გამოდის 1998 წლიდან
2013-10-03
გამოცდები — შედეგები, პრობლემები, მიზეზები

— რო­გო­რი იყო ფი­ზი­კის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი?

— წელს ფი­ზი­კის გა­მოც­დის შე­დე­გებ­ზე ვერ ვიტყ­ვი, რომ ცუ­დი იყო. მარ­თა­ლია, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 50% ჩა­იჭ­რა, მაგ­რამ ბევ­რ­მა წარ­მა­ტე­ბი­თაც ჩა­ა­ბა­რა; ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ წელს, ისე­ვე რო­გორც შარ­შან, ბევ­რ­მა შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნაცხა­დი: აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა იცოდ­ნენ, რომ ძა­ლი­ან დი­დი პრი­ვი­ლე­გია ექ­ნე­ბო­დათ — მო­მა­ვალ­ში, თუ ფი­ზი­კის გა­მოც­დის ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავ­დ­ნენ, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა მი­ი­ღებ­და სწავ­ლის სრულ და­ფი­ნან­სე­ბას. ამან გა­ნა­პი­რო­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ფი­ზი­კა აირ­ჩია; სტი­მუ­ლი მი­ე­ცათ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და იმა­თაც კი, ვინც არ იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვან­ში ან არც აპი­რებ­და ფი­ზი­კის ჩა­ბა­რე­ბას, მა­ინც მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ზოგ­მა ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის სცა­და ბე­დი. მარ­თა­ლია, აქე­დან ნა­ხე­ვა­რი ჩა­იჭ­რა, მაგ­რამ 265-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი. შარ­შა­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე შე­დე­გი იყო, შარ­შან­წინ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხა ეს, იმის წინ — კი­დევ უფ­რო ნაკ­ლებ­მა.

გვყავს მაქ­სი­მა­ლურ­ქუ­ლი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი — 75-დან 75-ივე აიღო, სა­მია 74-ქუ­ლი­ა­ნი, მაგ­რამ მე­რე არის ჩა­ვარ­დ­ნა. მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბი­დან არი­ან. ოლიმ­პი­ა­დებ­ზეც ამ სა­მი სკო­ლის აღ­საზ­რ­დე­ლებ­მა გვა­სა­ხე­ლეს. ამ სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ზეც კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვთ. სხვა სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ვერ იმარ­ჯ­ვე­ბენ.
კი­დევ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ, რო­გორც ად­რე თქვენ­თ­ვის მო­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ერ­თხელ მით­ქ­ვამს, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი ძა­ლი­ან კარგ შე­დეგს გა­მო­ი­ღებ­და (ეს ორი წლით ად­რე ვთქვი, ვიდ­რე სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი და­იწყე­ბო­და და გა­მარ­თ­ლ­და კი­დეც). წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შე­მო­ღე­ბამ­დე ფი­ზი­კა, რო­გორც არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნი, მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 40 000-დან 81-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა აირ­ჩია და აქე­დან 57% ჩა­იჭ­რა. შემ­დეგ წელს, რო­დე­საც უკ­ვე გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი შე­მო­ვი­ღეთ, ეტყო­ბა, ბავ­შ­ვებ­მა იძუ­ლე­ბის წე­სით აიღეს ფი­ზი­კის წიგ­ნი ხელ­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ზი­კის ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ვე­ლი გახ­და უკ­ვე 350; შემ­დეგ წელს — 594, წელს 512 იყო (გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი არა­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად ჩა­ტა­და). თუმ­ცა, რო­გორც გითხა­რით, 512-დან თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი ჩა­იჭ­რა, სა­მა­გი­ე­როდ, 265-მა გა­და­ლა­ხა. ასე რომ, სუ­რა­თი შე­იც­ვა­ლა — თუ ად­რე ფი­ზი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ფორ­მა­ლუ­რად ტარ­დე­ბო­და ან სა­ერ­თოდ არ ტარ­დე­ბო­და, დღეს გა­ი­ზარ­და იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ფი­ზი­კას აბა­რებს და, შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა­ში სწავ­ლობს ამ სა­განს.

— აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, ვინც ფი­ზი­კის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა, ალ­ბათ, წელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის სრულ­მა და­ფი­ნან­სე­ბა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა?
— რა თქმა უნ­და, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ბევ­რ­მა მსურ­ველ­მა, იმის მი­უ­ხე­და­ვად იცის თუ არა ფი­ზი­კა, სცა­და ბე­დი და ჩაჭ­რი­ლე­ბის დიდ პრო­ცენ­ტ­საც სწო­რედ ამით ვხსნი. მათ გა­რის­კეს და „გაგ­ვი­ფუ­ჭეს“ პრო­ცენ­ტი.
ასე რომ, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის ეფექ­ტი სა­ხე­ზეა — რო­გორ იმა­ტა ფი­ზი­კის ჩამ­ბა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ. ამას და­ფი­ნან­სე­ბის ეფექ­ტიც და­ე­მა­ტა და იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში,  მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ მო­ი­მა­ტებს.

— არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო იყო პე­და­გოგ­თა შე­დე­გე­ბი ფი­ზი­კა­ში...
— რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გებს, აქ ძა­ლი­ან მძი­მე სუ­რა­თი და­ი­ხა­ტა წელს. შარ­შან იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი — 20%-მა გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი, შარ­შან­წინ ნაკ­ლებ­მა — 8%-მა, წელს — 4%-მა. ამის მი­ზე­ზი ალ­ბათ ისიც არის, რომ ვინც ჩამ­ბა­რე­ბე­ლი იყო, ორი წლის მან­ძილ­ზე უკ­ვე ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და.

— მაგ­რამ ეს ხომ ის პე­და­გო­გე­ბი იყ­ვ­ნენ, ვინც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა ფი­ზი­კის გა­მოც­და და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და...
— ეს ის კონ­ტინ­გენ­ტია, რო­მე­ლიც მე­სა­მე წე­ლია აბა­რებს გა­მოც­დას. სა­უ­კე­თე­სომ პირ­ვე­ლი­ვე წელს, შარ­შან­წინ, ჩა­ა­ბა­რა, შარ­შან კი­დევ ჩა­ა­ბა­რეს და ვინც დარ­ჩა, იმათ­გან სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბი და ნაკ­ლე­ბი ჩა­ა­ბა­რებს, თუ არ მოხ­და მა­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა, თუ არ ჩა­უ­ტარ­დათ კარ­გი და, რაც მთა­ვა­რია, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ტრე­ნინ­გე­ბი და არა ისე­თი ხან­მოკ­ლე, რო­გორც აქამ­დე ტარ­დე­ბო­და. ეს არის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი.
— ერ­თი წე­ლი დარ­ჩა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გა­მოც­დე­ბის, შემ­დეგ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა...
— დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით ასეა, მაგ­რამ სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამის ანუ­ლი­რე­ბა მოხ­დე­ბა. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ იქ­ნე­ბა, ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბის გა­მო არა­ვინ გა­უშ­ვებს მას­წავ­ლე­ბელს და ძი­რი­თა­დი ყუ­რადღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა პე­და­გოგ­თა კორ­პუ­სის ტრე­ნინ­გ­ზე. გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩანს, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ფორ­მა­ტიც შე­იც­ვ­ლე­ბა: თუ ახ­ლა ტარ­დე­ბა ორ გა­მოც­დად — პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში, ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში — ფი­ზი­კა­ში, და­ე­მა­ტე­ბა მე­სა­მე — გა­მოც­და პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ში. ამის გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვენს ცენტრს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს, მაგ­რამ ალ­ბათ მო­ვიწ­ვევთ პრო­ფე­სი­ო­ნალ კონ­სულ­ტან­ტებს, რომ­ლე­ბიც გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას, ჩაგ­ვი­ტა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს, თუ რო­გორ, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ვა­მოწ­მოთ ეფექ­ტუ­რად პე­და­გო­გე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, უშუ­ა­ლოდ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

— უფ­რო მე­ტად ფი­ზი­კის რა ნა­წი­ლი გაუჭირ­დათ პე­და­გო­გებს?
— ასე გა­მოკ­ვე­თი­ლად თქმა ძნე­ლია, მაგ­რამ მი­ნი­მა­ლუ­რი ქუ­ლე­ბი მი­ი­ღეს სას­კო­ლო პროგ­რა­მის მიღ­მა სა­კითხებ­ში, რომ­ლე­ბიც მო­ითხოვ­და დი­ფე­რენ­ცი­ა­ლუ­რი და ინ­ტეგ­რა­ლუ­რი აღ­რიცხ­ვის ცოდ­ნას. თუმ­ცა, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბი იყო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას უმარ­ტი­ვე­სიც კი, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს გა­უ­ჭირ­დათ. თუმ­ცა, ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბის წვლი­ლი მთელ ტეს­ტ­ში სულ 7% იყო. ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­რა­ვინ ვერ გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ამ­გ­ვა­რი სა­კითხე­ბის არ­შე­ტა­ნა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ფი­ზი­კის სა­გა­მოც­დო და­ვა­ლე­ბებ­ში არ შე­იძ­ლე­ბა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მო­ვა, რომ წარ­ჩი­ნე­ბულ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელს უკ­ვე შე­უძ­ლია, ას­წავ­ლოს ფი­ზი­კა სკო­ლა­ში. პე­და­გოგ­მა მოს­წავ­ლე­ზე ოდ­ნავ, თუ ბევ­რად არა, მე­ტი მა­ინც უნ­და იცო­დეს. ეს ოდ­ნავ მე­ტი მო­ი­ცავს სწო­რედ ამ სა­კითხებს. იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ პე­და­გოგს დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი, სა­დაც პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან ის­წავ­ლე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი და ინ­ტეგ­რა­ლუ­რი აღ­რიცხ­ვა.

— საპ­როგ­რა­მო ნა­წილ­ში რო­გო­რი სუ­რა­თი იყო?
—  საპ­როგ­რა­მო ნა­წილ­შიც, რო­გორც ხე­დავთ, სუს­ტი შე­დე­გე­ბია. სულ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო არა­საპ­როგ­რა­მო ნა­წი­ლი, სუ­რა­თი ბევ­რად არ შე­იც­ვ­ლე­ბო­და.

— წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ტეს­ტე­ბის სირ­თუ­ლეც და­სა­ხელ­და — თით­ქოს წელს უფ­რო რთუ­ლი ტეს­ტე­ბი იყო. იყო ეს ტეს­ტე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წი­ნა წლე­ბის­გან?
— შარ­შან­დელ და შარ­შან­წინ­დელ ტეს­ტ­თან შე­და­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ წლე­ვან­დე­ლი ტეს­ტი უფ­რო მარ­ტი­ვიც კი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ამან რა­დი­კა­ლუ­რად არ შეც­ვა­ლა სუ­რა­თი.
ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვუწყობთ ხე­ლს პე­და­გო­გებს გა­მოც­დის­თ­ვის მზა­დე­ბა­ში — ვაქ­ვეყ­ნებთ წი­ნა წლე­ბის და­ვა­ლე­ბებს, გარ­და ამი­სა კრე­ბუ­ლებს, სა­დაც სა­ვარ­ჯი­შო და­ვა­ლე­ბე­ბი შე­დის. წი­ნა სა­მი წლის გა­მოც­დის და­ვა­ლე­ბე­ბი იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აპ­ლი­კან­ტებს ალ­ბათ უნ­და სცოდ­ნო­დათ ამ ტეს­ტის ფორ­მა­ტი, და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლე და ა.შ. წლე­ვან­დე­ლი ბევ­რი და­ვა­ლე­ბა წი­ნა წლე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი იყო, ძველ და­ვა­ლე­ბებ­ზე რომ ემუ­შა­ვათ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი სა­გა­მოც­დო და­ვა­ლე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებ­დ­ნენ. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გი სა­ვა­ლა­ლო გვაქვს.
წი­ნა წლებ­ში გვყავ­და მაქ­სი­მა­ლურ­ქუ­ლი­ა­ნე­ბი, წელს ასე­თი აღარ არის. მი­ზე­ზი არის ის, რაც ზე­მოთ უკ­ვე ვთქვი, სა­უ­კე­თე­სო­ებ­მა უკ­ვე წი­ნა წლებ­ში გა­და­ლა­ხეს ბა­რი­ე­რი.

— წლე­ვან­დე­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოც­დის შემ­დეგ, მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის კი­დევ უფ­რო ხომ არ გა­მარ­ტივ­დე­ბა ტეს­ტე­ბი?
— ტეს­ტე­ბის უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს ის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტია, რაც პე­და­გოგ­მა უნ­და იცო­დეს, მით უმე­ტეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­მა პე­და­გოგ­მა. ამით, რა თქმა უნ­და, იმას არ ვამ­ბობთ, რომ ვინ­მეს პე­და­გო­გო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თ­ვას, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის ღირ­სი უნ­და იყოს.

— და მა­ინც, თქვე­ნი აზ­რით, რა არის ამ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზი?
— მი­ზე­ზებ­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, ბევ­რ­მა პე­და­გოგ­მა გვითხ­რა, რომ ბო­ლო 7-8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ცა­დეს დეკ­ვა­ლი­ფი­კა­ცია. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ისე იყო შედ­გე­ნი­ლი, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად არ მო­ითხოვ­და ფი­ზი­კის ცოდ­ნას. იყო უფ­რო მე­ტად ლა­პა­რა­კი ფი­ზი­კის შე­სა­ხებ და არა თვი­თონ ფი­ზი­კა. ფი­ზი­კა­ზე ლა­პა­რა­კით ამო­ცა­ნას ვერ გა­ა­კე­თებ. გა­მოც­და­ზე ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნის ცოდ­ნაა სა­ჭი­რო და არა რა­ღაც შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ზო­გა­დი სა­უ­ბა­რი ენერ­გი­ა­ზე,  უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებ­ზე და ა.შ.
მო­მა­ვალ­შიც ფი­ზი­კის პე­და­გოგ­თა გა­მოც­და იქ­ნე­ბა არა მარ­ტო თე­ო­რი­ა­ში, არა­მედ ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ ნა­წილ­შიც. ეს შე­იძ­ლე­ბა იმის სტი­მუ­ლი გახ­დეს, რომ პე­და­გო­გებ­მა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი ჩა­ა­ტა­რონ. მით უმე­ტეს, რომ შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა სკო­ლე­ბის 20%-ში უკ­ვე არის და სხვა სკო­ლებ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა პრო­ცე­სი.

— მა­ლე გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი და­იწყე­ბა...
— რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებს, ოთხ სა­გან­ში — ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, გე­ოგ­რა­ფია —  ჩა­ტარ­დე­ბა ახ­ლა. ეს „პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბია“, რად­გან მა­თი ჩა­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოს­წავ­ლეს ორ­ჯერ ექ­ნე­ბა — ვინც ოქ­ტომ­ბერ­ში ვერ ჩა­ა­ბა­რებს, შე­ეძ­ლე­ბა შემ­დ­გომ, გა­ზაფხულ­ზე ჩა­ა­ბა­როს. ასე იქ­ნე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ამ საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა მე-11 კლას­ში დას­რულ­დე­ბა. მე­ო­რე ცდის სა­შუ­ა­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს არ ექნე­ბათ  მა­თე­მა­ტი­კა­ში, ქარ­თულ­ში, ის­ტო­რი­ა­სა და უცხო ენებ­ში.

გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი
ცენ­ტ­რის ქი­მი­ის ჯგუ­ფის ხელმძღვა­ნე­ლი
გია ხა­ტი­საშ­ვი­ლი

— წელს ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე სი­ახ­ლე იყო — 17 მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლა სა­ხელ­მ­წი­ფომ სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებს შო­რის ქი­მი­აც იყო. იქო­ნია თუ არა გავ­ლე­ნა ამ სი­ახ­ლემ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის არ­ჩე­ვან­ზე?   
— წელს ქი­მი­ა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი „მო­სა­ვა­ლი“ გვქონ­და — 1550 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­მო­ვი­და გა­მოც­და­ზე. წი­ნა წლე­ბის დი­ნა­მი­კა ასე­თი იყო — თა­ვი­დან 400 ბავ­შ­ვამ­დე იყო, მე­რე 900, 1400 და  1500-მდე ავი­და. რა­ო­დე­ნო­ბა ნელ-ნე­ლა იზ­რ­დე­ბა, მაგ­რამ შარ­შან­დელ წელს თუ შე­ვა­და­რებთ, ეს რა­ო­დე­ნო­ბა ხა­რის­ხ­ში არ გა­დაზ­რ­დი­ლა, რად­გან და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი და იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ჩა­ა­ბა­რა 2012-ში და 2013-ში.
გა­მოც­და სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის იყო. ვცდი­ლობთ, ტეს­ტის ფორ­მა­ტი არ შევ­ც­ვა­ლოთ. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო სი­ახ­ლე­ე­ბი შეგ­ვაქვს ხოლ­მე, რომ ბავ­შ­ვებს გა­მოც­და­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურ­პ­რი­ზი არ დახ­ვ­დეთ, რო­მე­ლიც და­აბ­ნევთ.  და­ვა­ლე­ბე­ბის ტი­პე­ბი ყო­ველ­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რია. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვაქ­ვეყ­ნებთ  კრე­ბუ­ლებს, სა­დაც სრუ­ლად არის ასა­ხუ­ლი სა­გა­მოც­დო ტეს­ტი და რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ამ ტეს­ტ­ზე ვარ­ჯი­შო­ბენ, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია ხვდე­ბათ გა­მოც­და­ზე — მა­გა­ლი­თად, შეხ­ვ­დე­ბათ ამო­ცა­ნე­ბი, სა­დაც გა­მოთ­ვ­ლაა სა­ჭი­რო, ან გარ­დაქ­მ­ნის სქე­მე­ბი,  და­სა­წე­რი იქ­ნე­ბა ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი და ფორ­მუ­ლე­ბი, რა­საც ქი­მი­ა­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.
სა­გა­მოც­დო ტეს­ტი შედ­გე­ბა და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის­გან, სა­დაც პა­სუ­ხი შე­მო­სა­ხა­ზია, ასარ­ჩე­ვია ოთხი­დან ერ­თი. ასე­თი 30 და­ვა­ლე­ბაა და, შე­სა­ბა­მი­სად,  აბი­ტუ­რი­ენტს 30 ქუ­ლის აღე­ბა შე­უძ­ლია. და­ნარ­ჩე­ნი 45 ქუ­ლა, ანუ ნა­ხე­ვარ­ზე  მე­ტი, ღია ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბია, რომ­ლებ­შიც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ფორ­მუ­ლე­ბით და რე­აქ­ცი­ე­ბით უნ­და და­ამ­ტ­კი­ცოს, რომ ქი­მია იცის. ეს ნა­წი­ლი უფ­რო უჭირთ ხოლ­მე, ამი­ტომ ვურ­ჩევთ, რომ მე­ტი ივარ­ჯი­შონ რე­აქ­ცი­ე­ბის წე­რა­ში, ფორ­მუ­ლე­ბის შედ­გე­ნა­ში. ამას მე­ქა­ნი­კუ­რად ვერ და­ი­მახ­სოვ­რე­ბენ, სა­აზ­როვ­ნო და­ვა­ლე­ბე­ბია. სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სწო­რედ მე­ო­რე ნა­წილ­ში გა­უ­ჭირ­დათ. გან­სა­კუთ­რე­ბით უძ­ნელ­დე­ბათ ხოლ­მე ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, სა­დაც გრა­ფი­კია წა­სა­კითხი, ინ­ფორ­მა­ცია გრა­ფი­კი­დან არის ასა­ღე­ბი. სხვა­თა შო­რის, ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­საც უჭირთ.
წელს შე­იც­ვა­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ქი­მი­ის ნა­წი­ლი (ად­რე თუ ქი­მი­ის სწავ­ლას მე-12 კლას­ში ამ­თავ­რებ­დ­ნენ, ახ­ლა მე-11-ში ამ­თავ­რე­ბენ). ამ პროგ­რა­მუ­ლი ცვლი­ლე­ბის გა­მო, მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი ვე­ღარ ას­წ­რებ­დ­ნენ ქი­მი­ის სრუ­ლი კურ­სის სწავ­ლას, ამი­ტომ პროგ­რა­მა ცო­ტა  შეკ­ვე­ცი­ლი იყო.  ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა თე­მის შესწავ­ლა მო­უ­წი­ათ და შე­საძ­ლე­ბე­ლია ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლი შე­დე­გი­ა­ნო­ბა: 2011-ში — 19%,  2012-ში — 25% და წელს — 29%. წი­ნა წლებ­ში მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფ­რო და­ბა­ლი იყო. სა­ერ­თოდ ქი­მია ფი­ზი­კის შემ­დეგ  ყვე­ლა­ზე ძნელ საგ­ნად ით­ვ­ლე­ბა.
მას შემ­დეგ, რაც სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი შე­მო­ი­ღეს, ქი­მი­ის ჩამ­ბა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც გა­ი­ზარ­და და, ასე თუ ისე, მოს­წ­რე­ბაც.
2014 წელს სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა ისევ ძველ სა­ხეს და­უბ­რუნ­დე­ბა, აღარ იქ­ნე­ბა შეკ­ვე­ცი­ლი. პროგ­რა­მა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ცვლი­ლე­ბე­ბია შე­სუ­ლი, კერ­ძოდ, ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. თვი­თონ პროგ­რა­მა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას ეყ­რ­დ­ნო­ბა.
წელს პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და ქი­მი­ა­ში უმაღ­ლე­სი ქუ­ლა - 75, თან 5-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა მი­ი­ღო. 70-დან 75 ქუ­ლამ­დე საკ­მა­ოდ ბევ­რ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა მი­ი­ღო: 74 ქუ­ლა — 3-მა, 73 —  7-მა, 72 — 8-მ, 71 — 8-მ, 70 —11-მა. ეს, ძი­რი­თა­დად, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ის ჯგუ­ფია, ვინც ოლიმ­პი­ა­დებ­ზე გა­მო­დი­ო­და. ეს ის გა­მოშ­ვე­ბაა, ვინც პირ­ველ ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის ყვე­ლა­ზე და­ბალ კლა­სებ­ში იყ­ვ­ნენ. სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­და 2009 წლი­დან ტარ­დე­ბა და მათ ყვე­ლა ოლიმ­პი­ა­და­ში აქვთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან.

— წელს პე­და­გოგ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბამ აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დეგს ტეს­ტე­ბის სირ­თუ­ლეს აბ­რა­ლებ­და. თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ქი­მი­ის გა­მოც­დის შე­დეგს...
პე­და­გოგ­თა გა­მოც­და­ზე ვცდი­ლობთ, წლი­დან წლამ­დე, ტეს­ტე­ბის სირ­თუ­ლე ერ­თი და იგი­ვე იყოს. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სირ­თუ­ლე პო­პუ­ლა­ცი­ა­ზე, თვი­თონ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ცოდ­ნა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, პე­და­გო­გებ­თან ერ­თი თა­მა­სა უნ­და იყოს გა­დე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ მას, ვინც წი­ნა წელს უფ­რო ძნე­ლი გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა, უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­და არ გა­უჩ­ნ­დეს. ესეც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.
წელს დი­დი მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თით­ქოს­და, ტეს­ტე­ბის სირ­თუ­ლემ. არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე არ ყო­ფი­ლა. ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობთ ღია დის­კუ­სი­ა­ში შე­ვი­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, კერ­ძოდ, მას­წავ­ლებ­ლებ­თან და გა­ვი­გოთ მა­თი მო­საზ­რე­ბა. ყვე­ლას ვთხო­ვდით, თუ რა­მე­ში პრობ­ლე­მა და­ი­ნა­ხეს, გვითხ­რან.  ვერ ვნა­ხეთ ვერც ერ­თი პე­და­გო­გი, რომ პრე­ტენ­ზია გა­მო­ეთ­ქ­ვა, რა­ტომ იყო ასე­თი ძნე­ლი ტეს­ტი ან რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი ამო­ცა­ნა იყო გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი. მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა.
ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­თან, სა­დაც, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, პე­და­გო­გებს ტრე­ნინ­გე­ბი უტარ­დე­ბათ. ჩვე­ნი გამ­ს­წო­რებ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ ის ტრე­ნე­რე­ბია. გას­წო­რე­ბის პრო­ცეს­ში ისი­ნი თვალ­ნათ­ლივ ხე­და­ვენ თა­ვი­ან­თი შრო­მის შე­დეგს და აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, რომ პე­და­გოგ­თა ცოდ­ნის დო­ნე არ იყო და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მის მხო­ლოდ ერ­თი მხა­რეა, ნამ­დ­ვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა თქმა, რომ პედაგოგები სა­თა­ნა­დოდ არ მო­ემ­ზად­ნენ, არც მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის შრო­მის წყალ­ში ჩაყ­რა არ შე­იძ­ლე­ბა. შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბა­ზე, ალ­ბათ, თვი­თონ მას­წავ­ლე­ბე­თა სახ­ლიც ფიქ­რობს.
საქ­მე იმა­შია, რომ ტრე­ნინ­გე­ბი  ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლეა. მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი ცდი­ლობს, რომ ეს იყოს არა მხო­ლოდ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი, არა­­მედ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სიც. შე­სა­ბა­მი­სად, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ამ ტრე­ნინ­გებს ეს­წ­რე­ბი­ან იმ მიზ­ნით, რომ გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რონ, ეს საკ­მა­რი­სი არ არის, თან მო­ი­ცავს ისეთ სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც ამ მო­მენ­ტ­ში არ სჭირ­დე­ბათ. ის მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რო­მე­ლიც მარ­თ­ლაც რა­ღაც ახ­ლის შე­სა­ძე­ნად არის მი­სუ­ლი, სრუ­ლად ვერ კმა­ყო­ფილ­დე­ბა. ამი­ტომ, ეს ორი რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­მიჯ­ნოს. ამა­ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­შიც  ფიქ­რო­ბენ და, ალ­ბათ, გა­ა­კე­თე­ბენ კი­დეც — იყოს უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბი ერ­თი ჯგუ­ფის­თ­ვის და მე­ო­რეს­თ­ვის — კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი ამ მხრივ ხელ­შეწყო­ბას მას­წავ­ლებ­ლე­ბი ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო­ე­ბენ — თა­ვი­სი­ვე კო­ლე­გა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად და­ეხ­მა­როს იმ სა­კითხე­ბის გა­მე­ო­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის პრობ­ლე­მუ­რია.
პე­და­გო­გებ­საც უნ­და გა­ვუ­გოთ, და­ბალ ხელ­ფას­თან ერ­თად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­მი­ის გაკ­ვე­თი­ლებს სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ ატა­რებ­დ­ნენ. რო­დე­საც მოს­წავ­ლე გეტყ­ვის, რომ ქი­მია არ სჭირ­დე­ბა, ძა­ლი­ან ძნე­ლია, იძუ­ლე­ბით ას­წავ­ლო სა­გა­ნი. ძა­ლი­ან ძნე­ლია ასე­ვე ქი­მია ას­წავ­ლო ისე, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნო მი­სი მთა­ვა­რი სი­ლა­მა­ზე — სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ციო ცდე­ბი, რა­თა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია გა­ზარ­დო. თუ ქი­მი­ას, ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­რე­შე, აბ­ს­ტ­რაქ­ტულ მეც­ნი­ე­რე­ბად ას­წავ­ლი, ბავ­შ­ვ­მა ერ­თი ორ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნოს, მაგრამ მე­რე აღარ და­ინ­ტე­რეს­დება. რო­დე­საც თით­ქ­მის ცა­რი­ელ კლას­ში ატა­რებ გაკ­ვე­თილს და თან არა­ვინ გის­მენს, ესეც ერთ-ერ­თი მი­ზე­ზია პე­და­გოგ­თა დეკ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ის.
ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია, ერ­თი მხრივ, სკო­ლებ­ში მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის სრულ­ყო­ფა, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა შეძ­ლონ ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, მათ ამ ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შეს­წავ­ლი­სა და  ასე­ვე, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მიეცეთ.
სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს თუ შევ­ხე­დავთ, 2011 წელს გა­მოც­და­ზე გა­მო­ვი­და 521 აპ­ლი­კან­ტი, ჩა­ა­ბა­რა 226-მა; 2012 წელს — 715, ჩა­ა­ბა­რა 277-მა; 2013 წელს — 435, ჩა­ა­ბა­რა 39-მა. გა­მოც­დის ტეს­ტი ერ­თ­ნა­ი­რი ფორ­მა­ტის იყო  — 70-ქუ­ლი­ა­ნი და 43 ქუ­ლა უნ­და მო­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ (აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან 19 ქუ­ლაა 75-იდან). წელს ჩამ­ბა­რე­ბელ­თა რიცხ­ვ­მა მკვეთ­რად კი მო­იკ­ლო, მაგ­რამ ვნა­ხოთ რო­გო­რია სა­ერ­თო სუ­რა­თი: თუ მე­ო­რე წელს გან­მე­ო­რე­ბით  გა­მო­ვი­და 178 აპ­ლი­კან­ტი, წელს — 249 და ჩა­ა­ბა­რა 76-მა, მათ შო­რის მე­სა­მე ცდა­ზე 66 გა­მო­ვი­და და მხო­ლოდ 3-მა ჩა­ა­ბა­რა. თუ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ბა­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენტს ავი­ღებთ, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, რაც პირ­ველ წელს — 43.4% და 43.6%. ახა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სულ უფ­რო და უფ­რო ცო­ტა გა­მო­დის. პროგ­ნო­ზი ისე­თია, რომ მო­მა­ვალ­ში ეს პრო­ცენ­ტი  კლე­ბას და­იწყებს, თუ რა­დი­კა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ იქ­ნა გა­წე­უ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის გახ­ში­რე­ბი­თა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის სრულ­­ყო­ფით.
სა­მი­ვე წლის შე­დე­გად, სულ 545-მდე მას­წავ­ლე­ბელს აქვს ზღვა­რი გა­და­ლა­ხუ­ლი. თუ ჩავ­თ­ვ­ლით, რომ 3000-მდე სკო­ლა გვაქვს, მი­ნი­მუმ, ამ­დე­ნი­ვე ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს. ამი­ტომ კი­დევ დი­დი ნა­წი­ლია გა­მო­სას­ვ­ლე­ლი, ჯერ სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხე­ვა­რიც კი არ გა­სუ­ლა გა­მოც­და­ზე. ვინც გა­მო­ვი­და, მათ­გან უმე­ტე­სო­ბა მე­ო­რედ და მე­სა­მედ აბა­რებ­და გა­მოც­დას. ეს პრო­ცენ­ტი თუ შე­ნარ­ჩუნ­და, კარ­გი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ დი­დი ში­ში გვაქვს, რომ და­იწყე­ბა კლე­ბა.
ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს — ამის ხაზ­გას­მა მინ­და. ჩვენ მათ ვიც­ნობთ. პირ­ვე­ლი­ვე წლის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ვიწ­ვი­ეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ვი­საც უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბი ჰქონ­დათ და ჩავ­რ­თეთ გას­წო­რე­ბის პრო­ცეს­ში, ისი­ნი მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­მაც გა­მო­ი­ყე­ნა. მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი ოლიმ­პი­ა­დებ­ში ხში­რად იმარ­ჯ­ვე­ბენ. ამ პე­და­გო­გებ­საც სხვე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ, მაგ­რამ შე­დე­გი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აჩვენეს. ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არა მარ­ტო თბი­ლის­ში, რე­გი­ო­ნებ­შიც ბევ­რია.  მათ ახ­ლა ტრე­ნერებად იყე­ნე­ბენ. პე­და­გო­გებს რა­ი­ო­ნი­დან თბი­ლის­ში რომ არ მო­უხ­დეთ ჩა­მოს­ვ­ლა, ად­გი­ლებ­ზე უტა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს. მა­გა­ლი­თად, კარ­გი პე­და­გო­გე­ბი არი­ან ზუგ­დიდ­ში, ასე­ვე — ახალ­ცი­ხე­ში და სხვ. ამ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, ალ­ბათ, კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა იმის­თ­ვის, რომ მათ სხვა პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.
კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მაა — მას­წავ­ლებ­ლე­ბის ასა­კი და შემ­ც­ვ­ლე­ლის არარ­სე­ბო­ბა. მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებს რომ ჰკითხოთ, ვი­სი ოც­ნე­ბაა ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლო­ბა, მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ალ­ბათ ნუ­ლი იქ­ნე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ ნუ­ლი არ იყოს, გარკვეული მო­ტი­ვა­ცია უნ­და არ­სე­ბობ­დეს. სა­ნამ ეს მო­ტი­ვა­ცია არ გაჩ­ნ­დე­ბა, პრობ­ლე­მე­ბი მუდ­მი­ვად იარსებებს. წელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რა თქმა უნ­და, ქი­მი­ის ჩამ­ბა­რე­ბე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, მაგ­რამ მე­ო­რე სა­კითხია, იმ სტუ­დენ­ტე­ბი­დან რამ­დე­ნი მო­ინ­დო­მებს მას­წავ­ლებ­ლო­ბას.

ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი

გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და
გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის
ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის
ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი
სო­ფო დო­ლი­ძე

— როგორი იყო ზოგად უნარებში გამო­ც­დების შედეგები? განსაკუთრებით საინ­ტე­რეს­ოა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის შე­­დეგი, რადგან წელს სიახლე იყო კომ­ბი­ნი­რე­ბული გამოცდა დაწყებითი საფეხურის პე­და­გო­გთათვის, რომელიც სამ საგანს მოი­ცა­ვ­და.

წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სი ზო­გად უნა­რებ­ში შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, ეს ტეს­ტე­ბის სტა­ტის­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა გვიჩ­ვე­ნა. სა­მი ტეს­ტი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო ერ­თ­მა­ნეთ­თან, სირ­თუ­ლის თვალ­საზ­რი­სით. ერ­თი ვა­რი­ან­ტი შე­და­რე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ რთუ­ლი იყო კვლავ მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი, რა­მაც ამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­უ­ჩი­ნა, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა რთუ­ლი. გარ­წ­მუ­ნებთ, ეს სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და, თან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ ყო­ველ იმ წე­ლი­წადს, რო­დე­საც მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი აღ­მოჩ­ნ­და რთუ­ლი. მა­გა­ლი­თად, შარ­შან მე­ო­რე იყო, ად­რე სხვა ვა­რი­ან­ტე­ბიც ყო­ფი­ლა რთუ­ლი. ასე რომ, ეს ნამ­დ­ვი­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ხდე­ბა, შემ­თხ­ვე­ვით აღ­მოჩ­ნ­და ისე, რომ მე­სა­მე ვა­რი­ან­ტ­ში თა­ვი მო­ი­ყა­რა შე­და­რე­ბით რთულ­მა და­ვა­ლე­ბებ­მა. თუმ­ცა, მინ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და­ვარ­წ­მუ­ნო, რომ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი სწორ­დე­ბა სკა­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ახ­ლავს გა­მოც­დას, რო­მელ­საც ტეს­ტის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია აქვს. სკა­ლი­რე­ბა ის პრო­ცე­დუ­რაა, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ უთა­ნაბ­რო­ბას აღ­მოფხ­ვ­რის, ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ან­ტ­ში მი­ღე­ბუ­ლ ქუ­ლას ერ­თ­მა­ნეთს ადა­რებს იმის და­სად­გე­ნად, რო­მე­ლი უფ­რო მა­ღა­ლია, ვთქვათ, პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტის 60 ქუ­ლა თუ მე­ო­რე ვა­რი­ან­ტის 60 ქუ­ლა, თუ ისი­ნი მარ­თ­ლაც თა­ნა­ბა­რია. ძა­ლი­ან მცი­რე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაც კი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს და აუცი­ლებ­ლად აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ტეს­ტებს შო­რის (ერ­თი და იმა­ვე სირ­თუ­ლის ტეს­ტე­ბი თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია), აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა სკა­ლი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ.
40 ათას­ზე მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ჯერ არ გვყო­ლია, წელს პირ­ვე­ლად 42 ათა­სამ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და და ისი­ნი ოთხ სე­სი­ად გან­თავ­ს­დ­ნენ იმ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რებ­ში, რომ­ლებ­საც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ამ­ზა­დებს გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი იმის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტია და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი. იმე­დი გვაქვს, მო­მა­ვალ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბა აღარ იქ­ნე­ბა, რად­გან რთუ­ლია ძა­ლი­ან მსგავ­სი სირ­თუ­ლის, ამავ­დ­რო­უ­ლად და­ვა­ლე­ბე­ბით ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ვერ­სი­ის მომ­ზა­დე­ბა. ეს ძა­ლი­ან დი­დი სა­მუ­შაოა, არ არის მხო­ლოდ და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნა. ტეს­ტი იქ­მ­ნე­ბა ორი­გი­ნა­ლად ქარ­თ­ვე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ, შემ­დეგ და­ვა­ლე­ბე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ცა­დოს.
სამ­წუ­ხა­როდ, წელს გვქონ­და ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა — სწო­რედ გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში, თვი­თონ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ერთ-ერ­თი რე­პე­ტი­ტო­რის მი­ერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა — აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­ერ საც­დელ ტეს­ტი­რე­ბებ­ზე და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა რე­პე­ტი­ტო­რის მი­მართ გვექ­ნე­ბა თხოვ­ნა, იმუ­შა­ონ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ამის მიღ­წე­ვა ერთ წე­ლი­წად­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ თუ მა­ინც  „ამ­ზა­დე­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს“, მა­შინ მარ­თ­ლაც მა­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნონ, წა­ა­კითხონ ახა­ლი, უცხო ტექ­ს­ტი, ას­წავ­ლონ მი­სი გა­აზ­რე­ბა, ასე­ვე, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნამ­დ­ვი­ლად შე­უძ­ლი­ათ ას­წავ­ლონ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა, გა­აც­ნონ ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა, გა­ა­ვარ­ჯი­შონ დრო­ის ზუს­ტად გან­საზღ­ვ­რა­ში, პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლის სწო­რად შევ­სე­ბა­ში და ა.შ., რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის ახა­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რი იყოს გა­მოც­და­ზე. მით უმე­ტეს, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ქვეყ­ნ­დე­ბა ჩვე­ნი ტეს­ტის ოთხი­ვე ვა­რი­ან­ტი და პი­რა­დად მე ვფიქ­რობ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ამას და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შეძ­ლებს, მაგ­რამ თუ მას მა­ინ­ც­და­მა­ინც რე­პე­ტი­ტორ­თან უნ­და მომ­ზა­დე­ბა და რე­პე­ტი­ტო­რე­ბიც „ამ­ზა­დე­ბენ“ ზო­გად უნა­რებ­ში (რაც ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და ცო­ტა სა­სა­ცი­ლოც კი არის), მა­შინ ამ მომ­ზა­დე­ბას ამ­გ­ვა­რი სა­ხე მა­ინც ჰქონ­დეს და არა მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის — საც­დელ ტეს­ტი­რე­ბა­ზე და­ი­მახ­სოვ­რე რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი და­ვა­ლე­ბა და კი არ ამოხ­ს­ნა, არ იმუ­შაო, შენს უნარს კი არ მი­აქ­ციო ყუ­რადღე­ბა, არა­მედ ეცა­დე და­ი­ზე­პი­რო, რად­გან გა­მოც­და­ზე შე­იძ­ლე­ბა ეს და­ვა­ლე­ბა შეგ­ხ­ვ­დეს. სპე­ცი­ა­ლუ­რად იყ­ვ­ნენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რომ საც­დელ ტეს­ტი­რე­ბა­ზე და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნათ და­ვა­ლე­ბე­ბი და მი­ე­ტა­ნათ რე­პე­ტი­ტო­რის­თ­ვის. ცხა­დია, ყვე­ლა­ფერს ვერ დაიზეპირებ, ძა­ლი­ან რთუ­ლია წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა, ამო­ცა­ნე­ბის პი­რო­ბებს უფ­რო და­ი­მახ­სოვ­რებს ადა­მი­ა­ნი, მის ძი­რი­თად ში­ნა­არსს. ანა­ლო­გი­ე­ბის დაზეპირების მცდე­ლო­ბაც იყო, ასე­ვე ლო­გი­კის ზო­გი­ერ­თი წა­ნამ­ძღ­ვ­რის... გარ­და იმი­სა, რომ ამან საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბის ამგვარი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბას გა­უ­ჩი­ნა პრობ­ლე­მა (სხვა სტრა­ტე­გი­ებ­ზე ვფიქ­რობთ), ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნი იყო მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ეს არის ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სწო­რედ მსჯე­ლო­ბა­ზე, აზ­როვ­ნე­ბა­ზე, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რად­გან უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ეს უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბათ ახალ­გაზ­რ­დებს — უამ­რა­ვი ახა­ლი მა­სა­ლა უნ­და აით­ვი­სონ, წა­ი­კითხონ სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა. ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა/რე­პე­ტი­ტო­რებ­მა ამა­ზე იმუ­შა­ონ, ყუ­რადღე­ბა გა­და­აქვთ იმ და­ვა­ლე­ბე­ბის და­ზე­პი­რე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ან იქ­ნე­ბა ან არ იქ­ნე­ბა ტეს­ტ­ში, ან სა­ხეც­ვ­ლი­ლი იქ­ნე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და გულ­სატ­კე­ნია, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს რე­ა­ლუ­რად ცუ­დი საქ­ცი­ე­ლის­კენ უბიძ­გე­ბენ — იცი­ან, რომ ეს მა­სა­ლა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, სწო­რედ აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვი­საა სა­ზი­ა­ნო — ასე­თი და­ზე­პი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი მას გარ­კ­ვე­ულ ჩარ­ჩო­ში აქ­ცევს და ძა­ლი­ან რთუ­ლია შემ­დეგ ამ ჩარ­ჩო­დან გა­მოს­ვ­ლა. გა­მოც­და­ზე მა­ინ­ც­და­მა­ინც იმ და­ვა­ლე­ბებს ელო­დე­ბი­ან, რაც და­ი­ზე­პი­რეს და რაც იქ ნამ­დ­ვი­ლად არ დახ­ვ­დე­ბათ. 80-ქუ­ლი­ან ტეს­ტ­ში 80 და­ვა­ლე­ბა გვაქვს, შე­უძ­ლე­ბე­ლია იქ იმის იმე­დად დარ­ჩე, რომ ერ­თი-ორი ანა­ლო­გია და­ი­ზე­პი­რე და რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის ში­ნა­არ­სი გახ­სოვს. სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის და­ზე­პი­რე­ბით მომ­ზა­დე­ბა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუდ გან­წყო­ბას ქმნის გა­მოც­დის მი­მართ. რა თქმა უნ­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საც­დე­ლი გა­მოც­დე­ბი მა­ინც ჩა­ტარ­დე­ბა.
და­ვუბ­რუნ­დე­ბი იმას, რომ ოთხი ვერ­სი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად ძა­ლი­ან დი­დი სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გა­მოც­დი­ლი. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­ვ­საზღ­ვ­როთ, რამ­დე­ნად ვარ­გი­სია და­ვა­ლე­ბა, რამ­დე­ნად გა­ნარ­ჩევს ის უნა­რი­ან და ნაკ­ლე­ბა­დუ­ნა­რი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ერ­თ­მა­ნე­თის­გან, რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბად არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი — ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის და ა.შ. იქ­მ­ნე­ბა ბან­კი და­ვა­ლე­ბე­ბის, სა­ი­და­ნაც ვირ­ჩევთ იმ ოთხ ვა­რი­ანტს, რომ­ლე­ბიც უკ­ვე სა­გა­მოც­დოდ მზად­დე­ბა.
მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის აბი­ტუ­რი­ენ­ტებს რა­ი­მე სი­ახ­ლეს არ ვთა­ვა­ზობთ, ერ­თა­დერ­თი, ვფიქ­რობ, რომ ცო­ტა წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის ნა­წი­ლი გა­ვაძ­ლი­ე­როთ. ეს იქ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა. სა­ერ­თოდ ნე­ბის­მი­ე­რი სპე­ცი­ა­ლო­ბით უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად სწო­რედ ეს უნა­რია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი — წა­კითხუ­ლი ახა­ლი ტექ­ს­ტი­დან შეგ­ვეძ­ლოს აზ­რის გა­მო­ტა­ნა.  მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს ტეს­ტ­ში 2 ტექ­ს­ტია წა­სა­კითხი და 12 და­ვა­ლე­ბა ეთ­მო­ბა ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლის 40 და­ვა­ლე­ბი­დან, მა­ინც გვინ­და, რომ ამ და­ვა­ლე­ბის წი­ლი ოდ­ნავ კი­დევ უფ­რო გავ­ზარ­დოთ. მინ­და ვთხო­ვო ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ყუ­რადღე­ბით მო­ე­კი­დონ ამ ნა­წილს, რად­გან, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი ტექსტს სა­ერ­თოდ არც კი კითხუ­ლობს და მთელ დროს ტეს­ტის სხვა ნა­წი­ლებს უთ­მობს. ეს გულ­და­საწყ­ვე­ტია, მით უმე­ტეს, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­ს­ტებს ვთა­ვა­ზობთ ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს.
ეს, რაც ეხე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გა­მოც­დებს. გარ­და ამი­სა, წელს გვქონ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის 4 გა­მოც­და. დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გებს რამ­დე­ნი­მე სა­ხის სერ­ტი­ფი­კატს სთა­ვა­ზობს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო: პირ­ვე­ლი-მე­ოთხე კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად რამ­დე­ნი­მე სა­განს ას­წავ­ლის — ქარ­თუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა და საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დე­ბი თი­თო­ე­ულ ამ სამ სა­გან­ში ცალ-ცალ­კე, რომ­ლე­ბიც პირ­ველ-მე­ექ­ვ­სე კლა­სებს მო­ი­ცავს. რო­გორც იცით, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი პირ­ველ-მე­ექ­ვ­სე კლა­სებს მო­ი­ცავს, მაგ­რამ რად­გან კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­მოც­და თა­ვის­თა­ვად მძი­მეა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით — სა­მი სა­გა­ნი შე­დის გა­მოც­და­ში — ამი­ტომ პირ­ველ-მე­ოთხე კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლის­თვის მზად­დე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრა­დი­ცი­აც ასე­თი იყო, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბას სწო­რედ ასე იღებ­დ­ნენ — პირ­ველ-მე­ოთხე კლა­სე­ბის სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის. 
ეს გა­მოც­და გარ­და­მა­ვა­ლია და 2014 წლის შემ­დეგ, წე­სით, აღარ უნ­და იყოს, ვი­ნა­ი­დან ჩვენს სა­ხელ­მ­წი­ფო­ში დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი პირ­ვე­ლი-მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია, ვინც პირ­ველ-მე­ოთხე კლა­სებს ას­წავ­ლის და სერ­ტი­ფი­კა­ტი არ აქვს. რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამ გა­მოც­დის ბე­დი ჯერ არ ვი­ცით, ამა­ზე მუ­შა­ო­ბა ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.
სამ­წუ­ხა­როდ, წელს ყვე­ლა­ზე ცუ­დი შე­დე­გი სწო­რედ ამ გა­მოც­დას ჰქონ­და. ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის­გან გვეს­მის, რომ ეს გა­მოც­და რთუ­ლია.  უნ­და და­ვე­თან­ხ­მო — გა­მოც­და, თა­ვი­სი სირ­თუ­ლით არის შე­სა­ბა­მი­სი იმ შრო­მი­სა, რა­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ეწე­ვა სკო­ლა­ში. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი სამ სა­განს ას­წავ­ლის, თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა ერ­თ­დ­რო­უ­ლად ას­წავ­ლო ქარ­თუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა. ამ საგ­ნე­ბის ცოდ­ნა მარ­ტო პირ­ვე­ლი-მე­ოთხე კლა­სე­ბის დო­ნე­ზე ცოდ­ნას არ გუ­ლის­ხ­მობს, მას­წავ­ლე­ბელს ბევ­რად მე­ტი მო­ეთხო­ვე­ბა, ბევ­რად უფ­რო ღრმა ცოდ­ნა — ამ მოთხოვ­ნას მას სტან­დარ­ტი უყე­ნებს. იყო დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი, ნიშ­ნავს იყო ძა­ლი­ან კარ­გად მცოდ­ნე პე­და­გო­გი ერ­თ­მა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­მი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საგ­ნის, რომ­ლებ­ზეც შემ­დ­გომ მთე­ლი ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბა შენ­დე­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა. შე­სა­ბა­მი­სად, ვერც ტეს­ტი იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი. ტეს­ტის ფორ­მა­ტი თა­ვის­თა­ვად საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია, რად­გან სა­მი სხვა­დას­ხ­ვა სა­გა­ნია. გარ­და ამი­სა არის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი — კითხ­ვის და წე­რის სწავ­ლე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც რო­გორც ამ გა­მოც­და­ზე, ასე­ვე საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებ­ზეც აუცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია. ეს სწო­რედ ის სა­ფე­ხუ­რია, სა­დაც ადა­მი­ა­ნი კითხ­ვას და წე­რას სწავ­ლობს და თუ ამ სა­ფე­ხურ­ზე ეს ორი უნა­რი სწო­რად არ აით­ვი­სა, შემ­დ­გომ მი­სი გა­ნათ­ლე­ბა ეჭ­ვ­ქ­ვეშ იქ­ნე­ბა და­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ ნა­წილს 15 ქუ­ლა ეთ­მო­ბა და ვფიქ­რობთ, რომ აუცი­ლე­ბე­ლია პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. გარ­და ამი­სა, ტეს­ტ­ში კი­დევ ორი ნა­წი­ლია.
აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რა/თხზუ­ლე­ბის და­წე­რა შე­დის, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მელ­მაც მოს­წავ­ლეს პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე უნ­და ას­წავ­ლოს.
რო­გორც ხე­დავთ, ტეს­ტი მრა­ვა­ლი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და 5 სა­ა­თი გრძელ­დე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ტეს­ტის ერ­თი ნა­წი­ლი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვ­ლა მარ­თ­ლაც არ არის იოლი ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. მაგ­რამ, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ადეკ­ვა­ტუ­რია იმ სა­მუ­შა­ო­სი, რა­საც ისი­ნი სკო­ლა­ში ას­რუ­ლე­ბენ. მათ მარ­თ­ლაც რთუ­ლი სა­მუ­შაო აქვთ. ბევრს ჰგო­ნია, რომ მეშ­ვი­დე-მე­თორ­მე­ტე კლა­სებ­ში სწავ­ლე­ბა უფ­რო რთუ­ლია, ნამ­დ­ვი­ლად არ არის ასე. მე რომ მკითხოთ, პირ­ველ-მე­ოთხე კლა­სებ­ში სწავ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ყვე­ლა­ზე მძი­მე ალ­ბათ პირ­ვე­ლი კლა­სია. ეს იმ­დე­ნად სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო სა­მუ­შაოა, რომ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გე­ბი ყვე­ლა­ზე და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ. ისი­ნი ქმნი­ან ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ველს არა მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბის, არა­მედ სა­ერ­თოდ ყვე­ლა სფე­რო­ში.
წლე­ვან­დე­ლი ტეს­ტი წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლა პე­და­გო­გე­ბის მხო­ლოდ 7%-მა, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­ჭირ­დათ ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ანუ თხზუ­ლე­ბის და­წე­რა. თხზუ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, სა­ბავ­შ­ვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბას შე­ე­ხე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, დონალდ ბი­სე­ტის „ყვე­ლაფერი ყირამალადან“ და ჯა­ნი რო­და­რის ზღაპრიდან იყო მოყ­ვა­ნი­ლი ნაწყ­ვე­ტე­ბი და უნ­და ემ­ს­ჯე­ლათ, რა­ტომ მი­მარ­თა­ვენ ავ­ტო­რე­ბი ამ ხერხს — ყვე­ლა­ფე­რი ყი­რა­მა­ლა და­ა­ყე­ნონ. რო­გორც ჩანს, ეს არ აღ­მოჩ­ნ­და მარ­ტი­ვი გა­სა­აზ­რე­ბე­ლი და და­სა­წე­რი ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი სა­კითხია, არ არის ისე­თი ბა­ნა­ლუ­რი, რო­გორც, ვთქვათ, კომ­პი­უ­ტერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჯო­ბია თუ წიგ­ნ­თან, ან რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს ტე­ლე­ვი­ზო­რი ბავ­შ­ვ­ზე. მსგავს თე­მა­ტი­კას სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ვაწ­ვ­დით პე­და­გო­გებს, ვფიქ­რობთ, რომ ეს ისე­თი თე­მე­ბია, რო­მელ­თა ირ­გ­ვ­ლივ ადა­მი­ა­ნებს აქვთ სა­კუ­თა­რი აზ­რი. ვცდი­ლობთ რა­ი­მე ორი­გი­ნა­ლუ­რი, ახა­ლი შევ­თა­ვა­ზოთ. აღ­მოჩ­ნ­და, ამა­ზე მუ­შა­ო­ბა ცო­ტა გა­უ­ჭირ­დათ.
ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც შევ­თა­ვა­ზეთ და ასე­ვე არ აღ­მოჩ­ნ­და მარ­ტი­ვი, ისევ და ისევ ბავშვს შე­ე­ხე­ბო­და, მე-სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლ ემო­ცი­ე­ბს — რო­გორც ჩანს, მსგავ­სი ლი­ტე­რა­ტუ­რაც ძნე­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის, ან ამ ლი­ტე­რა­ტუ­რის გასაც­ნო­ბად არ აქვთ საკ­მა­რი­სი დრო, ან ქარ­თულ ენა­ზე არ არის საკ­მაო ლი­ტე­რა­ტუ­რა, ან მათ­თვის არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ახა­ლი სფე­რო აღ­მოჩ­ნ­და.
რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ნობ­რივ ნა­წილს, კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბის და­ვა­ლე­ბას მეტ­ნაკ­ლე­ბად კარ­გად გა­არ­თ­ვეს თა­ვი, თუმ­ცა სა­მი­ვე სა­გან­ში პრობ­ლე­მაა ე.წ. ღია და­ვა­ლე­ბე­ბი, სა­დაც არ არის მო­ცე­მუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბი და აპ­ლი­კან­ტ­მა/მას­წავ­ლე­ბელ­მა თვი­თონ უნ­და და­წე­როს. რო­გორც წე­სი, ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი უფ­რო რთუ­ლია, ვიდ­რე არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­დე­საც ცოდ­ნის სფე­როს ვა­ფა­სებთ. ესეც, ალ­ბათ, ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რის პრობ­ლე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მოკ­ლე დრო­ში, შეზღუ­დულ პი­რო­ბებ­ში არ არის ად­ვი­ლი ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის.
კი­დევ ერ­თხელ გან­ვა­ახ­ლებთ კრე­ბულს ტეს­ტით, რო­მე­ლიც წელს გა­მოც­და­ზე იყო და მას­წავ­ლებ­ლებს გა­ვაც­ნობთ ნი­მუ­შებს პა­სუ­ხე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით შე­ფას­და, რომ ერ­თ­გ­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი მივ­ცეთ მათ, რო­გორ უნ­და გა­ე­ცეს პა­სუ­ხი ამა თუ იმ და­ვა­ლე­ბას. შე­საბ­მი­სად, იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვა­ლი წე­ლი უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.
შე­და­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დე­ბი — პირ­ვე­ლი-მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და 28%, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის გა­მოც­და­ზე — 25%, მა­თე­მა­ტი­კის — 21%. პრინ­ციპ­ში, არც ეს არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი, მაგ­რამ 7%-ს ბევ­რად ჯო­ბია. უნ­და ვთქვათ ისიც, რომ ამ გა­მოც­დებ­ზე, ფორ­მა­ტის თვალ­საზ­რი­სით, უფ­რო მარ­ტი­ვი სა­მუ­შაოა — ერთ სა­განს მო­ი­ცავს და მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ობს. ცხა­დია, მა­საც აქვს ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რის ნა­წი­ლი და წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის ნა­წი­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე აქვს აუცი­ლებ­ლად კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბის ნა­წი­ლი, რაც პე­და­გოგ­თა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრო­ტესტს იწ­ვევს. რამ­დე­ნი­მე შე­ნიშ­ვ­ნა მი­ვი­ღეთ  — ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის ან მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლებ­მა რა­ტომ უნ­და იცოდ­ნენ ეს სა­კითხე­ბი. ეს ნა­წი­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, სუ­ლერ­თია, რა სა­განს ას­წავ­ლი და რო­გორ­ღაც უნ­და დამ­კ­ვიდ­რ­დეს მიდ­გო­მა, რომ მარ­ტო ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ას­წავ­ლის წე­რა-კითხ­ვას. ძა­ლი­ან ბევრ მოს­წავ­ლეს პრობ­ლე­მა მა­თე­მა­ტი­კა­ში ან ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში სწო­რედ იმი­ტომ უჩ­ნ­დე­ბა, რომ კითხ­ვა არ იცის კარ­გად, და­ვა­ლე­ბის/ამო­ცა­ნის პი­რო­ბას ვერ კითხუ­ლობს და ვერ იაზ­რებს და ამი­ტომ ვერც ას­რუ­ლებს მას. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად იცო­დეს მი­მა­ტე­ბა და გა­მოკ­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ გა­ი­გოს, რას ავა­ლებს და­ვა­ლე­ბა და ამი­ტომ ვერ აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას. რომ ვერ იგებს, შემ­დეგ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უჩ­ნ­დე­ბა. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მა­თე­მა­ტი­კის და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა. მათ უნ­და შეძ­ლონ ამა თუ იმ მოს­წავ­ლის პრობ­ლე­მის ამოც­ნო­ბა და დახ­მა­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­ზე არ უნ­და იყოს გა­და­ბა­რე­ბუ­ლი. პირ­ველ, მე­ო­რე და მე­სა­მე კლა­სებ­ში ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე უნ­და ვი­მუ­შა­ოთ კითხ­ვის და წე­რის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მაც უნ­და გა­უს­წო­როს მოს­წავ­ლეს, თუ ის წე­რის დროს ასო­ებს ტო­ვებს, ან ანაც­ვ­ლებს, ან სწო­რად ვერ კითხუ­ლობს... დახ­მა­რე­ბის სწო­რი სტრა­ტე­გია უნ­და შეს­თა­ვა­ზოს ისე­ვე, რო­გორც ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­მა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენს პე­და­გო­გებ­ში ჯერ არ არის. არი­ან პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გა­მოც­დას აბა­რე­ბენ, მაგ­რამ დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე არ უს­წავ­ლე­ბი­ათ (მეშ­ვი­დე-მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ბის პე­და­გო­გე­ბი), მათ­თ­ვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლია, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა იმი­სათ­ვის, რომ პირ­ველ კლას­ში ას­წავ­ლო, უნ­და იცო­დე, რა პრობ­ლე­მებს წა­აწყ­დე­ბა ბავ­შ­ვი ტექ­ს­ტის, სიტყ­ვე­ბის, წი­ნა­და­დე­ბის ან რიცხ­ვე­ბის კითხ­ვი­სას. თუ პრობ­ლე­მა არის, ისიც უნ­და იცო­დე, რო­გორ გა­დაჭ­რა.
გარ­კ­ვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტეს­ტის ეს ნა­წი­ლი აუცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა და გვინ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მაც გა­ი­აზ­რონ მისი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ყვე­ლა პე­და­გოგ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­უთ­მოს იმას, თუ რო­გორ წერს და კითხუ­ლობს მოს­წავ­ლე. თუ ეს ორი უნა­რი სა­თა­ნა­დოდ არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, მა­ღალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე აუცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა პრობ­ლე­მა. ამი­ტომ, გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ პე­და­გო­გებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი იმუ­შა­ონ ამ სა­კითხ­ზე. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვლე­ვის ჯგუფ­მა გა­მოს­ცა კრე­ბუ­ლი — „რო­გორ ვას­წავ­ლოთ კითხ­ვა“, რო­მელ­შიც კითხ­ვის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბია თავ­მოყ­რი­ლი. პე­და­გო­გებს შე­უძ­ლი­ათ გა­ეც­ნონ ამ კრე­ბულს, რთუ­ლი ნამ­დ­ვი­ლად არა­ფე­რია, არის ყო­ველ­დღი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და არა თე­ო­რი­უ­ლი, პრაქ­ტი­კას მოწყ­ვე­ტი­ლი. მა­თი შეს­რუ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა, თუ­კი ვიც­ნობთ ამ ასა­კის მოს­წავ­ლეს და წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რო­გორ უნ­და ვი­მუ­შა­ოთ მას­თან. თუ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბას ვა­პი­რებთ, აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­ყოთ მზად 6-7 წლის მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის.
ასე­თი მო­საზ­რე­ბა იყო, თით­ქოს ძა­ლი­ან რთუ­ლი ტეს­ტე­ბი შევ­თა­ვა­ზეთ მას­წავ­ლებ­ლებს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნა. თუმ­ცა ცალ­კე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა რომ ვნა­ხოთ, ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ დაგ­ვ­რ­ჩე­ბა. და­ვა­ლე­ბებ­მა მო­იც­ვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც სტან­დარ­ტ­შია  წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­დი ნა­წი­ლი სტან­დარ­ტი­სა უნ­და და­ი­ფა­როს, რომ შე­მოწ­მ­დეს სტან­დარ­ტ­თან მას­წავ­ლებ­ლის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა, გა­მოც­დის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეს არის. 5-სა­ა­თი­ა­ნი გა­მოც­და თა­ვის­თა­ვად მა­ინც სტრე­სია და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ერ­თი შე­ხედ­ვით ძა­ლი­ან მარ­ტივ და­ვა­ლე­ბებ­საც ვერ ვუმ­კ­ლავ­დე­ბით. ეს ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია, ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის ვამ­ბობთ, რომ არ უნ­და ვაქ­ცი­ოთ ზედ­მეტ ტრა­გე­დი­ად და ჩვენს პრეს­ტიჟ­ზე ეს არ უნ­და აისა­ხოს. ძა­ლი­ან კარ­გად გვიც­ნო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­აც, მშობ­ლე­ბიც, მოს­წავ­ლე­ე­ბიც და მხო­ლოდ ერ­თი 5-სა­­ა­თი­ა­ნი გა­მოც­დის სა­ფუძ­ველ­ზე რა­დი­კა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ჩვენს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან რთუ­ლია და ცხა­დია, არ მოხ­დე­ბა.
იმე­დი გვაქვს, მო­მა­ვალ­ში თვი­თონ სის­ტე­მა მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბი­სა უფ­რო და­იხ­ვე­წე­ბა და, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც დღეს არის — მხო­ლოდ გა­მოც­და­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი — არ იქ­ნე­ბა. თა­ვი­დან ასეც იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, გა­მოც­და უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი, ბევრ სხვას­თან ერ­თად, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ერ­თა­დერ­თია, რაც ნამ­დ­ვი­ლად არ არის სწო­რი. იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ­ში ეს შე­იც­ვ­ლე­ბა — და­ე­მა­ტე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი, ანუ გაკ­ვე­თილ­ზე რო­გორ ას­წავ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი. სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით უფ­რო სრუ­ლი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა და ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბიც უკეთ წარ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან.

გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და
გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის
ბი­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი
აივენ­გო შა­თი­რიშ­ვი­ლი

— ბა­ტო­ნო აივენ­გო, რო­გორც ბი­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით  პე­და­გოგ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის შე­დეგ­სა და ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დას ბი­ო­ლო­გი­ა­ში?

— მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ერ­თ­გ­ვარ დი­აგ­ნო­ზად, რო­მელ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა დას­ვა დი­აგ­ნო­ზი, რო­გო­რიც უნ­და იყოს ის — მო­სა­წო­ნი თუ მი­უ­ღე­ბე­ლი, ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი — რო­გო­რია მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვე­ნი საქ­მე მხო­ლოდ შე­ფა­სე­ბაა, ანუ ჩვენ ვართ ინ­დი­კა­ტო­რი — რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს ჩვენს სკო­ლა­ში. თქვენს შე­კითხ­ვა­ზე პა­სუხს და­ვიწყებ მას­წავ­ლებ­ლე­ბით, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პე­და­გო­გებ­თან გვაქვს.
რა არის ამის მი­ზე­ზი? ის ხომ არა, რომ ჩვენ ძალ­ზე რთუ­ლი ტეს­ტე­ბი შე­ვად­გი­ნეთ? ნე­ბის­მი­ერ ექ­ს­პერტს აჩ­ვე­ნეთ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა მათ­გა­ნი და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ სირ­თუ­ლის თვალ­საზ­რი­სით მათ შო­რის დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ არის. იგი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­სა და ერ­თი­ა­ნ ეროვ­ნუ­ლ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მას არ სცილ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამის­და მი­უ­ხე­და­ვად პე­და­გო­გე­ბის 77.7%-მა კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა.
აუცი­ლე­ბე­ლია გა­ვი­აზ­როთ და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ამის მი­ზე­ზე­ბი. თუმ­ცა აქ იმ­დე­ნი მი­ზე­ზია, გა­ზე­თის ერ­თი ნო­მე­რი კი არა, ყვე­ლა მომ­დევ­ნოც არ ეყო­ფა, შევ­ჩერ­დე­ბით მხო­ლოდ ზო­გი­ერთ მათ­გან­ზე.
პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი რა არის — ბი­ო­ლო­გი­ა­ში, 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, არ­ნა­ხუ­ლი გარ­დაქ­მ­ნე­ბია, შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ ვთქვათ, რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და. 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე თუნ­დაც 2010 წლის ჩათ­ვ­ლით, გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ, რა ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. გა­ნა ვინ­მეს პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის ეცა­ლა? იყო თუ არა მა­შინ ისე­თი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც დღეს არის? სამ­წუ­ხა­როდ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­და­ცე­მე­ბი ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ არ­სე­ბობს, მხო­ლოდ ყვი­თე­ლი პი­ა­რი ჭარ­ბობს და ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კურ ფონ­ზე მი­დის. ამ­რი­გად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­და­ცე­მე­ბი­სათ­ვის, გინ­და გა­ზე­თე­ბი აიღეთ, არა­ვის სცა­ლია. აი, ამის შე­დე­გი — ბი­ო­ლო­გი­ა­ში მოხ­და დი­დი ძვრე­ბი და ამან, თით­ქოს, შე­უმ­ჩ­ნევ­ლად ჩა­ი­ა­რა, მას­წავ­ლებ­ლებს ეს არ შე­ე­ხო, მათ სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვა­წო­დეთ. არ არ­სე­ბობს ისე­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა, წიგ­ნი, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლად მი­ა­წო­დებ­და მათ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას.
შემ­დე­გი მი­ზე­ზი — ჩა­ტარ­და რე­ფორ­მა, ანუ ახა­ლი სტან­დარ­ტი შე­მო­ვი­და. რო­გორ შე­მო­ვი­ღეთ ჩვენ ის? რა თქმა უნ­და, ნა­უც­ბა­თე­ვად. გა­ნათ­ლე­ბა შო­კურ თე­რა­პი­ას ვერ იტანს, ეს უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო თან­და­თა­ნო­ბით, დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე  და არა­ვინ და­ზა­რალ­დე­ბო­და. მას­წავ­ლებ­ლებს ეს კო­ლო­სა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია უცებ ზვა­ვი­ვით და­ატყ­და თავს. და­ირ­ღ­ვა ძვე­ლი სის­ტე­მა, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, გერ­მა­ნულ-რუ­სუ­ლი მო­დე­ლი და გა­და­ვე­დით ამე­რი­კულ, ნა­წი­ლობ­რივ ევ­რო-ამე­რი­კულ მო­დელ­ზე. ამის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი იყო, იყო გარ­კ­ვე­უ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი სა­ა­მი­სოდ, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­საკ­მა­რი­სი. სრუ­ლი­ად ახა­ლი ნო­ვა­ცია შევ­თა­ვა­ზეთ და ამით მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ვა­ში­ნეთ. ეს იქი­და­ნაც ჩანს, რომ კუ­ლუ­ა­რებ­ში თუ გა­ი­გო­ნებთ ჩი­ვილს ან კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვ­ნებს, ვერ­სად ვერ წა­ი­კითხავთ (ვერც თქვენს გა­ზეთ­ში და ვერც სხვა­გან) ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ კრი­ტი­კულ სტა­ტი­ებს — რო­გორ აფა­სე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი საგ­ნობ­რივ სტან­დარტს, სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ან, ზო­გა­დად, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ მი­სი მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ა.შ. ამ­გ­ვა­რი მსჯე­ლო­ბა, აზ­რე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა, მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა  პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტებს შო­რის მხო­ლოდ წა­ად­გე­ბა საქ­მეს, ხელს შე­უწყობს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სრულ­ყო­ფას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა უფ­რო ფარ­თო წრე იყოს ჩარ­თუ­ლი.
კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მაა მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ნაკ­ლე­ბო­ბა, „შიმ­ში­ლი“, შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქ­ვას. ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ ვერც ერთ მე­თო­დურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, წიგნს (რა თქმა უნ­და ბი­ო­ლო­გია მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში), რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს. რო­დე­საც ცენ­ტ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას იწყებ­და, ვი­ცო­დით ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე რომ აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბო­დით. ცენ­ტ­რ­მა მო­ამ­ზა­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იმ პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, რაც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და­ამ­ტ­კი­ცა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ წიგნს არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. მი­ვი­და კი პე­და­გო­გე­ბამ­დე? ალ­ბათ, არ მი­სუ­ლა, მას პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას არა­ვინ უწევს.
მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი და გა­დაღ­ლი­ლია. ჩვენ ისი­ნი კი არ უნ­და დაგ­ვე­ში­ნე­ბი­ნა, მათ გვერ­დით უნ­და დავ­მ­დ­გა­რი­ყა­ვით და ერ­თად ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ეს რე­ფორ­მა. ერთ-ერთ თბი­ლი­სელ პე­და­გოგს ვკითხე, რი­თი მო­ემ­ზა­და გა­მოც­დის­თ­ვის და მი­პა­სუ­ხა — სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, სხვა არ ვი­ციო. რა თქმა უნ­და, მი­ვე­ცი ჩვენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. თბი­ლის­ში რომ ასეა, სოფ­ლებ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა. გა­ნა ყვე­ლას მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი ინ­ტერ­ნეტ­ზე?
ცალ­კე თე­მაა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­თან გვაქვს საქ­მე. მარ­თა­ლია, ბი­ო­ლო­გი­ა­ში ჩვენ ამის ტრა­დი­ცია არ გვქონ­და, ძი­რი­თა­დად ვი­ყე­ნებ­დით საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­ურ, რუ­სუ­ლი­დან ნა­თარგმნ სას­კო­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მე­ლიც ასე იყო და­ლა­გე­ბუ­ლი — ბო­ტა­ნი­კა, ზო­ო­ლო­გია, ანა­ტო­მია და ფი­ზი­ო­ლო­გია ადა­მი­ა­ნი­სა და ზო­გა­დი ბი­ო­ლო­გია. ეს მო­ი­შა­ლა და შე­მო­ვი­და ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. რო­გო­რია ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი? სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი ხში­რად ელე­მენ­ტა­რულ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. მე არ­სად არ წა­მი­კითხავს რე­ცენ­ზია ამ წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო რომ გა­დავ­შა­ლოთ, ვნა­ხავთ, რომ ერთ გვერ­დ­ზე ერ­თი წე­რია, მე­ო­რე­ზე — მი­სი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო. რა ქნას მას­წავ­ლე­ბელ­მა — იმ პირ­ველ გვერდს და­უ­ჯე­როს თუ მომ­დევ­ნოს? ამას ემა­ტე­ბა კი­დევ მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, უფ­რო სწო­რად, მი­სი არარ­სე­ბო­ბა. აი, ახ­ლა გიჩ­ვე­ნებთ, რა დი­დია მოს­წავ­ლის წიგ­ნი და შე­ა­და­რეთ მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, ხე­დავთ, შე­და­რე­ბა არ არის, რო­გო­რი მი­ზე­რუ­ლი და მწი­რია მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, შერ­ჩე­ვით არის გან­ხი­ლუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ავ­ტორს მო­ე­სურ­ვა. მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში ყვე­ლა თე­მა უნ­და იყოს ამომ­წუ­რა­ვად გან­ხი­ლუ­ლი, რა­თა მას­წავ­ლე­ბელს არ დას­ჭირ­დეს სხვა­გან სტა­ტი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა, უნ­და და­ეხ­მა­როს მას ნო­ვა­ცი­ის, ახა­ლი მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბა­ში. არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფერს აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს — ფორ­მა­ლუ­რი, უხე­ი­რო, შეც­დო­მე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი, არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ასა­კი, ფსი­ქო­ლო­გია. შე­იძ­ლე­ბა ერთ გაკ­ვე­თილ­ში ოც­ზე მე­ტი ახა­ლი ტერ­მი­ნი მი­ა­წო­დო მოს­წავ­ლეს? ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, თით­ქოს ცალ­კეა პე­და­გო­გი­კა, ცალ­კეა სა­მი­ნის­ტ­რო, ცალ­კეა მას­წავ­ლე­ბე­ლი — ეს უნ­და იყოს კომ­პ­ლექ­სუ­რი, ერ­თად უნ­და იყ­ვ­ნენ.
კი­დევ ერ­თი რამ — და­ი­ხუ­რა პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი და ყვე­ლა „ბუჩ­ქის ძი­რას“ გა­იხ­ს­ნა აკა­დე­მი­ე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­ამ­ზა­დეს კად­რე­ბი. არა­ვის უკითხავს, რას ას­წავ­ლი­ან, ვინ ას­წავ­ლის ან რა დო­ნის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლენ ამ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან. სა­ყო­ველ­თაო უმუ­შევ­რო­ბის დროს, ყვე­ლა­ზე ღია კა­რი აღ­მოჩ­ნ­და სკო­ლა და მი­ა­შუ­რეს სკო­ლას ექი­მებ­მა, ზო­ო­ვეტ­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა, სა­სოფ­ლო­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა. ცხა­დია, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არა­ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ ამას გარ­კ­ვე­უ­ლი მიდ­გო­მა,  ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა და გო­ნივ­რუ­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, რაც არ მომ­ხ­და­რა. სულ ახ­ლა­ხან შე­იქ­მ­ნა მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. მარ­თა­ლია, ეს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ კარ­გი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა. გვაქვს თუ არა იქ პრობ­ლე­მე­ბი? გვაქვს. მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­დის ერ­თი თვით ან თხუთ­მე­ტი დღით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად. ასე­თი მოკ­ლე ვა­და საქ­მეს არ შვე­ლის. ამ­დე­ნი ნო­ვა­ცია, ახა­ლი წიგ­ნე­ბი და თქვენ გინ­დათ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა თხუთ­მეტ დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი აით­ვი­სოს? მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა უნ­და ხდე­ბო­დეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ და ეს არ უნ­და იყოს იმ­პულ­სუ­რი, არა­მედ სის­ტე­მა­ტუ­რი — ორ-სამ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ უნ­და ტარ­დე­ბო­დეს. ად­რე იყო გა­დამ­ზა­დე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გაქ­რა და შეგ­ვ­რ­ჩა თხუთ­მეტ­დღი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის ფორ­მა­ლუ­რი, შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქ­ვას, კურ­სე­ბი. ეს საქ­მეს არ შვე­ლის. ამას­თან, ამ კურ­სებ­ზე, ძი­რი­თა­დად, ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბათ თბი­ლის­ში და რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რებ­ში მცხოვ­რებთ. შო­რე­ულ­მა სოფ­ლებ­მა რა ქნან? იქ ხომ უამ­რა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლია, გა­ნა მათ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ და ერ­თი თვე, თუნ­დაც თხუთ­მე­ტი დღე და­ეს­წ­რონ კურ­სებს? სო­ფელ­ში უამ­რა­ვი საქ­მეა და მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩვენ­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლია. ამ­გ­ვა­რად, მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი გვაქვს მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი და მოქ­ნი­ლი სის­ტე­მა.
ხე­დავთ, რამ­დე­ნი პრობ­ლე­მაა, მე თქვენ მხო­ლოდ მცი­რე­დი და­გი­სა­ხე­ლეთ, უამ­რა­ვი სხვა შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ. ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­წი­რეთ, შე­ვა­ში­ნეთ და, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ შე­დე­გიც ამ­გ­ვა­რი გვაქვს. ამა­ში ყვე­ლაა დამ­ნა­შა­ვე. გა­ვიხ­სე­ნოთ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „სარ­ჩო­ბე­ლა­ზედ“ — ჩვენ ყვე­ლა­ნი პეტ­რეს როლ­ში გა­მოვ­დი­ვართ, ვა­მოწ­მებთ მა­შინ, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბელს არ ვუქ­მ­ნით სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს. ყვე­ლას გვახ­სოვს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, რა პა­თე­ტი­კუ­რად სა­უბ­რობ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­ფორ­ტ­ზე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად გა­ნა შე­ვუქ­მე­ნით მას­წავ­ლე­ბელს კომ­ფორ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი იმი­სათ­ვის, რომ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებს უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ევ­ლო მათ­თ­ვის? რა თქმა უნ­და, არა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის არ შეგ­ვიქ­მ­ნია და ვთხო­უ­ლობთ იმა­ზე მეტს, რაც მი­ვე­ცით. ჯერ უნ­და და­თე­სო და მო­სა­ვა­ლი მე­რე უნ­და აიღო. ჩვენ არა­ფე­რი დაგ­ვი­თე­სია და გვინ­და მო­სა­ვა­ლი ავი­ღოთ. ასე არ ხდე­ბა. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა.
ჩვენ ვე­ლო­დით, რომ შე­დე­გი არ იქ­ნე­ბო­და კარ­გი, ვი­ცო­დით, რომ მას­წავ­ლე­ბელს უჭირს, სჭირ­დე­ბა მე­თო­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი (ბი­ო­ლო­გი­ა­ში დამ­ხ­მა­რე წიგ­ნიც ამი­ტომ შევ­ქ­მე­ნით), მაგ­რამ რა უნ­და გა­ა­კე­თოს ცენ­ტ­რ­მა — ჩვენ მხო­ლოდ ვა­მოწ­მებთ ცოდ­ნას. მარ­თა­ლია წიგ­ნის მომ­ზა­დე­ბა ჩვე­ნი საქ­მე არ არის, მაგ­რამ პე­და­გოგ­თა და­სახ­მა­რებ­ლად მა­ინც მო­ვამ­ზა­დეთ და გა­მო­ვე­ცით. გარ­და ამი­სა, სის­ტე­მა­ტუ­რად ვაწყობთ პედა­გო­გებ­თან შეხ­ვედ­რებს, ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვ­დით მათ, ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე აიტ­ვირ­თა მომ­ზა­დე­ბუ­ლი კრე­ბუ­ლის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბიც. მაგ­რამ ეს არ არ­ის საკ­მა­რი­სი, ეს არ არის მე­თო­დუ­რი დახ­მა­რე­ბა. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა მას­წავ­ლებ­ლებს გა­ვაც­ნოთ გა­მოც­დე­ბის პრო­ცე­სუ­ალუ­რი მხა­რე და არა მათი მომ­ზა­დე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ გახ­ლავთ, რომ მო­ამ­ზა­დო იმის­თ­ვის, რომ გა­მოც­დე­ბი კარ­გად ჩა­ა­ბა­როს. არა, მას­წავ­ლე­ბელს თა­ნად­გო­მა და ცოდ­ნის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რაც სხვა ინ­ს­ტან­ცი­ე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა. რო­დე­საც მე სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ვახ­სე­ნე, მათ სჭირ­დე­ბო­დათ კარ­გი გა­დამ­ზა­დე­ბა იმ დის­ციპ­ლი­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ის­წავ­ლეს და და­ა­ვიწყ­დათ ან სა­ერ­თოდ არ უს­წავ­ლიათ, მა­გა­ლი­თად, ევო­ლუ­ცი­უ­რი მოძღ­ვ­რე­ბა სა­ერ­თოდ არ ის­წავ­ლე­ბო­და არც სა­მე­დი­ცი­ნო­ში, არც ზო­ო­ვეტ­ში და არც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­ს­ტი­ტუტ­ში, ასე­ვე, რი­გი სხვა დის­ციპ­ლი­ნე­ბი­სა, რომ­ლის ცოდ­ნა ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. ისი­ნი უნ­და გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ ამის მი­ხედ­ვით, რაც არ მოხ­და. ისი­ნი პირ­და­პირ შე­ვუშ­ვით სკო­ლა­ში, ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ვერ აბა­რე­ბენ, ტეს­ტ­ში დას­მულ ელე­მენ­ტა­რულ კითხ­ვებს ვერ სცე­მენ პა­სუ­ხებს.
ჩვენ რომ მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დის მე­სა­მე ტურ­ზე ვაწ­ვ­დით ამო­ცა­ნებს, ვფიქ­რობ, ბევრ პე­და­გოგს გა­უ­ჭირ­დე­ბა მათ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე. მე იმის თქმა არ მინ­და, რომ კარ­გი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი არ არი­ან, ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს და სწო­რედ მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი იმარ­ჯ­ვე­ბენ ოლიმ­პი­ა­დებ­ზე, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი რიცხ­ვი არ­ც­თუ ისე ბევ­რია.
ახ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. არის თუ არა ასე­თი სა­გან­გა­შო შე­დე­გი, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ბი­ო­ლო­გი­ის გა­მოც­და­ზე აჩ­ვე­ნეს? გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა, მა­გა­ლი­თად, 2010 წელს მოს­წავ­ლე­თა 26.4%-მა კომ­პენ­ტენ­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა. არა­ვი­თა­რი ხმა­უ­რი ამას არ მოჰ­ყო­ლია. რა­ტომ არის წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე აჟი­ტი­რე­ბუ­ლი? გა­სულ წელ­ზე ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, იმი­ტომ რომ ჩვენ­მა ჯგუფ­მა, მა­შინ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, და­ტო­ვა გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. ფაქ­ტი ის არის, რომ 5%-ია მხო­ლოდ ჩაჭ­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­თი და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არას­დ­როს ყო­ფი­ლა. თუ რა მოხ­და, დას­კ­ვ­ნა მკითხ­ველ­მა თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნოს. შე­იძ­ლე­ბა მე გარ­კ­ვე­უ­ლი ეჭ­ვი მქონ­დეს, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ეჭ­ვია და არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­მაჩ­ნია. მხო­ლოდ ციფ­რებს მო­ვი­ტან წლე­ბის მი­ხედ­ვით — 2010 წელს — 26.4, 2011 წელს —10.6 და მიმ­დი­ნა­რე წელს — 19.4. არის ეს სა­გან­გა­შო თუ არა? რა თქმა უნ­და, არა. მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო — მა­გა­ლი­თად, მე არა­ფე­რი არ ვი­ცი ბი­ო­ლო­გი­ა­ში და შე­მო­სა­ხა­ზი და­ვა­ლე­ბე­ბი რომ შე­მოვ­ხა­ზო ალალ­ბედ­ზე, ქუ­ლე­ბის 25 პრო­ცენტს მო­ვაგ­რო­ვებ. ალ­ბა­თო­ბის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ოთხი­დან ერ­თი პა­სუ­ხი რომ უნ­და შე­მო­ხა­ზო, 25%-ია ალ­ბა­თო­ბა, რომ სწორ პა­სუხს გას­ცემ. ეს რომ გა­მო­ი­რიცხოს აუცი­ლე­ბე­ლია ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სას მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პეტე­ნცი­ის ზღვა­რი 25%-ზე მე­ტი იყოს. ტეს­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სას ვხე­დავთ, რომ ზოგ­ჯერ აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია. ხო­ლო ვინც კარ­გად მო­ემ­ზა­და, მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბაც მი­ი­ღო და ჩა­ა­ბა­რა. ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რია, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ არ არის სკო­ლებ­ში ბი­ო­ლო­გი­ის სწავ­ლა სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო. მას­წავ­ლე­ბე­ლი შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლია წიგ­ნ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის, რა ქნას მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­დე­საც წიგ­ნი არ ვარ­გა, შეც­დო­მე­ბია და მოს­წავ­ლე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ის­წავ­ლის. არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მას­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა. შე­იძ­ლე­ბა მე ვცდე­ბი, მაგ­რამ არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია გა­მოც­დილ პე­და­გო­გებ­თან, ჩუ­მად ისი­ნი ამა­ზე სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა თქმას ვერ ბე­და­ვენ, რად­გან ასე დამ­კ­ვიდ­რ­და, რომ წიგ­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტია და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, იქ შეც­დო­მა იყოს?! შეც­დო­მა ყველ­გან ხდე­ბა!
შე­დე­გი სა­ხე­ზე გვაქვს და ამას გა­მოს­წო­რე­ბა უნ­და, მაგ­რამ ერ­თი პი­როვ­ნე­ბა, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი პე­და­გო­გი ამას ვერ დაძ­ლევს, სა­ჭი­როა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მა, რაც არას­დ­როს არ ყო­ფი­ლა. წი­ნა მმარ­თ­ვე­ლო­ბა პი­არ­ზე იყო გა­და­სუ­ლი, შე­დე­გებს ალა­მა­ზებ­დ­ნენ. რა­ტომ დავ­ტო­ვეთ ჩვენ გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რი? იმი­ტომ, რომ შე­დე­გე­ბის გა­და­კე­თე­ბა უნ­დო­დათ. ეს ჩვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. კი არ უნ­და შე­ვა­ლა­მა­ზოთ, რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნ­და გა­ვუს­წო­როთ, დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა ასე­თია, მე ჩა­მო­გით­ვა­ლეთ არა­ერ­თი მი­ზე­ზი, რა­საც გა­მოს­წო­რე­ბა უნ­და. ამას ვერც ცალ­კე პი­როვ­ნე­ბა და ვერც ცალ­კე სა­მი­ნის­ტ­რო ვერ შეძ­ლებს. კომ­პ­ლექ­სურ და­ა­ვა­დე­ბას კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. ჩე­მი აზ­რი ასე­თი გახ­ლავთ, და­მე­თან­ხ­მე­ბით თუ არა, ეს უკ­ვე თქვე­ნი საქ­მეა.

ესა­უბ­რა
ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

 

 

25-28(942)N