გამოდის 1998 წლიდან
2017-05-25
რე­ვი­ზი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი


გვე­სა­უბ­რე­ბა მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა,
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის
სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი

ვიწყებთ ახალ რუბ­რი­კას „ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა“, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის (I-VI კლა­სე­ბი) რე­ვი­ზი­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დე­ტა­ლუ­რად გაც­ნო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.
შე­მოგ­თა­ვა­ზებთ წე­რი­ლებს ახალ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბე­ზე და, რად­გან სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ვა­დამ 2018-19 სას­წავ­ლო წლის­თ­ვის გა­და­ი­წია, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­გაც­ნობთ პი­ლო­ტი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­სა და შუ­ა­ლე­დურ შე­დე­გებს.
გთა­ვა­ზობთ შემ­დე­გი სა­ხის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას: საგ­ნობ­რივ­მა კა­თედ­რებ­მა, პე­და­გო­გებ­მა მოგ­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია თქვენ­თ­ვის სა­სურ­ველ თე­მებ­სა და იმ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვ­წე­როთ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტით ან ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ხელ­შე­საწყო­ბად, პე­და­გო­გებს ასე­ვე ვთა­ვა­ზობთ, ჩვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­უ­ზი­ა­რონ ერ­თ­მა­ნეთს ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი თუ ხარ­ვე­ზე­ბი.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად მომ­ზა­დე­ბუ­ლი რუბ­რი­კა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხელს შე­უწყობს ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ხილ­ვის სა­ჯა­რო­ო­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას.

რა­ტომ შე­იც­ვა­ლა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ის­ტო­რია ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი არ არის. გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლებ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბი აქვთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 30-40 წლის წინ და­იწყეს რე­ფორ­მა და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა. ამი­ტომ, 10 წე­ლი არ არის დი­დი პე­რი­ო­დი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, ვცვლი­დით, დი­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და, სა­ნამ თვი­თონ რე­ვი­ზია და­იწყე­ბო­და — იმარ­თე­ბო­და შეხ­ვედ­რე­ბი სკო­ლებ­ში კა­თედ­რებ­თან, პე­და­გო­გი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან; სკო­ლებ­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და წე­რი­ლე­ბი შე­კითხ­ვით, ვთქვათ, რას შეც­ვ­ლიდ­ნენ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, რის და­მა­ტე­ბას ისურ­ვებ­დ­ნენ, რა მუ­შა­ობ­და კარ­გად და რა არა. მარ­თა­ლია, ზოგ­ჯერ, ტრა­ფა­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი მო­დი­ო­და, მრავ­ლად იყო სა­ინ­ტე­რე­სო რე­კო­მენ­და­ცია, ყვე­ლას მინ­და ამის­თ­ვის მად­ლო­ბა ვუთხ­რა.
გარ­და ამი­სა, ჩა­ვა­ტა­რეთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი, 2013-15 წლებ­ში, რაც უშუ­ა­ლოდ კლას­ში დაკ­ვირ­ვე­ბას გუ­ლის­ხ­მობს — რო­გორ ხდე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის საკ­ლა­სო ოთახ­ში რე­ა­ლი­ზე­ბა. ამან კარ­გად დაგ­ვა­ნა­ხა, რა პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, რა უჭირთ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვენს პე­და­გო­გებს და ამის მი­ხედ­ვით და­ი­გეგ­მა უკ­ვე რე­ვი­ზია.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­სია და მიზ­ნე­ბი
ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში გაჩ­ნ­და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის  სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­სია და მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად და­ე­ფუძ­ნა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებს. თქვენ იცით, რომ 2004 წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­თან­ხ­მ­და, თუ რო­გო­რი მო­ქა­ლა­ქე უნ­და აღ­ზარ­დოს სკო­ლამ და ეს გა­მო­ი­ხა­ტა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­ში. პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მაც ამ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნებს ეფუძ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მე­სა­მე თა­ო­ბის ახალ, რე­ვი­ზი­რე­ბულ გეგ­მა­ში ის კი­დევ უფ­რო მკა­ფი­ოდ და სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ფორ­მით გა­მო­იკ­ვე­თა, რამ­დე­ნი­მეს და­გი­სა­ხე­ლებთ: კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის და­ფა­სე­ბის და მას­ზე ზრუნ­ვის უნა­რი; ენობ­რი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­აზ­რე­ბის და და­ფა­სე­ბის უნა­რი; ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი; კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის, კვლე­ვის უნა­რე­ბი. ამ უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე ყვე­ლა სა­გან­მა უნ­და იმუ­შა­ოს, მა­გა­ლი­თად, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბის უნარ­ზე დიდ­წი­ლად მა­თე­მა­ტი­კამ უნ­და იმუ­შა­ოს; სამ­ყა­როს ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ქ­მის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას ხე­ლოვ­ნე­ბა და ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის საგ­ნე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა; ახალ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან, ცვლად მოთხოვ­ნებ­თან ადაპ­ტი­რე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი და ა.შ.
ამ მიზ­ნებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, თი­თო­ე­ულ­მა სა­გან­მა გან­საზღ­ვ­რა თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი სა­ფე­ხუ­რის ფარ­გ­ლებ­ში, და — სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი შე­დე­გე­ბი, რაც იგი­ვე მიზ­ნე­ბია, ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი უფ­რო ოპე­რა­ცი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე. ის, რაც გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დო­ნე­ზე, შე­სა­ბა­მი­სად და­ი­სა­ხა უკ­ვე თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის დო­ნე­ზე, ანუ რი­სი მიღ­წე­ვა გვსურს თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რო­გორ მი­აღ­წი­ოს თი­თო­ე­ულ­მა სა­გან­მა და ყვე­ლამ ერ­თად ამ მიზ­ნებს.

ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი
რა­ტომ გა­კეთ­და ასე­თი მკა­ფიო აქ­ცენ­ტი მიზ­ნე­ბის გან­საზღ­ვ­რა­სა და მათ იერარ­ქი­ა­ზე — მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც პე­და­გო­გებს უჭირ­დათ, ეს იყო გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის და­ნახ­ვა, რა­ზეც მე­რე მთე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნ­და აიგოს. სკო­ლა ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნაა, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და ეროვ­ნულ­მა სას­წავ­ლო გეგ­მამ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას მწყობ­რი და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი უნ­და მის­ცეს, გარ­კ­ვე­ულ სტრუქ­ტუ­რა­ში უნ­და ჩას­ვას. ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ არ ხდე­ბო­და გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი აკე­თებ­დ­ნენ, მა­გა­ლი­თად, პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, გაკ­ვე­თი­ლიც თით­ქოს ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი იყო, მაგ­რამ ეს ცალ­კე, თა­ვის­თა­ვად კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და უმ­თავ­რეს სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს, რა­საც ამა თუ იმ საგ­ნის სწავ­ლე­ბა უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს.
სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას უნ­და ეფუძ­ნე­ბო­დეს, ყვე­ლა სა­განს თა­ვი­სი გა­წე­რი­ლი მიზ­ნე­ბი უნ­და ჰქონ­დეს. რო­გორც წე­სი, სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, გად­მო­კო­პი­რე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­დან მეტ-ნაკ­ლე­ბი მცი­რე­ო­დე­ნი ცვლი­ლე­ბით და ამის გა­მო ყვე­ლა სკო­ლის სას­წავ­ლო გეგ­მა ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით სა­ა­თობ­რივ ბა­დეს. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე მი­მარ­თ­ვას და ორი­ენ­ტი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბის ნაც­ვ­ლად, სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი შე­დე­გე­ბის შე­მო­ტა­ნაც. სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი შე­დე­გე­ბი ძი­რი­თა­დად უფ­რო უნა­რე­ბია, თუმ­ცა ცხა­დია ჩანს საგ­ნის სპე­ცი­ფი­კაც. დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი ასეა მოწყო­ბი­ლი — გვაქვს ჳ-ჳვ კლა­სე­ბის მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი, ანუ ჴbjectives, რა­ზეც უნ­და იმუ­შა­ოს პე­და­გოგ­მა (ასე­ვე — ვ-ვჳ კლა­სე­ბის შე­დე­გე­ბი). ეს რას ნიშ­ნავს? მე ამ შე­დე­გებ­ზე (რაც უნა­რე­ბის სა­ხით არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი) ვმუ­შა­ობ პირ­ველ კლას­ში, მე­ო­რე­შიც, მე­სა­მე­შიც და მე­ოთხე­შიც, უბ­რა­ლოდ იც­ვ­ლე­ბა ში­ნა­არ­სი. ალ­ბათ, სა­გა­ნი „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ იწ­ვევს ყვე­ლა­ზე დიდ ინ­ტე­რესს და მა­გა­ლითს აქე­დან მო­ვი­ტან. მა­გა­ლი­თად, „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მე­ო­რე შე­დე­გია: მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს ასა­კის შე­სატყ­ვი­სი ზნე­ობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ეთი­კის ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბა — ამა­ზე იმუ­შა­ვებს პე­და­გო­გი მე­სა­მე კლას­შიც და მე­ოთხე კლას­შიც, ოღონდ სხვა­დას­ხ­ვა თე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. მე­სა­მე კლას­ში, მა­გა­ლი­თად, სა­მი თე­მაა: „ჩე­მი ოჯა­ხი“, „სკო­ლა, მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­ტო­ლე­ბი“ და „თე­მი, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ“. მე­ოთხე კლას­ში უკ­ვე სხვა თე­მე­ბი შე­მო­დის, მა­გა­ლი­თად: „სად და რო­გორ ვი­ღებ გა­ნათ­ლე­ბას“, „მე­დია და ინ­ფორ­მა­ცია“. ეს შე­დე­გე­ბი გამ­ჭო­ლია და მუ­შავ­დე­ბა მთე­ლი სა­ფე­ხუ­რის მან­ძილ­ზე. აი, ამ პრინ­ცი­პით შე­ვე­ცა­დეთ, აგ­ვე­გო სას­წავ­ლო გეგ­მა.
გარ­და ამი­სა, სას­წავ­ლო გეგ­მა ორ დიდ ნა­წი­ლად dავ­ყა­ვით — საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტი, სა­დაც მოთხოვ­ნე­ბია და­ყე­ნე­ბუ­ლი და წლი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლია. წლი­უ­რი პროგ­რა­მე­ბით შე­ვე­ცა­დეთ, გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ერთ-ერ­თი გზა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად სკო­ლამ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი წლი­უ­რი პროგ­რა­მა შე­ი­მუ­შა­ოს. თუმ­ცა, ვის­თ­ვი­საც ეს სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს, შე­უძ­ლია ჩვე­ნი წლი­უ­რი პროგ­რა­მით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნი­მუ­შე­ბი საკ­ლა­სო და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის. რა თქმა უნ­და, ეს არ გა­მო­რიცხავს იმას, რომ პე­და­გოგ­მა შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც მო­ი­ფიქ­როს და თვი­თონ იზ­რუ­ნოს, ვთქვათ, იმა­ვე სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა­ზე. ჩვენ გვინ­დო­და, აუცი­ლებ­ლად მიგ­ვე­ცა რა­ღაც გე­ზი — ეს არის ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ახ­ლე.

ახა­ლი სა­გა­ნი
ზო­გა­დად სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა საკ­მა­ოდ გაძ­ლი­ერ­და. და­ნერ­გ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ კლას­ში, რე­ა­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა სხვა საგ­ნებ­ში, მაგ. ქარ­თულ­ში, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში — ვერ ხდე­ბა, რად­გან მოქ­მედ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში სწავ­ლე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ხით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოქ­მე­დი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ ჳხ-ხ კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბა. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ჳჳჳ-ჳვ კლა­სებ­ში შე­მოგ­ვე­ტა­ნა (თუმ­ცა, ვი­სურ­ვებ­დი, კი­დევ უფ­რო ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან დაწყე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­გაკ­ვე­თი­ლო ბა­დეც შეზღუ­დუ­ლია) სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ჯგუ­ფის სა­გა­ნი „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“.
ორ­სა­ა­თი­ა­ნი დატ­ვირ­თ­ვით, მე­ოთხე კლას­ში ის­წავ­ლე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს კომ­პო­ნენ­ტი მთლი­ა­ნად შე­ვი­და ახალ სა­გან­ში. სა­გა­ნი გუ­ლის­ხ­მობს ის­ტო­რი­ულ და გე­ოგ­რა­ფი­ულ უნა­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა­საც, თუმ­ცა „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“ წამ­ყ­ვა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტია. ძა­ლი­ან დი­დი მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, რომ სექ­ტემ­ბ­რი­დან შე­ვი­დო­და სკო­ლებ­ში, მაგ­რამ რა­კი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ვერ მო­ეს­წ­რო, მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის გა­და­ი­დო მთლი­ანდ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის და მათ შო­რის ამ საგ­ნის და­ნერ­გ­ვაც. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა, ამი­ტომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს მე­ტი დრო მი­ე­ცათ, რომ შექ­მ­ნან ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, მე­ტი დრო და­ეთ­მოს მათ შე­ფა­სე­ბა­სა და უკუ­კავ­შირ­საც, რა­თა შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში და­იხ­ვე­წოს. მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი გან­თავ­ს­დეს სა­ჯა­როდ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­ერ­თოს გან­ხილ­ვა­ში. ესეც, რა თქმა უნ­და, ხელს შე­უწყობს მთე­ლი ამ პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბას. რაც უნ­და ვი­ძა­ხოთ, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ერთ-ერ­თი დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სია, პე­და­გო­გე­ბი ძი­რი­თა­დად მა­ინც მას­ზე არი­ან დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი და კარ­გი ორი­ენ­ტი­რე­ბი მის­ცეს პე­და­გოგს.
„ჩე­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო“, რო­მე­ლიც „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ერ­თ­გ­ვა­რი გაგ­რ­ძე­ლე­ბაა, მოქ­მე­დი სას­წავ­ლო გეგ­მით ის­წავ­ლე­ბა და ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გე­ოგ­რა­ფი­ულ და ის­ტო­რი­ულ უნა­რებ­ზე კეთ­დე­ბა. აქაც ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ შე­მო­ვი­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. სა­მო­მავ­ლოდ, გა­და­მუ­შა­ვე­ბულ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საგ­ნის სა­ხით შე­ვა ვჳჳ-ვჳჳჳ კლა­სებ­ში, ჳხ-ში ამ­ჟა­მა­დაც არის და მო­მა­ვალ­შიც დარ­ჩე­ბა.

შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა
ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ში და ესეც მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­ი­ნერ­გე­ბა. დღეს მოქ­მე­დი სას­წავ­ლო გეგ­მით ჳ-ჳვ კლა­სებ­ში, გვაქვს მხო­ლოდ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და ნიშ­ნით შე­ფა­სე­ბა შე­მო­დის ვ კლა­სი­დან. აქ გარ­კ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს ვაწყ­დე­ბით. ბავ­შ­ვე­ბი, მე­ოთხე კლა­სამ­დე, მო­დი­ან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლე­ბი და უცებ, მე­ხუ­თე კლას­ში, ახა­ლი პე­და­გო­გე­ბის ხელ­ში „ეჯა­ხე­ბი­ან“ იმ რე­ა­ლო­ბას, რომ უკ­ვე ნი­შა­ნი იწე­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ქუ­ლაა, მაგ­რამ არ არის ათი­ა­ნი. ეს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლია. რაც მთა­ვა­რია, მე­ხუ­თე კლას­ში ეც­ვ­ლე­ბათ მას­წავ­ლე­ბე­ლიც, ბავ­შ­ვე­ბი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არ არი­ან ახალ პე­და­გოგს და ეს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სია მათ­თ­ვის. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მე­ხუ­თე კლა­სის პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში, სა­ნამ შე­ეჩ­ვე­ვი­ან პე­და­გოგს და, თა­ვის მხრივ, პე­და­გო­გი გა­იც­ნობს მოს­წავ­ლე­ებს, არ მოხ­დეს ქუ­ლით შე­ფა­სე­ბა. მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან, რო­დე­საც და­იწყე­ბა ნიშ­ნე­ბის წე­რა, ეს პე­და­გო­გიც ერ­თ­გ­ვა­რად პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აიღებს იმ ნას­წავლ მა­სა­ლა­ზე, იმ ცოდ­ნა­ზე, რაც მან გა­დას­ცა მოს­წავ­ლე­ებს პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში. ვფიქ­რობთ, ამ­გ­ვა­რად უფ­რო უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ მოხ­დე­ბა გან­მ­საზღ­ვ­რელ შე­ფა­სე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა.
ასე­ვე პრობ­ლე­მა იყო და ხში­რად გვეს­მო­და, რომ ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან ბევრ და­ვა­ლე­ბას აძ­ლევ­დ­ნენ, მა­გა­ლი­თად მა­თე­მა­ტი­კა­ში — შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ასი მა­გა­ლი­თი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბად. ვფიქ­რობთ, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე უფ­რო მე­ტი დატ­ვირ­თ­ვა უნ­და მო­დი­ო­დეს საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ზე, ვიდ­რე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა­ზე. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ვი­თა­რე­ბა ცო­ტა შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას არ ვა­უქ­მებთ, მაგ­რამ ჳ-ვჳ კლა­სის ჩათ­ვ­ლით, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა­ში არ იქ­ნე­ბა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა.

რამ­დე­ნად დაძ­ლე­ვა­დია სას­წავ­ლო გეგ­მა
მუდ­მი­ვად მი­დის იმა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა, რომ გა­ნიტ­ვირ­თოს და გა­მარ­ტივ­დეს საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის მომ­ხ­რე ვართ, მაგ­რამ არა გაპ­რი­მი­ტი­უ­ლე­ბის. ამა­ვე დროს, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩარ­თუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეროვ­ნულ შე­ფა­სე­ბებ­ში. ეს კვლე­ვე­ბი გარ­კ­ვე­ულ მოთხოვ­ნებს აყე­ნებს მოს­წავ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე. თუ­კი იმ­დე­ნად გა­ვა­მარ­ტი­ვებთ მოთხოვ­ნებს, რომ ძა­ლი­ან ავ­ც­დე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­კითხა­ვენ და მოთხო­ვენ იმას, რაც ჩვენ­თან არ ის­წავ­ლე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გ­ში ვე­რას­დ­როს მი­ვაღ­წევთ სა­სურ­ველ შე­დე­გებს. ვფიქ­რობ, ეს ფაქ­ტო­რიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. ამი­ტომ, ცალ­სა­ხად გა­მარ­ტი­ვე­ბა კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დით ში­ნა­არ­სის გან­ტ­ვირ­თ­ვას. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა სწო­რედ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბის ნაც­ვ­ლად, სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი შე­დე­გე­ბის შე­მო­ღე­ბა და ძი­რი­თა­დად უნა­რე­ბის ენა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ამ უნა­რებ­ზე მუდ­მი­ვად უნ­და მუ­შა­ობ­დეს პე­და­გო­გე­ბი ცვა­ლე­ბად ში­ნა­არ­ს­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით.
უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის თვალ­საზ­რი­სით. მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ და­გეგ­მილ და მიღ­წე­ულ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას შო­რის არ­სე­ბი­თი სხვა­ო­ბაა. მე-9 კლას­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის დაძ­ლე­ვას, მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე, მა­თე­მა­ტი­კა­ში მოს­წავ­ლე­თა 30,3%; ფი­ზი­კა­ში 34,8%, ქი­მი­ა­ში 49,1%, ხო­ლო ბი­ო­ლო­გი­ა­ში 13,3% ვერ ახერ­ხებს.
კვლე­ვამ და­ბა­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა იმ და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც მსჯე­ლო­ბას და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნარს მო­ითხოვს.
ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და წინ წა­მოვ­წი­ოთ პრობ­ლე­მუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბი საგ­ნობ­რივ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის კუ­რი­კუ­ლუ­მი არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა — რი­თიც ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ის­წავ­ლი­ან ბავ­შ­ვე­ბი, იგი­ვე შე­ვა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში. რო­გორც კი დამ­თავ­რ­დე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი, ისი­ნი ითარ­გ­მ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის ენებ­ზე და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­შიც ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით და­იწყე­ბა სწავ­ლე­ბა. იქაც გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­ულ სკო­ლამ­დე სი­ახ­ლე­ე­ბის კარ­გად მი­ტა­ნა, მი­თი­თე­ბა, რა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლონ ყუ­რადღე­ბა, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და ახალ გეგ­მა­ში, რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.
მშობ­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბა
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის სა­გაკ­ვე­თი­ლო ბა­დე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლია, რად­გან სხვა საგ­ნებ­თან ერ­თად ის­წავ­ლე­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ენაც (მშობ­ლი­უ­რი ენა). თუმ­ცა სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვთ თბი­ლი­სის და რე­გი­ო­ნის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებს. მა­გა­ლი­თად, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში სკო­ლის მოს­წავ­ლემ უფ­რო კარ­გად იცის მშობ­ლი­უ­რი, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი აქვს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ფლო­ბის კუთხით.
ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს, მშობ­ლი­უ­რი ენის შეს­წავ­ლი­სას, მი­ვე­ცით მოქ­ნი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა — 3-დან 5 სა­ა­თამ­დე. თვი­თონ სკო­ლას/პე­და­გოგს შე­უძ­ლია გა­დაწყ­ვი­ტოს, რამ­დე­ნი სა­ა­თი და­უთ­მოს მშობ­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბას (მით უფ­რო, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სხვა დის­ციპ­ლი­ნე­ბის სწავ­ლე­ბაც ამ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს).
ზო­გა­დად პირ­ვე­ლი კლა­სის პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში ამო­ვი­ღეთ უცხო­უ­რი ენა (ეს ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­საც ეხე­ბა). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბას არც მოქ­მე­დი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით ვითხოვთ, პე­და­გო­გე­ბი მა­ინც ან­ბა­ნის შე­ტა­ნით იწყე­ბენ ხოლ­მე, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან და­ვიწყოთ უცხო­უ­რი ენის სწავ­ლე­ბა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მაც ძა­ლი­ან გან­ტ­ვირ­თუ­ლი იყოს, მე­ტი აქ­ცენ­ტი ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე გა­კეთ­დეს.
სი­ახ­ლეა ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბი­სას. თქვენ იცით, რომ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს ურიგ­დე­ბათ ბუ­კე­ბი და პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რი ერ­თ­გ­ვა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დია — რო­გორ ას­წავ­ლონ ბუ­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა და კლას­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. იყო სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მირ­ჩევ­ნია ეს სა­ა­თე­ბი სხვა სა­განს და­ვა­მა­ტო (თა­ვის დრო­ზე მა­თე­მა­ტი­კას მო­აკ­ლ­და ეს სა­ა­თე­ბი), ამი­ტომ სკო­ლებს მი­ვე­ცით თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვი­საც აქვს ინ­ფორ­მა­ცი­ულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, და­ტო­ვებს პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში, ვი­საც არა — ამ სა­ა­თებს და­უ­მა­ტებს მა­თე­მა­ტი­კას. პე­და­გო­გი თვი­თონ მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ერ­თ­გ­ვა­რი სა­ძირ­კ­ვე­ლია, ბა­ზი­სია, რა­ზეც უნ­და და­შენ­დეს შემ­დეგ შე­ნო­ბა, ანუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი. ამ პრო­ცეს­ში ბევ­რი მხა­რეა ჩარ­თუ­ლი — პე­და­გო­გი, სა­სწავ­ლო რე­სურ­სე­ბი, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო და ა.შ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პე­და­გო­გის და­ხე­ლოვ­ნე­ბა და ის, თუ რა მე­თო­დით ას­წავ­ლი, რა სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და სხვ. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს პე­და­გო­გებს გა­დამ­ზა­დე­ბით და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნით და მათ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბით. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი და კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­კითხია ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში. ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზეა, მაგ­რამ ის რომ კლას­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს, სა­ჭი­როა სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა: სა­მი­ნის­ტ­რო­ს, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის, სკო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტის და ა.შ.
თქვენ იცით, რომ ეს­ტო­ნეთ­მა საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა ჵჳSა-ს კვლე­ვა­ში. ისი­ნი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში, ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით — პირ­ველ ად­გილ­ზე, ხო­ლო მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით — მე­სა­მე ად­გილ­ზე არი­ან. ზო­გა­დად საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი აქვთ. რე­ა­ლუ­რად სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის რე­ვი­ზია ეს­ტო­ნელ ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ელ­და, ძა­ლი­ან მჭიდ­როდ ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლეთ. გვეხ­მა­რე­ბი­ან და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­შიც.
რად­გან წელს ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სკო­ლებ­ში არ შე­დის, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, და­ნერ­გ­ვის პი­ლო­ტი­რე­ბა ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. შე­ვარ­ჩი­ეთ 15 სკო­ლა (თბი­ლი­სის და რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლე­ბი) და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მო­ვამ­ზა­დოთ მა­თი პე­და­გო­გე­ბი და გა­და­ვამ­ზა­დოთ დი­რექ­ტო­რე­ბი. მათ­თ­ვის სას­წავ­ლო ტუ­რი გან­ხორ­ცი­ელ­და ეს­ტო­ნეთ­ში, ისი­ნი ტა­ლი­ნის 5 სკო­ლას ეს­ტუმ­რ­ნენ, გა­იც­ნეს და და­უ­მე­გობ­რ­დ­ნენ კო­ლე­გებს. ად­გილ­ზე­ვე ნა­ხეს, რო­გორ ხდე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა, სი­ახ­ლე­ე­ბის შე­ტა­ნა, სკო­ლის სას­წავ­ლო გეგ­მის აგე­ბა ეროვ­ნულ გეგ­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რო­გორ ხდე­ბა კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კლას­ში. ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი ძა­ლი­ან გახ­ს­ნი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, კარ­გად ჩაგ­ვა­ხე­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვთ, რო­გორ ძლე­ვენ სირ­თუ­ლე­ებს და ა.შ.
პი­ლო­ტი­რე­ბის­თ­ვის არ­ჩე­ვა­ნი შე­ვა­ჩე­რეთ ახალ სა­გან­ზე „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც გა­ვა­კე­თებთ ერ­თ­გ­ვარ მო­დელს — რო­გო­რი უნ­და იყოს კუ­რი­კუ­ლუმ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გი და შემ­დეგ ამას გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა საგ­ნის­თ­ვის. პე­და­გო­გებს, კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მე­ბის მა­გა­ლით­ზე, ად­გილ­ზე­ვე და­ვა­გეგ­მი­ნებთ და ვაჩ­ვე­ნებთ, რო­გორ შე­ად­გი­ნონ მთე­ლი წლის, გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი და რო­გორ მო­ამ­ზა­დონ თა­ვად­ვე სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი. სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბ­რი­დან 15-ვე სკო­ლა­ში და­იწყე­ბა პი­ლო­ტი­რე­ბა. მარ­თა­ლია, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ამ საგ­ნის­თ­ვის ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის, მაგ­რამ ყვე­ლა სა­გან­ში თი­თო­ე­ულ შე­დეგ­სა და თე­მა­ზე სა­მუ­შა­ოდ მი­ცე­მუ­ლი გვაქვს აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნი­მუ­შე­ბი. პე­და­გო­გებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვად მო­ი­ფიქ­რონ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბიც, მო­ი­ძი­ონ რე­სურ­სე­ბი ან თვი­თონ­ვე შექ­მ­ნან. გარ­და ამი­სა, 2017 წელს და­გეგ­მი­ლი გვაქვს ყვე­ლა საგ­ნის­თ­ვის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვის მომ­ზა­დე­ბა და შე­ვეც­დე­ბით, ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად იყოს ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუ რო­გორ მოხ­დეს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მის შე­დე­გებ­ზე მუ­შა­ო­ბა კლას­ში.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N