გამოდის 1998 წლიდან
2012-02-22
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ის­ტო­რია სე­ნა­კის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე

ძვე­ლი სე­ნა­კი ის­ტო­რი­უ­ლად აღ­მო­სავ­ლეთ სა­მეგ­რე­ლოს ერთ-ერთ წამ­ყ­ვან ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ და­ბას წარ­მო­ად­გენ­და. აქ გზაჯ­ვა­რე­დინს ქმნი­და არ­გუ­ე­თი­დან კლი­სო­რი­სა­კენ და ფო­თი­დან მარ­ტ­ვი­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბი. ად­გი­ლობ­რივ მკვიდ­რ­თა გად­მო­ცე­მით, ბე­რებს ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლოს პა­ტა­რა სახ­ლა­კე­ბი (ქო­ხე­ბი) და სა­მარ­ტ­ვი­ლო ოთა­ხე­ბი ჰქონ­დათ, აქ­ვე იყო სტუ­მარ­თა მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ქო­ხე­ბი (სულ­ხან-სა­ბას გან­მარ­ტე­ბით სე­ნა­კი პა­ტა­რა სახ­ლაკს ნიშ­ნავს). მი­აჩ­ნი­ათ, რომ აქე­დან წარ­მო­იშ­ვა სა­ხელ­წო­დე­ბა „სე­ნა­კი“.
და­ბის ძი­რი სა­ხელ­წო­დე­ბა სწო­რედ სე­ნა­კია, მაგ­რამ ეპი­თე­ტი „ძვე­ლი“ მას შემ­დეგ გაჩ­ნ­და, რო­ცა სო­ფელ თეკ­ლა­თის ტე­რი­ტო­რი­აზე, ახა­ლი ქა­ლა­ქუ­რი სტი­ლის და­სახ­ლე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბით „ახა­ლი სე­ნა­კი“ აღ­მო­ცენ­და. ახა­ლი სე­ნა­კის ქა­ლა­ქად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხე­ლი შე­უწყო ფო­თი-თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის გაყ­ვა­ნამ და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის აშე­ნე­ბამ.
ძველ სე­ნაკს დიდ­ხანს არ და­უ­კარ­გავს თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მაგ­რამ ახა­ლი სე­ნა­კი უფ­რო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი გახ­და. რუ­სულ მმარ­თ­ვე­ლო­ბას­თან ერ­თად გად­მო­ვი­და სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი. 1921 წელს ახალ სე­ნაკს ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. დრო­თა ვი­თა­რე­ბა­ში ხმა­რე­ბი­დან ამო­ვარ­და სიტყ­ვა ახა­ლი და დღეს იწო­დე­ბა სე­ნა­კად.
ძვ. სე­ნა­კი XIX სა­უ­კუ­ნის მე-2 ნა­ხევ­რამ­დე ერთ-ერთ წამ­ყ­ვან და­ბას წა­რ­მო­ად­გენ­და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. სწო­რედ აქ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რებს. აქ გა­იხ­ს­ნა პირ­ვე­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი.
XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში მე­ფის მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­აძ­ლი­ე­რა რე­აქ­ცი­უ­ლი სა­ა­სი­მი­ლა­ციო პო­ლი­ტი­კა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი ენის გაძ­ლი­ე­რე­ბულ დევ­ნა­ში, არა­მედ მთავ­რო­ბის ცდა­ში და­ერ­ღ­ვია, და­ე­ქუც­მა­ცე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი ენის ეროვ­ნუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი და ამით გა­ე­ად­ვი­ლე­ბი­ნა მი­სი გა­დაგ­ვა­რე­ბა. მე­ფის მო­ხე­ლე­ებ­მა გა­ნიზ­რა­ხეს მეგ­რელ­თა გა­მო­თიშ­ვა ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი­დან, თით­ქოს ისი­ნი არა­ქარ­თულ, სხვა წარ­მო­შო­ბის ხალხს წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ, გა­ა­ძე­ვეს ქარ­თუ­ლი ენა დაწყე­ბი­თი სკო­ლე­ბი­დან, ვი­თომ, რო­გორც უცხო მეგ­რელ ბავ­შ­ვ­თათ­ვის და შე­უდ­გ­ნენ მეგ­რუ­ლი ან­ბა­ნის შედ­გე­ნას რუ­სე­თი­დან გა­მო­წე­რი­ლი „ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის“ — ალ. გრე­ნი­სა და მთავ­რო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი აგენ­ტის, თა­და აშორ­დი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. ასე­თი მე­ტად გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბის წი­ნა­შე იდ­გა ქარ­თ­ვე­ლი ერი, კერ­ძოდ, სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა XIX-ს 70-80-იან წლებ­ში.
1869 წლის რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ოლ­ქის მზრ­უნ­ვე­ლებს უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ გა­ეხ­ს­ნათ ნე­ბის­მი­ერ სო­ფელ­ში ერ­თი ან ორ­კ­ლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი, თუ სკო­ლის შე­ნო­ბის ასა­გებ, სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ძენ და მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო თან­ხას თვით სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ი­ღებ­და.
აკა­კი წე­რეთ­ლი­სა და ძველ სე­ნა­კელ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1874 წელს გა­იხ­ს­ნა ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლა, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა სტე­ფა­ნე მა­თეს ძე სა­ნებ­ლი­ძე, ხო­ლო მზრუნ­ვე­ლად — სამ­სონ და­ვი­თის ძე ქავ­თა­რა­ძე.
სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლე­ბა რუ­სულ ენა­ზე წარ­მო­ებ­და. სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბო­და: რუ­სუ­ლი ენა, არით­მე­ტი­კის 4 მოქ­მე­დე­ბა, საღ­ვ­თო სჯუ­ლი, გა­ლო­ბა და შრო­მა. იმ­დ­რო­ინ­დელ სა­მეგ­რე­ლო­ში არც ერ­თი ქარ­თუ­ლი სკო­ლა არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და.
ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ, იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა, ივა­ნე მა­ჩა­ბელ­მა, ნი­კო ცხვე­და­ძემ, იონა მე­უ­ნარ­გი­ამ აღ­ძ­რეს შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა სას­წავ­ლო უწყე­ბის წი­ნა­შე, ქუ­თა­ი­სის ქარ­თუ­ლი სკო­ლის ოთხი პირ­ვე­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა გა­და­ე­ტა­ნათ ძველ სე­ნაკ­ში. შე­სა­ფერ სუფ­სი­დი­ას ამ სკო­ლას მის­ცემ­და ქუ­თა­ი­სის სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კი. გამ­გე­ო­ბამ ძვ. სე­ნა­კის ქარ­თუ­ლი სკო­ლის გამ­გედ მო­იწ­ვია სამ­სონ ყი­ფი­ა­ნი, რო­მელ­საც დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია და ქუ­თა­ი­სის ქარ­თულ სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და.
ძვ. სე­ნა­კის სა­აზ­ნა­უ­რო სკო­ლა გა­იხ­ს­ნა 1884 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს. სკო­ლის გახ­ს­ნი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­ზე­ი­მო მი­ტინ­გ­ზე დამ­ს­წ­რეთ სიტყ­ვით მი­მარ­თეს ქუ­თა­ი­სის სა­აზ­ნა­უ­რო სკო­ლის ინ­ს­პექ­ტორ­მა ალექ­სი ჭი­ჭი­ნა­ძემ, ცნო­ბილ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ ნი­კო და­დი­ან­მა (შალ­ვა და­დი­ა­ნის მა­მამ) და სკო­ლის ახალ­და­ნიშ­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა სამ­სონ ყი­ფი­ან­მა. ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა იყო აკა­კი წე­რეთ­ლის გა­მოს­ვ­ლა მი­ტინ­გ­ზე, რო­მელ­მაც ხა­ზი გა­უს­ვა სკო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას მეგ­რელ ბავ­შ­ვ­თათ­ვის. ორა­ტო­რე­ბის სიტყ­ვებ­მა დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და იქ­ვე 500 მა­ნეთ­ზე მე­ტი შე­აგ­რო­ვეს, რა­მაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ნამ­ტ­კი­ცა სკო­ლის სას­წავ­ლო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზა.
პირ­ვე­ლად სკო­ლას არ ჰქონ­და სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბა, რაც ხელს უშ­ლი­და ნორ­მა­ლურ სას­წავ­ლო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბას. სამ­სონ ყი­ფი­ა­ნის და­უ­ზა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, ერთ წე­ლი­წად­ში, აშენ­და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი აგუ­რის კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ჩა­ი­ბა­რა წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი.
1885 წლი­დან ძვ. სე­ნა­კის სკო­ლის ინ­ს­პექ­ტორ-გამ­გე­ე­ბი იყ­ვ­ნენ: სამ­სონ ყი­ფი­ა­ნი, 1889 წლი­დან — არ­სენ სი­მო­ნის ძე წით­ლი­ძე, 1907 წლი­დან — დო­მენ­ტი ოყ­რე­ში­ძე, 1912 წლი­დან 1919 წლამ­დე — პო­ლი­კარ­პე ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე. მას­წავ­ლებ­ლე­ბი: იასონ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ სი­მო­ნის ძე ჯა­ნა­შია, ივა­ნე გო­მე­ლა­უ­რი, გი­ორ­გი ბო­კე­რია, ან­დ­რო შუბ­ლა­ძე და სხვე­ბი.
ამ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ აკა­დე­მი­კო­სე­ბი: კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, სი­მონ ჯა­ნა­შია, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვა, ვარ­ლამ თო­ფუ­რია, პეტ­რე ქავ­თა­რა­ძე; პრო­ფე­სო­რე­ბი: ი. ბჟა­ლა­ვა, ვ. ნო­რა­კი­ძე, ვლ. გა­გუა.
1933 წლი­დან სკო­ლა გა­და­კეთ­და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლე­ბლო სა­შუ­ა­ლო სკო­ლად.
მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვ­ლი­და სა­ხეს ახა­ლი სე­ნა­კი. 1867 წელს, სა­მეგ­რე­ლოს ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ას­თან შე­ერ­თე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი სე­ნა­კი სა­მაზ­რო ცენ­ტ­რი გახ­და და ამით უფ­რო გა­ი­ზარ­და მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. 1881-82 წლებ­ში, მარ­ტ­ვი­ლი­დან ახალ­სე­ნაკ­ში გად­მო­ტა­ნილ იქ­ნა სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი. ვიდ­რე ახალ შე­ნო­ბას შე­ი­ძენ­დ­ნენ, სას­წავ­ლე­ბე­ლი 3 სხვა­დას­ხ­ვა ბი­ნა­ში მო­უ­თავ­სე­ბი­ათ. ცო­ტა უფ­რო გვი­ან გა­იხ­ს­ნა ორ­კ­ლა­სი­ა­ნი ნორ­მა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი.
ასე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ერის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა თა­ოს­ნო­ბით, ჩნდე­ბო­და სას­წავ­ლებ­ლე­ბი სე­ნა­კის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც დღე­ი­სათ­ვის ძველი სენაკის სა­ჯა­რო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.

გრიალა ანთია
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდის მცველი

25-28(942)N