გამოდის 1998 წლიდან
2012-02-08
მამასთან შეხვედრის ნატვრაში გალეული ბავშვობა

საბ­ჭო­თა იმ­პე­რია ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ სპობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს თვით­მ­ყო­ფა­დო­ბას: გა­ა­უქ­მა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია; ქარ­თუ­ლი წირ­ვა-ლოც­ვა რუ­სუ­ლით შე­იც­ვა­ლა; გა­ი­ძარ­ც­ვა სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ე­ბი, გა­ნად­გურ­და ძეგ­ლე­ბი; რუ­სუ­ლი ენა დამ­კ­ვიდ­რ­და მმარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში, სა­სა­მარ­თ­ლო­ებ­ში, სას­წავ­ლებ­ლებ­ში; გან­გებ აღ­ვი­ვებ­დ­ნენ ეთ­ნი­კურ შუღლს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ხალ­ხ­თა შო­რის; რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს ბევ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, ვინც ხმა აიმაღ­ლა იმ­პე­რი­ის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მ­დეგ. სწო­რედ ერთ-ერ­თი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი მი­უძღ­ვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. მი­სი ცხოვ­რე­ბა, მოღ­ვა­წე­ო­ბა და ის მძი­მე ხვედ­რი, რო­მე­ლიც სა­პა­ტიმ­რო­ებ­სა და გა­და­სახ­ლე­ბა­ში ერ­გო, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ბნე­ლით იყო მო­ცუ­ლი. საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში მი­სი პი­როვ­ნე­ბა შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი იყო ან შეგ­ნე­ბუ­ლად გვერ­დავ­ლი­ლი. ტა­ბუ­და­დე­ბულ­მა სა­ო­ჯა­ხო არ­ქივ­მა, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლი სა­ი­დუმ­ლოდ, ერთ პა­ტა­რა თვით­ნა­კეთ ჩე­მო­დან­ში ინა­ხე­ბო­და, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ ბევრ კითხ­ვას გას­ცა პა­სუ­ხი. გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ღვაწ­ლის, მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მი­სი შვი­ლი, ტექ­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი, ბა­ტო­ნი თე­ი­მუ­რაზ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე გვი­ამ­ბობს.

შთა­მო­მავ­ლო­ბა
საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­განს, ბევ­რ­ჯერ და­მი­წე­რია სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის ასე იწყე­ბო­და: „დავი­ბა­დე 1920 წლის 30 იან­ვარს, ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ის­რით­ში, მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში...“ და ასე მთავ­რ­დე­ბო­და „ვარ სკკპ-ს წევ­რი 1963 წლი­დან.“
მხო­ლოდ ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სას, 70 წლის ასაკ­ში მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, უშიშ­რად და­მე­წე­რა, რომ 1920 წლის 30 იან­ვარს და­ვი­ბა­დე ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლის, გა­ნათ­ლე­ბის და სამ­ხედ­რო მი­ნის­ტ­რის გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ოჯახ­ში. 70 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად უშიშ­რად ვთქვი, რომ დე­და­ჩე­მი, ლი­უ­ბოვ აბ­რა­მენ­კო, უკ­რა­ი­ნე­ლი დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი მრეწ­ვე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც მა­მამ, 1916 წელს გა­და­სახ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას, ვო­რო­ნე­ჟის გუ­ბერ­ნი­ა­ში გა­იც­ნო. მა­შინ დე­და და­ბა ურუს კო­მერ­ცი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი იყო. მან ბო­ლომ­დე უერ­თ­გუ­ლა ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის მე­უღ­ლეს, მის სამ­შობ­ლოს — სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ში­შით, ტან­ჯ­ვით და ვა­ე­ბით გა­მო­ზარ­და სა­მი შვი­ლი და მა­რა­დი­ულ სა­უფ­ლო­ში ისე გა­და­ვი­და, ერ­თი საყ­ვე­დუ­რიც არ დას­ც­დე­ნია.
მთე­ლი ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბა მა­მას­თან შეხ­ვედ­რის ჩუმ ნატ­ვ­რა­ში გა­ი­ლია. მა­მას­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი არ გვქო­ნია, მას ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით, წე­რი­ლე­ბი­თა და დე­დის ნა­ამ­ბო­ბით ვიც­ნობ­დით. მრის­ხა­ნე დრო იყო. მე და ჩემ­მა და-ძმამ ვი­ცო­დით, რომ მა­მა­ზე ჩურ­ჩუ­ლით ლა­პა­რა­კიც კი ძა­ლი­ან სა­ში­ში იყო. დე­და­ჩე­მი, პა­პა-ბე­ბია და უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი წე­ლებ­ზე ფეხს იდ­გამ­დ­ნენ, დღე და ღა­მეს ას­წო­რებ­დ­ნენ, რომ რო­გორ­მე ოჯა­ხი ისე გა­მო­ეკ­ვე­ბათ, ყველ­გან ჩა­საფ­რე­ბულ ჩე­კის­ტებს თვალ­ში არ მოხ­ვედ­როდ­ნენ. თით­ქ­მის 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რეთ სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტის ოჯა­ხის დამ­ღა, ახ­ლაც, ამ სიტყ­ვის გა­გო­ნე­ბა­ზე, ტან­ში ძვე­ლე­ბუ­რად მზა­რავს.
ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა ჩემს უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს სო­ფელ ის­რით­ში გა­ვა­ტა­რე. 1926 წლი­დან საცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით. თუმ­ცა, 1935-36 წლებ­ში, უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის გა­მო, ისევ ის­რით­ში დავ­ბ­რუნ­დით, სა­დაც კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის წევ­რად სი­მინ­დის ყა­ნებ­ში მო­მიხ­და მუ­შა­ო­ბა — სი­მინ­დის თოხ­ნა, სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთ­ში ვე­ნახ­საც ვუვ­ლი­დი...

შეხ­ვედ­რა მა­მას­თან
უსაზღ­ვ­რო იყო ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი, რო­დე­საც მა­მა, 1928 წელს, გა­და­სახ­ლე­ბი­დან, ივ­ლის­ში, ერ­თი თვით თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. იგი შეხ­ვ­და და ესა­უბ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმ­დ­რო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს — ლ. ღო­ღო­ბე­რი­ძეს, კა­ხი­ანს, ფ. მა­ხა­რა­ძეს და სხვ. ლ. ღო­ღო­ბე­რი­ძემ მა­მას შე­რი­გე­ბა სთხო­ვა და თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა... მა­მამ შე­რი­გე­ბა­ზე უარი გა­ნაცხა­და, რაც ასე გან­მარ­ტა: „შე­რი­გე­ბა­ზე ჩე­მი თან­ხ­მო­ბა ღა­ლა­ტი იქ­ნე­ბა იმ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბი­ან გა­და­სახ­ლე­ბა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე მხო­ლოდ ამ უდა­ნა­შა­უ­ლო ქარ­თ­ვე­ლებ­თან ერთად უნ­და დავ­ბ­რუნ­დე“. ამის შემ­დეგ მა­მას­თან ერ­თად გა­ვემ­გ­ზავ­რეთ სო­ფელ ის­რით­ში, მშობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ეს იყო ჩვენ­თ­ვის ხან­მოკ­ლე, მაგ­რამ უბედ­ნი­ე­რე­სი დღე­ე­ბი.
1931 წელს კი­დევ ერ­თხელ და უკა­ნას­კ­ნე­ლად ვნა­ხეთ მა­მა ვო­რო­ნეჟ­ში. მან სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა, მთელ ოჯახს ერ­თად გა­დაგ­ვე­ღო ფო­ტო­სუ­რა­თი. ამ სუ­რათს სა­თუ­თად ვი­ნა­ხავ­დით.

მა­მა
მა­მა 1881 წელს, ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ის­რით­ში, სპი­რი­დონ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ამაღ­ლე­ბის დაწყე­ბი­თი ოთხ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლას ქუ­თა­ი­სის თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა გიმ­ნა­ზი­ა­ში აგ­რ­ძე­ლებს. 1902 წელს ჩა­ი­რიცხა ნო­ვო­რო­სი­ის­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­დაც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის დი­დი ჯგუ­ფი იღებ­და გა­ნათ­ლე­ბას. მა­მა ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის სათ­ვის­ტო­მოს წევ­რი იყო, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სტუ­დენ­ტ­თა რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რობ­და პო­ლი­ტი­კურ გა­ფიც­ვებს. რის გა­მოც, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რიცხეს და სხვა მე­ამ­ბო­ხე სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ცი­ხე­ში ჩას­ვეს. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, კვლავ უბ­რუნ­დე­ბა ნო­ვო­რო­სი­ის­კის უნი­ვერ­სი­ტეტს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სპე­ცი­ა­ლო­ბას იც­ვ­ლის და ირ­ჩევს — ის­ტო­რი­ულ-ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტს ფი­ლო­სო­ფი­ის გან­ხ­რით.
მა­მა მი­ე­სალ­მა 1917 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტის დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ვო­ლუ­ცი­ას, მაგ­რამ პრო­ტეს­ტით შეხ­ვ­და ოქ­ტომ­ბ­რის ბოლ­შე­ვი­კურ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას. მი­აჩ­ნ­და, რომ ლე­ნინ­მა და მის­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა და­ა­მა­ხინ­ჯეს მარ­ქ­სის მოძღ­ვ­რე­ბა, ჭეშ­მა­რი­ტი სო­ცი­ა­ლიზ­მის გზი­დან გა­და­უხ­ვი­ეს, უხე­შად ჩა­ე­რივ­ნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ერ პრო­ცეს­ში, რუ­სეთს შეს­თა­ვა­ზეს სო­ცი­ა­ლიზ­მის მშე­ნებ­ლო­ბის მე­ტის­მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლი, უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­დე­ლი და რუ­სე­თის იმ­პე­რია ანარ­ქი­ის მო­რევ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ალ­ში გა­ახ­ვი­ეს.
მა­მა აკ­რი­ტი­კებ­და ყვე­ლას, ვინც გა­და­ჭარ­ბე­ბით აფა­სებ­და რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის და­დე­ბით როლს. მი­სი აზ­რით, ქარ­თ­ველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა 1783 წლის ტრაქ­ტატ­ში ის იმე­დი ჩა­დეს, რომ აღ­დ­გე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბა და რუ­სე­თის გავ­ლით, გზა გა­ი­კა­ფე­ბო­და და­სავ­ლე­თის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა­კენ, მა­გ­­რამ იმე­დი არ გა­მარ­თ­ლ­და. რუ­სეთ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ძა­ლა­დის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოჭ­რის­თა­ნა­ვე, რო­გორც მა­მა ამ­ბობ­და: „პირ­და­პირ მიზ­ნად და­ი­სა­ხა ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის შეგ­ნე­ბა­სა და ხსოვ­ნა­ში არამ­ც­თუ მარ­ტო ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის იდე­ის აღ­მოფხ­ვ­რა, არა­მედ თვით ეროვ­ნუ­ლი მე­ო­ბი­სა და შეგ­ნე­ბის წაშ­ლაც“.
რუ­სე­თი ვერ შე­უ­რიგ­და რეს­პუბ­ლი­კე­ბის ეროვ­ნულ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას, მიზ­ნად და­ი­სა­ხა მა­თი დის­კ­რი­მი­ნა­ცია და რუ­სი­ფი­კა­ცია. რუ­სე­თის ცა­რიზ­მი, მი­სი მო­ხე­ლე­ე­ბი თით­ქოს და მფარ­ვე­ლად ევ­ლი­ნე­ბოდ­ნენ იმ­პე­რი­ის ბა­ტო­ნო­ბის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ერე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მო­სახ­ლე მცი­რე ეროვ­ნე­ბებ­სა და ტო­მებს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, აი, რას წერს ამის შე­სა­ხებ მა­მა: „თავ­გა­მო­დე­ბით ზრუ­ნავ­დ­ნენ, მა­გა­ლი­თად, ოსებ­სა და აფხა­ზებ­ზე, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ მეგ­რულ-ჭა­ნურ-სვა­ნურ კულ­ტუ­რებ­ზეც. ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დი იყო, რომ რუ­სუ­ლი კა­ცი­ჭა­მია შო­ვი­ნიზმს მარ­თ­ლა ის კი არ აინ­ტე­რე­სებ­და, რომ აფხა­ზუ­რი, ოსუ­რი, აჭა­რუ­ლი და სხვა ეროვ­ნუ­ლი მწერ­ლო­ბა და კულ­ტუ­რა შე­ექ­მ­ნა. მი­სი სა­ნუკ­ვა­რი მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ-კულ­ტუ­რულ ოჯახ­ში ში­ნა­გა­ნი დაშ­ლა, გახ­რ­წ­ნა და აფო­რი­ა­ქე­ბა შე­ე­ტა­ნა. რუ­სულ პო­ლი­ცი­ა­სა და რუ­სულ სი­ნოდს ისე­ვე ეზიზღე­ბო­და აფხა­ზო­ბა და ოსო­ბა, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლო­ბა... ამა­ვე მიზ­ნით, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოჭ­რეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცოცხა­ლი სხე­უ­ლი­დან ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქი, რო­მე­ლიც რო­კი­სა და მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლებ­ზე რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის პო­ლი­ტი­კურ და სტრა­ტე­გი­ულ და­საყ­რ­დ­ნო­ბად იქ­ნა გა­მიზ­ნუ­ლი“.

ემიგ­რა­ცი­ა­ში
გა­ხიზ­ნუ­ლი მთავ­რო­ბა
1921 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტ­ში, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ჯა­რე­ბის შე­მოჭ­რი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ანექ­სი­ის გა­მო, 1921 წლის 17 მარტს, ქუ­თა­ის­ში, გა­ი­მარ­თა სა­ზა­ვო მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მთავ­რო­ბა­სა და ახ­ლად მოვ­ლე­ნილ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. სა­მარ­ცხ­ვი­ნო, გა­სა­ო­ცა­რი და ბე­დის მწა­რე ირო­ნია გახ­ლ­დათ ის ფაქ­ტი, რომ სა­ზა­ვო მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, ორი­ვე მხა­რეს ქარ­თ­ვე­ლე­ბი ის­ხ­დ­ნენ და იყოფ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს: და­მარ­ცხე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი — მთავ­რო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, ხო­ლო გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის — საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და მა­მია ორა­ხე­ლაშ­ვი­ლი, მოს­კო­ვი­დან კი, უშუ­ა­ლოდ ლე­ნი­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ისევ ქარ­თ­ვე­ლი — აბელ ენუ­ქი­ძე გახ­ლ­დათ. ასე მოხ­და უცხო, მტრუ­ლი ძა­ლის მი­ერ მოს­ყი­დუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის ხე­ლით სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მარ­ცხე­ბა და დაპყ­რო­ბა. ეს არის სა­მარ­ცხ­ვი­ნო ის­ტო­რი­უ­ლი აქ­ტი! აი, რას წერს მა­მა: „ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სე­თი რო­გორც ომის დროს, ისე ოკუ­პა­ცი­ის ხა­ნა­ში მუ­დამ ცდი­ლობ­და ქვეყ­ნის­თ­ვის ისე მო­ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თით­ქოს რუ­სე­თი კი არ იპყ­რობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს, არა­მედ, რუ­სე­თის წი­თე­ლი მხედ­რო­ბა მხო­ლოდ დახ­მა­რე­ბას უწევს ამ­ბო­ხე­ბულ ქარ­თ­ველ მუ­შებ­სა და გლე­ხებს“.
მო­ლა­პა­რა­კე­ბა უშე­დე­გოდ დამ­თავ­რ­და... სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი­ყო. ნოე ჟორდანიას მთავ­რო­ბას მა­მა ემიგ­რა­ცი­ა­ში არ გაჰ­ყო­ლია. ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ მა­რ­­­სე­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გე­მი­დან თვი­თო­ნაც ჩა­მო­ვი­და, მე­უღ­ლე და მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნა: „ახლა არ არის იმის დრო, რომ აქე­დან გა­ვიქ­ცე, მე უნ­და ვი­ყო იქ, სა­დაც ჩემ ხალხს უჭირს... მან ჩათ­ვა­ლა, რომ საქ­მე წა­გე­ბუ­ლი იყო და ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ბედ-იღ­ბა­ლი ამი­ე­რი­დან ევ­რო­პის დახ­მა­რე­ბა­ზე კი არა, თვით ქარ­თ­ველ ხალ­ხ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მამამ იმ­დე­ნი მა­ინც გა­ა­კე­თა, რომ დაითანხმა მთა­ვ­რო­ბაზე განაწყენებული გენერალი მაზნიაშვილი და სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბით, გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბით, თურ­ქ­თა აგ­რე­სი­უ­ლი ზრახ­ვე­ბი ჩა­შა­ლეს და გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი შე­ას­რუ­ლეს ბა­თუ­მის ოლ­ქის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის. მართალია, მა­მა სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­ში თე­ო­რი­უ­ლად და პრაქ­ტი­კუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და.
1921 წლის მარ­ტი­დან, რო­ცა საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლა­ზე მა­მამ უარი თქვა, დავ­სახ­ლ­დით სო­ფელ ის­რით­ში, მა­მა მო­ხუც მშობ­ლებს ამო­უდ­გა მხარ­ში სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ში, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რივ­მა რევ­კომ­მა იგი სა­ეჭ­ვო პი­რად მი­იჩ­ნია და და­ა­პა­ტიმ­რეს. იმ დაწყევ­ლილ­მა ღა­მემ ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. დე­დას დი­დი ჯა­ფა და­აწ­ვა. ფი­ზი­კურ შრო­მას მი­უჩ­ვე­ვე­ლი, სა­ა­თო­ბით ეხ­მა­რე­ბო­და ბა­ბუ­ას ვე­ნა­ხის მოვ­ლა­სა და სი­მინ­დის ყა­ნის თოხ­ნა­ში. ამას ისიც და­ერ­თო, რომ მა­ლა­რი­ამ მაგ­რად დაგ­ვ­რია ხე­ლი. დე­და ჩვე­ნი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის გარ­და, ხში­რად აკითხავ­და მა­მას თბი­ლი­სის ცი­ხე­ში და იგებ­და მის ამ­ბავს. ამის­თ­ვის დი­დი მან­ძი­ლის ფე­ხით გავ­ლა უხ­დე­ბო­და სოფ­ლი­დან უახ­ლო­ეს რკი­ნიგ­ზის სად­გურ კო­პიტ­ნა­რამ­დე, რო­მე­ლიც 30 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი ჩვენს სო­ფელს. ერ­თხელ დე­და მე­ტად გა­დაღ­ლი­ლი და მა­ლა­რი­ი­სა­გან და­სუს­ტე­ბუ­ლი გა­ემ­გ­ზავ­რა თბი­ლის­ში. მა­მას­თან მო­რიგ შეხ­ვედ­რას ელო­და, მაგ­რამ ცი­ხე­ში გა­ნუცხა­დე­ბი­ათ, რომ გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, რო­გორც პა­ტი­მა­რი-მძე­ვა­ლი, რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლე­სო.

„ფიქ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე“
— სა­კა­ნი N13
„ფიქ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე“, რო­მე­ლიც მა­მამ გა­და­სახ­ლე­ბა­ში და­წე­რა, იწყე­ბა მი­ნიშ­ნე­ბით: „რუ­სე­თი. ქ. სუზ­და­ლი, ვლა­დი­მერ გუბ. სა­გან­გე­ბო ბა­ნა­კის სა­მო­ნას­ტ­რო საპყ­რო­ბი­ლე. სა­კა­ნი N13. თე­ბერ­ვა­ლი 11 დღე, 1924 წე­ლი“ — და მთავ­რ­დე­ბა მი­ნა­წე­რით: „ფიქ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე“, ჩემ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, შევ­წყ­ვი­ტე 1924 წლის და­ახ­ლო­ე­ბით ივ­ნი­სის პირ­ველ, თუ მა­ი­სის უკა­ნას­კ­ნელ რიცხ­ვებ­ში. მო­ვას­წა­რი მხო­ლოდ გან­ზ­რა­ხუ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი მე­სა­მე­დის და­წე­რა და ისიც შა­ვათ, გა­უ­სა­ლა­ში­ნებ­ლად... არ ვკარ­გავ იმედს, რომ მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა (ტყვე­ო­ბის პი­რო­ბე­ბი და სხვა) და შევ­ძ­ლებ მის დას­რუ­ლე­ბას. უკ­ვე და­წე­რილს სხვა ხელ­ნა­წე­რებ­თან ერ­თად მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი მის დღი­უ­რებ­თან ერ­თად ვფლავთ დღეს ერთ სა­ი­დუმ­ლო ად­გი­ლას, რად­გან ჩე­კის­ტე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გვარ­თ­მე­ვენ ხოლ­მე ყო­ველ­გ­ვარ ხელ­ნა­წერს (1 დე­კემ­ბე­რი 1924 წ. დი­ლის 11 სა­ა­თი, გრ. ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე).“
სუზ­და­ლის ცი­ხე­ში რვე­უ­ლის გაც­რე­ცილ და გა­ხუ­ნე­ბულ ფურ­ც­ლებ­ზე, აზ­როვ­ნე­ბი­სა და წე­რი­სათ­ვის სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბელ პი­რო­ბებ­ში, მა­მამ და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ნაშ­რო­მი „ფიქ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე“, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი ეს­სეს ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუ­შად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. წიგ­ნ­ში შე­ფა­სე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­წ­ლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბა და ახ­ს­ნი­ლია მი­სი და­ცე­მის მი­ზე­ზე­ბი, არა­მედ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა 1783 წლის ტრაქ­ტა­ტი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნამ­დე. მა­მას კე­თილ­მა მე­გობ­რებ­მა სა­ი­დუმ­ლოდ ჩა­მო­ი­ტა­ნეს რუ­სე­თი­დან ერ­თი თვით­ნა­კე­თი ჩე­მო­და­ნი, რო­მელ­შიც მი­სი ნა­წე­რე­ბი იყო შე­ნა­ხუ­ლი. რო­ცა დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ მა­მა აღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ჩე­მო­და­ნი გაგ­ვეხ­ს­ნა, აქ იყო თავ­მოყ­რი­ლი მთე­ლი მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა. ამ ნა­წე­რე­ბის წა­კითხ­ვამ სულ სხვა თვა­ლით და­მა­ნა­ხა მა­მა. ის მარ­ტო სა­კუ­თარ ოჯახ­ზე და მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე კი არ ზრუ­ნავ­და, არა­მედ იყო ჭეშ­მა­რი­ტი ერის­კა­ცი, მუ­დამ ფიქ­რობ­და და ზრუ­ნავ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, მის გა­ნახ­ლე­ბა­სა და აღორ­ძი­ნე­ბა­ზე. მა­მამ ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო ეროვ­ნუ­ლი საქ­მე გა­ა­კე­თა, ბევრს მი­აღ­წია და თუ ყვე­ლა­ფე­რი ვერ მო­ას­წ­რო და ვერ მო­ა­ხერ­ხა, ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას ამის­თ­ვის არ ეყო სი­ცოცხ­ლე.
მოს­კო­ვი, კრემ­ლი, სტა­ლინს
მა­მა ნათ­ლად ხე­დავ­და, რომ ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მი რუ­სეთს არა­ვი­თარ სა­სი­კე­თოს არ უქად­და. ნე­პის ლე­ნი­ნურ­მა პო­ლი­ტი­კამ იმე­დი აღუძ­რა — ეგებ ქვე­ყა­ნა ევ­რო­პუ­ლი სო­ცი­ა­ლიზ­მი­სა­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ლე­ნი­ნის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ნე­პის ლიკ­ვი­და­ცი­ამ, ინ­დუს­ტ­რი­ა­ლი­ზა­ცი­ა­სა და კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­ა­ზე აღე­ბულ­მა კურ­ს­მა მა­მა ისევ და­ა­ღო­ნა. მან იგ­რ­ძ­ნო, რომ ასე­თი ქვე­ყა­ნა კა­ტას­ტ­რო­ფას ვერ ას­ც­დე­ბო­და. მწა­რე ხვედ­რის წი­ნა­შე იდ­გა მი­სი სამ­შობ­ლო — სა­ქარ­თ­ვე­ლო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სა­მე­ურ­ნეო სპე­ცი­ფი­კით გი­გან­ტო­მა­ნი­ი­სათ­ვის შემ­ზა­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა და ეროვ­ნუ­ლა­დაც გან­წი­რუ­ლი იყო გაქ­რო­ბი­სათ­ვის. ამი­ტომ სტა­ლი­ნის მი­მართ მას მტკი­ცედ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ეს არც და­უ­ფა­რავს. მა­შინ რო­ცა სტა­ლი­ნის და­ბა­დე­ბის 50 წლის­თავს მთე­ლი საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა ზე­ი­მობ­და, მა­მა კურ­ს­კი­დან ასეთ მი­სა­ლოც დე­პე­შას უგ­ზავ­ნის საბ­ჭო­უ­რი ქვეყ­ნის მე­სა­ჭეს:
„მოს­კო­ვი, კრემ­ლი; სტა­ლინს.
დღეს თქვენ ტრი­უმ­ფა­ტო­რი ხართ. რო­მის ტრი­უმ­ფებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­გან­გე­ბო მო­ნა, რო­მე­ლიც დიდ გა­მარ­ჯ­ვე­ბულს შე­ახ­სე­ნებ­და მის ცალ­კე­ულ შეც­დო­მებს და ბე­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბას. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რუს მე­ფე­ებს კრი­ტი­კო­სე­ბად სა­ლო­სე­ბი ჰყავ­დათ.
არ ვდგა­ვარ რა ტრი­უმ­ფა­ტო­რის უავ­გუს­ტო­ე­სი ეტ­ლის ძა­რის უკან სა­ტერ­ფალ­ზე და არც კა­რის სა­ლო­სი გახ­ლა­ვართ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასე­თი იმუ­ნი­ტე­ტის ქო­ნას არ ვვა­რა­უ­დობ, მაგ­რამ მა­ინც მივ­ცემ ჩემ თავს უფ­ლე­ბას, რომ შე­ვი­ტა­ნო ერ­თ­გ­ვა­რი დი­სო­ნან­სი (სუ­ლერ­თია მას მა­ინც არა­ვინ გა­ი­გო­ნებს) იმ ხოტ­ბა-დი­დე­ბის ქ­ორო­ში, რო­მე­ლიც გარს გახ­ვე­ვი­ათ თქვე­ნი ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის დღეს. რაც შეეხე­ბა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, დღეგ­რ­ძე­ლო­ბა­სა და ა.შ. ბევ­რი ჩვენ­თა­გა­ნი მას გულ­წ­რ­ფე­ლად გი­სურ­ვებთ, მაგ­რამ მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ თქვენს იუბი­ლეს და­ემ­თხ­ვა ორი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ო­ბა და თქვენს მი­ერ­ვე შექ­მ­ნი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის სფე­რო­დან: ტა­ჯი­კე­ბი­სათ­ვის მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კის უფ­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა და იმავ­დ­რო­უ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავ­ტო­ნო­მი­ის ნი­შან­თა სა­ბო­ლოო ლიკ­ვი­და­ცია და მა­თი გა­დაქ­ცე­ვა რუ­სულ საბ­ჭო­თა სა­ად­გილ­მა­მუ­ლოდ კრი­ნიც­კის მე­თა­უ­რო­ბით.
სა­უ­კე­თე­სო სა­ი­უ­ბი­ლეო მი­სალ­მე­ბებ­თან ერ­თად ვი­სურ­ვებ­დი, რომ თქვენ და თქვე­ნი თა­ნა­მებ­რ­ძო­ლე­ბი სა­ბო­ლო­ოდ არ და­გატყ­ვე­ვოთ ძვ­ელ-რუ­სუ­ლი კრემ­ლის ის­ტო­რი­ულ­მა აჩ­რ­დი­ლებ­მა და რომ მოს­კო­ვის დიდ­მ­პყ­რო­ბე­ლო­ბამ მე­ტად ვერ შეძ­ლოს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის დი­ა­დი იდე­ის მე­წა­მულ ტო­გა­ში გახ­ვე­ვა. გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, 1929, 27.09.“
არა­ვინ იცის, წა­ა­კითხეს თუ არა ეს დე­პე­შა სტა­ლინს... თუმ­ცა, მა­მა დე­პე­შის გაგ­ზავ­ნის მე­ო­რე დღეს­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს. ექ­ვ­სი თვის შემ­დეგ, მამას ციხიდან მოულოდნელად ათავისუფლებენ და, რად­გან მა­მას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, ვო­რო­ნეჟ­ში, 3 წლით იძუ­ლე­ბუ­ლ ცხოვ­რე­ბას ­უსჯიან.

Письмо-записка
1935 წელს, სსრკ საბ­ჭო­ე­ბის მე­ექ­ვ­სე ყრი­ლო­ბა­ზე, გა­დაწყ­და „გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლიზ­მის“ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. მა­მა აღაშ­ფო­თა სტა­ლი­ნურ­მა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ამ. ამა­ვე წლის 24 მარტს, სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, სტა­ლინს და წევ­რებს: მო­ლო­ტოვს, ლიტ­ვი­ნოვ­სა და რე­დეკს უგ­ზავ­ნის 36 გვერ­დის მო­ცუ­ლო­ბის წე­რილს, კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ეროვ­ნულ სა­კითხებ­ზე თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბით. წე­რი­ლი-მოხ­სე­ნე­ბა უაღ­რე­სად სა­ყუ­რადღე­ბო დო­კუ­მენ­ტია, მო­ი­ცავს ვრცელ ანა­ლიზს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი წლი­დან­ვე დაშ­ვე­ბუ­ლი პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თის შეც­დო­მე­ბი­სა.
„ღრმად პა­ტივ­ცე­მუ­ლო იოსებ ბე­სა­რი­ო­ნის ძევ!
თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით დად­გა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის გა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მი­სი გა­და­ხედ­ვის სა­კითხი. გვინ­და გვჯე­რო­დეს, რომ სწო­რედ ასე იქ­ნე­ბა და გამ­ტ­კ­ნარ­დე­ბი­ან ის სკეპ­ტი­კო­სე­ბი და ავ­ყი­ე­ბი, ვინც ამ დეკ­ლა­რა­ცი­ას მხო­ლოდ „ბოლ­შე­ვი­კურ ბლე­ფად მი­იჩ­ნე­ვენ და წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბენ — კო­მუ­ნის­ტუ­რი და­პი­რე­ბე­ბის იალ­ბუ­ზი, ჰა და ჰა, დე­მოკ­რა­ტი­ულ წრუ­წუ­ნას შობს.“
რა­ღა თქმა უნ­და, ფუ­ჭია ფიქ­რი, ვი­თომც სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო კო­მი­სია მოგ­ვის­მენს ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ სა­კითხ­ზე, მაგ­რამ, ვბე­დავთ, სიტყ­ვა მო­გაწ­ვ­დი­ნოთ ამ წე­რი­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ზო­გა­დად, ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­კითხებ­ზე, სა­ხელ­დობრ კი, საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, რად­გა­ნაც მი­სი გა­საბ­ჭო­ე­ბის დღი­დან აქამ­დე, გა­რი­ყულ­ნი ვართ და სო­ცი­ა­ლიზ­მი­სა და სამ­შობ­ლოს მტერ­თა სი­ა­ში ვი­რიცხე­ბით...“
ამ წე­რი­ლის სრუ­ლად წა­კითხ­ვა თავ­ზარ­დამ­ცე­მია, გა­აზ­რე­ბა იმი­სა, თუ რას წერს მა­მა, რო­დის წერს და ვის სწერს... ბუ­ნებ­რი­ვია, ბე­ლა­დის კრი­ტი­კას მა­მას არა­ვინ აპა­ტი­ებ­და...
1936 წელს, დე­კემ­ბერ­ში, დე­დამ მი­ი­ღო მა­მის წე­რი­ლი: „მინ­და ერ­თი სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი გაც­ნო­ბო. ჩე­მი და­ვა გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­სარ ბა­ბუ­ნოვ­თან პარ­ტი­ის ცენ­ტ­რა­ლურ­მა კო­მი­ტეტ­მა ჩემს სა­სარ­გებ­ლოდ გა­დაწყ­ვი­ტა. რაც, ცხა­დია, იმის უტყუ­ა­რი დას­ტუ­რია, რომ მე გა­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. მომ­ცეს გაც­დე­ნი­ლი პე­რი­ო­დის ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია, 2600 მა­ნე­თი, რა­საც გიგ­ზავ­ნით ოთა­ხის სას­ყიდ­ლად. ცხა­დია, ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ანაზღა­უ­რე­ბა ისე­თი ღა­რი­ბი პი­როვ­ნე­ბის­თ­ვის, რო­გო­რიც მე ვარ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც სხვა არის. თვით ფაქ­ტ­მა, რომ მე გა­ვი­მარ­ჯ­ვე, დი­დი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და მო­რა­ლუ­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბა მო­მა­ნი­ჭა.“ — ამ წე­რილ­მა მთე­ლი ოჯა­ხი გაგ­ვა­ხა­რა, მა­მას გა­და­სახ­ლე­ბის ვა­და გა­უ­თავ­და და ემ­ზა­დე­ბო­და სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად, მა­გ­­რამ მა­მა, გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, 1937 წელს, ხუ­თი წლის ვა­დით, ციმ­ბირ­ში, ერთ-ერთ გა­მას­წო­რე­ბელ ბა­ნაკ­ში, რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­და­ა­სახ­ლეს, სა­დაც იგი უკი­დუ­რე­სად მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და.
აი, რას წერს მა­მა ლეო რუ­ხა­ძეს: „ძვირ­ფა­სო შვი­ლო­ბი­ლო! მრა­ვალს გა­კო­ცებ სიყ­ვა­რუ­ლით. ჩე­მი ამ­ბა­ვი გე­ცო­დი­ნე­ბა. ასე გვითხ­რეს, 13 იან­ვარს და­გიმ­ზა­დებთ სამ­შობ­ლო­ში წა­სას­ვ­ლელ დო­კუ­მენ­ტებ­სო. დათ­ქ­მულ დღეს კი გა­მოგ­ვიცხა­დეს და­პა­ტიმ­რე­ბა და დაგ­ვი­ნიშ­ნეს ჩხრე­კა. იმა­ვე სა­ღა­მოს წაგ­ვი­კითხეს 21 დე­კემ­ბ­რის დად­გე­ნი­ლე­ბა: ხუ­თი წე­ლი გა­მას­წო­რე­ბე­ლი ბა­ნა­კი. 17 იან­ვარს გაგ­ვ­გ­ზავ­ნეს ციმ­ბირ­ში — მა­რინ­ს­კ­ში, ხო­ლო აქე­დან მიგ­ვიყ­ვა­ნეს კუზ­ნეც­კ­ში. ამ­გ­ვა­რად თვე­ზე მე­ტია არ მოგ­ვ­ცილ­და გა­და­სახ­ლე­ბა და ეტა­პი. ბო­ლოს გა­მოგ­ვიცხა­დეს: გაგ­ზავ­ნით გორ­ნო­შო­რის ბა­ნაკ­ში, რკი­ნიგ­ზის შე­ნე­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ზე მძი­მე ბა­ნა­კია მთელ ციმ­ბირ­ში, სა­დაც ზაფხუ­ლი თით­ქ­მის არ იცის. ალექ­სან­დ­რე დგე­ბუ­ა­ძე ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია, ძვლე­ბად და უმ­თავ­რე­სად ნერ­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი. მე თით­ქოს არა მი­შავ-რა , ოღონდ ეგ არის, ბრონ­ქი­ტი და­მე­მარ­თა და ქრო­ნი­კუ­ლი სურ­დო, მკბე­ნა­რებ­მა ამიკ­ლეს და მა­წა­მე­ბენ. ვე­ლით ამ დღე­ებ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბას. იცი­ან თუ არა სახ­ლ­ში ჩე­მი ამ­ბა­ვი, არ ვი­ცი. მო­კითხ­ვა გრი­შას და სხვებს. შე­ნი მა­მა.“
იქ არ­სე­ბულ­მა აუტა­ნელ­მა, კა­ტორ­ღულ­მა შრო­მამ მა­მა სა­ბო­ლო­ოდ და­ა­ა­ვად­მ­ყო­ფა. გა­დი­ო­და თვე­ე­ბი, წლე­ბი და მა­მის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს ვი­გებ­დით. მა­მა­ჩე­მის კვა­ლი და­ი­კარ­გა... მხო­ლოდ ოცი წლის შემ­დეგ, 1954 წელს დე­დას მის უკა­ნას­კ­ნელ გან­ცხა­დე­ბა­ზე ასე­თი პა­სუ­ხი მო­უ­ვი­და: „გრი­გოლ სპი­რი­დო­ნის ძე ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე 1937 წელს 2 სექ­ტემ­ბერს (2 სექ­ტემ­ბე­რი მა­მას და­ბა­დე­ბის დღეა) ბე­რი­ა­სა და ქო­ბუ­ლოვ­თან და­კითხ­ვის დროს გარ­და­იც­ვა­ლა.“ მა­მას კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბე­ლა­დი­სად­მი ბე­რი­ას მახ­ვილ თვალს, ცხა­დია, არ გა­მოჰ­პარ­ვია და ეძებ­და სა­ბაბს მის მო­სა­პო­ვებ­ლად. და აი, წა­მო­ტივ­ტივ­და ქო­ბუ­ლო­ვის შე­თითხ­ნი­ლი საქ­მე თით­ქოს­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ემიგ­რა­ცი­ას­თან გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის კავ­ში­რის შე­სა­ხებ. ქო­ბუ­ლო­ვი თა­ვის დას­მე­ნა­ში მი­უ­თი­თებ­და, რომ ნოე ჟორ­და­ნი­ას გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, რო­გორც თვი­თონ აცხა­დებს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო და­საყ­რ­დენ ძა­ლად მი­აჩ­ნიაო. ამის შემ­დეგ მა­მა ციმ­ბი­რი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოჰ­ყავთ და ჩე­კას ჯურ­ღ­მუ­ლებ­ში წა­მე­ბით ხდი­ან სულს.

პო­ლი­ტი­კუ­რი ან­დერ­ძი
მა­მა ალ­ბათ ფიქ­რობ­და, რომ ჩე­კას ტყვე­ო­ბას თავს ვერ და­აღ­წევ­და და ამი­ტომ, ქარ­თ­ველ ხალხს პო­ლი­ტი­კუ­რი ან­დერ­ძი და­უ­ტო­ვა, რო­მელ­შიც გა­მოთ­ქ­მუ­ლია მი­სი თვალ­საზ­რი­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ან­დერ­ძი 10 პა­რაგ­რა­ფის­გან შედ­გე­ბა.
„რე­ვო­ლუ­ცია არც თი­ლის­მაა, არც თვით მი­ზა­ნი, რე­ვო­ლუ­ცია გან­ვი­თა­რე­ბის ის სა­გან­გე­ბო და სა­ფა­თე­რა­კო მო­მენ­ტე­ბია, რო­მელ­საც დი­დი ტკი­ვი­ლე­ბი თან ახ­ლავს... რე­ვო­ლუ­ცია თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა და თვით­მი­ზა­ნი კი არ არის, არა­მედ სამ­წუ­ხა­რო აუცი­ლებ­ლო­ბაა, მო­ქა­ლა­ქე რო­მელ­საც ჰგო­ნია, რომ სრუ­ლი­ად უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოთ, ურე­ვო­ლუ­ცი­ე­ბოთ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაო, რა თქმა უნ­და, შემ­ც­და­რია, ან თავს იტყვილ­ებს...“ (ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი და რე­ვო­ლუ­ცია).
„ძლი­ერ ხში­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ბო­ლო დროს, სიტყ­ვა ორი­ენ­ტა­ცი­ის ხმა­რე­ბა. ვი­სი ორი­ენ­ტა­ცია უნ­და ქონ­დეს ქარ­თ­ველ ხალხს? ... რო­გო­რი ორი­ენ­ტა­ცია — კულ­ტუ­რუ­ლი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო, დრო­ე­ბი­თი თუ სა­მუ­დამო? პა­სუ­ხი — ქარ­თ­ველ ხალხს აქვს და უნ­და ქონ­დეს სრუ­ლი­ად მტკი­ცე და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია...“ (ორი­ენ­ტა­ცია).
„ერის და გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ერის მდგო­მა­რე­ო­ბა და მო­მა­ვა­ლი მა­შინ არის მტკი­ცე და იმე­დი­ა­ნი ყო­ველ­გ­ვა­რი ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­ტე­ხი­ლე­ბის დროს, თუ ის დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლია საკ­მა­ოდ მტკი­ცე სო­ფელ­ზე, სა­კუ­თარ პურ­ზე, ხორ­ც­სა და რძის პრო­დუქ­ტებ­ზე. ჩვე­ნი ქვეყ­ნის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ღერ­ძად უნ­და გა­და­იქ­ცეს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­მინ­დ­ვ­რე­ო­ბა და მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა. სხვა დარ­გებს, მათს პრო­დუქ­ცი­ას და­მა­ტე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა. მხო­ლოდ ამ გზით შეგ­ვიძ­ლია ჩვენ ჯან­სა­ღა­თა და უფა­თე­რა­კოთ ვა­ტა­როთ პა­წია სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ქარ­თ­ვე­ლი ერის ხო­მალ­დი ვე­ე­ბერ­თე­ლა და ბო­ბო­ქარ კა­ცობ­რი­ო­ბის ოკე­ა­ნე­ში“ (სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა).

ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი
ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა­ნი
„ბეჯი­თად უნ­და გვახ­სოვ­დეს ჩვე­ნი სუს­ტი მხა­რე­ნი, რა­თა მათ­თა­ნაც გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ბრძო­ლა ვა­წარ­მო­ვოთ. ქარ­თ­ვე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ნი­ჭით უხ­ვათაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და ად­ვი­ლად, თით­ქოს ამ კარგს თან ახ­ლავს ცუ­დი სარ­ჩუ­ლიც — ჩვე­ნი გო­ნე­ბით მო­ვი­ზარ­მა­ცებთ; ად­ვი­ლათ, თით­ქოს ერ­თი თვა­ლის გა­დაკ­ვ­რით ვით­ვი­სებთ და ამი­ტომ სიღ­რ­მეს არ მივ­ს­დევთ, გო­ნებ­რივ ნე­ბის­ყო­ფას არ ვჭი­მავთ; თით­ქოს მეტ­წი­ლათ ტა­ლან­ტი­უ­რი დე­ლი­ტან­ტო­ბა და ერ­თ­გ­ვა­რი ზე­რე­ლო­ბა ჩვე­ნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ცალ­კერ­ძა სპე­ცი­ა­ლის­ტო­ბას თით­ქოს ცხვირს ვუბ­ზუ­ებთ. გვე­ად­ვი­ლე­ბა სინ­ტე­ზი და გა­ზო­გა­დე­ბა, ანა­ლი­ტი­კუ­რი კირ­კი­მა­ლი და წვრილ­მა­ნო­ბა არ გვიყ­ვარს... ჩვე­ნი ინ­დუქ­ცია უკუ­დოა. ჩვე­ნი ემ­პი­რიზ­მი სულ­წა­სუ­ლი და ნაჩ­ქა­რე­ვი... აღ­მო­სავ­ლუ­რათ გვიყ­ვარს ღი­პერ­ბო­ლე­ბი და გვე­მარ­ჯ­ვე­ბა დი­დი მას­შ­ტა­ბე­ბი; სან­ტი­მეტ­რე­ბი­თა და მი­ლი­მეტ­რე­ბით, გრა­მე­ბი­თა და გრა­ნე­ბით ზომ­ვა-წო­ნა არ გვე­ხერ­ხე­ბა. სა­ერ­თოთ, ჩოთ­ქი­სა და ან­გა­რი­შის ცოდ­ნა და პე­დან­ტუ­რი ღწუ­რო­ბა არ არის ჩვე­ნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. თით­ქოს ნა­მე­ტა­ნი თბო­მა­ტა­რე­ბელ მა­სა­ლის­გან ვართ ნა­კე­თე­ბი: მა­ლე ვთბე­ბით, სწრა­ფათ ვხურ­დე­ბით, ჩქა­რა აღ­ვიგ­ზ­ნე­ბით, მაგ­რამ ასე­ვე სწრა­ფათ ვგრილ­დე­ბით... კა­ხურ­ზე მა­ლე გრძნო­ბა გვათ­ბობს, ად­ვი­ლათ მი­ვენ­დო­ბით და მი­ვინ­დობთ... ვართ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ოპ­ტი­მის­ტე­ბი, მაგ­რამ იმა­ვე დროს ისე­თი გულ­და­კო­დი­ლი და ღრმა ტი­რი­ლი და გლო­ვა ვი­ცით, რო­მე­ლიც ძალ­ზე გვარ­ღ­ვევს და გვა­უძ­ლუ­რებს. ჭი­რი და ლხი­ნი, ქე­ი­ფი და ტი­რი­ლი, ნაღ­ვე­ლი და იუმო­რი, კრი­მან­ჭუ­ლი, ზა­რი და ბრძო­ლის ჰან­გი — აი, რა არის თით­ქოს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რე­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი... თით­ქოს შრო­მა, შრო­მა ყო­ველ­დღი­უ­რი და პრო­ზა­უ­ლი, იშ­ვი­ა­თი და სას­ხ­ვა­თა­შო­რი­სო რამ იყ­ვეს, გვიყ­ვარს ექ­ს­პ­რომ­ტი და იმ­პ­რო­ვი­ზა­ცია, იოლი პარ­ტი­ზა­ნო­ბა და მჩა­ტე გა­ჯი­რი­თე­ბა ყო­ველ­გ­ვარ ას­პა­რეზ­ზე. გვაკ­ლია ბე­ჯი­თო­ბა, და­ჟი­ნე­ბა, მუ­ყა­ი­თო­ბა, ფო­ლა­დი ნე­ბის­ყო­ფა­ში... აუარე­ბე­ლი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ჯი­ში და ჯი­ლა­გი, მაგ­რამ აქ და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა არ არის სა­ჭი­რო. თვით ყვე­ლა ის ნაკ­ლი, რო­მე­ლიც ზე­ვით ჩა­მოვ­თ­ვა­ლეთ, არის ზედ­მე­ტი გან­ვი­თა­რე­ბა, ე.წ. ღი­პერ­ტ­რო­ფია, ზოგ ჩვენ და­დე­ბით თვი­სე­ბე­ბი­სა. სა­ჭი­როა სა­კუ­თა­რი ნაკ­ლი მუ­დამ გვახ­სოვ­დეს, რა­თა მას მუ­დამ ვებ­რ­ძო­დეთ“ (ამო­ნა­რი­დი „პო­ლი­ტი­კუ­რი ან­დერ­ძი­დან“).
სა­ო­ჯა­ხო ან­დერ­ძი
„...თუ ვი­ნი­ცო­ბაა ვე­ღირ­სო სამ­შობ­ლო მი­წის გულ­ში ჩას­ვე­ნე­ბას, მე ავირ­ჩევ­დი დავ­ფ­ლუ­ლი­ყა­ვი არა იქ, სა­დაც მე და­ვი­ბა­დე, არ­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში ჩვენს ძვირ­ფას­სა და სა­ნუკ­ვარ თბი­ლის­ში, არა­მედ იმ მხა­რე­ში, სა­დაც და­ი­ბა­და და და­ირ­წა ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რის აკ­ვა­ნი და რომ­ლის ნახ­ვა მე ვერ მო­ვას­წარ; სა­ხელ­დობრ, დიდ ის­ტო­რი­ულ მეს­ხე­თის რო­მე­ლი­მე ნა­წილ­ში, სა­დაც მე გა­დავ­სახ­ლ­დე­ბო­დი, რომ სა­ერ­თოდ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქო­ნო­და. ჩვე­ნი გვა­რე­უ­ლო­ბა ჩე­მო ძვირ­ფა­სო შვი­ლე­ბო, იქე­და­ნაა, იქ დღე­საც ცხოვ­რო­ბენ ჩვე­ნი გვა­რის კა­ცე­ბი, ისი­ნი ის­ლა­მის რჯულ­ზე არი­ან ძველ დროს იძუ­ლე­ბით გა­და­ნათ­ლულ­ნი, მაგ­რამ მა­ინც ჩვე­ნი ძმე­ბი, ჩვე­ნი სის­ხ­ლი და ხორ­ც­ნი არი­ან... თუ სა­ერ­თოდ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩე­მი წას­ვე­ნე­ბა სამ­შობ­ლო­ში, დამ­ფა­ლით და­ახ­ლო­ე­ბით სად­მე იმა­ვე მხა­რე­ში, ახალ­ცი­ხის, ან მის რა­ი­ონ­ში იმა­ვე ბე­ნა­რა­ში...“ (1929 წ. 9 იან­ვა­რი, სუზ­და­ლის სა­მო­ნას­ტ­რო საპყ­რო­ბი­ლე).
სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ იცის, სად არის მა­მის საფ­ლა­ვი... მა­მა გაქ­რა ისე­ვე, რო­გორც სხვა ათა­სე­ბი, 1936-37 წლებ­ში უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ რომ იკარ­გე­ბოდ­ნენ. ჩე­მი გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ღვთი­სა და ჩე­მი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის შე­წევ­ნით, მრა­ვა­ლი მა­ინც გა­კე­თე­ბუ­ლია — გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლი აღ­დ­გე­ნი­ლია, მი­სი ნაშ­რო­მე­ბის დი­დი ნა­წი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია და მი­სი არ­ქი­ვი და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი (არ­ქი­ვი და­ცუ­ლია ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში). და თუ ღმერ­თი ინე­ბებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, იქ­ნებ იმ დღე­საც მო­ვეს­წ­რო, რო­ცა გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის მშობ­ლი­ურ სო­ფელ ის­რით­ში, ვა­ნის რა­ი­ონ­ში, მი­სი სახლ-მუ­ზე­უ­მი გა­იხ­ს­ნე­ბა. ეს იქ­ნე­ბა გრი­გოლ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლის უკ­ვ­დავ­ყო­ფა და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი­სა და სი­კე­თის ნი­მუ­ში მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N