გამოდის 1998 წლიდან
2013-09-26
ბატონიშვილისეული სამართლის უცნობი ხელნაწერი

„პირ­ვე­ლად­ვე ეს­რე ვთქვათ მო­სა­მარ­თ­ლე უნ­და იყოს დი­დად გამ­სინ­ჯა­ვი, მიმ­ხ­ვ­დო­მი, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, გო­ნე­ბა აუჩ­ქა­რე­ბუ­ლი, დაწყ­ნა­რე­ბუ­ლი, გამ­გო­ნე, სა­ჩივ­რის ყუ­რის­მ­გ­დე­ბე­ლი, გამ­სინ­ჯა­ვი, მომ­ჩივ­რის მომ­ხ­მა­რე, მომ­ც­დე­ლი, სხვი­სი მკითხ­ვე­ლი და ღვთის­მო­ში­ში“ — ასეთ ჰუ­მა­ნურ მო­სა­მარ­თ­ლეს ითხოვს ვახ­ტანგ ვჳ-ის სა­მარ­თ­ლის წიგ­ნის აქამ­დე უც­ნო­ბი ხელ­ნა­წე­რი ნუს­ხა, რო­მე­ლიც თით­ქოს დღე­ვან­დე­ლი დღი­დან გვე­სა­უბ­რე­ბა. აქამ­დე უც­ნო­ბი ხელ­ნა­წე­რი პო­ეტ­მა თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვილ­მა და მღვდელ­მა ზა­ქა­რია მა­ჩი­ტა­ძემ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს სა­ჩუ­ქა­რად გა­დას­ცეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის სა­მარ­თ­ლის წიგ­ნის ას­ზე მე­ტი ხელ­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, ეს ნუს­ხა უნი­კა­ლუ­რია და იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­სა­მარ­თ­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი დღე­საც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას.
ვახტანგ ბატონიშვილის ბრძა­ნე­ბით შექ­მ­ნი­ლი სა­კო­დი­ფი­კა­ციო კო­მი­სი­ის მი­ერ, 1705-1708 წლებ­ში, შედ­გე­ნი­ლი კა­ნონ­თა კრე­ბუ­ლი შე­სა­ვალ­სა და შვიდ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ძეგლს —  სამართალი მოსესი, სამართალი ბერძნული, სამართალი სო­მ­ხუ­რი, სამართალი კათალიკოსთა, სამართალი მეფის გი­ორ­გი­სა, სამართალი აღბუღასი, სამართალი ბა­ტო­ნიშ­ვილის ვახ­ტან­გისა — შე­ი­ცავს. ვახ­ტანგ ვჳ-ის კა­ნო­ნე­ბი მა­ლე­ვე იქ­ცა მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ კა­ნონ­თა წიგ­ნად, უფ­რო მე­ტიც, ქარ­თუ­ლი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი და სა­ერ­თოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის დიდ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წყა­რო გახ­და.
ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის სა­მარ­თ­ლის წიგნს, გა­სულ თვე­ში, უც­ნო­ბი ხელ­ნა­წე­რის სა­ხით, კი­დევ ერ­თი შე­ე­მა­ტა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1843 წელს მღვდელ პავ­ლე ჭე­დი­ას მი­ერ გა­და­წე­რი­ლი.
კრე­ბუ­ლი ტყა­ვის შე­საკ­რა­ვე­ბი­ან ყდა­შია ჩას­მუ­ლი და 194 გვერ­დი­სა­გან შედ­გე­ბა, შეს­რუ­ლე­ბუ­ლია შა­ვი მელ­ნი­თა და სინ­გუ­რით. წიგ­ნის უნი­კა­ლუ­რო­ბას ისიც გან­საზღ­ვ­რავს, რომ მას 4 გვერ­დ­ზე სა­მეგ­რე­ლოს სამ­თავ­როს თა­ვი­სე­ბუ­რი ქრო­ნი­კა ერ­თ­ვის. ქრო­ნი­კა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი არი­ან სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბი: ლე­ვან და და­ვით და­დი­ა­ნე­ბი, ჭყონ­დი­დის ეპის­კო­პო­სი ან­ტო­ნი და სა­მეგ­რე­ლოს ეპარ­ქი­ის მწყემ­ს­თა­ვა­რი ზა­ქა­რია. აქ­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან გუ­რი­ის მთავ­რის ასუ­ლი ტე­რე­ზია და კა­ცია ჩი­ჩუა. წიგ­ნი და­დი­ა­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა უნ­და იყოს, რა­საც ცხად­ყოფს მი­ნა­წე­რებ­ში ხში­რად ნახ­სე­ნე­ბი ზუგ­დი­დის, გორ­დი­სა და აბას­თუმ­ნის სა­სახ­ლე­ე­ბი. სა­ყუ­რადღე­ბოა ის ფაქ­ტიც, რომ სა­მარ­თ­ლის წიგ­ნი, თურ­მე, ქარ­თ­ლის მე­ფემ შე­ი­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ის ძა­ლი­ან დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მას ყვე­ლა რე­გი­ონ­ში იყე­ნებ­დ­ნენ. ერ­თი პე­რი­ო­დი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის კა­ნონ­თა კრე­ბუ­ლის მე­ა­თე ტომ­შიც შე­უ­ტა­ნი­ათ. პირ­ვე­ლად 1705-1708 წლებ­ში გა­მო­ი­ცა.
ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ტე­რესს იწ­ვევს ის, თუ რო­გო­რი იყო მა­შინ­დე­ლი კა­ნო­ნი, ან სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მად რა მი­იჩ­ნე­ო­და და რო­მელ კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვებ­ზე­ იყე­ნებ­დ­ნენ მას. ზო­გა­დად ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის სა­მარ­თალ­მა დი­დი ნა­წი­ლი და­უთ­მო სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თალს, ეს კრე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი თა­ვია და მთლი­ა­ნად სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თალს მო­ი­ცავს. ვინც ამ სა­მარ­თ­ლის წიგ­ნ­ში ჩა­ი­ხე­დავს, აუცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ტანს დას­კ­ვ­ნას, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის კა­ნო­ნი, დღე­ვან­დელ კა­ნონ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი და ჰუ­მა­ნუ­რია. სა­მარ­თ­ლის წიგ­ნის მი­ხედ­ვით ყვე­ლა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა — ქურ­დო­ბა, მკვლე­ლო­ბა და ა.შ. — შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, იქ­ნე­ბა ეს და­კის­რე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დი თუ დატყ­ვე­ვე­ბა. სას­ჯე­ლის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე უმ­კაც­რე­სი და, ამა­ვე დროს, უც­ნა­უ­რი ფორ­მაა იმ პი­რის დას­ჯა, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ას გა­ძარ­ც­ვავს ან ჯვარს და­ლე­წავს. აქ გა­ნა­ჩე­ნი მხო­ლოდ ხელ­მ­წი­ფეს ხე­ლე­წი­ფე­ბა და არა კა­ნონს.  რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, კრე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დად სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თალს ეხე­ბა და ამი­ტო­მაც, სა­მარ­თ­ლის ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით, გაყ­რა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა. ერთ-ერთ თავ­ში წე­რია: „თუ ცოლ­მან ქმარს სცე­მოს ან დას­ჭ­რას (ასე­თი ფაქ­ტე­ბიც შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა) დი­დი გვე­მა და ტან­ჯ­ვა უყოს, კა­თა­ლი­კოს­მა, ცო­ლი და ქმა­რი რა გინდ მო­ძუ­ლე იყ­ვ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თი­სა, არას­გ­ზით გაყ­რა არ ქმნას. კა­თა­ლი­კოს­მა წვრთნით ორი­ვე შე­ა­რი­გოს“. იგი­ვე სა­მარ­თა­ლი მა­მა­კა­ცის მრუ­შო­ბი­სად­მი უფ­რო მე­ტად ლი­ბე­რა­ლუ­რია, ვიდ­რე ქა­ლის, თუმ­ცა პა­რი­ტე­ტი მა­ინც და­ცუ­ლია და მა­მა­კაცს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არ ეხ­ს­ნე­ბა.
სა­ინ­ტ­რე­სოა, სად ინა­ხე­ბო­და ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ხელ­ნა­წე­რი?
თე­ი­მუ­რაზ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლი: „ყვე­ლა სი­ახ­ლე მიყ­ვარს, მით უფ­რო, რო­ცა ეს სი­ახ­ლე სიძ­ვე­ლი­დან მო­დის. ჩემ­მა სუ­ლი­ერ­მა მა­მამ ზა­ქა­რია მა­ჩი­ტა­ძემ, ცო­ტა ხნის წინ, ეს წიგ­ნი გად­მომ­ცა და მითხ­რა: თე­მურ, ვი­ცი, რომ შენ წიგ­ნის კა­ცი ხარ და სა­დაც გუ­ლი მი­გა­ტა­ნი­ნებს, ეს წიგ­ნიც იქ მი­ი­ტა­ნეო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ე­ტი ვარ, სიძ­ვე­ლე­ე­ბის „მჩხრე­კა­ვიც“ ვარ. რო­გორც კი ხელ­ნა­წერს დავ­ხე­დე, მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, თუ რა ძვირ­ფას ექ­ს­პო­ნატ­თან მქონ­და საქ­მე. რა­ტომ უნ­და მქო­ნო­და ასე­თი უნი­კა­ლუ­რი ექ­პო­ნა­ტი სახ­ლ­ში ჩა­კე­ტი­ლი და მხო­ლოდ მე მეც­ქი­რა მის­თ­ვის?! მა­შინ­ვე გა­დავ­წყ­ვი­ტე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კუთ­რე­ბად მექ­ცია და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს, გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას გა­და­ვე­ცი სა­ჩუქ­რად. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ სა­ი­დან მოხ­ვ­და მა­მა ზა­ქა­რია მა­ჩი­ტა­ძის ხელ­ში ეს ექ­ს­პო­ნა­ტი — მრევ­ლის ერთ-ერ­თ­მა წევ­რ­მა, ზუგ­დი­დელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, აჩუ­ქა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ცოცხა­ლი აღარ არის. შე­სა­ბა­მი­სად, წიგ­ნი მა­ნამ­დე ზუგ­დიდ­ში ინა­ხე­ბო­და.“
პო­ე­ტი­სა­გან ასე­თი ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი არც პირ­ვე­ლია და არც უკა­ნას­კ­ნე­ლი, რად­გან მი­სი­ვე თქმით: „ძუნ­წი არა ვარ, მაგ­რამ არც ძა­ლი­ან გა­მე­ტე­ბუ­ლი. მიყ­ვარს, რო­ცა სახ­ლ­ში ასეთ სიძ­ვე­ლე­ებს ვი­ნა­ხავ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მუ­ზე­უ­მის ან მის­თ­ვის უფ­რო შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლის სა­კუთ­რე­ბად ვაქ­ცევ, რო­დე­საც ვი­ცი, რომ ესა თუ ის ნივ­თი, ექ­პო­ნა­ტი  იქ უკე­თე­სად იქ­ნე­ბა. ერ­თხელ დო­დო აბა­ში­ძის შვილ­მა ძა­ლი­ან დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით მა­ჩუ­ქა სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თ­ვე­ლი არ­ტის­ტის „აზი­უ­რე­ბი“. დი­დი მო­წი­წე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ნა­ხავ­დი. ჩემ­თან მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ლა­მის მის ჩაც­მას ცდი­ლობ­და. ეს ჩემ­თ­ვის და­უშ­ვე­ბე­ლი იყო, მე მას ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორც რე­ლიქ­ვი­ას. ხში­რად შევ­დი­ო­დი ოთახ­ში, სა­დაც ვი­ნა­ხავ­დი, ვე­ფე­რე­ბო­დი და ძი­რებს ვუ­კოც­ნი­დი იმ აზი­უ­რებს, რომ­ლი­თაც დო­დო აბა­ში­ძემ „ყვარ­ყ­ვა­რე თუ­თა­ბერ­ში“ გა­ნუ­მე­ო­რებ­ლად იცეკ­ვა. მი­ვე­დი იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ ასე­თი ნივ­თი სახ­ლ­ში არ უნ­და და­მე­დო და ისიც ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს გა­და­ვე­ცი, ჩო­ხას­თან ერ­თად.
ჩემ­თ­ვის სა­ა­მა­ყოა, რომ ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რელ­მა ქარ­თ­ველ­მა — კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძემ, ან­დერ­ძით, მი­სი­ვე არ­ქი­ვი გად­მომ­ცა. ვე­რაფ­რით და­ვუშ­ვებ­დი, რომ მხო­ლოდ ჩე­მი სა­კუთ­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, ჩემ­თან „გა­მო­კე­ტი­ლი“ — უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ვი მარ­თ­ლაც უნი­კა­ლუ­რი ქარ­თ­ვე­ლი­სა, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულს შეს­წი­რა, უკა­ნას­კ­ნელ ჰო­ნო­რარს იღებ­და ჯი­ბი­დან და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ური­გებ­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნის არ­ქი­ვი ხალხს, ქვე­ყა­ნას ეკუთ­ვ­ნის და სწო­რედ ამი­ტო­მაც მი­ვუ­ჩი­ნე მას ბი­ნა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში. გა­მო­გიტყ­დე­ბით, კი­დევ მაქვს „რა­ღა­ცე­ე­ბი“ სა­მო­მავ­ლოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რად­გან არ ვი­ცი, შემ­დ­გო­მი თა­ო­ბა თავს სა­ით უზამს მათ. ამი­ტომ, ვიდ­რე ცოცხა­ლი ვარ, მინ­და მა­თაც შე­სა­ფე­რი­სი და სა­ი­მე­დო ად­გი­ლი მი­ვუ­ჩი­ნო“.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N