გამოდის 1998 წლიდან
2018-10-04
მიზანი, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს აერთიანებს


ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

უკ­ვე წლე­ბია, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა დარ­გის მარ­თ­ვის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის წი­ნა­შე დგას. აქამ­დე მოქ­მე­დი კა­ნო­ნი არა თუ ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მის გან­ვი­თა­რე­ბას, ერ­თ­გ­ვარ შე­მა­ფერ­ხე­ბელ ფაქ­ტო­რა­დაც კი იქ­ცა. ამი­ტო­მაც იყო ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის ფონ­ზე,  ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ქმნის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის თუ პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის იმ პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, რა­მაც სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს.
პირ­ველ რიგ­ში შე­ვე­ხე­ბით ძვე­ლი კა­ნო­ნის იმ მუხლს, რო­მელ­მაც შექ­მ­ნა ე.წ.  „ჩი­ხუ­რი ვი­თა­რე­ბა“ 9-კლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლი პროფ­სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტის­თ­ვის ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შეზღუდ­ვით. ახა­ლი კა­ნო­ნით ასე­თი ბა­რი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დებს აღარ შე­ექ­მ­ნე­ბათ, რად­გან კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს, 2019 წლის მა­ი­სი­დან, უზ­რუნ­ველ­ყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სის შე­ტა­ნა კო­ლე­ჯებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ  ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, რაც ახა­ლი კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო, სა­მი­ნის­ტ­როს 2 წლის ვა­და­ში და­ე­ვა­ლა, გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ ეს  მუხ­ლია, მი­სი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დახ­მა­რე­ბით კომ­პო­ნენ­ტის პი­ლო­ტი­რე­ბა 4 სას­წავ­ლე­ბელ­ში 8 პროგ­რა­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და მას­ზე მო­ნი­ტო­რინ­გიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მო­ე­ლი­ან, რომ შე­დე­გი (ოქ­ტომ­ბერ­ში შე­ჯამ­დე­ბა) გან­ზო­გა­დე­ბის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვა­ლი წლის სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბის­თ­ვის კო­ლე­ჯე­ბი მზად იქ­ნე­ბი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. ასე­ვე ვიტყ­ვით, რომ კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე უქ­მ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი  და პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის ცნე­ბა და ყვე­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ამ სტა­ტუ­სის მქო­ნედ ჩა­ით­ვ­ლე­ბა, ხუ­თი­ვე სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბით; ახა­ლი კა­ნო­ნით მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ფარ­თოვ­დე­ბა პროგ­რა­მე­ბის სპექ­ტ­რი და ეს არის არა მხო­ლოდ გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, არა­მედ ე.წ. მოკ­ლე ციკ­ლის პროგ­რა­მე­ბი: V სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბი, რაც ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ში მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი, რაც აქამ­დე არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი.  პროგ­რა­მე­ბი­სად­მი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად მიდ­გო­მამ გა­ნა­პი­რო­ბა ცნე­ბე­ბის — სტუ­დენ­ტი და მსმე­ნე­ლი — შე­მო­ტა­ნა. სტუ­დენ­ტი იქ­ნე­ბა ის, ვინც სწავ­ლობს გრძელ­ვა­დი­ან პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე, ხო­ლო სხვა და­ნარ­ჩე­ნი — მსმე­ნე­ლი, თუმ­ცა კა­ნო­ნი მას აღი­ა­რებს, რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბო­ლო­ოდ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას — პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გავ­ლის შე­დე­გად გა­ი­ცე­მა პრო­ფე­სი­უ­ლი დიპ­ლო­მი, ვ სა­ფე­ხუ­რის მოკ­ლე ციკ­ლის გავ­ლის შემ­დეგ — ასო­ცი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხი, ხო­ლო მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის მსმე­ნელ­თათ­ვის გა­ი­ცე­მა სერ­ტი­ფი­კა­ტი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი მკაც­რი აღ­რიცხ­ვის დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა. აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ რა­კი კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წე­სის გა­და­ხედ­ვა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, შე­საძ­ლოა, ამ მხრი­ვაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყოს მიდ­გო­მა სტუ­დენ­ტ­სა და მსმე­ნელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. იქ­ნე­ბა თუ არა რო­მე­ლი­მე უპი­რა­ტე­სი, ეს სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კის სა­კითხია, მაგ­რამ მსმე­ნელ­საც, რო­მე­ლიც ერ­თ­თ­ვი­ა­ნი პროგ­რა­მის გა­სავ­ლე­ლა­დაც რომ მო­დი­ო­დეს კო­ლეჯ­ში, უნ­და ჰქონ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა; ახალ­მა კა­ნონ­მა ცნო და და­ა­დას­ტუ­რა სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, გან­მარ­ტა რო­გორც  ტერ­მი­ნი, რაც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. კა­ნონ­მა გახ­ს­ნა ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რო­გორც ქარ­თულ სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, ისე სას­წავ­ლებ­ლებ­სა და სა­წარ­მო­ებს შო­რის, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და უცხო ქვეყ­ნე­ბის  სას­წავ­ლებ­ლებ­თან; შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტ­მა ესა თუ ის მო­დუ­ლი, სხვა, მო­ნოპ­რო­ფი­ლურ, უფ­რო ძლი­ერ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ი­ა­როს და რაც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის, უცხო­ეთ­თან გაც­ვ­ლი­თი და ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სხვაგ­ვა­რად არე­გუ­ლი­რებს წინ­მ­ს­წ­რე­ბი ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის წესი, რაც გზას უხ­ს­ნის მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრინ­ცი­პის და­ნერ­გ­ვას.
ახა­ლი კა­ნო­ნის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას ბა­ტო­ნი კა­ხა­ბერ ერა­ძე (პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენტრის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი) გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე სა­კითხს ანი­ჭებს, კერ­ძოდ, კა­ნონ­ში გაჩ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ცნე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს ამ სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მთე­ლი რი­გი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, მათ შო­რის, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის მომ­ზა­დე­ბას, რა­ზეც მუ­შა­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი, და ამ სტა­ტუს­თან მიბ­მულ ყვე­ლა სარ­გე­ბელს — ხელ­ფა­სე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი და ა.შ. სი­ახ­ლეა ისიც, რომ კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას, დად­გე­ნი­ლე­ბით გან­საზღ­ვ­როს რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის ნუს­ხა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. ეს მო­ი­ცავს იმ პრო­ფე­სი­ებს, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ან მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რესს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იქ­ნე­ბა სა­ექ­თ­ნო საქ­მე, ზო­გი­ერ­თი სამ­შე­ნებ­ლო პროგ­რა­მა, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და ფარ­მა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი და ა.შ.
ბუ­ნებ­რი­ვია, რომ კა­ნო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მ­თა­ვა­რი მი­ზა­ნი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბაა. „ამ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­დავ­დი­ვართ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახალ სტან­დარ­ტებ­ზე. აქამ­დე 3 სტან­დარ­ტი გვქონ­და: სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი. ახ­ლა დღის წეს­რიგ­ში დგას პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის შიგ­ნით ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის კულ­ტუ­რა. ჩვენ ხხჳ სა­უ­კუ­ნის კო­ლეჯ­ზე ვსა­უბ­რობთ და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ შე­მო­დის შე­ფა­სე­ბის ისე­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ულ ხედ­ვას, რამ­დე­ნად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და რო­ლი პროფ­გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში, რო­გო­რია მი­სი უახ­ლე­სი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია, რამ­დე­ნად თავ­სე­ბა­დია მი­სი ხედ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან, რე­გი­ო­ნულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან და რამ­დე­ნად თავ­სე­ბა­დია იმ თემ­თან, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა — ეს იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი; რა თქმა უნ­და, ძა­ლა­ში რჩე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბა, ოღონდ, ძლი­ერ­დე­ბა პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტი, ანუ ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა, რამ­დე­ნად პერ­მა­ნენ­ტუ­ლია ზრუნ­ვა სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. გან­ვი­თა­რე­ბა კი გუ­ლის­ხ­მობს პროგ­რა­მე­ბის სპექ­ტ­რის გა­ფარ­თო­ე­ბას და არ­სე­ბუ­ლის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ან მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბას. რო­ცა პარ­ტ­ნი­ო­რი ითხოვს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს ეცო­დი­ნე­ბო­და მე­ო­რე უცხო ენა ან იქ­ნე­ბო­და რა­ღაც სხვა უნა­რე­ბი, კო­ლე­ჯი ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბა, მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­კუ­თარ პროგ­რა­მა­ში ასა­ხოს შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერ­თი ციკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უნ­და მოხ­დეს მი­სი შე­ფა­სე­ბა და ანა­ლი­ზი — რა იყო პრობ­ლე­მუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბი იყო სტუ­დენ­ტის­თ­ვის და შე­დე­გის მი­ხედ­ვით შე­იც­ვა­ლოს სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი ან ამაღ­ლ­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია. უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რით. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ სას­წავ­ლე­ბელ­ში, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე, გაჩ­ნ­დეს სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ერ­თია, რომ სტან­დარ­ტი ამას ად­გენს და ითხოვს, მე­ო­რეა რამ­დე­ნად იმუ­შა­ვებს რე­ა­ლო­ბა­ში, თუმ­ცა, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დი­რექ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას მათ კი­დევ ერ­თხელ წარ­ვუდ­გი­ნეთ ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი. ჩვენ მზად ვი­ყა­ვით, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, გარ­კ­ვე­ულ დათ­მო­ბებ­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით და გვეთ­ქ­ვა, რომ ამ სტან­დარტს არ მოგ­თხოვთ, შე­გიძ­ლი­ათ 1-წლი­ა­ნი მო­რა­ტო­რი­უ­მი აიღოთ.  8 ქვეს­ტან­დარ­ტის ნა­წილ­ში მზად ვი­ყა­ვით ამ შე­თა­ვა­ზე­ბის­თ­ვის. სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რ­ჩით, რო­ცა თქვეს, რომ რვი­დან 5-ს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ  აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ და არ ითხო­ვენ გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდს. რა­კი მო­დუ­ლუ­რი და დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვას თან მის­დევ­და და­ნერ­გ­ვის მხარ­და­ჭე­რა — სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი წე­ლი­წად­ში 2-ჯერ მი­დი­ოდ­ნენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევ­დ­ნენ რო­გორც პროგ­რა­მულ, ისე ში­ნა­არ­სობ­რივ და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ნა­წილ­ში, აღ­მოჩ­ნ­და, რომ კო­ლე­ჯე­ბი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის უმე­ტეს ნა­წილს მზად ხვდე­ბი­ან — ისი­ნი სწო­რედ და­ნერ­გ­ვის მხარ­და­ჭე­რის პრო­ცეს­ში მო­ვიდ­ნენ. მათ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. გარ­და ამი­სა ცალ­კე სტან­დარ­ტად შე­მო­დის პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“ — გვითხ­რა კა­ხა­ბერ ერა­ძემ.
მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მოთ­ხოვ­­ნაა, თუმ­ცა კა­ნო­ნით ეს სას­წავ­ლებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კი არა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა, ანუ ვალ­დე­ბუ­ლი კი არ არის მა­ინ­ც­და­მა­ინც მან შე­ი­ძი­ნოს, აქ გა­დამ­წყ­ვე­ტი სა­წარ­მოს რო­ლი, მი­სი ბა­ზაა, სტუ­დენ­ტი ხომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ნა­წილს სა­წარ­მოს ბა­ზა­ზე გა­დის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ამით სას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თარ ბი­უ­ჯეტ­საც და­ზო­გავს და ბიზ­ნეს­თან კავ­ში­რით თვალ­ყურს მი­ა­დევ­ნებს, იმ ახალ­ ტექ­ნო­ლო­გი­ებს რაც კონ­კ­რე­ტუ­ლად პარ­ტ­ნი­ორ სა­წარ­მო­ში და, ზო­გა­დად, ბიზ­ნეს­ში შე­მო­დის.
ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია კო­ლე­ჯე­ბის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მხრი­ვაც, რად­გან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მდგრა­დო­ბას სწო­რედ რე­ა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი გათ­ვ­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს.  და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ კარ­გად უნ­და გათ­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი, თუნ­დაც სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი­დან, რა­თა და­ად­გი­ნოს პროგ­რა­მის რენ­ტა­ბე­ლო­ბის თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი, რომ­ლის ქვე­მო­თაც პროგ­რა­მა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე ამ რე­გუ­ლა­ცი­ას კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ხა­რის­ხის უკეთ უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის შე­მო­დის ასე­ვე სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი — ახ­ლა უკ­ვე შე­ვა­მოწ­მებთ სტუ­დენ­ტ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბას და ადეკ­ვა­ტუ­რო­ბას, ანუ ეს არ იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბის  ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სი, არა­მედ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტებს, მო­ნი­ტო­რინ­გის დროს, უნ­და  დახ­ვ­დეს სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბის მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც გა­დაწყ­ვი­ტა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ მან ამ შე­დე­გებს მი­აღ­წია. ასე­თი მიდ­გო­მა, რა თქმა უნ­და, ნიშ­ნავს შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში სტან­დარ­ტის გამ­კაც­რე­ბას, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, გრძელ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რის პრო­ცე­სი. ამის დას­ტუ­რია თუნ­დაც ის, რომ შე­მო­დის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა. ნაც­ვ­ლად ტერ­მი­ნე­ბი­სა — „აკ­მა­ყო­ფი­ლებს“ ან „ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს“, შე­მო­დის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბა — „ნა­წი­ლობ­რივ აკ­მა­ყო­ფი­ლებს“. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ექ­ს­პერ­ტე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან ხის­ტე­ბი, ხარ­ვე­ზის აღ­მო­ჩე­ნი­სას, კო­ლეჯს მი­ე­ცე­მა, არა­უ­მე­ტეს, ერ­თი წლის ვა­და, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რის პრო­ცე­სი და თუ მო­ნი­ტო­რინ­გი დაგ­ვა­ნა­ხებს, რომ ხარ­ვე­ზი გას­წო­რე­ბუ­ლია, მი­ე­ცე­მა ავ­ტო­რი­ზა­ცია, თუ არა და შე­უწყ­დე­ბა.
ბა­ტონ კა­ხა ერა­ძის შე­ფა­სე­ბით, ახა­ლი კა­ნო­ნი „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ თავს უყ­რის ყვე­ლა იმ კითხ­ვა­ზე პა­სუხს, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­როვ­და სის­ტე­მა­ში. ბევ­რი რამ, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოგ­ვა­რე­ბუ­ლია — 2015 წლი­დან დღემ­დე, დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის კო­ლე­ჯე­ბის სა­თა­ნა­დო მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზით აღ­ჭურ­ვი­სათ­ვის, სა­ხელ­მ­წი­ფომ ასიათასობით  ლა­რი და­ხარ­ჯა, სრუ­ლად  გა­მარ­თუ­ლია პროგ­რა­მუ­ლი  ნა­წი­ლი, იმი­ტომ რომ, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, სწავ­ლე­ბა უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრობ­ლე­მად რჩე­ბა გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის სა­კითხი, მი­სი კომ­პე­ტენ­ცია, მო­ტი­ვა­ცია და სტი­მუ­ლი არა მხო­ლოდ სწავ­ლე­ბა­ში, უფ­რო მე­ტად შე­ფა­სე­ბა­ში. თუ ამ ხარ­ვე­ზის აღ­მოფხ­ვ­რა მო­ხერ­ხ­და და ამას თან და­ერ­თო დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა. სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბის წი­ნა პე­რი­ო­დის (3 თვით ად­რე იღე­ბენ გა­ნაცხა­დებს) მო­ნა­ცე­მე­ბი, ამ მხრივ, სა­ი­მე­დო პროგ­ნოზს იძ­ლე­ვა — გა­ორ­მაგ­და დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ დამ­საქ­მებ­ლის ინ­ტე­რე­სი თან­და­თან იზ­რ­დე­ბა, გა­ფარ­თოვ­და სპექ­ტ­რიც. წლე­ვან­დელ აპ­ლი­კან­ტებს დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დი­დი არ­ჩე­ვა­ნი დახ­ვ­დე­ბათ.
და­ბო­ლოს, კითხ­ვა, რო­მე­ლიც ამ სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ჩნდე­ბა — რა­კი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე მო­დის, ხომ არ ჩნდე­ბა იმის აუცი­ლებ­ლო­ბა, რომ ამ მხა­რე­საც არ­სე­ბობ­დეს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რა. ამა­ზე კა­ხა ერა­ძე გვპა­სუ­ხობს: „დი­ახ, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მხო­ლოდ კო­ლე­ჯის დო­ნე­ზე სწავ­ლე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, პა­რა­ლე­ლუ­რად, აუცი­ლე­ბე­ლია რა­ღაც სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სა­წარ­მოს ნა­წილს მი­ხე­დავს, ანუ იქ, სა­დაც პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის 50 პრო­ცენ­ტ­ზე მე­ტი ეუფ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ას და სა­დაც ჩვენ ხე­ლი არ მიგ­ვიწ­ვ­დე­ბა, არა­და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აქვთ თუ არა იმ ადა­მი­ა­ნებს სწავ­ლე­ბის და შე­ფა­სე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა (წე­სით უნ­და ჰქონ­დეთ). ამი­ტო­მაც შე­მო­დის ტერ­მი­ნი „სას­წავ­ლო სა­წარ­მო“. აუცი­ლე­ბე­ლია დად­გინ­დეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლი­თაც მი­ე­ნი­ჭე­ბა სა­წარ­მოს ეს სტა­ტუ­სი და ისიც, ვინ მი­ა­ნი­ჭებს. ჩვენ რომ სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბი­თა და შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ კო­ლე­ჯი, თუ იგი­ვე არ მოხ­და სა­წარ­მოს მხრი­დან, შე­დე­გი არ გვექ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც, სო­ცი­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, უკ­ვე გვქონ­და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი. იმე­დის მომ­ცე­მია და სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ბიზ­ნე­სი ამ მიდ­გო­მას იზი­ა­რებს“.
მარ­თ­ლაც  სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცეფ­ციაა, გერ­მა­ნულ პრაქ­ტი­კას­თან თავ­სე­ბა­დი. სქე­მა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ასე­ვე ერ­თი პრინ­ცი­პუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაც — თუ­კი ჩვენ­თან სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი მთლი­ა­ნად სა­ხელ­მ­წი­ფოს (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი) პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, გერ­მა­ნი­ა­ში ეს დამ­საქ­მებ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ ბიზ­ნეს­მა და­ა­ყე­ნა, აქ ბიზ­ნესს და­ვახ­ვედ­რეთ სის­ტე­მა და ვე­კითხე­ბით ხომ არ გჭირ­დე­ბაო. რა თქმა უნ­და, სჭირ­დე­ბა და ამას იგი უკ­ვე ცხა­დად ხე­დავს და ხვდე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ამ კად­რებს სწო­რედ მის­თ­ვის ამზადებს, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბის სა­კითხი, პირ­ველ რიგ­ში, ასევე ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სებ­შია. ეს სქე­მა წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან ქვეყ­ნებ­ში (გერ­მა­ნია დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის ექ­ს­პორ­ტი­ო­რია მთელ მსოფ­ლი­ო­ში), ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ჩი­ნეთ­ში და ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში.
კა­ნო­ნი „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, ძა­ლა­ში შე­ვი­და. ახ­ლა მთა­ვა­რია ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ისე­ვე არ გა­ი­წე­ლოს დრო­ში, რო­გორც კა­ნონ­ზე მუ­შა­ო­ბა და მი­სი მი­ღე­ბა.

25-28(942)N