გამოდის 1998 წლიდან
2012-02-22
„ქარ­თუ­ლი ლუვ­რის“ ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცია

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

თბი­ლის­ში, კარ­გა­რე­თე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე „სიყ­ვა­რუ­ლის სა­სახ­ლის“ მოჩ­ვე­ნე­ბა­ზე ამ ბო­ლო დროს აქ­ტი­უ­რად ალა­პა­რაკ­დ­ნენ — აქ თურ­მე ღამ­ღა­მო­ბით ქა­ლის ლანდს ხე­დავ­დ­ნენ და მი­სი მომ­ხიბ­ლა­ვი კის­კი­სი ეს­მო­დათ...  რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ისე­დაც მომ­ხიბ­ვ­ლელ შე­ნო­ბას კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ველს ხდის. თუმ­ცა, სა­სახ­ლი­სად­მი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ მოჩ­ვე­ნე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, „ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლემ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას  არა­ერ­თი გა­მო­ფე­ნი­თა თუ პრო­ექ­ტით შე­ახ­სე­ნა თა­ვი. „სიყ­ვა­რუ­ლის სა­სახ­ლე“  1895 წელს პრინც ოლ­დენ­ბურგს ქარ­თ­ვე­ლი სატ­რ­ფოს­თ­ვის, აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის­თ­ვის  სიყ­ვა­რუ­ლის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად აუშე­ნე­ბია. აქ, გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში, 1927 წელს,  და­ვით არ­სე­ნიშ­ვი­ლის მი­ერ და­არ­სე­ბულ­მა „ხე­ლო­ვ­­ნე­ბის სა­სახ­ლემ“ და­ი­დო ბი­ნა. თბი­ლის­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი ერ­თა­დერ­თი ის­ლა­მუ­რი გო­თი­კის შე­ნო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რას იყო მი­სუ­ლი. ამ უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის მქო­ნე შე­ნო­ბის რეს­ტავ­რა­ცია, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მე­რი­ის თა­ნად­გო­მით,  2009 წლი­დან, და­იწყო და მუ­ზე­უ­მი სრულ გა­ნად­გუ­რე­ბას გა­დარ­ჩა.
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელ­მ­წი­ფო მუზეუმის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია  ხე­ლოვ­ნე­­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს მუ­ზე­უ­მის „ქარ­თულ ლუვ­რად“ გა­დაქ­ცე­ვას ჰპირ­დე­ბა, ამის­თ­ვის კი ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო  გეგ­მი­სა თუ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებს. „ქვე­ყა­ნას აქვს უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს ერ­თი ლუვ­რი, ამის თქმის უფ­ლე­ბას კი მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა  და უნი­კა­ლუ­რი შე­ნო­ბა მარ­თ­ლაც იძ­ლე­ვა. ეს სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი ამ­ბი­ციაა“ — გვითხ­რა ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ.
რა ფონ­დე­ბი­სა და კო­ლექ­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლია „ქარ­თუ­ლი ლუვ­რი“ და რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს მუ­ზე­უ­მი ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­სა­ზი­დად — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია.  „აქ შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი  ძა­ლი­ან დიდ ეს­თე­ტი­კურ სი­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს, ნა­ხავს არა მარ­ტო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს, არა­მედ ბევრ რა­მეს შე­ი­მეც­ნებს და ის­წავ­ლის, რაც ლუვ­რი­სათ­ვის იყო მუდ­მი­ვად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი“.

— რი­სი მფლო­ბე­ლია მუ­ზე­უ­მი?  — ძი­რი­თა­დი ფონ­დე­ბი, რო­მე­ლიც და­ცუ­ლია „ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში“...
— ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი გახ­ლავთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მი. თა­ვად ეს სა­ხე­ლი მეტყ­ვე­ლებს იმა­ზე, რომ მუ­ზე­უ­მი საკ­მა­ოდ მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლია —  ბევრ კო­ლექ­ცი­ას მო­ი­ცავს. ამას­თან­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ამ პრო­ფი­ლის  მუ­ზე­უ­მი ერ­თა­დერ­თია. აქ არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი კი­ნო, თე­ატ­რა­ლუ­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბია, არა­მედ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბი­საც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კავ­კა­სი­ა­ში ეს მუ­ზე­უ­მი ცენ­ტ­რია მათ­თ­ვის, ვინც ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. კავ­კა­სი­ურ მას­შ­ტა­ბებს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია თვი­თონ ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა — თე­ატ­რა­ლუ­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი თუ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი — ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი —  ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რის ის­ტო­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­ლექ­ცი­ე­ბის სიმ­დიდ­რით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან მუ­ზე­უ­მებს უტოლ­დე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნო­ბას, ის  თბი­ლის­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვ­ლე­ლია. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, გრაფ ოლ­დენ­ბურ­გ­მა, აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძე-და­დი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად, 1895 წელს ააშე­ნა. შე­ნო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ით და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი იერ-სა­ხით თბი­ლის­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოა — ის­ლა­მუ­რი გო­თი­კა, ანუ მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის  ტრა­დი­ცი­ე­ბი, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­ი­ძე­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას — ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კონ­გ­ლო­მე­რა­ტი.
მუ­ზე­უ­მი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე  საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფონდს — ხელ­ნა­წერ­თა და სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტ­თა, რომ­ლებ­შიც  36 ათას­ზე მე­ტი ხელ­ნა­წე­რია. ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ხელ­ნა­წე­რი დო­კუ­მენ­ტი მე­თორ­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა, ეს არის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის კო­ლექ­ცია; მუ­სი­კა­ლუ­რი  ხე­ლოვ­ნე­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია  XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში  პერ­გა­მენ­ტ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი (თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ვუ­წო­დოთ — ნო­ტე­ბის შექ­მ­ნის პრო­ცე­სი, ანუ რო­ცა კა­ცობ­რი­ო­ბა ნელ-ნე­ლა ნევ­მე­ბი­დან  ნო­ტებ­ზე გა­და­დი­ო­და). გარ­და ამი­სა, აქ ინა­ხე­ბა პი­რა­დი არ­ქი­ვე­ბი, მა­გა­ლი­თის­თ­ვის შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ: ნა­ტო ვაჩ­ნა­ძის, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას, ნი­ნო და ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და უამ­რა­ვი სხვ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დი, რო­მე­ლიც სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის იმ ნი­მუ­შებს მო­ი­ცავს, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი  თე­ატ­რა­ლუ­რი და კი­ნო ხე­ლოვ­ნე­ბაა ასა­ხუ­ლი.  თქვენ იცით, რომ ყვე­ლა თე­ატ­რა­ლურ თუ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ დად­გ­მას წინ უძღ­ვის ეს­კი­ზე­ბის შექ­მ­ნა და ამ ეს­კი­ზებს ქმნიდ­ნენ ისე­თი ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რე­ბი რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ: ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი, ელე­ნე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, პეტ­რე ოცხე­ლი, ირაკ­ლი გამ­რე­კე­ლი  თუ სხვე­ბი. ფონ­დ­ში 8000-მდე უნი­კა­ლუ­რი ტი­ლოა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა და პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა ჩვე­ნი არ­ქი­ვე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.
მე­სა­მე და საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფონ­დია მე­მო­რი­ა­ლუ­რი და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშ­თა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბის ერთ-ერთ  ყვე­ლა­ზე დიდ სა­ცავს მო­ი­ცავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ჩვენ­თან და­ცუ­ლია ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი დად­გ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი —  „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“, „ერი­სი­ო­ნის“ და ა. შ; უფ­რო ძვე­ლი  —  XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის,  რო­მელ­საც ქარ­თ­ვე­ლი მე­ფე-დე­დოფ­ლე­ბი, თა­ვად-აზ­ნა­უ­რე­ბი ატა­რებ­დ­ნენ. ისი­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ძვირ­ფა­სი და ნა­ხევ­რად ძვირ­ფა­სი ქვე­ბი­თა და ლი­თო­ნე­ბით. ჩვენ­თან არის და­ცუ­ლი ცნო­ბი­ლი  და  სა­ე­ტა­პო  ფილ­მე­ბის კოს­ტი­უ­მე­ბი — „გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე“ , „ბა­ში-აჩუ­კი“, „მაია წყნე­თე­ლი“, „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“... მა­თი ჩა­მოთ­ვ­ლა ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს.
ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის მფლო­ბე­ლია. ეს არ არის დი­დი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სულ 36 ათა­სამ­დე გა­მო­ცე­მაა, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია  სა­ხე­ლო­ბი­თი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი — იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ერის­თა­ვის, გრაფ ოლ­დენ­ბურ­გის, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის და სხვ.
თქვენი გაზეთის სპეციფიკიდან გამომ­დი­ნარე, თქვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა. აქ ინა­ხე­ბა ლამ­პა, რომ­ლის შუქ­ზეც და­ი­წე­რა ქარ­თ­ველ­თა სი­ფი­ცა­რი წიგ­ნი  „დე­და­ე­ნა“. აქ­ვეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ავე­ჯი, მი­სი პი­რა­დი კა­ბი­ნე­ტი. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, რო­ცა დას­რულ­დე­ბა დარ­ბა­ზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ვგეგ­მავთ, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ავე­ჯი და პი­რა­დი ნივ­თე­ბი სა­გან­გე­ბოდ გა­მოვ­ფი­ნოთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და არა მარ­ტო მათ­თ­ვის.
— შე­ნო­ბის ნა­წილს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რამ­დენ ხან­ში ამუ­შავ­დე­ბა მუ­ზე­უ­მი  სრუ­ლი დატ­ვირ­თით?
— 2 წლის წინ შე­ნო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად — დან­გ­რე­ვის პი­რას.  არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი სა­მუ­ზე­უ­მო პი­რო­ბე­ბი და კო­ლექ­ცი­ებს გა­ნად­გუ­რე­ბა ემუქ­რე­ბო­და, ზო­გი­ერ­თი ექ­ს­პო­ნა­ტი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ცაა.  სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ქა­ლა­ქის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რი­თა და ძა­ლის­ხ­მე­ვით, მო­ხერ­ხ­და შე­ნო­ბის გა­დარ­ჩე­ნა, სა­სახ­ლემ ის­ტო­რი­უ­ლი იერ-სა­ხე და­იბ­რუ­ნა. მი­სი მდგრა­დო­ბის სა­კითხიც კი იდ­გა და ამი­ტომ ვე­რა­ნა­ირ ში­და სა­მუ­შა­ოს ვერ ვიწყებ­დით.  სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს პრობ­ლე­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლია, და­იწყო შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. უკ­ვე გავ­ხ­სე­ნით მუ­ზე­უ­მის და­მა­არ­სებ­ლის, და­ვით არ­სე­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ერ­თი სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი, სა­დაც, გა­მო­ფე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
— სამუზეუმო ექსპონატებიდან რომელია ის­ტო­რი­უ­ლი თუ მე­ო­მო­რი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე უნი­კა­ლუ­რი ან გა­მორ­ჩე­უ­ლი?
— ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, უნი­კა­ლუ­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი — ასე­თი ტერ­მი­ნე­ბი უამ­რავ ნივ­თ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რად­გან მუ­ზე­უმ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უპ­რე­ცე­დენ­ტო ნივ­თია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ანუ მხო­ლოდ ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რია, ვერც სხვა მუ­ზე­უმ­ში და ვერც სხვა კო­ლექ­ცი­ა­ში მათ ანა­ლოგს ვერ იპო­ვით. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­დოფ­ლის თეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის კოს­ტი­უ­მი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ოქ­რო­თია გა­ფორ­მე­ბუ­ლი და მე-17 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. ქარ­გ­ვის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი ოქ­როა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ოქ­როს და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის მხრივ, ასე­ვე იმი­თაც, რომ, რო­გორც ჩანს, ის ფილმ „გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე­ში“ აც­ვია დე­დო­ფალს. კოს­ტი­უ­მი  სა­გან­გე­ბოდ გა­დას­ცეს მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს. თეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის კა­ბა ერთ-ერ­თი თა­ვა­დის პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბო­და, გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­არ­თ­ვეს და კი­ნოს­ტუ­დი­ას გა­დას­ცეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს კოს­ტი­უ­მი  მე­მო­რი­ა­ლუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა. 
ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მის ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი ნივ­თი ძვე­ლი წელ­თაღ­რიცხ­ვის მე­ო­რე ათას­წ­ლეუ­ლით თა­რიღ­დე­ბა — გულ­სა­კი­დი  თე­ატ­რა­ლუ­რი ნი­ღა­ბი, ნა­ხე­ვა­რი სა­ხე იღი­მის და მე­ო­რე — დამ­წუხ­რე­ბუ­ლია. ნი­ღა­ბი ვა­ნის გათხ­რე­ბის დრო­საა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.
რო­გორც გითხა­რით, აქ  ძა­ლი­ან ბევ­რი ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თია, თუნ­დაც იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ან­დერ­ძი, რო­მელ­საც ვუ­წო­დებ ტრაქ­ტატს ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი­სად­მი —  რო­გორ უნ­და იყო გან­წყო­ბი­ლი სა­კუ­თა­რი ხალ­ხი­სად­მი, რო­გორ უნ­და იღ­ვა­წო, ის­წავ­ლო, რომ ქვე­ყა­ნას მე­ტი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნო.
— საბიბლიოთეკო ფონდში რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე ძვე­ლი გა­მო­ცე­მა?
— ყვე­ლა­ზე ძვე­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც 1573 წლით (მე-16 სა­უ­კუ­ნე) თა­რიღ­დე­ბა და გერ­მა­ნი­ა­შია გა­მო­ცე­მუ­ლი, გრაფ ოლ­დენ­ბურ­გის ბიბ­ლი­ო­თე­კი­და­ნაა. ასე­ვე  უნი­კა­ლუ­რია შექ­ს­პი­რის გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ორ­მა­გად ძვირ­ფა­სია — ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად ნა­თარ­გ­მ­ნი შექ­ს­პი­რი, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის მი­ერ, მისივე ბიბ­ლი­ო­თე­კი­და­ნ. წიგნს ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ხე­ლით­ვე აქვს მი­წე­რი­ლი ფან­ქ­რით — „თარ­გ­მა­ნი“. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქარ­თულ ძველ­ნა­ბეჭდ წიგ­ნ­თა კო­ლექ­ცია, სა­დაც არის სა­ხა­რე­ბის, ერეკ­ლეს სტამ­ბის გა­მო­ცე­მე­ბი. და კი­დევ, ჩვენ­თან ინა­ხე­ბა ე.წ. ოსუ­რი „კონ­და­კი“, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ის ოსე­ბის­თ­ვის არის შედ­გე­ნი­ლი ორი პა­რა­ლე­ლუ­რი ტექ­ს­ტით — ქარ­თუ­ლი და ოსუ­რი. აქ ყუ­რადღე­ბა­მი­საქ­ცე­ვია ის, რომ ოსუ­რი ტექ­ს­ტი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­თაა და­ბეჭ­დი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ოსე­ბი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნით კითხუ­ლობ­დ­ნენ ოსურ სა­ლო­ცავ თუ სხვა სა­ხის ტექ­ს­ტებს. შე­მო­ნა­ხუ­ლია, ასე­ვე, აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მე­ბიც, აფხა­ზურ ენა­ზე ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბით, მა­გა­ლი­თად, აფხა­ზუ­რი „დე­და­ე­ნე­ბი“ — აფხა­ზურ ენა­ზე, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ალ­ფა­ვი­ტით, რაც ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის კვლე­ვის­თ­ვის უდა­ვოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი­დან ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია „მსოფ­ლიო კოს­ტ­უ­მის ის­ტო­რია“, რო­მე­ლიც კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინა­ხე­ბა. და­ბეჭ­დი­ლია ოქ­როს გა­მო­ყე­ნე­ბით და მსოფ­ლი­ოს კოს­ტ­უ­მის ის­ტო­რი­ას ასა­ხავს. ეს გა­სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბაა მო­დის სამ­ყა­რო­ში, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას.
ფო­ტო­მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ჩვენ­თან 136 ათას­ზე მე­ტი ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტი და ფო­ტო­ნე­გა­ტი­ვი ინა­ხე­ბა. ფო­ტო­თია წარ­მოდ­გე­ნი­ლი:  მთე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი და კი­ნო ცხოვ­რე­ბა; ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საგ­ვა­რე­უ­ლო ალ­ბო­მე­ბი —  ერის­თა­ვე­ბის, და­დი­ა­ნე­ბის, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ოჯა­ხებ­ში ინა­ხე­ბო­და. ალ­ბო­მე­ბი ძვირ­ფა­სა­დაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს წარ­მო­ად­გენს. ბევ­რი ისე­თი ფო­ტოა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ  ჩვენ­თან შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ, სხვა­გან არ­სად არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი.
რაც შე­ე­ხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ ნივ­თებს, ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რია, მა­გა­ლი­თის­თ­ვის დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის ნე­სე­სერს და­ვა­სა­ხე­ლებ, ე.წ. სამ­გ­ზავ­რო-სამ­სა­ხი­ო­ბო ყუთს, რო­მელ­შიც მა­კი­ა­ჟის გა­სა­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლა ინა­ხე­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ძვირ­ფა­სი სა­ხე­ლია, ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ ის წმინ­და­ნად შე­რაცხა, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი, რომ დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი თა­ვის დრო­ზე მსა­ხი­ო­ბი იყო. მას რამ­დე­ნი­მე რო­ლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, კა­რი­ე­რა სწო­რედ მსა­ხი­ო­ბო­ბით და­იწყო. საფ­რან­გეთ­ში სა­გან­გე­ბოდ შე­უკ­ვე­თა ნე­სე­სე­რი, სა­დაც გრი­მის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლას ინა­ხავ­და. ეს ნივ­თი ძვირ­ფა­სია იმით, რომ ნა­თელს ჰფენს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ნაკ­ლე­ბად­ც­ნო­ბილ მო­ნაკ­ვეთს და მე­ო­რე — რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში. მას­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფე­თა გვირ­გ­ვი­ნი, რო­მელ­შიც ჩა­მაგ­რე­ბუ­ლია დამ­ღა ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რით: დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი. სა­ერ­თოდ, დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის ნივ­თ­თა­გან ძა­ლი­ან ცო­ტა რამ შე­მოგ­ვ­რ­ჩა, ძი­რი­თა­დად — მი­სი ხელ­ნა­წე­რე­ბი. სულ ორი ნივ­თი გვაქვს: ნე­სე­სე­რი და სამ­გ­ზავ­რო ვერ­ცხ­ლის ჭი­ქა, რო­მელ­ზეც ასე­ვე მი­სი სა­ხე­ლი და გვა­რია ამოტ­ვიფ­რუ­ლი. სა­ი­ნტე­რე­სოა, თუ რო­გორ მოხ­ვ­და ეს ნივ­თი ჩვენს მუ­ზე­უმ­ში: სა­ინ­ვენ­ტა­რო წიგ­ნ­ში 1957 წელ­საა გა­ტა­რე­ბუ­ლი, მო­უ­ტა­ნია თა­ვად მუ­ზე­უ­მის და­მა­არ­სე­ბელს და­ვით არ­სე­ნიშ­ვილს. ალ­ბათ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ამ ამ­ბავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბო­და, რად­გა­ნაც დი­მიტ­რი ყი­ფი­ანს ამ პე­რი­ოდ­ში არ სწყა­ლობ­დ­ნენ. დღეს ეს ნივ­თი ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მის სა­გან­ძუ­რის მარ­გა­ლი­ტია.
— მუ­ზე­უმ­მა აქ­ტი­უ­რად და­იწყო სა­გან­მან­თ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, რას გვეტყ­ვით ამის შე­სა­ხებ?
 — მიგ­ვაჩ­ნია, რომ მუ­ზე­უ­მი და­ხუ­რუ­ლი სივ­რ­ცე არ არის. თუმ­ცა,  სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან დამ­კ­ვიდ­რ­და აზ­რი, რომ მუ­ზე­უ­მი და­ხუ­რუ­ლი სივ­რ­ცეა, სა­დაც არა­ვის არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა, გა­მო­ფე­ნა­ზე შუ­შის მიღ­მა ექ­ს­პო­ნა­ტე­ბის ნახ­ვის გარ­და. ეს პრაქ­ტი­კა დი­დი ხა­ნია მოძ­ველ­და, რად­გან 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში, ადა­მი­ა­ნებს სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბი­სა და ნახ­ვის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. მხო­ლოდ ვიტ­რი­ნა­ში გა­მო­დე­ბუ­ლი ნივ­თით ვე­რა­ვის და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით — მო­მა­ვალ თა­ო­ბას (ამ ნივთს ინ­ტერ­ნე­ტი­თაც ნა­ხა­ვენ). ჩვენ გვინ­და, ექ­ს­პო­ნი­რე­ბუ­ლი ნივ­თი რა­ი­მე­თი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დეს ფო­ტოს­გან, სხვა დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­დეს. ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, რი­თი დაგ­ვე­ინ­ტე­რე­სე­ბი­ნა და რო­გორ მოგ­ვე­ზი­და ახალ­გაზ­რ­დო­ბა (ეს არა მხო­ლოდ ჩვე­ნი, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მაა).
გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ამ კუთხით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მუ­შა­ო­ბა დაგ­ვეწყო. ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ორ პრო­ექტს, რომ­ლე­ბიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოს­წავ­ლე­თა მი­ღე­ბას ვერ ავუ­დი­ვართ, დღე­ში 3-4 ჯგუ­ფი მო­დის. ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი უკავ­შირ­დე­ბა ახალ­გაზ­რ­და მხატ­ვ­რი­სა და მო­ქან­და­კის, ბა­ჩო ცა­ნა­ვას ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნას — „თო­ჯი­ნე­ბი თა­მა­შო­ბენ“. თო­ჯი­ნე­ბის თე­მა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლია, ინ­ტე­რე­სით ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ გა­მო­ფე­ნილ თო­ჯი­ნებს, შემ­დეგ სხდე­ბი­ან სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში მათ­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ყო­ფილ მა­გი­დას­თან და, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკ­რან­ზე თვალს ადევ­ნე­ბენ მსოფ­ლიო თო­ჯი­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას, იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორ შე­იქ­მ­ნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი თო­ჯი­ნა, რა მი­სია ჰქონ­და მას. რო­გორც იცით, ყვე­ლა თო­ჯი­ნას თა­ვი­სი მი­სია ჰქონ­და — სა­შო­ბაო, სა­ა­ხალ­წ­ლო თუ მი­სა­ლო­ცი, დე­დო­ფა­ლა და სხვ. ბავ­შ­ვე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­დე­ო­მა­სა­ლით იღე­ბენ. შემ­დეგ მო­ქან­და­კე მათ თვალ­წინ ამ­ზა­დებს ისე­თი­ვე თო­ჯი­ნებს. ძვე­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თო­ჯი­ნე­ბი ნაჭ­რე­ბი­სა და ხის კოვ­ზე­ბის­გან მზად­დე­ბო­და. ჩვენ ამ მა­სა­ლა­საც ვაც­ნობთ ბავ­შ­ვებს და შემ­დეგ თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მათ დამ­ზა­დე­ბა­ში. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ თო­ჯი­ნე­ბის შექ­მ­ნის ის­ტო­რი­ი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ თუ ის­ტო­რი­ულ სა­კითხებ­ზე. მა­გა­ლი­თად, სწავ­ლო­ბენ სა­შო­ბაო თო­ჯი­ნის დამ­ზა­დე­ბას და, პა­რა­ლე­ლუ­რად,  ის­მე­ნენ, რა დატ­ვირ­თ­ვა აქვს მას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­გორ აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ ძვე­ლად შო­ბას.
გვაქვს მე­ო­რე, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. ჩვენ­თან გა­იხ­ს­ნა გა­მო­ფე­ნა „ქარ­თუ­ლი კვა­ლი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში“ — ვგეგ­მავთ ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­თა სე­რი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბას აღ­მო­სავ­ლეთ და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ით. ეს გა­მო­ფე­ნაც „მკვდა­რი“ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ავა­მოქ­მე­დეთ პრო­ექ­ტი „გახდი ტაძრის ხუროთ­მოძ­ღვარი“, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რ­და მხატ­ვა­რი და არ­ქი­ტექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს (სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობთ, ახა­ლი თა­ო­ბა ჩა­ვა­ბათ  სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში, ეს გა­ცი­ლე­ბით უფ­რო და­ა­ინ­ტე­რე­სებს მოს­წავ­ლე­ებს. გვინ­და, რომ მა­თაც გა­უჩ­ნ­დეთ, კარ­გი გა­გე­ბით, მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბის სურ­ვი­ლი — ანუ თუ კარ­გად ის­წავ­ლი­ან, შემ­დ­გომ­ში თა­ვა­დაც შეძ­ლე­ბენ მსგავ­სი საქ­მის კე­თე­ბას). ახალ­გაზ­რ­და არ­ქი­ტექ­ტო­რი მოს­წავ­ლე­ებს ეკ­რან­ზე ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს ცნო­ბილ ქარ­თულ ხუ­როთ­მოძღ­ვ­რულ ძეგ­ლებს და უხ­ს­ნის: რის­გან შედ­გე­ბა ცი­ხე-სი­მაგ­რე ან ტა­ძა­რი, რო­გორ შენ­დე­ბო­და, რას აკე­თებ­და ძვე­ლად არ­ქი­ტექ­ტო­რი იმის­თ­ვის, რომ აეშე­ნე­ბი­ნა ტა­ძა­რი; რა არის „ნა­ვი“, „სტოა“, „გუმ­ბათ­ქ­ვე­შა ბო­ძი“, „გუმ­ბა­თის ყე­ლი“, „სა­ხუ­რა­ვი“ და ა.შ. ბავ­შ­ვე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თ­ვის დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქა­ღალ­დის ფორ­მე­ბით იწყე­ბენ ამ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­მოჭ­რას და ამ­ზა­დე­ბენ ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მა­კე­ტებს — პარ­ხალს, ოშკს და ა.შ. ვი­დე­ო­მა­სა­ლით ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ ქარ­თულ ფრეს­კებს, არ­ქი­ტექ­ტო­რი უხ­ს­ნით რას, რა ფე­რე­ბით და რა­ტომ აფე­რა­დებ­დ­ნენ ძვე­ლად — რა­ტომ არის შა­რა­ვან­დე­დი ოქ­როს­ფე­რი ან მო­სას­ხა­მი — ლურ­ჯი, რა კავ­ში­რი ჰქონ­და ამას ბი­ზან­ტი­ურ ან ქარ­თ­ველ მე­ფე­თა ტან­საც­მელ­თან. შემ­დეგ მათ შე­სა­ბა­მის გა­სა­ფე­რა­დე­ბელ ფორ­მებს აძ­ლე­ვენ და მოს­წავ­ლე­ე­ბი გრა­ფი­კულ ფორ­მებს თა­ვი­ან­თი ფან­ტა­ზი­ით აფე­რა­დე­ბენ იმ პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ქარ­თულ ფერ­წე­რა­ში იყო დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი. არის ასე­თი მოთხოვ­ნა, მა­გა­ლი­თად, „და­ას­რუ­ლეთ ჩუ­ქურ­თ­მა“ და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ეც­ნო­ბი­ან ჩუ­ქურ­თ­მე­ბის სტილს (რო­გორც იცით, ქარ­თულ ჩუ­ქურ­თ­მას სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და) და შემ­დეგ თა­ვად ას­რუ­ლე­ბენ ჩუ­ქურ­თ­მას. არის ასე­თი და­ვა­ლე­ბაც: „მო­ხა­ტე კა­რიბ­ჭე“. ცნო­ბი­ლია, ქარ­თუ­ლი კა­რიბ­ჭე­ე­ბი ცი­ხე-სი­მაგ­რე­ებ­სა და ტაძ­რებ­ში სა­გან­გე­ბოდ ფორ­მ­დე­ბო­და. ბავ­შ­ვე­ბი მსგავ­სი ნი­მუ­შე­ბის შექ­მ­ნას ცდი­ლო­ბენ. ეს  პრო­ექ­ტი იმედს მაძ­ლევს, რომ მო­მა­ვალ­ში ბევ­რი კარ­გი არ­ქი­ტექ­ტო­რი, მხატ­ვა­რი და სა­ერ­თოდ, კარ­გი ხე­ლო­ვა­ნი გვე­ყო­ლე­ბა.
ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რეს. სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, ნა­ხე­ვა­რი დატ­ვირ­თ­ვით ვმუ­შა­ობთ და, რო­გორც გითხა­რით, დღე­ში 30-60 ახალ­გაზ­რ­დას ვი­ღებთ. რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი აქე­დან ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი მი­დი­ან. რო­ცა პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის — „გახ­დი ტაძ­რის ხუ­როთ­მოძღ­ვა­რი“ ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ, 12 სა­ათ­ზე მო­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი 6 სა­ათ­ზე წა­ვიდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, შემ­დეგ დრო შე­ვამ­ცი­რეთ. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, რად­გან მათ­გან აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა გვქონ­და. სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­ფი­ნან­ს­და, ასე­ვე, პრო­ექ­ტი „კო­მიქ­სი“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ­თან და­ცუ­ლია ყვე­ლა ქარ­თუ­ლი მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მი­სა და ქარ­თუ­ლი დი­ა­ფილ­მე­ბის ეს­კი­ზე­ბი. ისი­ნი ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რე­ბის მი­ე­რაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ასე­ვე იმი­თაც, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქ­ცია აქვთ. იცო­დით, რომ „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა“ ან „სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“ დი­ა­ფილ­მე­ბა­დაა და­ხა­ტუ­ლი? დი­დი ხა­ნი ვფიქ­რობ­დით,  რა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ამ თე­მის წა­მო­სა­წე­ვად. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, შევ­ქ­მე­ნით ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი და საკ­მა­ოდ რთუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კო­მიქ­სე­ბი, მა­გა­ლი­თად, „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა“ (მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა ვოც­ნე­ბობ­დი, მე­ნა­ხა რო­გო­რი იყო შუ­შა­ნი­კი ან ვარ­ს­ქე­ნი). და­ვა­სუ­რა­თეთ ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. კო­მიქ­სი 100-ზე მე­ტი ნა­ხა­ტი­სა­გან შედ­გე­ბა, ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო იოლად გა­ი­გე­ბენ მათ­თ­ვის რთულ ტექ­ს­ტებს, რად­გან და­სუ­რა­თე­ბულს ნა­ხა­ვენ. კო­მიქ­სე­ბის სე­რი­ას ჰქვია „კარ­გა­რე­თე­ლის 6“, ვგეგ­მავთ 6-მდე კო­მიქ­სის გა­მოშ­ვე­ბას. მომ­ზა­დე­ბუ­ლია ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ში გავ­რ­ცელ­დე­ბა. ძა­ლი­ან მა­ლე და­ვიწყებთ ბეჭ­დ­ვას. პირ­ველ ტეს­ტი­რე­ბას და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყ­ვა.
— თქვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი­თაც და­ა­მახ­სოვ­რეთ, აპი­რებთ თუ არა მო­მა­ვალ­ში ამ საქ­მის გაგ­რ­ძე­ლე­ბას?
— ჩემ­თ­ვის ეს ფილ­მე­ბი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია იმი­ტომ, რომ ჩე­მი ბი­ოგ­რა­ფი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ვერ ვიტყ­ვი, რომ ეს გან­ვ­ლი­ლი ეტა­პია, რად­გან ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ­ში კი­დევ გა­და­ვი­ღებ ახალ ფილ­მებს. უბ­რა­ლოდ, მუ­ზე­უმ­ში ბევ­რი საქ­მე იყო, ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორი საქ­მის კე­თე­ბა კი მი­ჭირს — მაქ­სი­მა­ლუ­რად მხო­ლოდ ერთ საქ­მე­ში ვი­ხარ­ჯე­ბი. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ვგეგ­მავ რამ­დე­ნი­მე ფილ­მის გა­და­ღე­ბას, მათ შო­რის, ახ­მედ მე­ლაშ­ვილ­ზე, რო­მელ­საც თურ­ქე­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს უწო­დე­ბენ. შა­ვი მა­სა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­ღე­ბუ­ლია, ახ­ლა სცე­ნა­რის მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო და სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ვგეგ­მავ, ასე­ვე, ფილ­მის გა­და­ღე­ბას ინ­დო­ელ ქარ­თ­ვე­ლებ­ზე, რა­ზეც აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თან­ხ­მ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი. ძა­ლი­ან მა­ლე ჩე­მი ფილ­მე­ბი ერთ-ერთ რე­ი­ტინ­გულ არ­ხ­ზე (სი­ურ­პ­რი­ზად და­ვი­ტო­ვებ) გა­მოჩ­ნ­დე­ბა და იმე­დია, ისე­თი­ვე ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღებს მა­ყუ­რე­ბუ­ლი, რო­გორც ეს მა­ნამ­დე იყო.
— ბო­ლო დროს მუ­ზე­უ­მი რო­გორ ივ­სე­ბა კო­ლექ­ცი­ე­ბით?
— ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი მუდ­მი­ვად ივ­სე­ბა კერ­ძო კო­ლექ­ცი­ე­ბით. ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 8 000-ზე მე­ტი ნივ­თი გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი, უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ვე­ცა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, რად­გან ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასეთ ნივთს აძ­ლევს მუ­ზე­უმს, პირ­ველ რიგ­ში, ნდო­ბას სა­ხელ­მ­წი­ფოს უცხა­დებს — ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩუქ­ნის ქარ­თ­ველ ხალხს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა მუ­ზე­უ­მი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო­სად­მი გა­ი­ზარ­და და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნივ­თის სახ­ლ­ში დე­ბას ურ­ჩევ­ნი­ათ, მუ­ზე­უმს გა­დას­ცენ. ეს ერის­თ­ვის მარ­თ­ლაც დი­დი სა­ჩუ­ქა­რია და, იმავ­დ­რო­უ­ლად, მა­ღალ­გო­ნი­ე­რე­ბის დას­ტუ­რია იმი­ტომ, რომ ევ­რო­პის ყვე­ლა მუ­ზე­უ­მი სწო­რედ ასე იქ­მ­ნე­ბო­და,  არა ერ­თი და ორი პი­როვ­ნე­ბის, არა­მედ მთე­ლი ერის მი­ერ. ახ­ლა ეს პრო­ცე­სი ჩვენ­თა­ნაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.
— თქვენ გვითხა­რით, რომ გაქვთ ამ­ბი­ცია მუ­ზე­უ­მი „ქარ­თულ ლუვ­რად“ გა­და­აქ­ცი­ოთ...
 — მარ­თა­ლია, ამ­ბი­ცია გვაქვს იმი­სა, რომ ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ლუვ­რი იმი­ტომ, რომ ჩვენ­თან მარ­თ­ლაც უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ე­ბია და­ცუ­ლი, შე­ნო­ბაც იმ­დე­ნად მომ­ხიბ­ვ­ლე­ლია, რომ ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ლუვ­რად გა­დაქ­ცე­ვას, ქვე­ყა­ნა კი — ერ­თი ლუვ­რი რომ ჰქონ­დეს.  ეს ჯან­სა­ღი ამ­ბი­ციაა. აქ შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს ძა­ლი­ან დიდ ეს­თე­ტი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბას, ნა­ხავს არა მარ­ტო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს, არა­მედ ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს შე­ი­მეც­ნებს და ის­წავ­ლის, რაც ლუვ­რის­თ­ვის იყო მუდ­მი­ვად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.
— გა­მორ­ჩე­უ­ლი ნივ­თი თუ გაქვთ ?
— რო­გორც მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს, რო­გორც კი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნივ­თი გა­მიჩ­ნ­დე­ბა, უნ­და წა­ვი­დე — იმი­ტომ, რომ მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის­თ­ვის არ არ­სე­ბო­ბენ არც გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და არც გა­მორ­ჩე­უ­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი. აქ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლია. თუმ­ცა, სუ­ბი­ექ­ტუ­რად, თა­ვად შე­ნო­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ძა­ლი­ან მომ­წონს და მიყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუფ­რ­თხილ­დე­ბი და ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი სა­ხით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ვფიქ­რობთ, ერთ წე­ლი­წად­ში სრულ დატ­ვირ­თ­ვას თუ არა, 70%-იანს მი­ვაღ­წევთ.
ახ­ლა ვიწყებთ ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის — ორი სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ეს პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ვერ ვიჩ­ქა­რებთ, რად­გან საქ­მე გვაქვს ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნის სა­გან­ძურ­თან, რომ სიჩ­ქა­რემ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე და­ა­ზა­რა­ლოს, აქ ხომ რე­მონ­ტი კი არა, რეს­ტავ­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რეს­ტავ­რა­ცი­ას კი საკ­მა­ოდ დი­დი დრო მი­აქვს.

25-28(942)N