გამოდის 1998 წლიდან
2013-06-20
ვიშრომოთ დაუზარლად და სხვასაც გავუწოდოთ დახმარების ხელი

რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია
ნინო გვეტაძე

— გა­მარ­ჯო­ბა, ნი­ნო. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით, მე-9 კლა­სი­დან გა­ემ­გ­ზავ­რე, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე ასე?
— ყვე­ლა­ფე­რი და­იწყო 2001 წელს, რო­დე­საც ქუ­თა­ი­სის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლემ სკო­ლა­ში შემ­თხ­ვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე გან­ცხა­დე­ბა მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის — FLEX-ის შე­სა­ხებ. რო­გორც გა­ვი­გე კონ­კურ­სამ­დე სულ რა­ღაც ორი კვი­რა რჩე­ბო­და და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წავ­ლებ­ლად ერ­თი წლით  უნ­და წა­ეყ­ვა­ნათ ამე­რი­კა­ში. იმ მზი­ა­ნი სექ­ტემ­ბ­რის დი­ლას გა­დავ­წყ­ვი­ტე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა რაც შე­მეძ­ლო, რა­თა მეც გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა შო­რის აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და და­ვიწყე მზა­დე­ბა. იმ დრო­ი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რ­და ვე­ე­ბერ­თე­ლა ინ­გ­ლი­სურ-ქარ­თულ ლექ­სი­კონ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი გრძე­ლი ღა­მე­ე­ბი და ახა­ლი სიტყ­ვე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი — ასე ძლი­ერ რომ ვცდი­ლობ­დი შე­მეს­წავ­ლა. მა­შინ ხომ კომ­პი­უ­ტე­რის და სწრა­ფი თარ­გ­მა­ნის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვქონ­და.
და აი, დად­გა გა­მოც­დის დღეც, რო­მელ­საც მა­ლე მოჰ­ყ­ვა მე-2 და მე-3 ეტა­პებ­ში გა­დას­ვ­ლაც. სკო­ლა­ში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ჯერ პა­ტა­რა ხარ და ალ­ბათ მო­გი­წევს კი­დევ სცა­დო მო­მა­ვალ წლებ­შიო, რად­გა­ნაც, რო­გორც წე­სი, ამ პროგ­რა­მით ამე­რი­კა­ში მხო­ლოდ უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი მიჰ­ყავ­დათ. მე კი წარ­მა­ტე­ბის მა­ინც მჯე­რო­და და, რაც ჩემ­გან სა­ჭი­რო იყო, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი. მა­ლე მო­ვი­და გა­ზაფხუ­ლიც და მას­თან ერ­თად სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვიც.
შემ­დე­გი სას­წავ­ლო წე­ლი ამე­რი­კა­ში გა­ვა­ტა­რე — მი­ჩი­გა­ნის შტა­ტის ცენ­ტ­რა­ლუ­რი მონ­ტ­კალ­მის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ეს იყო ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა, რი­სი მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც, ვფიქ­რობ, კარ­გი იქ­ნე­ბა უფ­რო მეტ ახალ­გაზ­რ­დას რომ ჰქონ­დეს.

— ამის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ამე­რი­კულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აბა­რებ
— დი­ახ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ვა­ბა­რე თბი­ლის­ში, ამე­რი­კულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ულა­მა­ზე­სი წლე­ბი და­იწყო. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში AUH ჩემ­თ­ვის  არა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ად­გი­ლად გა­და­იქ­ცა, არა­მედ თბილ ოჯა­ხად, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის მზად არი­ან მო­გის­მი­ნონ და მოგ­ცენ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი. ვსწავ­ლობ­დი კარ­გად და რად­გან მა­ინ­ტე­რე­სებ­და უფ­რო მე­ტი, თა­ნაც შე­სა­ბა­მი­სი დროც მრჩე­ბო­და, ვი­ღებ­დი და­მა­ტე­ბით საგ­ნებ­საც. ოთხი წლის თავ­ზე კი მოხ­და ისე, რომ ერ­თი დიპ­ლო­მის ნაც­ვ­ლად ავი­ღე ორი, და­მა­ტე­ბი­თი — მე­ნეჯ­მენ­ტ­ში.

— ორი დიპ­ლო­მის მი­უ­ხე­და­ვად სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად ისევ საზღ­ვარ­გა­რეთ  მი­დი­ხარ, რა­ტომ?
— AUH-ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, უკ­ვე II-III კურ­სებ­ზე, აქ­ტი­უ­რად და­ვიწყე ფიქ­რი მო­მა­ვალ­ზე. ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კ­ვია, რა მსურ­და მე­კე­თე­ბი­ნა სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. ერ­თი, რაც და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცო­დი, ის იყო, რომ მინ­დო­და მო­მა­ვალ­ში მქო­ნო­და სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და დავ­ხ­მა­რე­ბო­დი გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყოფ ბევრ ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვებს არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ სხვა ქვეყ­ნებ­შიც. ამის­თ­ვის კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ დამ­ჭირ­დე­ბო­და. ამ ფიქ­რით და­ვიწყე ინ­ტერ­ნეტ­ში სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის ძებ­ნა და ბევ­რი ძებ­ნის შემ­დეგ ვი­პო­ვე ის, რაც ჩემს ინ­ტე­რე­სებს იდე­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და — სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­ში.
და­ვიწყ­ვე აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის აღე­ბა და სა­ბუ­თე­ბის შე­ტა­ნა ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამ გან­ხ­რით, მათ შო­რის გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც, სა­დაც შემ­დ­გომ­ში, 2007 წელს, მი­მი­ღეს. ეს მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო ჩე­მი მიზ­ნის­კენ, რად­გან და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს შევ­ძ­ლებ­დი. თა­ვი­დან ვცა­დე და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა ერაზ­მუს მუნ­დუ­სის პროგ­რა­მი­დან, მაგ­რამ ასა­კის სიმ­ცი­რი­სა და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო უარი მი­ვი­ღე, რად­გან კონ­კუ­რენ­ცია მა­ღა­ლი იყო. მა­ლე­ვე, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე მი­ღე­ბის შემ­დეგ, რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბულ მოს­წავ­ლეს ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მით, გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა თა­ვად შე­მომ­თა­ვა­ზა, შე­მე­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა ჰო­ლან­დი­ის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მა­ზე — HSP Huygens programme და­ფი­ნან­სე­ბის მო­სათხოვ­ნად. ასეც მო­ვი­ქე­ცი და მი­ვი­ღე სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა 18-თვი­ან ევ­რო­პულ სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­ში.

— გვი­ამ­ბე ამ პროგ­რა­მი­სა და გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის როლ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე.
— ეს პროგ­რა­მა და­არ­ს­და 90-იან წლებ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ის მი­ერ და შვიდ ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტეტს აერ­თი­ა­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­მეს­ტ­რე­ბის გავ­ლა სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რი დავ­ხუ­რე გრო­ნინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და წამ­ყ­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის დარ­გ­ში, სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის კუთხით და უზარ­მა­ზა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კით, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. 400-წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, ამ უნი­ვერ­სი­ტეტს  არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰყო­ლია, მათ შო­რის, სა­მე­ფო ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი და ევ­რო­პის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ბან­კის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი. მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი დე­უს­ტოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეს­პა­ნეთ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე. პროგ­რა­მა ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მელ­თა შო­რი­საც იყ­ვ­ნენ ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გან­ხ­რით ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, რო­გო­რე­ბი­ცაა: გა­ე­რო, წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტი და ა.შ.

— სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გქონ­და თუ არა სხვა ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ან სტა­ჟი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.
— ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მო­პო­ვე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, რა თქმა უნ­და, მაძ­ლევ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ბევ­რი მე­მოგ­ზა­უ­რა და უკეთ გა­მეც­ნო ევ­რო­პა. ამ პროგ­რა­მის ნა­წი­ლი იყო ორი სტა­ჟი­რე­ბაც, რო­მე­ლიც გა­ვი­ა­რე ინ­დო­ეთ­ში — გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონდ (იუნი­სეფ­ში) და ბრი­უ­სელ­ში — ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში.
გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ინ­დო­ე­თის გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის სამ­თ­ვი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან, 80-მდე ახალ­გაზ­რ­და მო­ნა­წი­ლე­ობს. რო­გორც წე­სი, კონ­კურ­სი თე­ბერ­ვალ-მარ­ტ­ში ცხად­დე­ბა და შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი ინ­დო­ე­თის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წილ­ში, ოთხ­კა­ცი­ან ჯგუ­ფე­ბად ნა­წილ­დე­ბი­ან. 2008 წელს, ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვის შემ­დეგ, მე გა­მა­ნა­წი­ლეს ინ­დო­ე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი შტა­ტის — ასა­მის ძა­ლი­ან პა­ტა­რა ქა­ლაქ დიბ­რუ­გარ­ჰ­ში.

— სა­ინ­ტე­რე­სოა, რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­დი?
— მე და ჩე­მი ჯგუ­ფის სამ წევრს ამე­რი­კი­დან და ინ­დო­ე­თი­დან და­ვა­ლე­ბად გვქონ­და შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა პროგ­რა­მა სა­ხე­ლად — „იმე­დის ნა­ვი“, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე ბრაჰ­მა­პუტ­რას კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ბა­ზი­სო სო­ცი­ა­ლურ სერ­ვი­სებს აწ­ვ­დი­და, კერ­ძოდ კი — გა­ნათ­ლე­ბას და ჯან­დაც­ვას. ჩვე­ნი სა­მუ­შა­ოს დიდ ნა­წილს შე­ად­გენ­და კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა და კუნ­ძუ­ლებ­ზე კითხ­ვა­რე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა, შემ­დეგ კი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა მთა­ვა­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი­სათ­ვის (იუნი­სე­ფი და ასა­მის მთავ­რო­ბა).
შე­სა­ბა­მი­სად, დრო­ის დიდ ნა­წილს „იმე­დის ნავ­ზე“ ვა­ტა­რებ­დით, რაც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით აღ­სავ­სე გა­მოც­დი­ლე­ბა გახ­ლ­დათ.

— გარ­და საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, რით და­გა­მახ­სოვ­რ­და ინ­დო­ეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი, რო­გო­რია აზი­ე­ლი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დე­ბის. რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?
— გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვი იყო, მუ­სო­ნუ­რი წვი­მე­ბის დროს, რო­გორ იფა­რე­ბა წყლით ეს კუნ­ძუ­ლე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ვის შე­ფა­რე­ბა მო­შო­რე­ბულ ბა­ნა­კებ­ში უწევს. ამ კუნ­ძუ­ლებ­ზე არც სა­ა­ვად­მ­ყო­ფოა და არც სკო­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბა კი, ყვე­ლა­ზე მე­ტად პი­რუტყ­ვის — მა­თი ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლის და­კარ­გ­ვას წუხს. რო­ცა თა­ვი­დან ად­ვი­ლად აცი­ლე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მო ათე­ულ შვილ­თა­გან ერთ-ერ­თი ეღუ­პე­ბათ, ამ­ბო­ბენ — არა უშავს, კი­დევ გვე­ყო­ლე­ბაო. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა გა­სა­ჭი­რი­სა, კუნ­ძუ­ლე­ბის ბი­ნა­დარ­ნი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ მი­წას და ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან იწყე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ისი­ნი უაღ­რე­სად სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ე­ბი და მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან იმ ცხოვ­რე­ბი­სა, რო­გო­რიც აქვთ. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ხში­რად და­ი­ჩივ­ლე­ბენ ხოლ­მე ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბი, არის ის, რომ სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ და მი­აჩ­ნი­ათ,  რომ ჩვენ ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვა­ფა­სოთ და სწო­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.
მკითხ­ველს დე­ტა­ლე­ბით თა­ვი რომ არ შე­ვაწყი­ნო, მოკ­ლედ ვიტყ­ვი, რომ სწო­რედ ამ სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის წყა­ლო­ბით მი­ვაღ­წიე იმას, რაც იყო მთე­ლი ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბა — მე­მუ­შა­ვა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­ში. დიდ­ხანს ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რომ სულ რა­ღაც 23 წლის უკ­ვე ვმუ­შა­ობ­დი პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად გა­ე­რო­ში, ვა­კე­თებ­დი და ვაგ­რ­ძე­ლებ ჩე­მი ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მის კე­თე­ბას.

— ნი­ნო, ამ­ჟა­მად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი?
 — იუნი­სეფ­ში, უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, ვმარ­თავ ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მას, რომ­ლის მი­ზა­ნია კა­ტას­ტ­რო­ფე­ბი­სად­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სკო­ლე­ბის მზა­ო­ბის გაზ­რ­და, რაც მათ უფ­რო და­ცულს გახ­დის მი­წის­ძ­ვ­რის, წყალ­დი­დო­ბი­სა თუ სხვა სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში. პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან და შ.ს.ს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით და ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის ჩარ­თ­ვას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა­სა და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში.

— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ და დიპ­ლომ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შა თუ არა გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი?
— რო­ცა ვა­ა­ნა­ლი­ზებ ჩემს აქამ­დე გან­ვ­ლილ გზას, ვხე­დავ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. სკო­ლის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა პირ­ვე­ლი კა­რი იყო წარ­მა­ტე­ბის­კენ, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის გა­ი­ღო და მას შემ­დეგ მოჰ­ყ­ვა სხვა მრა­ვა­ლი. საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ და დიპ­ლომ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში უდა­ვოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შა. თუმ­ცა, არა­ვინ იფიქ­როს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად მო­დის. იყო და არის ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რაც სრუ­ლი­ად არ ნიშ­ნავს იმას, რომ დავ­ნებ­დეთ მიზ­ნი­სათ­ვის ბრძო­ლას. რო­გორც უინ­ს­ტონ ჩერ­ჩი­ლი ამ­ბობ­და, წარ­მა­ტე­ბა ხომ და­მარ­ცხე­ბა­თა სე­რიაა, ენ­თუ­ზი­აზ­მის და­კარ­გ­ვის გა­რე­შე... მთა­ვა­რია, გა­ვარ­კ­ვი­ოთ რა გვსურს, მთე­ლი გუ­ლით მაქ­სი­მუ­მი ჩავ­დოთ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. სა­ნა­ხევ­როდ საქ­მე არ კეთ­დე­ბა. იმის­თ­ვი­საც მზად უნ­და ვი­ყოთ, რომ რაც დრო გა­ვა, ცხოვ­რე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ას­ვ­ლა უფ­რო გარ­თულ­დე­ბა. ზოგს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად მი­ე­ცე­მა, ზოგს კი — უფ­რო რთუ­ლად.
რა­საც უნ­და ვა­კე­თებ­დეთ, ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში, უნ­და ვე­ცა­დოთ ვი­ყოთ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი, ვიშ­რო­მოთ და­უ­ზარ­ლად და სხვა­საც გა­ვუ­წო­დოთ დახ­მა­რე­ბის ხე­ლი. რაც მთა­ვა­რია, არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობს. მთა­ვა­რია სწო­რად ვე­ძი­ოთ, ვი­ქო­ნი­ოთ მოთ­მი­ნე­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა! და­ბო­ლოს, „ყო­ველ­თ­ვის გახ­სოვ­დეთ, თქვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ, ბევ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სხვა და­ნარ­ჩე­ნი“ — აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი.
გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს!

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

27(861)N