გამოდის 1998 წლიდან
2015-10-08
ემო­ცი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში

სუ­ი­ცი­დი ადა­მი­ა­ნუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის თან­მ­დე­ვი უძ­ვე­ლე­სი და უდა­ვოდ მას­შ­ტა­ბუ­რი პრობ­ლე­მაა. მსოფ­ლი­ო­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი სი­ცოცხ­ლეს თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით ას­რუ­ლებს, მცდე­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ამ მოვ­ლე­ნას გან­სა­კურ­თე­ბულ ტრა­გიზმს ის გა­რე­მო­ე­ბა სძენს, რომ მსოფ­ლი­ო­ში თვით­მ­კ­ვ­ლელ­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა 15-24 წლი­საა. „ჰუმან რა­ითს ვოთ­ჩის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, 2008 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო, 106 ქვე­ყა­ნას შო­რის, ბო­ლო­დან მე­ო­რე ად­გილ­ზე იყო თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბით. თუმ­ცა, ეს მო­ნა­ცე­მი კვლე­ვე­ბის გა­რე­შეც თვალ­ხი­ლუ­ლად უარე­სო­ბის­კენ იც­ვ­ლე­ბა, რად­გა­ნაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმა­ტა მო­ზარ­დებ­ში სუ­ი­ცი­დის შემ­თხ­ვე­ვებ­მა. ეს შე­ფა­სე­ბა, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ არის, ბო­ლო დროს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბიც მოწ­მობს. წელს, გა­ზაფხულ­ზე, მო­ზარ­დ­თა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ხე მი­ი­ღო, იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ერთ დღეს ორ­მა მო­ზარ­დ­მა და­ას­რუ­ლა ცხოვ­რე­ბა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით — თბი­ლის­ში, ცა­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე, 16 წლის ბიჭ­მა და, იმა­ვე დღეს, ჩხო­როწყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლე­სი­ჭი­ნე­ში მე-6 კლა­სელ­მა. სა­გან­გა­შოა ისიც, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სუ­ი­ცი­დი­სად­მი მიდ­რე­კი­ლი ასა­კი გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია, ბო­ლო დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­დან ხში­რი იყო 11-დან 16 წლამ­დე ასა­კი.
ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ველ 40 წამ­ში, მსოფ­ლი­ო­ში, ერ­თი ადა­მი­ა­ნი სი­ცოცხ­ლეს თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით ას­რუ­ლებს. მთავ­რო­ბე­ბი­სად­მი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ციაა, მოხ­დეს სხვა­დას­ხ­ვა სა­მი­ნის­ტ­როს ქმე­დე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა. კერ­ძოდ, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის, შრო­მის, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი.
თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბე­ბის ზრდის შე­ჩე­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სამ­მა ქვე­ყა­ნამ — შვე­დეთ­მა, ფი­ნეთ­მა და ავ­ს­ტ­რი­ამ — შეძ­ლო, რა­საც ფსი­ქი­ატ­რე­ბი ამ სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბე­ბის მი­ერ, დრო­უ­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით ხსნი­ან.
ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან მხო­ლოდ სურ­ვი­ლი, შემ­ცირ­დეს სუ­ი­ცი­დის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებს.
მა­ნამ კი, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად იმ­ს­ჯე­ლებს გარ­კ­ვე­უ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ოჯახ­მა და სკო­ლამ უნ­და გა­ი­ნა­წი­ლოს, რა­თა და­იც­ვან მო­ზარ­დე­ბი თუნ­დაც ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­გან, 27 მარტს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ანა­გა­ში რომ მოხ­და — 11 წლის ბიჭ­მა სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, მი­ზე­ზად თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­სა­ხელ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­ნა­ხულ­მა გულ­გ­რი­ლო­ბამ, ფაქ­ტია, ძა­ლა­დო­ბი­სა და თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბე­ბის პი­კი შექ­მ­ნა.
რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მო­ზარ­დის­თ­ვის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი მი­ზე­ზი? რო­გო­რია სკო­ლის რო­ლი და ფსი­ქო­ლო­გის სა­ჭი­რო­ე­ბა? რო­გორ მო­ვახ­დი­ნოთ პრე­ვენ­ცია და გავ­ზარ­დოთ  გა­ნუ­ლე­ბუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის ინ­დექ­სი? — ამ სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ნომრის სტუმარი, ფსი­ქო­ლო­გი მაია ცი­რა­მუა.

— რა ძი­რი­თა­დი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სუ­ი­ციდს?
— საკ­მა­ოდ ფა­ქი­ზი თე­მაა. ვფიქ­რობ არას­წო­რია რო­დე­საც სუ­ი­ციდს ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად რა­ი­მე გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის პრობ­ლე­მას ვუ­კავ­ში­რებთ.
ძა­ლი­ან ბევ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სუ­ი­ცი­დის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქვეყ­ნის გე­ოგ­რა­ფი­ულ ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, არის მო­საზ­რე­ბა, რომ ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მზე ნაკ­ლე­ბად არის და ადა­მი­ა­ნე­ბი მზის ენერ­გი­ას ნაკ­ლე­ბად იღე­ბენ, სუ­ი­ცი­დის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც მე­ტია. თუმ­ცა, რო­ცა სტა­ტის­ტი­კას გა­და­ხე­დეს, აღ­მოჩ­ნ­და, რომ  არც მზი­ან ქვეყ­ნებ­შია სუ­ი­ცი­დის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბი, მაგ., ყირ­გი­ზეთ­ში. ასე რომ, მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­ულ ფაქ­ტორს, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებთ. სუ­ი­ციდ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხ­ვა მო­საზ­რე­ბა და კვლე­ვა არ­სე­ბობს. მეც­ნი­ე­რი ემილ დი­ურ­კ­ჰე­ი­მი  თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბას უკავ­ში­რებ­და  ადა­მი­ა­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტე­გ­რა­ცი­ი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ის დო­ნეს, მა­გა­ლი­თად, — რო­გო­რია პი­როვ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხა­რის­ხი (გა­მო­ყოფ­და სუ­ი­ცი­დის რამ­დე­ნი­მე ფორ­მას, რა­საც აქ ახ­ლა არ ჩა­მოვ­თ­ვ­ლით, მაგ., არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, „შეზ­რ­დი­ლია“ რა­ღაც იდე­ას — სო­ცი­უმ­ში არ­სე­ბულ გარ­კ­ვე­ულ მო­საზ­რე­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა, მა­ღალ რისკს მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი რის­კი იყოს, რო­ცა პი­როვ­ნე­ბა არ არის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სო­ცი­უმ­თან), მე­ო­რე გან­ზო­მი­ლე­ბად დი­ურ­კ­ჰე­ი­მი მი­იჩ­ნევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან რე­გუ­ლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელს, ანუ ზე­გავ­ლე­ნის ხა­რისხს.... ერთ-ერთ ფაქ­ტო­რად  სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ, ასე­ვე სუ­ი­ცი­დის  მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის, თუ რო­გორ იღებს პი­როვ­ნე­ბას სო­ცი­უ­მი, სა­დაც ის ცხოვ­რობს. მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით ცუ­დად გრძნობს თავს, ვიდ­რე ის, ვინც  წარ­მა­ტე­ბით სო­ცი­ა­ლიზ­და და ა.შ. არ­სე­ბობს, ასე­ვე, პი­როვ­ნე­ბის ტრავ­მუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ფაქ­ტო­რიც,  მაგ., და­ნა­კარ­გის ან სხვა სა­ხის ტრავ­მა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, რა­საც შე­საძ­ლოა თან სდევ­დეს სირ­ცხ­ვი­ლი­სა და ბრა­ლე­უ­ლო­ბის გან­ც­და და სხვა, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეთ ფა­ტა­ლურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლა არ იღებს. არ­სე­ბობს პოს­ტ­ტ­რავ­მუ­ლი ფე­ნო­მე­ნიც, ე. წ. პოს­ტ­რავ­მუ­ლი  ზრდა, რო­მე­ლიც, პი­რი­ქით, ადა­მი­ა­ნებს ტრავ­მის შემ­დეგ ისე გა­ნაწყობს, რომ მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვით, მე­ტი  სიბ­რ­ძ­ნით  შე­უდ­გე­ბი­ან ცხოვ­რე­ბას. სუ­ი­ცი­დი მა­ინც ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი დრა­მაა და ის, არა ერ­თი რო­მე­ლი­მე, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის თან­ხ­ვედ­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.
სუ­ი­ცი­დის სიხ­ში­რი­სა და ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ ზოგ­ჯერ ქვეყ­ნე­ბი რე­ა­ლურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს მა­ლა­ვენ, რად­გან არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის  მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ცაა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ჩქმა­ლავ­და მსგავს შემ­თხ­ვე­ვებს, რად­გან უნ­და არ­სე­ბუ­ლი­ყო მი­თი, რომ საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია... რომ და­ვინ­ტე­რეს­დეთ, შე­იძ­ლე­ბა ვერც კი მო­ვი­პო­ვოთ   ზუს­ტი სუ­რა­თი სუ­ი­ცი­დის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა შეგ­ნე­ბუ­ლად მა­ლა­ვენ თით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ფაქ­ტებს, იმი­სათ­ვის, რომ ნაკ­ლე­ბად მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა ამ „იდე­ით“. თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ხში­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა ინ­დუ­ცი­რე­ბის წყა­როდ იქ­ცეს. ჩემ­თ­ვის პი­რა­დად უხერ­ხუ­ლია სტა­ტის­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში, რად­გან ერ­თი ადა­მი­ა­ნი უდ­რის მთელ სამ­ყა­როს. შევ­თან­ხ­მ­დეთ იმა­ზე, რომ სუ­ი­ცი­დის ხში­რი შემ­თხ­ვე­ვა არ არის კარ­გი მაჩ­ვე­ნებ­ლი, თა­ვის­თა­ვად, კარ­გ­ზე არა­ფერ­ზე მეტყ­ვე­ლებს.
— სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო დროს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­­ში ძა­ლი­ან მომ­რავ­ლ­და თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი, რას გვეტყ­ვით ამის შე­სა­ხებ და რა უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ სუ­ი­ცი­დის მთა­ვარ მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ მი­ზე­ზად?
— სამ­წუ­ხა­როდ, ისევ სტა­ტის­ტი­კის კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­დაგ­ვაქვს სა­კითხი. თუნ­დაც ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა უკ­ვე და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია. თი­თო­ე­ულ შემ­თხ­ვე­ვას სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ყო­ლა და დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა, რად­გან სწო­რედ ამ ანა­ლი­ზის შე­დე­გად ამო­ი­წევს ზე­და­პირ­ზე ის მი­ზე­ზე­ბი, რე­ა­ლუ­რად რა გახ­და სუ­ი­ცი­დის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი, მაგ., ეს  შე­იძ­ლე­ბა იყოს ოჯა­ხის ფაქ­ტო­რი, რა­ი­მე პი­რა­დი დრა­მა,  შე­საძ­ლოა თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ან სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას უკავ­ში­რე­ბო­დეს ან აღ­ზ­რ­დის პრინ­ცი­პებს, რო­მე­ლიც მის გა­რე­მო­შია მი­ღე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­რე­მო სე­რი­ო­ზუ­ლად ზრდის რის­კებს, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ თი­თო­ე­ულ შემ­თხ­ვე­ვას კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზი ან მი­ზეზ­თა კომ­პ­ლექ­სი  აქვს, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი სუ­ი­ცი­დის შემ­თხ­ვე­ვი­სას (არ მინ­და და­ვა­კონ­კ­რე­ტო) კარ­გად გა­მოჩ­ნ­და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტო­რი (რო­გორც ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რი), 11 წლის ბი­ჭის სუ­ი­ცი­დის მი­ზე­ზი (მა­ინც მო­მი­წია ამ შემ­თხ­ვე­ვის და­კონ­კ­რე­ტე­ბა) გახ­და ის, რომ სკო­ლა­ში თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­ი­გო, თით­ქოს ნაშ­ვი­ლე­ბი იყო — სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს ასე არ იყო. ამ შემ­თხ­ვე­ვას თუ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, მიგ­ვიყ­ვანს კა­ნო­ნამ­დე, რო­მე­ლიც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბას იყოს და­ცუ­ლი მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბის­გან — კა­ნონ­ში ჩა­ნა­წე­რი რომ გვქო­ნო­და, რო­მე­ლიც ავალ­დე­ბუ­ლებს ოჯახს, ნაშ­ვი­ლებ ბავშვს აუცი­ლებ­ლად თვი­თონ უთხ­რან ამის შე­სა­ხებ და არ მი­ან­დონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ამას ყო­ველ­თ­ვის პი­როვ­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ იყე­ნებს.
კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია და­ა­კონ­კ­რე­ტო სუ­ი­ცი­დის გა­მომ­წ­ვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვის დე­ტა­ლუ­რი და ღრმა კვლე­ვის გა­რე­შე, ასე­ვე სა­ხი­ფა­თოა ერ­თი შემ­თხ­ვე­ვის გან­ზო­გა­დე­ბაც, რად­გან ასე იქ­მნე­ბა მი­თე­ბი.
— ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ერთ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი იკ­ლავს თავს, ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ლი მო­ზარ­დებ­სა და 25 წლის ქვე­ვით ახალ­გაზ­რ­დებ­ში თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ზე მო­დის. რა­ტომ მო­ზარ­დე­ბი?
— ადა­მი­ა­ნებ­ში სუ­ი­ცი­დის მე­ტი რის­კი სწო­რედ კრი­ზი­სულ ასაკს უკავ­შირ­დე­ბა. მო­ზარ­დო­ბის ასა­კი, ხში­რად ვამ­ბობთ, ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­ლაა. ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან იზ­რ­დე­ბა რის­კი, თუნ­დაც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი, აგ­რე­სი­უ­ლი თუ ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვე­ბის, იმა­ვე სუ­ი­ცი­დის. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ამ ასაკ­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი გარ­და­ტე­ხა ხდე­ბა; მო­ზარ­დი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, ბო­ლოს და ბო­ლოს, ამ ასაკ­ში უნ­და უპა­სუ­ხოს შე­კითხ­ვას — ვინ ვარ მე? უნ­და მო­ი­პო­ვოს აღი­ა­რე­ბა თა­ნა­ტო­ლებ­ში — ეს ძა­ლი­ან მნი­შვნელოვანი ამო­ცა­ნაა.
ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ფი­ლო­სო­ფი­ურ და ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გამ­ცე­მი სწო­რედ ეს ასა­კია. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. გა­ვიხ­სე­ნებ ანა ფრო­ი­დის სიტყ­ვებს მო­ზარ­დე­ბის შე­სა­ხებ: „იყო ნორ­მა­ლუ­რი ამ ასაკ­ში ეს არა­ნორ­მა­ლუ­რია“, ანუ ყო­ველ­გ­ვა­რი ე.წ. „ნორ­მი­დან გა­დახ­რა“ ამ ასაკ­ში ით­ვ­ლე­ბა ნორ­მად — პრო­ტეს­ტი, ნე­გა­ტი­ვიზ­მი, ამ­ბო­ხი. ეს ბუნ­ტის ასა­კია — ამ­ბო­ხი მშობ­ლე­ბის, უფ­რო­სე­ბის მი­მართ. ყვე­ლაფ­რის გა­და­სინ­ჯ­ვა ხდე­ბა — რა­საც უფ­რო­სე­ბი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შვი­ლის აღ­ზ­რ­და­ში რუ­დუ­ნე­ბით დებ­დ­ნენ, ყვე­ლა­ფერს კითხ­ვის ნი­შა­ნი ეს­მე­ვა. ამ ასაკ­ში თით­ქოს კარ­გა­ვენ სა­კუ­თარ თავს იმის­თ­ვის, რომ თა­ვი­დან მო­ი­პო­ვონ. შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რ­დე­ბა ყვე­ლა ის რის­კი, რა­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რე. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ მო­ზარ­დი ძა­ლი­ან ინ­დუ­ცი­რე­ბა­დია, ანუ ძა­ლი­ან შთა­გო­ნე­ბა­დი, იოლად შე­იძ­ლე­ბა მო­ექ­ცეს თა­ნა­ტო­ლის გავ­ლე­ნის ქვეშ. კრი­მი­ნო­ლო­გი­ა­ში ცნო­ბი­ლია, რომ ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბით სწო­რედ მო­ზარ­დე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, იმი­ტომ რომ, მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მთა­ვა­რი თა­ნა­ტოლ­თა წრე­ში აღი­ა­რე­ბაა. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, ხში­რად ისი­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ზე­წო­ლის, დაკ­ვე­თის ქვეშ ექ­ცე­ვი­ან — უნ­და მი­ი­ღონ იმ სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი, რო­მელ­შიც ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ მოხ­ვ­დ­ნენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო მი­სა­ღე­ბი და მიმ­ზიდ­ვე­ლია, რა­საც თა­ნა­ტო­ლი აკე­თებს, ვიდ­რე ის, რა­საც დე­და, მა­მა, მას­წავ­ლე­ბე­ლი ან სხვა. მთა­ვა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი თა­ნა­ტო­ლია, ამი­ტომ იოლად ხდე­ბა მო­ზარ­დის ინ­დუ­ცი­რე­ბა. არ­სე­ბობს ასე­თი ფაქ­ტე­ბიც, რო­ცა „ახალ­გაზ­რ­და ვერ­ტე­რის ვნე­ბა­ნი“ და­ი­წე­რა, ახალ­გაზ­რ­დებ­ში თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბებ­მა იმა­ტა. ხში­რად მსგავსი „რო­მან­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი“, რო­ცა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით ას­რუ­ლებს ცხოვ­რე­ბას, სა­ხი­ფა­თოა, გან­სა­კუთ­რე­ბით — მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის.
— რო­გო­რია სკო­ლის რო­ლი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში? რა დო­ზით და ფორ­მით უნ­და ჩა­ე­რი­ოს სკო­ლა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში?
— პრე­ვენ­ცი­ის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და აღი­ა­რე­ბაა. ჩვენ­თან სი­ცილ­საც კი იწ­ვევს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერთ-ერთ დი­რექ­ტორ­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი და ვუთხა­რი, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და­არ­ღ­ვია. მას ამა­ზე გა­ე­ცი­ნა და არც მო­მის­მი­ნა...
რა წე­რია ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ა­ში? — ბავ­შ­ვის ყვე­ლა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფომ და მის გარ­შე­მო მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ. ეს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბია —  სა­სი­ცოცხ­ლო მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და ა.შ.; ბავ­შ­ვის აზ­რი აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს მოს­მე­ნი­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი; უფ­რო­სებ­მა ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა აუცი­ლებ­ლად მას­თან შე­თან­ხ­მე­ბით უნ­და  მი­ი­ღონ და ა.შ. თუ ჩვენ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბულ უფ­ლე­ბებს შე­ვას­რუ­ლებთ, მათ ნაკ­ლე­ბი ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბათ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით ხდე­ბა — სკო­ლა­ში არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ახ­დენს ბავ­შ­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ას კლას­თან, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უყა­ლიბ­დე­ბა მას, არის თუ არა გა­რი­ყუ­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან. სამ­წუ­ხა­როდ, ამის და­ნახ­ვის და შემ­ჩ­ნე­ვის უნა­რი არა­ვის აქვს ან თუ აქვს, ვერ ხვდე­ბა, რა გა­ა­კე­თოს. მარ­ტო­ო­ბა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას ან­გ­რევს... სკო­ლებ­ში ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად რჩე­ბა ის, რომ  ბავ­შ­ვი არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის­გან არ არის და­ცუ­ლი რო­გორც უფ­რო­სე­ბის, ისე თა­ნა­ტო­ლე­ბის მხრი­დან — ესეც სე­რი­ო­ზუ­ლი რისკ-ფაქ­ტო­რია.
კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლი­თებს ვერ მო­ვიყ­ვან, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია არ შე­ვე­ხო ერთ-ერთ პრობ­ლე­მას, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ შე­ამ­ჩ­ნია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­სი ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლე რო­გორ იყო იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი მთე­ლი კლა­სის­გან — მას არა­ვინ ესალ­მე­ბო­და. მას­წავ­ლე­ბელს, უბ­რა­ლოდ, არ გა­უჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, ეს შე­ეც­ვა­ლა ან არ ჰქონ­და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ცოდ­ნა, უნა­რი, რომ პრობ­ლე­მა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა. ეს ბუ­ლინ­გის ერთ-ერ­თი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მა გვხვდე­ბა. რო­ცა რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი დას­ცი­ნი­ან და ის იძუ­ლე­ბუ­ლია, მა­თი კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ი­პო­ვოს, თუნ­დაც იმით, რომ  სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი გა­ა­ჩუ­ქოს და ამით თა­ნა­ტო­ლე­ბი მო­ის­ყი­დოს. რო­ცა მშობ­ლე­ბი მო­ი­კითხა­ვენ, რა­ტომ აღარ აქვს მათ შვილს ესა თუ ის ნივ­თი, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა რომ ბავ­შ­ვ­მა თა­ვი­სი სურ­ვი­ლით გა­ა­ჩუ­ქა. თუ შემ­თხ­ვე­ვას ბო­ლომ­დე მიყ­ვე­ბი, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ნივ­თი სწო­რედ კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­ა­ჩუ­ქა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად მარ­ტოა ბავ­შ­ვი, რამ­დე­ნად ცუ­დად გრძნობს თავს, რომ ამ  ფორ­მით უწევს ხარ­კის გა­ღე­ბა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა თა­ნა­ტო­ლე­ბი დას­ცი­ნი­ან ბავშვს და ის ყვე­ლა­ზე მე­ტად იცი­ნის. ამ დროს მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მას ეს მოს­წონს. რა თქმა უნ­და, ბავშვს არ მოს­წონს, ეს იძუ­ლე­ბი­თი სი­ცი­ლია. რო­ცა მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბის მი­მართ მას­წავ­ლე­ბე­ლი სენ­სი­ტი­უ­რია და შე­უძ­ლია კარ­გად გა­ი­აზ­როს, ბედ­ნი­ე­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად (რა­საც ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნიღ­ბ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბად იყე­ნებს), რას შე­იძ­ლე­ბა გრძნობ­დეს ამ დროს ბავ­შ­ვი, ეს იქ­ნე­ბა ბუ­ლინ­გის სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია.
ემო­ცი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად დგას დღეს ქარ­თულ სკო­ლებ­ში — ბავ­შ­ვე­ბი თავს სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხოდ არ გრძნო­ბენ. რი­სი ში­ში შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბავშვს სკო­ლა­ში? ყვე­ლა­ზე მე­ტად გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია ში­ში, რომ არ მი­ი­ღოს შე­უ­რაცხ­ყო­ფა რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, ასე­ვე თა­ნა­ტო­ლის მხრი­დან. ცუ­დი ნიშ­ნის მი­ღე­ბის შიშ­ზე მე­ტად, მათ ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის ში­ში აქვთ.
— თვი­თონ ტერ­მი­ნიც „ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა“ ჩვენ­თან, სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ძა­ლა­დო­ბის ფორ­მებს და­ე­მა­ტა...
— ბო­ლო კვლე­ვამ, რო­მე­ლიც 2013 წელს ჩა­ა­ტა­რა იუნი­სეფ­მა, აჩ­ვე­ნა, რომ ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მი­მართ ცნო­ბა­დო­ბა გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ იმის ცოდ­ნა, რომ ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა არ­სე­ბობს, საქ­მეს არ შვე­ლის. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და შეიც­ვა­ლოს, ანუ უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ხში­რად ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა უფ­რო სა­ზი­ა­ნოა, ვიდ­რე ფი­ზი­კუ­რი.
— არის თუ არა სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გის სა­ჭი­რო­ე­ბა?
— შე­იძ­ლე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ სკო­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გე­ბით, ეს დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა — მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც და შე­იძ­ლე­ბა არც კი გვყავ­დეს ამ­დე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი. ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი ამო­ცა­ნა ალ­ბათ მას­წავ­ლებ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა უნ­და გახ­დეს. თუ პე­და­გო­გი იქ­ნე­ბა კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, აღ­ჭურ­ვი­ლი მოს­წავ­ლე­ებ­თან ეფექ­ტუ­რი და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის  უნა­რე­ბით — ამას­თა­ნა­ვე, გა­აზ­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა მო­ზარ­დო­ბის ასა­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, მა­შინ სკო­ლა­ში ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბა ქცე­ვის მარ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სით. მო­ზარ­დო­ბის ასაკს ხა­ზი იმი­ტომ გა­ვუს­ვი, რომ, რო­გორც უკ­ვე ვი­სა­უბ­რე, ამ ასაკ­ში რთუ­ლია ტი­პურ და რთულ მო­ზარდს შო­რის სა­დე­მარ­კა­ციო ხა­ზის გავ­ლე­ბა, ყვე­ლა მო­ზარ­დი რთუ­ლია და მას­წავ­ლე­ბე­ლი მზად უნ­და იყოს ამის­თ­ვის. აქ­ვე არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ სკო­ლი­სა და ოჯა­ხის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და არა ურ­თი­ერ­თ­მ­ტ­რო­ბა, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა... სკო­ლას ოჯახ­თან ერ­თად უნ­და შე­ეძ­ლოს ტი­პუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და ჩა­ე­რი­ოს, რო­ცა გა­მოკ­ვე­თი­ლია ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი.
დღეს რა სის­ტე­მაც გვაქვს, წინ­გა­დად­გ­მუ­ლია ნა­ბი­ჯია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც გვქონ­და — სკო­ლის მან­და­ტუ­რის ფუნ­ქ­ცია შე­იც­ვა­ლა და ახ­ლა ის უფ­რო ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი,  ის ახ­დენს პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და რე­ფე­რი­რე­ბას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სკო­ლას არა­ნა­ი­რი  სა­კუ­თა­რი მე­ქა­ნიზ­მი, გარ­და გა­და­მი­სა­მარ­თე­ბი­სა არ აქვს, რი­თაც კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს მო­აგ­ვა­რებს. სკო­ლა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია პრობ­ლე­მის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა­ზე. ად­რე პრობ­ლე­მის მო­შო­რე­ბას მოს­წავ­ლის სკო­ლი­დან გა­რიცხ­ვით ცდი­ლობ­დ­ნენ, ახ­ლა კი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის სტრა­ტე­გია რე­ფე­რი­რე­ბაა. თუმ­ცა, ეს გზა სკო­ლას ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვის დროს არ უნ­და სჭირ­დე­ბო­დეს და ასე­ვე ის მზად უნ­და იყოს კრი­ზი­სუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის მარ­თ­ვი­სათ­ვის. სკო­ლა შიგ­ნი­დან უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ­მა გუნ­დ­მა — სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მან­და­ტურ­მა, კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა, ერ­თად უნ­და იფიქ­რონ, რო­გორ მო­აგ­ვა­რონ პრობ­ლე­მა და რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პარ­ტ­ნი­ო­რი აქ ოჯა­ხი უნ­და იყოს. მა­გა­ლი­თად, კონ­ფ­ლიქ­ტი, თვით­და­ზი­ა­ნე­ბა,  სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა და ა. შ. ეს სკო­ლის­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სია. აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლას ჰქონ­დეს კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბის გა­იდ­ლა­ი­ნი, ანუ გეგ­მა, რო­გორ იქ­ცე­ვა ასე­თი შემ­თხ­ვე­ვის დროს, პირ­ველ რიგ­ში რას აკე­თებს; ან რო­გორ იქ­ცე­ვა  კონ­ფ­ლიქ­ტის დროს — თუ სკო­ლას გა­აზ­რე­ბუ­ლი არ აქვს, რას აკე­თებს მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ძა­ლი­ან რთუ­ლია უცებ მი­ი­ღოს ეფექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. მხო­ლოდ „გარე­დან მო­სუ­ლი“ მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის მი­ერ გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­შიც ფსი­ქო­ლო­გი შე­ვა, ან რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამუ­შა­ვე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. ასეთ დახ­მა­რე­ბამ­დე სკო­ლას აუცი­ლებ­ლად თვი­თონ უნ­და ჰქონ­დეს კრი­ზი­სე­ბის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გია. რა­ტომ ვერ უნ­და მო­აგ­ვა­როს კონ­ფ­ლიქ­ტი სკო­ლამ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით? თუმ­ცა, მოგ­ვა­რე­ბა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა ის, რაც ჩვენს სკო­ლებ­ში ხდე­ბა ხოლ­მე — კონ­ფ­ლიქ­ტის შემ­დეგ, ბავ­შ­ვებს — ბუ­ლინ­გის გამ­ტა­რე­ბელ­სა და მსხვერპლს, ჯერ დას­ჯი­ან ან და­მოძღ­ვ­რა­ვენ და შემ­დეგ  აიძუ­ლე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს გა­და­ეხ­ვი­ონ, ვი­თომ შე­რიგ­დ­ნენ. ამას­წი­ნათ ერთ-ერთ სკო­ლა­ში პე­და­გოგ­მა ბუ­ლინ­გის მსხვერპლს უთხ­რა, რომ მან უნ­და მო­ით­მი­ნოს  შე­უ­რაცხ­ყო­ფა, რა­საც იღებს თა­ნა­ტო­ლის­გან. ასე მარ­ტი­ვად და ასე არაპ­რო­ფე­სი­უ­ლად ამ სა­კითხის „მოგ­ვა­რე­ბა“ ყვე­ლა­ზე დი­დი შეც­დო­მაა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა კი­დევ უფ­რო გა­ამ­ძაფ­როს. ბუ­ლინ­გის მარ­თ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პე­და­გოგს უნ­და შე­ეძ­ლოს. პე­და­გო­გე­ბის მი­ერ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა და ამ კუთხით სენ­სი­ტი­უ­რო­ბის გაზ­რ­და, ბუ­ლინ­გის და სუ­ი­ცი­დის სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ციაა. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვებ­მა თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი იცოდ­ნენ და შე­ეძ­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა. ჩვე­ნი აღ­ზ­რ­დის ტრა­დი­ცია არ ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ ბავშვს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცე, მი­სი პო­ზი­ცია გა­ი­ზი­ა­რო. მათ არ ვუს­მენთ. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვებ­მა არ იცი­ან, რო­გორ და­იც­ვან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი. არ იცი­ან, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ან თა­ნა­ტო­ლი მათ­ზე ძა­ლა­დობს, სა­მა­გი­ე­როდ, იცი­ან ერ­თი „სა­ში­ნე­ლე­ბა“, რაც არ უნ­და მოხ­დეს, არ უნ­და „ჩა­უშ­ვან“, რაც ჩე­მი აზ­რით, კრი­მი­ნა­ლუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ზოგ­ჯერ ოჯახ­ში მშო­ბე­ლი ას­წავ­ლის, რომ არ და­ა­ბეზღოს თა­ნა­ტო­ლი, სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლიც ეუბ­ნე­ბა, რომ ენა არ მი­უ­ტა­ნოს, თა­ვად მო­აგ­ვა­როს... თა­ნა­ტო­ლე­ბი გა­რი­ყა­ვენ თუ ასე მო­იქ­ცე­ვა და ა. შ. ასე­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ერთ-ერ­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი შეც­დო­მაა, რა­საც სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა.
ბუ­ლინ­გ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს მი­თე­ბი: „ბავ­შ­ვე­ბი არი­ან და მო­რიგ­დე­ბი­ან“, „ერ­თი-ორი ყბა­ში უნ­და მოხ­ვ­დეს“, რომ გაძ­ლი­ერ­დეს — ამ სტე­რეო­ტი­პებს დამ­ს­ხ­ვ­რე­ვა სჭირ­დე­ბა. ძა­ლა­დო­ბა არ აძ­ლი­ე­რებს, პი­რი­ქით, ან­გ­რევს და ეს უნ­და გა­ვი­აზ­როთ. ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და გახ­დეს, თუმ­ცა ამა­საც სწო­რად გა­გე­ბა სჭირ­დე­ბა. ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ ნიშ­ნავს იმას, რომ მას სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცე — შე­ნი ხე­ლით აჭ­მევ, შენ უკ­რავ თას­მებს, შენ იღებ მის მა­გივ­რად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და თან ფიქ­რობ, რომ ამას მის სა­სარ­გებ­ლოდ აკე­თებ. ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი არის ბავ­შ­ვის მხარ­დამ­ჭე­რი და მი­სი აზ­რის მომ­ს­მე­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ძა­ლი­ან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, არა­ჰუ­მა­ნუ­რი, პროკ­რუს­ტეს სა­რე­ცელ­ზე მოჭ­რი­ლი აღ­ზ­რ­დის პრინ­ცი­პე­ბი მოქ­მე­დებს და გვინ­და, რომ ბავ­შ­ვი მას მო­ვარ­გოთ.
— რამ­დე­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გულ­გ­რი­ლო­ბა სუ­ი­ცი­დის სტა­ტის­ტი­კის მა­ტე­ბას?
— სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იჩენს გულ­გ­რი­ლო­ბას მა­შინ, რო­ცა ძა­ლი­ან ინ­ტე­რეს­დე­ბა შე­ნი პერ­სო­ნით, რო­დე­საც რა­ღა­ცას ისე არ აკე­თებ, რო­გორც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია მი­ღე­ბუ­ლი, ანუ პროკ­რუს­ტეს სა­რე­ცელ­ზე უარს ამ­ბობ და მის თარ­გ­ზე არა ხარ მოჭ­რი­ლი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პი­რი­ქით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შენ მი­მართ ძა­ლი­ან დიდ ყუ­რადღე­ბას და ინ­ტე­რესს იჩენს. მე­ტიც, იარ­ლიყს გა­წე­ბებს, სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას ახ­დენს,  ჭო­რებს გივ­რ­ცე­ლებს, გრი­ყავს და ა.შ. მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც რა­ი­მე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ პა­ტა­რა სიგ­ნალ­საც აწ­ვ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას (ადა­მი­ა­ნი, სა­ნამ სუ­ი­ციდს გა­ნიზ­რა­ხავს, აუცი­ლებ­ლად აკე­თებს რა­ღაც მი­ნიშ­ნე­ბას), ის დუმს — ვერ ხე­დავს, არ აინ­ტე­რე­სებს, მი­იჩ­ნევს, რომ მი­სი საქ­მე არ არის. ჩე­მი აზ­რით, უბე­დუ­რე­ბაა თუნ­დაც ის, რომ შე­იძ­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად ვი­ცო­დეთ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი მა­მა­კა­ცი დღეს რა მი­ზე­ზის გა­მო ეჩხუ­ბა მე­უღ­ლეს, რა სიტყ­ვე­ბით მი­ა­ყე­ნა შე­უ­რაცხ­ყო­ფა, ამა­ზე ყუ­რადღე­ბა გვქონ­დეს გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი, სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც ამ­ბა­ვი, სა­ჭო­რაო მა­სა­ლა, თუმ­ცა, არაფ­რით არ გა­ვა­კე­თებთ ამა­ზე შეტყო­ბი­ნე­ბას. ანუ იქ, სა­დაც ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი გა­უ­მარ­თო და და­ეხ­მა­რო, იჩენ გულ­გ­რი­ლო­ბას და იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი სივ­რ­ცეა, უაპე­ლა­ცი­ოდ და თავ­და­უ­ზო­გა­ვად იჭ­რე­ბი, ახ­დენ სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას და რი­ყავ მას. რამ­დე­ნი ქა­ლი ან ბავ­შ­ვი  ჯერ კი­დევ რჩე­ბა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლად, ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი ქა­ლი იტანს სი­სას­ტი­კეს იმის გა­მო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბაა გულ­გ­რი­ლი. ამო­ვი­ღოთ ხმა, რო­ცა ძა­ლა­დო­ბას ვხე­დავთ, არ ვი­ფიქ­როთ, რომ ეს სხვი­სი შვი­ლია და მშო­ბე­ლი რა­საც უნ­და იმას უზამს — ამ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის­გან თუ გან­ვ­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბით, ეს სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია იქ­ნე­ბა.
— 10 სექ­ტემ­ბერს მსოფ­ლიო თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამ დღეს სამ­ყა­რო ცდი­ლობს სუ­ი­ცი­დის უდი­დე­სი პრობ­ლე­მის გა­აზ­რე­ბას და მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის გზე­ბის და­სახ­ვას. ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ჯა­ზე იწე­რენ სიტყ­ვას „LOVE“, რაც თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ნი­შა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვი­საც ოდეს­მე სუ­ი­ცი­დი უც­დია. სა­ქარ­თ­ვე­ლოც აღ­ნიშ­ნავს ამ დღეს, ვინ არის ჩარ­თუ­ლი ამ აქ­ტი­ვო­ბა­ში და რა მას­შ­ტა­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა 10 სექ­ტემ­ბე­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?
— ამ დღეს ადა­მი­ა­ნებ­მა უფ­რო მე­ტი უნ­და ისა­უბ­რონ ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, პრე­ვენ­ცი­ა­ზე, ვიდ­რე ფაქ­ტებ­ზე. ასეც არის. ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც აღი­ნიშ­ნე­ბა ეს დღე, ვიწ­რო წრე­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ით, შეხ­ვედ­რე­ბით. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ფარ­თო მას­შ­ტა­ბით ამ დღის აღ­ნიშ­ვ­ნა არ ხდე­ბა. რო­ცა 10 სექ­ტემ­ბერ­ზეა სა­უ­ბა­რი, მე პი­რა­დად, ვი­სურ­ვებ­დი, ამ დღეს მე­ტი ვი­სა­უბ­როთ  სიყ­ვა­რულ­ზე, თა­ნად­გო­მა­ზე, იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რა­ღა­ცით მიგ­ვა­ნიშ­ნებს სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა­ზე, არ დავ­ტო­ვოთ მარ­ტო, არ შეგ­ვე­შინ­დეს მას­თან სა­უბ­რის, არ ვი­ფიქ­როთ, რომ სხვი­სი ჭი­რი ღო­ბეს ჩხი­რია. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს უნ­და ჰქონ­დეს იმის გან­ც­და, რწმე­ნა და, რაც მთა­ვა­რია, ცოდ­ნა, რომ მას შე­უძ­ლია ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შოს სუ­ი­ცი­დი­სა­გან ადა­მი­ა­ნის დახ­ს­ნა­ში.
ერ­თა­დერ­თი, რაც მშობ­ლებს მინ­და ვუთხ­რა არის ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია  მი­ი­ღონ, თუ­კი მათ შვილს რა­ი­მე ტი­პის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. მშო­ბე­ლი უნ­და თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დეს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან, ერ­თი მხრივ, ის უნ­და იღებ­დეს სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და, მე­ო­რე მხრივ, უნ­და ას­რუ­ლებ­დეს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რად­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, მშო­ბე­ლი მარ­თავს ამ პრო­ცესს. რაც უნ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ჩა­ა­ტა­რა ბავ­შ­ვ­თან, თუ­კი ის ისევ ბრუნ­დე­ბა გა­რე­მო­ში, სა­დაც არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა — და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მის მი­მართ და სა­დაც არ იცი­ან რო­გორ იურ­თი­ერ­თონ მას­თან, რა თქმა უნ­და, რის­კი ისევ რის­კად დარ­ჩე­ბა.

ესა­უბ­რა  ლა­ლი ჯე­ლა­ძე

40(914)N