გამოდის 1998 წლიდან
2018-09-27
მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სას­წავ­ლო ლი­დე­რი


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის სკო­ლის მარ­თ­ვი­სა და ლი­დე­რო­ბის მე­ო­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას უმას­პინ­ძ­ლა. წლე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რომ­ლის მი­ზა­ნი სკო­ლის მარ­თ­ვი­სა და ლი­დე­რო­ბის სა­კითხებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაგ­რო­ვი­ლი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა იყო, 200-ზე მე­ტი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა და 50-ზე მეტ­მა გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, სა­ჯა­რო, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.
სას­წავ­ლო პრო­ცეს­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბულ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს გა­მოწ­ვე­ვებ­ზე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ­მა აუდი­ტო­რი­ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ს­ჯე­ლა.
ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მაგ­და მაღ­რა­ძემ, კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­ს­ნი­სას, გა­ნაცხა­და, რომ ფონ­დი ხელს უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მებ­სა და ისე­თი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვას, რომ­ლე­ბიც შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა: „მსგავ­სი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და სკო­ლის ბა­ზა­ზე მოქ­მე­დი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, იმის­თ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბით და ეფექ­ტი­ა­ნად მოხ­დეს ჩვე­ნი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მარ­თ­ვა და 21-ე სა­უ­კუ­ნის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა.
თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, დი­რექ­ტო­რის, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რის რო­ლი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სკო­ლის მარ­თ­ვა­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში — ეს ის ძი­რი­თა­დი თე­მე­ბია, რო­მე­ლიც „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის“ ფარ­გ­ლებ­ში ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა გა­ი­ა­რა.
იმე­დი გვაქვს, დი­რექ­ტო­რე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, სკო­ლებ­ში სი­ახ­ლე­ე­ბის შე­ტა­ნას და ხელს შე­უწყო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის და­ნერ­გ­ვას, რაც, თა­ვის­თა­ვად, სა­სი­კე­თოდ აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბით წვლი­ლი შეგ­ვაქვს ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მე­ში“.
რე­ა­ლუ­რად რა მის­ცა პრო­ექ­ტ­მა დი­რექ­ტო­რებს, ამის შე­სა­ხებ, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა, ნა­ტა­ლია ედი­შე­რაშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ან­მა პრო­ექ­ტ­მა შექ­მ­ნა ზო­გა­დი ფო­ნი, რო­გო­რი გვინ­და, იყოს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი-ლი­დე­რი, რაც ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში იყო ხაზ­გას­მუ­ლი: „ჩვენ გვჭირ­დე­ბა სას­წავ­ლო ლი­დე­რი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სი.“ მიზ­ნის მიღ­წე­ვას კი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტი­ვო­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სა­მი წე­ლი უძღო­და წინ. ამ პე­რი­ოდ­ში დი­რექ­ტო­რებ­მა „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის“ სა­მი სა­ფე­ხუ­რის ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რეს, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და დი­რექ­ტო­რე­ბის გარ­დაქ­მ­ნას მე­ნე­ჯე­რი­დან სას­წავ­ლო ლი­დე­რად. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის თე­მე­ბი მო­ი­ცავ­და რო­გორც პე­და­გო­გი­ურ სა­კითხებს (ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, დი­რექ­ტორ­მა შეძ­ლოს საკ­ლა­სო ოთახ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის სწო­რად შე­ფა­სე­ბა), ისე უშუ­ა­ლოდ მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვას და ა.შ. ამ­დე­ნად, ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი მრა­ვალ­მ­ხ­რივ მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­ი­ცავს, — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა­ლია, — ტრე­ნინ­გე­ბის გარ­და, დი­რექ­ტო­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დ­ნენ კვარ­ტა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ში, სა­დაც ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­და­მოწ­მე­ბას ახ­დენ­დ­ნენ. თუმ­ცა, პრო­ექ­ტის დე­ტა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი, რა გავ­ლე­ნა იქო­ნია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია სწავ­ლობს, უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. პრო­ექ­ტის მას­შ­ტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გა­დამ­ზა­დე­ბას), არა­რე­ა­ლუ­რია, თი­თო­ე­ულს მიჰ­ყ­ვე და გა­და­ა­მოწ­მო, რო­გორ ნერ­გავს  პრაქ­ტი­კა­ში ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბულ ცოდ­ნას.
იმე­დი გვაქვს, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (2019 წლის ივ­ნი­სის ბო­ლოს), იმ რე­სურ­სის, რაც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ტრე­ნე­რებს, ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის ავ­ტო­რებს, დი­რექ­ტო­რებ­სა და პე­და­გო­გებს და­უგ­როვ­დათ, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი სის­ტე­მის კი­დევ უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბას მო­ახ­მარს.
რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ას, ეს ერ­თ­გ­ვა­რი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ეტა­პია იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის, რაც ამ ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი დი­რექ­ტო­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ამ­ჟა­მად კი, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი დე­რექ­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცია სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. ამის გარ­და, ჩვენ მოწ­ვე­უ­ლი გვყავს უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი — გერ­მა­ნი­ი­დან, ჰო­ლან­დი­ი­დან, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კი­დან. ისი­ნი ქარ­თ­ველ კო­ლე­გებს იმ სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ, რო­მე­ლიც მათ ქვეყ­ნებ­ში დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
„სკო­ლის მარ­თ­ვის და ლი­დე­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია“ ბო­ლო კონ­ფე­რენ­ციაა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი ეტა­პის და­საწყი­სი, რო­დე­საც უკ­ვე სკო­ლის ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე სხვა აკა­დე­მი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თა­ვად გა­მო­ი­ჩე­ნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, წა­ა­ხა­ლი­სონ სკო­ლა­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უწყ­ვე­ტი ზრუნ­ვა.“ 
გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ირი­ნა აბუ­ლა­ძემ კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე დი­რექ­ტო­რებს შე­ახ­სე­ნა, რომ მათ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი აკის­რი­ათ სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
„ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ი­სა“  და „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მხარ­და­ჭე­რით, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ თქვენს გან­ვი­თა­რე­ბა­ში — სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცათ უფ­რო მე­ტი კარ­გი საქ­მის კე­თე­ბა შეძ­ლოთ სკო­ლის დო­ნე­ზე.
ეს არ არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის­თ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა­მედ ეს არის სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აქ გან­ვი­თარ­და და მის მხარ­და­სა­ჭე­რად და­ი­ნერ­გა. რაც 2016 წლი­დან დღემ­დე გა­ვა­კე­თეთ, ამის შე­დე­გე­ბი წინ არის, რად­გან ვფიქ­რობ, ახ­ლა ჩვენ ჯერ კი­დევ საწყის ფა­ზა­ში ვართ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­რექ­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი — „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“ — დას­რუ­ლე­ბუ­ლია.
ჩვენ ყვე­ლამ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­სა და მარ­თ­ვა­ში ჩარ­თულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, უნ­და ვიზ­რუ­ნოთ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა გაქვთ თქვენს სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოვ­ლე­ნილ ნი­ჭი­ე­რე­ბას­თან, ამი­ტომ თქვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი მე­სი­ჯი, ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ, მათ მო­მა­ვალს გან­საზღ­ვ­რავს. თქვენ­ზეა  და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბი­ან ისი­ნი მო­მა­ვალ­ში და რა წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წე­ვენ. ამი­ტო­მაც, თქვენ მი­ერ წარ­მოთ­ქ­მულ  თუნ­დაც ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ფრა­ზა­საც კი ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, სკო­ლა­ში შექ­მ­ნათ ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც არ ებ­რ­ძ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას, არ ხდე­ბა იდე­ე­ბის დის­კ­რე­დი­ტა­ცია, წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია ინო­ვა­ცია და შე­კითხ­ვის დას­მა, სა­დაც არ არ­სე­ბობს მო­ცე­მუ­ლო­ბა — კარ­გი ან ცუ­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­საზღ­ვ­რავს იმ წარ­მა­ტე­ბას, რო­მელ­საც გვინ­და, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა მი­აღ­წი­ონ. ვფიქ­რობ, ჩვენ ყვე­ლა­ნი ვმო­ნა­წი­ლე­ობთ იმ არა­სა­სურ­ველ ფაქ­ტებ­ში, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ ხდე­ბა — იქ­ნე­ბა ეს მოს­წავ­ლე­ებ­ში სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა თუ დაგ­რო­ვი­ლი აგ­რე­სი­ის თა­ნა­ტო­ლებ­ზე ან მათ­ზე სუს­ტებ­ზე მი­მარ­თ­ვა.  იქ, სა­დაც დი­რექ­ტო­რი ხის­ტია და არა­სა­სურ­ვე­ლი ფორ­მით მარ­თავს სკო­ლას, აგ­რე­სი­ას მას­წავ­ლებ­ლებ­ში აგ­რო­ვებს, მათ კი მოს­წავ­ლე­ებ­ზე გა­და­აქვთ, მოს­წავ­ლე­ებს — ერ­თ­მა­ნეთ­ზე (უფ­რო სუს­ტებ­ზე). თა­ვის­თა­ვად, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტო­რი და ნუ გა­მი­გებთ ისე, თით­ქოს სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გი­სა და ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვის მი­ზე­ზი ეს არის, მაგ­რამ დირ­ექ­ტო­რი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ღერ­ძი ნამ­დ­ვი­ლად არის. აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ ეს პრო­ცე­სი უფ­რო ზე­მო­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა და­იწყოს — რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, სა­მი­ნის­ტ­რო — ეს მთე­ლი ვერ­ტი­კა­ლია, რო­მე­ლიც იმ გან­წყო­ბას გან­საზღ­ვ­რავს, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ მოს­წავ­ლე­ებ­ში გროვ­დე­ბა. ამი­ტომ, ყვე­ლამ ერ­თად ვი­ფიქ­როთ იმ სის­ტე­მის დახ­ვე­წა­ზე, რო­მელ­საც სკო­ლის მარ­თ­ვა ჰქვია“. 
რე­ა­ლუ­რად რა მის­ცა სამ­წ­ლი­ან­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა და „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ამ“ დი­რექ­ტო­რებს? ამის შე­სა­ხებ ქუ­თა­ი­სის მე-14 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ნო­ნა ჩუ­ბი­ნი­ძემ გვითხ­რა, რომ: „ეს ერ­თა­დერ­თი პრო­ექ­ტია, რო­მელ­მაც საკ­ლა­სო ოთა­ხის კა­რი გა­ა­ღო და მას­წავ­ლე­ბელ­თან შე­ვი­და, დი­რექ­ტო­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თი და იმა­ვე ენა­ზე აალა­პა­რა­კა და ერ­თი და იგი­ვე პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და­უ­სა­ხა მიზ­ნად. და­ნარ­ჩე­ნი უკ­ვე, მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­სია, თუ რო­გორ ავა­მუ­შა­ვებთ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლი­გი­ი­თა და ტექ­ნო­ლო­გი­ით სწავ­ლე­ბას სკო­ლებ­ში, რაც ასე მი­ღე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში და ასე მოს­წონთ მოს­წავ­ლე­ებს. ჩე­მი აზ­რით, ამ პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ნა­პო­ვა­რი, სკო­ლა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბებ­ას­თან ერ­თად, სწო­რედ ეს არის.“
ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქვე­და სა­ზა­ნოს სკო­ლის დი­რექ­ტ­ორის­თ­ვის, ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნის­თ­ვის კი, რო­მელ­მაც ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის გავ­ლას­თან ერ­თად, ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რა, რო­გორც ფი­ზი­კის პე­და­გოგ­მა, პრო­ექ­ტი სა­უ­კე­თე­სო პრო­ცე­სი აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­მაც პრო­ფე­სი­ულ ზრდას­თან ერ­თად, თვით­რ­წ­მე­ნაც შე­მა­ტა: „ახ­ლა გა­ცი­ლე­ბით მე­ტად ვარ მზად იმის­თ­ვის, რომ ვმარ­თო სკო­ლა და ვი­ყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. იგი­ვე მოხ­და ჩე­მი სკო­ლის პე­და­გო­გებ­შიც, მათ მე­ტად გა­ნუმ­ტ­კიც­დათ ნდო­ბა რო­გორც ჩემ მი­მართ, ისე სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი. მა­თი სა­ხით შე­იკ­რა გუნ­დი, რო­მე­ლიც და­ნარ­ჩენ პე­და­გო­გებს ეხ­მა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, მარ­თ­ლაც დიდ პრო­ფე­სი­ულ დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ მას­წავ­ლებ­ლებს. რე­ა­ლუ­რად, პრო­ექ­ტ­მა ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მო ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა“. — ამ­ბობს ის.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მოწ­ვე­ულ მომ­ხ­სე­ნებ­ლებს შორის იყ­ვ­ნენ ლუდ­ვიგს­ბურ­გის (გერ­მა­ნია) სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ჰარ­ტ­მუტ მე­ი­ე­რი, რო­მე­ლიც, ასე­ვე, კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობს ბა­დენ-ვურ­ტენ­ბერ­გის სკო­ლა­ში, ხო­ლო შტუტ­გარ­დის სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში — პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის ექ­ს­პერ­ტია. ჰარ­ტ­მუტ მე­ი­ე­რი, 2017 წლი­დან, ჩარ­თუ­ლია ნaec-ის პრო­ექ­ტ­ში „სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“, რო­გორც ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ექ­ს­პერ­ტი, კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლებს ხა­რის­ხის მარ­თ­ვის, შე­ფა­სე­ბი­სა და სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­ში. მი­სი პრე­ზენ­ტა­ცი­აც სწო­რედ ამ თე­მას ეხე­ბო­და და პა­სუხს სცემ­და კითხ­ვებს — რას ნიშ­ნავს ხა­რის­ხი, რა არის მი­სი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნე­ბი და რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს სკო­ლა­ში ხა­რის­ხის მარ­თ­ვა. ექ­ს­პერ­ტ­მა ხა­ზი გა­უს­ვა ში­და და გა­რე შე­ფა­სე­ბე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის ხერ­ხებს სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის ციკ­ლ­ში.
სტე­ლენ­ბო­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წამ­ყ­ვან­მა მკვლე­ვარ­მა, დოქ­ტორ­მა სამ­ხ­რეთ აფ­რი­კი­დან, ნიკ სპა­ულ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სკო­ლის მარ­თ­ვი­სა და პო­ლი­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მი­მო­ი­ხი­ლა, თუ რო­გორ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი სკო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტ­მა და სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ერ­თე­უ­ლებ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, კერ­ძოდ, რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, იოკე ჰენ­გე­ფელდ-ვან კო­ნინ­ს­ბრუ­გე­რის საპ­რე­ზენ­ტა­ციო თე­მა სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვას შე­ე­ხო. მან ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მა­გა­ლით­ზე ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვას მოს­წავ­ლე­თა მო­მა­ვალ წარ­მა­ტე­ბა­ზე. ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში სკო­ლის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა სწო­რედ სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის მო­დელს ეყ­რ­დ­ნო­ბა.
კონ­ფე­რენ­ცი­ამ დი­რექ­ტო­რებს „იდე­ე­ბის მო­ე­და­ნი“ შეს­თა­ვა­ზა და სკო­ლის მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებ­ზე სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. დი­რექ­ტო­რებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს თე­მებ­ზე: ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ძა­ლა­დო­ბა სკო­ლა­ში — მი­სი პრე­ვენ­ცია და რე­ა­გი­რე­ბის გზე­ბი, სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სხვ. კონ­ფე­რენ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა მას­ტერ­კ­ლა­სებ­საც და­ეთ­მო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა დი­რექ­ტო­რებს აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი შეს­თა­ვა­ზეს — ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი (სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ექ­ს­პერ­ტი) — „იმი­ჯის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“; მაია ხო­სი­ტაშ­ვი­ლი (ტრე­ნე­რი, კონ­სულ­ტან­ტი, ფსი­ქო­ლო­გი) — „გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის რო­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში“; პა­ა­ტა ამო­ნაშ­ვი­ლი (ფსი­ქო­ლო­გი, სო­ცი­ო­ლო­გი და მწე­რა­ლი) — „სკო­ლა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰუ­მა­ნუ­რი პე­და­გო­გი­კის პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში“.
კონ­ფე­რენ­ცი­ამ გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, მიღ­წე­ვე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი სა­ჯა­როდ გა­მო­ე­ტა­ნათ.

25-28(942)N