გამოდის 1998 წლიდან
2015-10-29
კოსმოპოლიტური გარემო და პრაქტიკული ასპექტებით გაჯერებული პროგრამები

რუბრიკის სტუმარია მარიკა ქურდაძე,
ბარსელონას ავტონომიური
უნივერსიტეტის (UAB) სტუდენტი

— მა­რი­კა, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი ახალ­ცი­ხის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რე. რამ­დე­ნად წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი და რო­გორ გახ­სენ­დე­ბა იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— პირ­ველ რიგ­ში, უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა თქვენს რუბ­რი­კას მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის. ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია გა­ვუ­ზი­ა­რო სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რ­დებს და გა­ზე­თის ერ­თ­გულ მკითხ­ველს.
სკო­ლის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა, წარ­ჩი­ნე­ბით — ვერ­ცხ­ლის მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე, რაც ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩე­მი სკო­ლა იყო ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე ახა­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოთ მოს­წავ­ლე­ებ­ში ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რო­გო­რი­ცაა: კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, თვით­გა­მო­ხატ­ვა,  კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და ა.შ. ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან­ვე ვცდი­ლობ­დი ბევრ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გორც სკო­ლის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ, რაც და­მეხ­მა­რა გან­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ინ­ტე­რე­სებ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია და ამი­ტო­მაც, ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებს და­ვუ­კავ­ში­რე.
— მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში (FLEX), როს­კო­მო­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში (მი­ჩი­გა­ნი, აშშ) გა­ემ­გ­ზავ­რე. მი­ამ­ბე ამის შე­სა­ხებ
— მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა ფლჶხ-ის შე­სა­ხებ მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე. გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბე­დი მე­ცა­და. მა­შინ ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ „ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა“ რე­ა­ლო­ბად შე­იძ­ლე­ბო­და მექ­ცია. გა­ვი­ა­რე სა­კონ­კურ­სო ეტა­პი და აპ­რი­ლის ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­ის­მა ზა­რი, რო­მელ­მაც მამ­ც­ნო, რომ  ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სტი­პენ­დია მო­ვი­პო­ვე და, 50 ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად, ერ­თი წლით, სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ფლჶხ-ის პროგ­რა­მა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს სრუ­ლი­ად უფა­სოდ ის­წავ­ლონ ამე­რი­კულ სკო­ლა­ში, იცხოვ­რონ მას­პინ­ძელ ოჯახ­თან ერ­თად და ახ­ლოს გა­იც­ნონ ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რა. 2008-2009 წე­ლი  მი­ჩი­გა­ნის შტატ­ში გა­ვა­ტა­რე, ვსწავ­ლობ­დი როს­კო­მო­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ვცხოვ­რობ­დი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ოჯახ­თან ერ­თად, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, უკეთ გა­მეც­ნო ამე­რი­კუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და კულ­ტუ­რა, წარ­მო­მე­ჩი­ნა ჩე­მი სამ­შობ­ლო და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ელ­ჩი ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.
— რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ აშშ-ს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას?
— ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სის­ტე­მის­გან. სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში დი­დი ად­გი­ლი უჭი­რავს ისეთ საგ­ნებს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ში ახა­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ამე­რი­კულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ დი­დი რო­ლი ითა­მა­შა ჩე­მი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, პრო­ექ­ტებ­სა და სა­თე­მო კამ­პა­ნი­ებ­ში, რი­თაც კი­დევ უფ­რო და­ვუ­ახ­ლოვ­დი ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და უკეთ გა­ვე­ცა­ნი კულ­ტუ­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს.  გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ, თუ­კი მო­ინ­დო­მებ, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა. ასე რომ, ოც­ნე­ბე­ბი ახდე­ბა!  აქ­ვე ვიტყ­ვი, რომ პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. არ­სე­ბობს პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ქსე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს აერ­თი­ა­ნებს. სწო­რედ ის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი, ძა­ლის­ხ­მე­ვას არ იშუ­რე­ბენ, რომ თა­ვი­ან­თი მცი­რე­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლის პრო­ცეს­ში.
— უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად არ­ჩე­ვანს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე აკე­თებ...
— სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კუთხით, პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან მო­ვი­ხიბ­ლე სას­წავ­ლო თე­მა­ტი­კით, ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი თე­ო­რი­ე­ბით, რო­მე­ლიც, ერ­თი შე­ხედ­ვით, ძა­ლი­ან აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლია, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. სწო­რედ ეს თე­ო­რი­ე­ბი გა­ფიქ­რებს სა­ხელ­მ­წი­ფოს მოწყო­ბის სის­ტე­მებ­ზე, სერ­ვი­სებ­ზე, ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ზე, გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­სა და რე­ფორ­მებ­ზე, რო­მელ­თაც პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა სწო­რედ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა უნ­და მო­უ­ძებ­ნონ. ამ შე­მარ­თე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კულ საბ­ჭო­ებ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, სა­დაც პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა მქონ­და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თან, ხო­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა  სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში  World ვision გა­ვაგ­რ­ძე­ლე.
— ევ­რო­კავ­ში­რის გრან­ტის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლას ეს­პა­ნეთ­ში, ბარ­სე­ლო­ნას ავ­ტო­ნო­მი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ჲაბ) აგ­რ­ძე­ლებ. რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ეს­პა­ნე­თამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ეს ქვე­ყა­ნა, რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი და რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი?
— რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რ­ძე­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში World ვision, რო­მე­ლიც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, არა­ერთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ვეს­ტუმ­რეთ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელს, სა­დაც, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყო. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა ჩვენს და­სახ­ვედ­რად, მათ შო­რის ბავ­შ­ვე­ბიც, რო­მელ­თა მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტა­ტუ­სი სწო­რედ ამ სკო­ლა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.  სა­ნა­ხა­ო­ბა შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლის საქ­მე­ში. არ­სე­ბულ­მა გა­რე­მომ და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბამ მი­მახ­ვედ­რა, რომ ეს ის საქ­მე იყო, რაც მო­მა­ვალ­ში მინ­დო­და მე­კე­თე­ბი­ნა, ხო­ლო სწავ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით უნ­და გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა, კერ­ძოდ კი — გა­ნათ­ლე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტის სფე­რო­ში.
აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­წყე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თ­ვის. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ნათ­ლად ერ­კ­ვე­ვი შენს ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებ თე­ო­რი­ას, ეც­ნო­ბი სფე­როს და აც­ნო­ბი­ე­რებ სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს, რაც აზუს­ტებს სწავ­ლის მო­მა­ვალ სფე­როს. მას შემ­დეგ, რაც გა­მო­იკ­ვე­თა ჩე­მი ინ­ტე­რე­სე­ბი, გა­დავ­წყ­ვი­ტე გან­ვი­თა­რე­ბის სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გარ­შე­მო სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი კვლე­ვა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მსგავ­სი კუ­რი­კუ­ლუ­მის მი­წო­დე­ბა არ ხდე­ბა. თუმ­ცა, ამ მხრივ, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კა. კვლე­ვის პრო­ცეს­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ერას­მუს მუნ­დუ­სის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მი­ე­რაა და­ფი­ნა­ნა­სე­ბუ­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სტუ­დენ­ტებს, ევ­რო­კავ­ში­რის სტი­პენ­დი­ის დახ­მა­რე­ბით, გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. გა­ვი­ა­რე სა­კონ­კურ­სო ეტა­პი და მო­ვი­პო­ვე ევ­რო­კავ­ში­რის გრან­ტი, რო­მელ­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა სწავ­ლა ბარ­სე­ლო­ნას ავ­ტო­ნო­მი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. იგი ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვეა ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის, გა­ნათ­ლე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
ეს­პა­ნეთ­ში სწავ­ლა წელს და­ვიწყე, მო­მა­ვალ სე­მესტრს ნორ­ვე­გი­ა­ში, ოს­ლოს უნი­ვერ­სიტ­ეტში გა­ვივ­ლი, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, სას­წავ­ლო გეგ­მა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ზედ­მი­წევ­ნით შე­ვის­წავ­ლოთ გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა და მი­სი ზე­გავ­ლე­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია, რო­მელ­საც გან­ვი­თა­რე­ბად­მა ქვეყ­ნებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პა­ტა­რა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­მა, ფე­ხი სწრა­ფად უნ­და აუწყონ. ეს თე­მა­ტი­კა საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რია ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში. ვი­მე­დოვ­ნებ, აქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ხელ­შეწყო­ბი­სა თუ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის.
— რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი და, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს?
— ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც უცხო ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ლან­ტ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ელ­ჩო­ე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და ა.შ. აწე­სე­ბენ საგ­რან­ტო პროგ­რა­მებს სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. მა­თი უმე­ტე­სო­ბა სა­კონ­კურ­სო ელე­მენტს მო­ი­ცავს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. თუმ­ცა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვის შან­სი ყვე­ლას ეძ­ლე­ვა. მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა აქვს, მა­გა­ლი­თად, აშშ-ს სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენტს და ევ­რო­კავ­შირს,  რო­მელ­თა პროგ­რა­მე­ბი  სტუ­დენ­ტებს სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მას სთა­ვა­ზო­ბენ. სტი­პენ­დი­ის ფარ­გ­ლებ­ში, სრუ­ლად ფი­ნან­ს­დე­ბა სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვა და ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯი, რაც, და­მე­თან­ხ­მე­ბით, არც თუ ური­გო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სულ უფ­რო და უფ­რო ძვი­რი ჯდე­ბა. მსგავს კონ­კურ­სებ­ში ყვე­ლა პროგ­რა­მას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მი აქვს, თუმ­ცა, კან­დი­და­ტის მო­ტი­ვა­ცია, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა და სა­მო­მავ­ლო ხედ­ვა, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის კუთხით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით? რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ევ­რო­პულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ქარ­თულს შო­რის?
— რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ქარ­თულ და და­სავ­ლურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე, რამ­დე­ნი­მე სა­კითხი უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. კუ­რი­კუ­ლუ­მის და აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის კუთხით, ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს დი­დი ხნის ის­ტო­რია და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, მათ შო­რის, ჩე­მი გან­ხ­რაც, ჯერ კი­დევ არ არის ათ­ვი­სე­ბუ­ლი ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზარ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, დი­დი სხვა­ო­ბაა ტექ­ნი­კუ­რი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი აღ­ჭურ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. რო­გორც წე­სი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბით, სა­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი, სტა­ტი­ე­ბი მუდ­მივ რე­ჟიმ­შია ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. უნი­ვერ­სი­ტე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს სტუ­დენ­ტუ­რი საცხოვ­რებ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, რა­თა სტუ­დენ­ტებ­მა თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნონ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში. სას­წავ­ლო პრო­ცესს რაც შე­ე­ხე­ბა, ლექ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, დატ­ვირ­თუ­ლი და, ამას­თა­ნა­ვე, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლია. სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, თე­ო­რი­ულ­თან ერ­თად,  პრაქ­ტი­კულ ას­პექტს მო­ი­ცავს, მა­გა­ლი­თად, სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მას, სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ოს ან კვლე­ვას შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მო, რო­მელ­შიც სტუ­დენ­ტი იძენს ცოდ­ნას. ჩემ­თან ერ­თად სა­ლექ­ციო კურსს ეს­წ­რე­ბა 20 სტუ­დენ­ტი, 20 სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტებს ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, რაც კი­დევ უფ­რო აფარ­თო­ებს გა­ნათ­ლე­ბის საზღ­ვ­რებს და  მულ­ტი­კულ­ტუ­რულ, კოს­მო­პო­ლი­ტურ გა­რე­მოს ქმნის.
— რა რო­ლი უჭი­რავს ეს­პა­ნეთ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კომ­პ­ლექ­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რო­გორც წე­სი, ისი­ნი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ლი­ტე­რა­ტუ­რით, სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბით, ჟურ­ნა­ლე­ბით და ა.შ. ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში კომ­ფორ­ტუ­ლი სივ­რ­ცეა, რა­თა სტუ­დენ­ტ­მა მის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში შეძ­ლოს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტს  5 ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ეკო­ნო­მი­კის, იური­დი­ულ, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტებს ცალ-ცალ­კე ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი აქვთ, რომ­ლე­ბიც იმ კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რულ მა­სა­ლა­სა და არ­ტე­ფაქ­ტებს აერ­თი­ა­ნებს. ასე­ვე, მა­თი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის უმე­ტე­სო­ბა გვი­ან სა­ღა­მომ­დე მუ­შა­ობს, ზო­გი­ერ­თი — მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 365 დღე, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია.
— მა­რი­კა,  ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შეს­ვ­ლა არც ისე ად­ვი­ლია. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე, ძნე­ლია. რას ურ­ჩევ საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დებს?
— თქვე­ნი ზო­გი­ერ­თი მკითხ­ვე­ლი, ალ­ბათ, ყო­ფი­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტს ამ­თავ­რებ და სრუ­ლი გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა გე­უფ­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რად, სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს მა­შინ­ვე გა­ნაგ­რ­ძოს სწავ­ლა შემ­დეგ ეტაპ­ზე, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევრ მათ­განს ბო­ლომ­დე არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის პრაქ­ტი­კუ­ლი მხა­რე. ზო­გი აბა­რებს იმი­ტომ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ზე­წო­ლა მა­ღა­ლია. ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ფრა­ზებს — „ბარემ, ჩა­ა­ბა­რე,  დრო არ და­კარ­გო“ და ა.შ. ან სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლებს იმი­ტომ, რომ სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის იმე­დი არ აქვს, ან, ვა­ჟე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლად ნიშ­ნავს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გა­და­ვა­დე­ბას.  აქ კვლა­ვაც ვაწყ­დე­ბით უამ­რავ პრობ­ლე­მას, თუმ­ცა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, მო­ითხოვს სა­თა­ნა­დო პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას და უნა­რებს, რო­მე­ლიც სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე უნ­და დაგ­როვ­დეს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ზუს­ტად აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ რა არის ის საქ­მე, რაც მო­მა­ვალ­ში გვინ­და ვა­კე­თოთ, რის შემ­დე­გაც ბევ­რად უფ­რო ად­ვი­ლია სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მო­ძებ­ნა, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რა და ა.შ. არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად ვი­ცო­დეთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ამო­ცა­ნე­ბი, მოთხოვ­ნე­ბი, შე­დე­გე­ბი, ფი­ნან­სუ­რი გა­დახ­დის სქე­მა და სხვ. ზო­გი­ერ­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­მა­ტე­ბით ითხოვს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტეს­ტე­ბის ჩა­ბა­რე­ბას, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ უნ­და მომ­ზად­დეს. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სებ­ზეც ანა­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პით შეგ­ვიძ­ლია ვი­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოთ. ასე­ვე, დღე­ვან­დე­ლი ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მრა­ვალ­გ­ზის გა­და­ვა­მოწ­მოთ და მო­ვის­მი­ნოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და აზ­რი იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­ზეც არ­ჩე­ვანს ვა­კე­თებთ. ეს ხერ­ხი ნამ­დ­ვი­ლად ბევრ პრობ­ლე­მას აარი­დებს უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს.
— რო­გო­რია ეს­პა­ნუ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?
— სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა აქ­ტი­უ­რი და სა­სი­ა­მოვ­ნოა. ეს­პა­ნე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის, ის­ტო­რი­ის, სი­ეს­ტას, ფლა­მენ­გოს, გა­უ­დის, პი­კა­სოს და და­ლის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რთუ­ლია მოწყე­ნა. რო­დე­საც სწავ­ლით არ ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, ვცდი­ლობთ უკეთ გა­ვეც­ნოთ ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ეს­პა­ნელ თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ არა­ერ­თ­გ­ზის მიჩ­ვე­ნა, რომ მი­თი ეს­პა­ნე­ლე­ბის და ქარ­თ­ვე­ლე­ბის ტი­პო­ლო­გი­უ­რი მსგავ­სე­ბის შე­სა­ხებ სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა მი­თი. მსგავ­სე­ბას ბევრ სა­კითხ­ში ნა­ხავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით — ტემ­პე­რა­მენ­ტ­სა და ემო­ცი­ურ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა­ში. დრო­ის აღ­ქ­მა და გა­გე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რი გვაქვს. აქაც, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 3 სა­ა­თი 3:15 წუთს ნიშ­ნავს.
— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— ამა­ზე ფიქ­რი რე­ა­ლუ­რად მა­შინ და­ვიწყე, რო­დე­საც ჩე­მი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რებს გას­ც­და. რო­დე­საც სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ, სამ­შობ­ლოს მი­მართ დამ­კ­ვირ­ვებ­ლის პო­ზი­ცია გი­ვი­თარ­დე­ბა და ნათ­ლად ხე­დავ წინ­ს­ვ­ლას, პრობ­ლე­მას და პერ­ს­პექ­ტი­ვას. გაქვს შე­და­რე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბა. აკ­ვირ­დე­ბი სფე­რო­ებს, „სოცი­ა­ლურ კა­პი­ტალს“, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქცე­ვას, მო­ბი­ლო­ბას და ა.შ. არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ნათ­ლად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ პრობ­ლე­მე­ბი­სა და პერ­ს­პექ­ტი­ვის ფონ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური კა­პი­ტა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაა. თუ ყვე­ლა, ვინც უცხო­ეთ­ში იღებს გა­ნათ­ლე­ბას, უარს იტყ­ვის სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვაც კარ­გავს თა­ვის შან­სებს. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მინ­და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა სწო­რედ გან­ვი­თა­რე­ბის სფე­როს მო­ვახ­მა­რო სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში. ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია იმაზე სა­უ­ბა­რი, რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი დახ­ვ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მი­თი ბა­ზა­რი ჩემს დიპ­ლომს, თუმ­ცა, მთა­ვა­რია სურ­ვი­ლი.
— საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი  ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, რა მან­ძი­ლი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი ევ­რო­პამ­დე?
— ფრა­ზა­ში „მე ვარ ქარ­თ­ვე­ლი და ამას­თა­ნა­ვე ვარ ევ­რო­პე­ლი“ ნამ­დ­ვი­ლად დევს ლო­გი­კა. ვფიქ­რობ, ჩვენ იმა­ზე უფ­რო ახ­ლოს ვართ ევ­რო­პას­თან, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, თუმ­ცა, ნამ­დ­ვი­ლად არის სა­კითხე­ბი, რო­მე­ლიც დიდ მუ­შა­ო­ბას, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბას და გა­და­ხედ­ვას მო­ითხოვს. მი­მაჩ­ნია, რომ პირ­ველ რიგ­ში, მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ვუთ­მოთ მიმ­ღებ­ლო­ბის და ღი­ა­ო­ბის გაზ­რ­დას. არ უნ­და გვა­ში­ნებ­დეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იდე­ე­ბი, რად­გან მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა სწო­რედ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­შია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­შინ ხდე­ბა ჯან­სა­ღი, რო­დე­საც ახალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აღიქ­ვამს არა რო­გორც ცალ­სა­ხად ცუდს ან კარგს, არა­მედ რო­გორც, უბ­რა­ლოდ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს. სწო­რედ ესაა ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხიბ­ლი და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემს სამ­შობ­ლოს აქვს სურ­ვი­ლი, გა­ი­ზი­ა­როს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის დი­დი ტრა­დი­ცია.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N