გამოდის 1998 წლიდან
2015-10-01
წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის დას­ჯი­ლი

ირაკლი თავაძე

სამ­წუ­ხა­როდ, დიდ სპორ­ტ­ში ჩაბ­მუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სა თუ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ისევ ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მად რჩე­ბა სწავ­ლი­სა და სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის შე­თავ­სე­ბა, რის გა­მოც ბევ­რი იძუ­ლე­ბუ­ლია, სპორტს თა­ვი და­ა­ნე­ბოს. მარ­თა­ლია, პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა, თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მის სიმ­წ­ვა­ვეს ოდ­ნა­ვა­დაც არ ამ­ცი­რებს — მათ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უწევთ, ოქ­როს შუ­ა­ლე­დის და­ჭე­რას კი მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის გა­მო, უმე­ტე­სად, ვერ ახერ­ხე­ბენ. არა­და, მსოფ­ლი­ომ დი­დი ხნის წინ გა­დაჭ­რა ეს პრობ­ლე­მა და ასე­თი დი­ლე­მის წი­ნა­შე არ აყე­ნებს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს — აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვი­სი ნი­ჭი სრუ­ლად გა­ნა­ვი­თა­რონ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩვენს მთავ­რო­ბას ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბა და უკ­ვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მარ­თებს, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას არა და არ და­ად­გა საშ­ვე­ლი. ვფიქ­რობთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა, იზ­რუ­ნოს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და კა­ნონ­ში შე­ი­ტა­ნოს ელე­მენ­ტა­რუ­ლი შეს­წო­რე­ბა, რაც გარ­კ­ვე­ულ გა­მო­ნაკ­ლისს და­უშ­ვებს სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ყოფ­ნი­სას ან მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში გაც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბის გა­მო კლას­ში ან კურ­ს­ზე არ ჩა­ტო­ვონ სპორ­ტ­ს­მე­ნი და გაც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ.
ამ პრობ­ლე­მამ არა­ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი და­ა­ზა­რა­ლა. მათ შო­რის საკ­მა­ოდ პერ­ს­პექ­ტი­უ­ლე­ბიც იყ­ვ­ნენ, რო­მელ­თა­გა­ნაც დიდ შე­დეგ­საც ელოდ­ნენ, მაგ­რამ თა­ვი და­ა­ნე­ბეს სპორტს (მა­გა­ლი­თად, სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტი, ქუ­თა­ი­სე­ლი ტყვი­ის მსრო­ლე­ლი ნი­ნო ფან­ჩუ­ლი­ძე), იქ­ნებ ზო­გი არაა ასე­თი გა­ქა­ნე­ბის სპორ­ტ­ს­მე­ნი, მაგ­რამ კლას­ში მა­ინც ჩა­ტო­ვეს...
ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მის ბო­ლო მსხვერ­პ­ლი ძი­უ­დო­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მზია ბე­ბოშ­ვი­ლია, თუმ­ცა მი­სი ამ­ბა­ვი „ჰეფი ენ­დით“ დამ­თავ­რ­და. ის თბი­ლი­სის 84-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეა და ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია, ვინც ამ ზაფხულს კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა­ზე მთე­ლი ევ­რო­პა ააფო­რი­ა­ქა და ვი­საც ქარ­თუ­ლი „დი­ნა­მი­ტი უწო­დეს“, ხო­ლო ფრან­გ­თა მსოფ­ლი­ოს, ევ­რო­პი­სა და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ ლუ­სი დე­კო­სის ათ­ქ­მე­ვი­ნა, ქარ­თ­ველ­მა გო­გონ­ებ­მაც თუ მა­თი ბი­ჭე­ბი­ვით და­იწყეს მედ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, ჩვენ რა­ღა გვეშ­ვე­ლე­ბა, სად და­ვიმ­სა­ხუ­როთ ჯილ­დო­ე­ბიო. ამ ამ­ბე­ბი­დან სულ მა­ლე ბე­ბოშ­ვი­ლი და მი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ტრი­უმ­ფ­ტო­რე­ბად მოგ­ვევ­ლინ­ნენ და მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ჭი­და­ო­ბით, კარ­გი გა­მოს­ვ­ლით გა­ა­ო­ცეს ძი­უ­დოს ქო­მა­გე­ბი შინ თუ გა­რეთ. თუმ­ცა ამ პა­ტა­რა გო­გოს სხვა მიღ­წე­ვაც ეკუთ­ვ­ნის —  2013 წელს მან ტა­ლინ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის 17-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნატ­ში ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, ეს კი არა მხოლ­ლოდ ძი­უ­დო­ში, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ჭი­დაო სა­ხე­ო­ბებ­ში ქარ­თ­ველ ქალ­თა პირ­ვე­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ჯილ­დო იყო. თუმ­ცა მი­სი პრობ­ლე­მა სწო­რედ ამის შემ­დეგ და­იწყო — ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბა მუ­დამ ივ­ნის­ში იმარ­თე­ბა, ანუ დრო­ში ემ­თხ­ვე­ვა გა­მოც­დებს სკო­ლა­ში. ჰო­და, ბე­ბოშ­ვილ­საც მო­უხ­და მა­თი გაც­დე­ნა, რის­თ­ვი­საც... კლას­ში ჩა­ტო­ვეს...
ბუ­ნებ­რი­ვია, პა­ტა­რა გო­გომ ეს მძი­მედ გა­ნი­ცა­და, ბევ­რიც იბ­რ­ძო­ლა მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, მაგ­რამ ტა­ტა­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ქარ­თ­ველ ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან ბრძო­ლა გა­ცი­ლე­ბით ძნე­ლი და უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნ­და — არა­ფერ­მა არ გაჭ­რა. „რა­ტომ უნ­და მერ­ქ­ვას კლას­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი, მე ხომ სი­ზარ­მა­ცის გა­მო არ გა­მიც­დე­ნია გა­მოც­დე­ბი, წა­ვე­დი, რა­თა ჩე­მი ქვე­ყა­ნა მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა და ვა­სა­ხე­ლე კი­დეც, უცხო­ეთ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შა ავ­წიე“ — გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით გა­ნაცხა­და ამ ზაფხულს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ბე­ბოშ­ვილ­მა გა­ზეთ „ლე­ლოს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მარ­თ­ლაც­და მან ხომ ქვე­ყა­ნა ასა­ხე­ლა, სა­მა­გი­ე­რო კი რით გა­და­ვუ­ხა­დეთ? მით უფ­რო, ის არ იყო ცუ­დი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე — თა­ვი­დან, ვიდ­რე დიდ სპორ­ტ­ში ჩა­ებ­მე­ბო­და, მა­ღალ ნიშ­ნებ­ზეც სწავ­ლობ­და, მე­რე და მე­რე კი, რო­ცა სპორ­ტუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა გა­ე­ზარ­და, ცო­ტა გა­უ­ჭირ­და ორი­ვეს წარ­მა­ტე­ბით შე­თავ­სე­ბა, მაგ­რამ მა­ინც დღე და ღა­მეს ას­წო­რებ­და ოქ­როს შუ­ა­ლე­დის სა­პოვ­ნე­ლად — დი­ლით სკო­ლა­ში მი­დი­ო­და, შუ­ადღე­ზე კი სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ისა­დი­ლებ­და და რო­გორც იმა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, ერთ ჩან­თას მე­ო­რე­თი შეც­ვ­ლი­და და ვარ­ჯიშ­ზე მი­დი­ო­და. სა­ღა­მოს, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ივახ­შ­მებ­და და წიგ­ნებს ჩა­უჯ­დე­ბო­და, რაც შუ­ა­ღა­მემ­დე გრძელ­დე­ბო­და. ის არ ითხოვ­და შე­ღა­ვათს, ითხოვ­და მხო­ლოდ იმას, რომ მი­ე­ცათ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა, რა­თა თა­ვის კლასს დას­წე­ო­და.
წლე­ულს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და წლე­ვან­დე­ლი გაც­დე­ნე­ბის­თ­ვის არ და­უს­ჯი­ათ. მე­ტიც — რო­გორც თა­ვად გან­გ­ვიცხა­და, „ლე­ლო­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ და­უ­კავ­შირ­დ­ნენ და გა­მოც­დე­ბის ექ­ს­ტერ­ნად ჩა­ბა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზეს ანუ ის, რა­საც თა­ვად ითხოვ­და. მა­შინ შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ გა­მოც­დებს ევ­რო­პუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ა­ბა­რებ­და. მან მარ­თ­ლაც ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი და ჯერ ისევ ხჳ კლას­შია, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი ფორ­მა­ლო­ბე­ბის გავ­ლის შემ­დეგ და­ა­წე­ვენ თა­ვის კლასს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ამ­ჯე­რად სკო­ლა­მაც და­ა­ფა­სა — ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბი­სას მას ააწე­ვი­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შა და მი­სი მიღ­წე­ვე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მო­ხა­ტეს. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა ბა­ცი­კა­ძე და მთე­ლი პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვიც მაქ­სი­მა­ლუ­რად უჭე­რენ მხარს — ის ახ­ლაც შეკ­რე­ბა­ზეა წა­სუ­ლი, სა­დაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მე­ცა­დი­ნე­ობს, მაგ­რამ გაც­დე­ნე­ბის­თ­ვის აღარ ის­ჯე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით აანაზღა­უ­რებს.
რო­გორც ვთქვით, ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი „ჰეფი ენ­დით“ დას­რულ­და, თუმ­ცა ყო­ველ­თ­ვის ასე რო­დი ხდე­ბა. უცხო­ეთ­ში ასეთ წარ­მა­ტე­ბულ სპორ­ტ­ს­მენს სკო­ლა­ში არა­თუ მსგავ­სი პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მ­ნე­ბო­და, ხე­ლის­გულ­ზე ატა­რებ­დ­ნენ. თუმ­ცა იქ­ნებ დი­რექ­ტო­რიც მარ­თა­ლია — ის კა­ნონს იცავს, მაგ­რამ საქ­მე სწო­რედ კა­ნო­ნის უვარ­გი­სო­ბა­შია, მან არ უნ­და და­ა­ვალ­დე­ბუ­ლოს დი­რექ­ტო­რი, მი­ი­ღოს ასე­თი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. მსგავ­სი სა­თუ­თი სა­კითხი და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ უნ­და იყოს კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — დი­რექ­ტო­რის) გულ­მოწყა­ლე­ბა­ზე, კა­ნო­ნი უნ­და გან­საზღ­ვ­რავ­დეს, რომ სპორ­ტ­ს­მე­ნი არც და­ი­ჩაგ­როს და არც სწავ­ლა­ში ჩა­მორ­ჩეს. არა­და, ჩვენ­თან რა­ტომ­ღაც გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია მიდ­გო­მა, რომ სპორ­ტი­სა და სწავ­ლის შე­თავ­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ორი­დან ერ­თი უნ­და აირ­ჩი­ოს, რაც და­სავ­ლე­თის­თ­ვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია და სა­პი­რის­პი­რო სტან­დარ­ტია დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ჩვენ­თან თუ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას სთხო­ვენ, მა­გა­ლი­თად, ჰო­ლან­დი­უ­რი „აიაქ­სის“ სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ა­ში კარ­გად სწავლას და მა­ღალ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას სთხო­ვენ — ვი­საც კარ­გი ნიშ­ნე­ბი არ ჰყავს, არც აჩე­რე­ბენ. არა­და, დღე­ში ორ­ჯერ ვარ­ჯი­შო­ბენ, ანუ სპორ­ტ­ში დატ­ვირ­თუ­ლებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­საც ავა­ლე­ბენ. მსგავ­სი მიდ­გო­მაა მთელ და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში. ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ კარ­გად ეს­მით, რომ ინ­ტე­ლექ­ტი, აზ­როვ­ნე­ბა, კარ­გი გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა სპორ­ტ­შიც აუცი­ლე­ბე­ლია და რომ მო­აზ­როვ­ნე სპორ­ტ­ს­მე­ნი ბევ­რად მეტს მი­აღ­წევს.
და­სავ­ლეთ­ში ერ­თ­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ეს ჩვენს კა­ნონ­მ­დებ­ლებს ლა­ვი­რე­ბის და მი­სა­ღე­ბი მე­თო­დე­ბის გად­მო­ღე­ბის ბევ­რად მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. იქ, მა­გა­ლი­თად, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მოს­წავ­ლე სპორ­ტ­ს­მე­ნი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თუ გახ­დე­ბა სტუ­დენ­ტი, მას შე­უძ­ლია, აიღოს აკა­დე­მი­უ­რი და სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი უნარ­ჩუნ­დე­ბა სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის ბო­ლომ­დე, მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი და­უბ­რუნ­დე­ბა სწავ­ლას და შე­უძ­ლია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტიც გახ­დეს. ბავ­შ­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, ბევ­რი კლუ­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ქი­რა­ობს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც შეკ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში სას­კო­ლო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ამე­ცა­დი­ნებს მოს­წავ­ლე­ებს — ფაქ­ტობ­რი­ვად, შეკ­რე­ბებ­ზე უტა­რებს მათ გაკ­ვე­თი­ლებს, რა­თა არ ჩა­მორ­ჩ­ნენ სწავ­ლა­ში. გა­სა­გე­ბია, ეს და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს მო­დე­ლი, არც ისე ფარ­თოდ, თუმ­ცა მა­ინც მუ­შა­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ბევრ კლუბს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ი­ქი­რა­ვოს მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ამა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ჩვენ­თან თა­ვად საკ­ლუ­ბო სის­ტე­მა არაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. უცხო­ეთ­ში ბევ­რ­გან ისეც ხდე­ბა, რომ რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი სად­მე მიჰ­ყავთ შეკ­რე­ბა­ზე, იმა­ვე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტ­ში არ­სე­ბულ სკო­ლა­ში ეს­წ­რე­ბი­ან გაკ­ვე­თი­ლებს და არც ჩა­მორ­ჩე­ნის საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბათ, ცხა­დია, ფარ­თო­დაა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ექ­ს­ტერ­ნის წე­სით ჩა­ბა­რე­ბის მე­თო­დიც, რო­ცა ბავ­შ­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლად ემ­ზა­დე­ბა და მე­რე აბა­რებს გა­მოც­დებს. ბე­ბოშ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც ასე მოხ­და. თუ ამ პრობ­ლე­მას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ (რა­კი საქ­მე სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, ეს მი­სი პრე­რო­გა­ტი­ვაა, შემ­დეგ კი — სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­სი) ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ არ მი­ხე­და, მო­მა­ვალ­შიც არა­ერ­თხელ შეგ­ვახ­სე­ნებს თავს. არა­და, კი­დევ ვი­მე­ო­რებთ — მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი არა­ფე­რია, სა­ჭი­როა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად.

25-28(942)N