გამოდის 1998 წლიდან
2017-06-08
ავერეტის საავიაციო უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 რა­ტი ზედ­გი­ნი­ძე და­ბა ას­პინ­ძის სკო­ლის 2017 წლის ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია. ხჳჳბ კლა­სის მოს­წავ­ლემ TOEFL-ის და SAT-ის გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კერ­ძოდ, ვირ­ჯი­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ დენ­ვი­ლის AVERETT-ის სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რიცხა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­მი­სი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, რა­ტი, რო­გორც ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე, 20 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რით და­ფი­ნან­ს­და, რაც ოთხი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 80 000 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს. სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, რა­ტი ზედ­გი­ნი­ძის სწავ­ლა სრუ­ლად და­ფი­ნან­ს­დე­ბა.
რამ­დე­ნი­მე წლის წინ, 17 წლის რა­ტის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი, ოც­ნე­ბა კი პი­ლო­ტო­ბა გახ­და, მას შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ავი­ა­ცი­ას და­უ­კავ­ში­რა. ინ­ტერ­ნეტ­ში ეძებ­და და კითხუ­ლობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ავი­ა­ცი­ის, მფრი­ნა­ვე­ბი­სა და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის შე­სა­ხებ. მი­სი კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო იხ­სე­ნებს, თუ რამ­დენ­ჯერ შე­უ­ნიშ­ნავს რა­ტი დას­ვე­ნე­ბა­ზე, სკო­ლის დე­რე­ფან­ში, გაშ­ლი­ლი ხე­ლე­ბით ჩა­იქ­რო­ლებ­და და ამით თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებ­და. სულ მფრი­ნა­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, სხვა არა­ფე­რი უნ­დო­და. ოც­ნე­ბა რომ რე­ა­ლო­ბად ექ­ცია, არაერ­თი რთუ­ლი ეტა­პი უნ­და გა­ევ­ლო. პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბას ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი შრო­მა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა უძღო­და წინ. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი რა­ტიმ ფოს­ტით წე­რი­ლი მი­ი­ღო:
ახ­ლა თქვე­ნი დროა
ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი — და­არ­ს­და 1859წ.
27 მარ­ტი, 2017 წე­ლი
რა­ტი ზედ­გი­ნი­ძე, ას­პინ­ძა, სა­ქარ­თ­ვე­ლო
 „ძვირ­ფა­სო რა­ტი,
გი­ლო­ცავთ! ჩვენ გიწ­ვევთ თქვენ, რა­თა შე­მო­უ­ერ­თ­დეთ ჩვენს აკა­დე­მი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ჩა­რიცხ­ვა Averett-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი ფე­ხი ავე­რე­ტის 2021 წლის სას­წავ­ლო კურ­ს­ზე!
ასე­ვე ჩვენ სი­ა­მა­ყით გვინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­ტი­პენ­დიო კო­მი­ტე­ტის კარგ რე­კო­მენ­და­ცი­ას­თან ერ­თად, თქვენ და­ჯილ­დოვ­დით  პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ით, რო­მელ­საც 2017-2018 წლებ­ში მი­ი­ღებთ. თქვე­ნი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ი­ღებთ 20 000 დო­ლარს ყო­ველ წელს, 80 000 დო­ლარს — 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­ნახ­ლ­დე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, მყა­რად იდ­გეთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სრუ­ლი სტა­ტუ­სი და მი­აღ­წი­ოთ აკა­დე­მი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბამ­დე.
ეს არის ბრწყინ­ვა­ლე დრო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ჩვენც ასე­ვე აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ იმის ცოდ­ნით, თუ რამ­დე­ნად ნა­ყო­ფი­ე­რი, სა­სარ­გებ­ლო და სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა თქვენ­თ­ვის ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩვენ ვი­ცით, რომ თქვენ გაქვთ დი­დი ოც­ნე­ბე­ბი და ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ისი­ნი მო­მა­ვალ­ში. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ი­ცავს სხვა­დას­ხ­ვა კურ­სებს, ყუ­რადღე­ბი­ან პრო­ფე­სო­რებ­სა და აკა­დე­მი­ურ ფი­ლო­სო­ფი­ას, რო­მე­ლიც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ზე. ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ, ააშე­ნოთ ფუნ­და­მენ­ტი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, სა­დაც არ უნ­და წა­გიყ­ვა­ნოთ ცხოვ­რე­ბამ.
ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შთამ­ბეჭ­და­ვი რამ ხდე­ბა და ჩვენ გვინ­და, რომ იყოთ ჩვე­ნი მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი. იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც თქვენ ფეხს შე­მოდ­გამთ კამ­პუს­ში, მა­შინ­ვე აღ­მო­ა­ჩენთ თუ რო­გო­რი ძლი­ე­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა გვაქვს ჩვენ აქ და ნა­ხავთ, რო­გორ იღებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ზე სწავ­ლე­ბის დაწყე­ბი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბამ­დე და შემ­დე­გაც. ალ­ბათ ეს არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ასა­ხე­ლე­ბენ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს მუდ­მი­ვად რე­გი­ო­ნა­ლუ­რი კო­ლე­ჯე­ბის (უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის) ტოპ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის.
გი­ლო­ცავთ რა­ტი, და კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რ­ძა­ნე­ბა ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ — ჯო­ელ ნეს­ტე­რი
 რა­ტის, Averett-ის სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­ვის­ტო­ში ელი­ან, სა­დაც ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის დამ­ტ­კი­ცე­ბა და სი­ახ­ლე­ე­ბის შეს­წავ­ლა მო­უ­წევს. სულ მა­ლე იგი სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ტო­ვებს და ძა­ლი­ან შორს, ოკე­ა­ნის გაღ­მა, მიზ­ნე­ბის და ოც­ნე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა და იმ სტუ­დენ­ტე­ბის გვერ­დით და­ი­კა­ვებს სა­პა­ტიო ად­გილს, რომ­ლე­ბიც უკ­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლო­ბენ.
რა­ტი ზედ­გი­ნი­ძე:  „ბავ­შ­ვო­ბი­დან მინ­დო­და მფრი­ნა­ვი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, ჩე­მი სახ­ლის აივ­ნი­დან სა­ჰა­ე­რო დე­რე­ფა­ნი ჩანს, სა­ღა­მო­ო­ბით ვი­ჯე­ქი აივან­ზე და ცას შევ­ყუ­რებ­დი, სიყ­ვა­რუ­ლით ვა­ყო­ლებ­დი თვალს თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს და ვოც­ნე­ბობ­დი მფრი­ნა­ვო­ბა­ზე. ინ­ტერ­ნე­ტით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ვი­დე­ო­ებს თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის შე­სა­ხებ, ვეც­ნო­ბო­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას მფრი­ნა­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, რაც ძა­ლი­ან მომ­წონ­და და უფ­რო და უფ­რო მე­მა­ტე­ბო­და ინ­ტე­რე­სი ამ პრო­ფე­სი­ის მი­მართ. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ ოც­ნე­ბა არ იყო საკ­მა­რი­სი, ამი­სათ­ვის სა­ჭი­რო იყო კარ­გად მეს­წავ­ლა! ამი­ტო­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვუ­მა­ტე სწავ­ლას და ხა­რის­ხიც გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სე. რო­დე­საც გა­და­ვე­დი მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში და­ვიწყე ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე, რაც მჭირ­დე­ბო­და იმის­თ­ვის, რომ ამე­რი­კა­ში მეს­წავ­ლა. ინ­გ­ლი­სუ­რის შეს­წავ­ლა თით­ქ­მის ნუ­ლი­დან და­ვიწყე. მარ­თ­ლაც დღე და ღა­მე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი და 10 თვე­ში ინ­გ­ლი­სურ ენას იმ დო­ნე­ზე და­ვე­უფ­ლე, რომ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში შევ­ძე­ლი Tჴჶფლ-ის და SაT-ის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი საზღ­ვარ­გა­რე­თის ხუთ სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­ზავ­ნე, ხუ­თი­ვე­დან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლი და­ფი­ნან­სე­ბა ავე­რე­ტის­გან მი­ვი­ღე, რად­გან და­ფი­ნან­სე­ბა ხელს მიწყობ­და და პი­ლო­ტის პროგ­რა­მა­ზეც შე­მეძ­ლო სწავ­ლა, ამი­ტომ ავირ­ჩიე ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი. რო­გორც ვი­ცი, ამ მხრივ, ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამე­რი­კა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­ა­ვი­ა­ციო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია. უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­ს­და 1859 წელს. მის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნე­ტით მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ულამაზესი შენობა, კამ­პუ­სი, უზარმაზარ ტერიტორიაზე განლაგებული სპორ­ტუ­ლი მო­ედნები. ჩე­მი მი­ზა­ნი და ოც­ნე­ბაა ჩე­მი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით შე­მო­ვუფ­რი­ნო მსოფ­ლი­ოს.
ჩემ­მა მშობ­ლებ­მა სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და რის­კი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მხა­რი უპი­რო­ბოდ და­მი­ჭი­რეს. მათ­თან ერ­თად, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს პე­და­გო­გებს და გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­რი­გე­ბელს თა­ნად­გო­მი­სათ­ვის. ისი­ნი მამ­ხ­ნე­ვებ­დ­ნენ, რო­დე­საც თბი­ლის­ში გა­მოც­დებ­ზე მივ­დი­ო­დი. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სად სწავ­ლობ — თბი­ლის­ში, ასპინ­ძა­ში თუ სხვა, რო­მე­ლი­მე სოფ­ლის სკო­ლა­ში, მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლი მე­გო­ნა ას­პინ­ძი­დან სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში თუ წა­ვი­დო­დი. ავე­რე­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი და მით უმე­ტეს პირ­ვე­ლი ას­პინ­ძე­ლი ვიქ­ნე­ბი (რო­გორც ვი­ცი, იქ არ არი­ან ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი), ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის და­ვიწყებ სწავ­ლას. გპირ­დე­ბით, იქაც კარ­გად ვის­წავ­ლი და ვა­სა­ხე­ლებ ჩემს პა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს.“
კლა­რა ზედ­გი­ნი­ძე, და­ბა ას­პინ­ძის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „რა­ტის წარ­მა­ტე­ბამ ყვე­ლა ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა, მე მას ის­ტო­რი­ას ვას­წავ­ლი­დი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე მოს­წავ­ლე იყო. ბავ­შ­ვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და, მფრი­ნა­ვი გამ­ხ­და­რი­ყო. გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ა­თე კლას­ში მო­უ­მა­ტა სწავ­ლას. მან სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა და და­სა­ხულ მი­ზან­საც მი­აღ­წია — რა­ტიმ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო.არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ კლას­ში, სა­დაც რა­ტი სწავ­ლობ­და, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნა­კა­დი გვყავ­და — 4 ოქ­როს და 2 ვერ­ცხ­ლის მედ­ლის კან­დი­და­ტი. სკო­ლა­ში გვყავს „ეტა­ლონ­ში“გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ბავ­შ­ვე­ბი დიდ წვლილს შე­ი­ტა­ნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში.
რა­ტის იმი­თაც გა­უ­მარ­თ­ლა, რომ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი და კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც მუ­დამ გვერ­დ­ში ედ­გ­ნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რა­ტის დე­და და ბე­ბია ჩვე­ნი სკო­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი არი­ან. ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის 50 პრო­ცენ­ტი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ რა­ტიმ სკო­ლა ასა­ხე­ლა, ის და­ბა ას­პინ­ძის სკო­ლის პირ­ვე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ამე­რი­კის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას. ას­პინ­ძის სკო­ლის სა­ხე­ლით, ვუ­ლო­ცავ რა­ტის სტუ­დენ­ტო­ბას და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ“.
ნი­ნო სახ­ვა­ძე-ლო­ლა­ძე, და­ბა ას­პინ­ძის სა­ჯა­რო სკო­ლის რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „რა­ტის წარ­მა­ტე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ გამ­კ­ვირ­ვე­ბია, რად­გან ის ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, ყო­ველ­თ­ვის იყო ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, იყო მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლი. შვი­დი წე­ლი ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დი მის კლასს, 25 მოს­წავ­ლი­დან რა­ტი ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე იყო, ამავ­დ­რო­უ­ლად ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი. ძა­ლი­ან ბევრს კითხუ­ლობ­და რო­გორც მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ისე დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას, შემ­დეგ ამა­ზე ბევრს ვსა­უბ­რობ­დით. ოც­ნე­ბობ­და ავი­ა­ცი­ა­ზე, სხვა არა­ფე­რი უნ­დო­და. ბევ­რ­ჯერ შე­მიმ­ჩ­ნე­ვია დას­ვე­ნე­ბა­ზე, დე­რე­ფან­ში, ხე­ლებს გაშ­ლი­და და გა­იქ­ცე­ო­და, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებ­და. ვა­მა­ყობ რა­ტის წარ­მა­ტე­ბით და მა­ი­მე­დებს ის, რომ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და თა­ვის ნიჭს, ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ახ­მარს ჩვენს ქვე­ყა­ნას“ .
 ლე­ლა ტა­ბა­ტა­ძე, და­ბა ას­პინ­ძის  სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „რა­ტი ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი  მოს­წავ­ლე იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ა­თე კლას­ში მო­უ­მა­ტა სწავ­ლას, სა­ოც­რად შე­იც­ვა­ლა, და­ვა­ლე­ბას რა­საც ვაძ­ლევ­დი ორ­ჯერ უფ­რო მე­ტი მა­სა­ლა მოჰ­ქონ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გად ფლობს ინ­გ­ლი­სურ ენას, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­და­ზე ათი­ა­ნი მი­ი­ღო, მე­ა­თე კლა­სი­დან მიზ­ნად და­ი­სა­ხა, ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა  სა­ა­ვი­ა­ცი­ო­ზე, ამ­ბობ­და, თუ მოვ­ხ­ვ­დე­ბი იქ, გა­ვაგ­რ­ძე­ლებ სწავ­ლას, თუ არა­და, სხვა არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. მჯე­რა, რა­ტი, კი­დევ უფ­რო დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს და გვა­სა­ხე­ლებს.“
მაია სუ­ა­რი­ძე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „რა­ტიმ, ნამ­დ­ვი­ლად და­ამ­ტ­კი­ცა, მეს­ხი სწავ­ლით რომ არის ქე­ბუ­ლი. მას ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნა სჭირ­დე­ბო­და. გა­მოც­და­ზე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე და­წე­რა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლით ფას­დე­ბო­და და მი­ი­ღო კი­დეც უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა. მი­ხა­რია, რომ პა­ტა­რა მარ­ც­ვა­ლი ამ წარ­მა­ტე­ბა­ში მეც ჩავ­დე. რა­ტი თავ­მ­და­ბა­ლი და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მჯე­რა, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი გახ­დე­ბა.“

25-28(942)N