გამოდის 1998 წლიდან
2015-09-24
გამოცდების ცენტრი მზად არის, გადავიდეს ელექტრონული ფორმატის ტესტირებაზე

გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
მაია მიმინოშვილი

— რო­გორ ჩა­ი­ა­რა ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა?
— გა­მოც­დებ­მა ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, პრო­ცე­სი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში დას­რულ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ვგუ­ლის­ხ­მობ არა მარ­ტო სა­გა­მოც­დო, არა­მედ გას­წო­რე­ბი­სა და აპე­ლა­ცი­ის პრო­ცესს, შემ­დეგ კი — ჩა­რიცხ­ვე­ბის და გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის. ყვე­ლა­ფერ­მა ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, 28 ათას­ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი გვყავს, რაც თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან კარ­გია და კმა­ყო­ფი­ლი ვარ.
— მაგ­რამ მა­ინც დად­გა მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბის სა­კითხი... შედ­გა შეხ­ვედ­რა რექ­ტო­რებ­თან და სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ამის შემ­დეგ იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი იყო რექ­ტო­რე­ბის პო­ზი­ცია?
— ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით რექ­ტო­რებ­თან დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რეთ. მათ მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბის ის­ტო­რია შე­ვახ­სე­ნე.
მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბი ჩვენ შე­მო­ვი­ღეთ და მა­შინ ეს სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რი იყო, რამ­დე­ნა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი შეზღუ­დუ­ლი იყ­ვ­ნენ არ­ჩე­ვან­ში — თა­ვი­დან მხო­ლოდ 5 არ­ჩე­ვა­ნით და­ვიწყეთ, შემ­დეგ გავ­ზარ­დეთ 7-მდე, 10-მდე, ბო­ლოს — 20-მდე, მაგ­რამ არც ეს აღ­მოჩ­ნ­და საკ­მა­რი­სი. მა­შინ აზ­რი ჰქონ­და მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებს. გულ­წ­რ­ფე­ლად მინ­და გითხ­რათ, რომ 20 არ­ჩე­ვა­ნი და თუნ­დაც 10, ჩემ­თ­ვის სავ­სე­ბით არა­ლო­გი­კუ­რია, იმი­ტომ რომ, შე­უძ­ლე­ბე­ლია 18 წლის ახალ­გაზ­რ­დას ზო­გა­დად მა­ინც არ ჰქონ­დეს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ექი­მო­ბაც გინ­დო­დეს და ის­ტო­რი­კო­სო­ბაც. პლუს კი­დევ სტუ­დენ­ტებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ბი­ლო­ბით ისარ­გებ­ლონ — თუ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ ეს ის არ არის, რაც მათ უნ­დო­დათ და სხვა­გან ურ­ჩევ­ნი­ათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ეს პრობ­ლე­მა არ არის. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმ წლებ­ში მე­გო­ნა, რომ 10 და 20 არ­ჩე­ვა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი იყო, მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა იყო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის, უფ­რო სწო­რად — მშობ­ლე­ბის (ვი­ყოთ გულ­წ­რ­ფელ­ნი), რო­მელ­თათ­ვი­საც სულერ­თი იყო, სად ის­წავ­ლი­და მა­თი შვი­ლი, ოღონდ სტუ­დენ­ტი გამ­ხ­და­რი­ყო. ამი­ტო­მაც შევ­თა­ვა­ზეთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, უკ­ვე გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ე­თი­თე­ბი­ნათ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი. ერ­თა­დერ­თი, რაც უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით და­ე­ლა­გე­ბი­ნათ. ბუ­ნებ­რი­ვია, ამას იმი­ტომ ვთხოვთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ მა­თი სურ­ვი­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. თუ, და­ვუშ­ვათ და, მათ მი­ერ მი­თი­თე­ბულ პირ­ველ არ­ჩე­ვან­ზე არ ეყოთ სა­კონ­კურ­სო ქუ­ლა, მე­ო­რე ნომ­რად რაც აქვთ მი­თი­თე­ბუ­ლი, იქ გან­გ­ვე­ხი­ლა მა­თი შე­დე­გე­ბი და ა.შ. ალ­ბათ გახ­სოვთ, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის ვა­დაც გა­ვუ­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვეთ, ის არ მო­ი­ცავს მხო­ლოდ სა­რე­გის­ტ­რა­ციო პე­რი­ოდს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, და­ახ­ლო­ე­ბით, 6 თვე აქვთ იმი­სათ­ვის, რომ შეც­ვა­ლონ, და­ა­მა­ტონ, გა­მო­აკ­ლონ, რი­გი­თო­ბა შეც­ვა­ლონ და ა.შ. წელს ეს პე­რი­ო­დი 12 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვ­ლით ჰქონ­დათ, ანუ მას შემ­დე­გაც, რაც გა­ი­გებ­დ­ნენ სა­კუ­თარ შე­დე­გებს გა­მოც­დებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც შე­უზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით აძ­ლევ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­უ­თი­თონ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი (მარ­ტი­ვად რომ ავ­ხ­ს­ნათ, აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ, თუ მე­ოთხე საგ­ნად ავირ­ჩიე ის­ტო­რია, შე­მიძ­ლია მი­ვუ­თი­თო ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და ყვე­ლა ფა­კულ­ტე­ტი, სა­დაც ის­ტო­რიაა მოთხოვ­ნი­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დად), ბუ­ნებ­რი­ვია, მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბი აზრს კარ­გავს. ვთქვათ, 40 ფა­კულ­ტე­ტი მაქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, რი­გი­თო­ბით მაქვს და­ლა­გე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით. მე თუ, მა­გა­ლი­თად, მე­სა­მე ან მე­ოთხე არ­ჩე­ვან­ზე ჩა­ვი­რიცხე, და­ნარ­ჩე­ნი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბო­ლო ად­გი­ლებ­ზე შე­მიძ­ლია მი­ვუ­თი­თო ისე­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და ფა­კულ­ტე­ტი, სა­დაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მინ­და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. უფ­რო სწო­რად, არ მინ­და, მაგ­რამ, თუ ჩემ­თ­ვის სა­სურ­ველ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ვერ ჩა­ვი­რიცხე და მა­ინ­ც­და­მა­ინც სტუ­დენ­ტო­ბა მინ­და, ჩავ­წერ ბო­ლო ად­გი­ლებ­ზე იმ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, სა­დაც არ მინ­და სწავ­ლა და თუ სტუ­დენ­ტი ვერ გავ­ხ­დე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ესეც მე­წე­რე­ბა და ბო­ლოს და ბო­ლოს აქ მა­ინც ჩა­ვი­რიცხე­ბი.
მე­სა­მე წე­ლია, რაც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ეს შევ­თა­ვა­ზეთ და მე­სა­მე წე­ლია, ისევ და­იწყო სა­უ­ბა­რი მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებ­ზე. შარ­შან და შარ­შან­წინ გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა მი­ნის­ტ­რ­მა და, ალ­ბათ გახ­სოვთ, რომ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად იყო   წი­ნა­აღ­მ­დე­გი. ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია ასე­თი იყო: უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში დარ­ჩა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი, მე­ო­რე მხრივ, არი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მი­უ­თი­თეს ორი, სა­მი და ოთხი უმაღ­ლე­სი და ვერც ერ­თ­ში ვერ ჩა­ი­რიცხ­ნენ, ახ­ლა იმ თა­ვი­სუ­ფალ ად­გი­ლებ­ზე უნ­დათ ჩა­რიცხ­ვა. ერ­თი მხრივ, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს უნ­და სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, მე­ო­რე მხრივ, ამ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ად­რე არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ახ­ლა გა­უჩ­ნ­დათ სურ­ვი­ლი, იქ გა­აგ­რ­ძე­ლონ სწავ­ლა და რა­ტომ არის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია. მა­ში­ნაც ვცდი­ლობ­დი ამეხ­ს­ნა და წელ­საც იმა­ვეს ვი­მე­ო­რებ­დი, რექ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზეც ამ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობ­დი — ეს არის ერ­თი კა­ტე­გო­რია აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც მი­უ­თი­თეს არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ვერ ჩა­ი­რიცხ­ნენ მათ მი­ერ მი­თი­თე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში.
არის აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და არც ისე მცი­რე, რომ­ლებ­მაც შეგ­ნე­ბუ­ლად მი­უ­თი­თეს მხო­ლოდ ერ­თი ან ორი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და მხო­ლოდ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თა­ნაც მქონ­და შეხ­ვედ­რა და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, უფ­რო მე­ტი ფა­კულ­ტე­ტი რომ მი­მე­თი­თე­ბი­ნა და სხვა­გან ჩავ­რიცხუ­ლი­ყა­ვი, მე იქ სწავ­ლას არ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ­დი, რად­გან ზუს­ტად ვი­ცი, რა მინ­და და სად მინ­და. მათ მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრე­ტენ­ზია ნამ­დ­ვი­ლად არ ჰქო­ნი­ათ. იყო ერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მე­ლიც მიხ­ს­ნი­და: ექი­მო­ბა მინ­და, მაგ­რამ მინ­და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ჯან­დაც­ვის ფა­კულ­ტეტ­ზე, სხვა­გან არ მინ­და. გა­ი­სის­თ­ვის მო­ვემ­ზა­დე­ბიო. ჩემ­თ­ვის ეს ნამ­დ­ვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რო­დე­საც ახალ­გაზ­რ­დას უკ­ვე აქვს წარ­მოდ­გე­ნა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სურს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ამ ახალ­გაზ­რ­დას ქი­მია ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი და შე­ეძ­ლო ყვე­ლა ის ფა­კულ­ტე­ტი მი­ე­თი­თე­ბი­ნა, რო­მელ­ზეც სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად ქი­მია იყო გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს იმი­ტომ არ გა­ა­კე­თა, რომ ქი­მი­ურ­ზე ან სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლა არ უნ­დო­და, შეგ­ნე­ბუ­ლად მი­უ­თი­თა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ორი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. ისიც იმ 619 აბი­ტუ­რი­ენტს შო­რის მოხ­ვ­და, რომ­ლებ­მაც გა­და­ლა­ხეს ზღვა­რი, მაგ­რამ ვერ ჩა­ი­რიცხ­ნენ.
არის საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც, ასე­ვე, და­უშ­ვეს შეც­დო­მა ჩა­მო­ნათ­ვა­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში და ისეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ი­რიცხ­ნენ, სა­დაც აპ­რი­ო­რი სწავ­ლას ვერ გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ იმი­ტომ, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ისე­თი ფა­კულ­ტე­ტი, სა­დაც სწავ­ლა უფა­სო არ არის, ანუ სა­ხელ­მ­წი­ფო არ აფი­ნან­სებს ან კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც გა­და­სა­ხა­დი 2250 ლარ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. მშობ­ლე­ბი მიხ­ვ­დ­ნენ, რომ მა­თი შვი­ლე­ბი ქუ­ჩა­ში რჩე­ბოდ­ნენ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვერ გა­ა­ფორ­მებ­დ­ნენ და ითხოვ­დ­ნენ, შემ­დეგ ნომ­რად მი­თი­თე­ბულ არ­ჩე­ვან­ზე ჩაგ­ვ­რიცხე­თო. ავუხ­სე­ნით, რომ ეს პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ ჩა­რიცხ­ვე­ბის პროგ­რა­მა­ში ერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტის ად­გი­ლი­დან დაძ­ვ­რა მთე­ლი სის­ტე­მის არე­ვას გა­მო­იწ­ვევს. დი­დი იყო ისე­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ან, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა, მა­გა­ლი­თად, ერ­თი მშო­ბე­ლი იყო გო­რი­დან შვილ­თან ერ­თად მო­სუ­ლი, რო­მელ­მაც ზუგ­დი­დის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მი­უ­თი­თა, არ მი­აქ­ცია ყუ­რადღე­ბა, რა­ტომ­ღაც, რომ ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლად ზუგ­დიდ­შია და გვე­უბ­ნე­ბო­და: მე ვერ გა­დავ­სახ­ლ­დე­ბი ზუგ­დიდ­ში და ვერც ბავშვს გა­ვუშ­ვებ, იმი­ტომ რომ და­მა­ტე­ბით თან­ხას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლიო. შარ­შან ასე­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ვერ მო­ა­ხერ­ხეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რან­ჟი­რე­ბულ სი­ა­ში ჩა­რიცხუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, 500 იყო.
აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვა­ზე ჰქონ­დათ პრე­ტენ­ზია (სულ 29 აბი­ტუ­რი­ენ­ტი), ვცდი­ლობ­დი ამეხ­ს­ნა, რომ არ მაქვს უფ­ლე­ბა, მო­ვიქ­ცე უსა­მარ­თ­ლოდ. შარ­შან და შარ­შან­წი­ნაც მო­ვი­ქე­ცით უსა­მარ­თ­ლოდ, რო­დე­საც იმ 500 აბი­ტუ­რი­ენ­ტის პრობ­ლე­მე­ბი არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ. თუ ჩვენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კონ­კ­რე­ტულ ჯგუფს ვაძ­ლევთ ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, მა­შინ სხვებ­საც უნ­და მივ­ცეთ იგი­ვე უფ­ლე­ბა და შე­ვაც­ვ­ლე­ვი­ნოთ რე­ი­ტინ­გუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ეს კი, რა თქმა უნ­და, ავ­ტო­მა­ტუ­რად გუ­ლის­ხ­მობს, რომ უნ­და შე­ჩერ­დეს პრო­ცე­სი, თა­ვი­დან უნ­და მივ­ცეთ ყვე­ლას შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ა­კე­თოს გა­ნაცხა­დი, თა­ვი­დან უნ­და გა­ვი­ა­როთ ჩა­რიცხ­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რა და, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი სწავ­ლას მე­ო­რე სე­მეს­ტ­რამ­დე ვერ და­იწყე­ბენ.
რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ უკ­ვე ჩა­რიცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც უკ­ვე და­იწყეს სწავ­ლა და გა­ა­ფორ­მეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. თუ ჩა­რიცხ­ვე­ბის პროგ­რა­მას თა­ვი­დან და­ვატ­რი­ა­ლებ­დით, ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ისევ აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­დე­ბო­და, თა­ვი­დან უნ­და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა გა­ნაცხა­დი, რაც ამ პრო­ცე­დუ­რას თან ახ­ლავს, ბუ­ნებ­რი­ვია, სუ­რა­თიც შე­იც­ვ­ლე­ბო­და, რაც, 28 ათა­სამ­დე სტუ­დენ­ტის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. ეს თე­ო­რი­უ­ლა­დაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ამა­ზე წამ­ს­ვ­ლე­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ გვინ­დო­და ახ­ს­ნა იმ 29 აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის, ვინც მოთხოვ­ნას აწერ­და ხელს. ხომ უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რას ვითხოვთ.
და­ვუშ­ვათ, ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვით ჩა­რიცხუ­ლიყ­ვ­ნენ. ეს პრო­ცე­დუ­რა გარ­კ­ვე­ულ დროს სა­ჭი­რო­ებს და სწავ­ლას მხო­ლოდ მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან და­იწყებ­დ­ნენ ისე­ვე, რო­გორც ეს შარ­შან მოხ­და. სა­დაც არ უნ­და ჩა­რიცხუ­ლიყ­ვ­ნენ, გა­და­სა­ხა­დი მთე­ლი წლის ექ­ნე­ბო­დათ გა­და­სახ­დე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თი სე­მეს­ტ­რი არ ის­წავ­ლიდ­ნენ. სტუ­დენ­ტებს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი გრან­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად, სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვთ. მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამის უფ­ლე­ბა­საც კარ­გა­ვენ, რად­გან სწავ­ლას მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან და­იწყე­ბენ და სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­შიც ვერ მოხ­ვ­დე­ბი­ან. რა გა­მო­დის, რომ ვიბ­რ­ძ­ვით მხო­ლოდ ორი თვის­თ­ვის?! ვუხ­ს­ნი­დი იმა­საც, რომ თუ იმის იმე­დი გაქვთ, რომ სექ­ტემ­ბ­რი­დან სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­დას­ვ­ლას მო­ა­ხერ­ხებთ, ესეც და­ი­ვიწყეთ, იმი­ტომ რომ, მო­ბი­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თ­ვის, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სი კრე­დი­ტე­ბი უნ­და და­აგ­რო­ვოთ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ მო­ბი­ლო­ბა­ზე ფიქ­რი. ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თი წლის კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, რად­გან შარ­შან და შარ­შან­წინ იყო ამის პრე­ცე­დენ­ტი, რამ­დე­ნი­მე აბი­ტუ­რი­ენ­ტი ითხოვ­და მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვას.
შარ­შან 200-მდე იყო მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი და ვერ ჩა­ი­რიცხა კონ­კ­რე­ტულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბის შე­დე­გად, რო­გორ გგო­ნი­ათ, და­ახ­ლო­ე­ბით, რამ­დე­ნი ჩა­ი­რიცხა? 75 აბი­ტუ­რი­ენ­ტი. მათ­გან რამ­დენ­მა გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან? ხე­ლის თი­თებ­ზე შეგ­ვიძ­ლია და­ვით­ვა­ლოთ. შეხ­ვედ­რა­ზე ამ სა­კითხით და­ვინ­ტე­რეს­დი, რექტორთა აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­პა­სუ­ხა, ჩვენ­თან არც ერ­თი სტუ­დენ­ტი მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვით არ მო­სუ­ლაო. ერ­თად ერ­თი რექ­ტო­რი იყო, რო­მელ­მაც გვითხ­რა, რომ ერ­თი სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რიცხა და იმა­ნაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ა­ფორ­მა. შე­საძ­ლოა თი­თო-ორო­ლა სხვა უმაღ­ლე­სებ­შიც არის, მაგ­რამ ეს სა­ერ­თო სუ­რათს არ ცვლის. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვით მოხ­ვედ­რილ სტუ­დენ­ტებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას თა­ვის თავ­ზე იღებს, მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად უნ­და გა­მო­ყოს მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმ ერ­თი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, შეც­ვა­ლოს მის­თ­ვის სას­წავ­ლო გეგ­მა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სტუ­დენტს მო­არ­გოს.
ხომ შე­იძ­ლე­ბა დავ­ს­ვათ ლო­გი­კუ­რი შე­კითხ­ვა — ან ერ­თი, ან მე­ო­რე მხრი­დან, რის­თ­ვის ვიბ­რ­ძ­ვით? რას ვკარ­გავთ? თე­ბერ­ვ­ლის ბო­ლო­დან უკ­ვე ახა­ლი პრო­ცე­სი იწყე­ბა და იმის მა­გივ­რად, რომ სრულ­ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დე, საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­შიც მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ვარ, სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­შიც მოვ­ხ­ვ­დე, სა­თა­ნა­დოდ მო­ვემ­ზა­დო და მე­ო­რე წელს ჩა­ვა­ბა­რო, ვითხოვ მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვას. არ მეს­მის, რა მენ­ტა­ლი­ტე­ტია. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მშობ­ლებ­თან უფ­რო გა­მი­ჭირ­და სა­უ­ბა­რი და ამის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბა, ვიდ­რე აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­დას არას­რულ­ფასოვანი სტუ­დენ­ტო­ბა უსურ­ვო, ეს მშობ­ლებ­მაც უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ.
ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ, ამ ყვე­ლა­ფერს წერ­ტი­ლი უნ­და და­ვუს­ვათ, ცო­ტა გო­ნივ­რუ­ლად მო­ვიქ­ცეთ და, წე­სი­სა და რი­გის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი. რა თქმა უნ­და, შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი იყო და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ნი ერ­თი და იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით.
ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კა­რი ღიაა ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თ­ვის. ყო­ველ ხუთ­შა­ბათს მე პი­რა­დად მაქვს მი­ღე­ბის სა­ა­თე­ბი, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე. სხვა დღე­ებ­შიც, ყო­ველ წუთს და წამს შე­უძ­ლი­ათ მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან და კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვინ და­ზარ­დე­ბა, ჩე­მი­დან დაწყე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლის ჩათ­ვ­ლით.
— აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი იმა­საც ამ­ბობ­დ­ნენ, რომ რამ­დე­ნი­მე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ვუ­თი­თეთ, მაგ­რამ პროგ­რა­მუ­ლად არ აისა­ხაო
— ეს გა­მო­რიცხუ­ლია — პროგ­რა­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, შე­ვა­მოწ­მოთ თი­თო­ე­უ­ლი წა­მი და წუ­თი, რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტი შე­დის პროგ­რა­მა­ში, თუნ­დაც ცვლი­ლე­ბას არ ახორ­ცი­ე­ლებ­დეს და მით უმე­ტეს, რო­ცა ცვლი­ლე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. რამ­დე­ნი­მე აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ვი­და, მშო­ბელ­თან ერ­თად და თქვა, რომ მე ეს უმაღ­ლე­სი მქონ­და მი­თი­თე­ბუ­ლი და შემ­დეგ არ აღ­მოჩ­ნ­და ჩა­მო­ნათ­ვალ­შიო. ეს ნამ­დ­ვი­ლად ტყუ­ი­ლი იყო. თუ პროგ­რა­მას რა­ი­მე ხარ­ვე­ზი აქვს, ეს ერთ, ორ ან თუნ­დაც ათ აბი­ტუ­რი­ენტს კი არ შე­ე­ხე­ბა, არა­მედ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ათი ათა­სო­ბით აბი­ტუ­რი­ენტს, მა­სი­ურ სა­ხეს მი­ი­ღებს. თუ აბი­ტუ­რი­ენტს ასე ეჩ­ვე­ნე­ბო­და ან ახ­სოვ­და, რომ სხვა­ნა­ი­რად ჰქონ­და ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ამის შე­მოწ­მე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ვაჩ­ვე­ნეთ, მარ­ტი­დან დაწყე­ბუ­ლი 12 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვ­ლით, რო­მელ დღეს, რო­მელ სა­ათ­ზე, რო­მელ წუთ­ზე იყ­ვ­ნენ შე­სუ­ლი პროგ­რა­მა­ში, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს თუ არა რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, რა და­ფიქ­სირ­და ბა­ზა­ში. ეს არ არის და­ხუ­რუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მელ­საც ვერ შე­ა­მოწ­მებ.
— 2016 წელს რა­ი­მე სი­ახ­ლე ხომ არ იგეგ­მე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე?
— ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და „ქა­ღალ­დით და ფან­ქ­რით“ ტეს­ტე­ბი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის ტეს­ტე­ბით ჩა­ვა­ნაც­ვ­ლოთ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გარ­კ­ვე­ულ სა­კითხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და მოგ­ვარ­დეს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ვგუ­ლის­ხ­მობ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბის აღ­ჭურ­ვას შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მზად არის, გა­და­ვი­დეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის ტეს­ტი­რე­ბა­ზე. თუ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ამ სი­ახ­ლეს უკ­ვე 2016 წლის­თ­ვის შევ­თა­ვა­ზებთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. სა­კითხი ძა­ლი­ან მა­ლე უნ­და გა­და­იჭ­რას, ამ თვეს არ უნ­და გა­და­ცილ­დეს და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი დრო­უ­ლად უნ­და იყ­ვ­ნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამ სი­ახ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.
თუ სა­კითხი და­დე­ბი­თად გა­დაწყ­დე­ბა, რი­სი დი­დი იმე­დი მაქვს, მა­შინ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის გარ­და, გვექ­ნე­ბა ბევ­რი აპ­რო­ბა­ცია. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნონ სი­ახ­ლეს, რო­მელ­საც 2016 წელს შევ­თა­ვა­ზებთ. პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხე­ბი გა­და­იჭ­რას, იმი­ტომ რომ, უკ­ვე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე.
სხვა მხრივ, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახა­ლი არა­ფე­რია. სექ­ტემ­ბე­რი (ოქ­ტომ­ბ­რის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე), რო­გორც წე­სი, ჩვენ­თ­ვის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შიგ­ნით, აქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სია. გა­მოც­დე­ბის შემ­დ­გომ, რო­დე­საც შე­დე­გე­ბი სა­ხე­ზეა, მიმ­დი­ნა­რე­ობს თი­თო­ე­უ­ლი სა­გა­მოც­დო ტეს­ტის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი. კვლე­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან და საგ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად, გვაქვს ინ­ტენ­სი­უ­რი სე­მი­ნა­რე­ბი. კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, არის თუ არა აუცი­ლე­ბე­ლი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, შე­დე­გებ­ზე და ფსი­ქო­მეტ­რულ ანა­ლიზ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ამა თუ იმ ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბის ფორ­მა­ტის შეც­ვ­ლა. მაგ­რამ ამას სი­ახ­ლეს ვერ და­ვარ­ქ­მევ, მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის ტეს­ტ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა შე­იც­ვ­ლე­ბა თუ რო­მე­ლი­ღაც და­ვა­ლე­ბის ფორ­მა­ტი. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, რო­გორც კი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ, ამის შე­სა­ხებ ვიწყებთ სა­უ­ბარს და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს წი­ნას­წარ ვაც­ნობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას.
ბუ­ნებ­რი­ვია, თუ ჩვენ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მის ბუკ­ლე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე გა­და­ვე­დით, თვი­თონ ტეს­ტის ბუკ­ლე­ტის ფორ­მა­ტი, შე­საძ­ლოა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად შე­იც­ვა­ლოს, კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რანს უნ­და მო­ერ­გოს და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის იქ­ნე­ბა. არ ვგუ­ლის­ხ­მობ ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილს, ვსა­უბ­რობ თვი­თონ ფორ­მატ­ზე — რო­გორ უნ­და გან­თავ­ს­დეს და­ვა­ლე­ბა ეკ­რან­ზე თუ სხვ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის,  ამა­ზე უკ­ვე ვმუ­შა­ობთ. გა­და­საწყ­ვე­ტია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი — რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბის აღ­ჭურ­ვა შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არ არის მარ­ტი­ვი სა­მუ­შაო, პირ­ველ რიგ­ში, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უნ­და იქ­ნეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თვი­თონ ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბის ფორ­მა­ტი ეფექ­ტუ­რად იყოს გან­ლა­გე­ბუ­ლი ეკ­რან­ზე და პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­დეს და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა, ამ კუთხით სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ნაც შე­იძ­ლე­ბა, კოს­მე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, გარ­კ­ვე­უ­ლი კუთხით, ფორ­მა­ტის ცვლი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი არ გვაქვს. ოქ­ტომ­ბ­რის პირ­ვე­ლი რიცხ­ვე­ბის­თ­ვის, ანა­ლიზს რომ და­ვას­რუ­ლებთ, მა­შინ გა­მოჩ­ნ­დე­ბა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა თუ არა მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბი.
— სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი სა­ა­ტეს­ტა­ტო და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მომ­ხ­რეა...
— მე მგო­ნი, ყვე­ლა ერ­თად ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ თვით­მი­ზა­ნი არ არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს ახა­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის შე­მო­ტა­ნა, რა­ღა­ცის შეც­ვ­ლის. ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ მი­ზანს უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს — რას ემ­სა­ხუ­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი კონ­კ­რე­ტულ პრინ­ცი­პებს ეყ­რ­დ­ნო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, რას უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი (რაც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის) და შე­სა­ბა­მი­სი პრინ­ცი­პე­ბი იქ­ნე­ბა შე­მო­ღე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა უკ­ვე სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს ეს სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი.
დღეს ამა­ზე ლა­პა­რა­კი ნამ­დ­ვი­ლად ნა­ად­რე­ვია, რამ­დე­ნა­დაც პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ეყ­რ­დ­ნო­ბა და რა­ზეც ეს მო­დე­ლი აიგო, არ შეც­ვ­ლი­ლა. თუმ­ცა, იმ­თა­ვით­ვე ვამ­ბობ­დით, დრო­უ­ლად იყო შე­საც­ვ­ლე­ლი იმი­ტომ, რომ აუცი­ლებ­ლად მოგ­ვ­ცემ­და უარ­ყო­ფით შე­დე­გებს. პირ­ველ რიგ­ში, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პრინ­ცი­პი, სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი, რო­მელ­საც ეყ­რ­დ­ნო­ბა ეს მო­დე­ლი. თუ ეს პრინ­ცი­პი არ შე­იც­ვა­ლა, მა­შინ უბ­რა­ლოდ გა­უ­გე­ბა­რია, რა მო­დელ­ზე ვსა­უბ­რობთ. მხო­ლოდ ის მი­ზე­ზი, რომ აბი­ტუ­რი­ენტს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა უწევს, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. იმ პე­რი­ოდ­ში, ჩვენ არ ვი­ყა­ვით გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბის მომ­ხ­რე­ე­ბი, მა­შინ აბი­ტუ­რი­ენტს სულ ოთხი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა უწევ­და. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­მო­ღე­ბუ­ლი იქ­ნა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი, ჩვენ უბ­რა­ლოდ შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მა­შინ­ვე ვცდი­ლობ­დი ამეხ­ს­ნა, რომ სკო­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდ­გა და სას­წავ­ლო პრო­ცესს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ახა­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის შე­მო­ტა­ნით შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო დაგ­ვემ­ძი­მე­ბი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა, ახა­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლით სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ გა­მოს­წორ­დე­ბო­და. მაგ­რამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქ­ნა და ჩვენც იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით, შე­მოგ­ვე­ღო ახა­ლი სის­ტე­მა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის სა­ხით.
მა­შინ და­ვუბ­რუნ­დეთ იმ სის­ტე­მას, რო­დე­საც სტუ­დენ­ტებს ოთხი გა­მოც­და ჰქონ­დათ ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ან სულ გა­ვა­უქ­მოთ სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა და არც ერ­თი გა­მოც­და არ ექ­ნე­ბა ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი და კი­დევ უფ­რო ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა!  მი­ზე­ზი, რომ აბი­ტუ­რი­ენტი ბევ­რ გა­მოც­დას ა­ბა­რე­ბს, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.
ბევრ წარ­მა­ტე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად არ­სე­ბობს ე.წ. მა­ტუ­რა გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის სა­ხით აბა­რე­ბენ გა­მოც­დებს და შემ­დეგ ის შე­დე­გე­ბი უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­სა­რიცხად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამის ახ­ლა გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მას გა­ა­ჩენს. თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ ლო­ჯის­ტი­კურ მხა­რეს, და­ვუშ­ვათ მოგ­ვარ­და ყვე­ლა­ფე­რი და, 19 სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რის ნაც­ვ­ლად,  გვაქვს 2000 სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რი, ცო­ტა მე­ტიც. და­ვუშ­ვათ, მოს­წავ­ლე­მაც ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი წი­ნას­წარ აცხა­დე­ბენ თა­ვი­ანთ მოთხოვ­ნებს, მაგალითად, მინ­და სტუ­დენ­ტი, რო­მელ­საც ფი­ზი­კა­ში ეს შე­დე­გი აქვს, ქი­მი­ა­ში — ეს და ა.შ. ბუ­ნებ­რი­ვია, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრინ­ცი­პი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ თუ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს 100 სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლი აქვს, ას­მე­ერ­თეს ვერ მი­ი­ღებს. თუ ას­ზე ნაკ­ლე­ბი სტუ­დენ­ტი მი­ვი­და, ასე­თი მოთხოვ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში,  ვთქვათ — 20, ბუ­ნებ­რი­ვია უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გე­ბა, იმი­ტომ რომ, ჩვენ ვი­ცით, მი­სი და­ფი­ნან­სე­ბის ლო­მის წი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტე­ბით მო­დის — ან სა­ხელ­მ­წი­ფო უხ­დის სტუ­დენტს სწავ­ლის სა­ფა­სურს, ან სტუ­დენ­ტი იხ­დის სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან. რე­ა­ლუ­რად, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ვა­ი­ძუ­ლებთ, აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თონ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და არა ხა­რის­ხ­ზე. რა თქმა უნ­და, უმაღ­ლე­სი სა­წავ­ლე­ბე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს, რომ მო­ი­ზი­დოს რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტი, მაგ­რამ თუ 100 სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლი­დან მხო­ლოდ 20 შე­ივ­სე­ბა, ეს ფი­ნან­სუ­რად ტრა­გე­დია არ უნ­და იყოს.  შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს ისეც, რომ არა 100-მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მოთხოვ­ნე­ბი, არა­მედ 150-მა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში რა ქნას უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მელ­საც 100-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა  არ აქვს. მე­ო­რე მხრივ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ხომ უნ­და მივ­ცეთ რამ­დე­ნი­მე არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?! და­ვუშ­ვათ, ჩე­მი შე­დე­გე­ბი შე­მიძ­ლია გა­ვაგ­ზავ­ნო არა­ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე მა­თი მოთხოვ­ნე­ბი და, პი­რო­ბი­თად, 5-მა უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა ჩამ­რიცხა. ხუ­თი­ვე­ში ხომ ვერ ვის­წავ­ლი, არ­ჩე­ვანს ერთ კონ­კ­რე­ტულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ზე გა­ვა­კე­თებ, იმ ოთხს კი ად­გილს გა­ვუ­უქ­მებ, მაგ­რამ უმაღ­ლესს ხომ თა­ვი­სი გათ­ვ­ლა აქვს. ვთქვათ, მას 50-მა სტუ­დენ­ტ­მა მი­მარ­თა და 50-ივე ჩა­რიცხა, რე­ა­ლუ­რად კი, 50-ის ნაც­ვ­ლად, შე­იძ­ლე­ბა 15 სტუ­დენ­ტი მი­ვი­დეს, და­ნარ­ჩე­ნებ­მა სხვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი აირ­ჩი­ონ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა ქნას უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მელ­საც, ამ სის­ტე­მის წყა­ლო­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მ­ნე­ბა?! ელე­მენ­ტა­რუ­ლად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­საც ვერ მო­ა­ხერ­ხებს, იმი­ტომ რომ, 50 სტუ­დენ­ტის მი­სა­ღე­ბა­დაა მზად, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი მო­დის.
თუ კარ­გად არ და­ვუკ­ვირ­დე­ბით და ამ პრინ­ცი­პებ­ზე — და­ფი­ნან­სე­ბის, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და ა.შ. — სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვი­ფიქ­რებთ და რა­დი­კა­ლუ­რად არ შევ­ც­ვ­ლით, დღეს ძა­ლი­ან ად­რეა ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რო­გო­რი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა გვინ­და. სულ ამას ვი­მე­ო­რებ, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, შე­იქ­მ­ნას პრინ­ცი­პე­ბი, რა პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევს ახალ სა­გა­მოც­დო მო­დელს და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა, ახა­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის შექ­მ­ნის თვალ­საზ­რი­სით, ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ ექ­ნე­ბა.
— ცენტრის ინი­ცი­ა­ტი­ვა — სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბა
— ეს ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტია — იმ სტუ­დენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა, ვინც ვერ მო­ი­პო­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი ან ვერ ჩა­ი­რიცხა იმ ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო სრუ­ლად აფი­ნან­სებს სწავ­ლას; არ მოხ­ვ­და სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტ­ში და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ფი­ნან­სე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ სწავ­ლობს და ძა­ლი­ან უჭირს სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და. ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც სტუ­დენ­ტი მუ­შა­ობს და მის­თ­ვის არა­ა­დეკ­ვა­ტურ საქ­მეს აკე­თებს, რად­გან მი­სი მთა­ვა­რი საქ­მე არის სწავ­ლა. ზოგს ღა­მის სა­ა­თებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა და წვა­ლობს იმის გა­მო, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და­ფა­როს ან საცხოვ­რებ­ლის პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­როს. ძა­ლი­ან გვინ­და ამ სტუ­დენ­ტებს ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შევ­თა­ვა­ზოთ. პი­რა­დად მე, ვფიქ­რობ, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ყოფ­ნა და მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციაა. ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით გა­მოც­დი­ლე­ბა­საც შე­ი­ძე­ნენ და ბევრ სხვა რა­მე­საც ის­წავ­ლი­ან, რაც მათ ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას­თან უფ­რო ახ­ლოს იქ­ნე­ბა, ვიდ­რე სხვა ნე­ბის­მი­ე­რი სა­მუ­შაო.
პირ­ველ ეტაპ­ზე პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში ვართ, უნ­და ვნა­ხოთ, რო­გორ ამუ­შავ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მოგ­ვ­ცემს თუ არა სა­სურ­ველ შე­დეგს. მივ­მარ­თეთ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს და მგო­ნია, რომ მე­ო­რე ეტაპ­ზე აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, რად­გან გა­და­სა­ხა­დი იქ გა­ცი­ლე­ბით  მე­ტია, ვიდ­რე სა­ხელ­მ­წი­ფო­ში. იქ სწავ­ლო­ბენ ისე­თი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც გრან­ტიც კი მო­ი­პო­ვეს, მაგ­რამ კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ერ­თი იმ­დე­ნი კი­დევ აქვთ გა­და­სახ­დე­ლი. თუ პი­ლო­ტი­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა, რა თქმა უნ­და, შემ­დეგ პრო­ექ­ტი და­იხ­ვე­წე­ბა.
უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ, თავ­დე­ბად და­უდ­გ­ნენ თა­ვი­ანთ სტუ­დენ­ტებს, რად­გან კარ­გად იც­ნო­ბენ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს და უკეთ იცი­ან, ვის სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. სა­მუ­შა­ოს რომ ვთა­ვა­ზობთ სტუ­დენ­ტებს, პირ­ველ რიგ­ში, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბი გვინ­და. ამი­ტო­მაც მივ­მარ­თეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს თხოვ­ნით, ასე­თი სტუ­დენ­ტე­ბის სია მოგ­ვა­წო­დონ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი პირ­ველ­კურ­სე­ლებ­ზე ვერ გავ­რ­ცელ­დე­ბა, რამ­დე­ნა­დაც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი ჯერ არ იც­ნო­ბენ პირ­ველ­კურ­სე­ლებს, ამი­ტო­მაც აქ­ცენ­ტი მე­ო­რე-მე­სა­მე­კურ­სე­ლებ­ზე გვაქვს გა­და­ტა­ნი­ლი. ჩვენ­მა პრო­ექ­ტ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია  და დი­დი იმე­დი მაქვს, რომ და­ვეხ­მა­რე­ბით ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებს, თუნ­დაც მცი­რე­დით. სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლომ­დე უკ­ვე გვექ­ნე­ბა სია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მა­თი სწავ­ლის გრა­ფი­კიც. არ მინ­და, რომ სტუ­დენ­ტე­ბის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ე­შა­ლოს ხე­ლი, მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მათ­თ­ვის სწავ­ლაა და შემ­დეგ უკ­ვე — სხვა და­ნარ­ჩე­ნი.
და­საქ­მე­ბა­ში მხო­ლოდ ზაფხუ­ლის პე­რი­ო­დი არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რო­დე­საც ჩვენ აქ­ტი­უ­რად გვჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბის, კუ­რა­ტო­რე­ბის, რე­გის­ტ­რა­ტო­რე­ბის სა­ხით. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რებთ ოლიმ­პი­ა­დებს, აპ­რო­ბა­ცი­ებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვებს და ა.შ. ასე რომ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც იქ­ნე­ბა. რაც უფ­რო მეტ სტუ­დენტს მო­ვი­ცავთ, ჩვენც უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით. ახალ­გაზ­რ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­ფე­რი ჯო­ბია — ეს გა­მოც­დი­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვი­ძი­ნეთ. ბუ­ნებ­რი­ვია, ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს და რა­ტო­მაც არა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც სჭირ­დე­ბა გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

40(914)N