გამოდის 1998 წლიდან
2015-10-08
სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სი და მო­ტი­ვა­ცია პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის

მიმ­დი­ნა­რე წელს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა, ად­რე დაწყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გრძელ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, იც­ვ­ლე­ბი­ან და კონ­კურ­სის წე­სით ინიშ­ნე­ბი­ან ახა­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი, იც­ვ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, დრო­დად­რო თავს იჩენს პრობ­ლე­მე­ბიც.
ახა­ლი, 2015-16 სას­წავ­ლო წე­ლი კი, ნამ­დ­ვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის, მა­თი­ვე კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის თვალ­საზ­რი­სით. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მო­ნაკ­ლი­სი ამ მხრივ არც მარ­ნე­უ­ლე­ლი პე­და­გო­გე­ბი იქ­ნე­ბი­ან. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი, რუს­ლან გაჯი­ე­­ვი ამ­ბობს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სი და მო­ტი­ვა­ციაა თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გის­თ­ვის, აიმაღ­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცია და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­საც და სკო­ლე­ბის დი­რექ­ცი­ებ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სა­მუ­შა­ოს გა­წე­ვა მო­უ­წევთ, პე­და­გო­გე­ბის სქე­მა­ში ჩარ­თ­ვი­სა და სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად მომ­ზა­დე­ბი­სათ­ვის. „2500 პე­და­გო­გი მუ­შა­ობს მარ­ნე­უ­ლის 74 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. მა­თი დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა (46 სკო­ლა) აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სკო­ლის პე­და­გო­გია, 3 სკო­ლა რუ­სუ­ლია, 7 — სომ­ხუ­რი, ხო­ლო 9 — ქარ­თუ­ლი. ასე რომ, ეს მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნე­ბაც ქმნის გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლეს ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა, დღე­ი­სათ­ვის ეს პრობ­ლე­მად აღარ მი­იჩ­ნე­ვა. სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ეფექ­ტურ­მა პრო­ექ­ტებ­მა კარ­გი შე­დე­გე­ბი მოგ­ვ­ცა. დი­ნა­მი­კას რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, ვრწმუნ­დე­ბი, 5 წე­ლი­წად­ში, ჩვენს რე­გი­ონ­ში, ეს პრობ­ლე­მა მო­იხ­ს­ნე­ბა. ამას რომ ვამ­ბობ, ჩე­მი შვი­ლის თა­ო­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ. იგი ვჳჳჳ კლას­შია, მარ­ნე­უ­ლის ¹2 სკო­ლის ქარ­თულ სექ­ტორ­ზე სწავ­ლობს და ხში­რად მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე, ჩემ­ზე უკეთ ფლობს სა­ხელ­მ­წი­ფო ენას. წელს იყო პრე­ცე­დენ­ტი, რო­ცა ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი პირ­და­პირ არ­ჩე­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე მოხ­ვ­და და არა მო­სამ­ზა­დე­ბელ­ზე, მო­მა­ვალ წელს უფ­რო მე­ტი იქ­ნე­ბა ასე­თი“ — გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი რუს­ლა­ნი.
რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სის ეს ოპ­ტი­მიზ­მი უსა­ფუძ­ვ­ლო ნამ­დ­ვი­ლად არაა. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლი­დან მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის კი­დევ 20 სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი „ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენა“, რო­მე­ლიც უკ­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან რე­გი­ო­ნებ­ში — სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში. ბა­ტო­ნი რუს­ლა­ნი ამ­ბობს, რომ ამ პრო­ექ­ტის პე­და­გო­გე­ბის მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლი­ლია არა მარ­ტო სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის, არა­მედ იმ სოფ­ლე­ბის მცხოვ­რებ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ისი­ნი ჩა­დი­ან. „ჩვენ­მა ბავ­შ­ვებ­მა — აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა, სომ­ხებ­მა, ქარ­თ­ვე­ლებ­მა, რუ­სებ­მა, თით­ქ­მის, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­ი­ა­რეს, რაც, ძი­რი­თა­დად, პრო­ექ­ტ­ში მო­მუ­შა­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ახ­ლა ზუგ­დი­დი­დან ვე­ლო­დე­ბით იმ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, სა­დაც მარ­ნე­უ­ლელ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს, ერ­თი კვი­რა ის­წავ­ლეს და იცხოვ­რეს თა­ნა­ტო­ლე­ბის ოჯა­ხებ­ში; სა­დახ­ლოს ¹1 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­ტო­რი­ულ თე­მა­ზე დად­გ­მუ­ლი სპექ­ტაკ­ლი, ბა­თუმ­ში, ქარ­თულ ენა­ზე ითა­მა­შეს და ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ“.
რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე სა­უბ­რი­სას, ხაზ­გას­მით ამ­ბობს, რომ შარ­შან და წელს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი გა­კეთ­და, ვიდ­რე ბო­ლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ნა­წი­ლობ­რი­ვი და მთლი­ა­ნი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და: ულაშ­ლოს, კე­რა­მუ­ღან­ლოს, შა­უ­მი­ა­ნის ¹1, წე­რაქ­ვის, ბა­ი­თა­ლოს, ბე­ი­თა­რა­ჩის, ბა­ი­და­რის, სა­ბირ­კენ­დის ¹1, ქი­ზი­ლაჯ­ლოს ¹2, კა­სუ­მოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. ბევრ სო­ფელ­ში შეყ­ვა­ნი­ლია გა­ზი და, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სკო­ლე­ბის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის ეს პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლია — 40 000-ზე მე­ტი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სკო­ლე­ბის­თ­ვის მი­წო­დე­ბა უმოკ­ლეს ვა­და­ში უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ.
კი­დევ ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბაა. „სა­კითხის სირ­თუ­ლე მხო­ლოდ ის არ არის, რომ სკო­ლებ­ში შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მოს შექ­მ­ნა სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლია ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, სირ­თუ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კითხი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია. გა­სუ­ლი წლი­დან რო­გორც ქა­ლა­ქის, ისე რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის 10 სკო­ლა­ში მუ­შა­ობს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი კლა­სე­ბი, გვყავს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლებ­მაც ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რეს. ახ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბულ სკო­ლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი“. ბა­ტო­ნი რუს­ლა­ნი გვირ­ჩევს მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლას ვეწ­ვი­ოთ, რო­მელ­საც რვა თვეა ჩვე­ნი გა­ზე­თის მკით­ხვ­ე­ლის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი შო­რე­ნა ხუ­ხუა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი სა­დახ­ლოს სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, „იმე­დის გმი­რებ­ში“ ფე­ის­ბუ­ქის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა რჩე­უ­ლიც იყო. აქ­ტი­უ­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი, თა­ვი­სი საქ­მის ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. და­ნარ­ჩენ­ზე თა­ვად ისა­უბ­რებს.

დი­რექ­ტო­რო­ბა მარ­თ­ლაც სხვა სამ­ყა­როა
შო­რე­ნა ხუ­ხუა: „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეტ­ლ­ში საკ­მაო დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ჯე­ქი, ეტ­ლ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ჩე­მი სი­ცოცხ­ლის ნა­წი­ლი იყო. ამი­ტო­მაც სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კითხად შე­ვი­ტა­ნე და გა­დავ­წყ­ვი­ტე, საქ­მით შე­მეწყო ხე­ლი ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის. სხვა­თა შო­რის, ვა­მა­ყობ და მად­ლი­ე­რი ვარ ჩე­მი პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, რო­მელ­მაც ეტ­ლ­ში მჯდო­მი და­მაბ­რუ­ნა სა­დახ­ლოს სკო­ლა­ში. არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა, რო­გორ მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვ­ლა­ში, შე­ნო­ბა­ში შეს­ვ­ლა­ში. ხელ­შემ­წყო­ბი არა­ვი­თა­რი პი­რო­ბა არ იყო არა თუ სკო­ლა­ში, არ­სად სხვა­გან. ამას ჩემ­თ­ვის ხე­ლი არ შე­უშ­ლია საქ­მის კე­თე­ბა­ში. მგო­ნი, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მინ­დო­და და­მემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, აქე­და­ნაც ყვე­ლა­ფე­რი შე­მეძ­ლო. ყვე­ლა გა­მოც­და მა­შინ ჩა­ვა­ბა­რე, დი­რექ­ტო­რო­ბი­საც კი, თუმ­ცა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ მი­ფიქ­რია, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და. მოვ­ლე­ნე­ბი აეწყო ისე, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე ამ სფე­რო­შიც მე­ცა­და ბე­დი. მარ­თ­ლაც სხვა სამ­ყა­როა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის პოს­ტი — არის სა­კითხე­ბი, რომ­ლებ­საც ვერ წყვეტ (შენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი), არის ბა­რი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­და­ლა­ხო. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო შშმ ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბის დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ მო­ეყ­ვა­ნათ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში, ასე­ვე წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა შემ­ხ­ვ­და, ზო­გა­დად, მშობ­ლე­ბის მხრი­დან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შევ­ძე­ლით ორი­ვე მხა­რის დარ­წ­მუ­ნე­ბა და ჳ კლას­ში, ქარ­თულ სექ­ტორ­ზე 13 წლის ლე­ვა­ნი მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი ბი­ჭია, უყ­ვართ ბავ­შ­ვებს და ერ­თ­მა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან მას­ზე ზრუნ­ვა­ში. კი არ ებ­რა­ლე­ბათ, რა­საც ხში­რად ვგრძნობ­დი, რო­ცა ეტ­ლ­ში ვი­ჯე­ქი, უყ­ვართ და გუ­ლ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.
ჯერ­ჯე­რო­ბით 4 სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე გვყავს. კი­დევ სა­მის შე­სა­ფა­სებ­ლად სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ­თ­ვის შექ­მ­ნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, გვყავს კონ­კურ­სით შერ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გიც. სწავ­ლას­თან ერ­თად, სა­სურ­ვე­ლია, სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­შიც ჩავ­რ­თოთ ისი­ნი, რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მე დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბი­ან იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ოლიმ­პი­ა­დებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მი­ხა­რია და ვა­მა­ყობ, რომ 14 სექ­ტემ­ბერს ისი­ნი მარ­ნე­ულ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ახა­ლი სას­წავ­ლო წლის მი­სა­ლო­ცად“.
ქალ­ბა­ტონ­მა შო­რე­ნამ ლე­ვა­ნიც გა­მაც­ნო და აიშეც. გა­უ­მარ­თ­ლათ ამ ბავ­შ­ვებს, სხვებ­საც... ისე­თი დი­რექ­ტო­რი ჰყავთ, მხო­ლოდ წა­კითხუ­ლი­თა და ნას­წავ­ლით კი არა, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც კარ­გად იცის, რო­გორ და­ეხ­მა­როს მათ გა­რე­სამ­ყა­როს­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში. ეს კი სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი­სათ­ვის ისე­ვე, რო­გორც ის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, რო­მე­ლიც სკო­ლის ეზო­დან იწყე­ბა, შე­სას­ვ­ლე­ლით, საკ­ლა­სო და რე­სურ­სო­თა­ხე­ბი­თა და ტუ­ა­ლე­ტით მთავ­რ­დე­ბა, რო­მე­ლიც პედ­კო­ლექ­ტივ­მა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გა­ა­კე­თა, ზაფ­ხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
კი­დევ ბევ­რი რამ მო­ას­წ­რო რვა თვე­ში — პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის, უფა­სო ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი წრე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის, ვინც ქარ­თულს აბა­რებს, სექ­ტემ­ბ­რი­დან ახა­ლი  პრო­ცე­სი და­იწყო — პე­და­გოგ­თა ჩარ­თ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში.  დღე­ი­სათ­ვის 18 პე­და­გო­გი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, 7 უფ­რო­სი პე­და­გო­გია. ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, და­მა­ტე­ბით, 3 პე­და­გო­გი მი­ი­ღო სკო­ლამ პრო­ექ­ტით „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის“. ქარ­თულ სექ­ტორ­ზე ორი პირ­ვე­ლი კლა­სი რუ­სე­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით, ყა­ზა­ხე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტ­და. „ბევ­რი დევ­ნი­ლია უკ­რა­ი­ნი­დან, ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, რუ­სულ სექ­ტორს ირ­ჩე­ვენ, მა­ლე უკან დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დით. ჩვენ ხელს ვუწყობთ რო­გორც შეგ­ვიძ­ლია“ — ამ­ბობს დი­რექ­ტო­რი.
აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სკო­ლა­ში ნამ­დ­ვი­ლად სა­ნი­მუ­შო წეს­რი­გია — სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვე­ბის გარ­და ეზო­ში ვე­რა­ვინ შე­ვა, მშობ­ლე­ბი პა­ტა­რებს გა­რეთ ელო­დე­ბი­ან. ეს წე­სი ყვე­ლა­ზე ვრცელ­დე­ბა. დი­რექ­ცი­ის ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე ვერც ერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რიც კი სკო­ლის ეზო­ში ვერ შე­ვა. მან­და­ტუ­რე­ბი პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლე­ბენ დი­რექ­ცი­ის ამ მოთხოვ­ნას. ამ და ბევრ სხვა სა­კითხ­შიც  დი­რექ­ტორს თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ჰყავს, ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გე­ბი — ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თ­ვ­რე­ბუ­ლი და­თო კამ­კა­მი­ძე, რო­მე­ლიც, 3 სა­უ­კე­თე­სო პე­და­გოგ­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა და­ა­ჯილ­დო­ვა, რო­გორც ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გი (23 წლის); თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი, ის­ტ­მე­ნე­ჯე­რი და მი­სი ძმა ზა­ზა სუ­ყაშ­ვი­ლი, ბუ­ღალ­ტე­რი. „მა­თი ტრე­ნე­რი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ და­თო და თე­მო სა­დახ­ლო­ში წა­მო­ვიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ, ხო­ლო სექ­ტემ­ბ­რი­დან და­თო მო­ად­გი­ლედ გად­მო­ვიყ­ვა­ნე. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თად ბევრ კარგ საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ. წე­სი­ე­რი, საქ­მის და პრო­ფე­სი­ის ერ­თ­გუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან. ვი­ცი, იდე­ა­ლის­ტ­თან მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი არაა, მაგ­რამ კარ­გად ვიც­ნობ სა­მი­ვეს და მა­თი იმე­დი მაქვს“.

ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა
მარ­ნე­უ­ლის ¹6 სკო­ლა­ში სტუმ­რო­ბა, ძი­რი­თა­დად, მი­სი ახა­ლი დი­რექ­ტო­რის, ლე­ლა ახ­სა­ბა­ძის მო­ნა­ხუ­ლე­ბის გა­მო გა­დავ­წყ­ვი­ტე. იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ფელ წე­რაქ­ვის სკო­ლას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და და არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ მოწ­მე, რამ­დე­ნი ძა­ლა და ენერ­გია სჭირ­დე­ბო­და იმ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით უხ­ვად ჰქონ­და ამ ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სკო­ლას. ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვიდ­რე ამ სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი გა­იხ­სნე­ბო­და (80-იანი წლე­ბის ბო­ლოს), მარ­ნე­ულ­ში ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მუ­რად მა­ი­სუ­რა­ძე იხ­სე­ნებს (სამ­წუ­ხა­როდ ქალ­ბა­ტონ ლე­ლას ვერ შევ­ხ­ვ­დი), რომ პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თულ სექ­ტორ­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბო­და ინ­ტე­რე­სი და შე­სა­ბა­მი­სად — კონ­ტინ­გენ­ტიც. სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო და უფ­რო მეტ ინ­ტე­რესს იჩენ­დ­ნენ ქარ­თუ­ლი ენის, კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის მი­მართ. 90-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან უკ­ვე ახა­ლი ტრა­დი­ცია დამ­კ­ვიდ­რა — სკო­ლის პირ­ვე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის შვი­ლე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ I კლას­ში. დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა.
დი­დი სკო­ლაა, 1300-ზე მე­ტი მოს­წავ­ლით, კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლა­სე­ბი­თა და საგ­ნობ­რი­ვი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, „მო­მავ­ლის კლა­სით“, ოლიმ­პი­ა­დებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბით, მარ­ნე­უ­ლის ორ­გ­ზის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნე­ბით „მხი­ა­რულ სტარ­ტებ­ში“, მარ­ნე­უ­ლის და ქვე­მო ქარ­თ­ლის ჩემ­პი­ო­ნე­ბით ინ­ტე­ლექ­ტ­თა­მა­შებ­ში. ასე­თი მიღ­წე­ვე­ბის სკო­ლა უდა­ვოდ იმ­სა­ხუ­რებს უკე­თეს, თა­ნა­მედ­რო­ვე საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და სპორ­ტ­დარ­ბაზს. იმე­დია, ასეც იქ­ნე­ბა.

მოამზადა
ანა ფირცხალაიშვილმა

25-28(942)N