბო­დეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნებს და სუ­ლაც არ იყოს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის, მაგ­რამ იყოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე, ანუ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ გუ­ლის­ხ­მობს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბას. ეს არის ყვე­ლა იმ ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვერ აღ­წევს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მიზ­ნებს და სჭირ­დე­ბა პროგ­რა­მის ადაპ­ტა­ცია, ანუ პროგ­რა­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბა. დღე­ი­სათ­ვის, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, 5000-მდე სსსმ მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლია ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში.
სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ არი­ან სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წინ გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯად მი­მაჩ­ნია ახა­ლი პროგ­რა­მა „გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებს და მა­თი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­ექ­ტი ამოქ­მედ­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ დღის ცენ­ტ­რებ­ში (კრი­ზი­სულ და ტრან­ზი­ტულ ცენ­ტ­რებ­ში), სა­დაც თავს იყ­რი­ან ე.წ. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია ცენ­ტ­რ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ბავ­შ­ვი. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ვმუ­შა­ობთ მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად (ამა­ვე პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში), იმ სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ვზრუ­ნავთ, სა­დაც ეს ბავ­შ­ვე­ბი ირიცხე­ბი­ან. ვგუ­ლის­ხ­მობ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, მათ­თან მუ­შა­ო­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის გაც­ნო­ბას პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის, რა­თა გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს ამ ბავ­შ­ვე­ბის სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში გა­დაყ­ვა­ნა. ვი­ცით,  ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია, მაგ­რამ დღე­ი­სათ­ვის ამ პროგ­რა­მით, სა­მი­ნის­ტ­რო მხო­ლოდ ორი ცენ­ტ­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს მო­ი­ცავს, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი­ნის­ტ­რო აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას და 2016 წლი­დან შე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა დღის ცენ­ტ­რ­ში.
გარ­და ამი­სა, გვაქვს სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­კ­ლუ­ზი­ის პროგ­რა­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია, სწავ­ლი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნი­სათ­ვის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის გარ­შე­მო მო­ზიდ­ვა. „სო­ცი­ა­ლუ­რი ინკლუ­ზი­ის ხელ­შეწყო­ბის ქვეპ­როგ­რა­მის“ ფარ­გ­ლებ­ში, 2009 წლი­დან დღემ­დე, ჩარ­თუ­ლია 154 ბო­შა მო­ზარ­დი.

— რა ტი­პის სი­ახ­ლე­ებს და სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს სა­ხელ­მ­წი­ფო სსსმ ბავ­შ­ვებს. შექ­მ­ნი­ლია თუ არა სკო­ლებ­ში მათ­თ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბი — შე­უძ­ლი­ათ სარ­გებ­ლო­ბა კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზით, კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, არი­ან თუ არა ჩარ­თუ­ლი კლას­გა­რე­შე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში?
— მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ჯა­რო სკო­ლის კა­რი ყვე­ლა ბავ­შ­ვი­სათ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად გა­იხ­ს­ნა, გა­ნურ­ჩევ­ლად მი­სი ფი­ზი­კუ­რი თუ გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა, პრაქ­ტი­კამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი, რომ ბავ­შ­ვ­მა მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა. ამი­ტომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და­იწყო გა­ფარ­თო­ე­ბულ და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კუ­რი­კუ­ლუმ­ზე მუ­შა­ო­ბა. ეს არის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, თუ მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო დარ­ღ­ვე­ვის, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო ბავ­შ­ვი ვერ ძლევს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას, მის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს სწავ­ლე­ბა. პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ბავ­შ­ვი არის მძი­მე და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე, ასე­ვე სენ­სო­რუ­ლი უსი­ნათ­ლო ან სუს­ტად მხედ­ვე­ლი, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ან სმე­ნის არ­მ­ქო­ნე, მას ესა­ჭი­რო­ე­ბა კი­დევ უფ­რო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი, ანუ იმა­ზე მე­ტი, რა­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მა გუ­ლის­ხ­მობს. რაც ნიშ­ნავს სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას იმი­სათ­ვის, რომ შეძ­ლონ გა­რე­მო­ში მე­ტად ადაპ­ტი­რე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ­თათ­ვის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მის მე­თო­დის პი­ლო­ტი­რე­ბა დაწყე­ბუ­ლია 202-ე სკო­ლა­ში.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია მძი­მე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩვენ გვყავს უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ასე­ვე აქვთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვა. მათ კი­დევ უფ­რო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბათ. ასე­ვე სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სერ­ვი­სია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სე­ბის შექ­მ­ნა. მა­გა­ლი­თად, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის (სულ 6 კლა­სია) ეს ნიშ­ნავს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში არ­სე­ბულ კლასს, სა­დაც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ ხდე­ბა  ქცე­ვის მო­წეს­რი­გე­ბა, გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ხელს უწყობს მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ას.  ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლა­სე­ბი გვაქვს აგ­რეთ­ვე მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.
სი­ახ­ლეა ისიც, რომ შშმ პირ­თა კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა სრულ თან­ხ­ვედ­რა­ში უნ­და მო­ვი­დეს შშმ პირ­თა კონ­ვენ­ცი­ის მოთხოვ­ნებ­თან. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და, სა­თა­ნა­დო პრო­ცე­დუ­რის გავ­ლის შემ­დეგ, იგი პარ­ლა­მენტს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა გან­სა­ხილ­ვე­ლად. მომ­ზად­დე­ბა ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტე­ბი ყვე­ლა სხვა სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის.
ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა სკო­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მოს ადაპ­ტი­რე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია.

— ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა გუნ­დი წარ­მარ­თავს. პირ­ველ რიგ­ში, რო­გო­რია მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია, არი­ან თუ არა ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში, რო­გო­რია მა­თი ანაზღა­უ­რე­ბა და რა რო­ლი აქვთ რე­სურ­სო­თა­ხებს?
— რაც შე­ე­ხე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტებს — პირ­ველ რიგ­ში, ეს ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ყვე­ლა მათ პე­და­გოგს თა­ნაბ­რად ეკის­რე­ბა, მათ შო­რის, სპეც­მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს სსსმ მოს­წავ­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში. სხვა სა­კითხია მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია — დღეს­დღე­ო­ბით შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პე­და­გო­გი ძა­ლი­ან ცო­ტაა ქვე­ყა­ნა­ში. ერ­თა­დერ­თი, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­კეთ­და, ისაა, რომ 2013 წელს ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იხ­ს­ნა სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა, თუმ­ცა ის ვერ პა­სუ­ხობს დღე­ვან­დელ სა­ჭი­რო­ე­ბებს. გა­მო­სა­ვა­ლი დღე­ი­სათ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­დუ­ლე­ბია სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­სამ­ზა­დებ­ლად. ასე­ვე არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ ფარ­თო სპექ­ტ­რი მო­დუ­ლე­ბის — აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სწავ­ლე­ბა, სენ­სო­რუ­ლი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბა, ჟეს­ტუ­რი ენა, მშო­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბა, პროგ­რა­მე­ბი დი­რექ­ტო­რე­ბი­სათ­ვის და სხვ. მაგ­რამ საკ­მა­რი­სი არც ეს არის. სპეც­მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას­თან ერ­თად, მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და­ზე ზრუნ­ვაც სა­ჭი­როა. თუ ად­რე სკო­ლა სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან აფი­ნან­სებ­და სპეც­მას­წავ­ლე­ბელს, ახ­ლა, 1-დან 6 ბავ­შ­ვამ­დე სსსმ მოს­წავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა და­მა­ტე­ბით და­ფი­ნან­სე­ბას იღებს, მე-7 ბავ­შ­ვ­ზე და­ფი­ნან­სე­ბა ორ­მაგ­დე­ბა, ხო­ლო მე-12-ზე სამ­მაგ­დე­ბა. ამ თან­ხას სკო­ლა თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით გან­კარ­გავს სსსმ ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: რე­სურ­სო­თა­ხის აღ­ჭურ­ვა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სივ­რ­ცეა, სა­დაც სპეც­მას­წავ­ლებელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, იმუ­შა­ოს სსსმ მოს­წავ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე; სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნა, სსსმ მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სკო­ლის გა­რე­მოს მორ­გე­ბა ან სპეც­მას­წავ­ლებ­ლის და­ქი­რა­ვე­ბა, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში მა­თი ჩარ­თ­ვის სა­კითხს, დღე­ი­სათ­ვის ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. მათ სხვა, ახა­ლი გზა სჭირ­დე­ბათ გან­ვი­თა­რე­ბის. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლო მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ჩვენს ხედ­ვებს მა­ლე წარ­ვუდ­გენთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

— რო­გორ და რა შემ­თხ­ვე­ვა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა შინ სწავ­ლე­ბა და რა სა­ხით უწევს ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას მო­ნი­ტო­რინგს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო?
— იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი მი­იჩ­ნევს, რომ მო­ცე­მულ მო­მენ­ტ­ში, სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის უკე­თე­სია სწავ­ლე­ბის ამ ფორ­მა­ზე გა­დას­ვ­ლა, სკო­ლა იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და გა­დაჰ­ყავს ბავ­შ­ვი შინ ­ს­წავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე. აქამ­დე, მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბის დროს, სკო­ლა ვე­რა­ნა­ირ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას ვერ უწევ­და პე­და­გოგს. მას შემ­დეგ, რაც შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, ასე­ვე 2015 წლის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის  ¹126/ნ ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც შინ სწავ­ლე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, მი­ი­ღე­ბენ და­მა­ტე­ბით ანაზღა­უ­რე­ბას. თუ რა დრო­ით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შინ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ამას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ად­გე­ნენ დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.
ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­ნი­ტო­რინ­გის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ ჰქო­ნია. 2015 წელს, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ქარ­თ­ვე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ, ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლეს მორ­გე­ბუ­ლი, მო­ნი­ტო­რინ­გის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­იქ­მ­ნა. ეს არ არის მხო­ლოდ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი პროგ­რა­მა, იგი მო­ი­ცავს სკო­ლამ­დელ, პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც. პი­ლო­ტი­რე­ბა თბი­ლის­სა და ზუგ­დიდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ­ლის შე­დე­გებ­საც, თვის ბო­ლოს, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შე­ვა­ჯა­მებთ, ხო­ლო მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის გარ­კ­ვე­ულ თან­ხას მო­ვითხოვთ.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

22(896)N