გამოდის 1998 წლიდან
2015-06-11
„ბავშვთა ქორწინებით“ გამოწვეული პრობლემები და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციები

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 18 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 14 მი­ლი­ო­ნი გო­გო ქორ­წინ­დე­ბა ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 38 000 — ერთ დღეს, 13 გო­გო­ნა კი — 30 წამ­ში, მა­თი დი­დი ნა­წი­ლი — იძუ­ლე­ბით. ეს არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სტა­ტის­ტი­კა ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში, ერთ-ერთ უმ­წ­ვა­ვეს სა­კითხად წარ­მო­ა­ჩენს. გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 15-დან 19 წლის ასა­კის, და­ახ­ლო­ე­ბით, 16 მი­ლი­ო­ნი გო­გო­ნა აჩენს ბავშვს.
ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა და ორ­სუ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც პრობ­ლე­მაა — 15-19 წლის ყო­ვე­ლი 1000 გო­გო­ნა­დან, სა­შუ­ა­ლოდ, 39 მშო­ბი­ა­რობს, უფ­რო და­ბა­ლი ასა­კის გო­გო­ნე­ბის გათხო­ვე­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი კი, სა­ერ­თოდ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის მიღ­მა რჩე­ბა.
ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თ­ვე­ლოს, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს. ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კის არ­ქო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მა­ღალ კლა­სებ­ში სწავ­ლას, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ასო­ბით მოს­წავ­ლე წყვეტს, უმ­რავ­ლე­სო­ბა — და­ო­ჯა­ხე­ბის მიზ­ნით.
2013 წლის სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ჩვენ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა­თა ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის პრაქ­ტი­კამ ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით — იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­მა, რაც მო­ტა­ცე­ბის ან მშობ­ლებს შო­რის გა­რი­გე­ბის შე­დე­გია.
სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა ნიშ­ნავს რო­გორც სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შეწყ­ვე­ტას, ასე­ვე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, გო­გო­ნა­თა მი­ერ სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ქორ­წი­ნე­ბაა, რაც, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ვად არას­რულ­წ­ლოვ­ნის, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში — მი­სი მშობ­ლე­ბის, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით, დაწყე­ბი­თი და სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მო­ნა­ცე­მე­ბით კი, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზით, ასე­თია: 9 კლა­სის ჩათ­ვ­ლით, ქორ­წი­ნე­ბის გა­მო, სკო­ლა მი­ა­ტო­ვა: 2012-2013 წლებ­ში — 47-მა მოს­წავ­ლემ, აქე­დან 43 გო­გო­ნაა; 2013-2014 წლებ­ში — 71-მა მოს­წავ­ლემ, აქე­დან 67 გო­გო­ნაა; 2014-2015 წლებ­ში — 5-მა, აქე­დან 4 გო­გო­ნაა. სულ, ამ პე­რი­ოდ­ში სკო­ლა მი­ა­ტო­ვა 123-მა მოს­წავ­ლემ, მათ­გან 114 გო­გო­ნაა.
აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და და ყვე­ლა მოს­წავ­ლე­ზე მო­ნა­ცე­მე­ბი პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა 2011-12 სას­წავ­ლო წელს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ქორ­წი­ნე­ბის გა­მო, შე­ად­გენს 64-ს, ანუ 2011-2014 წლებ­ში სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე, სულ 187-ია.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქორ­წი­ნე­ბის ასა­კი 18 წლი­და­ნაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. 2011-2014 წლებ­ში 18 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი­დან) შე­ად­გენს 249-ს (მათ შო­რის 238 გო­გო­ნა).
„მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გაძ­ლი­ერ­დეს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ,“ — წე­რია ან­გა­რიშ­ში.
სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა აღ­ქ­მუ­ლი უნ­და იყოს, რო­გორც ქა­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ტერ­მი­ნი „ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა“ აღ­წერს ისეთ იური­დი­ულ ქორ­წი­ნე­ბას ან კავ­შირს, რო­ცა ერთ-ერ­თი მე­უღ­ლის ასა­კი 18 წელ­ზე ნაკ­ლე­ბია. ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც „ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბას“ ან „იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბას“.
რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის, ჯე­ნა­რა ქრის­ტე­საშ­ვი­ლის თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ პრობ­ლე­მე­ბის სიმ­წ­ვა­ვის შე­სამ­ცი­რებ­ლად სა­ჭი­როა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნა: „შეყ­ვა­რე­ბულ­მა მო­ზარ­დებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რო­გორ და­აღ­წი­ონ თა­ვი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ნა­ად­რევ დაწყე­ბას ისე, რომ არ და­კარ­გონ ერ­თ­მა­ნე­თი. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი დიდ­წი­ლად გან­საზღ­ვ­რავს ფეხ­მ­ძი­მო­ბი­სა და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის პრე­ვენ­ცი­ას. პუ­ბერ­ტა­ტი, ანუ სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დი, სხვა­დას­ხ­ვა დროს იწყე­ბა — 13-14 წლის ასაკ­ში ან უფ­რო ად­რე­ულ ასაკ­შიც. მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი გრძელ­დე­ბა და მის დას­რუ­ლე­ბას დრო სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, უმ­წიფ­რო­ბა გან­საზღ­ვ­რავს იმას, რომ შიდ­სის და სხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ა­ვა­დე­ბის უფ­რო მე­ტი რის­კი არ­სე­ბობს. ასე­ვე, პრობ­ლე­მაა სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მა­ტიზ­მიც, რო­მე­ლიც უფ­რო მა­ღა­ლია მო­ზარ­დებ­ში, ვიდ­რე ზრდას­რულ ქა­ლებ­ში“. თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, პრობ­ლე­მა, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რის გარ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მის და­საძ­ლე­ვად სა­ხელ­მ­წი­ფოს, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო.
აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მი­ნის­ტ­რო გან­მარ­ტავს, რომ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი და დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი თე­მე­ბი შე­სუ­ლია ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში და და­ფა­რუ­ლია რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში: სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­სა და ფი­ზი­კურ გა­ნათ­ლე­ბა­სა და სპორ­ტ­ში. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში ამ სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან იწყე­ბა. კერ­ძოდ, ჳ-ვჳ კლა­სის სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს მოს­წავ­ლის პი­რად ჰი­გი­ე­ნას, ჯან­სა­ღი კვე­ბის, უსაფ­რ­თხო ქცე­ვის და ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვას. სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე უკ­ვე ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე (მა­გა­ლი­თად, მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე) თუ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე (მაგ., შიდ­სი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი).
რაც შე­ე­ხე­ბა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის თე­მებს, ვჳჳჳ კლა­სის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას და რის­კე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას.
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა და მი­სი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნე­ბი საკ­მა­ოდ თვალ­ში­სა­ცე­მია. ამ მავ­ნე პრაქ­ტი­კის შე­სა­ჩე­რებ­ლად, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი პარ­ლა­მენტს წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თავს, შეც­ვა­ლოს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა, 16-დან 18 წლამ­დე მო­ზარ­დ­თა, ქორ­წი­ნე­ბა­ზე თან­ხ­მო­ბის წე­სი. ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბის კო­დექ­ს­ში სა­ჭი­როა შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 16-დან 18 წლამ­დე პირ­თა ქორ­წი­ნე­ბა­ზე ნე­ბარ­თ­ვის უფ­ლე­ბას მხო­ლოდ სა­სა­მარ­თ­ლო გას­ცემს და შე­ის­წავ­ლის ქორ­წი­ნე­ბის­თ­ვის პა­ტივ­სა­დე­ბი მი­ზე­ზის არ­სე­ბო­ბას. დღემ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, არას­რულ­წ­ლო­ვა­ნე­ბი თან­ხ­მო­ბას მშობ­ლე­ბის­გან იღებ­დ­ნენ ან არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თ­ლოს­გან.
რე­ა­ლუ­რად, პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, რას შეც­ვ­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა? ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ეკა­ტე­რი­ნე სხი­ლა­ძე აცხა­დებს, რომ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სივ­რ­ცის მო­წეს­რი­გე­ბა უკ­ვე პრე­ვენ­ცი­ის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია: „ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში, მოხ­დე­ბა მშო­ბელ­თა თან­ხ­მო­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სივ­რ­ცი­დან ამო­ვი­ღებთ მშობ­ლის თან­ხ­მო­ბას, ეს კი მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მოვ­რიცხოთ მშო­ბელ­თა თვით­ნე­ბო­ბა და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი.“
რას გუ­ლის­ხ­მობს პა­ტივ­სა­დე­ბი მი­ზე­ზი, ანუ რა შემ­თხ­ვე­ვა­ში დარ­თავს ნე­ბას სა­სა­მარ­თ­ლო არას­რულ­წ­ლო­ვანს ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­ზე? რო­გორც ინი­ცი­ა­ტი­ვი­დან ირ­კ­ვე­ვა, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, პა­ტივ­სა­დე­ბი მი­ზე­ზი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ის შე­იძ­ლე­ბა იყოს პი­რის ორ­სუ­ლო­ბა ან სხვა გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი, რაც გარ­და­უვ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს პირ­თა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას. ევ­რო­პის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, 16-დან 18 წლამ­დე ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სწო­რედ მსგავს პრაქ­ტი­კას მი­მარ­თა­ვენ და, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი  ეკა­ტე­რი­ნე სხი­ლა­ძე გან­მარ­ტავს, სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მაც, წი­ნა­და­დე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტი­სა და ქალ­თა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ი­ზი­ა­რა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს სწო­რედ ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.
1 აპ­რი­ლი­დან ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის და­ნა­შა­უ­ლად ით­ვ­ლე­ბა — ოჯა­ხის წევ­რის იძუ­ლე­ბით და­ქორ­წი­ნე­ბა 2-დან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თით და­ის­ჯე­ბა, იგი­ვე რე­გუ­ლა­ცია მოქ­მე­დებს არას­რულ­წ­ლო­ვან­თათ­ვის, ანუ მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­რულ­წ­ლო­ვანს ქორ­წი­ნე­ბას აიძუ­ლე­ბენ, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად ცხად­დე­ბი­ან. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა ეს შეს­წო­რე­ბა საკ­მა­რი­სად არ მი­იჩ­ნია ად­რე­უ­ლი ასა­კის ქორ­წი­ნე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის. „სა­ხალ­ხო დამ­ც­ველს მი­აჩ­ნია, რომ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სივ­რ­ცის მო­წეს­რი­გე­ბა ისე უნ­და მოხ­დეს, რო­გორც შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით დად­გე­ნილ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. რაც მთა­ვა­რია, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს მორ­გე­ბუ­ლი იმ რე­ა­ლო­ბას­თან და სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა, თა­ვის­თა­ვად არ გა­მო­რიცხავს იმას, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­ს­ში მშო­ბელ­თა თან­ხ­მო­ბის წე­სის შეც­ვ­ლის ჩა­ნა­წე­რი იარ­სე­ბებს და ამ თან­ხ­მო­ბის გამ­ცე­მი უწყე­ბა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თ­ლო იქ­ნე­ბა. ერ­თი მე­ო­რეს არ გა­მო­რიცხავს, პი­რი­ქით, ავ­სებს და ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ამ ორი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პრე­ვენ­ცი­ის უკე­თეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს.“ — აცხა­დებს ეკა­ტე­რი­ნე სხი­ლა­ძე.
რამ­დე­ნად დი­დია პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­დაჭ­რა­საც სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით ცდი­ლობს, ამა­ზე არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კით უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, თუმ­ცა, სტა­ტის­ტი­კის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი უფ­რო მძაფ­რი და და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია.
ომ­ბუდ­ს­მე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის კა­ბა­ლის თემ­შია — ბო­ლო პე­რი­ოდ­ში 20-ზე მე­ტი ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა და­ფიქ­სირ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი — გო­გო­ნა­თა მო­ტა­ცე­ბა და გა­რი­გე­ბით ქორ­წი­ნე­ბა.
„კა­ბა­ლის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რი­სას მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გო­გო­ნე­ბი და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას წყვე­ტენ და არ და­დი­ან სკო­ლა­ში, რად­გან დი­დია მა­თი მო­ტა­ცე­ბის რის­კი. 2014 წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში მო­ტა­ცე­ბის 3 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. აღ­ნიშ­ნულს ადას­ტუ­რებს სკო­ლის დი­რექ­ტო­რიც. ერთ-ერ­თი გო­გო­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით: „ჩვე­ნი სოფ­ლი­დან ერ­თი გო­გო მა­მამ 10 ძრო­ხად მიჰ­ყი­და 45 წლის კაცს, ამ გო­გოს არ უნ­დო­და ამ კაც­ზე გათხო­ვე­ბა და სხვას­თან ერ­თად გა­ი­პა­რა სახ­ლი­დან“. მე­ო­რე გო­გო­ნა ამ­ბობს: „ჩემს მშობ­ლებს ვე­უბ­ნე­ბი, თუ ძა­ლით გა­მათხო­ვე­ბენ, თავს მო­ვიკ­ლავ. ამას ყო­ველ­დღე ვუ­მე­ო­რებ, რომ არ გა­მათხო­ვონ.“  — წე­რია სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ან­გა­რიშ­ში.
ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ახალ­გაზ­რ­დე­ბი ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზად, ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ: „ერთ-ერ­თი გო­გო­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, „მე­გო­ბა­რი ისეთ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, საჭ­მ­ლის სა­შოვ­ნე­ლად გა­რეთ უწევ­და სი­ა­რუ­ლი. გათხოვ­და და იცის, რომ მო­მა­ვა­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს, მში­ე­რი მა­ინც აღარ იქ­ნე­ბა.“
შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, თუ ეს აუმ­ჯო­ბე­სებს გო­გო­ნას სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ამარ­თ­ლებს ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას, თუმ­ცა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ უბ­რა­ლოდ არ იცი­ან ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ. თუ პარ­ლა­მენ­ტი სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და მხარს და­უ­ჭერს ცვლი­ლე­ბას 16-დან 18 წლამ­დე პირ­თა ქორ­წი­ნე­ბა­ზე თან­ხ­მო­ბის წე­სის შეც­ვ­ლის შე­სა­ხებ, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ სა­სა­მარ­თ­ლოს გარ­და, ასე­თი ტი­პის ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ა­ზე თან­ხ­მო­ბის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა არა­ვის, მათ შო­რის არც მშობ­ლებს. ამით კი, ვინ იცის, რამ­დენ მო­ზარდს ვიხ­ს­ნით ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის რის­კე­ბის­გან და მოს­წავ­ლე გო­გო­ნებს ნა­ად­რე­ვად და­კის­რე­ბულ მე­უღ­ლი­სა და დე­დის „ტვირთს“ შე­ვ­უ­მ­­­სუ­ბუ­ქებთ. რაც მთა­ვა­რია, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის პრე­ვენ­ცია მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს ად­რე­ულ ორ­სუ­ლო­ბებს და მას­თან ასო­ცი­რე­ბულ დე­და­თა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბას, ავა­დო­ბას და არას­რულ­წ­ლო­ვან გო­გო­ნებს გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, რაც, ზო­გა­დად, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ზეც აისა­ხე­ბა.

25-28(942)N