გამოდის 1998 წლიდან
2015-09-24
„ელ­სე­ვი­ე­რის“ ბა­ზა­ში ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი გა­მოჩ­ნ­დე­ბა

ლალი ჯელაძე

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უმ­ს­ხ­ვი­ლეს ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, გა­სულ წელს, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დ­სა და ბა­ზე­ბის მომ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნია „ელ­სე­ვი­ერს“ შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­იწყო. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­თან­ხ­მე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, უფა­სოდ ისარ­გებ­ლონ უკა­ნას­კ­ნე­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რით. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა 5 მი­ლი­ონ ჩა­ნა­წერს მო­ი­ცავს. მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა არა მხო­ლოდ მოკ­ლე ანო­ტა­ცი­ე­ბის, არა­მედ შრო­მე­ბის სრუ­ლი ვერ­სი­ე­ბის დო­ნე­ზეც. „ელ­სე­ვი­ე­რის“ ბა­ზა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის სხვა ბიბ­ლი­ო­მეტ­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას. მსგავ­სი მო­ცუ­ლო­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზე­ბი მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ორ კომ­პა­ნი­ას აქვს და მათ შო­რის ერთ-ერ­თი „ელ­სე­ვი­ე­რია“.
შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის  კომ­პა­ნია „ელ­სე­ვი­ერ­თან“ ერ­თ­წ­ლი­ა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, „ელ­სე­ვი­ე­რის“ უმ­ს­ხ­ვი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ზა­ში ორი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლი გან­თავ­ს­დე­ბა. შე­სა­ბა­მის შე­თან­ხ­მე­ბას ხე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დ­ში მო­ე­წე­რა.
„ელ­სე­ვი­ე­რის“ ბა­ზა­ში ორი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ჟურ­ნა­ლი: „ან­დ­რია რაზ­მა­ძის მა­თე­მა­ტი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ნაშ­რო­მე­ბი“ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის „აგ­რა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მე­მა­ტი­ა­ნე“ გან­თავ­ს­დე­ბა, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ, ელექ­ტ­რო­ნულ პლატ­ფორ­მა­ზე გან­სა­თავ­სებ­ლად, მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­არ­ჩია.
„ერ­თი წლის ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, რო­გორც იქ­ნა დას­რულ­და მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მარ­თა­ლია ძა­ლი­ან რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო, რად­გა­ნაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს მო­ე­წე­რა ხე­ლი — გა­ნაცხა­და თა­მარ სა­ნი­კი­ძემ, — ჩვე­ნი სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლე­ბის გან­თავ­სე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზებ­ში ნიშ­ნავს იმას, რომ გა­იზ­რ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბა. ჩვე­ნი დი­დი სურ­ვი­ლია ბა­ზა­ში ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­ა­ზე შექ­მ­ნი­ლი ჟურ­ნა­ლის გან­თავ­სე­ბა. ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ვმუ­შა­ობთ და დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ მცი­რე დრო­ში შევ­ძ­ლებთ ისე­თი პრო­დუქ­ტის წარ­დ­გე­ნას, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე“.
გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ელ­სე­ვი­ე­რის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის გა­მომ­ცე­მლო­ბის დი­რექ­ტო­რი ევა კი­ტერ­ბ­რე­ჟი ამ დო­კუ­მენ­ტ­ზე ხელ­მო­წე­რას თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პირ­ველ სა­ფე­ხუ­რად მიიჩ­ნევს და ყუ­რადღე­ბას ორ პრო­ცეს­ზე ამახ­ვი­ლებს — ავ­ტო­რის­თ­ვის სის­ტე­მის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და უშუ­ა­ლოდ ჟურ­ნა­ლე­ბის გან­თავ­სე­ბის პრო­ცე­სი. „ჟურ­ნა­ლის წარ­დ­გე­ნა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად მოხ­დე­ბა, — აცხა­დებს ის, — აბ­ს­ტ­რაქ­ტე­ბის წარ­დ­გე­ნა, მა­თი რე­ვი­ზია, გან­ხილ­ვა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გან­თავ­სე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბო­ლო ეტა­პი 2016 წლის მარ­ტ­ში დას­რულ­დე­ბა, ანუ „ელ­სე­ვი­ე­რის“ სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ზა­ში ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი ამ დრო­ის­თ­ვის გა­მოჩ­ნ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის სის­ტე­მის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, მათ უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე წელს ექ­ნე­ბათ წვდო­მა. ავ­ტო­რე­ბი შეძ­ლე­ბენ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი კუთხი­დან მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია ბა­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“.
შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა ჩი­ტიშ­ვი­ლი „ელ­სე­ვი­ე­რის“ ბა­ზა­ზე ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის გან­თავ­სე­ბის ორ ძი­რი­თად მი­ზანს ასა­ხე­ლებს: „ეს მიზ­ნე­ბი ჩა­დე­ბუ­ლია ფონ­დის სტრა­ტე­გი­ა­ში და გან­საზღ­ვ­რუ­ლია მო­მა­ვა­ლი ათი წლის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ში, ეს არის აკა­დე­მი­უ­რი კვლე­ვე­ბის ხა­რის­ხის ზრდა და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია. ქარ­თ­ველ მეც­ნი­ე­რებს ხში­რად აქვთ დი­დი წარ­მა­ტე­ბე­ბი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ერ­თე­უ­ლე­ბის დო­ნე­ზე ხდე­ბა. სა­მეც­ნი­ე­რო სკო­ლე­ბი და კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ არის გა­ტა­ნი­ლი სა­ერ­თო სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რ­ცე­ში, სა­დაც სხვებ­საც შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია ან ჩა­ერ­თონ აკა­დე­მი­ურ დე­ბა­ტებ­სა თუ დის­კუ­სი­ებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღევან­დე­ლი დღი­დან იქ­მ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი გა­და­იქ­ცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლე­ბად, რომ­ლე­ბიც რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბის და აკა­დე­მი­უ­რი დე­ბა­ტე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­დეს, რაც ზრდის რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის როლს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ასე­ვე იმ კო­ლე­გე­ბის წრეს, ვის­თა­ნაც ქარ­თ­ველ მეც­ნი­ე­რებს შე­უძ­ლი­ათ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი წა­ად­გე­ბა იმ საქ­მეს, რა­საც ჰქვია „ჰორი­ზონ­ტი 20+20“-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რო­ბა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერს ექ­ნე­ბა უკ­ვე ევ­რო­პულ ძი­რი­თად დო­ნორ­თან და ფონ­დ­თან.“
ა. რაზ­მა­ძის მა­თე­მა­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის შრო­მე­ბის რე­დაქ­ტო­რი, აკა­დე­მი­კო­სი ვახ­ტანგ კო­ლე­ლიშ­ვი­ლი ამ დო­კუ­მენ­ტ­ზე ხელ­მო­წე­რას დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბად აფა­სებს და ამ­ბობს, რომ ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნეა, ნი­კო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის მი­ერ 1937 წელს და­არ­ს­და. ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი­ვე ნო­მერ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბის შრო­მე­ბი და­ი­ბეჭ­და. „ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჟურ­ნა­ლ „ელ­სე­ვი­ე­რის“ ბა­ზა­ში იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გვა­კის­რებს. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოთ იმის­თ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თ­ვათ თა­ვი ამ ამო­ცა­ნას და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ხე­ლი, კი­დევ ერ­თხელ, ღირ­სე­უ­ლად გა­ვი­ტა­ნოთ საზღ­ვარ­გა­რეთ.“
„აგ­რა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მაც­ნეს“ რე­დაქ­ტო­რი თენ­გიზ ურუ­შა­ძე მად­ლო­ბას უხ­დის ჟურ­ნა­ლის ავ­ტო­რებს და მი­იჩ­ნევს, რომ: „ეს დი­დი მიღ­წე­ვა სწო­რედ მა­თი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.  სწო­რედ ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ავ­ტო­რებს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან თუ კონ­ტი­ნენ­ტი­დან“.
შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დ­მა, ასე­ვე, მი­ი­ღო წვდო­მა (SciVal Funding™) მეც­ნი­ერ­თა და სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბი­სა და რე­ცენ­ზენ­ტ­თა სა­ძი­ე­ბო ბა­ზებ­ზე.
წარ­მა­ტე­ბუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა გრძელ­დე­ბა. რუს­თა­ვე­ლის ფონ­დი, ახ­ლა უკ­ვე სა­მი წლით, და­ა­ფი­ნან­სებს ორი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და „ელ­სე­ვი­ე­რის“ ბა­ზა­ში გან­თავ­სე­ბას.

40(914)N