გამოდის 1998 წლიდან
2018-10-04
ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის უკან ბავ­შ­ვი და მას­წავ­ლე­ბე­ლი დგას


ლალი ჯელაძე

სკო­ლის მარ­თ­ვი­სა და ლი­დე­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ირი­ნა აბუ­ლა­ძემ ისა­უბ­რა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა­ზე, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც სა­მი­ნის­ტ­რო გეგ­მავს.
„იმე­დი მაქვს, სის­ტე­მა­ში დაგ­რო­ვი­ლი კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბით და ახა­ლი ხედ­ვე­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა, სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბი თქვენ­თან, დი­რექ­ტო­რებ­თან, ერ­თად გა­დავ­დ­გათ, რად­გან დრო აღარ იც­დის, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ისე ააჩ­ქა­რა ყვე­ლა­ფე­რი. ასე­თი ტემ­პით ჩვენ ყო­ველ­თ­ვის უკან ვიქ­ნე­ბით, ამი­ტომ ძა­ლი­ან უნ­და ავ­ჩ­ქარ­დეთ, თუმ­ცა, სიჩ­ქა­რე­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს — ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის უკან ბავ­შ­ვი და მას­წავ­ლე­ბე­ლი დგას“ — გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ. რა სი­ახ­ლე­ე­ბია და­გეგ­მი­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რა არის ახა­ლი სკო­ლის კონ­ცეფ­ცია, ვიდ­რე დე­ტა­ლებს შე­ვიტყობთ, გთა­ვა­ზობთ მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის სა­უ­ბარს იმ მთა­ვარ აქ­ცენ­ტებ­ზე, რა­საც ახა­ლი გეგ­მის ხედ­ვე­ბი თვა­ლის­წი­ნებს.
ახა­ლი ხედ­ვის პირ­ვე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რაა. კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­საზღ­ვ­რავს მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებს. ბევ­რი კითხ­ვა და­ის­ვა სას­კო­ლო ასაკ­თან მი­მარ­თე­ბა­ში — ხომ არ ვა­პი­რებთ, გა­დავ­ხე­დოთ სას­კო­ლო ასა­კის პო­ლი­ტი­კას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღე­ვან­დე­ლი მიდ­გო­მით, 6 წლამ­დე ასა­კის ბავშვს სკო­ლა­ში არ იღე­ბენ. ცხა­დია, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იმ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, რა­შიც იმ დროს ვიმ­ყო­ფე­ბო­დით და, თა­ვის დრო­ზე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო ფსი­ქო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და, გა­დაწყ­და, რომ ასა­კით მა­ინც დაგ­ვე­ბა­ლან­სე­ბი­ნა სას­კო­ლო მზა­ო­ბა, სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის მი­ღე­ბის ასა­კად  6 წე­ლი გა­ნი­საზღ­ვ­რა. თუმ­ცა, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი აქაც არ­სე­ბობს, შე­საძ­ლოა ბავ­შ­ვი უფ­რო ად­რე იყოს მზად სკო­ლის­თ­ვის ან პი­რი­ქით. ჩე­მი აზ­რით, ამ სა­ფე­ხურ­ზე უფ­რო პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მის­აწვ­დო­მო­ბაა. ამი­ტო­მაც იმა­ზე სა­უ­ბა­რი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ გავ­ზარ­დოთ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და შევ­ქ­მ­ნათ სრულ­ყო­ფი­ლი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ 5-6 წლის ასა­კის აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის თა­ნა­ბარ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მებ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ამოქ­მედ­და, (ახ­ლა პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­შია). თა­ვის­თა­ვად, აქაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბია და მე­ტი აქ­ცენ­ტი ბავ­შ­ვის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი — უფ­რო გამ­ს­ხ­ვი­ლე­ბუ­ლია მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი. ცხა­დია, ახ­ლა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. ამი­ტო­მაც, გეტყ­ვით, რომ სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცვლი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა — 6-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბის ნაც­ვ­ლად, 5-წლი­ა­ნე­ბის სკო­ლა­ში დაშ­ვე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­რიცხუ­ლია.
ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვაა.  5-6 წლამ­დე და 2-4 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის სტან­დარ­ტე­ბის და­სა­ნერ­გად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი შევ­ქ­მე­ნით. ახ­ლა მთა­ვა­რია, ეს პროგ­რა­მე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გავ­ხა­დოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ბავ­შ­ვის­თ­ვის. დღე­ვან­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5-6-წლი­ან­თა მხო­ლოდ 25 პრო­ცენტს ფა­რავს სის­ტე­მა სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის ნა­წილ­ში, რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ვფიქ­რობთ, მო­მა­ვალ 5-წლი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში უნ­და შევ­ძ­ლოთ სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ეს და­ფარ­ვა სრუ­ლი იყოს, მი­ნი­მუმ 5-6 წლის ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ წელს უკ­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან. ახა­ლი სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბა­ში, თა­ვის­თა­ვად, სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბაც იგუ­ლის­ხ­მე­ბა. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ასე­ვე, მშობ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. სა­მი­ნის­ტ­როს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი აქვს მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ეს საკ­მა­რი­სი არ არის. უფ­რო მე­ტად უნ­და ამაღ­ლ­დეს მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა სას­კო­ლო მზა­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.
სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. მო­მა­ვა­ლი ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით,  ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­თან ერ­თად, იგეგ­მე­ბა კონ­ცეფ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში. არის სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ბა­ღებს და­უთ­მონ სივ­რ­ცე, ამი­ტომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამის გარ­და, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლებ­მა სხვა­დას­ხ­ვა ფუნ­ქ­ცია აიღონ თავ­ზე. მა­გა­ლი­თად, სკო­ლის სივ­რ­ცე­ში გა­იხ­ს­ნას სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, ამოქ­მედ­დეს სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მა ან გა­იხ­ს­ნას ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რი, რად­გან ვი­ცით, რომ სკო­ლე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თა­დერ­თი თუ არა, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ციაა, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­უ­კე­თე­სოდ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­ურ და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ ცენ­ტ­რე­ბად. ეს ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ რე­სურ­სის და­ზოგ­ვის­თ­ვის, არა­მედ ადა­მი­ა­ნის კა­პი­ტა­ლის კომ­პ­ლექ­სუ­რად, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვად გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
„ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მხარ­და­ჭე­რით, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლე­ბის აღ­წე­რა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო სუ­რათს მოგ­ვ­ცემს, თუ რა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას ვფლობთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სკო­ლის შე­ნო­ბე­ბი რო­გორც ში­და მოწყო­ბის, ისე გა­რე­პე­რი­მეტ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც მთა­ვა­რია, ეს სწო­რად და­გეგ­მ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს — სად გვჭირ­დე­ბა ახა­ლი სკო­ლის აშე­ნე­ბა ან რო­მელ სკო­ლა­ში რა სა­ხის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო თუ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. თა­ვის­თა­ვად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი გარ­კ­ვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნ­და და­ეყ­რ­დ­ნოს. ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვ­თა­რე­ბის­თ­ვის თა­ვა­დაც ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს, მარ­ტო წელს 28 ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლა გა­იხ­ს­ნა. ასე­ვე, დიდ შრო­მა­სა და რე­სურსს დებს ამა­ში ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტო — 500-ზე მეტ სკო­ლას, წელს, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და, 11 სკო­ლა აშენ­და რე­გი­ო­ნებ­ში, 18-ის მშე­ნებ­ლო­ბა კი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თა­ვის­თა­ვად, ეს ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ  არა­საკ­მა­რი­სი. ახ­ლა მთა­ვა­რია, გან­ვ­საზღ­ვ­როთ რას ვა­კე­თებთ მო­მა­ვალ­ში იმის­თ­ვის, რომ უახ­ლო­ეს 3-4 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებს აღარ ჰქონ­დეთ პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და მი­ნი­მა­ლურ სტან­დარტს მა­ინც აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს თი­თო­ე­უ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით სტან­დარ­ტიც კი არა აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი, რად­გან არ ვი­ცით რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა — სა­ი­დან ამო­ვი­დეთ და რა დავ­გეგ­მოთ მო­მა­ვალ­ში. უამ­რა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რი გა­მოთ­ქ­ვამს დახ­მა­რე­ბის სურ­ვილს და მწამს, რომ ეს მარ­თ­ლაც ასე იქ­ნე­ბა. ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, 500 სკო­ლას მე-4 ხა­რის­ხის ავა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, გვაქვს ნაკ­ლე­ბი სიმ­ძი­მის მქო­ნე ავა­რი­უ­ლი სკო­ლე­ბი. თბი­ლის­ში კი ძი­რი­თად პრობ­ლე­მად მოს­წავ­ლე­თა და­ტე­ვა რჩე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, უბ­რა­ლოდ, ახა­ლი სკო­ლე­ბი გვჭირ­დე­ბა. ამ პრობ­ლე­მას, ხში­რად, მშობ­ლე­ბის მი­ერ სკო­ლის შერ­ჩე­ვის უც­ნა­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ქმნის — მათ არ სურთ შვი­ლე­ბი მი­იყ­ვა­ნონ საცხოვ­რე­ბელ სახ­ლ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლებ­ში და, რო­ცა ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ვთა­ვა­ზობთ, იმა­ზეც უარს ამ­ბო­ბენ. მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­სა­გე­ბია და ამ სა­კითხ­ზე აუცი­ლებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ — ერ­თი მხრივ, რას ვა­კე­თებთ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა ჩა­რიცხ­ვის მე­ქა­ნიზ­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და, მე­ო­რე მხრივ, რა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სივ­რ­ცე­ებს ვქმნით იმის­თ­ვის, რომ გა­დატ­ვირ­თუ­ლი სკო­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­და­ვა­მი­სა­მარ­თოთ.
ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა — ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვის გარ­და, რას ეფუძ­ნე­ბა მშობ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სკო­ლის შერ­ჩე­ვი­სას. რე­გი­ო­ნებ­სა და სოფ­ლებ­ში არ­ჩევ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა იქაც სა­ინ­ტე­რე­სოა მშობ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბი. თბი­ლი­სის სკო­ლე­ბის კვლე­ვა კი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რად­გან  მო­მა­ვა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის და­სა­გეგ­მად სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფო­რა­ცი­ას მოგ­ვ­ცემს. მით უფ­რო, რო­ცა არა გვაქვს სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა და რე­ა­ლუ­რად  არ ვი­ცით რო­გო­რი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ სკო­ლე­ბი ბავ­შ­ვებს. მშობ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი,  ძი­რი­თა­დად, რა­ღაც წარ­მოდ­გე­ნებს ეფუძ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, დი­რექ­ტო­რის ფი­გუ­რას ან  კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბას, რო­მელ­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ „გა­მი­გია, კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლია“. ამი­ტომ აუცი­ლე­ბად უნ­და შე­ვი­მუ­შა­ოთ გარ­კ­ვე­უ­ლი სის­ტე­მა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­ვარ­კ­ვევთ სკო­ლე­ბი რე­ა­ლუ­რად რა ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ მოს­წავ­ლე­ებს. დი­დი იმე­დი მაქვს, ამ სა­კითხ­ზე, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ჩვენს პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა. ამ თე­მას დი­დი ხა­ნია ვუტ­რი­ა­ლებთ, მაგ­რამ ად­გი­ლი­დან ვერ დავ­ძა­რით. უნ­და შე­იქ­მ­ნას ისე­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დახ­მა­რე­ბა­სა და სკო­ლის შიგ­ნით ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. 
რა ხდე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში და რა ხდე­ბა სკო­ლა­ში?
ცხა­დია, სკო­ლის გა­რე­მო და კლი­მა­ტი ბევრ ქვე­დო­მენს მო­ი­ცავს, მათ შო­რის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სკო­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი მარ­თ­ვა და მე­ნეჯ­მენ­ტი, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ მო­ნა­ცე­მებს უნ­და და­ე­ფუძ­ნოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლის შიგ­ნით ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია მე­თო­დო­ლო­გია. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის შექ­მ­ნის დღი­დან, აქ­ცენ­ტე­ბი იმა­ზე კეთ­დე­ბა, რომ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­ზე  იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. წელს, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, და­ვიწყეთ ახა­ლი, „მე­სა­მე თა­ო­ბის“, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა, რო­მე­ლიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. შეგ­ვიძ­ლია თუ არა იმის თქმა, რომ სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის სწრა­ფი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოხ­დე­ბა ან, სა­ერ­თოდ,  მზად არი­ან თუ არა სკო­ლე­ბი სი­ახ­ლე­ე­ბის და­სა­ნერ­გად — ყვე­ლას ჩვენ-ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს. პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად, დი­რექ­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ, რად­გან მათ ყვე­ლა­ზე უკეთ იცი­ან თა­ვი­ან­თი სკო­ლე­ბის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი.
თა­ვის­თა­ვად, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა იმ პრინ­ცი­პებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებს გან­საზღ­ვ­რავს, რაც ახალ ხედ­ვებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ პრობ­ლე­მა სწო­რედ მათ და­ნერ­გ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შია. ჩვენ გა­ვი­ა­რეთ ეტა­პი, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელ­თა და დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბი ჩა­ი­დო, ამი­ტო­მაც, მო­მა­ვალ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გებ­ზე აქ­ცენ­ტი ნაკ­ლე­ბად გა­კეთ­დე­ბა, თუმ­ცა, ცხა­დია, ტრე­ნინ­გე­ბი გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რად­გან ეს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თან­მ­დე­ვი პრო­ცე­სია. ვფიქ­რობ, ახ­ლა უფ­რო მე­ტი სა­მუ­შაო თა­ვად სკო­ლის დო­ნე­ზეა. ამი­ტომ, მთე­ლი ჩვე­ნი რე­სურ­სი, მათ შო­რის, ტრე­ნე­რე­ბის, კონ­სულ­ტან­ტე­ბი­სა თუ სხვა­თა სწო­რედ აქეთ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი — თა­ვად პრო­ცეს­ში და­ვეხ­მა­როთ დი­რექ­ტო­რებ­საც და მას­წავ­ლებ­ლებ­საც.
შე­მოდ­გო­მა­ზე, თბი­ლი­სის ერთ-ერთ სკო­ლა­ში, ვიწყებთ ახა­ლი მიდ­გო­მის და სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბას. ვგეგ­მავთ, სა­ნი­მუ­შო სა­გაკ­ვე­თი­ლო გეგ­მე­ბის მომ­ზა­დე­ბას (და­ახ­ლო­ე­ბით, ორ­კ­ვი­რი­ა­ნი სა­გაკ­ვე­თი­ლო გეგ­მის), რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც  მას­წავ­ლებ­ლე­ბი გაკ­ვე­თი­ლებს ად­გი­ლებ­ზე ჩა­ა­ტა­რე­ბენ და ეს იქ­ნე­ბა უფ­რო მე­ტად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლის მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგ­ზე გაყ­ვა­ნას. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლეს მივ­ცეთ ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის  შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ის არ იყოს მა­ინ­ც­და­მა­ინც მას­წავ­ლებ­ლის კომ­ფორ­ტ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თი პა­რაგ­რა­ფი­დან მე­ო­რეზე გა­დას­ვ­ლით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. ჩვენ სწო­რედ ამა­ში უნ­და და­ვეხ­მა­როთ მას­წავ­ლე­ბელს — რო­გო­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით ას­წავ­ლოს. ამის გა­რე­შე, ცხა­დია, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ვერ შევ­ძ­ლებთ. თუმ­ცა, არ მინ­და ისე გა­მი­გოთ, თით­ქოს ხვა­ლი­დან სკო­ლებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბუ­მი და­იწყე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ახ­ლაც არის სკო­ლებ­ში, მაგ­რამ ვი­ცით, რომ ბევ­რ­გან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ჩა­კე­ტი­ლია. არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმი­ტომ, რომ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა უჭირთ მას­წავ­ლებ­ლებს ან დი­რექ­ტო­რის მხრი­დან არ ხდე­ბა ამ პრო­ცე­სის წა­ხა­ლი­სე­ბა. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ ხდე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სხვა საგ­ნებ­თან და ცალ­კე ის­წავ­ლე­ბა.  ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცალ­კე მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ ჩვენ­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ კლას­ში უკე­თე­სი შე­დე­გის მიღ­წე­ვის ან უკე­თე­სი მარ­თ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის  სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­დეს. ჩვენ ვერ დავ­რ­ჩე­ბით იზო­ლი­რე­ბუ­ლი და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­გან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ გავ­ხ­დეთ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან ამა­ყობთ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბით, რა­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში თუ ცნო­ბილ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში აღ­წე­ვენ. ეს წარ­მა­ტე­ბა კი უცხო ენი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე არ მი­იღ­წე­ვა. ამი­ტომ  მინ­და გთხო­ვოთ, ყვე­ლა­ნი გა­მო­ვი­დეთ ჩვე­ნი კომ­ფორ­ტის ზო­ნე­ბი­დან და მარ­ტო იმა­ზე ვი­ფიქ­როთ, ახ­ლა მივ­ცეთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს ისე­თი რამ, რაც ათი წლის შემ­დეგ გა­მო­ად­გე­ბათ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის იბ­რ­ძო­ლონ.
ჩვენ მზამ­ზა­რე­ულ პა­კე­ტებს მი­ვა­წო­დებთ იმ სკო­ლებს, სა­დაც, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, 2019 წლი­დან შე­ვალთ. ვეც­დე­ბით, პი­ლო­ტი­რე­ბის დროს, ისე გა­ვაძ­ლი­ე­როთ სკო­ლე­ბი, რომ შემ­დეგ ჩვენ გა­რე­შე შეძ­ლონ პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ეს არ არის კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ან მოს­წავ­ლის მხარ­და­ჭე­რა, მთლი­ა­ნად სკო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის ახა­ლი ხედ­ვაა, სა­დაც დი­რექ­ტო­რი და­ნა­ხუ­ლია, რო­გორც ამ პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სა­ფუძ­ვე­ლი ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დ­მა ჩა­უ­ყა­რა — დი­რექ­ტო­რე­ბის სამ­წ­ლი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის ასე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი ჯერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.
სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის მო­დე­ლის პრო­ექ­ტის პი­ლო­ტი­რე­ბას შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი 15 სკო­ლა­ში ახორ­ცი­ე­ლებს, შემ­დეგ აუცი­ლებ­ლად ყვე­ლა სკო­ლა­ზე უნ­და გავ­რ­ცელ­დეს, რად­გან დი­რექ­ტორ­მა უნ­და შეძ­ლოს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­მო­ყო­ფა, თა­ვი­სი სკო­ლის სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა და შემ­დეგ მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. დი­რექ­ტო­რი ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი მმარ­თ­ვე­ლი არ უნ­და იყოს სკო­ლა­ში, სა­დაც ში­შით და ძრწო­ლით მოძ­რა­ო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი (ბო­დიშს ვიხ­დი ამ გა­მოთ­ქ­მის­თ­ვის, მაგ­რამ  ვი­ცით, რომ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ასეა). დი­რექ­ტო­რე­ბის მი­ერ სა­კუ­თა­რი სკო­ლის სი­ჯან­სა­ღის შე­ფა­სე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს, რე­ა­ლუ­რად და­ვი­ნა­ხოთ რა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი და დრო დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა სკო­ლა დავ­ფა­როთ.
ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ში ხდე­ბა, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად დი­რექ­ტო­რია პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. თუმ­ცა, იმი­ტომ, რომ პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია, მან არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში მარ­ტომ არ უნ­და იმოქ­მე­დოს, ასე­თი ქმე­დე­ბა უშე­დე­გო იქ­ნე­ბა, ჭკვი­ა­ნი და უნა­რი­ა­ნი დი­რექ­ტო­რი შეძ­ლებს, შექ­მ­ნას თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­და­ა­ნა­წი­ლებს მოს­წავ­ლე­ებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს. 
გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლია დამ­რი­გებ­ლის ინ­ს­ტი­ტუ­ცია, რად­გან დამ­რი­გე­ბე­ლია ზუს­ტად ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იგებს (უნ­და იგებ­დეს) ზო­გა­დად კლა­სის და კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას. სულ პა­ტა­რა გულ­გ­რი­ლო­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუ­დი შე­დე­გით დამ­თავ­რ­დეს. დამ­რი­გე­ბე­ლი მუდ­მივ კონ­ტაქ­ტ­ში უნ­და იყოს მშო­ბელ­თან და თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დეს მას­თან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სკო­ლის შიგ­ნით უნ­და არ­სე­ბობ­დეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჯგუ­ფებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლას, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვას ძა­ლა­დო­ბი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.
ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში, ცხა­დია, გა­ნახ­ლე­ბუ­ლია მე­თო­დო­ლო­გია. ამ შე­მოდ­გო­მა­ზე სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი ერთ-ერთ სკო­ლა­ში, ჳჳჳ-ჳვ კლა­სებ­ში და­იწყე­ბა, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი უფ­რო მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბის სკო­ლას მო­იცავს, რო­მელ­თა შერ­ჩე­ვაც 2019 წელს მოხ­დე­ბა.  პი­ლო­ტი­რე­ბის მე­ო­რე ეტაპ­ზე და­გეგ­მი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 50 სკო­ლის ჩარ­თ­ვა, რაც, თა­ვის­თა­ვად, მო­ი­ტანს იმას, რომ გაჩ­ნ­დე­ბა მათ­თან ერ­თად შექ­მ­ნი­ლი მო­დე­ლე­ბი. იმე­დი მაქვს, ყო­ვე­ლი ახა­ლი პი­ლო­ტი მოგ­ვ­ცემს ახალ მა­სა­ლას, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით, შექ­მ­ნი­ან და შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ რე­სურ­სად.
მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც უკ­ვე შექ­მ­ნი­ლია სის­ტე­მა­ში. ხში­რად გვეს­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან და დი­რექ­ტო­რე­ბის­გან, რომ ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­ს­ზე არ აქვთ წვდო­მა, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ შევ­ქ­მ­ნათ პორ­ტა­ლი, სა­დაც აიტ­ვირ­თე­ბა არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს. ეს იქ­ნე­ბა შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის ტექ­ს­ტე­ბი, კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, შე­იძ­ლე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო გეგ­მე­ბიც იყოს, მოხ­დე­ბა რე­სურ­სის კა­ტე­გო­რი­ზა­ცია. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გვინ­და მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გარ­და, სხვა რე­სურ­სიც გა­მო­ი­ყე­ნოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. პორ­ტა­ლით შე­უძ­ლი­ათ მოს­წავ­ლე­ებ­მაც ისარ­გებ­ლონ, მო­ძებ­ნონ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, რად­გან ძა­ლი­ან ხში­რად ვი­კი­პე­დი­ის იქით ვერ მივ­დი­ვართ ხოლ­მე (ესეც მეს­მის, რად­გან კი­დევ სხვა უნა­რე­ბი და დრო სჭირ­დე­ბა, ამო­არ­ჩი­ონ სან­დო რე­სურ­სი იმ უამ­რა­ვი­დან, რაც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში არ­სე­ბობს). ამ პორ­ტალს ჩვენ ვუ­ყუ­რებთ, რო­გორც  ერთ-ერთ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან  რე­სურსს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შემ­დეგ.
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს წე­რა ზო­გა­დად პრობ­ლე­მაა, პრობ­ლე­მა იყო დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზეც, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­ვი­და სკო­ლებ­ში, იმა­ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ად­რე გვქონ­და, რად­გან მათ შექ­მ­ნა­ზე ძა­ლი­ან დი­დი დრო და­ხარ­ჯეს ავ­ტო­რებ­მა. მა­ინც ვიტყ­ვი, რომ, ზო­გა­დად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ასე მარ­ტი­ვად არ იწე­რე­ბა. სა­ერ­თოდ, ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორ შექ­მ­ნას მო­ცე­მუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, შე­სა­ბა­მი­სად, ოდ­ნავ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­ხით ვი­ღებთ ხოლ­მე ახალ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იც­ვ­ლე­ბო­დეს ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი ან რა­ღაც ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი. მაგ­რამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია რე­ა­ლუ­რად რა შეგ­ვაქვს კლას­ში, რა კითხ­ვებს ვსვამთ ან რა და­ვა­ლე­ბებს ვაძ­ლევთ მოს­წავ­ლეს, რა წე­რია სა­ხელ­მ­ძღვან­ელო­ში ისე­თი, რომ მოს­წავ­ლის აზ­როვ­ნე­ბა და ფიქ­რი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­ვ­მარ­თოთ; არის თუ არა ის აწყო­ბი­ლი კითხ­ვა-პა­სუხ­ზე, დე­ბა­ტებ­სა და მსჯე­ლო­ბა­ზე. ამი­ტომ აქვს ნე­ბის­მი­ერ სას­წავ­ლო რე­სურსს ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი, ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მიჰ­ყ­ვე­ბა და სხვა დამ­ხ­მა­რე რე­სურსს ნაკ­ლე­ბად იშ­ვე­ლი­ებს.
კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი რა­ზეც მინ­და ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სია. „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ დახ­მა­რე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მო­დუ­ლებ­ზე ვმუ­შა­ობთ, სა­მი უკ­ვე მზა­დაა, ახ­ლა საგ­ნობ­რი­ვი მო­დუ­ლე­ბი მუ­შავ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია „ხა­ნის აკა­დე­მი­ა­სა“ და სხვა რე­სურ­სებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს ტრე­ნინ­გებ­ში მრავ­ლა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბით მოს­წავ­ლეს უკეთ უხ­ს­ნის ამა თუ იმ თე­მას, გან­სა­კუთ­რე­ბით ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში — სხვა­დას­ხ­ვა კა­ნონ­სა თუ მოვ­ლე­ნას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა აუცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სკო­ლე­ბის, სა­დაც ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მას­წავ­ლებ­ლებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და შეძ­ლონ ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი ნა­წი­ლი­სა და პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის, რო­გორც მე­თო­დო­ლო­გი­ის და­ნერ­გ­ვა. ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა გავ­ც­ნო­ბო­დით იმ ტი­პის ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს საკ­ლა­სო ოთახ­ში ან სკო­ლის ეზო­ში, ამის­თ­ვის მხო­ლოდ სურ­ვი­ლია სა­ჭი­რო. შე­იძ­ლე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რია უმაღ­ლეს დო­ნე­ზე არ იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი, მაგ­რამ ბევ­რ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა არა­ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ გა­რე­მო­შიც შეძ­ლოს ცდის ან ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა.
თა­ვის­თა­ვად გვერდს ვერ ავუვ­ლი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბარს, რად­გან უამ­რა­ვი კითხ­ვა სწო­რედ ხელ­ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ის­მის. ცხა­დია, სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა, ისევ და ისევ, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­დე­გებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბის სის­ტე­მა­ზე, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმის გა­მო, რომ რა­ღა­ცას უკე­თე­სად აკე­თე­ბენ, მეტ ანაზღა­უ­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ.
ისეთ სას­ტარ­ტო პი­რო­ბებ­ში, რო­გორ­შიც ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, უნ­და არ­სე­ბობ­დეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის ასე­თი სის­ტე­მა, მაგ­რამ, შე­საძ­ლოა, ათი წლის შემ­დეგ, ეს სუ­ლაც აღარ იყოს სა­ჭი­რო, აღარც ის სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვი კი­ბე, რო­მე­ლიც ახ­ლა გვაქვს და სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. შე­საძ­ლოა იყოს „ტოპ“ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის ხელ­ფა­სი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­ოთხე კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფასს გა­უ­ტოლ­დე­ბა (სწო­რედ აქეთ მივ­დი­ვართ). თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, დღეს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა გვჭირ­დე­ბა და, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა. ამავ­დ­რო­უ­ლად, აუცი­ლებ­ლად  უნ­და ვი­ფიქ­როთ და ვიმ­ს­ჯე­ლოთ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, რო­მე­ლიც იმ მას­წავ­ლე­ბელს შე­ე­ხე­ბა, ვინც მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტ­საც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ჩე­მი აზ­რით, დი­რექ­ტო­რებ­მა, და­კის­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გარ­და, თა­ვის თავ­ზე უნ­და აიღონ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბაც, მათ ეს ბერ­კე­ტი უნ­და მივ­ცეთ. ამი­ტო­მაც, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და ვი­მუ­შა­ოთ, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორს, ერ­თი მხრივ, ვთხოვ­დეთ ყვე­ლა­ფერს და, მე­ო­რე მხრივ, არ ვაძ­ლევ­დეთ არა­ნა­ირ ბერ­კეტს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ის მო­სახ­დე­ნად.
აუცი­ლებ­ლად მინ­და შე­ვე­ხო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებს — თა­ვის დრო­ზე, რო­ცა ისი­ნი შე­იქ­მ­ნა, მო­ი­აზ­რე­ბო­და, რო­გორც სის­ტე­მის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თი ფლაგ­მა­ნი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო. თუმ­ცა, წლებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბი­სა და გა­და­ცე­მის ორ­გა­ნო­ე­ბად იქ­ც­ნენ. ამი­ტო­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი გაძ­ლი­ე­რე­ბა რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის თვალ­საზ­რი­სით, ისე სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბით. მათ უნ­და შეძ­ლონ გარ­კ­ვე­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, სა­მი­ნის­ტ­რო­ში რამ­დე­ნი წე­რი­ლი შე­მო­დის, მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვის სკო­ლი­დან სკო­ლა­ში გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე. ვერც კი ჩა­მოვ­თ­ვ­ლი კი­დევ რა სა­კითხებ­ზე გვწე­რენ. და­მერ­წ­მუ­ნეთ, პრობ­ლე­მა წე­რი­ლე­ბის წა­კითხ­ვა­ში კი არა, იმ დრო­სა და პრო­ცე­სებ­შია, რა­საც წე­რი­ლი გა­დის, ჩვე­ნამ­დე რომ მო­აღ­წი­ოს. ამ დრო­ში კი, რა­ღაც ფუჭ­დე­ბა.
იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. მა­გა­ლი­თად, რე­გი­ო­ნის რო­მე­ლი­მე სკო­ლას ქარ­მა სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და — გა­მო­ვიკ­ვ­ლიე რა დრო და გზა სჭირ­დე­ბა, რომ ამ სა­კითხ­ზე რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დეს. დავ­თ­ვა­ლე და და­ახ­ლო­ე­ბით, ორი კვი­რა დას­ჭირ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ბო­ლოო ად­რე­სა­ტამ­დე მოს­ვ­ლას — შეტყო­ბი­ნე­ბამ რომ ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წი­ოს და პა­სუ­ხი უკან დაბ­რუნ­დეს. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლას გა­დახ­დი­ლი სა­ხუ­რა­ვით უწევს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა — რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ესეც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ამი­ტომ, ახა­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბის ნა­წი­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე გა­და­ვა და სწო­რედ მათ უნ­და აიღონ თა­ვი­ანთ თავ­ზე რე­სურ­სიც და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან რთუ­ლია, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, სა­მი­ნის­ტ­როს­თან და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან მუ­შა­ო­ბა. ახა­ლი გზა უფ­რო მარ­ტი­ვი და სწრა­ფი იქ­ნე­ბა რე­ა­გი­რე­ბის­თ­ვის. ამის გარ­და, ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვგეგ­მავთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის დე­ლე­გი­რე­ბას. ცხა­დია, სადღაც მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, სადღაც — ნაკ­ლე­ბად, დი­რექ­ტო­რებ­შიც გვხვდე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი, ზოგს უფ­რო სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად შე­უძ­ლია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ზოგს კი — ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ, პრო­ცე­სი რომ და­საწყე­ბია, ფაქ­ტია. წინ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა. სწო­რედ ეს  პრო­ცე­სი გახ­დე­ბა შემ­დეგ­ში სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის სა­ფუძ­ვე­ლი.
იმე­დი მაქვს, სის­ტე­მა­ში დაგ­რო­ვი­ლი კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბით და იმ ახა­ლი ხედ­ვე­ბით, რა­ზეც ვი­სა­უბ­რე, სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დ­გათ თქვენ­თან, დი­რექ­ტო­რებ­თან, ერ­თად, რად­გან დრო აღარ იც­დის. ძა­ლი­ან უნ­და ავ­ჩ­ქარ­დეთ, თუმ­ცა სიჩ­ქა­რე­ში, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვე­ნე­სი არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ — ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის უკან ბავ­შ­ვი და მას­წავ­ლე­ბე­ლი დგას. მინ­და დი­რექ­ტო­რე­ბი ამ გან­წყო­ბით წახ­ვი­დეთ აქე­დან და თქვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვე­ნი სკო­ლის და მთლი­ა­ნად სის­ტე­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

40(24)N