გამოდის 1998 წლიდან
2018-09-27
რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ცვლი­ლე­ბე­ბი

სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მო­ზარ­დ­თა შო­რის სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი ძა­ლა­ში შე­ვი­და. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნია მან­და­ტუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გაზ­რ­და, სკო­ლებ­ში მომ­ხ­დარ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე მყი­სი­ე­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. შე­იც­ვა­ლა მან­და­ტურ­თა და­ნიშ­ვ­ნის წე­სიც, კან­დი­და­ტის მი­მართ ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბი გა­ნი­საზღ­ვ­რა. მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბი, სწავ­ლე­ბის სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­თან ერ­თად, ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბა­საც მო­ი­ცავს.
მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს ახა­ლი ფუნ­ქ­ცი­აც და­ე­კის­რა — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის სა­კითხებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა.
მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლ ცვლი­ლე­ბებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს, კონ­ს­ტან­ტი­ნე ან­ჯა­ფა­რი­ძეს.

— კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და კა­ნონ­ში?
— ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის მი­ზა­ნი იყო მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რ­და. სა­გან­გე­ბოდ შექ­მ­ნილ­მა სა­მუ­შაო ჯგუფ­მა იმუ­შა­ვა კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ზე, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ მან­და­ტუ­რი უკეთ და­იც­ვას მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ცვლი­ლე­ბე­ბი ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­გეგ­მა და მრა­ვალ სა­კითხს მო­ი­ცავს — ყვე­ლა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა, ეტა­პობ­რი­ვად, აღი­ჭურ­ვე­ბა სათ­ვალ­თ­ვა­ლო კა­მე­რე­ბით; მან­და­ტუ­რე­ბი, პი­რა­დი გა­სინ­ჯ­ვის ნაც­ვ­ლად, ჩა­ა­ტა­რე­ბენ ზე­და­პი­რულ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით, ამის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა იმა­ვე სქე­სის მან­და­ტურს, რა სქე­სი­საც არის მოს­წავ­ლე, რომ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც ხდე­ბა. მარ­თა­ლია, ეს აქამ­დეც ასე ხდე­ბო­და, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე კა­ნო­ნის დო­ნე­ზე გა­ნი­საზღ­ვ­რა.
ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ძლი­ერ­დე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი და სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ქვეშ მო­დი­ან. კა­ნონ­ში გა­ი­წე­რა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და შექ­მ­ნას უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რო­გორ მოქ­მე­დებს სკო­ლა — მან­და­ტუ­რი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, მშობ­ლე­ბი და სხვ. — სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გორ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ  სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვის პრე­ვენ­ცი­ას ან რე­ა­გი­რე­ბენ უკ­ვე მომ­ხ­დარ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე.  მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ დო­კუ­მენ­ტის სა­ბო­ლოო გან­ხილ­ვა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში დამ­ტ­კიც­დე­ბა და მას­ში მრა­ვა­ლი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა სკო­ლე­ბის­თ­ვის.
— რა არის მა­ინც ამ სი­ახ­ლე­თა­გან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?
— მა­გა­ლი­თად ის, რომ სკო­ლა­ში იქ­მ­ნე­ბა უსაფ­რ­თხო­ე­ბის საბ­ჭო, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით შე­იკ­რი­ბე­ბა (ვთქვათ, კვი­რა­ში ერ­თხელ) და იმ­ს­ჯე­ლებს სკო­ლი­სათ­ვის პრობ­ლე­მურ სა­კითხებ­ზე, და­გეგ­მავს მა­თი გა­დაჭ­რის გზებს. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი შე­ი­მუ­შა­ვებს კითხ­ვა­რებს, უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის ფსი­ქო­ლო­გი­ურ კითხ­ვა­რებს და შემ­დ­გომ­ში სკო­ლა (სკო­ლის დი­რექ­ტო­რი) უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ისი­ნი მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ავ­სონ. კითხ­ვა­რე­ბის შევ­სე­ბის შემ­დეგ მა­სა­ლა გა­ა­ნა­ლიზ­დე­ბა და, სა­თა­ნა­დო დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ი­გეგ­მე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.
მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი  ყო­ველ­წ­ლი­უ­რად შე­ი­მუ­შა­ვებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს სკო­ლე­ბის­თ­ვის. შე­ვის­წავ­ლით, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვს თი­თო­ე­ულ კონ­კ­რე­ტულ სკო­ლას და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­ცემთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სკო­ლე­ბი ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს შე­ას­რუ­ლე­ბენ.
— ვინ იქ­ნე­ბი­ან სკო­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რე­ბი?
— ამის გან­ხილ­ვა-და­ზუს­ტე­ბა ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რა თქმა უნ­და,  აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ასე­ვე მან­და­ტუ­რი (რად­გან უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხებს შე­ე­ხე­ბა), შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მიწ­ვე­ვა ან, გარ­კ­ვე­ულ კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში, სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის ჩარ­თ­ვა, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო ან, გარ­კ­ვე­ულ ქე­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით — მარ­თ­ლ­წეს­რი­გის ოფიც­რის. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ყო­ვე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­დე­ბა. ჯერ არ არის ზუს­ტად გან­საზღ­ვ­რუ­ლი.
— მშო­ბე­ლი თუ იქ­ნე­ბა საბ­ჭოს წევ­რი?
— რა თქმა უნ­და, მშო­ბე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს საბ­ჭოს წევ­რი. რო­გორც გითხა­რით, ზუს­ტად ახ­ლა მი­დის გან­ხილ­ვა, ვინ უნ­და შე­ვი­დეს საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და რო­გორ უნ­და იმუ­შა­ოს ამ ორ­გა­ნომ.
სი­ახ­ლეა ის, რომ ყვე­ლა სკო­ლა­ში იქ­ნე­ბა ანო­ნი­მუ­რი ყუ­თე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­სა და მშობ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ ჩა­აგ­დონ თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, ეს პრობ­ლე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლოს და გა­დაწყ­ვე­ტის გზე­ბიც და­გეგ­მოს. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს, ახა­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ევა­ლე­ბა ან­ტი­ძა­ლა­დობ­რი­ვი, ან­ტი­ბუ­ლინ­გუ­რი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და  სკო­ლებ­ში და­ნერ­გ­ვა.
რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ეს ცვლი­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და არა ერ­თ­დ­რო­უ­ლად. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, ცვლი­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით უფ­რო მე­ტად და­ცულ გა­რე­მო­ში ის­წავ­ლი­ან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი.
— ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დრო­ის რა მო­ნაკ­ვეთს მო­ი­ცავს?
— გა­აჩ­ნია სა­კითხს, მა­გა­ლი­თად, უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი სექ­ტემ­ბ­რი­დან­ვე შე­ვა ძა­ლა­ში, ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა  სკო­ლე­ბის ვი­დე­ო­სათ­ვალ­თ­ვა­ლო კა­მე­რე­ბით აღ­ჭურ­ვას, შე­იძ­ლე­ბა ერთ წე­ლი­წად­ში ვერ დამ­თავ­რ­დეს, რად­გან არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი. ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­უ­ბა­რია 2-3 წელ­ზე იმი­ტომ, რომ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით უნ­და მოხ­დეს სკო­ლე­ბის კა­მე­რე­ბით აღ­ჭურ­ვა.
— რა ნიშ­ნით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა — პირ­ველ რიგ­ში სად და­მონ­ტაჟ­დე­ბა და სად — მოგ­ვი­ა­ნე­ბით?
— ამ სა­კითხ­საც სა­გან­გე­ბოდ შე­ვის­წავ­ლით და ეტა­პობ­რი­ვად დავ­გეგ­მავთ. იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც მან­და­ტუ­რე­ბი არი­ან, ვი­დე­ო­სათ­ვალ­თ­ვა­ლო კა­მე­რე­ბი ისე­დაც არის, მარ­ტო ოთხ სკო­ლა­ში არ არის, უფ­რო სწო­რად კა­მე­რე­ბი არის, მაგ­რამ გა­მო­სუ­ლია მწყობ­რი­დან, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტექ­ნი­კაა, რად­გან უკ­ვე 8-9 წე­ლია, რაც და­მონ­ტაჟ­და და და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, უნ­და შე­იც­ვა­ლოს. ალ­ბათ გა­ვეც­ნო­ბით სკო­ლებს და სა­დაც მე­ტი სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, ჯერ იქ და­მონ­ტაჟ­დე­ბა და შემ­დ­გომ­ში უკ­ვე სხვა სკო­ლებ­ში. კა­ნო­ნით გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი ვი­დე­ო­სათ­ვალ­თ­ვა­ლო კა­მე­რე­ბით.
ჩე­მი აზ­რით, ბევ­რად უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­ვენ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა­სა და მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­აზ­რებს. უკ­ვე დე­ტა­ლუ­რად გა­ი­წე­რა ვის რა მო­ვა­ლე­ო­ბა აკის­რია სკო­ლა­ში და, სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვის ან სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვინ რა ქმე­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. მა­გა­ლი­თად, პრობ­ლე­მუ­რი ქე­ი­სი რომ ავი­ღოთ, სკო­ლა­ში ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა ვინ რა რო­ლი უნ­და შე­ას­რუ­ლოს და რო­გორ იმოქ­მე­დოს. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბა­ზა­ზე შე­იქ­მ­ნა, ასე­ვე,  კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც პრობ­ლე­მუ­რი ქე­ი­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლას ად­გილ­ზე და­ეხ­მა­რე­ბი­ან პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში. ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა სკო­ლებს ამ სე­მეს­ტ­რი­დან­ვე აქვთ.
მომ­ზად­და ძა­ლა­დო­ბის სა­ი­ტი — befriend.mes.gov.ge, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს თუ სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­ეც­ნონ, რა არის ძა­ლა­დო­ბა და რო­გორ ვებ­რ­ძო­ლოთ. იქ­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი — 0800000088 (მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს 24-სა­ა­თი­ა­ნი ცხე­ლი ხა­ზის სამ­სა­ხუ­რი აქვს), სა­დაც შე­იძ­ლე­ბა და­რე­კოთ და გა­გი­წე­ვენ უფა­სო ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას, და­გეხ­მა­რე­ბი­ან ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში.
— სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში გა­ნათ­ლე­ბის სი­ტე­მის ახა­ლი რე­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ხომ არ შე­ე­ხე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი?
— ჩვენ მუდ­მი­ვად  ვვი­თარ­დე­ბით, ამი­ტომ, დღეს შე­იძ­ლე­ბა არ იყოს სა­ჭი­რო, მაგ­რამ ხვალ დად­გეს გარ­კ­ვე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა. ამ ეტაპ­ზე, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ არ იგეგ­მე­ბა, რად­გან ახ­ლა­ხან შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­ში და შე­იც­ვა­ლა სტრუქ­ტუ­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კა­ნო­ნით ასე იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი — მან­და­ტურს ნიშ­ნავ­და და ათა­ვი­სუფ­ლებ­და სკო­ლის დი­რექ­ცია, ახ­ლა მას ნიშ­ნავს და ათა­ვი­სუფ­ლებს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაა სტრუქ­ტუ­რა­ში. აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ თუ დი­რექ­ტორს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა, რა­ტომ არ უნ­და ეს მან­და­ტუ­რი და ურ­ჩევ­ნია სხვა, რა თქმა უნ­და, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ესეც კა­ნონ­შია გა­წე­რი­ლი — აუცი­ლებ­ლად მო­ვუს­მი­ნოთ დი­რექ­ცი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან­და­ტუ­რის და­ნიშ­ვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა  ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი.
— ამ სას­წავ­ლო წელს თუ გა­ფარ­თოვ­დე­ბა იმ სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რია შე­სუ­ლი?
— დი­ახ, ზუს­ტად ახ­ლა ვიწყებთ მან­და­ტუ­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას და, სე­მეს­ტ­რის ბო­ლომ­დე, 20 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვა­პი­რებთ შეს­ვ­ლას. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი თბი­ლი­სის ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­შია, ახა­ლი ოცი სკო­ლა რე­გი­ო­ნებ­ში დაგ­ვე­მა­ტე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი პრო­ექ­ტი — კა­ნო­ნით დაგ­ვე­ვა­ლა, რომ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, სა­დაც 200 ბავ­შ­ვ­ზე ნაკ­ლე­ბია, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ერთ-ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს გა­და­ამ­ზა­დებს  უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხებ­ში. ის იმა­ვე უნარ-ჩვე­ვე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა, რაც მან­და­ტურს აქვს და  და სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი.
გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი დაწყე­ბუ­ლია და რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში უკ­ვე მომ­ზად­და სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ახ­ლა მი­დის ზუს­ტი გა­წე­რა, რო­გორ იმუ­შა­ონ. ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას ეყო­ლე­ბა უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი, რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბა, რო­გორ იმოქ­მე­დოს ამა თუ იმ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში. ისი­ნი, იმავ­დ­რო­უ­ლად, მიბ­მუ­ლი იქ­ნე­ბი­ან ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტ­რებ­თან და ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც მი­ი­ღე­ბენ.
— და­იწყო თუ არა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან და რა ფორ­მით წა­რი­მარ­თე­ბა?
— ჩვენ ისე­დაც ძა­ლი­ან მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დით, ბო­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 3500-ზე მე­ტი შეტყო­ბი­ნე­ბაა შე­სუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­დან, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ. და­მე­მოწ­მე­ბით, რომ ეს ძა­ლი­ან დი­დი ციფ­რია. ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უფ­რო სის­ტე­მა­ტურ ურ­თი­ერ­თო­ბას გუ­ლის­ხ­მობს და დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი ვის და რო­გორ ვუ­კავ­შირ­დე­ბით, ასე­ვე, მათ რა წვდო­მა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ჩვენს ბა­ზებ­თან, რომ ნა­ხონ ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში, სად რა დარ­ღ­ვე­ვა ხდე­ბა. მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა და დე­ტა­ლუ­რად გა­ი­წე­რე­ბა, რა სა­ხის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვენ შო­რის. კა­ნონ­მა და კა­ნონ­მ­დებ­ლებ­მა დაგ­ვა­ვა­ლეს, რომ ეს წე­სი შე­ვი­მუ­შა­ოთ.
— რა შემ­თხ­ვე­ვა­ში უკავ­შირ­დე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს? რა უნ­და მოხ­დეს, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გეს?
— იცით, რომ მან­და­ტურს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბა აქვს გავ­ლი­ლი და თუ შე­ატყობს, რომ მოხ­და სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლი ან მოს­წავ­ლის ქმე­დე­ბა შე­ი­ცავს სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, იგი ვალ­დე­ბუ­ლია, და­უ­კავ­შირ­დეს პო­ლი­ცი­ას. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ პრე­ვენ­ცი­ის კუთხი­თაც და თუ ვი­ცით, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბავშვს რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს და სკო­ლი­დან რომ გა­ვა, შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე საფ­რ­თხე და­ე­მუქ­როს, მა­შინ ხდე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფორ­მი­რე­ბა.
რა თქმა უნ­და, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 3500-ივე მი­მარ­თ­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში მოხ­და, უმე­ტე­სო­ბა, რა თქმა უნ­და, პრე­ვენ­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვე­ბი იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ მძი­მე და­ნა­შა­ულს თვი­თონ სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.
— ალ­ბათ გვერდს ვერ ავუვ­ლით 51-ე სკო­ლა­ში მომ­ხ­დარ ტრა­გი­კულ შემ­თხ­ვე­ვას, რო­მელ­საც ორი მოს­წავ­ლის სი­ცოცხ­ლე შე­ე­წი­რა. და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ამ, რო­მელ­მაც, სხვებ­თან ერ­თად, სკო­ლის მან­და­ტუ­რე­ბიც გა­მო­კითხა. ამ ფაქ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ ჩა­ტარ­და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში ში­და მოკ­ვ­ლე­ვა და ხომ არ გა­მო­იკ­ვე­თა რა­ი­მე დარ­ღ­ვე­ვა მან­და­ტუ­რე­ბის მხრი­დან?
— კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ მხო­ლოდ მან­და­ტუ­რე­ბი, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა არ გა­მო­უ­ძა­ხი­ათ.
— იგი­ვე მან­და­ტუ­რე­ბი არი­ან 51-ე სკო­ლა­ში?
— მან­და­ტუ­რე­ბის რო­ტა­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია და ხში­რად ხდე­ბა არა მარ­ტო ამ სკო­ლა­ში.  არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი, იმ დროს  ესა თუ ის კონ­კ­რე­ტუ­ლი მან­და­ტუ­რი რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გვჭირ­დე­ბო­დეს სხვა­გან და უკე­თე­სი იყოს მი­სი გა­დაყ­ვა­ნა. ხდე­ბა სკო­ლე­ბის შეს­წავ­ლა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ის მან­და­ტუ­რე­ბი, ვინც იმ დროს  51-ე სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ, ისევ აგ­რ­ძე­ლე­ბენ მან­და­ტუ­რე­ბად მუ­შა­ო­ბას ჩვენს სამ­სა­ხურ­ში.
— რით იწყებს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ახალ სას­წავ­ლო წელს?
— პირ­ველ რიგ­ში, შე­ვარ­ჩევთ კად­რებს, გა­და­ვამ­ზა­დებთ და შე­ვალთ ახალ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. ასე­ვე, და­იწყე­ბა მოქ­მე­დი მან­და­ტუ­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, რად­გან გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სიც შე­იც­ვა­ლა და მან­და­ტუ­რე­ბის მი­ღე­ბის წე­სიც. ად­რე საკ­მა­რი­სი იყო სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა, ახ­ლა, სრულ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მან­და­ტურს უნ­და ჰქონ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. შე­იც­ვა­ლა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სიც, და­იხ­ვე­წა, უფ­რო მეტ სა­კითხს მო­ი­ცავს, მათ შო­რის, დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა მან­და­ტუ­რე­ბის ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას და სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვებს, რომ მათ შეძ­ლონ კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, მე­დი­ა­ცია. გა­ი­ზარ­და კურ­სის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა.
პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, ახალ კად­რებს მო­ვამ­ზა­დებთ, შემ­დეგ,  ეტა­პობ­რი­ვად, მოქ­მე­დი მან­და­ტუ­რე­ბი გა­დამ­ზად­დე­ბი­ან ახა­ლი კურ­სის თა­ნახ­მად იმ საგ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც მო­სამ­ზა­დე­ბელ კურსს ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დ­გომ და­ე­მა­ტა. ოღონდ ეს არ მოხ­დე­ბა 1-2 დღე­ში და არც 1-2 თვე­ში, რად­გან სა­უ­ბა­რია 1200 ადა­მი­ან­ზე და, რა თქმა უნ­და, ამ პრო­ცესს დრო დას­ჭირ­დე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

37(831)N