გამოდის 1998 წლიდან
2015-10-22
პრაქტიკოსი მასწავლებლის სავალდებულო აქტივობები რას ნიშნავს 5-კრედიტიანი ტრენინგი

 

რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოთ — გვესაუბრება მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტანტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე.

დას­რულ­და სქე­მის მი­ხედ­ვით მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბა. სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­რე­გის­ტ­რირ­და 61 318 მას­წავ­ლე­ბე­ლი, აქე­დან პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა 45 931 მას­წავ­ლე­ბელს, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის — 15 236-ს, წამ­ყ­ვა­ნის — 151 პე­და­გოგს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვყავს მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით  სის­ტე­მა­ში სულ 68 890 მას­წავ­ლე­ბე­ლია, აქე­დან 60 581 პე­და­გო­გი და­საქ­მე­ბუ­ლია სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 8 309 — კერ­ძო­ში. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლი წე­ლი სა­პი­ლო­ტედ გა­მოცხად­და. პე­და­გო­გებს, სქე­მა­ში ჩარ­თ­ვის­თა­ნა­ვე, სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ, სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ან ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ დღეს სის­ტე­მა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია და თან ეს სა­ფე­ხუ­რი მი­ლე­ვა­დია — სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სქე­მის მი­ხედ­ვით, არც ერ­თი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ იქ­ნე­ბა — მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტანტს, სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძეს ვთხო­ვეთ, დე­ტა­ლუ­რად ესა­უბ­რა რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოთ.
— დას­რულ­და სქე­მის მი­ხედ­ვით მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა სა­ფე­ხუ­რებ­ზე, რო­გო­რია სუ­რა­თი?

— მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­დე­გად შემ­დე­გი სუ­რა­თი გვაქვს: პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა ყვე­ლა არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს და მა­თი რიცხ­ვი შე­ად­გენს — 45 931; უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ენ­იჭა 15 236 მას­წავ­ლე­ბელს; სქე­მა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ამა­ჟა­მად სის­ტე­მა­ში გვყავს 151 მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე არი­ან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­ნი, მათ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ . მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სქე­მა­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­დე­გად მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი არ­ც ერთ მას­წავ­ლე­ბელს არ მი­ნი­ჭე­ბია, თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერი მას­წავ­ლე­ბელი, რო­მე­ლიც თან­მიმ­დევ­რუ­ლი იქ­ნე­ბა სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, წარ­მა­ტე­ბით განახორციელებს სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლ აქ­ტი­ვო­ბე­ბს და შეძლებს ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო კა­ტე­გო­რი­ის, მათ შო­რის მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბას.
— და­ვიწყოთ პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი­დან, რად­გან მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ამ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ნა­წილ­და. რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვი­დეს?
— რად­გან პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი გვყავს, ამი­ტომ ჩვე­ნი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საზ­რუ­ნა­ვია,  შევ­თა­ვა­ზოთ მათ მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში. თუ უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე პე­და­გო­გებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ  რო­გორც სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, ასე­ვე მომ­დევ­ნო სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან. მათ უნ­და და­აგ­რო­ვონ  კრე­დი­ტე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რამ­დე­ნიც შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლა­დაა სა­ჭი­რო. პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუ­სი არ ნარ­ჩუნ­დე­ბა.
პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად უნ­და და­აგ­რო­ვოს 19 კრე­დი­ტი შემ­დე­გი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბით: საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა (10 კრე­დიტ­ქუ­ლა), რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ადას­ტუ­რებს საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას და რომ­ლის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მას აქვს სქე­მა­ში გა­ნა­წი­ლე­ბი­დან სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს სპორ­ტის, მუ­სი­კი­სა და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თა შემ­თხ­ვე­ვა­ში სამ­წ­ლი­ა­ნი ვა­და აით­ვ­ლე­ბა იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც მათ­თ­ვის პირ­ვე­ლად იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­მოც­და. პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბ­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბას ასე­ვე წარ­მო­ად­გენს პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­სა და საგ­ნობ­რივ მე­თო­დი­კა­ში 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სი. ამ კურ­სის გავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა საგ­ნის გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვა. გარ­და ამი­სა, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა ასე­ვე  სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ ორ­ჯერ დაკ­ვირ­ვე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ნი­ჭე­ბა ოთხი კრე­დი­ტი. თუმ­ცა, სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას  ასე­ვე აქვს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცია. გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი  რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, დაძ­ლი­ოს მი­სი სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს პრაქ­ტი­კა.
მარ­თა­ლია, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს მხო­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­ეთხო­ვე­ბა მომ­დევ­ნო სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, მაგ­რამ მას, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც და რო­დე­საც პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ნი­ჭე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, იგი ცა­რი­ე­ლი კა­ლა­თით არ შე­ვა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში, არა­მედ კრე­დი­ტე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კრე­დი­ტე­ბად უღი­არ­დე­ბა.
—  პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის წი­ლობ­რი­ვად რო­მე­ლია მე­ტი, ვი­საც საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი თუ ისი­ნი, ვი­საც პრო­ფე­სი­უ­ლი ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და აქვთ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი?
— პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან 2 388-ს სა­გა­ნი, ხო­ლო 6 336 -ს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი.
—  და­ვუბ­რუნ­დეთ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბებს. საგ­ნობ­რივ გა­მოც­და­ზე უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ და ახ­ლა გან­ვ­მარ­ტოთ, რას ნიშ­ნავს 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინ­გი.
— რო­გორც ზე­მოთ ა­ღვ­ნიშ­ნეთ, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სი წარ­მო­ად­გენს სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბას. იგი შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გა­მოც­დის სა­პირ­წო­ნედ. რა­ტომ გა­დაწყ­და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში გა­მოც­დის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა ტრე­ნინგ-კურ­სით? პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის შე­მო­ღე­ბა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე არ იყო ური­გო, რად­გან გა­მოც­დის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­ა­მუ­შა­ვეს უფ­რო მე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, შე­ი­ძი­ნეს გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნა პე­და­გო­გი­კა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, რას აკე­თებ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი კლას­ში, რო­გორ იყე­ნებ­და ამ ცოდ­ნას პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში, გა­მოც­დით ამის შე­ფა­სე­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბო­და.
პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 5-კრე­­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სი კი იქ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი და ძი­რი­თა­დი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა იმას, თუ რო­გორ მო­ახ­დენს მას­წავ­ლე­ბე­ლი ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბული ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ტრან­ს­ფერს სას­კო­ლო გა­რე­მო­ში.
მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-პროგ­რა­მა ორი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა — ზო­გა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი (3 კრე­დი­ტი) და საგ­ნობ­რი­ვი მე­თო­დი­კა (2 კრე­დი­ტი). პროგ­რა­მის მი­ზა­ნია ხე­ლი შუწყოს მას­წავ­ლე­ბელს მე­თო­დუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში, რა­თა ის შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებს.
ხუთ კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლებს ვთა­ვა­ზობთ რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გა­სავ­ლელ, ასე­ვე არ­ჩე­ვით ტრე­ნინგ-მო­დუ­ლებს. მინ­და ასე­ვე დავ­ძი­ნო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ყვე­ლა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ.
— რო­მე­ლი მო­დუ­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო და რო­მე­ლი — არ­ჩე­ვი­თი?
— სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­დუ­ლე­ბად, ამ ეტაპ­ზე, გან­ვ­საზღ­ვ­რეთ ის მო­დუ­ლე­ბი, რო­მელ­თა თე­მა­ტი­კის ფლო­ბა არის ის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი, რაც მას­წავ­ლე­ბელს ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ზე და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა­ში, წარ­მარ­თ­ვა­სა და შე­ფა­სე­ბა­ში.
5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­დუ­ლე­ბის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლებს ვთა­ვა­ზობთ არ­ჩე­ვით მო­დუ­ლებს, მაგ. კლა­სის მარ­თ­ვა და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცია და მო­ტი­ვა­ცია, სწავ­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ო­რი­ე­ბი და სხვ. რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მო­ა­ჩენს სა­კუ­თარ სუსტ მხა­რე­ებს, თვა­ლი უნ­და გა­და­ავ­ლოს 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში შე­თა­ვა­ზე­ბულ  არ­ჩე­ვით მო­დუ­ლებს და აირ­ჩი­ოს ის, რო­მე­ლიც მას თვით­შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სუს­ტი მხა­რე­ე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
— რა არის სპე­ცი­ფი­კუ­რი ამ მო­დუ­ლებ­ში?
— რო­გორც უკ­ვე ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ, ამ მო­დუ­ლებ­ში აქ­ცენ­ტი იქ­ნე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი თე­ო­რი­უ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ მო­დუ­ლებ­ში მსმე­ნე­ლის შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მა­თი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუმ­ცა, ყვე­ლა მო­დულ­ში მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის დროს, ძი­რი­თა­დი ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ იყენებს ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლ ცოდ­ნას საკ­ლა­სო ოთახ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან; რო­გორ შე­უძ­ლია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის თუ სხვა სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის რეფ­ლექ­სია და რეფ­ლექ­სი­ის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კო­რექ­ტი­რე­ბის შე­ტა­ნა პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში. ყო­ვე­ლი მო­დუ­ლის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ცე­მა მო­დუ­ლის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბა. ხო­ლო ხუ­თი­ვე კრე­დი­ტის გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში მას­ზე გა­ი­ცე­მა ტრე­ნინგ-კურ­სის გავ­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტი.
— რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა რე­ა­ლუ­რად ეს ტრე­ნინგ-პროგ­რა­მა და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით მო­უ­წევთ მას­წავ­ლებ­ლებს ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წ­რე­ბა?
— უკ­ვე ვახ­სე­ნე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრე­ნინ­გის გავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბა არის საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლებს, რო­მელ­თაც უკ­ვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვთ საგ­ნის გა­მოც­და, ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლო­დან მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ ხუთკრე­დი­ტი­ან ტრე­ნინგ-პროგ­რა­მა­ზე. მოხ­დე­ბა ჯგუ­ფე­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა რე­გი­ო­ნულ ან რა­ი­ო­ნულ დო­ნე­ზე. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბით ად­გი­ლებ­ზე. მას­წავ­ლე­ბელ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად უნ­და მო­ის­მი­ნოს ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი ზო­გად პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში, შემ­დეგ კი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი — საგ­ნობ­რივ მე­თო­დი­კა­ში.
ტრე­ნინ­გე­ბი ძი­რი­თა­დად ჩა­ტარ­დე­ბა შა­ბათ-კვი­რას. სატ­რე­ნინ­გო დღე­ებ­სა თუ მო­დუ­ლებს შო­რის მთელ­კ­ვი­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლი მას­წავ­ლე­ბელს და­ეხ­მა­რე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მო­სინ­ჯოს პრაქ­ტი­კა­ში, შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე კო­ლე­გებს და ტრე­ნერ-კო­ნსულ­ტანტს გა­უ­ზი­ა­როს გა­მოც­დი­ლე­ბა, მი­ი­ღოს და გაით­ვა­ლის­წი­ნოს რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.
— თქვენ გარ­და ვინ შე­იძ­ლე­ბა ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი შეს­თა­ვა­ზოს მას­წავ­ლებ­ლებს?
— ჯერ­ჯე­რო­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე, მას­წავ­ლებ­ლებს 5-კრე­დი­ტი­ან მო­დუ­ლებს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი სთა­ვა­ზობს. თუმ­ცა, ჩვე­ნი სტრა­ტე­გია და ხედ­ვაა, რომ სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა არ ხდე­ბო­დეს ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად.
იმე­დი გვაქვს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­აკ­რე­დი­ტა­ციო წე­სი, რო­მე­ლიც უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია, მა­ლე დამ­ტ­კიც­დე­ბა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ვა­ი­დერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, ჩა­ერ­თონ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა­ში.
— რო­გორ შე­მოვ­ლენ მსურ­ვე­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში?
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბულ გზებს. ერ­თი გზა გახ­ლავთ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბით. ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით მას­წა­ვლებ­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მომ­ზა­დე­ბა მოხ­დე­ბა მიმ­დევ­რო­ბი­თი და პა­რა­ლე­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით. მიმ­დევ­რო­ბი­თია პროგ­რა­მა, რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტი თა­ვი­დან­ვე არ­ჩე­ვანს აკე­თებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იწყებს სწავ­ლას მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ (300 კრე­დი­ტი­ა­ნ) პროგ­რა­მა­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რი პროგ­რა­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტი არ­ჩე­ვანს აკე­თებს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­სა­ბა­მი­სი დარ­გის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე და პა­რა­ლე­ლუ­რად გა­დის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას. ამ პროგ­რა­მე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს აქვს მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით. მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­როს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა.
გარ­და ამი­სა, სქე­მა გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლის მოკ­ლე გზას. მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ, სულ მცი­რე, ბა­კა­ლავ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მის დარ­გ­ში, აბა­რე­ბენ საგ­ნის გა­მოც­დას, გა­დი­ან მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ი­პო­ვებენ მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას და, სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ე­ნი­ჭე­ბათ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, თუმ­ცა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბად რჩე­ბა, მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბი­დან ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­რე სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლა. ხო­ლო მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს, რო­მელ­თაც დიპ­ლო­მის მი­ხედ­ვით აქვთ პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა ან უკ­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვთ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სერ­ტი­ფი­კა­ტი, საგ­ნის გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, და­იწყონ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ზე, იმა­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, რაც ზე­მოთ აღვ­ნიშ­ნეთ.
— სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ დამ­წყებ, ანუ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ კან­დი­დატს, არ აქვს მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ გა­ა­კე­თოს სკო­ლამ არ­ჩე­ვა­ნი?
— მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი იქ­ნე­ბა გა­ჯე­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო პრაქ­ტი­კით, რო­მე­ლიც ჩა­შე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბით პე­და­გო­გი­ურ კურ­სებ­ში და ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კურ­სი. მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მით კი, გარ­და ამი­სა, გან­საზღ­ვ­რუ­ლია ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა, სა­დაც სტუ­დენ­ტი ასე­ვე ახორ­ცი­ე­ლებს პრაქ­ტი­კის კვლე­ვას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც აფორ­მებს სა­მა­გის­ტ­რო თე­ზისს. ამ­დე­ნად, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში უკ­ვე სას­კო­ლო პრაქ­ტი­კას­თან ნა­ზი­ა­რე­ვი იქ­ნე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, დამ­წყე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხომ ერ­თ­წ­ლი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით შე­მო­დის უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ზე, მან მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბით უნ­და და­ა­დას­ტუ­როს.
— რე­ა­ლუ­რად, უახ­ლო­ე­სი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დამ­წყე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ გვე­ყო­ლე­ბა?
— მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლევს საგ­ნის გა­მოც­დას და უკ­ვე გავ­ლი­ლი აქვს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო (60-კრე­დი­ტი­ა­ნი) პროგ­რა­მა ან დიპ­ლო­მით აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, უკ­ვე შეძ­ლე­ბს მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას და სკო­ლას­თან კონ­ტ­რაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას.
— რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ში­და სას­კო­ლო დაკ­ვირ­ვე­ბას?
— ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცია არის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი. მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის­გან იღებს უკუ­კავ­შირს მი­სი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ, რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუ რო­გორ აღ­მოფხ­ვ­რას არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. სკო­ლა­ში ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი­სა და სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის არ­სე­ბო­ბა ხელს შე­უწყობს თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ულ ზრდას, სკო­ლა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბას და, რაც მთა­ვა­რია, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა და მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.
— რო­გორ გა­ა­კონ­ტ­რო­ლებთ ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბის ხა­რისხს?
— ში­და სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბის გა­ზომ­ვის არა­ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია გა­რე მო­ნი­ტო­რინ­გის სტრა­ტე­გია, რო­მელ­შიც დაწ­ვ­რი­ლე­ბით იქ­ნე­ბა გა­წე­რი­ლი სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის გეგ­მა. ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბის ხა­რის­ხი შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, მა­გა­ლი­თად, შემ­დე­გი გზით: გა­ა­ნა­ლიზ­დე­ბა ში­და და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, დაგ­ვა­ნა­ხებს, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ში­და შე­ფა­სე­ბა. რე­ა­ლის­ტე­ბი ვართ და ვი­ცით, რომ პრობ­ლე­მე­ბი იქ­ნე­ბა, შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც, ხშირ შემ­თხ­ვებ­ვა­ში გა­მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის ზო­გი­ერ­თი წევ­რის გა­მო­უც­დე­ლო­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა სწო­რედ იქით­კენ უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი, რომ რა­ი­მე ჩა­ვარ­დ­ნის, ხარ­ვე­ზის აღ­მო­ჩე­ნი­სას შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­ვეხ­მა­როთ შე­ფა­სე­ბის ჯგუფს ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა­ში.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

22(896)N