გამოდის 1998 წლიდან
2013-10-03
სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა — არა­მიმ­ზიდ­ვე­ლი რე­ა­ლო­ბა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი

სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბა ისე­თი­ვე თავ­სა­ტე­ხი რჩე­ბა ბა­ღის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბის­თ­ვის. გა­მუდ­მე­ბუ­ლად ის­მის კითხ­ვე­ბი: სად მი­ვიყ­ვა­ნო ბავ­შ­ვი, რო­მე­ლი ბა­ღი სჯობს, კერ­ძო თუ სა­ხელ­მ­წი­ფო? ბუ­ნებ­რი­ვია, ამის მი­ზე­ზი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის არა­საკ­მა­რი­სი ხა­რის­ხია, არა­სან­დო­ო­ბა, რომ მა­თი შვი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში სა­თა­ნა­დოდ ვერ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. მეს­მის მშობ­ლე­ბის, რად­გა­ნაც სა­ხელ­მ­წი­ფო ბა­ღე­ბი დღეს მარ­თ­ლაც ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ მომ­ზა­დე­ბას სკო­ლის­თ­ვის.
ჩვენს სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ახ­ლე არ შე­სუ­ლა, ბა­ღე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში სწავ­ლე­ბა ძვე­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ბავ­შ­ვის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. მა­ინც რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნ­და შე­არ­ჩი­ოს მშო­ბელ­მა ბა­ღი? ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი საბ­ჭო­უ­რი ზე­ი­მე­ბის სი­უხ­ვით თუ იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, რო­მელ­მაც მა­თი შვი­ლი სკო­ლის­თ­ვის უნ­და მო­ამ­ზა­დოს. პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ, სა­სურ­ვე­ლია მშო­ბელ­მა იცო­დეს, რო­გორ მომ­ზა­დე­ბულ ბავშვს ითხოვს პირ­ვე­ლი კლა­სი. ბაღს კი ამი­სათ­ვის დი­დი რე­სურ­სი აქვს — გა­ნუ­ვი­თა­როს სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის პა­ტა­რას ყვე­ლა ის უნა­რი, რო­მე­ლიც პირ­ველ­კ­ლა­სელს სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, მშობ­ლებს მა­ინ­ც­და­მა­ინც გუ­ლი ნუ დას­წყ­დე­ბათ, თუ­კი მათ­მა შვილ­მა ბაღ­ში ზე­იმ­ზე „მთა­ვა­რი რო­ლი“ ვერ მი­ი­ღო, ნურც იმა­ზე, რომ 5 წლის ასაკ­ში სკო­ლა­ში არ მი­იყ­ვა­ნეს. რად­გა­ნაც ვერც ზე­ი­მი იძ­ლე­ვა სა­სურ­ველ შე­დეგს და ვერც 5-წლი­ა­ნი ასა­კის ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში დაშ­ვე­ბა. „სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის ინ­ს­ტი­ტუტ­მა“, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დაკ­ვე­თით, 5 წლის ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვ­ლია. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მშობ­ლე­ბი ხში­რად 5 წლის ბავ­შ­ვე­ბის მზა­ო­ბის ფაქ­ტო­რად ლექ­სე­ბის ცოდ­ნა­სა და ფი­ზი­კურ პა­რა­მეტ­რებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, არა­და ბავ­შ­ვის სას­კო­ლო მზა­ო­ბა მთელ რიგ ფი­ზი­კურ, შე­მეც­ნე­ბით და სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტო­რებს მო­ი­ცავს და მხო­ლოდ ლექ­სე­ბის, ასო­ე­ბის და ციფ­რე­ბის ცოდ­ნით არ გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. იმა­ვე კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, 5-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლებ­ში დაშ­ვე­ბა არას­წო­რად შე­ფას­და.
ბუ­ნებ­რი­ვია,  ჩნდე­ბა კითხ­ვა, რო­ცა არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, რას აკე­თებს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა ამ პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად? სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ 2007 წლი­დან და­იწყო მუ­შა­ო­ბა, შე­იქ­მ­ნა ახა­ლი სტან­დარ­ტი და პროგ­რა­მე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მე­თო­დო­ლო­გია, რო­მე­ლიც სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უნ­და და­ი­ნე­რგოს, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­სა და თა­ვად ბა­ღე­ბის  მე­ტი მონ­დო­მე­ბით შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. 
გა­სულ კვი­რას, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (ჲნჳCჶფ) მხარ­და­ჭე­რით, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — რე­ა­ლო­ბა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი“ გა­ი­მარ­თა.  კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი სწო­რედ  სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის და­სახ­ვა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო ხედ­ვი­სა და პო­ლი­ტი­კის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში.
რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი ნა­ტო ფან­ჩუ­ლი­ძე.

— სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის თე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის უკ­ვე 2007 წლი­დან. ამ პე­რი­ო­დი­დან შე­იქ­მ­ნა არა­ერ­თი მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა, მათ შო­რის  ბავ­შ­ვის ად­რე­ულ ასაკ­ში გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია — ბავ­შ­ვის მრა­ვალ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე შე­მეც­ნე­ბი­თი და ეს­თე­ტი­კუ­რი კუთხით. დო­კუ­მენ­ტ­ში ასა­ხუ­ლია, რა უნ­და იცო­დეს ბავ­შ­ვ­მა სკო­ლა­ში წას­ვ­ლამ­დე ან  რა უნა­რებს უნ­და ფლობ­დეს, ანუ მას­ში ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამ დო­კუ­მენ­ტის შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის შე­იქ­მ­ნა დამ­ხ­მა­რე მე­ო­თო­დო­ლო­გია, რო­გორ წარ­მარ­თონ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე, რომ ბავ­შ­ვ­მა სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მიზ­ნებს მი­აღ­წი­ოს. რა თქმა უნ­და, ეს არ არის დოგ­მა­ტუ­რი მიზ­ნე­ბი, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზას გა­დის და სა­კუ­თა­რი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა. ასე რომ, ეს არ არის მკაც­რი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ავალ­დე­ბუ­ლებს მას­წავ­ლე­ბელს,  ამა თუ იმ შე­დეგ­ზე გა­იყ­ვა­ნოს ბავ­შ­ვი. თუმ­ცა, ეს სა­სურ­ვე­ლი მი­ზა­ნია რომ­ლის­კე­ნაც უნ­და ის­წ­რაფ­ვო­დეს ყვე­ლა აღ­მ­ზ­რ­დე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, შე­იქ­მ­ნა: მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის — სას­წავ­ლო სივ­რ­ცის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­რე­კო­მენ­და­ციო მა­სა­ლა; ბა­ღის გამ­გე­ე­ბის­თ­ვის — სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო; არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის — ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მა­სა­ლა ად­რე­ულ ასაკ­ში და სხვ.
და­მე­თან­ხ­მე­ბით, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ბუ­ნებ­რი­ვია,  ვავ­რ­ცე­ლებთ მა­სა­ლებს, თუმ­ცა ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, არ არის ყვე­ლას­თ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და ძა­ლი­ან და­ბა­ლია ჩარ­თუ­ლო­ბა, ბავ­შ­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50 პრო­ცენ­ტია ჩარ­თუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი სუ­რა­თია — ქა­ლა­ქებ­ში გა­დატ­ვირ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, სოფ­ლებ­ში ბა­ღე­ბის არარ­სე­ბო­ბა. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მელ­საც უცხო­ე­ლი მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბი და სტუმ­რე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.  კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 12 მოხ­სე­ნე­ბა იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ასე­ვე კვლე­ვა, რო­მე­ლიც 5-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მე­ბს წარ­მო­ა­ჩენ­და.
თე­მით — სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ — გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და ად­რე­ულ ასაკ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე (ვგუ­ლიხ­მობ პროგ­რა­მებს, ადა­მი­ა­ნურ-მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­სებს). თუ­კი ეს ად­რე­ულ ასაკ­ში იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, ეს და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა სა­ხელ­მ­წი­ფოს, გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს. ეს არის და­ზო­გი­ლი თან­ხა ჯან­დაც­ვის კუთხით, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­რო ჯან­მ­რ­თე­ლად ვი­თარ­დე­ბი­ან და ყა­ლიბ­დე­ბი­ან, რო­ცა ად­რე­ულ ასაკ­ში ხდე­ბა მათ შე­საძ­ლო პრობ­ლე­მებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა და ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა. კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, თუ ბავ­შ­ვი სრულ­ფა­სო­ვა­ნია და მას ად­რე­ულ ასაკ­ში გან­ვი­თა­რე­ბის უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მო აქვს, ის მეტ წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს ზრდას­რულ ასაკ­ში. თუ­კი ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში იმ უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მი­დის, რაც მას პირ­ვე­ლი კლა­სის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის უკეთ დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა,  ბუ­ნებ­რი­ვია, ის უფ­რო ნა­ყო­ფი­ერ შე­დეგს აჩ­ვე­ნებს. ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შ­ვის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი კარ­გი გა­რე­მო — აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ა.შ. — მას  სწავ­ლის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის­თ­ვის და სა­ერ­თოდ ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ამ­ზა­დებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ჯე­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს  თა­მა­შით ან თა­მაშ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ეს ად­რე­უ­ლი ასა­კია და არ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით გა­დატ­ვირ­თ­ვა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის ასა­კობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, სწო­რედ ამი­ტომ მო­ითხოვს ად­რე­უ­ლი ასა­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ერ მუ­შა­ო­ბას. მის შედ­გე­ნა­ში ჩარ­თუ­ლი უნ­და იყ­ვ­ნენ  ფსი­ქო­ლო­გე­ბი, დარ­გის შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რა­თა ბავ­შ­ვებ­მა თა­ვი იგ­რ­ძ­ნონ კომ­ფორ­ტუ­ლად, უსაფ­რ­თხოდ და, რაც შე­იძ­ლე­ბა, მე­ტი ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნ­დეთ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც აუცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა — სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რომ აღ­მო­იფხ­ვ­რას არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა — მა­გა­ლი­თად, გა­დატ­ვირ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, და­ბა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რაც მრა­ვა­ლი კომ­პო­ნენ­ტით ხა­სი­ათ­დე­ბა.ეს შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს კვე­ბას, უსაფ­რ­თხო­ე­ბას, სა­ნი­ტა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას. სწო­რედ ამ სა­კითხებ­ზე მსჯე­ლო­ბის­თ­ვის გა­ი­მარ­თა  კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­ზეც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მოხ­სე­ნე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ამ მოხ­სე­ნე­ბების შე­დე­გად წა­მოჭ­რილ სა­კითხებ­ზე მსჯე­ლო­ბა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და­ეთ­მო — რა უნ­და გაკეთდეს იმის­თ­ვის, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­იფხ­ვ­რას და ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­ზეც უკ­ვე ვმუ­შა­ობთ, მო­ი­ცავს სფე­როს ორ­გა­ნი­ზე­ბას და აღ­მ­ზ­რ­დე­ლის/მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს, რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი.

— ბუ­ნებ­რი­ვია, კარ­გია, რო­ცა  იქ­მ­ნე­ბა სტან­დარ­ტი და პროგ­რა­მე­ბი, მე­ო­რე და კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ და რა სა­ხით ხდე­ბა მი­სი რე­ა­ლი­ზე­ბა? რამ­დე­ნად შეძ­ლებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ამ სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვას?
— რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ხით ჩვენ უკ­ვე ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ, არ­სე­ბობს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­რო­ში სა­მი ადა­მი­ა­ნი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი — წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბა­ღის გამ­გე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ექ­ს­პერ­ტი. ისი­ნი არ­სე­ბულ მა­სა­ლას, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და მას­შ­ტა­ბის ფარ­გ­ლებ­ში, უწე­ვენ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ანუ რე­გი­ო­ნებ­ში გა­აქვთ და სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რებს ატა­რე­ბენ, რა­თა ად­გი­ლებ­ზე გა­ეც­ნონ აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი/მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ამ სფე­როს მეს­ვე­უ­რე­ბი პროგ­რა­მებ­ში ასა­ხულ რჩე­ვებს, მი­თი­თე­ბებს და მი­ი­ღონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. რა თქმა უნ­და, სტან­დარ­ტით მი­თი­თე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა ეს გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე მა­ინც თუ მოხ­და. თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბელ­მა რომ მი­ი­ღოს სარ­გე­ბე­ლი, რჩე­ვა და და­ნერ­გოს სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ესეც საქ­მეა. მაგ­რამ, ისევ და ისევ, ვი­მე­ო­რებ, რომ ზო­გა­დად რთუ­ლი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია, რად­გან, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, გან­სა­კუთ­რე­ბით  რე­გი­ო­ნებ­ში. ასე­ვე მწვა­ვედ დგას  ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის პრობ­ლე­მაც. ასა­კი თა­ვის­თა­ვად და­საძ­რა­ხი არ არის, მაგ­რამ თუ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი ასა­კო­ვა­ნია, შე­საძ­ლოა პა­ტა­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­ჭირ­დეს, რად­გან ამ ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი დი­ნა­მი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას მო­ითხო­ვენ. ამ­დე­ნად, მხცო­ვან­მა ადა­მი­ან­მა, ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, შე­საძ­ლოა ეს ვერ შეძ­ლოს. ხში­რად ბა­ღის მას­წავ­ლე­ბელს მე­ტი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მო­ეთხო­ვე­ბა — ბავ­შ­ვ­თან ისეთი კო­მუ­ნი­კა­ცია რო­მე­ლიც ბურ­თით თა­მა­შით ან თუნ­დაც სიმ­ღე­რით უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.
ეს ზღვა­რი სტან­დარ­ტ­ში მო­ცე­მუ­ლია. ბავ­შ­ვის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა ნიშ­ნავს რო­გორც ფი­ზი­კური, ისე ეს­თე­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მიმ­ცემ აქ­ტი­ვო­ბებს. სიმ­ღე­რის ელე­მენ­ტის შე­სა­ტა­ნად არ არის აუცი­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვ­თან მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­დი­ო­დეს, ეს ელე­მენ­ტი სწავ­ლის პრო­ცეს­ში, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტი­პურ­მა აღ­მ­ზ­რ­დელ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამ­გ­ვა­რი უნა­რე­ბი­თა და ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი არ­სე­ბო­ბენ რო­გორც უცხო­ეთ­ში, ისე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ამის პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ან ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ან აღ­მ­ზ­რ­დე­ლი იმ მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტი­ენ­ცი­ებს უნ­და ფლობ­დეს, რაც ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სჭირ­დე­ბა.

— ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვას სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი/აღ­მ­ზ­რ­დე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს. ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია თა­ვად ფლობ­დეს სი­ახ­ლეს, რაც უნ­და და­ნერ­გოს. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელს ვერ მოვ­თხოვთ სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შე­დეგს. ბუ­ნებ­რი­ვია, დგე­ბა აღ­მ­ზ­რ­დელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის სა­კითხი. ეს ვი­სი პრე­რო­გა­ტი­ვაა? ვინ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს აღ­მ­ზ­რ­დე­ლის/მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა?
— ამ­ჟა­მად ეს სა­მი­ნის­ტ­როს პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის, ეს ფუნ­ქ­ცია ჩვენ არ გვა­კის­რია. ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და სწო­რედ მათ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, მცი­რე მას­შ­ტა­ბით, რა­საც აკე­თე­ბენ კი­დეც. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი ცენ­ტ­რე­ბი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლია. მა­გა­ლი­თად, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლის ან სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კურ­სი, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, ფა­სი­ა­ნია.

— ჩარ­თუ­ლი არი­ან  თუ არა ამ პრო­ცეს­ში კერ­ძო ბა­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მომ­რავ­ლ­და და მო­სახ­ლე­ო­ბის შეძ­ლე­ბუ­ლი ნა­წი­ლი ბავ­შ­ვის იქ მიყ­ვა­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს?
— ჯერ­ჯე­რო­ბით, ვცდი­ლობთ, სა­ჯა­რო სივ­რ­ცეს­თან გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რა ფორ­მატ­ში მოხ­დეს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და შემ­დ­გომ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს კერ­ძო სექ­ტორ­საც შე­ე­ხე­ბა.

— რა სა­ხით ვრცელ­დე­ბა ეს ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში?
— დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა ჯერ კი­დევ 2007 წელს და­ი­ბეჭ­და და გავ­რ­ცელ­და. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მაც. სა­მი­ნის­ტ­რო­ში შევ­ქ­მე­ნით ინ­ტერ­ნეტ­გ­ვერ­დი, რო­მელ­ზეც აიტ­ვირ­თე­ბა ინ­ფორ­მა­ცია დღე­ვან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი­სა  და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის შე­სა­ხებ, ვებ­გ­ვერ­დ­ზე, ასე­ვე, იქ­ნე­ბა ად­გი­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის­თ­ვის და, რაც მთა­ვა­რია,  ეს ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბად რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს და ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა.

— რა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბია და­გეგ­მი­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?
— ამ კუთხით საკ­მა­ოდ კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გვაქვს. არ­სე­ბობს ერთ-ერ­თი  არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ზე ზრუ­ნავს და მათ­თ­ვის იმ ტი­პის პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს, რაც მათ ად­რე­ულ ასაკ­ში უკეთ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მათ თბი­ლი­სი­სა და რე­გი­ო­ნის ბა­ღე­ბის მას­წავ­ლებ­ლები გა­დაამ­ზა­დე­ს. ეს სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია იმი­სა, რო­გორ ითა­ნამ­შ­რომ­ლოს სა­ჯა­რო სექ­ტორ­მა კერ­ძოს­თან. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ეს არ არის სის­ტე­მა­ში მოყ­ვა­ნი­ლი და, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ პრო­ექ­ტე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის დო­ნე­ზეა. თუმ­ცა, იმე­დი გვაქვს, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი ამ დახ­მა­რე­ბებს უფ­რო მას­შ­ტა­ბურს გახ­დის.

— რას გუ­ლის­ხ­მობთ შემ­დეგ ნა­ბიჯ­ში?
— შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ხედ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბაა. უნ­და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ იმა­ზე, რა გვინ­და და რო­გორ გვინ­და, რომ იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ასა­კობ­რივ ჭრილ­ში. რო­მელ ასაკ­ზე რო­მე­ლი უწყე­ბა იქ­ნე­ბა  უფ­რო კომ­პე­ტენ­ტუ­რი. თუ სკო­ლი­სათ­ვის მზა­ო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ერ­თი წინ­მ­ს­წ­რე­ბი წლის მან­ძილ­ზე, შე­იძ­ლე­ბა 5-წლი­ან­თათ­ვის შე­მუ­შავ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის პროგ­რა­მა და ეტა­პობ­რი­ვად გავ­ხა­დოთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო. პირ­ველ ეტაპ­ზე, შე­საძ­ლოა ბავ­შ­ვე­ბის გარ­კ­ვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე გა­მო­ი­ცა­დოს და შემ­დ­გომ­ში მა­თი რიცხ­ვი გა­ი­ზარ­დოს, რომ ამით სკო­ლი­სათ­ვის მზა­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თან­ხ­ვედ­რა უნ­და იყოს პირ­ვე­ლი კლა­სის პროგ­რა­მას­თა­ნაც.

— გა­მო­დის, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა მოწყ­ვე­ტი­ლია სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მას, ანუ კავ­ში­რი ამ სა­ფე­ხუ­რებს შო­რის დარ­ღ­ვე­უ­ლია?
— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მოწყ­ვე­ტი­ლია. კერ­ძო სკო­ლებ­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კლა­სე­ბის შექ­მ­ნის ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩ­ნე­ვა, ანუ კერ­ძო სექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას ამით უპა­სუ­ხა. მათ, თა­ვი­სი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­სურ­ვე­ლია პირ­ველ კლას­ში მოს­ვ­ლამ­დე ბავ­შ­ვი მე­ტად იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ჩვენ არ ვართ სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი კერ­ძო სკო­ლე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ჯგუ­ფე­ბის პროგ­რა­მებ­ზე. შე­საძ­ლოა ეს კარ­გი აქ­ტი­ვო­ბაა.

— ბა­ღებ­ში აღ­საზ­რ­დელ­თა ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა გა­სულ წლებ­ში იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი ფა­სი­ა­ნი იყო. წელს, რო­ცა ბა­ღებ­ში უფა­სო სწავ­ლე­ბა გა­მოცხად­და, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ბავ­შ­ვი მი­ვი­და.  რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ეს სეგ­მენ­ტი მეტ ყუ­რადღე­ბა­სა და სე­რი­ო­ზულ რე­ფორ­მი­რე­ბას ხომ არ სა­ჭი­რო­ებს?
— ზო­გა­დი გა­ნაცხა­დი შე­იძ­ლე­ბა ასე გა­კეთ­დეს, სტა­ტის­ტი­კაც არ არ­სე­ბობს. ეს სა­კითხი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია, ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით,  მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბა­ღებ­ში მარ­თ­ლაც გა­ი­ზარ­და. რა თქმა უნ­და, ნა­წი­ლობ­რივ, უფა­სო სწავ­ლე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა. თუნ­დაც, 5 წლის ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებს ურ­ჩევ­ნი­ათ სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნონ შვი­ლე­ბი და არა ბაღ­ში.
რე­ფორ­მი­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი და რთუ­ლი ამო­ცა­ნაა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ისევ ფი­ნან­სებ­თან მი­დის — აქვს თუ არა სა­ხელ­მ­წი­ფოს ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ყვე­ლა ბავ­შ­ვი მი­ი­ღოს მო­სამ­ზა­დე­ბელ ჯგუფ­ში, ან მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა სა­ერ­თოდ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ჯგუ­ფი, თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და მი­ექ­ცეს ამ სფე­როს ყუ­რადღე­ბა — იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა, თუ დო­კუ­მენ­ტის შექ­მ­ნა, რა­საც ბევ­რი კომ­პე­ტენ­ტუ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის ერ­თად მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და იცო­დე, რას ახორ­ცი­ე­ლებ. სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კად სკო­ლა­ში 5-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბის დაშ­ვე­ბაც შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს  და რა ხდე­ბა შემ­დეგ? ერთ-ერ­თი კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ბავ­შ­ვი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო არ აღ­მოჩ­ნ­და  იმი­ტომ, რომ მათ ნაკ­ლე­ბი ნე­ბე­ლო­ბა, ყუ­რადღე­ბის ნაკ­ლე­ბი კონ­ცენ­ტ­რა­ცია და რი­გი სხვა უკუ­ფაქ­ტო­რი ჰქონ­დათ.

— სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ ად­რე­უ­ლი ასა­კის გა­ნათ­ლე­ბა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­ნა­პი­რო­ბებს შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს — გა­ცი­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან ის ბავშ­ვე­ბი სკო­ლებ­ში და შემ­დ­გომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ვინც ბაღ­ში და­დი­ო­და. ხომ არ იგეგ­მე­ბა ამ ორი რგო­ლის მე­ტად და­კავ­ში­რე­ბა, მა­თი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის თან­ხ­ვედ­რა და ამით გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა?
— ეროვ­ნუ­ლი ხედ­ვის დო­კუ­მენ­ტის გან­საზღ­ვ­რა­ში ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, უწყე­ბამ, თუ პი­როვ­ნე­ბამ უნ­და მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვის­თა­ნაც ეს უშუ­ა­ლო  კავ­შირ­შია. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს უკავ­შირ­დე­ბა,  ჩვე­ნი სამ­მარ­თ­ვე­ლოც სწო­რედ ამი­ტო­მაა სა­მი­ნის­ტ­რო­ში. კი­დევ ერ­თხელ გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, ისევ და ისევ, 5-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბის მიყ­ვა­ნა სკო­ლა­ში — რამ­დე­ნად შე­სა­ფე­რი­სია მათ­თ­ვის პირ­ვე­ლი კლა­სის პროგ­რა­მა თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა უნ­და და­ი­გეგ­მოს? ასე­თი ნი­უ­ან­სე­ბი აუცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. უმ­ჯო­ბე­სია მათ თა­მა­შით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ან თა­მაშ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი მი­ე­წო­დე­ბო­დეს, რაც დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო, რომ ამას სხვა სივ­რ­ცე, გა­რე­მო და ფორ­მა­ტი სჭირ­დე­ბა, რა­საც დღეს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის პირ­ვე­ლი კლა­სი ვერ პა­სუ­ხობს.

ესა­უბ­რა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N