გამოდის 1998 წლიდან
2017-06-01
მოს­წავ­ლე დი­დი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ის „სა­ბარ­გუ­ლედ“ არ უნ­და გავ­ხა­დოთ


ვაგ­რ­ძე­ლებთ ახალ, რე­ვი­ზი­რე­ბულ
ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე სა­უ­ბარს.
დღეს უშუ­ა­ლოდ საგ­ნობ­რივ
სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან
სტრუქ­ტუ­რულ და ში­ნა­არ­სობ­რივ ცვლი­ლე­ბებ­ზე
გვე­სა­უბ­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო
გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტი
თა­მარ ჯა­ყე­ლი

— რო­გორ შე­იც­ვა­ლა საგ­ნობ­რი­ვი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი და რით იყო ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი?
— შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა 2006 წელს დამ­ტ­კიც­და და 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2006-2010 წწ-ში, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. 2010 წელს, მი­სი რე­ვი­ზი­ის შე­დე­გად, შე­მუ­შავ­და მე­ო­რე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რომ­ლის და­ნერ­გ­ვის ვა­დად 2011-2016 წლე­ბი გა­ნი­საზღ­ვ­რა.
2014 წელს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა მე­ო­რე თა­ო­ბის, ანუ 2011-2016 წლე­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მის რე­ვი­ზი­ა­ზე და­იწყო მუ­შა­ო­ბა. რე­ვი­ზი­ის პრო­ცეს­ში ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა.
შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა რე­ფორ­მას­თან ადაპ­ტა­ცია-შე­გუ­ე­ბის პე­რი­ოდ­ში მოქ­მე­დებ­და და ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ გა­მოწ­ვე­ვებს პა­სუ­ხობ­და.
მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა კი (ისე­ვე, რო­გორც ჩვენს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ცია), გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დგას. საქ­მე ისაა, რომ დად­გა (ცო­ტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით) გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის გარ­დამ­ტე­ხი ეტა­პი, რო­ცა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში თვი­სებ­რი­ვი ძვრე­ბი უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­ცა ჩვე­ნი სის­ტე­მის ყვე­ლა (და არა — ცალ­კე­ულ) სკო­ლა­სა და საკ­ლა­სო ოთახ­ში არ­სობ­რი­ვად უნ­და და­ი­ნერ­გოს მოს­წავ­ლის ძალ­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა, რაც აქამ­დე, ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, არ მომ­ხ­და­რა.
შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის რე­ვი­ზი­ის ამო­ცა­ნაა მი­სი იმ­გ­ვა­რად რეს­ტ­რუქ­ტუ­რი­ზე­ბა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს და პა­სუ­ხობ­დეს რე­ფორ­მის გარ­დამ­ტე­ხი ეტა­პის მოთხოვ­ნებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს.
— რა ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა რე­ვი­ზი­ის დროს?
— სა­ნამ პრობ­ლე­მებს გან­ვი­ხი­ლავთ, პირ­ველ რიგ­ში აუცი­ლე­ბე­ლია გან­ვ­მარ­ტოთ, რა ტი­პის პროგ­რა­მებს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა. ეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში. ესგ კუ­რი­კუ­ლუ­მის ტი­პის პროგ­რა­მაა. კუ­რი­კუ­ლუ­მი, რო­გორც ამ სიტყ­ვის ეტი­მო­ლო­გია მოწ­მობს, მთა­ვარ ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს „გზა­ზე“, რო­მე­ლიც უნ­და გან­ვ­ლოს მო­ზარ­დ­მა, სხვა სიტყ­ვე­ბით, კუ­რი­კუ­ლუ­მი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მო­ზარ­დის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. იგი „გზის გამ­კ­ვა­ლავ“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მელ­მაც მო­ზარ­დი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის უნ­და მო­ამ­ზა­დოს. შე­სა­ბა­მი­სად, კუ­რი­კუ­ლუ­მი გუ­ლის­ხ­მობს არა სა­კითხ­თა დას­წავ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სწორ­ხა­ზო­ვან სას­წავ­ლო პრო­ცესს, არა­მედ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­ქ­მ­ნელ პრო­ცესს, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მო­ზარ­დ­თა მრა­ვალ­მ­ხ­რივ „წრთო­ბას“, მათ­ში იმ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბის „გა­ლეს­ვას“, რომ­ლე­ბიც ახალ პი­რო­ბებ­ში ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­სი­კე­თოდ გარ­და­საქ­მ­ნე­ლად სჭირ­დე­ბათ.
გა­ნათ­ლე­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მი­სე­უ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვა გან­საზღ­ვ­რავს მის სტრუქ­ტუ­რა­სა და კომ­პ­ლექ­სურ ში­ნა­არსს. სტრუქ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, კუ­რი­კუ­ლუ­მი მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პროგ­რა­მას წარ­მო­ად­გენს. ამ ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა პრინ­ცი­პუ­ლი სა­კითხია — თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი სა­ერ­თო დი­დი მიზ­ნე­ბი­დან უნ­და მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს და მას უნ­და უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რა­თა საგ­ნის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა მარ­თ­ლაც და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის­კენ მი­მარ­თულ „გზას“ წარ­მო­ად­გენ­დეს. საგ­ნის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნის მხედ­ვე­ლო­ბის არე­დან და­კარ­გ­ვა „გზის“ და­კარ­გ­ვას ნიშ­ნავს, რაც იწ­ვევს თვით­მიზ­ნურ, უფ­რო სწო­რად კი უმიზ­ნო, არ­სა­ით მი­მა­ვალ და­ქუც­მა­ცე­ბულ, ქა­ო­ტურ სას­წავ­ლო პრო­ცესს, რო­მე­ლიც, გან­ვი­თა­რე­ბის ნაც­ვ­ლად, მოს­წავ­ლეს დი­დი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ის „სა­ბარ­გუ­ლედ“ ხდის, რო­გორც ამას აღ­ნიშ­ნავ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე: „ყმაწ­ვი­ლის ნორჩს გო­ნე­ბას ვტვირ­თავთ, სა­ბარ­გუ­ლე­და ვხდით რიცხ­ვით აუარე­ბელ და მრა­ვალ­ფერ ცოდ­ნი­სათ­ვის, იმის­და გა­მო­ურ­კ­ვევ­ლად თუ, რა აზ­რით ვშვრე­ბით ამა­სა“. იგი უმიზ­ნოდ სწავ­ლე­ბას „უდი­დეს ცდო­მად“ თვლი­და „ადა­მი­ა­ნის ყო­ველ სხვა­თა ცდო­მა­თა შო­რის“.
— და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ პრობ­ლე­მებს, რო­მელ­თა გა­დაჭ­რა­საც უნ­და მო­ემ­სა­ხუ­როს ესგ
— 2011-2016 წლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის რე­ვი­ზი­ის პრო­ცეს­ში სა­მი არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თა, რო­მელ­თა გა­დაჭ­რა­საც უნ­და მო­ემ­სა­ხუ­როს ესგ-ს რე­ვი­ზია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.
პირ­ვე­ლი არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც რე­ვი­ზი­ის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა, ესაა უმიზ­ნოდ სწავ­ლე­ბა, ანუ საგ­ნობ­რივ სა­კითხ­თა ამო­წურ­ვა­ზე და არა მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ამ თვალ­საზ­რი­სით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი — საგ­ნობ­რივ სა­კითხ­თა დას­წავ­ლა-ამო­წურ­ვა­ზე მი­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სის შეც­ვ­ლა მიზ­ნებ­სა და მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სით, ჯერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.
საქ­მე ისაა, რომ პირ­ვე­ლი თა­ო­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მი საგ­ნობ­რი­ვი ში­ნა­არ­სის შე­მო­საზღ­ვ­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას მთლი­ა­ნად მომ­ხ­მა­რე­ბელს, ანუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რებ­სა თუ მას­წავ­ლებ­ლებს უთ­მობ­და. ასე მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­გე­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. თუ რო­მე­ლი და რამ­დე­ნი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და მიღ­წე­უ­ლი­ყო ეს მი­ზა­ნი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ამას არ აზუს­ტებ­და, ში­ნა­არ­სის შე­მო­საზღ­ვ­რის სა­კითხს ღი­ად ტო­ვებ­და ორი მო­საზ­რე­ბით: ერ­თი მხრივ, იმის­თ­ვის, რომ არ შეზღუ­დუ­ლი­ყო პე­და­გო­გე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მე­ო­რე მხრივ, იმის­თ­ვის, რომ პე­და­გო­გებს მის­ცე­მო­დათ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამის შე­სა­ბა­მი­სად, ესგ-ს თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მა ში­ნა­არ­სობ­რივ სა­კითხ­თა ფარ­თო არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობ­და პე­და­გო­გებ­სა თუ ავ­ტორ-გა­მომ­ცემ­ლო­ბებს.
— რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად იყო მზად სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, და სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ამ­გ­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის?
— რო­გორც პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, ჩვე­ნი სის­ტე­მა მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ამის­თ­ვის, რაც არ არის გა­საკ­ვი­რი — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ში­ნა­არ­სის გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნაა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ითხოვს. თუ­კი ან­გ­ლო­საქ­სო­ნურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრაქ­ტი­კა­ში, სა­ი­და­ნაც მო­დის კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის ტრა­დი­ცია, ამ ფუნ­ქ­ცი­ას ოდით­გან­ვე სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი ას­რუ­ლებ­და, ჩვენს პე­და­გო­გი­ურ კულ­ტუ­რა­ში არ არ­სე­ბობ­და მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა.
სწორ­ხა­ზო­ვან პროგ­რა­მი­რე­ბა­ზე აღ­ზ­რ­დი­ლი თა­ო­ბა ამ ნამ­დ­ვი­ლად ძნელ ამო­ცა­ნას თავს ვერ გა­არ­თ­მევ­და. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მთა­ვა­რი ბირ­თ­ვი — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნე­ბი მხედ­ვე­ლო­ბის არე­დან და­ი­კარ­გა და ხელთ შეგ­ვ­რ­ჩა მიზ­ნებს მოწყ­ვე­ტი­ლი ში­ნა­არ­სობ­რივ სა­კითხ­თა უზარ­მა­ზა­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად და­ამ­ძი­მა იმ ფაქ­ტ­მა, რომ ამ სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ნათ­ვალ­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კითხე­ბის სა­ხით გა­და­ი­ნაც­ვ­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სარ­ჩე­ვებ­სა თუ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მებ­ში. სკო­ლებ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მი­იჩ­ნი­ეს „სა­ვალ­დე­ბუ­ლო პროგ­რა­მად“, სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის სა­კითხ­თა უზარ­მა­ზა­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი — სტან­დარ­ტად, ამ სა­კითხ­თა ამო­წურ­ვა — გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნად.  ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ნამ­დ­ვი­ლი მი­ზა­ნი — მო­აზ­როვ­ნე,  შე­მოქ­მე­დი, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი  მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და — დღის წეს­რი­გი­დან ამო­ვარ­და. რამ­დე­ნა­დაც  სა­გა­მოც­დო „სტან­დარ­ტის“ შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა მუ­ქა­რას შე­ი­ცავ­და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­მა სწო­რედ ამ მე­ო­რე „სტან­დარ­ტის­კენ“  აიღო გე­ზი. ამის შე­დე­გად, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ნაც­ვ­ლად, და­ი­ნერ­გა დი­დი მო­ცუ­ლო­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ცე­სი. აი, ეს გახ­ლავთ მე­ო­რე არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა — დი­ნა­მი­კურ-ფუნ­ქ­ცი­უ­რი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ნაც­ვ­ლად, მოს­წავ­ლე­თა გო­ნე­ბის გა­დაქ­ცე­ვა ფრაგ­მენ­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­თა დი­დი სიმ­რავ­ლის სა­ბარ­გუ­ლედ.
ასე რომ, გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნის მხედ­ვე­ლო­ბის არე­დან გაქ­რო­ბამ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გა­მო­იწ­ვია მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა საგ­ნობ­რივ სა­კითხ­თა სიმ­რავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბით; გან­ვი­თა­რე­ბის პე­და­გო­გი­კი­სა — სქო­ლას­ტი­კუ­რი, ანუ ფორ­მა­ლუ­რი, ზე­რე­ლე, ფუ­ტუ­რო სწავ­ლე­ბით.
— და კი­დევ ერ­თი, მე­სა­მე არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა...
მე­სა­მე არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა გახ­ლავთ უსი­ცოცხ­ლო, სრუ­ლი­ად ფორ­მა­ლუ­რი კავ­ში­რი ეროვ­ნულ და სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მებს შო­რის.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­გორც კუ­რი­კუ­ლუ­მის ტი­პის პროგ­რა­მა, გარ­კ­ვე­ულ შეზღუდ­ვებ­თან ერ­თად, ფარ­თო არ­ჩე­ვან­საც უტო­ვებს სკო­ლებს. ამ აზ­რით, კუ­რი­კუ­ლუ­მი ეროვ­ნუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მე­გაპ­რო­ექ­ტია, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იმ­დე­ნი­ვე გზა არ­სე­ბობს, რამ­დე­ნი სკო­ლა­ცაა კონ­კ­რე­ტულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მის არ­სე­ბო­ბა უპი­რო­ბოდ გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის არ­სე­ბო­ბა­საც. სკო­ლებ­მა სა­კუ­თა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის, მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი სას­კო­ლო თე­მის მო­ლო­დი­ნე­ბის, სკო­ლი­სა თუ ად­გი­ლობ­რი­ვად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნ­და შე­ი­მუ­შა­ონ სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ეროვ­ნუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მის, მი­სი ხედ­ვი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის კონ­ტექ­ს­ტ­ში რე­ა­ლი­ზე­ბას. კუ­რი­კუ­ლუ­მის ხედ­ვი­სა და მთა­ვა­რი პრინ­ცი­პის გა­სა­ტა­რებ­ლად სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუმ­მა თა­ვი­სი ორი — ფორ­მა­ლუ­რი (სა­გაკ­ვე­თი­ლო) და არა­ფორ­მა­ლუ­რი (კლას­გა­რე­შე, ანუ ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლუ­რი) — კომ­პო­ნენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს უნ­და შეს­თა­ვა­ზოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მჭიდ­როდ და­უ­კავ­შირ­დე­ბა, შე­ავ­სებს და გა­ამ­დიდ­რებს მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას. მხო­ლოდ ამ­გ­ვა­რად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს სკო­ლა მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ად.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე თა­ო­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მი სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას უტო­ვებ­და მას­წავ­ლებ­ლებს სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კომ­პო­ნენ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა საგ­ნის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა. მარ­თ­ლაც, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის საგ­ნობ­რივ პროგ­რა­მებ­ში არ­სა­დაა ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუ რო­გორ, რა პრინ­ცი­პით უნ­და გა­ნა­წილ­დეს და და­ი­გეგ­მოს სას­წავ­ლო ში­ნა­არ­სი. სტან­დარ­ტ­ში, რამ­დე­ნა­დაც ის წლის ბო­ლოს მი­საღ­წევ შე­დე­გებს წარ­მო­ად­გენს, შე­დე­გე­ბი და ინ­დი­კა­ტო­რე­ბი თან­წყო­ბი­ლა­დაა, თა­ნად­რო­უ­ლო­ბა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და არ მი­უ­თი­თებს რა­ი­მე ქრო­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას. სწავ­ლის პრო­ცე­სი კი დრო­ში უნ­და გა­ნა­წილ­დეს და და­ი­გეგ­მოს.
სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­გეგ­მ­ვა თა­ვად სკო­ლებს ევა­ლე­ბო­დათ. ამის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სკო­ლებს სთხოვ­დ­ნენ წლი­უ­რი თუ თე­მა­ტურ-კა­ლენ­და­რუ­ლი გეგ­მე­ბის შედ­გე­ნას. თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლე­ბაც კი საკ­მა­რი­სია იმის და­სა­ნა­ხად, თუ რამ­დე­ნად ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს მა­თი დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ხში­რად ეს გეგ­მე­ბი გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა სარ­ჩე­ვებს წარ­მო­ად­გენს. სკო­ლის რე­ა­ლო­ბა­ში, სი­ლა­ბუ­სიც და თე­მა­ტურ-კა­ლენ­და­რუ­ლი გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაც, გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გარ­და, რუ­ტი­ნულ-ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ, ფორ­მა­ლურ, „მო­სახ­დელ“ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რიგს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც მო­ზარ­დის აღ­ზ­რ­და-გან­ვი­თა­რე­ბის ცოცხალ პრო­ცე­სებ­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს.
ეს ფაქ­ტი კი იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, არ­სე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რი­თა თუ დი­ზა­ი­ნით, ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს ფუნ­ქ­ცი­ას — და­ეხ­მა­როს სკო­ლებს და პე­და­გო­გი­ურ კო­ლექ­ტივს, და­გეგ­მონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ცოცხა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი.
აუცი­ლე­ბე­ლია, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში იმ­გ­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბა სკო­ლებს, რე­ა­ლუ­რად გარ­დაქ­მ­ნან სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის ძვე­ლი ფორ­მე­ბი, გა­ნა­ახ­ლონ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის ში­ნა­არ­სი და და­უ­კავ­ში­რონ ის ცხოვ­რე­ბის ახალ ში­ნა­არსს. ეს აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა იმის­თ­ვის, რომ სკო­ლამ შეძ­ლოს თა­ვი­სი უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა — მო­ზარ­დე­ბის ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა.
აი, ამ სა­მი არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მის გა­და­საწყ­ვე­ტად და­ი­გეგ­მა საგ­ნობ­რივ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში არ­სე­ბი­თი სტრუქ­ტუ­რულ-ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.
— კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და?
— მე ზო­გა­დად მო­გახ­სე­ნებთ, რა ცვლი­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, შემ­დეგ კი, სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ხილ­ვი­სას, ამ ცვლი­ლე­ბებს კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლი­თებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გა­აც­ნობთ მკითხ­ვე­ლებს.
მე­სა­მე თა­ო­ბის საგ­ნობ­რივ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბია:
1. საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი გან­საზღ­ვ­რავს სა­ფე­ხუ­რე­ობ­რივ და არა წლი­ურ შე­დე­გებს. სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის, სა­შუ­ა­ლოდ, 10-15 შე­დეგს მო­ი­ცავს, უფ­რო გა­მოკ­ვეთს იმ გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებს, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც უნ­და მო­ემ­სა­ხუ­როს საგ­ნის სწავ­ლე­ბა ერ­თი სა­ფე­ხუ­რის ფარ­გ­ლებ­ში;
2. სა­გან­თა სას­წავ­ლო ში­ნა­არ­სი რომ აღარ იყოს გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი მო­ცუ­ლო­ბის, სა­ფე­ხუ­რე­ობ­რივ სტან­დარ­ტებ­ში ში­ნა­არ­სი შე­მო­ი­საზღ­ვ­რა და დას­ტ­რუქ­ტუ­რირ­და გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში; ში­ნა­არ­სის შე­მო­საზღ­ვ­რა-დას­ტ­რუქ­ტუ­რი­რე­ბამ, წე­სით, გა­აზ­რე­ბუ­ლი და გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა­კენ უნ­და მის­ცეს გე­ზი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცესს და არ გა­უშ­ვას, რომ კვლავ „ჩაიძი­როს“ იგი უამ­რავ საგ­ნობ­რივ სა­კითხ­თა ზე­რე­ლედ და გა­უ­აზ­რებ­ლად სწავ­ლე­ბის მო­რევ­ში.
3. სა­ფე­ხუ­რე­ობ­რივ სტან­დარ­ტებ­ში შე­ვი­და სას­წავ­ლო თე­მე­ბი, ანუ სას­წავ­ლო ერ­თე­უ­ლე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც დრო­ში გა­ნა­წილ­დე­ბა და და­ი­გეგ­მე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ში­ნა­არ­სი. თე­მე­ბი სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფუნ­ქ­ცი­ა­საც შე­ას­რუ­ლებს — უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სას­წავ­ლო სა­კითხე­ბის ში­ნა­არ­სი­ან კონ­ტექ­ს­ტებ­ში (და არა იზო­ლი­რე­ბუ­ლად, კონ­ტექ­ს­ტე­ბის­გან მოწყ­ვე­ტი­ლად) და­მუ­შა­ვე­ბას;
4. და­ბო­ლოს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის თი­თო­ე­უ­ლი სა­გა­ნი სკო­ლებს შეს­თა­ვა­ზებს სტან­დარ­ტის თე­მე­ბის მი­ხედ­ვით მომ­ზა­დე­ბულ არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხა­სი­ა­თის ჩარ­ჩო-გეგ­მებს. ეს თე­მა­ტუ­რი ჩარ­ჩო-გეგ­მე­ბი, თა­ვი­სი საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბით, ტი­პობ­რი­ვი მიმ­დი­ნა­რე და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თა თუ შე­ფა­სე­ბის სქე­მე­ბით, ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს პე­და­გო­გებს, ტრე­ნე­რებ­სა თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რებს, თუ რო­გორ იგეგ­მე­ბა და ხორ­ცი­ელ­დე­ბა კუ­რი­კუ­ლუ­მის სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვი მოთხოვ­ნე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო ერ­თე­უ­ლე­ბის დო­ნე­ზე.
აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ თე­მა­ტუ­რი ჩარ­ჩო-გეგ­მე­ბი ერ­თ­გ­ვარ წლი­ურ გეგ­მებს წარ­მო­ად­გენს, და, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ მა­თი პირ­და­პირ გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­ამ­სუ­ბუ­ქებს მას­წავ­ლებ­ლის შრო­მას, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ფორ­მა­ლურ-ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ხა­სი­ა­თის წლი­უ­რი თუ თე­მა­ტურ-კა­ლენ­და­რუ­ლი გეგ­მე­ბის შედ­გე­ნის ტვირ­თი­სა­გან. ამას­თა­ნა­ვე, ეს ჩარ­ჩო-გეგ­მე­ბი პე­და­გო­გებს და­ეხ­მა­რე­ბა მსგავ­სი და კი­დევ უკე­თე­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა­ში.
დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ამ თე­მა­ტურ ჩარ­ჩო-გეგ­მებს მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, მათ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ად­ვი­ლად აიმაღ­ლე­ბენ სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, სწრა­ფად გა­ნი­ვი­თა­რე­ბენ უნა­რებს, რომ­ლე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის სრულ გა­ნახ­ლე­ბას, მის გა­დას­რო­ლას უსი­ცოცხ­ლო, და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი კა­ლა­პო­ტი­დან ახალ კა­ლა­პოტ­ში და არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ამოტ­რი­ა­ლე­ბას: მას­წავ­ლებ­ლებს კი აღარ მო­უ­წევთ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მე­ბის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, არა­მედ სა­გა­მოც­დო ცენტრს მო­უ­წევს სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის მოთხოვ­ნა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და იმ კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვ­ლა, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვ­ლად უდევს სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს.
სა­მო­მავ­ლოდ, რო­ცა სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის კულ­ტუ­რა ამაღ­ლ­დე­ბა, ესგ-ს უწყე­ბა სკო­ლებს მთლი­ა­ნად გა­და­უ­ლო­ცავს წლი­უ­რი გეგ­მე­ბის წარ­მო­ე­ბას, თვი­თონ კი მხო­ლოდ არ­სობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ცნე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის იმ პრო­ცე­სის ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლი, რო­მე­ლიც 2000 წლი­დან­ვე გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად იყო და­სა­ხუ­ლი.
მაგ­რამ, ყვე­ლას უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე მი­მა­ვა­ლი გზა, რო­გორც ეს ცხად­ყო მაკ­კინ­ზის ჯგუ­ფის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა უნი­კა­ლურ­მა კვლე­ვამ, გე­ზის მიმ­ცემ, და­მაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბელ ჩარ­ჩო­ებ­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­ზე გა­დის.
ბო­ლოს აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სრუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის საგ­ნობ­რივ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში. დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ მო­ხერ­ხ­და, თუმ­ცა მზად­დე­ბა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა, მათ შო­რის თე­მა­ტუ­რი ჩარ­ჩო-გეგ­მე­ბიც.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N