გამოდის 1998 წლიდან
2015-10-29
მზარდი მობილობა ლიდერი უნივერსიტეტები და ფაკულტეტები

გვე­სა­უბ­რე­ბა სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის
გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის
რე­ეს­ტ­რის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი
ნი­ნო წე­რე­თე­ლი

— რამ­დენ სტუ­დენტს მი­ე­ნი­ჭა 2015-16 სას­წავ­ლო წლის სა­შე­მოდ­გო­მო მო­ბი­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა, რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში და რო­მელ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე გა­კეთ­და ყვე­ლა­ზე მე­ტი გა­ნაცხა­დი?
— 2015-2016 სას­წავ­ლო წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­მეს­ტ­რის მო­ბი­ლო­ბა­ზე 56 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყო 13797 ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლი. სტუ­დენ­ტ­თა ელექ­ტ­რო­ნულ პორ­ტალ­ზე მო­ბი­ლო­ბა­ზე გა­ნაცხა­დი გა­ა­კე­თა 5137-მა სტუ­დენ­ტ­მა, აქე­დან, პორ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­ბი­ლო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა 4254 სტუ­დენტს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ცენ­ტ­რის მი­ერ და­დე­ბი­თი დას­კ­ვ­ნა გა­ცე­მუ­ლია 3510 სტუ­დენ­ტის მო­ბი­ლო­ბის წე­სით ჩა­რიცხ­ვის თა­ო­ბა­ზე.
პირ­ველ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­კე­თე­ბუ­ლი
არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ტოპ 5 უნი­ვერ­სი­ტე­ტი  ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. სსიპ — ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი —  948
2. სსიპ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი — 680
3. შპს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სეუ — 611
4. სსიპ — ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი — 458
5. სსიპ — სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი — 267
ფა­კულ­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ველ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­კე­თე­ბუ­ლი
არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით, ტოპ 5 ფა­კულ­ტე­ტია:
1. შპს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სეუ — ბიზ­ნე­სის მარ­თ­ვის — 419
2. სსიპ — ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი — ბიზ­ნე­სის სკო­ლა — 348
3. სსიპ — ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი — მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტი — 290
4. სსიპ — ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი — სა­მარ­თ­ლის სკო­ლა — 222
5. სსიპ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი — სატ­რან­ს­პორ­ტო და მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბის — 219
გენ­დე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი წელს ასე­თია: სა­შე­მოდ­გო­მო მო­ბი­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა­გან 55,8% მა­მა­კა­ცია, 44,2% — ქა­ლი.

— რო­მელ პროგ­რა­მა­ზე და­ფიქ­სირ­და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კონ­კურ­სი?
— ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კონ­კურ­სი იყო ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე — ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა; მე­ო­რე ად­გილ­ზეა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი — დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, 1 ად­გილ­ზე 5 კა­ცი მო­დი­ო­და; მე­სა­მე ად­გილ­ზეა თბი­ლი­სის ვა­ნო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია — ჯა­ზის ხე­ლოვ­ნე­ბა, 1 ად­გილ­ზე — 4 კან­დი­და­ტი.

— რო­გო­რია ბო­ლო სა­მი წლის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი?
— მო­ბი­ლო­ბა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ცხად­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ახ­ლა სა­შე­მოდ­გო­მო მო­ბი­ლო­ბა გვქონ­და, ამი­ტომ, მო­დი, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი წი­ნა ორი წლის სა­შე­მოდ­გო­მო მო­ბი­ლო­ბის შე­დე­გებს შე­ვა­და­როთ. 2013-14 სას­წავ­ლო წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­მეს­ტ­რ­ში მო­ბი­ლო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა 3675-მა სტუ­დენ­ტ­მა, მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­ცი­ლე­ბით მე­ტი; 2014-15 სას­წავ­ლო წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­მეს­ტ­რ­ში — 4188 სტუ­დენ­ტ­მა და 2015-16 სას­წავ­ლო წლის სა­შე­მოდ­გო­მო მო­ბი­ლო­ბა­ში, რო­გორც უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ — 4254-მა. სა­ხე­ზეა გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი ზრდა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მე­ტი და მე­ტი მოთხოვ­ნაა. მსგავ­სი შე­დე­გი გვქონ­და გა­ზაფხუ­ლის მო­ბი­ლო­ბა­ზეც. გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, წელს, გა­ცი­ლე­ბით მეტ­მა სტუ­დენ­ტ­მა ისარ­გებ­ლა სა­გა­ზაფხუ­ლო მო­ბი­ლო­ბით. ასე რომ, მო­ბი­ლო­ბის პრო­ცე­სი მოთხოვ­ნა­დია, წლი­დან წლამ­დე იზ­რ­დე­ბა მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა.

— რო­მე­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­დან მოხ­და ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სტუ­დენ­ტ­თა გა­დი­ნე­ბა?
— ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სტუ­დენ­ტე­ბის გა­დი­ნე­ბა მოხ­და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან — 697 სტუ­დენ­ტი. ყვე­ლა­ზე დი­დი გა­დი­ნე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ერ­თი და იმა­ვე საგ­ნის სამ­ჯერ ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბაა; მე­ო­რე ად­გილ­ზეა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი — 578 სტუ­დენ­ტი; მე­სა­მეა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი — 280 სტუ­დენ­ტი; მე­ოთხე ად­გილ­ზეა ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მე­ხუ­თე­ზე — შპს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ხუ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან სა­მი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დი­ნე­ბის მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა ვერ იქ­ნე­ბა, ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი აკა­დე­მი­უ­რი მო­უს­წ­რებ­ლო­ბაა.

— სტუ­დენტს, რო­მელ­საც შე­ჩე­რე­ბუ­ლი ან შეწყ­ვე­ტი­ლი აქვს სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი, აქვს თუ არა მო­ბი­ლო­ბის უფ­ლე­ბა?
— სტუ­დენტს, სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბი­დან 5 კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფ­ლე­ბა აქვს რო­გორც იქ­ვე, თა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღიდ­გი­ნოს სტა­ტუ­სი, ასე­ვე მო­ბი­ლო­ბა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სტა­ტუ­სის შეწყ­ვე­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენტს აღარ აქვს უფ­ლე­ბა, იმა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ი­პო­ვოს აღ­დ­გე­ნის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა მო­ბი­ლო­ბას, ნამ­დ­ვი­ლად  აქვს მო­ბი­ლო­ბის უფ­ლე­ბა, შეწყ­ვე­ტის ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცე­მი­დან, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
კა­ნო­ნი სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბულ და სტა­ტუს­შეწყ­ვე­ტილ სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხ­ვა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია შეწ­ყვე­ტის და შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს: პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბა, ავად­მ­ყო­ფო­ბა, უცხო­ეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა სას­წავ­ლებ­ლად და ა.შ. შეწყ­ვე­ტა კი, ძი­რი­თა­დად, სტუ­დენ­ტის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის ან აკა­დე­მი­უ­რი მო­უს­წ­რებ­ლო­ბის გა­მო ხდე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის შეწყ­ვე­ტის მი­ზე­ზი ან აკა­დე­მი­უ­რი მო­უს­წ­რებ­ლო­ბაა — სტუ­დენ­ტი ვერ სწავ­ლობს და ამი­ტომ უწყ­ვეტს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტა­ტუსს (მა­გა­ლი­თად, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­ჯერ ერ­თი და იმა­ვე საგ­ნის ვერ ჩა­ბა­რე­ბის შემ­დ­გომ სტუ­დენტს უწყ­ვე­ტენ სტა­ტუსს. ეს მათ ში­ნა­გა­ნა­წეს­შიც უწე­რი­ათ და, რო­ცა სტუ­დენ­ტი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას აწერს ხელს, ამ პი­რო­ბას ეც­ნო­ბა და მათ ვებ­გ­ვერ­დ­ზე­ცაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით. ასე რომ, სტუ­დენ­ტებ­მა იცი­ან ამის შე­სა­ხებ), ან სტუ­დენ­ტის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი, ხო­ლო სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბით ხდე­ბა, მიდ­გო­მაც სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბუ­ლი და სტა­ტუს­შეწ­ყვე­ტი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია.

— რა შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოს მო­ბი­ლო­ბით მო­სარ­გებ­ლე სტუ­დენ­ტ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი და რამ­დენ­ჯერ შე­უძ­ლია მო­ბი­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბა?
— სტუ­დენტს მო­ბი­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბა მუდ­მი­ვად შე­უძ­ლია, ყო­ველ სე­მეს­ტ­რ­ში, ვიდ­რე კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭე­ბა. აქ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ნი­უ­ან­სია — სტუ­დენტს მო­ბი­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია ერ­თი სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, ანუ სწავ­ლის დაწყე­ბი­დან, ჩა­რიცხ­ვის ბრძა­ნე­ბა რომ და­ი­წე­რე­ბა, ერ­თი წლის სწავ­ლე­ბის შემ­დ­გომ. ეს არის ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბა, შემ­დეგ ყო­ველ სე­მეს­ტ­რ­ში შე­უძ­ლია მო­ბი­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბა. ჩვენ გვაქვს ბა­ზა­ში მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბი, რო­ცა სტუ­დენ­ტი ყო­ველ სე­მეს­ტ­რ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მო­ბი­ლო­ბის პრო­ცეს­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა გრან­ტის გა­და­ყო­ლას. მა­გა­ლი­თად, 2013-15 წლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი გრან­ტი სტუ­დენტს გა­დაყ­ვე­ბა ნე­ბის­მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბულ პროგ­რა­მა­ზე გა­დას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა წი­ნა წლებს, 2011-12 წლე­ბის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო პროგ­რა­მე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და მხო­ლოდ 100%-იანი გრან­ტის მო­პო­ვე­ბა. ამ პროგ­რა­მებ­ზე გა­დას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენტს, რო­მე­ლიც უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­ირიცხა 2011 და 2012 წლებ­ში და მო­ი­პო­ვა ნა­წი­ლობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბა, სას­წავ­ლო გრან­ტი არ გა­დაჰ­ყ­ვე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ მე 2012 წელს ვი­რიცხე­ბო­დი ისეთ პროგ­რა­მა­ზე, სა­დაც 50%-იანი გრან­ტი მო­ვი­პო­ვე და შემ­დეგ, მო­ბი­ლო­ბით, მო­ვინ­დო­მებ­დი ისეთ პროგ­რა­მა­ზე გა­დას­ვ­ლას, რო­მე­ლიც 2012 წელს 100%-ით ფი­ნან­ს­დე­ბო­და, მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 50%-იანი გრან­ტი არ გა­დამ­ყ­ვე­ბა. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­გუ­ლის­ხ­მო ნი­უ­ან­სია. ვი­მე­ო­რებ, რომ  2013-15 წლებ­ში ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც გრან­ტი აქვთ მო­პო­ვე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბულ პროგ­რა­მა­ზე გა­დას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვი­ან­თი გრან­ტი მიყ­ვე­ბათ.

— სარ­გებ­ლო­ბენ თუ არა მო­ბი­ლო­ბით უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და რო­გო­რი პი­რო­ბე­ბია ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში?
— რა თქმა უნ­და, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ მო­ბი­ლო­ბით, ეს მა­თი უფ­ლე­ბაა. უცხო ქვეყ­ნის ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე ჩა­რიცხუ­ლე­ბი არი­ან და სწავ­ლო­ბენ ჩვენს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მსგავ­სად,  სარ­გებ­ლო­ბენ მო­ბი­ლო­ბით. ბევ­რი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა გვაქვს და  ჩვენ მათ ე.წ. „ნაეკ­ნუ­ლი­ა­ნებს“ ვე­ძა­ხით. რად­გან მათ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი არ აქვთ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი და უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ი­რიცხ­ნენ უმაღ­ლე­სებ­ში, მო­ბი­ლო­ბის უფ­ლე­ბას მო­ი­პო­ვე­ბენ კონ­კურ­სის გა­რე­შე.  შე­იძ­ლე­ბა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ჰქონ­დეს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პი­რო­ბე­ბი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ნა­ბა­რი აქვთ.
რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ე­თის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან გად­მოს­ვ­ლას, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნი უღი­არ­დე­ბა იქ დაგ­რო­ვი­ლი კრე­დი­ტე­ბი იმას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბით, რო­მელ უმაღ­ლეს­ში მო­დის, იმი­ტომ რომ, ძი­რი­თა­დად, კრე­დი­ტე­ბის აღი­ა­რე­ბას უმაღ­ლე­სი ახ­დენს, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის გავ­ლით. ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს შიგ­ნით, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის მო­ბი­ლო­ბის დროს, უცხო­ე­თი­დან მო­ბი­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­მელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე მო­დის სტუ­დენ­ტი. სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის დრო­საც, ფაქ­ტობ­რი­ვად,  იგი­ვე ე.წ. „თამა­შის წე­სე­ბია“ — ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, მიმ­ღე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მიმ­ღებ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე რა რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დი­ტებს უღი­ა­რებს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, თე­ატ­რა­ლურ­ზე რომ სწავ­ლობს სტუ­დენ­ტი და სა­მარ­თალ­ზე გა­და­დის, ის უფ­რო დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დი­ტებს კარ­გავს გა­დას­ვ­ლის დროს, ვიდ­რე ის, ვინც სა­მარ­თ­ლი­დან სა­მარ­თალ­ზე გა­და­დის. ეს ლო­გი­კუ­რია და არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბაა თუ, ვთქვათ, რო­მე­ლი­მე ავ­ტო­რი­ზე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის მო­ბი­ლო­ბა.

— ხომ არ იქ­ნე­ბა რა­ი­მე სი­ახ­ლე იან­ვარ­ში და­გეგ­მილ მო­ბი­ლო­ბის პრო­ცეს­ში?
— ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახ­ლა და­ვას­რუ­ლეთ სა­შე­მოდ­გო­მო მო­ბი­ლო­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც სა­მი ეტა­პის­გან შედ­გე­ბა: პირ­ვე­ლი — უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ერ ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბის და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა; მე­ო­რე — სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ ელექ­ტ­რო­ნულ პორ­ტალ­ზე გა­ნაცხა­დის გან­თავ­სე­ბა; მე­სა­მე ეტაპ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გად, თი­თო­ე­ულ სტუ­დენ­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, გას­ცემს და­დე­ბით ან უარ­ყო­ფით დას­კ­ვ­ნებს.
რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მო­ბი­ლო­ბის პრო­ცე­სი მთავ­რ­დე­ბა (პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ერ უნ­და იყოს გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი), შემ­დეგ იწყე­ბა სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნა ჩვენს ცენ­ტ­რ­ში. ჩვენ­თან შე­მო­დის არა მარ­ტო ჩა­რიცხ­ვის ბრძა­ნე­ბე­ბი, არა­მედ ამო­რიცხ­ვის ბრძა­ნე­ბე­ბიც „დე­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან“, სა­ი­და­ნაც გა­და­დის სტუ­დენ­ტი და იწყე­ბა საკ­მა­ოდ სკრუ­პუ­ლო­ზუ­რი სა­მუ­შაო — ანა­ლი­ზი და შე­და­რე­ბა. ეს პრო­ცე­სი თვის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა და მხო­ლოდ მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვიწყებთ ფიქრს მო­მა­ვალ მო­ბი­ლო­ბა­ზე.
გარ­კ­ვე­უ­ლი იდე­ე­ბი გვაქვს, მაგ­რამ მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია პროგ­რა­მის­ტ­თა იმ ჯგუფ­ზე, რო­მე­ლიც გვერ­დ­ში გვიდ­გას. ეს არის emis — მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ჩვე­ნი ბა­ზა. ისი­ნი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ჩვენს ტექ­ნი­კურ მხარ­და­ჭე­რას. ვცდი­ლობთ, მათ­თან შე­თან­ხ­მე­ბით დავ­გეგ­მოთ ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა. ამი­ტომ დღეს რა­ი­მე სი­ახ­ლე­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. ანა­ლიზს ნო­ემ­ბ­რის თვე­ში და­ვას­რუ­ლებთ და თუ და­ვი­ნა­ხავთ, რომ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბაა სა­ჭი­რო, მე­რე  შე­ვუ­თან­ხ­მ­დე­ბით emis-ს და ერ­თობ­ლი­ვად და­ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას. ნე­ბის­მი­ერ სი­ახ­ლეს, რა­საც ვგეგ­მავთ, მა­თი მხრი­დან, ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ეს არის ელექ­ტ­რო­ნულ პორ­ტალ­ზე რე­გის­ტ­რა­ცია. პორ­ტალ­ზე აისა­ხე­ბა ყვე­ლა სი­ახ­ლე, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთა­ვა­ზობთ.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N